IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  « < 16 17 18 19 20 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
David Monny
post Feb 27 2018, 01:40 PM
Post #341


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის უსიტყვოდ გესმის. ეს სწორედ ის შემტხვევაა smile.gif


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 10:19 AM
Post #342


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





სამადჰი - მნიშვნელოვანი ინფორმაცია[/youtube]


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 10:54 AM
Post #343


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 11:55 AM
Post #344


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.youtube.com/watch?v=Bw9zSMsKcwk&t=154s

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მოგინდებათ განიცადოთ სამადჰი, ან უფრო მეტიც, შეიძლება იფიქროთ, რომ უკვე ხართ სამადჰის მდგომარეობაში, მაგრამ იცოდეთ, რომ სამადჰი არ არის რამე, რასაც თქვენს პიროვნებას დაამატებთან შეიძენთ, რომ გახდებით უფრო გაცნობიერებულნი, გასხივოსნებულნი, უფრო სულიერნი, უფრო ბრძენი, უფრო მდიდარი, უფრო წარმატებული. ეს ყველაფერი ეგოს სურვილებია და სწორედ ეს ეგო შეეცდება ახლა უკვე სამადჰის მოპოვებასაც, მაგრამ აქ ის შეხვდება დიდ წინააღმდეგობას და დიდი ალბათობით უკან მოუხედავად გაიქცევა ისევ ყოველდღიურ საზრუნავებში ჩამალავს თავს, რადგან სამადჰი არის მდგომარეობა, სადაც ეგო არ არსებობს. ეს არის მდგომარეობა ეგოსგან გათავისუფლებულის. შეიცნო სამადჰი ნიშნავს, ისწავლო სიკვდილი, სანამ ფიზიკურად მოკვდები. ეს არის ეგოს სიკვდილი, უტოპიური ანიჰილაცია, უკანმოუბრუნებელი გაქრობა. ეს ხდება ერთხელ. ეს ხდება სამუდამოდ. ეს არის გასხივოსნება!!!

