IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

32 Pages V   1 2 3 > » 

David Monny
Posted on: Jan 25 2024, 03:44 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


3 დღის წინ დავიჯერე, რომ ნაღდი ექსტრასენსი
ხედავს მკვდრებს.

ძალიან მჭირდება ასეთი ნაღდი ექსტრასენსი,
უნდა დავუკავშირდე. საქართველოში თუნიქნება კარგია
თუ სადმე სხვაგან, დისტანციურად მაინც უნდა დავუკავშირდე.

მითხარით ნაღდი ექსტრასენსი, რომელიც ხედავს მკვდრებს.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #131630 · Replies: 0 · Views: 4,516

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 06:57 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 06:30 PM) *
გვძივას და სიზმრებს ვხედავთ

ოკ. გეთანხმები. ორი პოზიციაა. ძილი და ღვიძილი. (ეს პოლო სიტყვა მაინც შეიცავს ძილს ფუძეში, დააკვირდი).
ის, რასაც ჩენ ღვიძილს, ანუ სიფხიზლეს ვეძახით, სიზმარია, ჩვენი ცხოვრების გზა და შორეული ცის სილაჟვარდე.
გნებავთ პოეზია დავარქვათ. სისულელეა ანუ. ტყუილი.
ერთი მშვენიერი დღეი იყო, როცა გადავწყვიტეთ, რომ სიმართლე დასუსტდა ჩვენს თვალში.
ეს მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეცნიერული საზოგადოება შეთანხმდა პოზიტივიზმის მონიზმზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალიზმზე. კიდევ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალურ მონიზმზე.
მათ თქვეს, სული იხსნება საქციელით. დაიბადა ბიჰევიორიზმი. საქციელიზმი.
მე თვითნ ვფიქრობ ხშირმა და აკვიატებულმა სახარების კითხვამ უქნათ ეგ, სადაც ქრისტე ამბობს, საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ.
მათ თქვეს, თუ ჩვენ სულები ვართ, მაშინ ჩვენი საქმე, ანუ საქციელი, გამოგვაჩენს ჩვენს.
ასე დაიბადა პოზიტივიზმი, ანუ ბიჰევიორიზმი.
პლუს ამას, აღვნიშნოთ მაინც, მეცნიერულმა წრეებმა, საუკუნოვანი ვენდეტა განახორციელეს რელიგიურ ინსტიტუციებზე.
ადრე ხო ისინი ამწყვდევდნენ ბნელ, სველ, ნესტიან და მყრალ დილეგებში ამათ. სანამ არ დალპებოდნენ ცოცხლად.
ვინც გადარჩებოდა, ინკვიზიციის ცეცხლს აძლევდნენ.
ინდუსტრიალიზაციამ, მნამდე განმანათლებლობა, სულ მანამდე კი რენესანსმა, სამეცნიერო საზოგადოებას ძალა აგრძნობინა.
ხოდა, მაინც პირუტყვები ვართ ეს ჰომო საპიენსი. გულში ჩადება ვიცით და ვენდეტა გვწყურია, როგორც კოკა-კოლა, ან რედ ბული.
ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ, თუმცა უდიდესი გამბედაობაა საჭირო ასწავლო ბიოლოგია აკადემიურ საზოგადოებაში და გეკიდოს ჯვარი.
ან კომპასიანი ხალიჩით მოძრაობდე.
ერთი სიტყვით ცუდ ტონად ითვლება თუ პროფესორი ხარ და არ ხარ ათეისტი. სულ მცირე აგნოსტიკოსი მაინც.
ცერად გიყურებენ. თქვენთან ერთად არ ივლიან შაბათობით ბოულინგის კლუბში.

ერთი სიტყვით. ცალი თვალი, ესაა საქციელის მხედველი.
სულ არის ორი თვალი. შივა და შაქტი.
შაქტი, ეს საქციელია. სიზმარი. მოქმედება. მოძრაობა.
შაქტიში არასდროსაა მშვიდობა, ამიტომ გვაქვს რეგულაციები. საგზაო მოძრაობისაც კი.
კუმ იცის როგორ იმოძრაოს ტყეში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება 1000 შუქნიშანი და 2000 საგზაო მონიშვნა, ზებრა, დაწოლილი პოლიციელი
და მაინც ათიათასობით ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევებში.
ბარემ აქვე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმრავლესობა
ხდება იმის გამო, რომ მძღოლს საჭესთან ეძინება. თუმცა იმას კი აღარ აყოლებენ, თუ რამდენ ვინმეს ეძინება
მათი სტატისტიკური მონაცემების მოსმენისას.

მოკლედ, ცხადიც სიზმარია, როგორც შენ თქვი. შაქტიში ბნელა. აქ ძალიან ბნელა.
აქ სულ ბნელა. ამიტომ გვჭირდება კონსტიტუცია, რომ არ დავჭამოთ ერთმანეთი.

აქ არაა მშვოდობა. იესო მე ჭკვიან კაცად მიმჩნდა, რადგან სიმართლეს, სიმართლედ ასაღებდა.
ყოველშემთხვევაში იმ სიმართლეს, რაც ატავდ მიაჩნდა სიმართლედ. კერძოდ, ის მართალი იყო,
როცა ამბოდა, მე ცეცხლი და მახვილი მოვიტანე და არა მშვიდობაო. შაქტიში არაა მშვიდობა.
ყველა მშვიდობა, ტყუილია. მაგიტომაც დააყოლა, როცა იტყვიან, მშვიდობა და კეთილდღეობაო,
ე, მანდ გატყუებენო.

