IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვადიმ ზელანდი, რეალობის ტრანსერფინგი- ყვ
baobab
post Mar 17 2012, 04:53 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით ყველას, პირველად ვარ ამ ფორუმზე და ძალიან გამეხარდა, რომ ეზოთერიკით დაინტერესებული ხალხი ჩვენთანაც ბევრია.
გადავღეჭე უამრავი ლიტერატურა პრაქტიკული შედეგის მიღების მიზნით, თუმცა ჩემთვის ყველაზე ეფექტური და შედეგის მომტანი ვადიმ ზელანდის ტრანსერფინგი აღმოჩნდა.

გადავწყვიტე ვთარგმნო, რადგან შესაძლოა სხვასაც დაეხმაროს რეალობის აღქმის ზელანდისეული ვარიანტი და ამ სხვამ შესაძლოა რუსული არ იცოდეს.

ქართული ვარიანტი ვეძებე და ვერ ვიპოვე, ამიტომ გთხოვთ თუ ვინმემ იცით ქართული თარგმანის არსებობისმ შესახებ გამაგებინოთ.

რა თქმაუნდა ხარვეზები თარგმანში იქნება, ქართულ ენაში გამორჩეული არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა იდეის გადმოცემას ვფიქრობ, რომ შევძლებ მაქსიმალური სიზუსტით.
თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი ტექსტის რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღოთ , დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ თქვენს რჩევას.

აი ისიც.

ძვირფასო მკითხველო!

ისევე როგორც ყველას, ალბათ თქვენც გსურთ გქონდეთ კომფორტული, მშვიდი, და უზრუნველი ცხოვრება მოულოდნელი რყევების გარეშე. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა და ბედნიერებისთვის ბრძოლაში, ალბათ უამრავი ხერხი გექნებათ ნაცადი. საინტერესოა, შეძელით თუ არა რაიმეს მიღწევა ჩვეული - ტრადიციული მსოფლმხედველობის ფარგლებში?

ამ წიგნში საუბარია საკმაოდ უცნაურ საკითხებზე. ეს ყველაფერი იმდენად შოკის მომგვრელია, რომ ძნელია დაიჯერო მაგრამ თქვენი დარწმუნება საჭირო არცაა. არსებობს მეთოდები რომელთა საშუალებითაც თავად შეძლებთ ამ ყველაფრის გადამოწმებას და მაშინ თქვენი ჩვეული მსოფლმხედველობა სამუდამოდ შეიცვლება.

ტრანსერფინგი - არის საკმაოდ ძლიერი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შესძლებთ განსხვავებულად იცხოვროთ , უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - თავად მართოთ საკუთარი ბედ იღბალი. აქ სასწაულებზე არ გვექნება საუბარი, თუმცა გელით გაიგოთ გაცილებით მეტი. დარწმუნდებით, რომ თქვენთვის, უცნობი რეალობა ბევრად საკვირველია ვიდრე ნებისმიერი მისტიკა.