ჩემს ადრინდელ პოსტებში ვეწინააღმდეგებოდი ყველა სულიერ პრაქტიკას და ვიყავი ამ პრაქტიკების აგიტაციის მოწინააღმდეგე. ახლაც არაფერი შეცვლილა, მაგრამ გადავწყვიტე, ისეთი პრაქტიკის შემოთავაზება, რომელიც სხვა ყველა პრაქტიკას აუქმებს, ხოლო ბოლოს, ანუ იმ მომენტში, როდესაც ეგო, ცრუ მე, პიროვნება, აღმოსავლურ ფილოსოფიაში მას აჰამკარას უწოდებენ, მარტო რჩება ცნობიერების სიცარიელეში, თავად ეს პრაქტიკაც იშლება და რჩება ეგო, რომელიც თავის მხრივ ასევე იშლება, იფანტება და ქრება, როგორც ნისლი, ან შაქრის ნატეხი დნება ჩაის ჭიქაში.
ყველა მაძიებელი ეძებს რაღაცას. ის რასაც ეძებს, არის საკუთარი მე. მეს შეგრძნება ერთად ერთი რამაა, რაც პერმანენტულად, მუდამ თან გვაქვს განსხვავებით იმ სხვა ფიქრებისგან, ემოციებისგან, შეგრძნებებისგან, გრძნობებისგან და განცდებისგან, რომლებიც მოდიან და მიდიან. სწორედ მეს, შეგრძნებაა, რომელიც მათ ხვდება და აცნობიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არც კი ვიცით რომ ეს პროცესი მიმდინარეობს.
ყველაფერი უნდა გადაწყდეს შენს შიგნით და შენს გარეთ, ამისათვის უნდა დაჯდეთ. ან ნახევრად ლოტოსის ფორმაში ან მთლიანად. 15 წუთის შემდეგ სხეული დუნდება და სისხლის მიმოქცევა, მეტაბოლიზმი და სუნთქვა წყნარდება. 45 წუთის შემდეგ გონებაც იღლება და აღარ დარბის აქეთ იქით ველური ცხოველივით. იწყება მთელი იმ ჯოჯოხეთის გაცნობიერება, რაც ქვეცნობიერშია დალექილი. ამ უფსკრულის სიღრმეებიდან მორიგეობით ამოტივტივდება სხვადასხვა შეგრძნებები და ემოციები, რომლებსაც მოყვება ფიქრები. არ შეეცადო მათ შესწორებას ან ინტერპრეტაციას. უბრალოდ დააკვირდი დაგააცნობიერე. ამ პრაქტიკის დროს, შესაძლებელია წყნარი გონების მდგომარეობის მიღწევა. ხდები მოცემულ მომენტზე ორიენტირებული და აღარ დაფრინავ ფიქრებთან ერთად. ეს პირველი ეტაპია.
მეორე ეტაპი მოდის ამ მდგოამრეობაში ყოფნისას, როდესაც გონება გამოეყოფა ცნობიერებას და ხდება მასზე გვერდიდან დაკვირვება. ჩნდება დისტანცია, აღქმასა და ფიქრების ფიქრის პროცესს შორის. ამის გამო მე, აღარ იგივდება ფიქრებთან, არამედ იგივდება იმასთან, რაც ფიქრებს აღიქვამს. ამ შეგრძნებას ავტომატურად ახლავს გარკვეული სიამოვნების და შეიძლება ნეტარების განცდაც. წყნარი გონების ფონზე ისმის სიჩუმე და შეიგრძნობა სიმშვიდე, სიწყნარე, რომელსაც ქვია შანტი. ეს არის მეორე ეტაპის დასაწყისი, რომელსაც ქვია სავი კალპა სამადჰი. ამ მდგომარეობის პიკი მოდის მაშინ, როდესაც მე მოწყდება სხეულსაც და ფიქრებსაც. ის ვერარ აღიქვამს საკუთარ სხეულს და ფიქრებს, სწორედ ისევე როგორც ძილის დროს. მეორე ეტაპის ბოლოს, მე, რჩება აბსოლუტურ უკუნეთში, რომელსაც ფონური შეგრძნება აქვს, ანუ რომელიც გარემოიცავს ამ მეს. ამ მდგომარეობაში არ არის აღარც სხეული და არანაირი ფიქრი. არის მხოლოდ მე და უკუნეთი. უდიდესი ალბათობით ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას ჩნდება ერთად ერთი რამ, რომელიც არც ფიქრია და არც შეგრძნება, უფრო ალბათ განცდაა, რომელიც უკუნეთივით რომელშიც ხარ, მოგიცავს. ეს არის გაქრობის შიში. ეს გავს სიკვდილის შიშს და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან უამრავი ადამიანი აქ წყვეტს, პრაქტიკას და უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში უკვე განცდილი სავი კალპა სამადჰი, იძლევა შესაძლებლობას ნაკლებად გაიგივდე მატერიალურ სამყაროსთან, მაგრამ მაძებარი და ძებნის პროცესი კვლავ რჩება და მასთან ერტად ტანჯვაც, თუმცა ცხოვრება უკვე აღარასდროს იქნება ისეთი როგორიც უწინ იყო. ეს არის ჩემი გამოცდილება და აქ შევწყვიტე მეც, რადგან არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ეს შიში, რომელიც იმ უკუნეთში გეუფლებათ არის უშუალოდ სიკვდილის და გაქრობის შიში, რომელსაც მე ვერ გავუძელი. მაშინ არავინ იყო ვინც მეტყოდა, რომ ეს არის ზუსტად მიზანი. იქ ვარ სადაც საჭიროა. ჩემი ფეხით მივედი და გამამხნევებდა. ახლა ვიცი, რომ ამის აგვლის გარეშე, ვერავინ შევა სასუფეველში, იგივე ნირვანაში, იგივე მოკშა, გათავისფულება და გასხივოსნება. ნირვანა გონიათ, რომ რაღაცის დასაწყისია: "აი მე რომ ნირვანაში შევალ, აი მაშინ ვიქნები ბედნიერი". ეს ტყუილია. ვერავინ ვერასდროს შევა ნირვანაში, რადან ნირვანა არის მდგომარეობა, ვინმეების გარეშე. ნირვანა არა დასაწყისი, არამედ დასასრულია. ნირვანა თქვენი პიროვნების დასასრულია, სიკვდილი. არ არსებობს რაღაც საშუალო მდგომარეობა, ან ხართ თქვენ, როგორც პიროვნება, ან არის აბსოლუტი. არავინაა შუაში. ეს არის აბსოლუტური მორჩილება და მსხვერპლშეწირვა. ეს არის ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა, მაგრამ არავინაა ვინც წირავს მსხვერპლს, არის მხოლოდ მსხვერპლშეწირვის პროცესი. სწორედ იქ, იმ უკუნეთში, სადაც არავინაა თქვენს გარდა და თქვენი გაქრობის შიშის გარდა, დაგჭირდებათ თქვენი რწმენა. ეს არის ერთად ერთი ადგილი სადაც რწმეა გჭირდებათ. ეს არის ნაბიჯი შეუცნობელში. საჭიროა მთელი თქვენი ძალისხმევა, ენერგია და მონდომება. სხვანაირად შიში ძლევს. დამიჯერეთ. რაც გამოვცადე იმას გიყვებით. და.. დარჩით ამ უკუნეთში. თუ ერთხელ არ გამოვა კიდევ. არ მოეშვათ. არ დანებდეთ არასდროს და დამიჯერეთ, ეს ის წამია, როცა უკვე ფეხებით აბრახუნებს კარზე განა ხელით აკაკუნებს. ეს უკვე ბრახუნია თქვენი პიროვნების შემოსაზღვრულ გულზე. ნუ გეშინიათ, თქვენს ფიზიკურ გულს არაფერი მოუვა, მიუხედავად იმისა, რომ არასასიამოვნო შეგრძნებები შეიძლება გაჩნდეს გულმკერდის არეში. ეს ყოველთვის ინდივიდუალური შეგრძნებაა. ზოგისთვის თითქოს შიგნიდან და გარედან ვიღაც თხრის მკერდს. ზოგისთვის დაწოლის, ან თითქოს გულზე რაღაც მძიმე ქვები დაგგკიდეს და ა.შ. მაგრამ იცოდეთ ამ დროს, გამაგრდით, უკვე ფეხებით აბრახუნებს. დარჩით ამ გრძნობასთა, რადგან ცოტაღა დარჩა.
და თუ საკმარისად დარჩებით იწყება მე-3 ეტაპი, ეს არის ნირვიკალპა სამადჰი. ეს არის აჰამკარას, ანუ ეგოს, პიროვნების სიკვდილი, როგორც მარილი დნება წყალში, ასე ქრება პიროვნება ამ სიბნელეში და რჩება მხოლოდ შეუცნობელი არსებობა. არავინ იცის რამდენი საათი გაგრძელდება ნირვიკაპლა სამადჰი, მაგრამ მისგან გამოსვლის შემდეგ, სარკეები, ანუ ფიზიკური სამყაროს აღქმის ორგანოები ისევ ირეკლავენ აბსოლუტურ მეს, მაგრამ აღარ არის ის, ვინც ამ პროცესს ისაკუთრებდა, ანუ აღარ ხართ თქვენ. აღარ არის პიროვნება. არის პროცესი და რაც არის, ყველაფერი თქვენ ხართ. ეს არის საბოოლოო დანიშნულების წერტილი და აწი იცხოვრებთ როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება და დატოვებთ სხეულს თავის დროზე და ამით უკვე აღარაფერი შეიცვლება რადგან თქვენ იყავით სამივე მდგომარეობაში. 1. მატერიალურ სამყაროში, სადაც ეძებდით თქვენ თავს და ვერ იპოვეთ. 2. სამშვინველში - სადაც იყავით უკუნეთში და შიშში, მაგრამ მაინც ვერ იპოვეთ თქვენი თავი და . 3. სულში, არსებობაში, სადაც ასევე ვერ იპოვეთ თქვენი თავი და სწორედ იმ წამს, როდესაც აცნობიერებთ რომ ვერსად თქვენი თავი ვერ იპოვეთ, იშლება თქვენი პიროვნება, მაძიებელი და მასთან ერთად ძებნის პროცესიც და ყოველგვარი მასთან დაკავშირებული ტანჯვა. ეს არის გასხივოსნება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Jul 31 2018, 12:54 PM
Post #345


