IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვაგნერის მუსიკა...., რჩევა მჭირდება
brevalo
post Sep 22 2017, 01:57 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველაზე აქტიური განყოფილება ესაა და ამიტომ ვხსნი აქ, თან საკმაოდ სპეციფიური საკითხი მინდა განვიხილო და თქვენი რჩვა მჭირდება.


მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან გატაცებული ვარ ვაგნერის მუსიკით. მაგრამ როგორც კი ვიწყებ ვაგნერის მუსიკის მოსმენას 2-3 დღეს მეწყება შინაგანი დისკომფორტი, ნერვიულობა, უძილობა. შემდეგ ნელნელა უკვე გადადის დეპრესიაში. მაგრამ როდესაც შევწყვეტ ვაგნერის მუსიკის მოსმენას, ეტაპობრივად ყველაფერი ნორმაში დგება.

ზოგადად ცნობილი ფაქტია, რომ ვაგნერის მუსიკა ბევრზე უარყოფითად მოქმედებს. ნიცშე მაგალითად ძალიან დიდ შინაგან ბრძოლებში იყო და ბოლოს უარი თქვა ვაგნერის მუსიკაზე და სერიოზული ნაშრომიც მიუძღვნა "კაზუს ვაგნერი", სადაც ვაგნერის მუსიკას მოიხსენიებს როგორც "ჭეშმარიტ ბოროტებას".

მე ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ არიან ადამიანები, რომელთა ენერგეტიკული ველი რადიკალურ წინააღმდეგობაშია ვაგნერის მუსიკის ვიბრაციებთან და ენერგეტიკასთან.

დამატებითი ინფო: ვაგნერის ოპერები ძირითადად დაწერილია ძველ სკანდინავიურ მითოლოგიაზე. ამბობენ, რომ რუნების ენერგეტიკასაც შეიცავსო. მისი მუსიკა რამდენადაც საოცარი და ყოვლისმომცველია, იმდენად "სახის ამხევია" biggrin.gif

მოკლედ თქვენი რჩევა მჭირდება: რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ვაგნერის მუსიკა ჩემმა სხეულმა მიიღოს როგორც შინაური და არა როგორც მტერი?

ალბათ კომპეტენტური პირები უფრო მიპასუხებთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 10th June 2024 - 04:49 AM