ერთი სიტყვით, შაქტიში სულ ომია. შაქტის აქვს 80 მილიარდი იდენტობა (ადამიანების რაოდენობაა
ვისაც დღემდე უცხოვრია დედამიწაზე და მომკვდარა) პლუს 8 მილიარდი ცოცხალი.
აგრეთვე 8 მილიონი ცხოველის სახეობა. კიდევ მაგდენი მცენარის და ა.შ. ეს სულ შაქტია.
აქ იპოვო შენი თავი იგივეა ნემსი იპოვო თივის ზვინში. სისულელეა აქ ძებნა.

სამაგიეროდ და საბედნიეროდ არის მეორე თვალი. შივა.
ეს არის არაფერი. ანუ სუპერ პოზიციის მეორე მხარე. პინგ-პონგის მაგიდის ბადის იქითა მხარე.
რომელიც ცარიელია.
შაქტიში სულ მშვიდობაა.
ლამაზი ხარ როცა გძინავსო. არის ასეთი გამონათქვამი.
მართალია.

ჩვენ სულ ცალი თვალით ვიყურებით. ხან შივადან, ხან შაქტიდან.
ქალი და კაცი, ან კაცი და ქალი (სექსიზმში არ ჩამომერთვას).
ჩემთვის სულ ერთია.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131410 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 06:28 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


ჩვენ უნდა დავრჩეთ სუპერპოზიციაში. ესაა ჩვენთვის კონსტიტუციურად განკუთვნილი ძალდაუტანებელი, ბუნებრივი მდგომარეობა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131408 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 06:25 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 06:18 PM) *
ჩვენი იმ მხრივაა, რომ სახელმწიფო საქმეებში ნორმაზე მეტად ერევიან.

დიახ. არ შემიძლია არ დაგეთანხო, რადგან სახელმწიფო - ეს მე ვარ. ვიმეორებ პოლ ვალერის სიტყვებს.
და შენ ხარ. და ყველანი, ჩვენ, ვართ საქართველოს რესპუბლიკის და სახელმწიფოს მოქალაქეები. და მათი გრძელი ცხვირები
30 წელია ფეხებში გვედება.

ახალ სინამდვილეს კი. პაწა წავფლუდეთ, მარა არაუშავს.
ჩვენ ბევრი იდენტობა გვედება ფეხებში.
ჩვენ არ ვართ მღვდლები. არც მინისტრები.
ჩვენ ვართ ცნობიერება, ომელიც სუპერპოზიციაშია, როგორც ჟან-პოლ სარტრის მზერა.
უბრალოდ, მუდამ ცალი თვალით ვხედავთ. ესაა პრობლემა.
როდესაც ვიღვიძებთ დილით, ღმერთი იძნებს მაშინ
და როდესაც ვიძნებთ ღამით, მაშინ იღვიძებს ღმერთი.
ცნობიერების წყვეტა გვჭირს. ყურადღება, როგორც პინგ-პონგის ბურთი, ხტუნავს.
ხან მთლიანობაშია, ხან სეპარატირებაში.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131407 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 06:12 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 06:04 PM) *
აქ, მაგ მიმართულებას საპატრიარქო ითავსებს

გარეგნობაზე არასდროს ვხუმრობ. ამ ერთხელ შემინდოს პროტოპრესვიტერმა ზვიადაძემ.
არის ერთი მამათავარ-მღვდელმთავარ-მთავართმთავარი, იაკობი.
ცალი თვალი, ბუკვალურად, კომპასივით, სულ ჩრდილოეთს უჩვენებს.
თვალები ჟან-პოლ სარტრივით კი აქვს, თან გიყურებს და თან არ გიყურებს. სუპერპოზიციაშია.
მე თვითონ სულ ვფიქრობდი, რომ ნამდვილ ფილოსოფოსს, სწორედ ასეთ მზერა უნდა ჰქონდეს.
როგორც ჟან-პოლ სარტრს.
და, ეს ჩვენი, ჟან-პოლ იაკობიც, სუპერპოზიციაშია. მაგას ახლა ქვია ასე ფოე-ფოე სახელი, თრემ ბავშვობაში შაშუბეშას ვეძახდით.
ხოდა, ეგ ითავსებს უცხოპლანეტელებს, ჯინებს, ტროლებს, ქარიბდებს, ოჩოპინტრეებს, ბაბა იაგებს, ჰარპიებს, ელფებს და ა.შ.
სახიფათო კაცია ჩვენი ჟან-პოლ შაშუბეში.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131405 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 05:46 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 05:39 PM) *
ზეტი ეგეთ ბანძ ამბებში ხელებს არ გაისვრის ) არა ზეტ?! სხვა სამინისტროშია კაი ხანია უკვე


აბა, ჩემ თავს ხო არ დავნიშნავდი? ვიცი. ზეტისთვის თეას მინისტრობა შეურაცხმყოფელია. (ჩემთვისაც)
ქოცობა ტეხავს. ისე, განვითარებულ ქვეყნებში, სამინისტროს დონეზე არა, თუმცა აშკარად მეტი რესურსები
აქვთ პარამეცნიერულ საზოგადოებას. მაგალითად MUFON
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131403 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 05:36 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


By the way, 100%-ით დარწმუნებული ვარ, ფორუმზე, ქოცის ინფორმატორი გვეყოლება,
რომელიც თვეში ერთხელ, ან რამოდენიმეში, უკაკლავს თეას აქაურ ჰაილაითებს.
ასევე ეყოლება თავისი კაცი (ქალი?) საპატრიარქოს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131401 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 05:30 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(elli @ 12th April 2023 - 04:13 PM) *
მე კიდევ მინისტრი წავიკითხე და ვიფიქრე ამათ აქ რა უნდათ მეთქი

ეგენი ყველგან არიან. როგორც ჭკვიანი ბერძენი გენერალი, პერიკლე ბრძანებდა,
შენ რომ არ ინტერესდები პოლიტიკით, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა არ დაინტერესდება შენითო.