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny


ნანახი მაქვს ეგ ვიდეო და ძალიან მომეწონა smile.gif


მე რამოდენიმე თვის წინ განვიცადე ასეთი მდგომარეობა:
ერთ-ერთ პარკში დავდიოდი და ვაკეთებდი მედიტაციას სუნთქვაზე დაკვირვებით, ოღონდ იმ დამატებით რომ ჩასუნთქვისას თითქოს მზის სხივის და ხეების ენერგიას ისუნთქავ. სუნთქვა რომ მექანიკური გახდებოდა შემდეგ ნელ-ნელა იწყებოდა სხეულის კიდურებზე კონცენტრაცია. ჯერ ფეხის გულებზე. როდესაც ფეხის გულები დაბუჟდებოდა, კონცენტრაციას ავიტანდი ფეხის ზედა კიდურებში. შემდეგ მენჯის მიდამოები, შემდეგ ხერხემლის აყოლებაზე, მუცელზე, მკერდზე და ბოლოს თავზე. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო. მთელი სხეული კონცენტრაციის ძალით არის მოცული, თითქოს სხეულის გარშემო რაღაც უხილავი დამცავი ჯავშანი იყო შემორტყმული. ამ მედიტაციის პროცესში ადამიანებს და გამვლელებს უყურებ როგორც გამჭირვალე არსებებს, ფანტომებს, თითქოს არც არსებობენ. ნელ-ნელა ქრება შეფასებები, კეთილი და ბოროტი, ცუდი და კარგი, ლამაზი და მახინჯი. ყველაფერს ვუყურებდი ისეთს როგორიც იყო. მედიტაციის შემდეგაც გამყვა ეს მდგომარეობა და თითქოს სხეული ქვემოთ დარჩა და ჩემი ცნობიერება ოდნავ ზემოთ აიწია. იმ პერიოდში თითქოს ყველა კითხვაზე პასუხი მქონდა. არაფერს არ ვაფასებდი, არაფერს არ ვსჯიდი, მხოლოდ ვაკვირდებოდი. იმ დროს სუნთქვაც რაღაცნაირი სხვანაირი მქონდა. თითქოს მთელი სხეული იყო ფილტვები და მთლიანად ვსუნთქავდი. რაც შეეხება ემოციებს, საერთოდ გაქრა. ეს მდგომარეობა საოცრად სასიამოვნო და ამავე დროს ძლევამოსილი იყო. ვგრნობდი შინაგანად რამდენად ძლიერი ვიყავი. ტვინი მემგონი ოთხმაგად ეფექტურად და გახსნილად მუშაობდა. ფერები უფრო მკვეთრი გახდა. გარემოს უფრო შევიგრძნობდი, აი ბავშვობაში რომ მთლიანობაში შეიგრძნობ თითოეულ დეტალს მთლიანობიდან გამომდინარე. ეს მდგომარეობა რამოდენიმე დღე მქონდა. შემდეგ გაქრა გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 01:55 PM
Post #346


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 12:54 PM) *
ნანახი მაქვს ეგ ვიდეო და ძალიან მომეწონა


სამწუხაროდ მეც მომეწონა ეს ვიდეო, წყნარი მოსაუბრე, ლამაზი სიუჟეტები, მაგრამ ცუდია რომ მოგვეწონა, აქ ჩვენ სიკვდილზეა საუბარი. ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, ამ ვიდეოს ნახვის შემდე, უკვე სამადჰის განცდა მოგვინდება, ან საერთოდ ვიფიქრებთ, რომ სამადჰიში ვართ. ანუ პიროვნებას აქვს დაუფლების ილუზია. მას გონია, რომ ეუფლება რაიმეს, პირველ რიგში თავის თავს. ამას სანსკრიტზე ქვია აჰამკარა - ეგო, ცრუ ინდივიდუალობა.

QUOTE
ტვინი მემგონი ოთხმაგად ეფექტურად და გახსნილად მუშაობდა. ფერები უფრო მკვეთრი გახდა. გარემოს უფრო შევიგრძნობდი, აი ბავშვობაში რომ მთლიანობაში შეიგრძნობ თითოეულ დეტალს მთლიანობიდან გამომდინარე. ეს მდგომარეობა რამოდენიმე დღე მქონდა. შემდეგ გაქრა გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე.


სწორედ ასეა, ბავშვობაში სუფთა აღქმადობაა. აუცილებელი არ არის სახლში იჯდე და იქ დაიწყო საკუთარი თავის ძიება. ეს შენსავით პარკშიც შიეძლება. ან სუპერმარკეტის შესასვლელში სადაც ყველაზე მეტი ხალხია, მაგრამ ამას ყველა ვერ აკეთებს. შენი მდგომარეობა მეორე ეტაპის, ანუ სავიკაპლა სამადჰის დასაწყისია. ეს არის დასაწყისი. ეს იძლევა სტიმულს. აქედან ბევრი უგუნურება ქრება, მაგრამ აი ის"გარკვეული მიზეზების გამოო" რომ თქვი, ეს ყოველთვის ეგოა. მას მიზეზები არ ელევა. და არც გამოელევა. მისი მიზეზები უსასრულოა. საერთოდ ბევრისთვის ეს მდგომარეობა საკმარისია და წყვეტენ პრაქტიკას მაგრამ შემდეგ აგრძელებენ ტანჯვას და ადრე თუ გვიან ისევ უბრუნდებიან. არ ეცადო ჩაებღაუჭ რაიმე მდგომარეობებს. მესმის, რომ ძნელია გაუძლო ანანდას ცდუნებას. (ასე ქვია ინდურად ნეტარებას, რომელიც გონებისგან გათავისუფლების დროს ჩნდება), როგორც ბავშვობაში უმიზეზოდ ნეტარებ, სულ რარაც გიხარია: წაიქცევი გიხარია, გტკივა გიხარია, იცინი გიხარია, ტირი გიხარია. ეს ტრანსცენდენტული ნეტარებაა, რომელიც ყველაზე ახლოსაა აბსოლუტთამ. პირველი ის ირეკლავს აბსოლუტს. ანანდა პირველი ყველაზე ახლოს მდებარე სარკეა აბსოლუტთან, მაგრამ ისიც ილუზორულია და ადრე თუ გვიან, აჰამკარას კონტროლის ქვეშ ექცევა, რადგან ეგო ყველაფერს ისაკუთრებს. ამიტომ არა მარტო ანანდა არამედ არის სატ და ჩიტ. სატ - არსებობა, სული, ჩიტ - ცნობიერება და ანანდა - ნეტარება. ეს ერთია და ამიტომ აეძახიან სატჩიტანანდა. მხოლოდ ნეტარება, ილუზორულ მარწუხებს ვერ ცდება. ეს აჰამკარა მონსტრია, ყევალფერს გააკეთებს, აბსოლუტურად ყველაფერს, ოღონდ არ მოკვდეს. თუ შენ სურვილი გაქვს გათავისუფლდე ტანჯვისგან, დაივიწყე ეგ მდგომარეობა. გააგრძელე პრაქტიკა და მიყევი ბოლომდე. შენ უკვე შეიცანი აბსოლუტის მატერიალური ფორმა, რომ ყველაფერში ის არის, ის ანუ შენ. შენ როგორც აბსოლუტი და არა როგორც აჰამკარა, ანუ ეგო, მაგრამ როგორც შენ ამბობ, ყოველთვის არის რაღაც მიზეზი. და ეს მიზეზი ეგოა. გააგრძელე და მიდი ამ ეტაპის ბოომდე, როდესაც მე რჩება სიცარიელეში.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 02:07 PM
Post #347


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo

გააგრძელე და მიდი ამ ეტაპის ბოლომდე, როდესაც მე რჩება სიცარიელეში.
როდესაც მე რჩება უკუნ სიცარიელეში, სადაც არ არის არც ფიქრი, არც შენი სხეული არც გრძნობები არც განზომილება, რომ თქვა ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ ან მარჯვნივ, ან ზიხარ ან დგახარ, თუ წევხარ. ოთახში თუ სხეულში. არსადაგ გესმი ეს არის აბსოლუტური არსად და ხარ მარტო ამ არსადში. აი ეს არის სავიკაპლა სამადჰის ბოლო, ანუ ის რაც შენ განიცადე სავიკალპა სამადჰის დასაწყისია. გადი ბოლოში. უნდა მიხვიდე. ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Jul 31 2018, 02:16 PM
Post #348


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

ძალიან საინტერესო პოსტია და საინტერესო პოსტები გაქვს good.gif

QUOTE(David Monny @ 31st July 2018 - 01:55 PM) *
აი ის"გარკვეული მიზეზების გამოო" რომ თქვი, ეს ყოველთვის ეგოა.



