IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

45 Pages V  « < 41 42 43 44 45 >  
Reply to this topicStart new topic
> ასტრალში vol.2, ვინ სად როდის და როგორ....
ასრალ
ვინ ხართ ნამყოფი ასრალში (ამ ცხოვრებაში)
ვყოფილვარ [ 38 ] ** [21.35%]
ხშირად დავდივარ [ 18 ] ** [10.11%]
ვყოფილვარ მარა არ ვიცი თუ ეგარის.. [ 30 ] ** [16.85%]
არ ვყოფილვარ [ 52 ] ** [29.21%]
არვიცი [ 40 ] ** [22.47%]
Total Votes: 178
Guests cannot vote 
starscream
post Mar 28 2018, 10:37 PM
Post #841


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.koob.ru/steiner/rsh_1_6

Путь к самопознанию человека в восьми медитациях

Как достигнуть познания высших миров?

http://www.koob.ru/steiner/kak_dostignut_poznaniya
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Mar 28 2018, 10:42 PM
Post #842


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream


დიდი მადლობა. პოზნანიე ვისშიხ მიროვ ვნახე, მაგრამ სანამ ამას წავიკითხავ გადავწყვიტე, რომ შტაინერის თეოსოფია წავიკითხო და შემდეგ იმ წიგნზე გადავალ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 13 2018, 09:32 PM
Post #843


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იშვიათი ინფორმაცია ქართულ ენაზე ფეისბუქ ჯგუფ SHUKRA -დან

https://www.facebook.com/groups/SHUKRA/?mul...c&ref=notif

სულ პირველად მე-5-ს სასტავს შევხვდი.ჩემი ფუმფულა სიხარულები არიან ეგენი ;დ


ასტრალური პლანი

ადამიანი სიცოცხლის ძალიან დიდ ნაწილს, მისთვის უხილავ გიგანტურ სამყაროში ატარებს, რომელიც ჩვენთვის ცნობილი ფიზიკური პლანის მსგავსად დასახლებულია, მაგრამ სრულიად სხვა სიხშირეზეა. ძირითადად ეს ყველაფერი გაუცნობიერებელ მდგომარეობაში ხდება და ნატიფი სამყაროს კარი ტრანსის ან ძილის დროს იხსნება, მაშინ, როდესაც ფიზიკური გრძნობები გათიშულია. სიკვდილისას, როდესაც ადამიანი ფიზიკურ სხეულს საბოლოოდ მოიშორებს, სული სწორედ ხსენებულ სამყაროში გადაინაცვლებს და მომდევნო დაბადებამდე, წლების, ზოგიერთ შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაშიც ნატიფ სამყაროში განაგრძობს არსებობას. არსებობს ნატიფი სამყაროს მაღალი პლანი, რომელსაც მოცემულ პოსტში არ განვიხილავთ. არამედ საუბარი იქნება უხილავი სამყაროს დაბალ პლანზე, სადაც ადამიანი სიკვდილისთანავე ხვდება - ამ შრეს ბერძნები ჰადესის სამყაროს, ქრისტიანები განსაწმენდელს, ხოლო შუასაუკუნეების ალქიმიკოსები მას ასტრალურ პლანს უწოდებდნენ. სამყარო, რომელიც გარს გვაკრავს, რამდენიმე შრედ არის დაყოფილი - ფიზიკური, ასტრალური, მენტალური, ბუდჰი და ნირვანა. ჩამოთვლილი შრეების გარდა არსებობს კიდევ ორი ბევრად მაღალ სიხშირეზე მდებარე პლანი, რაც ადამიანის აღქმას და გაგებას იმდენად აღემატება, რომ ამაზე საუბარი უადგილოა. ყოველი ჩამოთვლილი შრის მატერია, დაახლოსბით ისე განსხვავდება მასზე დაბალ ვიბრაციაზე არსებული პლანის მატერიისგან, როგორც ორთქლი განსხვავდება მყარი სხეულებისგან, მაგრამ სხვაობა კიდევ უფრო დიდია.
მაშ ასე, მოცემულ ტექსტში, როგორც აღვნიშნეთ, განხილული იქნება ასტრალური პლანი და მისი ბინადრები. რაც შეეხება ასტრალში არსებულ ფორმებს - მათ შეუძლიათ ელვისებური სისწრაფით იცვალონ ფორმები და ეს აკეთონ განუსაზღვრელი რაოდენობით. მეორე ფაქტორი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ასტრალური პლანზე მოხვედრისას წარმოქმნილი ვიზუალური აღქმა - ეს ფაქტორი ბევრად დიდია, ვიდრე ამას ფიზიკურ პლანზე ვართ შეჩვეული. ყოველი ფიგურა შესაძლებელია დავინახოთ ნებისმიერი მხრიდან და მისი შიგთავსი ისევე ღიაა თვალისთვის, როგორც გარსი. ამ მიზეზით, ძალიან რთულია გამოუცდელი თვალისთვის იმის გარჩევა თუ რა დაინახა სინამდვილეში და შემდეგ ამ ყველაფრის ინტერპრეტაცია. აღსანიშნავია, რომ ასტრალს გააჩნია შვიდი შრე, რომელთაგანაც თითოეული მათგანი განსხვავდება წინამდებარესგან - მატერიის შემადგენლობით და სიმკვრივით. მიუხედავად ამისა აუცილებელია არ შევიდეთ შეცდომაში და ეს შრები არ წარმოვიდგინოთ წიგნების თაროსავით ერთმანეთზე დალაგებულ განყოფილებებად, არამედ შვიდივე პლანი ერთად მდებარეობს და შერწყმულია ერთმანეთთან. განსხვავება ვიბრაციაშია. ასტრალს გააჩნია ადამიანური, არაადამიანური და ხელოვნური მაცხოვრებლები.
პირველ რიგში განვიხილოთ ადამიანური არსებები, რომლებიც ორ ნაწილად იყოფიან - ცოცხლები და მკვდრები - ისინი ვინც ფლობს ფიზიკურ სხეულს და მეორე კატეგორია, რომელმაც ფიზიკური სხეული დაკარგა.