ისე, თეა წულუკიანი ისეთ ხოდზეა. რამე სიპი რო მიცეს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული
დაფარული ცოდნისა და პარამეცნიერებების სამინისტროს ააიპ-ი :დდდდ
ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მინისტრად დაინიშნოს ზეტი!
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131400 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 05:25 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


იმხელა ლონგ რიდი გამოვაცხე, ეგ სიტყვა აღარც მახსოვდა. თან პირველივე წინადადებაში დამიწერია :დდდდდდდდ
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131399 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 05:24 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 04:09 PM) *
ვაიმეე, მონისტი ყოფილხარ!

ღადაობ. ახლა დავწვი მაგ სიტყვიდან რომ წასულხარ :დდდდდ
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131398 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 12 2023, 09:21 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 11th April 2023 - 11:31 PM) *
გინდა მონსტრი იყავი, რა მნიშვნელობა აქვს

არანაირი, მაგრამ მონსტრი რაღაც ახალია. აქამდე არ დაუძახიათ laugh.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131394 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 11 2023, 06:01 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(td......... @ 10th April 2023 - 04:05 PM) *
მონსტრი რატომ ხარ, დავით?

ვარ მონსტრი? ვარ დავითი? David Monny-ის გადაკეთება მინდოდა კაი ხნის წინ
შენ მითხარი თუ ზეტმა, არ კეთდებაო. მერე ხელმოწერაში დავწრე. მე ტატო მქვია.
გვარად ჩხენკელი, თუმცა მონსტრიც არ ჟღერს ურიგო. ტატო მონსტრი. თუმცა
რამე ბერძნული, ან რომაული ბოლოსართი მოუხდება. მარცვლებსაც გაზრდის. ტატო მონსტრიუსი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131391 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 7 2023, 03:06 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


ვინც მიცნობს იცის, რომ მონისტი ვარ.
არ ვყოფ მატერიალურს და სულიერს.
რაც არის, მთლიანი არის.
რაც არის, სინამდვილეში არც არის, რადგან რომ იყოს, ამავე დროს, აუცილებელია, რომ არ იყოს. ცოტა ხნით მაინც.
ჩვენ დავიღალეთ ამდენი ენით, ამდენი სიტყვით, ამდენი თმენით.
ჩვენ არ ვართ მღვდლები. არც მოსამართლეები. პოლიციელებიც კი არ ვართ. ჩვენ არ გვაქვს თმენის ვალდებულება.
რატომ უნდა ვითმინო ვიღაც მაიას ტომელმა, ვინ შესწირა მსხვერპლად ვიღაც ბუმბულებიან რეპტილიას?
ან, რატომ უნდა ვითმინო ვიღაც წარმართ ქართველს თუ ფალოსის კულტი ჰქონდა მთაში?
ან რატომ უნდა ვუყურო მთელი ცხოვრება შიშველ მამაკაცს, რომელიც არადა არ კვდება, რომ აღდგეს,
არამედ ოცდაოთხი საათი ჯვარზეა გაკრული და იტანჯება? სახლებში? ბინებში? ეკლესიებში? ავტობუსის გაჩერებებთან?
მარშუტკებში? გულმკერდზე კაცის, ქალის, ბავშის? შინაური ცხოველებისაც? (მინახავს ძაღლებს ჰკიდიათ ჯვრები)
მანქანების ტრაკებზე?
რატომ? რატომ არ ჩამოვხსნათ ეს კაცი ყველა ჯვრიდან და დავტოვოთ ცარიელი ჯვრები?
მაგრამ ამათი ამბავი რომ ვიცი, აუცილებლად გამონახავენ ახალ მიზეზს საკუთარი ტანჯვების კონფირმაციისთვის.

ვინც მიცნობთ იცით, რომ ჩემთვის სულ ერთია.
ჩემთვის მატერიალური და სულიერი, მთლიანია და მას ეწოდება ცხოვრება.
ხოლო ვცხოვრობთ ჩვენ, ანუ ცხოვრება ჩვენგან ღებულობს ვალიდაციას და კონფირმაციას.
და ახლა მე რომ ვიტყვი, ცხოვრება - ეს მე ვარ, თქვენ დამეთანხმებით, სხვა გზა არ გექნებათ და მაგიტომ,
თუმცა თქვენ სწორედ ასეთ დროს გიჩნდებათ სურვილი გაქცევის.
თქვენ, როდესაც სხვა გზა არ გაქვთ, ამ გზას იგონებთ და მერე მირბიხართ მასზე.

ცხოვრება - ეს შენ ხარ. ეს არის ჩემი ახალი სინამდვილე.
ჩვენ იმდენად დავმძიმდით, ისე გვამძიმებს ჩვენი წარსული, რომ უკვე შეუძლებელი ხდება არდაკიდება.
ჩვენ დიდი ხანია გვკიდია.
ჩვენ გვეგონა, ასე გადავრჩებოდით.
ჩვენ შევცდით.
არაერთხელ.
კიდევ ერთხელ.
მერამდენედ?
ეგეთებიც გვყავს, შეცდომებს რომ გვითვლიან. მეტი საქმე რომ არ აქვთ.