ვერ დავარქმევდი ეგოს, იმიტომ რომ ეს მიზეზი იყო შიში. ძილის წინ ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალა იყო ახლო-მახლო და ამის გამო შიშმა ამიტანა. თან ვგრძნობდი რომ ეს ძალა ჩემთვის არაკეთილმოსურნე იყო. უხილავი ძალის ახლო ყოფნა ასე მძაფრად არასოდეს განმიცდია. ეს შიში 2-3 დღე მქონდა და მხოლოდ ღამის საათებში, ძილის წინ. პარალელურად ვგრძნობდი რომ რაღაც მოხდებოდა და მოხდა ისეთი რამ (უსიამოვნება), რამაც გამომაცალა ენერგიები და ეს მდგომარეობა დამაკარგინა.


QUOTE(David Monny @ 31st July 2018 - 01:55 PM) *
გააგრძელე პრაქტიკა და მიყევი ბოლომდე.


რაღაც პერიოდი მქონდა შიში რომ თუ გავაგრძელებდი პრაქტიკებს იგივე არ მოხდეს მეთქი. მაგრამ ეს შიშიც გადავლახე და ეხლა ისევ ვაგრძელებ პრაქტიკებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 02:26 PM
Post #349


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
კარგია, კარგია, მაგრამ იმ დროს როდესაც ეგ შიში მოვიდა დამიჯერე თU გააგრზელებ პრაქტიკას ისევ მოხვდები მაგ მდგომარეობაში და ისევ მოვა ეგ სიში და რომ მოვა იკითხე, ვისთვის მოვიდა ეს შიში? ვის ეშინია? დააკვირდი იმას ვისაც ეშინია და არა თვითონ შიშშ! დააკვირდი ვინ რეაგირებს შიშზე და ნუ უყრებ თვითონ შიშსს როგორია. შიში ყველა ერთია. ეს არის სიკვდილის შიში. ვინ უნდა მოკვდეს? ჩაუღრმავდი ამ კითხვას მაგ მდგომარეობაში. შენ მდგომარეობას გამოღვიძება ქვია, მაგრამ გამოღვიძება სიზმარში. ვინც კონტროლირებად სიზმრებზე ჩალიჩობს ეცოდინება რასაც ვამბობ, როდესაც სიზმარში იცი, რომ სიზმარია, მაგრამ თუ შენ გააცნობირე, რომ ტყვეობაში ხარ ილუზიის და დაიწყებ ბრძოლას ამ ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის, ამით შენ უფრო მეტ რეალობას შესძენ ამ ილუზიას და ისევ დარჩები სიზმარში და დროტა განმავლობაში ეს სიზმარი კოშმარად გადაიქცევა. მთელი ცხოვრება ეცდები, რომ გაიღვიძო და გამოხვიდე ილუზიიდან და დამიჯერე დამიჯერე რომ ვერ გამოხვალ ილუზიიდან. ვერც მე ვერ გამოვალ, ვერავინ ვერ გამოვა. ის ვისაც უნდა გამოსვლა, არის თავად ილუზია და ილუზიას არ შეუძლია შიეცნოს არაფერი გარდა ილუზიისა. შენ თუ თანახ,ა ხარ დარჩე ილუზიაში, მაშინ დარჩი, რადგან შენს ეგოსაც ეგ უნდა. ყველაფერს გააკეთებს. შავს თეთრად მოგაჩვენებს. ორად გაიყოფა და მსხვერპლის და მოძალადის როლებს შეასრულებს. მოძალადეც შენ იქნები და მსხვერპლიც და მაინც დაგტოვებს ამ უსასრულო მაიაში, სამსარაში, სიზმარში, ილუზიაში.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Jul 31 2018, 02:37 PM
Post #350


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny


ანუ გულისხმობ რომ ის გრძნობა, რომ რაღაც ძალა, რომელიც ძალიან მკვეთრად შევიგრძენი, ილუზია და ეგოს ილუზორული ქმნილება იყო? არადა არ გავდა ეს ჩემს თავში შექმნილ ილუზიას.

გეთანხმები რომ რა ძალაც არ უნდა ყოფილიყო შიში არ არის გამართლება.
ვიცი როგორც უნდა მოვქცეულიყავი. როდესაც რაღაცის გეშინია, პიქირით უნდა "შეხვიდე" მასში შინაგანი სიმშვიდით და მთლიანად შეიგრძნო მისი არსება. როდესაც ამას გააკეთებ მაშინ შიში უკვე დაძლეულია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 03:24 PM
Post #351


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 02:37 PM) *
ანუ გულისხმობ რომ ის გრძნობა, რომ რაღაც ძალა, რომელიც ძალიან მკვეთრად შევიგრძენი, ილუზია და ეგოს ილუზორული ქმნილება იყო? არადა არ გავდა ეს ჩემს თავში შექმნილ ილუზიას.


არაუშავს რომ არ გავდა. მე არ ვამბობ, რომ გეჩვენებოდა რამე. ილუზია იმიტომ ქვია, რომ რეალურს გავს მაგრამ არ არის. შეგრძნება ყველანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ კარგად მისმინე რას ვამბო: ვის ეშინოდა? ვინ იყო ის, ვისთანაც მოვიდა ეს შიში, სულ ერთია როგორი შიში? თუ ის, ვისთანაც ეს შიში მოვიდა არის ილუზორული, მაშინ რა აზრი აქვს რეალური შიში მოვიდა მასთან თუ ილუზორული? თავად ეგო, ა ჰ ა მ კ ა რ ა არის უკვე ილუზორული. აი ანალოგიას გეტყვი: წარმოიდგინე საწოლში წევხარ და გძინავს, აი დღეს ღამით რომ დაწვები. და დაიწყო სიზმარი, სადაც შენ ხარ და რარაცას აკეთებ. რაც არ უნდა აკეთო სიზმარში, ვინც არ უნდა მოვიდეს, რა შიშიც არ უნდა განიცადოს შენმა სიზმრის პერსონაჟმა, რომელიც შენ განგასახიერებს, გამოვა სიზმარიდან? ვ ე რ ა. მოუვა რამე იმას, ანუ რეალურად შენ, რომელსაც ძინავს? ა რ ა ფ ე რ ი. შენ წევხარ და გძინავს. რაც არ უნდა გააკეთოს შენმა პერსონაჟმა სიზმარში, შენ მაინც წევხარ და გძინავს. ერთად ერთი გზა სიზმრიდან გამოსვლის, არის უბრალოდ გაიღვიძო. მაგრამ იღვიძებს არა სიზმრის პერსონაჟი, არამედ შენ, რომელიც წევხარ და გძინავს. ხომ ასეა? რაც არ უნადა გაიღვიძოს შენმა პერსონაჟმა სიზმარში, ან რაც არ უნდა უნდოდეს გაღვიძება, რა შეგრძნებებიც არ უნდა მოუვიდეს, ბავშვობასავით სუფთა. რომ ყველაფერს მიხვდა, რომ ნეტარებაშია, სიგიჟემდე რომ უნდოდეს გაღვიძება რა აზრი აქვს? მაინც სანამ ის არ გაიღვიძებს, ვისაც ძინავს, პერსონაჟი ვერასდროს გამოვა სიზმრიდან და მთავარი მომენტი!! სად არის ის პერონაჟი მაშინ, როდესაც შენ იღვიძებ? სად არის სიზმარი? აი ამაზე ვსაუბრობ. აი ასე იღვიძებ ამ ცხოვრებიდანაც.

QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 02:37 PM) *
გეთანხმები რომ რა ძალაც არ უნდა ყოფილიყო შიში არ არის გამართლება.

პირიქით, დიდი წყალობაა ეს შიში რომ მოგივიდა, ბევრი წლები ჩალიჩობს, რომ იგრძნოს ის, რაც შენ იგრძენი. ეგ შიში რომ არ იყოს, ვერასდროს გავიღვიძებთ და არის სხვადასხვა მიდგომა, ის რომ შენ ამბობ შეხვიდე შიშში ტანტრის მიდგომაა, მე ვარ შიში, მე შევდივარ შიშში, მე ვხდები შიში, მაგრამ არსებობს სხვა ვედანტური მიდგომა, " Neti-Neti ", "არც ეს, არც ეს", ან რაც არ უნდა მოვიდეს ამბობ: "მე არ ვარ ეს, არც ეს, არც ეს და ა.შ." ანუ ეს უარყოფის გზაა. ტანტრა თანხმობის, მაგრამ ორივეს მიყავხარ აბსოლუტამდე, მთავარია იმ გადამწყვეტ მომენტში, როცა ეს წყალობა მოდის, ეს გაქრობის შიში, არ დანებდე. ეს არის ის ვიწრო გზა, რომელზეც მცირედნი დადიან, რაზეც იესო საუბრობდა: "შედით ვიწრო კარიბჭით". ეს არის კარიბჭე. და ეს კარიბჭე იმდენად ვიწროა, რომ ართუ ორნი გვერდი-გვერდ (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი, მამა-შვილი, მეგობრები ა.შ.), არამედ ერთიც ვერ გაეტევა. ეს არის კარიბჭე, სადაც იხდი შენს ეგოს, როგორც ტანსაცმელს იხდი ძილის წინ, და სრულიად შიშველი შედიხარ სასუფეველში. ნუ გეშინია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 03:39 PM
Post #352


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
ამ მომენტამდე კაცი უფრო ადვილად მიდის, ვიდრე ქალი, მაგრამ ამ მომენტში ქალი უფრო ადვილად ნებდენა ვიდრე კაცი. კაცის ეგო აგონიებში კვდება, რადგან მასში უფრო მძაფრად არის ის "მკეთებელი" "მე ვაკეთებ", "მე ვაკონტროლებ" აი სულ კრუნჩხვებში და ტანჯვებში კვდება, მაგრამ არ გეგონოს, რომ ადამიანი კვდება, მიუხედავად იმისა, რომ გავს ფიზიკურ სიკვდილს, რადგან ეგო სხეულსაც ებღაუჭება. ნუ გეშინია, მოხლოდ ეს მახინჯი ურჩხული კვდება, რაც გადაფარებული იყო აბსოლუტის ყოვლისგამჭოლ გამოსხივებას.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Jul 31 2018, 04:07 PM
Post #353


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

შესანიშნავად ვხვდები რასაც ამბობ და აბსოლუტურად გეთანხმები. მე უბრალოდ სხვა რამის გაგება მინდა...
ბუნებაში ხომ არსებობს ამგვარი კანონზომიერება, რომ რაც უფრო დიდი ენერგია გააჩნია ამ შემთხვევაში ადამიანს, მით უფრო მიმზიდველი ხდება ის. ამ უხილავ ძალაში ვგულისხმობ სხვადასხვა არსებებს. მაგალითად, ასტრალური არსებები. ეს არსებები ხომ იკვებებიან ადამიანების ენერგიებით. იქნებ რაღაც მსგავთან მქონდა საქმე?
რასაც ვამბობ არ ვარ დარწმუნებული. ეს უბრალოდ ვარაუდია.

და თუ ეს ვარაუდი მართალია, მაშინ საჭიროა რომ სხვა დაცვით მეთოდებს მივმართო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 04:32 PM
Post #354


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo

QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 04:07 PM) *
ასტრალური არსებები.

QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 04:07 PM) *
იკვებებიან ადამიანების ენერგიებით.

QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 04:07 PM) *
ეს უბრალოდ ვარაუდია.


QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 04:07 PM) *
მაშინ საჭიროა რომ სხვა დაცვით მეთოდებს მივმართო.

