Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ რიცხვი 13

Posted by: Franklyn_09 Jan 12 2023, 04:12 PM

გამარჯობა, გილოცავთ ყველა დღესასწაულს!

მოკლედ ბოლო რამდენიმე თვეა ყველგან რიცხვი 13 მხვდება იმ დონეზე რომ უკვე შესამჩნევი გახდა.

ტელეფონს რომ ხელში ავიღებ თითქმის ყოველდღე 13:13 მხვდება,
ისე მოხდა რომ უძრავი ქონება ვიყიდე და არ ვიცოდი რა ნომერს ვყიდულობდი და თურმე 13 ნომერი მიყიდია, და კიდევ უამრავჯერ ყოველდღიურად ეს რიცხვი სულ თან დამყვება.

ვინმე იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ რას ნიშნავს სულ ამ ციფრის დანახვა და რაშია საქმე? დიდი მადლობა beerchug.gif

Posted by: earth Jan 14 2023, 12:50 AM

მშვენიერია, რახან უძრავი ქონება გიყიდია ამ ნომერზე ე.ი. ეს რიცხვი კარგი არის.
მე პირადად მიყვარს ეგ 13 რიცხვი. არაფერი პრობლემა და თარსი, როგორც ზოგი ამბობს ჩემთვის არ არსებობს,პირიქით. ჩემთვის წარმატების რიცხვია.

Posted by: earth Jan 14 2023, 12:58 AM

კიდევ მინდა ვთქვა, რომ ასეთი შემთხვევები ჩვენ შეგვიძლია დავაპროგრამოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ვთქვათ,_აი რა კარგია, ისევ დავინახე ეს 13 რიცხვი, ეს კარგი ნიშანია და რაც გინდათ....
როგორც გაგიხარდებათ ისე დააპროგრამეთ, თქვენი სურვილის მიხედვით.

Posted by: Franklyn_09 Jan 16 2023, 06:56 PM

მადლობა პასუხისთვის

Posted by: earth Jan 17 2023, 07:39 PM

Franklyn_09
გაიხარე smile.gif

Posted by: nancho41 Jan 18 2023, 04:01 PM

13 რიცხვში სამშაბათ დღეს გაწყვიტეს ტამპლიერების ორდენი.

Posted by: td......... Jan 18 2023, 06:49 PM

nancho41 პარასკევ დღეს, აქედანაა წამოსული პარასკევი 13 ცნება, როგორც რაღაც სატანურის

Posted by: earth Feb 22 2023, 11:44 PM

ყველაფერი როგორც კომპში ისეა, რასაც დააპროგრამებ ისე იქნება.
დაპროგრამდა 13 თარსი და მართლაც ბევრ ადამიანს ცუდად უკავშირდებოდა ეს რიცხვი რეალურადაც.

მე შევცვალე რომ 13 არის წარმატებული რიცხვი ჩემთვის, გადავაპროგრამე ქვეცნობიერით და მართლაც კარგად მიმდის ხოლმე ეს რიცხვი.

ჩვენ ვართ ჩვენი შინაგანი კომპიუტერის პროგრამისტები, ჩვენ ვქმნით ამ კომპს და როგორც გვინდა ისე ვიყენებთ, რასაც გვინდა იმას ვუპროგრამებთ.

Posted by: td......... Feb 23 2023, 09:09 PM

earth
მართალი ხარ.
მე არასდროს მეთარსებოდა 13. smile.gif

Posted by: elli Feb 24 2023, 12:01 AM

earth

ციტატა(earth @ 22nd February 2023 - 11:44 PM) *
მე შევცვალე რომ 13 არის წარმატებული რიცხვი ჩემთვის


კატის გადარბენაც, ყვავის თავზე დაჩხავლებაც... მახსოვს გამოცდაზე რომ მივდიოდი, სსკოლაში სწავლისას, მე სოფლელი ბაღანა ვარ, ვითვლიდი რამდენჯერ დამაჩხავლებდა ყვავი თავზე და ზუსტად იმ ნომერ ბილეთს ვიღებდი... ეჰ, მარტო სოფლელი კი არ ვარ, კერენსკის დროინდელიც, ბილეთი და ზეპირი თხრობა რომ იყო და 5 ბალიანი შეფასება
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: earth Feb 24 2023, 04:05 PM

wub.gif biggrin.gif

Posted by: Soproma Mar 24 2023, 10:59 PM

ჰუგენოტების ხოცვაც 13 რიცხვი იყო თუ სწორედ მახსოვს და ორშაბათი დღე

Posted by: Worldabove Dec 1 2023, 10:15 AM

მე ძაან არარეალური მგონია ეს 13 რიცხვის ამბავი, 2 თვის წინ ვიქირავე ბინა მეცამტე იყო განცხადებბის ველში და მერე ადგილზე რომ მივედი რეალურადაც 13 რიცხვი იყო ბინის ნომერი biggrin.gif ცოტა კი დავიძაბე თავიდან მაგრამ მერე რავი მშვენივრად წავიდა ყველაფერი. გადასარევად ვიცხოვრე მაგ ბინაში, ეგ კი არა მერე სხვაზე რომ არ ყოფილიყო გაქირავებული კიდევ დიდხანს დავრჩებოდი.

Posted by: td......... Dec 3 2023, 12:35 PM

ციტატა(Worldabove @ 1st December 2023 - 10:15 AM) *
მე ძაან არარეალური მგონია ეს 13 რიცხვის ამბავი


რწმენისამებრ შენისა მოგეცემაო- ხომ გახსოვთ ციტატა ერთი ცნობილი პიროვნების ვითომ ისტორიულ-ბიოგრაფიული ნაწარმოებიდან, ჰოდა ასეცა რეალურად. რისიც გჯერა ის რეალიზდება, ოღონდ ამას მეორე მხარეც აქვს, რისი ვითომ არ გჯერა , მაგრამ ქვეცნობიერად ემოციას იწვევს, იმანაც იცის ხოლმე რეალიზება :დ ასეა ეს თამაში მოწყობილი

Posted by: არაფერი Feb 13 2024, 09:28 PM

მე მომწონს ეს რიცხვი კარგადაც ჟღერს "ცა" მეტი ასევე მეუცნაურება ჩვენ ენაში თანმიმდევრობას რომ არ მიყვება, მაგალითად თ ერთ მეტი თ ორ მეტი თ სამ მეტის მაგივრად ცამეტი, შესაძლოა წარმოთქმა იყო რთული და თსამმეტის მაგივრად ცამეტიც ამიტოა არვიცი.

Posted by: არაფერი Feb 13 2024, 10:14 PM

აქვე აღმოჩნდა რომ დღეს 13 თებერვალია ასევე ქვემოთ ამოაგდო იუზერი მეცამეტე რომელსაც დაბადების დღე აქვს smile.gif)

Posted by: earth Feb 14 2024, 08:26 AM

არაფერი
smile.gif


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)