კინემატოგრაფია, კინო |
კინემატოგრაფია, კინო |
Aug 14 2020, 11:58 AM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანდრეი ტარკოვსკი
საბჭოთა კაცი, რომელიც სინამდვილეში იყო თავისუფლების, რელიგიის და რწმენის კაცი. როგორ „გაძვრა“ ის საბჭოთა ცენზორში? როგორ გააძვრინა „სტალკერი“? ანდრეი ტარკოვსკი პრაქტიკულად ფუძემდებელია Slow cinema-სი, ანუ ნელი კინოსი. შეუძლებელია „სტალკერს“ უყურო და მედიტაციურ მდგომარეობაში არ გადახვიდე პირველივე კადრებიდან. დაივიწყეთ რა უყურებთ, კარგია, ცუდია, ისეთია, ასეთია, უბრალოდ თავად ოპერატორი და ოპერირების პროცესი მხოლოდ არის ხელოვნების ნიმუში. ის ცოცხალია, თქვენ მას აუცილებლად იგრძნობთ. ფილმებში, ძირითადად, ვიდეოკამერა არ უნდა იგრძნობოდეს, აქ კი ცოცხალი რაკურსია, ის თქვენს შენელებულ გონებასთან ერთად მოძრაობს ნელა. ეს ტექნიკა პირდაპირ კავშირშია აღმოსავლური სწავლებების პრაქტიკებთან, რომლებიც გონების შენელებისკენაა მიმართული. როდესაც ფიქრებს ფიქრის პროცესი ნელდება, ადრე თუ გვიან დგება სამადჰის მდგომარეობა. აი, წარმოიდგინეთ, ამდენს ვწერ და ჯერ სიტყვა არ მითქვამს სცენარზე, სიუჟეტზე, შინაარსზე და ა.შ. ანუ იმაზე, თუ რაზეა ფილმი, რას გვიგზავნის რეჟისორი. ეს ცალკე ფილოსოფიაა. ტარკოვსკის გზავნილები თითქმის ყველა ფილოსოფიურია. მას არ შეეძლო გადაეღო ჩვეულებრივი ფილმი. ყველა ფილმი არის სენტენციებით, პარადიგმებით სავსე. ღმერთზე, მატერიალიზმზე, ათეიზმზე ფუნდამენტურ პრობლემებზე და რაც მთავარია ამ ყველაფრის ცენტრში დგას „მე“. ადამიანის მენტალური პროექციის კომპლექსური წარმონაქმნი. ყველაფერი: ვიდეოკამერაც, ფილოსოფიაც, შთაგონებაც, სცენარიც, ყველაფერი ტრიალებს „მეს“ ირგვლივ. ამ მხრივ საოცრებაა მისი ბოლო ფილმი „მსხვერპლშეწირვა“. აბსურდიზმის და რელიგიურობის ჭიდილი. რას ფიქრობთ თქვენ? ვისაუბროთ, განვიხილოთ, შევადაროთ, სხვა რეჟისორებს. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Aug 16 2020, 03:22 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Aug 17 2020, 06:04 PM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
დიახ -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Aug 22 2022, 03:16 PM
Post
#4
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 04:00 AM |