ერთი სიტყვით, იმას ვამბობ, რომ ჩენ უკვე ზედმეტად ბევრი სიტყვა ვიცით და ამ სიტყვების უმრავლესობა
სინონიმებია, როგორც პრიუსებით სავსე თბილის ქალაქი. პრიუსი, პრიუსი, პრიუსი, ან ფორდ ფორდ ფიუჟენი, ფორდ ფიუჟენი, ფორდ ფიუჟენი.
ჩვენ ბევრი სიტყვა გვაწევს ზურგზე, როგორც ლოდი სიზიფეს.
ჩვენ გვაწევს დიდი პასუხისმგებლობა.
რაც ეპატიებოდა ნიუტონს, არ გვეპატიება ჩვენ.
რაც ეპატიებოდა გოეთეს, არ გვეპატიება ჩვენ.
რაც ეპატიებოდათ იდიოტებს, მაგალითდ, ოშოს, უსპენსკის, ბლავაცკაიას და ა.შ.
არ გვეპატიება ჩვენ.
რაც ეპატიებოდა იესოს, არ გვეპატიება ჩვენ.
რადგან ისინი ცხოვრობდნენ ჩვენამდე.

რაც ეპატიებოდა ილიას, არ გვეპატიება ჩვენ, რადგან ბავშვმაც კი იცის ვინ არის კაკო.
ბავშვმაც კი იცის, რომ წყალზე სიარული არ შეიძლება.
არც წყლის ნაყვა. არც ყლაპვა. თუ მარილიანია და არის ზღვის. მკვდრის მითუმეტეს. (მკვდარი ზღვა იმდენად მარილიანია, ვერ ჩაიძირები)

ერთი სიტყვით, ჩვენ გვაქვს ვალდებულება.
ჩვენ იმაზე მალე უნდა შევთანხმდეთ ხოლმე, ვიდრე რომის სენატში, ან ბაგრატიონების უკანა ეზოში თანხმდებოდნენ.
ჩვენ უკვე ზედმეტად ბევრი სიტყვა ვიცით.
ჩვენ ყველაფერშიკები ვართ. ცოტა ის, ცოტა ის, ცოტა ის. სიტყვები მოქრიან ქარ და ქარ.
ჩვენ კვანტური მექანიკაც კი დაგვაძალეს, ისევე, როგორც ინტერნეტი, ისევე როგორც ძუძუს წოვა თავის დროზე,
ისევე როგორც არჩაფსმა, ანუ შარდის შეკავება, ისევე როგორც, ჭამა და ა.შ.

ჩვენ მალ-მალე უნდა შევთანხმდეთ ხოლმე. ენტროპია გაზრდილია. ჩვენ სწრაფად ვიფანტებით, ვიდრე ვთქვათ მე-18 საუკუნის ბურჟუაზია, ან რევოლუციონერები.
ჩვენ უკვე გავიფანტეთ პრინციპში.
და რაც დაგვრჩა ჩვენი თავებისგან, იმათ მივმართავ.

ჩვენ არ ვართ ადამიანები. აქედან უნდა დავიწყოთ.
ჩვენ ვართ ცნობიერება. ეს კარგი სიტყვაა. მალევე უნდა შევთანხმდეთ ამაზე.
და თუკი ეს გასაგებია, მაშინ ეს ცნობიერება, უნდა ვაღიაროთ, არის ერთადერთი რაც ნაღდად ვართ.
სხვა ყველაფერი სათუოა.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ სიტყვად ცნობიერება ვაღიაროთ.
და თუ შევთანხმდით, მაშინ ვაღიაროთ, ამ ცნობიერებას რაღაც სჭირს. ჩვენ რაღაც გვჭირს.

ჩვენ გვჭირს ახალი სინამდვილე. მეცნიერები, ანუ ტიპები, ვინებმაც საუკუნეობრივი ვენდეტა განახორციელეს
რელიგიურ ინსტიტუციებზე, ამბობენ, რომ რაც არის, ანუ არსებობა, 4 ფუნდამენტური ურთიერთქმედებისგან შედგება.
1. რადიაცია, ანუ სინათლე, ანუ ელექტრო მაგნეტიზმი. 2. სუსტი ურთიერთქმედება. 3. ძლიერი ურთიერთქმედება. 4. გრავიტაცია.

ჩემმა პირადმა პოზიციამ კი ახალ სინამდვილემდე მიმიყვანა, სადაც ვმოქმედებ მე, მე-5 ფუნდამენტური უერთიერთქმედება.
და მე მქვია სუპერპოზიცია, როგორც ცნობიერება.

სამეცნიერო საზოგადოებას ვთავაზობ მე-5 ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას ჩემი სახით.
და მე ვარ ცნობიერება. და ვარ მთლიანი.
თ უ მ ც ა აღმოჩნდა, რომ როგორც 4 ძალა არის სუპერპოზიციაში, ასევე მე-5 ძალაც, სუპერპოზიციაშია.
რას ნიშნავს სუპერპოზიცია?
სუპერპოზიცია არის მდგომარეობა, რომელშიც საგანი, იმყოფება ყველგან ერთდროულად, მანან, სანამ მას არავინ აკვირდება.

ახალ სინამდვილეში ასევეა ცნობიერებაც. მე ვარ ყველგან, სანამ დამკვირვებელი არ ჩნდება ჩემში.
ანუ დაკვირვების პროცესი იწვევს ჩემს კოლაფსირებას ერთ კონკრეტულ ბაბლში, წრეში, ჩარჩოში.

როგორც ყველაფრის ბოლოს, აქაც ვკითხულობ, და პრობლემა რაშია?
პრობლემა იმაშია, რომ დამკვირვების მომენტში, ყურადღება მთლიანად წყდება მთლიანობას.
და როდესაც წყდება, იწყება მცდელობა უკან დაბრუნების, შეერთების, იოგის, რე ლიგიის. (ორივე სიტყვა ერთს აღნიშნავს, შეერთებას, შერწყმას მთლიანობასთან)
და ეს მცდელობები, გადაგვივიდა ჩვევებში, რიტუალებში, როგორც კბილების გამოხეხვა, ტრაკის გამოწმენდა,
მარკეტებში ემოციური შოპინგი, უშინაარსო სქროლვა და ა.შ.