არსებობს უამრავი წიგნი , რომელიც გვთავაზობს წარმატებული ცხოვრების რეცეპტებს, გვასწავლის როგორ გავხდეთ წარმატებული და მდიდარი. რათქმაუნდა მომხიბვლელი პერსპექტივაა, ვის არ უნდა. თუმცა მოცემული რეცეპტები გვთავაზობენ საკუთარი თავი შევცვალოთ ძალდატანებით, ვარჯიშებით და მედიტაციებით. თავიდანვე მოსაწყენი ხდება.
გარწმუნებენ, რომ არ ხართ სრულყოფილი, და ამიტომ უნდა შეიცვალოთ თორემ არაფერი გამოვა. შესაძლოა მართლაც არ ხართ საკუთარი თავით კმაყოფილი, მაგრამ გულის სიღრმეში არავის არ უნდა შეიცვალოს. და სწორიც არის. ნუ დაიჯერებთ, თუ ვინმე გეუბნებათ, რომ არ ხართ სრულყოფილი. რატომ თვლით, რომ ვიღაცამ თქვენზე უკეთ იცის, როგორი უნდა იყოთ? არ არის საკუთარი თავის შეცვლა საჭირო. გამოსავალი სულ სხვაგანაა.
ჩვენ არ დავკავდებით მედიტაციებით, ვარჯიშებით და საკუთარ თავში მიზეზების ძიებით. ტრანსერფინგი თვითსრულყოფის ახალი მეთოდიკა არ არის. ეს არის პრინციპულად განსხვავებული მეთოდი, იაზროვნო და იმოქმედო ისე, რომ მიიღო სასურველი. არა მიაღწიო, არამედ მიიღო. არა შეცვალო შენი თავი, არამედ დაუბრუნდე საკუთარ თავს.
ჩვენ ყველა უშვებთ ცხოვრებაში შეცდომას, და შემდეგ ვოცნებობთ უკან დაბრუნებასა და ყველაფრის გამოსწორებაზე. მე ვერ დაგპირდებით, რომ ბავშვობაში დაგაბრუნებთ, მაგრამ შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია, თანაც ეს წარსულში დაბრუნების მსგავსი იქნება. ამ სიტყვების აზრი მხოლოდ წიგნის ბოლოსკენ იქნება თქვენთვის ნათელი. ვერსად გაიგებდით ან წაიკითხავდით იმას, რაც მინდა რომ გიამბოთ. ამიტომ მზად იყავით უცნაური და სასიამოვნო მოულოდნელობებისთვის.


I. ვარიანტების მოდელი
ამ თავში მოცემულია თეორიული შესავალი ტრანსერფინგში.
ტრანსერფინგის კონცეპტუალური ბაზა არის ვარიანტების მოდელი - ჩვენი სამყაროს მოწყობის პრინციპულად განსხვავებული ხედვა. ადამიანმა არ იცის, რომ საჭირო არაა სასურველის მიღწევა, მას შეუძლია ის უბრალოდ მიიღოს. რატომ არის ეს შესაძლებელი?
ოცნებები არ სრულდება.

განთიადის ვარსკვლავთა შრიალი

მეზობლის ძაღლის ყეფამ გამაღვიძა. რა საზიზღარი არსებაა, ყოველდღე მაღვიძებს. ვერ ვიტან! რატომ უნდა ვიღვიძებდე ამ აუტანელი ცხოველის ყეფისგან? გავიდე გავერიდო, იქნებ როგორმე დავმშვიდდე და მეზობლის სახლის გადაწვის სურვილმა გადამიაროს. რა ძაღლიცაა ის პატრონი ყავს. ყოველთვის ვიღაცეები ძვრებიან ჩემს ცხოვრებაში, და ცდილობენ ნერვები დამაწყვიტონ. გაღიზიანებული ვიცმევ. ისევ სადღაც გადაიკარგა ჩემი ფლოსტები. სადა ხართ თქვე... რომ გიპოვით – გადაგყრით!

ქუჩაში ნისლია, სინესტე. სრიალა ბილიკზე მივდიოდი, მოღუშული ტყის გავლით. თითქმის ყველა ფოთოლი დაცვივდა, ნახევრად მკვდარი ხეების ნაცრისფერ ტოტებს.
რატომ ვცხოვრობ ამ ჭაობში? სიგარეტს ვეძებ. თითქოს მოწევა არ მინდა, მაგრამ ჩვევაა და საჭიროა. საჭიროა? როდის აქეთია სიგარეტი ვალდებულებად მექცა? საზიზღრობაა დილით მოწევა მშიერ კუჭზე. არადა წინათ სასიამოვნო იყო, როცა სიგარეტი თავისუფლებასა და სტილს გამოხატავდა. მაგრამ კაი დრო დამთავრდა და დაიწყო პრობლემები და ნაცრისფერი რეალობა. თითოეულ პრობლემაზე რამოდენიმე სიგარეტის დაყოლება გიწევს, თითქოს მოწევ, შეისვენებ და ისევ ჩაერთვები ამ გაუთავებელ რუტინაში.

