ამოუცნობი მოვლენები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები |
ამოუცნობი მოვლენები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები |
Jul 9 2007, 02:52 PM
Post
#21
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jul 9 2007, 04:48 PM
Post
#22
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 695 Joined: 31-January 07 Member No.: 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნუუუ, ია პოკა უჩუს))) შეიძლება დამთხვევაა იყო, არ ვიცი....
-------------------- Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
|
|
|
Jul 9 2007, 05:17 PM
Post
#23
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო აბა სასტავში ერთი კაი მედიუმი ხო უნდა გვყავდეს ))
-------------------- |
|
|
Jul 9 2007, 05:44 PM
Post
#24
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 695 Joined: 31-January 07 Member No.: 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგი ბატონო, მაშინ ფული შეაგროვეთ და მედიუმების და ნათელმხილველების კურსებზე გამიშვით, იქნებ გამოვიდეს ჩემგან რამე))))
-------------------- Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
|
|
|
Sep 17 2007, 01:55 PM
Post
#25
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უცნობი-ნაცნობი მოვლენა მთლად თემაში არ ჯდება, მაგრამ საინტერესოა
В каждом из нас скрыта сила Многие из нас не знают своих внутренних возможностей, а в каждом они есть, надо только уметь разбудить их, заставить работать на себя. То, что Вы достигли в жизни во всех отношениях, есть лишь малая частица заложенного в Вас потенциала. Говорю это как специалист с многолетним опытом работы. Подтверждение тому — экстремальные ситуации. Вот несколько примеров. Как Вы думаете, откуда взялись силы у семидесятилетней женщины, чтобы с сорокалетним сыном на спине пройти 13 километров через снежные сугробы и ни разу не опустить его на землю? А это факт! Когда люди стали пробираться на снегоходе к месту аварии, чтобы спасти остальных, оставшихся под трактором, они увидели на протяжении всего пути следы только одной пары ног. Как смогла женщина в Санкт-Петербурге на уровне седьмого этажа удерживать одной рукой своего двухлетнего ребенка, схватившись за кирпич карниза только указательным и средним пальцами другой руки, пока не подоспела помощь. И когда ее снимали, то она не могла разжать пальцы. Несколько часов ее успокаивали, чтобы она отпустила руку своего ребенка. Вот какая сверхъестественная сила! Но эти силы находятся в спящем состоянии, потому что для обслуживания желудочно-кишечного тракта большого ума не надо. Вот почему задействованными оказываются лишь 3—4% мозга. А человек может очень многое: читать мысли, предвидеть будущее и т. п. В Вас они тоже есть, дорогой читатель. Мы должны найти доступ к этим силам. Но одним потребительским желанием типа “жрать хочу!” эта дверь не откроется, потому что ведет она в волшебный мир, где будут исполняться Ваши желания. Это мир, где Вы являетесь повелителем. Двери в этот мир открываются тремя ключами: силой воли, душой и разумом. Надо слить все воедино. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Sep 24 2007, 12:31 AM
Post
#26
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 695 Joined: 31-January 07 Member No.: 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვინმეს თუ გაგიგიათ ური გესლერზე, მოკლედ ცნობილი პიროვნება იყო 70ნ წლებში და განთქმული იყო იმით, რომ შეეძლო კოვზების გაღუნვა (და კიდევ ბევრი რამეს გაკეტება,იხ. სია) აზრის ძალით (მოკლედ როგორც მატრიცაში). თან გამოდიოდა წარმოდგენებით და ხალხს ვინც დაესწრო ამ წარმოდგენებს ან ნახა ტელევიზორში თვითონ შეეძლოთ კოვზების გაღუნვა, განსაკუთრებით ბავშვებს.