..............................................

1). ცოცხლები

ამ კატეგორიაში გადიან:

1. ადეპტები და მოსწავლეები,
რომლებიც მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ან დამოუკიდებლად მოქმედებენ.

2. ფსიქიურად განვითარებული სხვადასხვა მიმართულების ადამიანები,
რომლებიც არ იმყოფებიან მასწავლებლების ხელმძღვანელობის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ხშირად ასეთ ადამიანებს არ აქვთ საჭირო პრაქტიკა და გამოცდილება, რის გამოც ტყუვდებიან ვიზუალში ან დანახულის ინტერპრეტირებაში.

3. ჩვეულებრივი ადამიანები,
რომლებიც გაუცნობიერებლად ახერხებებ ამას და ძირითადად ძილის დროს მოგზაურობენ ასტრალურ სამყაროში.

4. შავი მაგები და მოსწავლეები.
ეს კატეგორია გარკვეულწილად პირველის მსგავსია, უბრალოდ იმ განსხვავებით რომ ხშირად მიზნები ეგოისტურია, განზრახვები არც თუ ისე კეთილგანწყობილი და არ არის მიმართული კაცობრიობის დასახმარებლად, არამედ მოქმედება ხდება პირადული მიზეზების გამო. ამ კატეორიაში ასევე შედიან ვუდუს რიტუალების შედეგად ასტრალში მოხვედრილი მაგები და ცნობილი ტიბეტური შავი მაგები, რომელთაც ევროპაში დუგპას უწოდებენ.

.......................................................

2). გარდაცვლილები

უპირველესყოვლისა უნდა აღინიშნოს რომ თვით ტერმინი „გარდაცვლილი“, იმ გაგებით, როგორც მას ჩვენ ვცნობთ მცდარია, რადგან არსებები რომლებზეც ვსაუბრობთ, ისეთივე ცოცხლები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ არსებობის სხვა პლანზე განაგრძობენ სიცოცხლეს.
„გარდაცვლილები“ შემდეგ კატეგორიებად იყოფიან:

1. ნირმანაკაიები,
ანუ ისინი ვინც მარადიული ნირვანა დაიმსახურა, მაგრამ უარი თქვეს მასზე, რათა კაცობრიობისთვის სამსახური გაეწიათ. ეს არსებები ძალიან იშვიათად ჩნდებიან არსებობის ისეთ დაბალ პლანზე, როგორიც ასტრალია და თუ ეს ხდება, ამის მიზეზი აუცილებლად არსებობს და მათ გარკვეული მისია აქვთ შესასრულებელი.