სიგარეტის კვამლი თვალში მომხვდა, და წამით ხელები ავიფარე ნაწყენი ბავშვივით. როგორ ყელში ამომივიდა ყველაფერი. თითქოს ჩემი ფიქრების გასამძაფრებლად გაზნექილი ხის ტოტი მოსხლტა და სახეში მომხვდა მწარედ. შევიგინე, გამწარებულმა მოვამტვრიე და გვერძე მოვიქნიე. ის კი ხეს დაეკიდა და ქანაობა დაიწყო დამცინავად, თითქოს ჩემი უსუსურობის დასამტკიცებლად. ზანტად გავერიდე.

ყოველთვის, როდესაც ცხოვრებასთან ბრძოლას ვცდილობდი, თავიდან თითქოს მნებდებოდა იმედის მომცემად, შემდეგ მაგარი .სილა მხვდებოდა სახეში. მხოლოდ კინოშია , როცა გმირი მიზნისკენ მიდის და ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე. ცხოვრებაში სხვანაირადაა. ცხოვრება ”რულეტკას” გავს. ჯერ მოიგებ ერთი ორჯერ და უკვე გამარჯვებულად წარმოგიდგენია თავი, გგონია რომ ყველაფერი შენია. მაგრამ საბოლოო ჯამში, წაგებული რჩები. საახალწლო გოჭივით ხარ, რომელსაც კარგად აჭმევენ და ამზადებენ შესაწვავად სიცილ ხარხარით რომ შეჭამონ. შეგეშალა ეს შენი ზეიმი არ არის...

ასეთ უხალისო ფიქრებში გართული ზღვასთან გავედი. პატარა ტალღები გაავებული კბენდნენ ქვიშიან ნაპირს. ზღვაც არამეგობრულად მიბერავდა ტენიან ჰარს. გამაძღარი თოლიები ზანტად დადიოდნენ ნაპირზე და რაღაც ლეშს კენკავდნენ. თვალებში არანაირი ემოცია არ ჰქონიათ, მხოლოდ ცივი შავი სიცარიელე, თითქოს მთელი ჩემი სამყარო ჩანდა მათ თვალებში, ისეთივე ცივი და მტრულად განწყობილი.

ვიღაც ბომჟი ბოთლებს აგროვებდა ნაპირზე. დაახვიე აქედან შე ბინძურო, მარტო ყოფნა მინდა. არაა, ჩემსკენ მოდის , ფულის თხოვნას დამიწყებს. ვერსად მოისვენებს კაცი - სახლში წასვლა ჯობია. დავიღალე. სულ დაღლილი ვარ, როცა ვისვენებ მაშინაც კი.
ისე ვცხოვრობ, თითქოს ციხეში ვარ და გამოსვლას ველოდები მომავალში. სულ ველოდები, მაგრამ არ დგება ეს მომავალი. ეხლა როგორც ყოველთვის უგემურად ვისაუზმებ, წავალ ჩემს აუტანელ სამსახურში და ვეცდები თავს რაიმეს გაკეთება ვაიძულო, ისევ ვიღაცისთვის და არა ჩემთვის. უაზრო ცხოვრების კიდევ ერთი დღე დაიწყო...

განთიადის ვარსკვლავთა შრიალმა გამაღვიძა. ეს რა იყო, რა დამესიზმრა? თითქოს ჩემი წარსული ცხოვრების ნაწილი დაბრუნდა. კიდევ კარგი სიზმარი იყო. ჩემი კატასავით კმაყოფილმა გავიზმორე, აი ეს ზარმაცაც აქვე გორაობს, ყურების მოძრაობით ჩანს, რომ ყურადღება მომაქცია. ადექი შე მსუნაგო, სეირნობა არ გინდა? მზიანი დღე შევუკვეთე და ზღვისკენ გავეშურე.