და რაც ყველაზე მთავარია ზოგიერთებისთვის, მეცნიერების მიერ იყო ჩატარებული სერიოზული კვლევები და დადასტურდა ის ფაქტი, რომ ეს რეალური ფსიქოფიზიკურო მოვლენაა, თუმცა იასნია ახსნა ვერ უპოვეს (ან უპოვეს და არ გაავრცელეს არ ვიცი). მოკლედ საინტერესოა, ნახეთ ლინკზე http://bibliotekar.ru/encKat/3-25.htm ან http://anomalia.kulichki.ru/photo2/153.htm -------------------- Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
|
|
|
Oct 4 2007, 12:06 AM
Post
#27
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 24 Joined: 2-October 07 From: tbilisi Member No.: 79 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამიგონია...უნახავთ და ა.შ. არვიცი ძმაო.... ერთმა მიანც დაწერეთ რამე კონკრეტული რაც თქვენ შეგემთხვათ და მერე ვილაპარაკოთ... მე არც ბარაბაშკები დამინახავს ლოგინის ქვეშ და არც მფრინავი თეფშით მოვუტაცებივარ ვინმეს ცდების ჩასატარებლად ერთი კი ვიცი... ადრე სამტრედიაში ერთი ამბავი ატყდა, ერთერთი ოჯახის ერთრთი წევრი იძახდა რო სახლში სულები დადიანო...სახურავზე ქვები ცვივაო...მოვიდა მღვდლები სახლი აკურთხეს... მეზობლები ფეხზე დადგნენ...არაფერი და ვერაფერი ვერ ნახეს.... მაგრამ ისეთი პოპულარული გახდა ეს თემა ქალაქში რო ჩემმა ერთმა ნაცნობმა (ნორმალური მოაზროვნე ბიჭი, 9 კლასელი ) მაგიდაზე საჭმელი დადგა და იძახდა ”გამოდი ნუ გერიდება, ვიცი რო აქ ხარ და ჭამე...ჩემთან მეგობრობის ნუ გეშინიაო )))))))))) აი ამას ქვია შიზოფრენია მეტი კი არაფერი არაა ravi aba zogi martla shizoidia da ragaceebi echveneba zogi kidev martla xedavs, ai magalitad chemi xatvis mascavlebeli xedavs eget ragaceebs da yovel dge miyveba -------------------- Pretty Girls Make Graves
|
|
|
tamtuna |
Oct 11 2007, 08:09 AM
Post
#28
|
Guests მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სხვათაშორის Discovery channel-ze ეხლა გადის გადაცემების ციკლი ნათელმხილველებზე, რომლებიც რეალურად ეხმარებოდნენ პოლიციას დანაშაულის ამოხსნაში. ზოგიერთ მათგანს ხმები ესმოდათ, რომლებიც ეობნებოდნენ, რომ მკვლელობა მოხდებოდა, ზოგიერთი კი სიზმრებს ხედავდენ და ზუსტად ანიშნებდნენ სად იყო დამარხული მსხვერპლი, ვინ მოკლა და სად არის მკვლელი. მემგონი ეს სერიოზული არხია და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას უშვებს... daaxloebit egeti ragaca gadis courttv ze iqac exmarebian natelmxilvelebi da mediumebi gamodziebashi |
|
|
Oct 18 2007, 12:46 PM
Post
#29
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 695 Joined: 31-January 07 Member No.: 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე საინტერესოა რა განსხვავებაა, ნათელმხილველს, მედიუმს და ექსტრასენს შორის?