2. მოსწავლეები,
რომლებიც მომდევნო დაბადების მოლოდინში იმყოფებიან. თეოსოფიურ ლიტერატურაში მიღებულია აზრი, რომ მოსწავლეებს მასწავლებლების დახმარებით შეუძლიათ ბუნების კანონების გარკვეულწილად გვერდის ავლა. ასეთი მოსწავლეებისთვის, ზეციური სიცოცხლე (სიცოცხლე ნატიფ სამყაროში) შესაძლებელია სურვილისამებრ ძალიან დიდ პერიოდს მოიცავდეს, მაგრამ გარკვეული მისიის საკუთარ თავზე აღებისას, ისინი რისკავენ და კარგავენ ზეციური ნეტარების საუკუნეებს - დგებიან კაცობრიობის სამსახურში. როდესაც ასეთი ადამიანი გარდაიცვლება, ის გადადის ასტრალურ პლანზე და ელოდება მომდევნო დაბადებას, რომელსაც მას მასწავლებელი შეურჩევს და მოუმზადებს.

3. ჩვეულებრივი გარდაცვლილი ადამიანები.
ეს კატეგორია, რაოდენობით ყველა ზემოთჩამოთვლილს რამდენიმე მილიონჯერ აჭარბებს. მათი ასტრალური არსებობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან არსებობენ ადამაინები, რომლებიც ამ შრეში რამდენიმე საათს, დღეებს, ხოლო სხვები წლებს და ასწლეულებს ატარებენ.

4. ჩრდილები.
როგორც ფიზიკურ სამყაროში, გარდაცვალებისას ადამიანი ტოვებს ფიზიკურ სხეულს, ასტრალური სიცოცხლის დასრულების შემდეგ, მენტალურ პლანზე გადასვლისას ადამიანი ტოვებს ასტრალურ „ცხედარს“, რომელიც ჩრდილის სახით განაგრძობს არსებობას. ჩრდილი არ წარმოადგენს პიროვნებას, რადგან პიროვნება ზეციურ შრეებში გადადის, ხოლო ჩრდილი უბრალოდ მისი უსიცოცხლო ასლია, რომლის სიცოცხლის ხანგრძლოვობა განსაზღვრულია და ოდესმე წყვეტს არსებობას.

5. გარსები.
ეს დაშლის პირას მყოფი ასტრალური გვამებია, რომლებსაც გონის უკანასკნელი ნაწილაკებიც ჩამოშორდა. ისინი არ ფლობენ არანაირ ცნობიერებას და ღრუბლების მსგავსად პასიურ მდგომარეობაში მიჰყვებიან ასტრალური შრის დინებას.

6. გაცოცხლებული გარსები.
ეს უგრძნობი არსებები არ მიეკუთვნებიან „ადამიანურს“, ამიტომ მათზე მეორე ნაწილში გვექნება საუბარი, სადაც არაადამიანურ ასტრალურ არსებებს განვიხილავთ. მანამდე კი უნდა ითქვას, რომ გაცოცხლებული გარსები იგივე მეხუთე კატეგორიაში აღწერილი არსებებია, იმ განსხვავებუთ, რომ ცხოვრება, გონი, სურვილები, რომლებსაც ისინი ფლობენ მათ მაცოცხლებელ ხელოვნურ ელემენტალს ეკუთვნის. თითქმის ყველა შემთხვევაში ეს არსებები ნეგატიურ ენერგიას ფლობენ და ამ დემონური არსებების გამოყენება ვუდუში და ზოგადად შავ მაგიაში, საკმაოდ ხშირია.

7. თვითმკვლელები და უცაბედი სიკვდილის მსხვერპლი ადამიანები.
ეს არის ფიზიკური სიცოცხლისას აბსოლუტურად მოუმზადებელი (ავადმყოფობა, სიბერე და ზოგადად ბუნებრივი მიზეზები სულს ასტრალური პლანისთვის ამზადებს) სულები, რომლებიც გარდაცვალებისას ძალიან მაღალი სიხშირის შოკის გამო ასტრალური პლანის ყველაზე დაბალ ანუ მეშვიდე შრეში ხვდებიან.

8. შავი მაგები და მათი მოსწავლეები.
ეს მეორე კატეგორიაში აღწერილი ადამიანების საპირისპირო მხარეა. როგორც აღვნიშნეთ სათანადოდ მომზადებული ადამიანები ასტრალურ პლანზე ელოდებიან მათ შემდგომ ინკარნაციას და სწორედ ანალოგიურ შემთხვევას ეხება ეს კონკრეტული კატეგორიაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ ხშირად ყველაზე მიუღებელი მეთოდებით ხდება ბუნებრივი პროცესების და ევოლუციის კანონების წინააღმდეგ წასვლა. საუბარია სხვადასხვა მაგიური ხელოვნების გამოყენებაზე.