ბილიკი ტყეზე გადიოდა. განთიადის ვარზკვლავთა შრიალი ჩიტების ჟრიამულში გაილია. განსაკუთრებით ერთი გაჰკიოდა ბუჩქებში, აი ეს პაწია ბუმბულების გროვაც ნახე რამხელა ხმებს გამოსცემს. ადრე არც მიფიქრია იმაზე რომ ყველა ჩიტს სხვა და სხვა ხმა აქვს, მაგრამ ერთმანეთთან დისსონანსში არასოდეს არ შედიან. და ყოველთვის ისეთი სიმფონია გამოუდით, რომ ვერც ერთი ორკესტრი ვერ გაიმეორებს.
მზემ თავისი სხივები ბოლომდე გაშალა. ამ სასწაულმა განათებამ უსასრულო ფერთა სიღრმე გააცოცხლა და ტყე ჯადოსნურ ჰოლოგრამად აქცია. ბილიკმა მზრუნველად გამიყვანა ზღვასთან, ფირუზისფერი ტალღები ჩუმად ეჩურჩულებოდნენ თბილ ნიავს. სანაპირო უკიდეგანო და ცარიელი ჩანდა მაგრამ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ვგრძნობდი, თითქოს გადატვირთულმა სამყარომ გამორჩეულად ჩემთვის განმარტოვებული კუთხე მოაწყო. ზოგი თვლის, რომ სამყარო ილუზიაა, რომელსაც ჩვენთვითონ ვქმნით. არა, მე ვერ მექნება ჩემს თავზე იმხელა წარმოდგენა, რომ მთელი ეს სილამაზე ჩემი ფანტაზიის ნაყოფს მივაწერო.

ჯერ კიდევ სიზმრის დამთრგუნველი გავლენის ქვეშ ვიყავი და ჩემი წარსული ცხოვრების გახსენება დავიწყე, რომელიც მართლაც სევდიანი და უიმედო იყო. ბევრი სხვასავით, მეც ძალიან ხშირად მიცდია ჩემი, ვითომდა საკადრისის მიღება ამ ცხოვრებისგან. პასუხად ცხოვრება გულგრილად ზურგს მაქცევდა. გამოცდილებისაგან დაბრძენებული ჭკუის დამრიგებლები მეუბნებოდნენ,რომ ასე ადვილად არაფერი გამოვა და ბრძოლაა საჭირო. შემდეგ ვცდილობდი ძალით მიმეღო სასურველი, მაგრამ მაინც
არაფერი გამოდიოდა ძალღონის გამოცლის გარდა. მრჩეველებს ამაზეც მზად ჰქონდათ პასუხი: შენ თვითონ ცუდი ხარ, უნდა გამოსწორდე, შეცვალო თავი... ჩემს თავთან ბრძოლაც ვცადე, მაგრამ ეს უფრო რთული აღმოჩნდა.

ერთხელაც, სიზმარი ვნახე, თითქოს ბუნებრივ ნაკრძალში ვიყავი. თვალით აუწერელი სილამაზე იყო ჩემს ირგვლივ. დავდიოდი და ვტკბებოდი ამ დიდებულებით. ამ დროს ბრაზიანი მოხუცი გამოჩნდა თეთრი წვერით – როგორც მივხვდი, ნაკრძალის მეთვალყურე უნდა ყოფილიყო. ჩუმად იდგა და მიყურებდა. მე მისკენ გავემართე, და როგორც კი რაღაცის თქმა დავაპირე, უხეშად შემაჩერა. ცივი ტონით მითხრა, რომ არაფრის გაგონება არ სურს, რომ დაიღალა ახირებული მნახველებისგან, რომლებიც სულ უკმაყოფილოები არიან, გამუდმებით რაღაცა უნდათ, ხმაურობენ და ყველგან ნაგავს ტოვებენ. მე გაგებით დავეთანხმე და გზა განვაგრძე.