-------------------- Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
|
|
|
Oct 20 2007, 02:49 PM
Post
#30
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქტუალური საკითხია
-------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Jan 3 2008, 11:50 AM
Post
#31
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ისტორიის საინტერესო გაგრძელება ვიპოვე. ტიპი ამტკიცებს, რომ ეს რაღაც აქაური პროექტია , უცხოპლანტურ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით და დოკუმენტაციის ასლებიც გამოაქვეყნა: http://isaaccaret.fortunecity.com/ http://earthfiles.com/news.php?ID=1278&...ory=Environment ამის წინად გამახსენდა ეს ლინკი რატომღაც, და დღეს ამ ვიდეოს მივაგენი, ყველაზე პრიკოლი ისაა, რომ საქართველოა ნახსენები: http://www.youtube.com/watch?v=_xXdIJmjQFE...feature=related http://www.youtube.com/watch?v=4N1aJGuhRas...;watch_response -------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
May 24 2009, 01:39 AM
Post
#32
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფაქტები, რომლებსაც ახსნა არა აქვთ
ლონდონელი ძმების უცნაური აღსასრული 1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იმავე ტაქსი, რომელმა ერთი წლის მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი. რა არის ეს, დამთხვევა თუ სამყაროს უცნაური თამაში?! ზოგი ასეთ ფაქტების "დამთხვევას" ცრურწმენას ეძახის, ზოგი ბედისწერას, ზოგიც კარმას. შექსპირის გვარი ბიბლიაში ინგლისში რიცხვი 46 საიდუმლო და მეტაფიზიკურ დატვირთვას ატარებს. რატომ? ინგლისელები ამას ძალიან უბრალოდ ხსნიან _ ფსალმუნების ინგლისურ თარგმანში 46-ე ფსალმუნის 46-ე სიტყვაა "shake" (შერყევა, შენჯღრევა), ხოლო ამავე ფსალმუნის ბოლოდან 46-ე სიტყვა კი "spear" (შუბი). მათი შეერთებით მიიღება სიტყვა "shakespear" (შექსპირი). საქმე კი იმაშია, რომ 1610 წელს, როდესაც ეს თარგმანი შესრულდა შექსპირი 46 წლის იყო.. 666 ნუმეროლოგების უდიდეს ყურადღებას იქცევს ასევე 666 – "მხეცის ციფრი", რომელიც ბიბლიაში, იოანეს "გამოცხადებაშია" მოხსენიებული. ნუმეროლოგების გამოთვლებით ეს რიცხვი ე. წ. "რიტუალის ფორმულაშივ საკმაოდ ადვილად იხსნება. ეს ფორმულა გახლავთ ასტრალური სივრცის დინამიური მდგომარეობის ფორმულა: "N2 ( N2 + 1) : 2". ამ ფორმულაში თუ N-ის მაგივრად 6-იანს ჩასვამთ, მაშინ მივიღებთ შემდეგ ფორმულას: 62 ( 62 + 1) : 2 = 666. რადგან 36 ( 36 + 1) : 2 = 1332 : 2 = 666. 6-იანი კი მატერიალური, შეიძლება ითქვას ფინანსური სამყაროს ციფრია, ამიტომ ნუმეროლოგების რწმენით ადამიანების ცდუნება და რწმენის უარყოფა უპირველესად ფინანსური დაინტერესების გამო მოხდება (გავიხსენოთ, ზოგიერთი სექტის მცდელობები, რომ ადამიანების გადაბირება სწორედ ფინანსური საშუალებებით შეძლონ). -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 26 2009, 07:51 PM
Post
#33
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე საინტერესოა რა განსხვავებაა, ნათელმხილველს, მედიუმს და ექსტრასენს შორის? მიკვირს შენგან ეს შეკითხვა. ნათელმხილველი ხედავს მომავალს და წარსულს, ის რაც იყო და ის რაც ჯერ არ მომხდარა. მედიუმი არის შუამავალი ჩვენსა და ასტრალურ სამყაროს შორის, კონტაქტირებს იქაურ არსებებთან. ხოლო ექსტრასენსი კავშირშია ენერგიებთან, ხედავს ადამაინის აურას, თავისი ენერგეტიკით კურნავს დავადებებს და აღადგენს ადამიანის დარღვეულ ენერგეტიკულ გარსს -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 21 2009, 07:28 PM
Post
#34
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველა ადამიანს აქვს ინტუიცია, რომელსაც მეექვსე გრძნობასაც უწოდებენ. ამბობენ, ადამიანი ინტელექტუალურად რაც უფრო განვითარებულია, მეექვსე გრძნობა მით უფრო გამახვილებული აქვსო. თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, სინამდვილეში საიდან მოდის აზრი, რომელიც არც ლოგიკას ეფუძნება, არც ინტელექტს, მაგრამ ყოველთვის ხდება, ანუ მომავალში რეალიზდება. ინტუიცია მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოცანად რჩება. ის ამოუხსნელ ფენომენთა სიაში ერთ–ერთ პირველ ადგილს იკავებს.
