IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სულიერად განუვითარებლობა და ბოროტება, მათ შორის განსხვავება
brevalo
post Jun 7 2018, 10:53 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ავიღოთ 2 შემთხვევა:

1. ადამიანი მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებაზე არის ორიენტირებული. ჭამა-სმა, დიდად შესარგი, სექსი, ფულისკენ სწრაფვა, ცოტა ტყუილი, ცოტა ღალატი. მოკლედ ასეთი ადამიანი სულიერად განუვითარებელია ან შეიძლება ითქვას სულიერად დაცემულია.

2. ადამიანი, რომელიც ცნობიერების განვითარებაზე მუშაობს. აქვს ძლიერი ენერგეტიკა და ზებუნებრივი შესაძლებლობები, მაგრამ ის ბოროტი ძალებისკენ არის გადახრილი და მისი თაყვანისმცემელია.


დაახლოებით ვხვდები მათ შორის განსხვავებას. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, პირველი შემთხვევაშიც სულიერ დაცემულობასთან გვაქვს საქმე და მეორესთანაც. თუმცა ბევრი იტყვის, რომ მეორე შემთხვევა არ ნიშნავს სულიერ დაცემულობას, იმიტომ რომ სიკეთე და ბოროტება პირობითი ცნებებია და რომელსაც უნდა ადამიანი იმას აირჩევს.

პირველი შემთხვევა შევთანხმდეთ რომ დაბალგანვითარებულ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მეორე შემთხვევა რას მივაწეროთ? ის ხომ მაღალგანვითარებულია, ზებუნებრივი შესაძლებლობებით?


მოკლედ თქვენ რაში ხედავთ მათ შორის განსხვავებას? სულისთვის რომელი უფრო მძიმეა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
chemikerin
post Sep 4 2021, 09:34 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო თემაა.. ანთროპოსოფიულად რომ მივუდგეთ პირველი გადის არიმანულ გავლენაში, მეორე უფრო ლუციფერულში, მაგრამ ლუციფერის თვითმიზანი მაინცდამაინც ბოროტება არ არის, უფრო ეგოისტური მიზნები, იდეალები, რეალობიდან აცდენა, ილუზიებში ყოფნა, რაც საბოლოოდ მაინც ბოროტებას ემსახურება...

ანუ არიმანი თუ ცდილობს რომ ადამიანი მატერიას მიაჯაჭვოს, ლუციფერი პირიქით ცდილობს ადამიანი მატერიას ,,მოწყვიტოს" ოღონდ არასწორ მოწყვეტაზეა ლაპარაკი...

როგორც ანთროპოსოფიიდან მივხვდი, ადამიანმა ეს ორი ისე უნდა დააბალანსოს, რომ აქ, ამ მატერიაშიც იყოს, მაგრამ ამ მატერიის უკან მყოფ მიღმიერსაც აღიქვამდეს/გრძნობდეს..

აქ ადრე Merlin პოსტავდა, მის პოსტებს თუ გადაათვალიერებ კარგად აქვს ეს საკითხები გაშლილი..

QUOTE(brevalo @ 7th June 2018 - 10:53 PM) *
სულისთვის რომელი უფრო მძიმეა?

ალბათ, ორივე თანაბრად ცუდია ადამიანისთვის.. აშკარაა, რო ორივე გავლენა უნდა გააცნობიეროს/დაამარცხოს ადამიანმა..

ისე ვთვლი რომ არიმანული გავლენა ბევრად უფრო ადვილი დასანახია, ანუ უფრო ხილული და თვალშისაცემია.. ლუციფერული რაღაცეები უფრო რთული, რადგან გარედან კარგად არის "შეფუთული", საბოლოოდ კი მაინც ეგოს ემსახურება..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th May 2024 - 11:20 PM