ნაკრძალის უნიკალურმა ბუნებამ აღმაფრთოვანა. რატომ არასოდეს არ ვყოფილვარ აქ უწინ? როგორც დატყვევებული, ისე დავდიოდი უმიზნოდ და თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქეთ. ბუნების სრულყოფილების გადმოცემას ვერანაირი აზრებით ვერ შევძლებდი, მითუმეტეს სიტყვებით. ამიტომ ჩემს თავში რაღაც აღტაცებული სიცარიელე სუფევდა.

მალე ჩემს წინ ისევ ნაკრძალის ყარაული გამოჩნდა. მისი მღუშული სახე ცოტა მოლბა. მანიშნა თან გავყოლოდი. მწვანე გორაკის წვერზე ავედით, საიდანაც ულამაზესი ველის ხედი გადაშლილიყო. რაღაც დასახლება ჩანდა.მწვანეში ჩაძირული სახლები, ჯადოსნური ზღაპრის ილუსტრაციას გავდა. გულის აჩუყებამდე მივიდოდი, ეს ყველაფერი სიზმარივით არარეალური რომ არ ყოფილიყო. ეჭვი გამიჩნდა, რომ ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში თუ იქნებოდა შესაძლებელი. გაკვირვებულმა შევხედე მოხუცს, მაგრამ მან მხოლოდ ნიშნის მოგებით ჩაიცინა თითქოს უნდოდა ეთქვა: “ჯერ სადახარ!”


ველისკენ ვეშვებოდით, როდესაც გავაცნობიერე, რომ არ მახსოვს საიდან მოვხვდი ნაკრძალში. მომინდა მოხუცისგან რაიმე სახის განმარტება მაინც მიმეღო. როგორც ჩანს დაუფიქრებელი შენიშვნა გავაკეთე იმის შესახებ, რომ კარგად უნდა გრძნობდნენ თავს ეს იღბლიანი ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ თავს ასეთ ადგილზე ცხოვრების უფლება მისცენ. რაზეც გაღიზიანებულმა მიპასუხა: “და მერე ვინ გიშლის ხელს მათ რიცხვში შენც რომ იყო?”

მე დავიწყე წუწუნი, რომ ყველა მდიდარი არ იბადება, ვინ იცის ვის როგორი ბედი უწერია... მოხუცმა ისე შემომხედა როგორც იდიოტს, და მითხრა: “საქმეც იმაშია, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ბედი. ერთადერთი უფლება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია – ეს არჩევანის თავისუფლებაა. ნებისმიერს შეუძლია აირჩიოს ყველაფერი, რაც სურს.”

ასეთი მსჯელობა არანაირად არ ჯდებოდა ჩემს მსოფლმხედველობაში, და შედავება ვცადე. თუმცა მოხუცმა ყურიც არ მათხოვა: “შე სულელო! არჩევანის უფლება გაქვს, და ამით არ სარგებლობ. შენ უბრალოდ არ გესმის რას ნიშნავს – აირჩიო”. - ეს ხომ სისულელეა, არ ვჩერდებოდი. როგორ უნდა ავირჩიო რაც მე მინდა? მაშინ გამოდის, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი დაშვებულია. და უცებ გავაცნობიერე, რომ სიზმარში ვიყავი. დავიბენი და ვერ მივხვდი ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვქცეულიყავი. რამდენადაც მახსოვს მივანიშნე, რომ სიზმარში,ისევე როგორც ცხადში, თავისუფლება გაქვს ნებისმიერ სისულელეზე ილაპარაკო.. როგორც ჩანს არ სწყენია და მხოლოდ გაიცინა. ისეთ უხერხულ სიტუაციაში ვიგრძენი თავი ( საკუთარი სიზმრის პერსონაჟს ველაპარაკებოდი) უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ხომ არ აჯობებდა რომ გამეღვიძა. მოხუცმა თითქოს გაიგო ჩემი აზრები. “ კაი, საკმარისია, ცოტა დრო გვაქვს, არ მეგონა შენნაირ კრეტინს თუ მომიგზავნედნენ, მაგრამ მაინც მომიწევს ჩემი მისიის შესრულება.” მახსოვს დავაპირე გამომეკითხა რა “მისიაა” და “ვინ” მიუგზავნა ჩემი თავი. არ მაცალა და თვითონ მითხრა როგორც მაშინ მომეჩვენა სულელური გამოცანა: “ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს თავისუფალი და აირჩიოს რაც სურს. აი შენი გამოცანა: როგორ უნდა მიიღო ეს თავისუფლება? თუ გამოიცნობ, შენი ვაშლები ცაში ჩაცვივა”.