წყაროდ გამოყენებულია ჩარლზ ლედბიტერის „ასტრალური პლანი.“


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 13 2018, 09:32 PM
Post #844


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაწერეთ თქვენ ვინ გაგიცვნიათ იქ ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aum
post May 14 2018, 06:02 PM
Post #845


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 14-February 17
Member No.: 7,594

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასტრალში შესაძლებელია დაიღუპოს ადამიანი? ან სხვა განზომილებაში

ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ რომ ხშირად მესმის რომ დამტირიან? ხან ვხედავ თითქოს კუბოში ვწევარ ხოლმე და ჩემზე გლოვობენ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 14 2018, 06:22 PM
Post #846


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Aum
ამას როგორ ხედავ როგორც სიზმარს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aum
post May 14 2018, 06:43 PM
Post #847


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 14-February 17
Member No.: 7,594

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(earth @ 14th May 2018 - 07:22 PM) *
ამას როგორ ხედავ როგორც სიზმარს?

earth


არა ძილღვიძილში ვარ. არც მძინავს. ჩვეულებრივ შეიძლება რამეს ვაკეთებდე ან კომპიუტერთან ვიჯდე და ჩამესმოდეს. ხან ჩამეძიენება ხოლმე და რამდენიმე წუთით და გადავდივარ ხოლმე.



Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 14 2018, 09:49 PM
Post #848


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ შეგიძლია, რომ შეცვალო ეგ მდგომარეობა? შეგიძლია, რამენაირად მართო სიზმარშია თუ ძილ-ღვიძილში?
შეეცადე მართო და შეცვალო სურათი.
პირველად გააკეთე რომ თითქოს მსახიობობა იყო ან რამე, რაც შენს ქვეცნობიერს დაარწმუნებს, მერე სართოდ შეცვალა სურათი და ლამაზი სურათი დახატე შენს გონებაში.
ხშირად ადამიანს სიზმარია თუ ასტრალი მართავენ. ყველა ვარიანტში არ ამართინო შენი თავი. დილითაც არ მისცე ენერგია მაგ ფიქრებს.
როცა სიზმარს ვხედავთ და ის გვისრულდება, სრულდება მაშინ, როცა ჩვენ სიფხიზლეში ვაძლევთ ენერგიას ჩვენი ფიქრებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 15 2018, 11:59 AM
Post #849


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Aum @ May 14 2018, 06:02 PM) *
ასტრალში შესაძლებელია დაიღუპოს ადამიანი? ან სხვა განზომილებაში

ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ რომ ხშირად მესმის რომ დამტირიან? ხან ვხედავ თითქოს კუბოში ვწევარ ხოლმე და ჩემზე გლოვობენ.


როგორც ვიცი ასტრალში ასე იოლად ვერ გადის ადამიანი სპეციალური პრაქტიკებია, სხვაადასხვა მეთოდები გასასვლელად
რაც შეეხება იმას რომ ეს ხმები გესმის, აქ ან ინკარნაციული მოგონებაა, ან სხვა რაღაც, შესაძლოა გონებაში ერთვება სხვა სიხშირეები. ან ქვეცნობიერის რაღაც გამოვლინება შეიძლება იყოს.
ტაროში კარგად ვერ ვერკვევი მაგრამ შესაძლოა რამე პასუხი მოგცეს.


Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 15 2018, 06:24 PM
Post #850


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტაროზე ადრეც მითქვამს და აქაც ვიტყვი... საერთო ყველანაირი სახის მკითხაობა არაა სასურველი, რადგან ადამიანმა თვითონ უნდა მართოს თავისი ცხოვრება. თვითონ უნდა დაწეროს სცენარი თავისი ცხოვრებისა.
იყო ამ ფორუმზე შემთხვევა, როცა ტაროზე მკითხაობამ არ მოიტანა კარგი შედეგი.