1950 წელს ქალაქ ბეატრისის ეკლესიის მგალობელთა გუნდის 15 წევრმა რეპეტიციაზე ერთდროულად დაიგვიანა. 3 საათისთვის დანიშნულ რეპეტიციაზე არავინ მივიდა. 15 წუთში კი ეკლესიაში ნაღმი აფეთქდა. გუნდის წევრები სიკვდილს გადაურჩნენ. არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ კოლექტიური ინტუიცია, რომელმაც 15 ადამიანს საფრთხე აარიდა. შემოქმედ ადამიანებს ინტუიცია განსაკუთრებით აქვთ გამახვილებული. ხშირად მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში ზუსტად აღწერენ იმ მოვლენას, რომელიც წლების შემდეგ მართლაც ხდება. ზოგი ამას უცნაურ დამთხვევას მიაწერს. მეცნიერები უცნაური დამთხვევების ფაქტებსაც იკვლევენ და მათ ლოგიკურ დასაბუთებას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით – უშედეგოდ. იმის გამო, რომ ამოუცნობი ფენომენების, ინტუიციისა და უცნაური დამთხვევების შესახებ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ყველას უჭირს, ჩვენს მკითხველებს მხოლოდ ფაქტებზე ვუამბობთ. პარანორმალური მოვლენების ქართველმა მკვლევარმა გოჩა დანელიამ ბევრი საინტერესო ამბავი შეკრიბა. ამ ისტორიებს ჩვენს მკითხველებსაც გავაცნობთ. * * * 1898 წელს მორგან რობერტსონის რომანი "ამაო ძალისხმევა" გამოვიდა. მასში აღწერილია უდიდესი ლაინერის, სახელად "ტიტანიკის" პირველი რეისი, აისბერგთან შეჯახება და დაღუპვა. რომანში აღწერილი მოვლენები 14 წლის შემდეგ ზუსტად განმეორდა – ნამდვილი "ტიტანიკი" ჩაიძირა. გემის აღწერილობა და დაღუპვის თარიღი ზუსტად დაემთხვა რომანში მოთხრობილს, თუმცა ზომები და გემზე ადამიანთა რაოდენობა ოდნავ განსხვავდებოდა. * * * რადიოჟურნალისტმა პოლ ჰარვიმ პოლიციის არქივის მასალებზე დაყრდნობით სიუჟეტი გააკეთა და მსმენელებს საზარელი ამბავი მოუთხრო. შტორმში დაღუპული გემიდან ოთხი ადამიანი გადარჩა, მათ შორის ვინმე იუნგა. ისინი ოკეანეში შიმშილით სულს ღაფავდნენ. გაყალბებული კენჭისყრის შედეგად იუნგა შეჭამეს. მათი გადარჩენა მოხერხდა. გამოძიებისას მათ დანაშაული აღიარეს. მსმენელებმა ჟურნალისტს მიუთითეს ედგარ პოს მოთხრობაზე "მარტუკელი გორდონ პიიმის თავგადასავალი", რომელიც ჰარვის სიუჟეტზე 46 წლით ადრე დაიწერა. მოთხრობაში აღწერილი სიუჟეტი რეალურად მომხდარ ამბავს ზუსტად ჰგავდა. კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა იყო – მოთხრობის გმირი და შეჭმული იუნგა მოგვარეეები იყვნენ. ასე რომ, ედგარ პოს ცნობიერებამ მომავლის რეალური ამბის აღწერა შეძლო. სხვათა შორის, ამ შემოქმედისთვის ეს პირველი შემთხვევა არა არის. მან პირველმა გამოთქვა აზრი თხევად კრისტალებზეც. ეს ედგარ პოს დიდი ინტუიციის მაჩვენებელია. * * * 1944 წლის 4 ივლისს ერთი სოფლის მასწავლებელმა "დეილი ტელეგრაფში" დაბეჭდა კროსვორდი, სადაც ფიგურირებდა სახელები – ომახა, იუტა, მალბერი, ნეპტუნი და ოვერლორდი. ეს ჩამონათვალი ზუსტად დაემთხვა ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის გასაიდუმლოებული ოპერაციის "ოვერლორდის" კოდირებულ სახელებს. ამან სამხედრო დაზვერვა შოკში ჩააგდო. უცნაური ის იყო, რომ ინფორმაციის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია. * * * როცა ამერიკელი ასტრონავტი ნეილ ამსტრონგი 1969 წლის 21 ივლისს მთვარის ზედაპირს ტოვებდა, მან უეცრად ჩაილაპარაკა: "წარმატებას გისურვებთ, მისტერ გორსკი!" "დედამიწაზე ნეილმა ეს სიტყვები ასე განმარტა – ერთხელ მას ბურთი გადაუვარდა მეზობლის, ვინმე გორსკის ეზოში. ბურთის გადმოსატანად ეზოში შესულ ნეილს ცოლ–ქმრის ჩხუბის ხმა შემოესმა: "რაო, სექსი მოგინდა, კაპიტანო? ელოდე, სანამ ჩვენი მეზობლის ბიჭი მთვარეზე არ გაფრინდება", – ეუბნებოდა გაბრაზებული ცოლი ქმარს. ქალბატონ გორსკის სიტყვები ახდა. მეზობლის ბიჭი პირველად დაეშვა მთვარეზე. ამსტრონგმა გორსკი ამიტომაც გაიხსენა. * * * 1952 წლის 14 მარტს მაიამიდან კუბისკენ მოძრავ თბომავალ "ბარეტზე" ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟი და 120 მგზავრი გადაარჩინეს, სამი მგზავრი კი დაიღუპა. კატასტროფაზე მასალა ტომას კინგმა გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალისტს ერთ–ერთი დაღუპულის ვაჟმა მიაკითხა. გაირკვა, რომ მამამისს სულ ეშინოდა ზღვის, რადგან 1912 წელს "ტიტანიკზე" იმყოფებოდა და დაღუპვას სასწაულებრივად გადაურჩა. ჟურნალისტმა დაადგინა, რომ დანარჩენი დაღუპული მგზავრებიც ასევე იმყოფებოდნენ "ტიტანიკზე" და ისინიც სასწაულებრივად გადარჩნენ. 40 წლის შემდეგ კი კვლავ შევიდნენ ზღვაში და დაიღუპნენ. პრესაში ეს მასალაც გამოქვეყნდა, მაგრამ უფრო მეტი საოცრება მერე მოხდა. ჟურნალისტთან მივიდა 43 წლის ბადლი მესკაიერი და თბომავალ "ბარეტის" გამოუყენებელი ბილეთი აჩვენა. მან გემით მგზავრობა რეისამდე ერთი დღით ადრე გადაიფიქრა. უცნაური ის იყო, რომ 40 წლით ადრე მისმა მშობლებმა "ტიტანიკის" ბილეთები დააბრუნეს და დაღუპვას გადაურჩნენ. * * * ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ერთი–ერთი ჯგუფის თაყვანისმცემლები უცნაურ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას – ჯგუფის ერთი თვით ადრე გამოცემულ ალბომზე, "პარტი მიუზიკ" გამოსახულია სავაჭრო ცენტრის ორი ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენი. სურათი პრაქტიკულად იმეორებს 11 სექტემბრის ტერაქტის პირველ წუთებში გადაცემულ კადრებს. უცნაური დამთხვევები 1668 წლის 5 დეკემბერს უელსის სანაპიროსთან ჩაიძირა იალქნიანი ხომალდი. გადარჩა მხოლოდ ჰიუ უილიამსი. 116 წლის შემდეგ იმავე დღეს ჩაიძირა ხომალდი 60 მგზავრით. გადარჩა მხოლოდ ვინმე ჰიუ უილიამსი. 