რა ვაშლები? მოთმინებიდან გამოსვლა დავიწყე და ვუთხარი,რომ არაფრის გამოცნობას არ ვაპირებდი და რომ მხოლოდ სიზმარში ხდება სასწაულები, რეალობაში კი ვაშლები ყოველთვის მიწაზე ცვივა. მან კი მიპასუხა: “საკმარისია წამოდი რაღაც უნდა გაჩვენო”

რომ გავიღვიძე აღმოჩნდა, რომ სიზმრის გაგრძელება არ მახსოვდა. თუმცა დამრჩა იმის ნათელი გრძნობა, რომ ნაკრძალის მეთვალყურემ რაღაც ინფორმაცია ჩამიდო თავში, რომელსაც ვერ ვაყალიბებდი. გონებაში ერთი გაურკვეველი სიტყვა ჩამებეჭდა - ტრანსერფინგი.
ერთადერთი აზრი რომელიც თავში მიტრიალებდა ის იყო, რომ აუცილებელი არაა შენ თვითონ მოიწყო შენი სამყარო, დიდი ხანია უკვე ყველაფერი შექმნილია ჩემს გარეშე და ჩემი კეთილდღეობისთვის. ასევე საჭირო არაა იბრძოლო საკუთარი ადგილისთვის - აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე არაეფექტური გზაა. მე არავინ მიშლის უბრალოდ ავირჩიო ჩემთვის ის ცხოვრება, რომელსაც ვისურვებდი.

თავიდან ეს იდეა მომეჩვენა აბსურდულად, და ალბათ დამავიწყდებოდა კიდეც ეს სიზმარი. თუმცა სულ მალე აღმოვაჩინე, რომ თავში დაიწყო გამჟღავნება აბსოლუტურად ნათელმა სურათმა იმის შესახებ თუ რას გულისხმობდა ნაკრძალის მეთვალყურე როდესაც ახსენებდა არჩევანს. მოხუცის გამოცანის პასუხი თავისით მოვიდა, როგორც ცოდნა არსასიდან. ყოველდღე რაღაც ახალი ინფორმაცია მოდიოდა და ყოველთვის განვიცდიდი შიშნარევ გაკვირვებას. ვერ შევძლებ ავხსნა საიდან მოვიდა ეს ცოდნა. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა დანამდვილებით, რომ შეუძლებელია ჩემს თავში დაბადებულიყო რაიმე მსგავსი.

