IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> წინასწარმეტყველება, თუ წინათგრძნობა
ano
post Sep 23 2015, 08:07 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 1,080
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლახანს ისეთი სიზმარი მესიზმრა რომ დავფიქრდი ასეთ თემაზე რატომ წინასწარმეტყველებდნენ მაგალითად მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ?
ამით ახერხებდნენ იმის აცილებას რისი შიში და წინათგრძნობაც ჰქონდათ? შეულიათ ადამიანებს აიცილონ ტავიდან მოსალოდნელი საფრთხე,

მოკლედ დამესიზმრა, რომ პროდუქტები აღარ იშოვებოდა, ბოსტნეულზე დიდი კრიზისი იყო და მარაგები მთელს მსოფლიოში იწურებოდა,
ვინც მაგალითად კარტოფილს ყიდდა უფლება ქონდა 1 ოჯახისთვის მხოლოდ 1 კილოგრამი მიეცა,
შუაღამეს გამეღვიძა ამ მომენტში ძალიან შეშინებული ვიყავი, და იმ წუთას ჩავიწერე ეს სიზმარი, რომ არ დამვიწყებოდა და გამეანალიზებია, თუ რატომ შევშინდი ...

ახლა ჩემი ანალიზი, წინა დღეებში ვუყურე საინფორმაციოს:
1.საქართველოს მხარეს იტაცებენ რუსები გლეხებს, ამიტომ საპასუხოდ ქართველებიც უკან არ დაიხევენ, და გმირულად გასცემენ პასუხს (საკმაოდ ემოციური ინფორმაცია)
2. რუსეთს ტანკები დამძიმე შეიარაღება შეყავთ აფხაზეთში, გახსნეს რკინიგზა ამ მიზნით მოკლედ აშკარად საბრძოლო მზადყოფნა.
3. ამერიკა აშკარად მხარს უჭერს საქართველოს ნატოში მიღებას, ეს არის მცდელობა რომ რუსეთმა საქართველოს აუტეხოს კონფლიქტი...
4. რუსეთს სამხედრო ტექნიკა შეყავს სირიაში, ერთვება ბრძოლაში ამერიკის წინააღმდეგ
5. ქართველი გლეხები ვერ ყიდიან ყურძენს და ანადგურებენ ვენახს (მე ამაზე ვინერვიულე, აღვიქვი რომ მათ ხელი ჩაიქნიეს მიწასთან მუშაობაზე)

ამ ყველაფრის ნიადაგზე ჩემმა ტვინმა გადაამუშავა თავისებურად ინფორმაცია და მივიღე ის რომ იქნება დიდი ომი, კრიზისი, ხალხს არაფრის ყიდვის საშუალება არ ექნებათ, არც არაფერი გაიყიდება, ვერც მიწას დაამუშავებენ გლეხები, ამ კახეთში ხან სტიქიაა, ხან რაც აქვთ იმასაც ვერ ყიდიან, მოკლედ ეს პრობლემა ძალიან მასშტაბურად და ემოციურად აღიქვა ქვეცნობიერმა თუ რაც არის, მოსალოდნელი საფრთხე მოკლედ ასეთი გამომივიდა..

ახლა კლიმატს რაც შეეხება უკვე მეორე წელია არის ტროპიკული კლიმატი მთელი ზაფხულის განმავლობაში, ასეთი გადახრუკული არ მახსოვს ჩემი ეზო, 1 ბალახიც არ ამოვიდა, რომ მოვთხარო და ქათმებს ჩავუყარო, მთელი ზაფხული არ მოუწვიმია რასაც ქვია რომ მიწა დაასველოს,
ესეც კლიმატური ცვლილება, პლიუს წყლის მრიცხველები, და გადასახადი რომ ზედმეტედ ვერაფერს ვერ მორწყავ, კატასტროფულად გაზრდილი გადასახადები,

