უძველესი ცივილიზაციები |
უძველესი ცივილიზაციები |
Mar 3 2018, 05:09 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი დიდი თხოვნაა, ამ თემაში არ დადოთ რაიმე განყენებული სტატიები და ისეთი პოსტები, რომელიც თემას არ შეეხება.
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, წავიკითხოთ... უძველესი ცივილიზაციები ნაწილი I უძველესი გადმოცემების დეტალური შესწავლისას, მივდივართ დასკვნამდე, რომ კაცობრიობას, უხსოვარ წარსულში ერთი კერა და (მოგვიანებით) კომუნიკაციის ერთი საშუალება ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში მთელ პლანეტაზე გაიშალა. წარმოიშვა სხვადასხვა ენები და წეს-ჩვეულებები. შუმერული გადმოცემები გვამცნობს ღმერთებზე, რომლებმაც პირველ ცივლიზაციებს დაუდეს საფუძველი. საინტერესოა ვინ იყვნენ ეს „ღმერთები“ და არსებობენ თუ არა ისინი რეალურად. უძველესი ცივილიზაციების პირველ კერად ჰიპერბორეა (ბორეა ძველბერძნულად ჩრდილოეთის ქარს ერქვა) ანუ ჩრდილოეთის მიწა მიიჩნევა. პლინიუს უფროსი (24 – 79 წ.) ჰიპერბორეას „წმინდა მიწად“ და პირველი ადამიანის აკვნად მოიხსენიებს. თეოსოფიური წყაროების მიხედვით აქ ადამიანის პირველ რასას ჩაეყარა საფუძველი. გადმოცემები გვამცნობს, რომ გამყინვარებამდე, ჰიპერბორეის კონტინენტზე (რომლის ნარჩენებსაც დღეს გრენლანდია და შპიცბერგენი წარმოადგენს) ოდესღაც ტროპიკული ჰავა იყო. ჩრდილოეთის კონტინენტთან ასოცირდება მთა მერუ, რომელსაც ვედური პურანებიდან ვიცნობთ. მთა მერუ, დედამიწის ცენტში, შვიდი კონტინენტის შუაში იდგა და ცივილიზაციის პირველი კერის სიმბოლოდ ითვლება. „მაჰაბჰარატაში“ ვკითხულობთ: „მზე და მთვარე წრეებს უვლიან მთა მერუს ყოველ დღე...“ ძველ ირანულ ზოროასტრულ გადმოცემაში „ავესტა“, აღწერილია არიელების წინაპრების მიწა, სადაც 6 თვე დღე ხოლო შემდეგი 6 თვე ღამე იყო. „იქ ვარსკვლავების, მზის და მთვარის ამოსვლის ნახვა წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი და წელიწადი ერთ დღედ მოგეჩვენებათ.“ შუასაუკუნეების უდიდესმა კარტოგრაფმა მერკატორმა (გერარდ ვან კრემერი) 1541 წელს არქტიკა გლობუსზე გადაიტანა, ხოლო 1569 წელს კი მხოლოდ ჩრდ. პოლუსის რუკა შეადგინა. (იხილეთ ატვირთული ფოტო). ოკულტური ხედვით მიღებულია, რომ მთელი ციკლის მანძილზე, ეწ. პირველი ქვეყანა (იგულისხმება ჩრდ. პოლუსის მიმდებარე ტერიტორია) დარჩება უცვლელი და მხოლოდ სხვა კონტინენტები დაიფარებიან დროთა განმავლობაში ოკეანით და მათ სხვები ჩაანაცვლებენ. ჰიპერბორეა უხსოვარ წარსულში ჩამოყალიბდა და გამომდინარე აქედან, მისი არსებობა ოფიციალურ სამეცნიერო წყაროებში არ განიხილება. შორეულ წარსულში, პლანეტას სრუილად სხვა სტრუქტურა გააჩნდა და რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელი დედამიწისგან. უძველესი ინდური გადმოცემების მიხედვით, კოსმიური ევლუცია (რომელშიც ეზოთერიული დოქტრინის თანახმად მზის სისტემის ევოლუცია იგულისხმება) 1,955,884,817 წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდის მანძილზე, მთელი სისტემა, განვითარების საფეხურებს (წრეებს), გადის, რომელსაც კალპა (იგივე ეონი) ეწოდება. კოსმიური ციკლები რა თქმა უნდა დედამიწაზეც ზემოქმედებენ, რომელიც თავის მხრივ განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეში გადადის და ყოველ ახალ წრეში, სრულიად ახალი სახით თავიდან იბადება. დედამიწაზე, ეონიდან ეონამდე, უწყვეტი ევოლუციური ციკლის მანძილზე წარმოქმნება ადამიანების სხვადასხვა რასები (აქ არ იგულისხმება რასის ის ცნება, რომელიც დღესდღეობით საყოველთაოდ მიღებულია), რომლებიც ერთიმეორეს ანაცვლებენ. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Dec 8 2018, 05:20 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უფრო სწორად, ცნობები შუმერებისა და ეგვიპტის კულტურაზე
პირველი წყაროები მათ შესახებ გაავრცელეს ბერძნებმა ისინი არიან ავტორები ასევე მითების და გადმოცემების კოლხეთზე ბევრი რამ არ დასტურდება მათი მონათხრობიდან, ან ახსნა არ აქვს და ასე ჩნდება ეჭვები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th June 2024 - 04:05 PM |