ფაქტია, ეს არ შველის. ფაქტია, რაღაც ნიტოა.
და ფაქტია, რომ თუკი ცნობიერების დამკვირვებელში კოლაფსირების დროს ყურადღების ნაწილი დარჩება
მანამდელ მდგომარეობაში, (ანუ ყველგან მყოფობის, ანუ სუპერპოზიციაში) მაშინ დადგება ნანატრი მშვიდობაც, შანტი.
ეპიფანია, ნირვანა, მოკშა, ფანა, სამადჰი, სამოთხე.
ამაზეც შევთანხმდეთ. ვიცით, რომ სინონიმებია. ვიცით, რომ ბევრი პრიუსი დადის მსოფლიოში. სხვადასხვა მფლობელით,
მაგრამ პრიუსი, პრიუსია.
და ჩვენც, ამ ახალ სინამდვილეს დავარქვათ სუბსტანციური მონიზმი, ანუ ცნობიერი სუპერპოზიცია.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131373 · Replies: 19 · Views: 2,797

David Monny
Posted on: Apr 2 2023, 03:06 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


მაგრამ ჩემი პირადი ტრაგედია ისაა, რომ მე ხშირად მინახვას უძრავი წერტილი,
თუმცა ყურადღების ორი ვექტორის შენარჩუნებას ვერ ვახერხებ.
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #131345 · Replies: 74 · Views: 35,903

David Monny
Posted on: Apr 2 2023, 03:05 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 1st April 2023 - 09:31 PM) *
კი ეგრეა, თამაშობს ყველაფერი, სტატიკური არაფერია )

თუმცა, მე მაინც მგონია, რომ არის წერტილი, რომელიც არ თამაშობს, არ პარპალებს.
მოდი, პირობითად დავარქვათ შივა, ან ცულნისკარტა, ან აბსოლუტი. სულ ერთია.
თუ გინდა ძიან ძი ტუანკ ტუკი დავარქვათ.
მოკლედ არის წერტილი, ვფიქრობ. იგი უძრავია. და ჩვენი ყურადღება, რომელიც მოძრავია
დავარქვათ შაქტი, პირობითად, თუკი მისი ნაწილი, მუდან იქნება მიმართლი
შივასკენ, მაშინ, მიუხედავად იმისა, მისი დანარჩენი ნაწილი ითამაშებს თუ არა,
ის მაინც უძრავი დარჩება.
წარმოიდგინე ყურადღება 2 ვექტორით. ერთი მუდამ უყურებს უძრავს შიგნით, მეორე მოძრავს, გარეთ.
ესაა გასხივოსნება.
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #131344 · Replies: 74 · Views: 35,903

David Monny
Posted on: Mar 28 2023, 02:09 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(td......... @ 28th March 2023 - 01:38 AM) *
თამაშებია ეგ ყველაფერი, რო იცოდე

მიყვარს ასე რომ ეძახით. თამაშია ცხოვრება. შექსპირი ამბობდა სპექტაკლია და არავინ დავჩებით როლის გარეშეო.
შეუძლებელია სხვა რამ იყოს. შეუძლებელია ასე ზერელედ ილაპარაკო თამაში რომ არ იყოს.
მაგრამ როცა ეს შენი თამაშია, როცა შენ თამაშობ, მაშინ ზერელედ ვერ უყურებ რატომღაც.
მხოლოდ სხვის თამაშს შეგიძლია გულგრილად შეხედო.
ცხოვრება დენის თამაშია. ძაბვის. როგორც დენი თამაშობს, პარპალებს, ეგრე თამაშობს ყურადღების ძაბვაც.
ძაბვა თამაშობს, სიზმარი, ცხადი, ღრმა ძილი. აზროვნება, ნებელობა, გრძნობა.
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #131332 · Replies: 74 · Views: 35,903

David Monny
Posted on: Mar 28 2023, 12:57 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(td......... @ 27th March 2023 - 11:48 PM) *
კი თეორიაში ასეა, მეც ვიცი

თეორიაში არა პრაქტიკაში გეუბნები. მე თვითონ მობილური გავყიდე 2 თვის წინ.
მქონდა ეგზისტენციალური კრიზისი. ტრადიციულად, როგორც ხდება ხოლმე, დიდი წარუმატებლობის გამო.
თუმცა ამ წარუმატებლობის თამასაც ჩემი აწეული იყო უშველებლად მაღლა, მაქსიმუმზე.
აი, რაღაც ჯონ ლოკის იდიომასავით, ვისაც ერთხელ მაინც არ უცდია ღმერთობა, ის კაციც არ არისო.
პრაქტიკულად არ ვარ მზად ყველაფერი გავუშვა. ჩემთვის თეორია დიდი ხანია აღარ არსებობს.
მთელი ჩემი ცხოვრება ჭიდილია საკუთარ ეგოსთან. და ვეღარც ვებრძვი, ყველაფერი ვცადე.
ეგო ორად იყოფა და ერთი ებტძვის მეორეს. ამას მივხვდი და ახლა აღარ ვებრძვი საერთოდ.
მივხვდი, რომ მე ვერ დავამარცხებ საკუთარ თავს. ის ძლიერედება ბრძოლით.
ბრძოლით ვალიდაციას ღებულობს, რომ არსებობს და მნიშვნელოვანია.
როცა ვმარცხდები მსხვერპლის როლით ცოცხლდება.
მერე საკუთარ თავს მხსნელად ვევლინები.
მერე კი ვძალადობ მასზე, რომ მოვკლა და გავსხივოსნდე.
სამივე მე ვარ, მსხვერპლიც, მოძალადეც და მხსნელიც.
ახლა, ჩემი პრაქტიკა არის ამ ყველაფრის გაცნობიერება, მეტი არაფერი.
ვაცნობიერებ, რომ ველი, რომ რაღაც მოხდება და ამასაც ვღებულობ.
იმედი ყველაზე დიდი სისულელეა, მაგრამ ამასაც ვღებულობ.
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #131329 · Replies: 74 · Views: 35,903