როდესაც რაღაცას ვხედავთ ან გვესმის სიზმრის სახითაც კი, ის შეიძლება ასრულდეს, რადგან ქვეცნობიერი აკეთებს ყველა საქმეს, რადგან თუ ქვეცნობიერმა იცის, ეს მოვლენა და ყველაფერს აკეთებს, რომ აისრულოს. მან არ იცის კარგი და ცუდი, ის უბრალოდ მოქმედებს, ასრულებს როგორც ბრძანებას შენგან დავალებულს.
ამიტომაა როცა ცუდ სიზმარს ნახავთ არ მისცეთ იმ სიზმარს ენერგია, რომ არ ასრულდეს, არ იფიქროთ. აიღეთ ერთი ჭიქა წყალი და გაატანეთ წყალს სიზმარი, ქვეცნობიერი გაიგებს, რომ წავიდა წყალმა წაიღო ცუდი სიზმარი. ამიტომაც ამბობენ სამჯერ,–წყალო შენ წაიღე ცუდი სიზმარიო. აქვს ამ მოქმედებას ახსნა.
ასევე შეგიძლია ძლიერი ნებით შეცვალო ეს ყველაფერი და შავი თეთრად აქციო. ამიტომ ვურჩიე Aum - შეცვლა სურათის, ძლიერი ნებით შეცვალოს სურათი. წარმოიდგინოს რამე სხვა...
წინა ცხოვრების გასახსენებლად კი სხვა გზებიც არსებობს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aum
post May 16 2018, 09:44 AM
Post #851


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 14-February 17
Member No.: 7,594

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(earth @ 15th May 2018 - 07:24 PM) *
ქვეცნობიერი აკეთებს ყველა საქმეს



ქვეცნობიერი არ მაქ. აი მნიშვნელობა არ ააქ რამე გავიფიქრო ან ვისურვო ადრესატამდე ტელეპატიურად ყველაფერი აღწევს. თითქოს გამჭვირვალეა ჩემი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 16 2018, 06:20 PM
Post #852


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქვეცნობიერი ვიგულისხმე ადამიანის შინაგანი მე, რომელიც უფრო დიდია იმაზე ვიდრე ჩვენ ვართ.მან გაიარა უამრავი ინკარნაცია, აქვს დაგროვილი ცოდნა და ახსოვს. მას ძალა აქვს. ყველას აქვს ქვეცნობიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post May 22 2018, 12:59 AM
Post #853


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთი ფორუმია რუსული შავ მაგიაზე იმ ფორუმს რომ ვკითხულობ იმის მერე ეშმაკები და დემონები მესიზმრებიან სხეულს გარეთ ასტრალში.როგორც ეტყობა ფორუმზე ბევრი სერიოზული პრაქტიკოსია თავის რიტუალების ჩატარებას აღწერენ და თავის პრაქტიკებს მე ვკითხულობ და ეს ზეგავლენას ახდენს როგორც ეტყობა. პირველად ბულგაკოვის პერსონაჟები ვნახე გაცნობიერებულ სიზმარში დემონი კატა ბეგემოტი და მეორე მთავარი მასტი ძალიან მაღალი იყო 2 მეტრამდე? ჯერ კატა ბეგემოტს ველაპარაკებოდი მერე ვოლანდთან ერთად ოპერაში გადავინაცვლეთ და შემდეგ ოპერის მიწის ქვეშ სადაც ქვედა ასტრალში მოვხვდით რადგან ფერები შეიცვალა განაცრისფრდა ნუ ვინც იცის მიხვდება რომ ქვედა ასტრალში სხვაა ფერებია და შეგრძნებები თურმე სკოლა გაუხსნია შავი მაგიის და ბავშვებს ავარჯიშებს მეც მივიღე მისგან შემოთავაზება თუმცა დავაიგნორე. ბულგაკოვი დიდი ხნის უკან წავიკითხე ბავშვობაში და არც იმ ფორუმზე არ ეწერა არაფერი. ნუ დანარჩენ წაკითხვებზეც ეშმაკები მესიზმრება რა უნდათ რომ ჩემი შავი ალტერნატიული პიროვნება გამოვუშვა და მათკენ წავიდე და შავი მაგიის პრაქტიკა დავიწყო თუმცა ვერ მივართვი რაც არ უნდა ცუდად ვიცხოვრო და გამიჭირდეს ხელს არ მოვკიდებ შავ მაგიას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 22 2018, 06:52 AM
Post #854