1860 წლის 5 დეკემბერს ჩაიძირა მესამე გემი. 25 მგზავრიდან გადარჩა მხოლოდ ჰიუ უილიამსი. * * * მე–20 საუკუნის დასაწყისში მეზღვაური ჯეიმს ჯონსი სიკვდილს სამჯერ გადაურჩა. სამჯერ ჩაიძირა მისი გემი და, ჯონსის გარდა, მთელი ეკიპაჟი დაიხრჩო. * * * 1987 წლის ივლისში ქალაქ ჰამილტონში მოპედზე მჯდარ ერსკინ ლოურენს ტაქსი დაეჯახა და იქვე მოკლა. ზუსტად ერთი წლის თავზე, ივლისში, იმავე ქუჩაზე იმავე ტაქსი დაეჯახა მოპედს, რომელსაც ლოურენის უმცროსი ძმა მართავდა. ისიც დაიღუპა. ორივე ძმა 17 წლის იყო. კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა ის გახლდათ, რომ ორივე შემთხვევის დროს ტაქსში ერთი და იგივე მგზავრი იჯდა... * * * მაიორ სამეფორდს 1918 წელს მეხი დაეცა, რამაც ორივე ფეხის პარალიზება გამოიწვია. 6 წლის შემდეგ მან სამ მეგობართან ერთად წვიმას თავი მუხის ხის ქვეშ შეაფარა. მუხას მეხი დაეცა, მაიორი ისე დაშავდა, რომ მარჯვენა მხარეს პარალიჩი მიიღო. 6 წლის შემდეგ ეტლით გადაადგილდებოდა. ერთ–ერთ პარკში მას კვლავ დაეცა მეხი, რამაც საბოლოოდ იმსხვერპლა. 4 წლის შემდეგ მეხი მის საფლავს დაეცა. ირინე მჭედლიძე -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 21 2009, 11:21 PM
Post
#35
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 555 Joined: 25-December 08 From: Last Homely House Member No.: 5,888 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როცა ამერიკელი ასტრონავტი ნეილ ამსტრონგი 1969 წლის 21 ივლისს მთვარის ზედაპირს ტოვებდა, მან უეცრად ჩაილაპარაკა: "წარმატებას გისურვებთ, მისტერ გორსკი!" "დედამიწაზე ნეილმა ეს სიტყვები ასე განმარტა – ერთხელ მას ბურთი გადაუვარდა მეზობლის, ვინმე გორსკის ეზოში. ბურთის გადმოსატანად ეზოში შესულ ნეილს ცოლ–ქმრის ჩხუბის ხმა შემოესმა: "რაო, სექსი მოგინდა, კაპიტანო? ელოდე, სანამ ჩვენი მეზობლის ბიჭი მთვარეზე არ გაფრინდება", – ეუბნებოდა გაბრაზებული ცოლი ქმარს. ქალბატონ გორსკის სიტყვები ახდა. მეზობლის ბიჭი პირველად დაეშვა მთვარეზე. ამსტრონგმა გორსკი ამიტომაც გაიხსენა. ჯერ ერთი არა სექსი, არამედ მინეტი.. (ბოდიში არ მიყვარს ფაქტების დამახინჯება).. მეორეც გამოგონილია ეგ.. მასტრონგს ეგეთი რამ მთვარეზე არ უთქვამს... ხო ბევრ მწერალს აქვს უცნაური დამთხვევები.. ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ერთი–ერთი ჯგუფის თაყვანისმცემლები უცნაურ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას – ჯგუფის ერთი თვით ადრე გამოცემულ ალბომზე, "პარტი მიუზიკ" გამოსახულია სავაჭრო ცენტრის ორი ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენი. სურათი პრაქტიკულად იმეორებს 11 სექტემბრის ტერაქტის პირველ წუთებში გადაცემულ კადრებს. 12 სექტემბერს ალბომი ტირაჟიდან ამოიღეს და ახალი გარეკანი დაადეს.. სხვა რაღაც ახატია, რა არ მახსოვს.. -------------------- A Bereth thar Ennui Aeair! Calad ammen i reniar Mi 'aladhremmin ennorath. A Elbereth Gilthoniel I chin a thûl lín míriel... მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion |
|
|
Nov 21 2009, 11:37 PM
Post
#36
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 22 2009, 08:41 AM