David Monny
Posted on: Mar 26 2023, 02:50 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(td......... @ 26th March 2023 - 09:48 AM) *
ასეთი მარტივიც არაა

უმარტივესია. საკმარისია გაიხსენო ბავშვობა. როდესაც უბრალოდ იყავი.
დილით იღვიძებდი ბედნიერი. წვებოდ ბედნიერი. და ეს ბედნიერება არ
იყო სათამაშოებით. ეს ბედნიერება იყო ყოფნისგან. უბრალოდ ყოფნისგან.
მაგრამ ჩვენ სულ უნდა ვიქექებოდეთ. ჩენ ვერ ვჩერდებით. სადღაც მივდივართ.
სინამდვილეშ საფლავში მივდივართ.
QUOTE(td......... @ 26th March 2023 - 09:48 AM) *
ყოველდღიური რუტინაც მაგდებს

დააკვირდი ვის აგდებს. ჩენში ბევრი ხმაა. რომელს აგდებს? გასხივოსნება ნიშნავს,
როცა არავინ დარჩა ვისაც რუტინული ყოველდღურობა საიდანღაც ამოაგდებს.
გასხივოსნება არ მოსდის ვინმეს. გასხივოსნება დგება მშინ, როდესაც სხეულში აღარავინაა.
ოღონდ სხეული ცოცხალია.
მხოლოდ ეგოს სიკვდილის შემდეგ დგება გასხივოსნება.
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #131323 · Replies: 74 · Views: 35,903

David Monny
Posted on: Mar 26 2023, 03:21 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(td......... @ 20th March 2023 - 09:22 PM) *
ხო, და რას დავაკვირდი იცი? იმდენად არასრულყოფილი ვარ, რომ ასეთ მომენტებს ხშირად რამდენიმე ხანი დისბალანსი მოსდევს. ენერგია არ მყოფნის ეტყობა მის შესანარჩუნებლად )


როგორც ბიძია-ბაბუა ეტყოდა ტრიფონიას, თქვენ აბსოლუტურად სწორად ჩაწვდით აზრს მძახალო,
თუმცა ეგ დისბალანსი აუცილებლად იქნება, რადგან ბალანსში მოვიდეს, ის, ვისაც ჰგონია რომ ენერგია არ ჰყოფნის
ჩვენი სევდა და ტრაგედია, და შეიძლება კომედიაც იმაშია, რომ გასხოვოსნება დგება მხოლოდ მას მერე, რაც ჩვენ აღარ ვართ.
ჩვენი ეგო მკვდარია. ჩვენ ეს სიკვდილი არ გვინდა. ამაშია საქმე. ჯერ ისევ გვაინტერესებს კინო, რომელსაც ვუყურებთ.
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #131320 · Replies: 74 · Views: 35,903

David Monny
Posted on: Mar 26 2023, 03:17 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 11th January 2023 - 02:32 AM) *
ხანდახან ძალიან რთულია თავს აიძულო განაგრძო ყოფნა და სვლა ერთდროულად, ალბათ მთელი სირთულე ამ გზაში სწორედ ეს არის.

სვლაში თუ ამბიციების დაკმაყოფილებას, მიზნის მიღწევას, რაც არ უნდა იყოს ეს, თუ ამას გულისხმობ და ეჭვი მაქვს ამას გულისხმობ,
მაშინ როგორ არ დაგეთანხმო აბა?
ხანდახან ისე მარტივია უბრალოდ ვიყო და რაც გინდა დაარქვან, სიზარმაცე,
ნაცრის ქექვა. სხვათაშორის ნაცარი რჩება ცეცხლის შემდეგ. ნირვანა ნიშნავს ჩაქრობას, გაქრობას, მინავლებას.
ცეცხლი რომ ჩაქრება, რჩება ნაცარი. ამ ნაცრის ქექვა, ნეტა რა დაიწვა მანამდე და ა.შ. ესეც
სვლა არის, ოღონდ უკუ. წარსულში ქექვაა. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს რაში იქექები, წარსულში, თუ მომავალში?
სვლა, ქექვაა, მომავალი ნაცრის, რომელიც ჯერ ცეცხლი იქნება, მერე ნაცარი.
მე ვნახე ორივე. და არ ვარ მზად არ ქექვის. ვერ ვზივარ ბუდასავით გაღიმებული, კმაყოფილი, მაგრამ უმუშევარი.
მე ისევ ვიქექები.
ზოგჯერ მგონია, რომ ცხოვრება დიდი მაიმუნია, რაღაც კინგ-კონგივით.
მე კი პარარა მაიმუნი ვარ, მაკაკა.
ზოოპარის ვოლიერში ვზივართ ორივენი და ტრადიციულად, ვიქექები და ვიქექები მის ბანჯგვლიან ტანში, ბალანში.
ვიქექები და ვიქექები,
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #131319 · Replies: 74 · Views: 35,903

David Monny
Posted on: Mar 26 2023, 02:42 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


Zet
QUOTE(ZipCode @ 12th March 2023 - 02:29 PM) *
კარგია რომ ახალგაზრდებმა დაინახეს როგორც იქნა, რომ ოცნების პარტია და პუტინის რუსეთი ეს ერთი გუნდია, აქამდე რატო ვერ ხედავდნენ არ ვიცი თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს :დდ

მსურს დავამატო, კარგია, რომ ივანიშვილმა დაინახა, რომ ახალგაზრდებმა დაინახეს, ის და მისი რუსულ-ქართული ოცნება და პუტინის ედინაია რასია რომ ერთი გუნდია.

