Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ბიბლიოთეკა _ Vadim Zeland

Posted by: zakuka Jul 7 2017, 06:13 PM

გამარჯობა, ახალი ვარ ამ საიტზე და საერთოდ ამ სფეროშიც. ძალიან მინდა გავეცნო ლიტერატურას, მეგობარმა მირჩია Vadim Zeland - Reality Transurfing, ხომ არ იცით ეს წიგნი არის ქართულად ნათარგმნი? ან მაიკლ ნიუტონი? მირჩევნია მშობლიურ ენაზე წავიკითხო და კარგად გავიგო ყველაფერი. გთხოვთ დამეხმარეთ, მადლობა smile.gif

Posted by: old_man Jul 15 2017, 11:40 AM

zakuka
როგორც ვიცი ქართულად არ არის ნათარგმნი

Posted by: INVICTUS Jul 15 2017, 09:12 PM

old_man
რატომ არის ეს ფორუმი მივიწყებულ-მიტოვებული?

Posted by: old_man Jul 15 2017, 11:34 PM

INVICTUS
ჰქონდა ამ ფორუმს აქტიური ფაზა, როცა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში პირველი ეზოთერული საინფორმაციო პორტალი იყო
ბოლო წლებში კი უამრავი მასალა გახდა ხელმისაწვდომი, თან ფეისბუკზე გაიხსნა სხვადასხვა თემატიკის ბევრი ეზოთერული ჯგუფი და ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი

Posted by: INVICTUS Jul 17 2017, 03:23 PM

old_man
მახსოვს მეც სადღაც 4–5 წინანდელი (ალბათ) პერიოდი, უამრავი ხალხი ირეოდა აქ...

ცუდია...
ასე ემართება სხვა ბევრს ფორუმსაც..

იქნებ დაბრუნდეს ხალხი და ახლებიც მოვიდნენ, ეზოთერულ ცოდნაში ფეისბუქით ვერ გაერკვევი, მსჯელობა და პრაქტიკა უნდა, ვერც მარტო ლიტერატურით ისწავლი თუ არ გააზიარე აზრები.

Posted by: earth Jul 17 2017, 11:11 PM

INVICTUS

QUOTE(INVICTUS @ 17th July 2017 - 04:23 PM) *
ეზოთერულ ცოდნაში ფეისბუქით ვერ გაერკვევი

მართალი ხარ, მაგრთლაც როცა ეს ფორუმი აქტიურობდა უდიდესი ენერგია იღვრებოდა თვითოეულ ჩვენგანში. საუბრებით ვისწავლეთ ბევრი რამ, იგრძნობოდა სიყვარული.
მე ვფიქრობ დემოკრატიულმა მიდგომამ მიაჩუმა ეს ფორუმი. ერთხელაც აქ შემოვიდნენ შავი მაგიის მიმდევრები და შემოიტანეს საოცრად უარყოფითი ენერგია. უმრავლესობამ ადმინისტრაციიდან არ დამეთანხმა ამ იუზერების წაშლა და მათი პოსტების მთლიანად ამოშლა. ამ ენერგიამ თითქმის დაგვიკარგა ფორუმი. რადგან სწორი მოქცევა ერთის მხრივ იყო ის, რომ ყოფილიყო სიტყვის სრული თავისუფლება, მაგრამ ამ თავისუფლებით ენერგეტიკა ფორუმისა დაბინძურდა, რის შემდეგაც უმრავლესობას ძველი ეზოთერებიდან აღარ ქონდა სურვილი აქ შემოსვლაზე. დღესაც აღარ არსებობს ბევრისაგან სურვილი აქ შემოსვლაზე, მითუმეტეს იმ ბნელმა ხალხმა მიატოვეს ფორუმი, რაღაც მოხდა მას შემდეგ...

Posted by: INVICTUS Jul 29 2017, 09:01 PM

დეტალური კონკრეტიკა მე არ ვიცი, მაგრამ შავი ,აგიაც ყოფილიყო შესაბამის განყოფილებებში და ვისაც არ უნდოდა არ შესულიყო, ბანი და ვორნიც გექნებათ ალბათ, იმათაც აქვთ არსებობის უფლება და ისიც საინტერესოა რას ასწავლიდნენ.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)