Post
#37
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Kaspar Hausser
ხო ბევრ მწერალს აქვს უცნაური დამთხვევები.. მეც ბევრი გამიგია. ამბობენ ჟიულ ვერნზეც ბევრ დამთხვევას. ახლა ორი სხვადასხვა სახის პასუხი შეიძლება გაეცეს ამ მოვლენებს, სადაც წინასწარ იწერება და მერე ხდება. პირველი რათქმაუნდა ვიტყვით მწერლის წინასწარმეტყველური ბუნება და მეორე დაწერილით გამოწვეული შედეგი. აი დავუშვათ tikoroma-ს დადებული სურათი შესაძლებელია მართლა იყო, როგორც რეკლამა, შესაძლებელია კიდე რომ ეს ყველაფერი შემდეგ შექმნეს, არვიცი რაიმე სხვა აზრით. თუ მართლა არსებობდა და ამდენი ხალხი უყურებდა მაგ სურათს შეიძლება წარმოიქმნა ფიქრი, რომ აი თვითმფრინავი ამ შენობებს დაანგრევდა, ეს ფიქრი(ველი) გაიზარდა და გაძლიერდა და შედეგმაც არ დაიგვიანა. არსებობს მეორე ვარიანტიც,–ვიღაცა დიდი ხანი ემზადებოდა ამ ნგრევისათვის. ისე ერთს ვფიქრობ ხშირად და ცხოვრებაში მართლაც დავკვირვებივარ და ხდება... ფიზიკის კანონი,–ბუნებაში არაფერი არ იკარგება, ძალიან ძლიერია და იცოდეთ რომ არ იკარგება არც ჩვენი სიტყვები და ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ არც ჩვენი ფიქრები, ამიტომაც კარგი იქნება ჩვენი ფიქრების მართვაც რომ შევძლოთ. არ დავუშვათ ცუდი ფიქრი და ზოგჯერ როცა რაღაც ცუდი ენერგია რამე ცუდს გვაფიქრებინებს, შევეცადოთ გონებაში ის ცუდი ფიქრი „დავწვათ“ -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Nov 22 2009, 11:30 AM
Post
#38
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 555 Joined: 25-December 08 From: Last Homely House Member No.: 5,888 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც ბევრი გამიგია. ამბობენ ჟიულ ვერნზეც ბევრ დამთხვევას. ვერნი გენიოსი იყო... ტიპმა წყალქვეშა ნავი აღწერა სრულად, როცა წყალქვეშა ნავი კი არა, აკვალანგი არ ჰქონდა კუსტოს გამოგონებული.. -------------------- A Bereth thar Ennui Aeair! Calad ammen i reniar Mi 'aladhremmin ennorath. A Elbereth Gilthoniel I chin a thûl lín míriel... მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion |
|
|
Oct 26 2010, 12:09 AM
Post
#39
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 616 Joined: 25-August 08 Member No.: 5,014 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეტი შინაარსის მიხედვით თემა ვერ ვიპოვე, ხოდა თუ ამიხსნით რა არის ეს და ტექნიკური ხარვეზია, ან რაიმე მსგავსი წაშალეთ მერე
ხელებგაშლილი გადადის გზაზე ? )) -------------------- |
|
|
Oct 27 2010, 10:19 PM
Post
#40
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 616 Joined: 25-August 08 Member No.: 5,014 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ის მაინც მითხარით სისულელეაო..
-------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 01:33 PM |