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
შავი მაგიის წაკითხვაც კი იწვევს უარყოფით შედეგს. ამაზე ადრეც მაქვს დაწერილი. შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი იყო და გინდოდეს უბრალოდ ნახო რა არის ეს,მაგრამ რადგან ადამიანი ხარ შეიძლება შეცდე კიდეც, შენი თავი რომ დაიცვა შეცდომისაგან ჯობია არც წაიკითხო იგი. ამას ახლა ისევ ყველა ადამიანის გასაგებად ვამბობ. შენს შემთხვევაში, არის გამოსავალი წარმოდგენითი ცეცხლით დაწვა ყველა ინფორმაცია მაგ ფორუმიდან მიღებული და რათქმაუნდა აღარასოდეს მიეკარო მათ. მერე მთელი ძალებით სხვა თემებზე იფიქრო და ენერგიის გარეშე დატოვო ყველა ფიქრები შავი მაგიიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post May 22 2018, 12:23 PM
Post #855


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
მივლის ხოლმე თავისით რამოდენიმე დღის მერე
Go to the top of the page
 
+Quote Post
http://www.es...
post Sep 2 2018, 01:57 AM
Post #856


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 2-September 18
Member No.: 7,774

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხო ასტრალში მინდა გასვლა თითქმის ერთ წელია რა მითხარით ყველაზე მარტივი მეთოდი (რუსული არ ვიცი)
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 4 2018, 05:19 PM
Post #857


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.esoteric.ge/for
გადახედე ამ პოსტს http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...mp;#entry112769


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Oct 4 2018, 08:01 PM
Post #858


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნამდვილად სხულს გარეთ გასვლისთვის საჭიროა 6 თვე ან 1 წელი ზოგს 2 და 3 წელიც ჭირდებათ და ინტერნეტში ვინეებიც არიან რადუგები მონროები და ასე შემდეგ ეგენი გადიან საკუთარ ტვინში ანუ გაცნობიერებულ სიზმარში. გაცნობიერებული სიზმარი არის 2 ნაირი როცა შენ სიზმრის მოქმედების დროს აცნობიერებ და მეორე როცა ტვინი აკეთებს სხეულიდან გასვლის სიმულიერებას თავიდანვე როგორც კი ტვინი გადადის ძილის ფაზაში. ნამდვილი ასტრალური გასვლის დროს უნდა დარწმუნდეთ რო ნამდვილად სხეულს გარეთ ხართ დეტალურად უნდა ხდებოდეს თქვენი ოთახის ნივთები იგივენაირი უნდა იყოს რაც რეალობაში და თვქენი ფიზიკური სხეულიც რომელიც წევს იგივენაირი უნდა იყოთ. ხოლო ვინც საკუთარ ტვინში გადის ვითომ სხეულს გარეთ მისი ასტრალური გასვლა და რეალობა არ ემთხვევა ნივთები ყველა სხვაა ან ნახევრად სხვა ან თვითონ სხვა პოზაში წევს ზოგჯერ სულ არ წევს არავინ საწოლზე და ასე შემდეგ. ასევე არიან ადამიანები ვინც წინა ცხოვრებაში იყვნენ დაკავებული პრაქტიკებით და ამ რადუგების და მონროების ტექნიკებით გადიან ნამდვილ ასტრალში მაგრამ მაგათ წინა ცხოვრებაში აქვთ პრაქტიკა გავლილი. დანარჩენი ხალხის ნახევარ ზე მეტი "ტყუილ ასტრალშიც" ვერ ხვდება 40% ხვდება გაცნობიერებულ სიზმარში მაგრამ ვერასოდეს გადავა ასტრალში რადგან ასტრალური ორგანოები არ ააქვს განვითარებული. დარჩენილი 10 % რომელთა უმეტესობას წინა ინკარნაციიდან ააქვს დაყოლილი ეს შესაძლებლობა გადის ასტრალში ნამდვილად მაგრამ ენერგიის პრობლემა იქმნება უმეტესეობა ვერ ფუნქციონირებს დიდ ხანს ასტრალში შესაბამისად ვერანაირ სერიოზულ ინფორმაციას ვერ იღებს ვერ მოგზაურობს სხვა პლანეტებზე ან ლოკებზე და ასე შემდეგ უბრალოდ გადის სხეულიდან და იბორიალებს ახლო მახლოს ან ცოტა შორს და მერე დააბრუნებს უცებ. დარჩენილი 5 % მიხვდება რო ასტრალში კი გადის მაგრამ საათობით რო იყოს ასტრალურ სხეულში მას ჭირდება ენერგია შესაბამისად ვარჯიშობენ ცი გუნში ან იოგაში ან სხვადასხვა ენერგეტიკულ პრაქტიკებს შესაბამისად ფუნქციონირებენ დიდ ხანს ასტრალურ პლანზე. ცი გუნი არის შექმნილი სპეციალურად ასტრალში გასასვლელად ასევე ვიპსანა მედიტაცია იოგა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Oct 4 2018, 08:03 PM
Post #859


