IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> კეთილი და ბოროტი, სად არის მათი სათავე?
brevalo
post Apr 4 2018, 03:48 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი გადაუჭრელი საკითხია ის, თუ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი.

ძალიან ზედაპირული მიდგომით სიკეთე არის ღმერთი, ხოლო ბოროტი-ეშმაკი.

სიკეთე-კარგია, ბოროტება-ცუდი.

თითქოს ადამიანებმა იციან რა არის ეს ორი საოცარად არსებითი ცნება, მაგრამ რომ დავუკვირდეთ საქმე ასე ადვილად არ არის.

სიკეთე და ბოროტება ხომ ფარდობითია. ვიღაცისთვის დადებითი ემოციები (მაღალი სიხშირის ვიბრაციები) არის მისი ცნობიერების მკვებავი, ვიღაცისთვის კი პირიქით, უარყოფითი ემოციები (დაბალი სიხშირის ვიბრაციები) და განცდები არის დადებითად აღქმული.

ხშირად მომისმენია ცხოვრებაზე და ზოგადად უკმაყოფილო რეპლიკები: "რა კარგი ადამიანია, არადა ღმერთმა რატომ გასწირა ასე?!" ანდა "ეს ბოროტი როგორ მოერია კეთილს?!"
მათი რწმენები, რომ კეთილი ყოვლეთვის სძლევს ბოროტს იმსხვრევა და ღმერთს არასამართლიანობაში სდებენ ბრალს.
იქნებ კაცობრიობას კეთილი და ბოროტი არასწორად აქვს გაგებული? იქნებ ეს სამყარო სულ სხვა წესებით მუშაობს?


კი, მართლაც არსებობს სიკეთე და ბოროტება, მაგრამ სად იღებს ის სათავეს? იქნებ სამყაროს დასაბამში რამე ნეიტრალური ენერგია არსებობდა და შემდეგ გაიხლიჩა და წარმოიშვა დადებითი და უარყოფითი, კეთილი და ბოროტი?
იქნებ როგორც მაგნიტს გააჩნია პლიუსი და მინუსი და ის მათ გარეშე არ არსებობს, ისეა სამყაროც მოწყობილი, რომ სიკეთე ბოროტების გარეშე არ არსებობს და პირიქით, ბოროტება სიკეთის გარეშე არ არსებობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Apr 9 2018, 04:39 AM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამბივალენტურობა, კონტრასტი – ეს არის კაუზალობა, იმის დაუსწრებლად, სიკეთე, ბოროტებას ვგულისხმობთ იდეაში, თუ, ზოგადად, კარგს და ცუდს.
საერთო ჯამში, მეტი ძალა აქვს, ვიდრე პროფანულ, ერთეულ შემთხვევებში, ცალ-ცალკეს.
ამრიგად რომ არ ყოფილიყო და ვთქვათ, პირობითად, სიკეთის პარარელურად, ბოროტებას არ ეარსება, თავისთავად დადებითს, ანუ, ამ შემთხვევაში, სიკეთეს დაეკარგებოდა ფასი და თითქმის იმავე ჰომოგენურობაა ყველა, მსგავსი, ანტონიმური ცნებების შემთხვევაში.
უბრალოდ, როდესაც დაბალ ცნობიერებას ეხება საქმე, სამწუხაროდ, ეს ვერ აღიქმევა და მხოლოდ დადებითის მოთხოვნილება, მიმღებლობა აქვს ადამიანს.
რეალურად, უარყოფითი გაცილებით მეტად საჭიროა, ვიდრე დადებითი, რადგან ეს დადებითს, საჭირო პირობების, გარემოების შემთხვევაში, მეტად ზრდის, ვიდრე რაიმე დადებითი თავად გაზრდიდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 9 2018, 12:56 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დათო.

QUOTE(დათო. @ 9th April 2018 - 04:39 AM) *
რეალურად, უარყოფითი გაცილებით მეტად საჭიროა, ვიდრე დადებითი, რადგან ეს დადებითს, საჭირო პირობების, გარემოების შემთხვევაში, მეტად ზრდის, ვიდრე რაიმე დადებითი თავად გაზრდიდა.



მაგალითი მოიყვანე, რომ უფრო ნათელი გახდეს შენი მოსაზრება.


უფრო საინტერესოა კეთილის და ბოროტის, ნათელის და ბნელის დასაბამი, მათი წარმოშობის წყარო.


Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 13 2018, 11:19 AM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინც აპირებს სიყვარულის იოგას გზაზე დადგომას აუცივლებლად უნდა იცოდეს ერთი რამე, როგორც შესუნთქვა და ამოსუნთქვა, როგორც ჰაერის ნაკადის შესუნთქვა, შესვლა სხეულში და გამოსვლა წარმოადგენს პრანას, ორივე ერთდროულად, მხოლოდ ჰაერის შესუნთქვა არ არის პრანა. ზოგს ჰგონია რომ პრანა არის რაღაც სასიცოცხლო ძალა, არამედ პრანა არის ჰაერის შესუნთქვა და გამოსუნთქვა, ეს არის ორი პოლუსი ერთდროულად, პრანა ენერგია, რომელიც არის აბსოლუტის ენერგია.
ფიზიკურ პლანზე როგორც ჰაერის შესუნთქვა და ამოსუნთქვა, მენტალურ დონეზე ფიქსირდება როგორც აზრი, შედის და გამოდის, მესამე დონეზე მოქმედებს როგორც სიყვარული და სიძულვილი, მინდა არ მინდა, კარგი ცუდი, მეოთხე დონეზე ღმერთის აბსოლუტურ ენერგიაზე ვსაუბრობ რომელიც არის და მივხვდებით, რომ ეს არის სიყვარული.
პრანა რომელსაც თქვენ შეისუნთქავთ რომელიც არ იცით რა არის, ჰაერის გარეშე ვერ ვიარსებებთ, ეს არის სიყვარული, სიყვარული შედის და გამოდის, პირველ ეტაპზე ჩვენ ამას ვაცნობიერებთ როგორც ჰაერს, და ეს არის ერთობლიობა, ორი პოლუსი, არ შეიძლება წარმოუდგენელია ერთი პოლუსი იყოს მხოლოდ სიყვარული, არ შეიძლება მხოლოდ კეთილი იყოს სიყვარული და ბოროტი სადაც ცალკე იდგეს, ეს არის ორი პოლუსი ერთად, ჰარმონიულად, აბსოლუტიც ამ ორ პოლუსს გამოხატავს მარადიულად, სიყვარული არ შეიძლება ერთი იყოს, სიყვარული არის ორი პოლუსის ურთიერთქმედება, მდედრობითი და მამრობითი, როდესაც ამის გაცნობიერება ხდება საკუთარ თავში საკუთარ მოკროსამყაროში, როგორც იოგებში, ჩვენში არის ორი მარადიული საწყისი, ქალური და მამაკაცური და ეს საწყისი მარადიულად ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, ეს არ არის მატრიალური თვალით და კონცეფციით ქალი და მამაკაცი...

ამ ვიდეოში საუბრობს ამასთან დაკავშირებით 43 წუთიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 13 2018, 08:13 PM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano


ძალიან საინტერესო კონცეფციაა. ამ ქალბატონმა კარგად თქვა ის, რომ ამ ორი პოლუსის გაგება ტვინით და ლოგიკით არ ხდება. ყოველთვის და ალბათ ყველაფერში არსებობს ორი პოლუსი.

ისმის მთავარი კითხვა: ღმერთმა შექმნა სამყარო. მას ხომ შეეძლო შეექმნა მხოლოდ ყოველივე კეთილი? რატომ შექმნა ბოროტიც? ვიცი, რომ ეს კითხვა პირველკლასელი ბავშვის კითხვაა, მაგრამ ძალიან ხშირად ბავშვები საკმაოდ ფილოსოფიურ და ღრმა კითხვებს სვამენsmile.gif)

ბუდიზმში განსხივოსნების გზად ითვლება ეგრედ წოდებული "საშუალო გზა" ანუ არც ძალიან ძალდატანება და არც ზედმეტად მოშვებულობა. ოქროს შუალედი, რომელსაც შევადარებდი კეთილის და ბოროტის შუაში. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე სწორი და ჭეშმარიტი გზა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 14 2018, 04:17 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,130
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ეს რა საყვარელი გოგო ჩანს, მერე ვნახავ მთლიანად მაგ ვიდეოს. ძალიან დამაინტერესა, საინტერესო ლექციაა ძალიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 14 2018, 10:40 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,130
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო ვნახე ახლა ეგ ვიდეო და ძალიან კარგია და ბევრის მომცემია. თან ძალიან კარგი ენერგია მოდის ლექციის ავტორისაგან, სიყვარულის, რწმენისა და იმედის ენერგია აღებული ერთად. ახ დიდი სიხარულით გავიცნობდი მაგ გოგოს wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Apr 16 2018, 08:06 AM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბოროტი რომ არ არსებობდეს კეთილი არ იქნება.

ცუდი ადამიანის გარეშე კარგი ადამიანი არ იქნება.

ანგელოზი-ეშმაკი
სამოთხე-ჯოჯოხეთი.

მაგრამ, მე მგონია არსებობს ამის მიღმა მდგომარეობა, სადაც არ არის არც კეთილი არც ბოროტი. ყველაფერი ერთიანდება და ეს მგონია ბალანსი და ჭეშმარიტება.
მანამდე ადამიანებს დაყოფ კეთილად და ბოროტად(მიზეზები როგორც ყოფენ სასაცილოა ხოლმე და არაფრისმთქმელი.)

ანუ ეს არქეტიპული აზროვნებაა და აზრს ვერ ვხედავ. კეთილი და ბოროტი არ არსებობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Apr 16 2018, 08:45 AM
Post #9


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(brevalo @ 13th April 2018 - 08:13 PM) *
"საშუალო გზა" ანუ არც ძალიან ძალდატანება და არც ზედმეტად მოშვებულობა. ოქროს შუალედი

საშუალო გზა რას ნიშნავს და ვინ იცავს მაგ შUალედს? ძალიან დამაბნეველია ეგ აზრი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 16 2018, 09:06 AM
Post #10


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ichi @ Apr 16 2018, 08:45 AM) *
საშუალო გზა რას ნიშნავს და ვინ იცავს მაგ შUალედს? ძალიან დამაბნეველია ეგ აზრი.



ბუდიზმშია ეგ მიდგომა. მედიტაციის დროს აცნობიერებ ამ ყველაფერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 16 2018, 10:03 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,958
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიკეთე და ბოროტება - სხვადასხვა მიზნის და ვიბრაციის ენერგიები... მაღალი და დაბალი სიხშირის ვიბრაციები... ევოლუციურ-ჰარმონიული და დესტრუქციული ძალები... ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობები...
ბოროტება დუალისტურ სამყაროში არ არის ზედმეტი. ესეც სულის განვითარებისთვისაა საჭირო. დაკვირვებისთვის, შედარებისთვის, დასკვნის გაკეთებისთვის.
ყველა ადამიანშია ეს ენერგიები, გააჩნია რომელს განავითარებს და რა მიზანს დაუსახავს.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 24th April 2024 - 05:46 AM