რაც შეეხება ზეტის ბანებს.
ტერმინებზე შეგვიძლია ვიდაოთ და არც აქვს დიდი მნიშვნელობა რას ვარქმევთ ხოლმე რამეს,
სიტყვა მხოლოდ თითია, რომელიც მთვარისკენ მიგვითითებს. სულ ერთია ეს თითი
შუაა თითა, საჩვენებელი, ნეკა, ცერი, მანიკურიანი, პედუკურიანი, ფეხის, ხელის, თუ რისიც გინდათ იმის.
დავარქვათ, ვთქვათ, ავტოკრატია. ზეტი ავტოკრატია. ეს არც კარგია, არც ცუდი.
არსებობს მენეჯმენტის ასეთი სტრუქტურული ქსოვილი. არსებობს კიდევ, დემოკრქატია, ოხლოკრატია, ოლიგარქია, დიქტატურა, თეოკრატია, არისტოკრატია (არისტო რომ ჰქვია გენერალურ მენეჯერს),
მონარქია, კოლონიალიზმი, ტოტალიტარიზმი და ა.შ.
მე თვითონ დემოკრატიისკენ მაქვს სიმპათიები უფრო მეტად, თუმცა აქ რადგან ვარ, ამით
ნებაყოფლობით თანხმობას ვაცხადებ ზეტის ავტოკრატიის წევრობის. ეს ექსპერიმენტია ჩემთვის
და ძალიან საინტერესოც.
განსაკუთრებით იმათი წუწუნი მართობს, საუკუნეების წინ დარეგისტრირებული იუზერები რომ არიან
და დღემდე წუწუნ-წუწუნით უწუნებენ ზეტს თავის ხელოვნების ნიმუშს.
ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ფანტასტიკური ნიმუშია ზეტის შემოქმედება, ანუ ეს საიტი.
განსაკუთრებით მალევიჩის კუბიზმის ალუზიები მხიბლავს, რასაც თქვენ ბანებს ეძახით.
გააფერადებს შავად კვადრატს და ურტყით კრუგები, იჭყლიტეთ თავები, რა ეხატა მანამდე იმ
გაფერადებული კუბის ადგულას.
იწუწუწუნეთ გაუთავებლად, თქვენ ხომ ამისთვის ხართ გაჩენილები,
მთელი ცხოვრება იწუწუნოთ და თითი სხისკენ იშვიროთ.
ვინ იცის, იქნებ ამ ვნების დასაოკებლადაც ვრჩები ზეტის კვადრატში კვლავ.
როგორც არ უნდა იყოს, მადლობა ზეტს, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს პირზე კოცნით გავიცნობ, როგორც იუდა - ქრისტეს.

პ.ს. გეთანხმებით, ბოლო შედარება ნამეტანია. ხანხახან წამიღებს ხოლმე ხატოვანებაში. რომანს ვწერ და გამოყოლილი მაქვს.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #131318 · Replies: 1654 · Views: 339,946

David Monny
Posted on: May 4 2022, 05:56 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


ძვირფასო ფორუმელებო, მე ტატო ჰენკელმა, დავაარსე „ჰენკელის ფონდი“,
რომლითაც შევეცდებით დავეხმაროთ უკრაინას და მინდა მოგმართოთ
პერსონალურად, თქვენდამი ღრმა პატივისცემით განწყობილმა:

მე არ გთხოვ, მე გაძლევ საშუალებას სიკეთის გასაკეთებლად.

მეგობრებისგან და უცხოებისგანაც ვიცი, რომ ძალიან სურდათ დახმარება, თუმცა ვერ მიდიოდნენ წარმოუდგენლად დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო იმ ცენტრებში, სადაც ტანსაცმელს და სხვა საჭირო ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებდნენ უკრაინელებისთვის. აქ კი, მარტივად, ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, ან ფეიბოქსით, უბრალოდ ჩუქნი თანხას, რამდენიც შენს ფინანსურ მდგომარეობას ზიანს არ მიაყენებს და ამით აკეთებ უდიდეს სიკეთეს, ყველაზე ნაღდს და მაგარ საქმეს, ეხმარები უკრაინას, პატარა ბავშვებს, ქალებს, კაცებს, ჩვენს ძმებს, დებს, შვილებს, დედებს და მამებს, ჩვენ უსაყვარლეს და უმამაცეს უკრაინელებს.
💙💛ამ კეთილ საქმეში ჩემი მეგობარი, ბოგდანი დაგვეხმარება. ის უკრაინელია. ის ეხმარება სასწრაფოს ბრიგადებს ურთულესი ადგილებიდან დაშავებულების სამშვიდობოზე გამოყვანაში. თითოეული თეთრი, რომელსაც „ჰენკელის ფონდში“ გადმორიცხავ, გადაეცემა უკრაინელებს. ისინი იყიდიან წამლებს, საჭმელს, პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ოკუპანტი რუსი ორკების მიერ დაზიანებული სასწრაფო დახმარების ავტომობილების ნაწილებს, ყველაფერს, რაც დასჭირდებათ.
💙💛დაცული იქნება ყველას კონფიდენციალურობა სურვილის შემთხვევაში, ხოლო ვინც წინააღმდეგი არ იქნება საკუთარი ვინაობის გასაჯაროების, ყველას სახელზე შედგება წერილი და უკრაინელებს ეცოდინებათ, თუ ვინ დაეხმარა მათ საქართველოდან.