ეს არ არის ვარაუდი, შენ მართალი ხარ. უბრალოდ ნუ ყოფ ნაწილებად. დაყოფაში ვგულისხმობ ასტრალური არსებები, მეტალური არსებები, ეთერული არსებები. ეს გავს 4 ბრმას, რომელებმაც სპილოს სხვადასხვა ადგილზე მოკიდეს ხელი და ამბობე: გველია, რომელმაც ხორთმზე მოკიდა, ხეა, რომელმაც ფხეზე მოკიდა და ა.შ. კიდევ გავიმეორებ სიზმრის ანალოგიას: წარმოიდგინე წევხარ და გძინავს. საიდან მოიტანე ის ბლოკები და აგურები რომლითაც შენობებია აშენებული? ეს შპაკლი და გაჯი რომელი მაღაზიიდან იყიდე? შპალერი? ასფალტი როდის დააგე? ეს ადამაინები როდის გააჩინე და როდის გაზარდე? გესმის, ილუზია? ყველაფერი შენ ხარ სიზმარში. ის, ვინც ხედავს ამ ყველაფერს, ის, რასაც ხედავს და თვითონ ხედვის პროცესიც. ეს 3 რამ განუყოფელია. ეს არსებებიც შენ ხარ. ეს ასტრალური არსებებიც შენ ხარ. ეს შენი ეგოა. ა ჰ ა მ კ ა რ ა. ახლა არ შეგეშინდეს რასაც გეტყვი. საერთოდ არავინ არსებობს სამყაროში შენს გარდა. შენ ხარ აბსოლუტურად მარტო. შენ ახლა, აი ამ წამს, აუ ზუსტად ამ წამს, წევხარ და გძინავს. სიზმარში ხარ და გესიზმრება ასტრალური არსებები. მომისმინე, აზრი არ აქვს სპილოს თვალიერებას. იცი რაც უნდა ქნა. დაჯექი. შენ იცი უკვე, რომ ყველაფერს განმსჭვალავს გამჭვირვალეობა. შენვე დაინახე რომ ყველა ადამიანი გამჭვირვალეა. ახლა დაანებე ამ ასტრალურ არსბებს თავი.
ვისგან იცავ გესმი თაავს? შენი თავისგან იცავ. ეს არის შენი ეგო, რომელიც გაიყო და თამაშობს ასტრალურ არსებებს, რომელიც თავის თავსვე აშინებს. ხო გითხარი ყველაფერზეა წამსველი. ყველაფერში მართლა ყველაფერს ვგულისხმობ, ოღონდ დაგტოვოს თავის მატრიცაში და სიზმარში. ხან გაღვიძების ილუზიას შეგიქმნის. ხან იმას, რომ იპოვნე უფრო მაგარი თავდაცვის საშუალება ამ ასტრალური არსებებისგან.
იცოდე, საერთოდ არავინაა სამყაროში შენს გარდა. ეს შენი სიზმარია. შენი, როგორც აბსოლუტის, რომელიც ხედავს თავის თავს, სიზმარში, რომელსაც ასტრალური არსებბის ეშინია.
გაგონილი გექნება "სიზიფის მითი", როდესაც სიზიფი დასაჯეს ღმერთებმა და მიუსაჯეს ქვა აეტანა მთაზე, რომელიც ისევ დაგორდებოდა და ასე მარადიულად. ეს არის ეგო. ეს არის აბსურდი. ძენ ბუდიზმში ამბობენ: "გასხივოსნებადმდე ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი, გასხივოსნების შემდეგ ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი". არაფერი იცვლება. აბა რა იცვლება? გასხივოსნებამდე აგვაქვს ქვა მთაზე, რომელიც გორდება, გასხივოსნების შემდეგაც აგვაქვს ქვა მთაზე, რომელიც გორდება. აბა რა იცვლება? იცვლება შინაგანი წინააღმდეგობა იმის მიმართ, რაც არის. ბრძოლა დასრულებულია, უფრო სწორად გაცნობიერებულია იმის ილუზორულობა, ვინც იბრძოდა. ინდივიდუალური ნება და ინდივიდუალური გონება, აბსოლუტურ ჰარმონიაშია ღვთაებრივთან. ეს არის გათავისუფლება. ეს არის მოკშა. ეს არის ნირვანა. ეს არის ცათა სასუფეველი. ეს არის სატჩიტანანდა. ეს არის ღმერთი. ეს ხარ შენ. და "არავინაა სხვა ღმერთი ჩემს გარდა" გაიხსენე რას ამბობს ბიბლია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Jul 31 2018, 04:46 PM
Post #355


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
QUOTE(David Monny @ 31st July 2018 - 04:32 PM) *
ეს არ არის ვარაუდი, შენ მართალი ხარ. უბრალოდ ნუ ყოფ ნაწილებად. დაყოფაში ვგულისხმობ ასტრალური არსებები, მეტალური არსებები, ეთერული არსებები. ეს გავს 4 ბრმას, რომელებმაც სპილოს სხვადასხვა ადგილზე მოკიდეს ხელი და ამბობე: გველია, რომელმაც ხორთმზე მოკიდა, ხეა, რომელმაც ფხეზე მოკიდა და ა.შ. კიდევ გავიმეორებ სიზმრის ანალოგიას: წარმოიდგინე წევხარ და გძინავს. საიდან მოიტანე ის ბლოკები და აგურები რომლითაც შენობებია აშენებული? ეს შპაკლი და გაჯი რომელი მაღაზიიდან იყიდე? შპალერი? ასფალტი როდის დააგე? ეს ადამაინები როდის გააჩინე და როდის გაზარდე? გესმის, ილუზია? ყველაფერი შენ ხარ სიზმარში. ის, ვინც ხედავს ამ ყველაფერს, ის, რასაც ხედავს და თვითონ ხედვის პროცესიც. ეს 3 რამ განუყოფელია. ეს არსებებიც შენ ხარ. ეს ასტრალური არსებებიც შენ ხარ. ეს შენი ეგოა. ა ჰ ა მ კ ა რ ა. ახლა არ შეგეშინდეს რასაც გეტყვი. საერთოდ არავინ არსებობს სამყაროში შენს გარდა. შენ ხარ აბსოლუტურად მარტო. შენ ახლა, აი ამ წამს, აუ ზუსტად ამ წამს, წევხარ და გძინავს. სიზმარში ხარ და გესიზმრება ასტრალური არსებები. მომისმინე, აზრი არ აქვს სპილოს თვალიერებას. იცი რაც უნდა ქნა. დაჯექი. შენ იცი უკვე, რომ ყველაფერს განმსჭვალავს გამჭვირვალეობა. შენვე დაინახე რომ ყველა ადამიანი გამჭვირვალეა. ახლა დაანებე ამ ასტრალურ არსბებს თავი.
ვისგან იცავ გესმი თაავს? შენი თავისგან იცავ. ეს არის შენი ეგო, რომელიც გაიყო და თამაშობს ასტრალურ არსებებს, რომელიც თავის თავსვე აშინებს. ხო გითხარი ყველაფერზეა წამსველი. ყველაფერში მართლა ყველაფერს ვგულისხმობ, ოღონდ დაგტოვოს თავის მატრიცაში და სიზმარში. ხან გაღვიძების ილუზიას შეგიქმნის. ხან იმას, რომ იპოვნე უფრო მაგარი თავდაცვის საშუალება ამ ასტრალური არსებებისგან.
იცოდე, საერთოდ არავინაა სამყაროში შენს გარდა. ეს შენი სიზმარია. შენი, როგორც აბსოლუტის, რომელიც ხედავს თავის თავს, სიზმარში, რომელსაც ასტრალური არსებბის ეშინია.
გაგონილი გექნება "სიზიფის მითი", როდესაც სიზიფი დასაჯეს ღმერთებმა და მიუსაჯეს ქვა აეტანა მთაზე, რომელიც ისევ დაგორდებოდა და ასე მარადიულად. ეს არის ეგო. ეს არის აბსურდი. ძენ ბუდიზმში ამბობენ: "გასხივოსნებადმდე ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი, გასხივოსნების შემდეგ ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი". არაფერი იცვლება. აბა რა იცვლება? გასხივოსნებამდე აგვაქვს ქვა მთაზე, რომელიც გორდება, გასხივოსნების შემდეგაც აგვაქვს ქვა მთაზე, რომელიც გორდება. აბა რა იცვლება? იცვლება შინაგანი წინააღმდეგობა იმის მიმართ, რაც არის. ბრძოლა დასრულებულია, უფრო სწორად გაცნობიერებულია იმის ილუზორულობა, ვინც იბრძოდა. ინდივიდუალური ნება და ინდივიდუალური გონება, აბსოლუტურ ჰარმონიაშია ღვთაებრივთან. ეს არის გათავისუფლება. ეს არის მოკშა. ეს არის ნირვანა. ეს არის ცათა სასუფეველი. ეს არის სატჩიტანანდა. ეს არის ღმერთი. ეს ხარ შენ. და "არავინაა სხვა ღმერთი ჩემს გარდა" გაიხსენე რას ამბობს ბიბლია.



მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის. ისევ და ისევ ვეთანხმები შენს აზრებს. სრულიად ვეთანხმები სიზიფის მითსაც და სოკრატეს ჩრდილებს. მაგრამ მაინც გასარკვევია ერთი ფაქტი. თუ ასტრალური არსებები, ბნელი თუ ნათელი ძალები, ენერგია+ინფოამაცია=პროგრამას
_ეს ყველაფერი ეგოს დიდი ილუზიაა, მაშინ მაგიაც არ არსებობს და გამოდის რომ ენერგომიმოცვლის კანონები და მაგიის ძირითადი პრინციპებიც ილუზორულია.

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 04:56 PM
Post #356


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 04:46 PM) *
ეს ყველაფერი ეგოს დიდი ილუზიაა, მაშინ მაგიაც არ არსებობს და გამოდის რომ ენერგომიმოცვლის კანონები და მაგიის ძირითადი პრინციპებიც ილუზორულია.


გიჭირს განშორება ?:დდდ
ხშირია შემთხვევა უკიდურესობის, როცა გონიათ, რომ არაფერი არ არსებობს. ილუზიის პრინციპი ასეთია: სანამ რაღაც რეალური გგონია, მანამდე ის რეალურია. ახლა შეუძლბელია თქვა, რომ სკამი, რომელზეც ზიხარ ილუზიაა. ეს სკამი არსებობს, მაგრამ ეს სკამი სპილოს ხორთუმზე ჩაბღაუჭებაა. მაგიის პასებიც და შავ-თეთრი მაგიაც. ეს სიუჟეტებია სიზმარში. დამეთანხმები, რომ სიზმარშI ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გაიხსენე მატრიცა. საიპერი, რომელიც ურალატებს, როგორ ჩაკბიჩავს სტეიკის ნაჭერს და მიაყოლებს შავ ღვინოს ამბობს, რომ ვიციო, რომ ამ გემოს მატრიცა მიქმნისო, მაგრამო მაინც მირჩევნია. სანამ გსიამოვნებს სიზმარი მანამდე ხარ. შენც ასე იქნები. სანამ გსიამოვნებს მაგიური პასები, მანამდე ისიამვნებ, მაგრამ როდესაც სიზმარი კოშმარად გადაიქცევა, როდესაც სიკვდილი მოაკაკუნებს კარზე, მერე გაგიჩნდება გაღვიძების სურვილი. აქ დროის ამბავია და სურვილის სხვა არაფერი. ენერგო მიმოცვლის კანონები და პრინციპები და კიდევ სხვა მილიონი კონცეფცია და პარადიგმა, ყველაფერი სიზმარშია. ვიმეორებ, რაც არ უნდა ქნა. არიან ს ი დ ჰ ე ბ ი, ანუ მაგები, გრძნეულები და ა.შ. რომლებიც აკონტროლებენ რაღაც შესაძლებლობებს და ბოლოს ყველა საფლავში მიდის. იესოც საფლავში წავიდა. ბუდაც, მუჰამედიც. ყველა საფლავში მიდის. ეს სიზმარ.აი. ეს იგივეა სიზმარში რომ იფრინო, ყველას გვიფრენია. ასე რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული სადამდე გინდა იძინო. სანამ უკვე სუნთქვა აღარ შეიძლება, სანამ იმ დონემდე არ მიხვალ რომ ვსიო, არა ჩემი, არამედ იყოს ნება შენი, სანამ არ დანებდები, მანამდე ხან პასებს მიიღებ და ხან მიცემ. წარმატებები.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Jul 31 2018, 05:40 PM
Post #357


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
QUOTE(David Monny @ 31st July 2018 - 04:56 PM) *
გიჭირს განშორება ?



არა, მინდა გავიგო უფრო მეტი.
ფილოსოფოსების ციტატების მოყვანით დიდად არ გამოვირჩევი, მაგრამ ნიცშეს ეს ციტატა განსაკუთრებულად ჩამრჩა გონებაში: " Если долго всматриваться в бездну - бездна начнет всматриваться в тебя ".

ამ გამონათქვამის ორნაირად გაგება შეიძლება და ვფიქრობ რომ ორივე მართალია:
1. თუ რაღაც არარსებულს დიდხანს დაუწყებ ყურებას, მაშინ ის არარსებული შენ დაგიწყებს ყურებას, ანუ იმ არარსებულს დაიჯერებ.
2. თუ რაღაც არსებულს(რომელიც რეალურად არსებობს) დიდხანს დაუწყებ ყურებას (ან ფიქრს), მაშინ მოიზიდავ მას და ის არსებული შენ დაგიწყებს ყურებას.

ორივე შეიძლება მოხდეს.

არის რაღაცეები, რომლებიც ილუზორულად შეიძლება ჩაითვალოს და არის რაღაცეები, რომლებიც ილუზორულად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ეს ყველაფერი ტვინისთვის და ლოგიკური ახსნისთვის დამეთანხმები ძალიან რთულია. არის რაღაცეები, რომლებიც ტვინით არ არის საჭირო რომ მიხვდე და საჭიროა პირდაპირ მიღება, უბრალოდ გაცნობიერება.
ხომ გინახავს კატა რომ დიდ ცხოველებს (ნიანგს, დათვს, დიდ ძაღლს) აშინებს და აგდებს. ერთი შეხედვით სასაცილო საყურებელია და გაგეცინება რომ კატა ბევრად სუსტია დათვზე და იმ დათვმა სულელურად დაიჯერა კატის ძალის და შეეშინდა. მაგრამ თუ ამ მოვლენას ჩავუღრმავდებით, კატებს საკმაოდ ძლიერი და განვითარებული ასტრალური სხეული აქვთ ანუ დიდი "დუხი" აქვთ. მომენტალურად ხდება დიდ ცხოველზე ასტრალური ენერგიის გადასროლა, რომელსაც დიდი ცხოველის ასტრალური ენერგია ვერ ამუშავებს , ანუ ვერ უძლებს, იმ მომენტში მისი ასტრალური სხეული იკუმშება, ეწყებათ შიში და ეს დიდი ცხოველი გარბის.
იმის თქმა მინდა რომ არის რაღაცეები, რომლებიც არ არის ხილვადი, მაგრამ ყველაფერს თავის ახსნა აქვს. ეს სწორედ ნატიფი სამყაროს სფეროა.
აზრთა კონცენტრაცია, ენერგიის ერთ წერტილში მიმართვა, ძალისხმევა, მაგნეტიზმი და ა.შ. ასეთ ნატიფ დეტალებზეა აგებული მაგიაც.