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(starscream @ Oct 4 2018, 08:01 PM) *
ნამდვილად სხულს გარეთ გასვლისთვის საჭიროა 6 თვე ან 1 წელი ზოგს 2 და 3 წელიც ჭირდებათ და ინტერნეტში ვინეებიც არიან რადუგები მონროები და ასე შემდეგ ეგენი გადიან საკუთარ ტვინში ანუ გაცნობიერებულ სიზმარში ხო მონროს გარდა მორნოს ჰემი სინქის მოსმენების შემდეგ განუვიტარდა ეგ შესაძლებლობა. გაცნობიერებული სიზმარი არის 2 ნაირი როცა შენ სიზმრის მოქმედების დროს აცნობიერებ და მეორე როცა ტვინი აკეთებს სხეულიდან გასვლის სიმულიერებას თავიდანვე როგორც კი ტვინი გადადის ძილის ფაზაში. ნამდვილი ასტრალური გასვლის დროს უნდა დარწმუნდეთ რო ნამდვილად სხეულს გარეთ ხართ დეტალურად უნდა ხდებოდეს თქვენი ოთახის ნივთები იგივენაირი უნდა იყოს რაც რეალობაში და თვქენი ფიზიკური სხეულიც რომელიც წევს იგივენაირი უნდა იყოთ. ხოლო ვინც საკუთარ ტვინში გადის ვითომ სხეულს გარეთ მისი ასტრალური გასვლა და რეალობა არ ემთხვევა ნივთები ყველა სხვაა ან ნახევრად სხვა ან თვითონ სხვა პოზაში წევს ზოგჯერ სულ არ წევს არავინ საწოლზე და ასე შემდეგ. ასევე არიან ადამიანები ვინც წინა ცხოვრებაში იყვნენ დაკავებული პრაქტიკებით და ამ რადუგების და მონროების ტექნიკებით გადიან ნამდვილ ასტრალში მაგრამ მაგათ წინა ცხოვრებაში აქვთ პრაქტიკა გავლილი. დანარჩენი ხალხის ნახევარ ზე მეტი "ტყუილ ასტრალშიც" ვერ ხვდება 40% ხვდება გაცნობიერებულ სიზმარში მაგრამ ვერასოდეს გადავა ასტრალში რადგან ასტრალური ორგანოები არ ააქვს განვითარებული. დარჩენილი 10 % რომელთა უმეტესობას წინა ინკარნაციიდან ააქვს დაყოლილი ეს შესაძლებლობა გადის ასტრალში ნამდვილად მაგრამ ენერგიის პრობლემა იქმნება უმეტესეობა ვერ ფუნქციონირებს დიდ ხანს ასტრალში შესაბამისად ვერანაირ სერიოზულ ინფორმაციას ვერ იღებს ვერ მოგზაურობს სხვა პლანეტებზე ან ლოკებზე და ასე შემდეგ უბრალოდ გადის სხეულიდან და იბორიალებს ახლო მახლოს ან ცოტა შორს და მერე დააბრუნებს უცებ. დარჩენილი 5 % მიხვდება რო ასტრალში კი გადის მაგრამ საათობით რო იყოს ასტრალურ სხეულში მას ჭირდება ენერგია შესაბამისად ვარჯიშობენ ცი გუნში ან იოგაში ან სხვადასხვა ენერგეტიკულ პრაქტიკებს შესაბამისად ფუნქციონირებენ დიდ ხანს ასტრალურ პლანზე. ცი გუნი არის შექმნილი სპეციალურად ასტრალში გასასვლელად ასევე ვიპსანა მედიტაცია იოგა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 6 2018, 06:31 PM
Post #860


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
გაცნობიერებულ სიზმრით ასტრალში გასვლას ხაზს ნუ გადაუსვამთ
თუმცა გეთანხმებით, რომ ისეთ ცხადად ვერ გადმოიტან ინფორმაციას


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

45 Pages V  « < 41 42 43 44 45 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:27 AM