და გახსოვდეს, არა მხოლოდ ვეხმარებით, არამედ გვიყვარს

💙💛ძალიან მიყვარხარ ვინც ამას კითხულობ

მიმღები ბანკი: სს „თიბისი ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE86TB7990636020100009
მიმღების სახელი: ჰენკელის ფონდი
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130977 · Replies: 1654 · Views: 339,946

David Monny
Posted on: Apr 28 2022, 09:55 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 28th April 2022 - 09:00 PM) *
ნიადაგზე რომ ფიქრობს ტიპი და შუაგულ ევროპაში ომი კიდია....

დიახ. რა ეზოთერიკა, რა მაღალი რეალიები. არ მინდა აქ დავწერო მაგისი პოლიტიკური იდეოლოგია. „კაშმარ“
სახეზე უნდა აეფარებინა ვინმეს იმ ტაშფანდურის დროს რუსი ღორების მოკლული 4 წლის საშკას
და 13 წლის ელისეის ფოტოები და მერე ეტინგიცა იქ.
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ტაშფანდურთან, თუ უკრაინის დასახმარებლად იმართება.
აგერ, ჩვენთან ხო გაიმართა კონცერტი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, მთლიანად
მიეძღვნა უკრაინას. აი, ეგაა. ეს შიმპანზე კიდე ჩამოეთრა, ეს ჩვენი ნახირიც დითირამბებით დახვდა
ლამის ხელფეხი ჩაუკოცნეს და გაუშვეს.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130975 · Replies: 1654 · Views: 339,946

David Monny
Posted on: Apr 27 2022, 09:45 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


ვახ, ვახ, ბაბილონელების აზრით კუროს, ჩნელების აზრით არ ვიცი, თავისი აზრით Zet-ს, ჩემი აზრითაც იგივეს, აქვე გამახსენდა, ერთი კარგი კაცი ამბობდა,
მნიშნელობა არ აქვს რას გიძახიან, მნიშვნელოვანია ის, რაზეც პასუხობო, ნამდვილი სახელიც არ ვიცი და არცაა საჭირო,
გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ 7 მლრდ. $-ს და 9 ტომარა ბრილიანტს
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130973 · Replies: 1754 · Views: 299,530

David Monny
Posted on: Apr 25 2022, 10:42 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 25th April 2022 - 06:23 PM) *
ტემაც შეიძლება გაიხსნას.

მომხრე ვარ თემის გახსნის
QUOTE(td......... @ 25th April 2022 - 06:23 PM) *
ერთი კია, ჩემი საკმაოდ გრძელი ცხოვრება მაძლევს საფუძველს და უფლებას, რაღაც საკუთარი მიგნებები მქონდეს.

ესაა მნიშვნელოვანი. როგორც მამარდაშვილი ამბობდა, თუ შინაგანი აქტი არ მოხდა, ეპისტემოლოგური ცოდნა,
ანუ მერე რაც დაწერე, რომ ბევრ გურუს და სწავლებას გაეცანი და პრაქტიკებს და ა.შ. არაფერს მოგვცემს, ნევროტულ,
რუტინულ ფიქრებად გვრჩება დღის განმავლობაშ და ხადახან იტყვი, ნეტა სულ არ წამეკითხა, ან არ მენახაო.
ბევრჯერ მიეცოებია ჩემი უბნის ბირჟავიკებისნაირი ვყოფილიყავი, უსაქმური და მერე მოვმკვდარიყავი. ბევრი ვცადე,
ყველა ცდაშ დავმარცხდი. მე არ ამირჩევია ასეთად ყოფნა, ფილოსოფოსად ყოფნა მე არ ამირჩევია. ერთი ფუნდამენტური კითხვის
ამოხსნისთვის ღირს მარტო ცხოვრება და არა მზამზარეული პასუხებისთვის. აი, ეს შინაგანი აქტი თუ მოხდა? ჩვენში უამრავი ხმაა,
სხვადასხვა დროს წაკითხული ნანახი და ა.შ. ინფორმაციის. ამიტომ, ჩვენშიც ის არის, რაც გარეთ. რა ინსტანციაა ჩვენში რაც ვართ ჩვენ?
და როგორ გამოვარჩოთ სხვა ხმებისგან და როგორ ვენდოთ მას?


QUOTE(td......... @ 25th April 2022 - 06:23 PM) *
ჩვენ დროში, როდესაც საზღვრები ფაქტიურად არარ არსებობს, როდესაც რეალურ დროში შემიძლია ყველა კონტინენტზე ვიურთიერთო სხვადასხვა ადამიანთან ერთდროულად. პატარა ნიუანსია, მაგრამ იმ უზარმაზარ სამუშაოს რაც მანამდე გაუკეთებია, ჩემთვის ხაზი გადაუსვა. სხვა მიზეზებიც გამოიკვეთა ამით.

კი, რიცხვი არ მახსოვს, ან თებრვლის ბოლოს იყო ან მარტის დასაწყისში, ინტენსიურად როცა იბომბებოდა კიევის შემოგარენიც კი და ბუჩა და ირპენი,
ეს ძონძი ტაშფანდურს მართავდა იქ, სიტყვა არ დაუსველებია ზრდილობისთვის მაინც. ჭირსაც წაუღია მაგის სექტა მთლიანად, სიმართლე გითხრა წაიღებს კიდეც,
ეგ როცა მოკვდება. როგორც ოშს კომუნა გახდა სულიერი ეგოების გადამამუშავებელი კომბინატი, აეგრე იქნება ეგეც. ერთი მაგათც რა, ჩენ მივხედოთ ჩვენ თავებს.
იმდენია საკეთებელი ჩვენ ქვეყანაში.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130966 · Replies: 1654 · Views: 339,946

32 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:19 PM