მე ცოტა სხვა ხასიათის ადამიანი ვარ თუ რამე ცუდი შემემთხვევა სულ ვიძახი რომ ძალიან კარგი, ესეიგი შემდეგ უკეთესი იქნება, ყველაფერში ვცდილობ დავინახო დადებითი მხარე ზოგო ჭირი მარგებელია რასაც ქვია პრინციპით ვარ, სულ ასე ვიყავი, ახლა კი უკვე იმ სიზმარმა დამაფიქრა ვაიდა მართლაც მოხდეს ის რასაც ვშიშობ და რაც დამესიზმრა, მერე თვალების დაბრმავება და იმის ძახილი რომ ყველაფერი კარგადაა რეალობიდან ძან გადამცდარი ხომ არ იქნება?

მოსალოდნელი რეალობის შესახებ მოსაზრება რა იქნება, ხალხის დაპანიკება თუ შესაძლო კატასტროფისთვის თავიდან აცილების შანსი რომ ყველა მობილიზდეს და ის განსაცდელი აიცდინოს რაც მართლა რეალურია?

თუ ხალხი აყვა ისეთ ემოციურ განცხადებებს როგორიცაა საომარი მზადყოფნა, თან იცი რომ იცი რომ ყურადღების გადასატანად ჭირდები ამერიკას რომ რუსეთი სირიიდან მოიშოროს და ხან საქართველოს კონფლიქტს აუგორებს ხან უკრაინისას,
ხელოვნურ კონფლიქტებში სათადარიგოები.. ქართველები ძალიან ემოციურები ვართ და ამით კარგად სარგებლობენ, იციან რომ თუ ვიმოქმედებთ ცხელ გულზე, გააღვივებენ კონფლიქტს და მერე გამოგვიგზავნის ჩვენი მეგობარი ამერიკა "ანალიზისთვის" ამერიკელ სპეციალისტებს იმის შესახებ "თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ დაიწყო პირველმა"...

მაგრამ ვშიშობ რომ მერე შედეგებზე ფიქრი და დამნაშავის ძიება ვერ გვიშველის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Mar 29 2020, 01:58 AM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,217
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(*ANO* @ 29th March 2020 - 01:30 AM) *
ისე სახსრებში იესო ამბობდა არა შესაცვლელად არამედ დაწერილის აღსასრულებლად მოვედიო

კი ეს კაი მიგნებაა
დაწერილს აღასრულებენ ზუსტად


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ano   წინასწარმეტყველება   Sep 23 2015, 08:07 PM
earth   არ არსებობს დღე რა...   Sep 23 2015, 08:59 PM
tikoroma   ძალიანაც ნუ მიიტან...   Sep 24 2015, 02:19 PM
ano   ძალიანაც ნუ მიიტან...   Jan 26 2016, 01:48 PM
elli   სწორედ ამიტომაც ავ...   Sep 27 2015, 10:44 PM
marissa   პანიკა იქნება თუ ა...   Oct 2 2015, 09:52 AM
earth   marissa ისედაც ყველაფე...   Oct 3 2015, 08:33 AM
Kurame   წინასწარ მეტყველე...   May 7 2016, 07:08 PM
tty_   წინასწარ მეტყველე...   May 10 2016, 04:06 AM
ano   ეს თემა 2015 წელს გავხ...   Feb 4 2020, 12:59 PM
earth   ano შინაგანად ვიცი რ...   Feb 4 2020, 06:55 PM
elli   Kurame სანამ მკვლელი ა...   Feb 9 2020, 05:56 PM
ano   [b]Kurame ვითომ იუდამ რა...   Mar 29 2020, 01:30 AM
tikoroma   ვითომ იუდამ რაც გა...   Mar 25 2020, 03:38 PM
tikoroma   აი, უმბერტო ეკოს ფუ...   Mar 27 2020, 01:29 AM
elli   tikoroma აი, უმბერტო ეკო...   Mar 27 2020, 05:34 PM
tikoroma   ისე სახსრებში იესო...   Mar 29 2020, 01:58 AM
old_man   ano კიდევ მაქვს რაღა...   Apr 23 2020, 08:08 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 30th May 2020 - 04:31 PM