კი ბატონო, ეს ყველაფერი შეიძლება ილუზიაა, მაგრამ ფაქტია რომ ამგვარი კანონები დღემდე მუშაობს ყოფაში.

ასევე მინდა დავამატო კიდევ ერთი რამ: მედიტაციის დროს თითქოს დრო ჩერდება ქრება შეფასებითი მიდგომა, ანუ ეგო უკან იხევს და ყველაფერს უფრო თვალნათლივ ხედავ. და ასევე ნათლად ხედავ თუ როგორი სრულყოფილია სამყარო, ხედავ არა ქაოსს არამედ საოცარ კანონზომიერებას. და წამიერად იმასაც ხვდები რომ ეს სამყარო მარტო ეს სამყარო არ შეიძლება იყოს, ანუ არსებობს სხვა სამყაროებიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 06:35 PM
Post #358


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 05:40 PM) *
არა, მინდა გავიგო უფრო მეტი.

ჰოდა პრობლემაც ამაშია, რომ მეტის გაგება გინდა. ვერასდროს გაიგებ საკმარისს, სულ უფრო მეტი მოგინდება. ეს გავს მარადიულ სტაფილოს ვირის თავზე დაკიდებულს თუ შეჭამს ვირი ამ სტაფილოს, ახალ სტაფილოს დაუკიდებენ ცხვირწინ. იესოც კი ამბობდა, რომ ვერ დაემორჩილებით ორივეს ერთად ეშმაკს და ღმერთსო, ან ერთს უნდა დაემორჩილოთ ან მეორესო. გააცნობიერე, რომ არ არსებობს შუალედური გზა. არ არსებობს შუაში მყოფი. აგდებული მონეტა, იშვიათად ეცემა წვეროთი, მაგრამ რამდენი ხანია გაჩერდება ასე? ბოლოს ან მარცხნივ წაიქცევა ან მარჯვნივ. ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი არსებები. არავინ გვკითხა გვინდოდა თუ არა გავჩენილიყავით. აქედან დაიწყე. ეს საბავშვო ბაღის დონეა. ანუ უნდა გააცნობიერო, რომ უკვე რაღაცას ემორჩილები, მაგრამ შენი გადასაწყვეტია რას. მანამ სანამ, გგონია, რომ თავისუფალი ნება გაქვს და გგონია შენზეა რამე დამოკიდებული, იცოდე რომ გონების მონა ხარ, მორჩილი, სულ ერთია რა სიტყვა იქნება. გონბას რელიგიებში ეშმაკი ქვია, სატანა და ა.შ. გაიხსენე რას ეუბნებოდა ეშმაკი იესოს უდაბნოში, რომ მისცემდა ქვეყნიერების ნებისმიერ სამეფოს, თუ მას დაემორჩილებოდა. ანუ ეშმაკი გაძლევს სამეფოს, ნებისმიერს, რაც უფრო დაემორჩილები, მით უფრო მაგარ სამეფოებს მოგცემს, მაგრამ იცოდე, ცხვირში ამოგადენს, გაგწურავს და დაგტანჯავს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რძის და თაფლის მდინარეებს გაჩვენებს. ეს არის ეშმაკის, ანუ გონების ხაფანგები, როდესაც სამოთხესაც გაძლევს. ვინ დათანხმდება ჯოჯოხეთს? არცერთი იდიოტი, ამიტომ სამოთხეს გაძლევს და თანაც ამ სამოთხის მეფედ გსვამს. დაჯექი. უკვე იცი რაზეც ვსაუბრობ. რამდენი პასიც არ უნდა იცოდე, რა ნეტარებაშიც არ უნდა იყო სამოთხეში, იცოდე, რომ სამოთხეს ჯოჯოხეთი მოყვება. ამიტომ ჯობია ახლავე გაუსწორო თვალი შენს ქვეცნობიერის ჯოჯოხეთს და გადაწყვიტო, ან შენ, როგორც სატანა, ან შენ, როგორც ღმერთი. სხვა ვარიანტი არ გაქვს, ორივე შემთხვევაში მორჩილი ხარ. ეშმაკის შემთხვევაში შეგიძლია ისე იცხოვრო, რომ საერთოდ არ გგოქნდეს მორჩIლების განცდა, მაგრამ იცოდე, რომ ეშმაკის მორჩილი ხარ. ხოლო ღმერთის შემთხვევაში, საერთოდ თავისუფლდები სამოთხისგანაც და ჯოჯოხეთისგანაც, რადგან იღვიძებ ამ სიზმარიდან სადაც დათვები და კატები ერთმანეთს აშინებენ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jul 31 2018, 06:38 PM
Post #359


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(brevalo @ 31st July 2018 - 05:40 PM) *
მედიტაციის დროს თითქოს დრო ჩერდება ქრება შეფასებითი მიდგომა, ანუ ეგო უკან იხევს

აი მასეთი ნაბიჭვარია. მაგ დროს მსხვერპლს თამაშობს: მე, მე ხომ ცოდო ვარ, რას მერჩით? მე არაფერი დამიშავებია? მე მეშინია! მიშველეთ. დააკვირდი ვის ეშინია, დააკვირდი ვინ იხევს უკან და დარჩი ამ გრძნობაში. უკან იხევს, ე.ი. ემზადება წინ წამოსაწევად. როცა გინდა ძალიან შორს გადახტე, ჯერ უკან იხევ, რაც უფრო უკან დაიხევ, მით უფრო წინ გადახტები და უცებ ჰოპ და ისევ ყოველდღიურ რუტინაში ხარ. ოხ ეს სამუშაო. დამღალეს ყველამ. ამოვიდნენ ყელში და ა.შ. ნუ ენდობი ამ ნაბიჭვარს. მაგის ადგილი საფლავშია. ყველანი საფლავში მიდიან დათვის და კატაც. მერლინიც და ბუდაც. ყველანი საფლავში!


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Jul 31 2018, 07:13 PM
Post #360


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
QUOTE(David Monny @ 31st July 2018 - 06:38 PM) *
ანუ ეშმაკი გაძლევს სამეფოს, ნებისმიერს, რაც უფრო დაემორჩილები, მით უფრო მაგარ სამეფოებს მოგცემს, მაგრამ იცოდე, ცხვირში ამოგადენს, გაგწურავს და დაგტანჯავს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რძის და თაფლის მდინარეებს გაჩვენებს



აბა ეშმაკი და სხვა არსებები ეგოს ილუზიააო?
ესეიგი ეშმაკი შენი თქმით არსებობს?
ეხლა ვეღარ გავიგე smile.gif



სამადჰი ხომ არა ტვინის, არა სამშვინველის, არამედ სულით ხედვაა. მაშინ რატომ უარყოფ სხვა არსებების, სხვა სულების არსებობას?



კაი ბატონო, მაშინ ასეთი კითხვა მაქვს: თუ ეს ყველაფერი ილუზორულია, რა არსებობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 16 17 18 19 20 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:55 PM