მას შემდეგ, რაც ტრანსერფინგი აღმოვაჩინე ( უფრო სწორად რომ ვთქვა უფლება მომცეს), ჩემმა ცხოვრებამ, ახალი აზრი შეიძინა. ყველა, ვინც ერთხელ მაინც იყო დაკავებული შემოქმედებით, დამეთანხმება როგორი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს საკუთარ ქმნილებას. მაგრამ ეს არაფერია საკუთარი ბედ-იღბალის შექმნის პროცესთან. თუმცა ეს ტერმინი “ბედ-იღბალის შექმნა” მთლად მოსარგები ვერ არის ამ სიტუაციაში. ტრანსერფინგი - ეს არის მეთოდი აირჩიო შენი ბედი - პირდაპირი გაგებით, როგორც ნივთი სუპერმარკეტში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ამაზე იქნება ეს წიგნი. თქვენ გაიგებთ რატომ შეიძლება, რომ ვაშლები “ცაში ჩაცვივდნენ”, და რა არის “ განთიადის ვარსკვლავთა შრიალი”, ასევე ბევრი სხვა არაჩვეულებრივი რამეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
baobab   ვადიმ ზელანდი   Mar 17 2012, 04:53 PM
Existence   baobab პრივეტ :) , მეც და...   Mar 17 2012, 05:36 PM
ჯი-ნია-ნი   დავინტრიგდი..ველი ...   Mar 17 2012, 05:56 PM
natuka   baobab :welcomeani:   Mar 17 2012, 09:20 PM
baobab   baobab პრივეტ , მეც დავ...   Mar 17 2012, 10:58 PM
baobab   ამ ბლოგზე დავდებ ხ...   Mar 17 2012, 11:00 PM
Ever   რამოდენიმე თვის წი...   Mar 18 2012, 12:48 PM
Barmalei   მეც გავეცანი რამოდ...   Mar 18 2012, 01:32 PM
Barmalei   მეც გავეცანი რამოდ...   Apr 30 2012, 12:41 AM
baobab   ნაკრძალის მეთვალყ...   Mar 24 2012, 09:28 PM
Lola   baobab ამ თემამ დამაინ...   Apr 29 2012, 03:03 PM
tikoroma   baobab ამ თემამ დამაინ...   Apr 29 2012, 03:10 PM
Existence   ფრანჩესკა აჰა შენ ...   Apr 29 2012, 05:58 PM
tikoroma   Existence თარჯიმანი არ მ...   Apr 29 2012, 06:32 PM
natuka   Barmalei და რატომ თვლი ა...   Apr 30 2012, 12:59 AM
I AM   იქნებ მოკლედ დაწერ...   Apr 30 2012, 10:11 AM
baobab   იქნებ მოკლედ დაწერ...   May 2 2012, 09:39 PM
Lola   ახალი, მართლაც არა...   May 11 2012, 10:38 AM
baobab   vadim zelands mec gavecani zogadad,magram erti she...   Jun 5 2012, 11:50 PM
natuka   ზელანდმა ყველაზე მ...   May 2 2012, 09:50 PM
old_man   მე წაკითხული მაქვს...   May 2 2012, 10:04 PM
natuka   ჩემთვის ძალიან გას...   May 2 2012, 11:48 PM
natuka   Lola რას გულისხმობ? ც...   May 11 2012, 11:51 AM
Lola   Lola რას გულისხმობ? ც...   May 11 2012, 06:07 PM
I AM   ორი დღეა ვუსმენ ზე...   May 12 2012, 05:29 PM
mamu_ka   შეგიძლიათ დადოთ ლი...   May 12 2012, 07:23 PM
I AM   აი ლინკი (წინა გვერ...   May 12 2012, 08:26 PM
I AM   ესეც კაი რაღაცაა http...   May 12 2012, 08:26 PM
mamu_ka   I AM მადლობა :)   May 13 2012, 12:11 AM
ჯი-ნია-ნი   მინდა,ქართულად ოღო...   Mar 2 2013, 11:34 PM
teepurple   მინდა,ქართულად ოღო...   Mar 3 2013, 12:40 AM
baobab   როგორც იქნა მოვიცა...   Feb 14 2015, 12:49 AM
Lashapoli   როგორც იქნა მოვიცა...   Feb 16 2015, 03:48 AM
baobab   ნაკრძალის მეთვალყ...   Feb 22 2015, 06:26 PM
baobab   ტრანსერფინგი ფეის...   Feb 23 2015, 10:33 AM


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 02:53 AM