IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ა დ ა მ ი ა ნ ი, ადამიანი
Taa
post Jul 15 2008, 02:00 PM
Post #41


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 3-July 08
Member No.: 2,891

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მიყვარს კომფორტი smile.gif
გადაჭარბებებულად კი არა ყველაზე მეტად
რა ვქნა ეგეთი ბუნება მაქვს, ცოტა ეგოისტური, კომფორტის მოყვარული და ასე შემდეგ


--------------------
Taa & Ninja
http://tatushka55.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
fridon marshania
post Jul 15 2008, 03:39 PM
Post #42


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 15-July 08
Member No.: 3,255

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Taa @ Jul 15 2008, 03:00 PM) *
[b]მე მიყვარს კომფორტი smile.gif

გაიხარე კომფორტი ვის არ უყვარს?
მაგრამ მაგ სიყვარულის გამო პირადად შენს გამო თუნდაც რამდენ ცხოველს გამოჭრეს ყელი? ან შენი ტუალეტის გამო რამდენი მრავალწლიანი ხეა მოჭრილი?
კომფორტი კაია ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ცოცხალიც ისეთივე ცოცხალია, როგორც შენ
შენ არ გერჩი ზოგადად ადამიანს ვგულისხმობ
გადაამრავლე ეხლა ეგ კაცობრიობის რაოდენობაზე და იმედია მიხვდები, რომ ჩვენ ადამიანი კი არა ურჩხული, ან კატასტროფა უფო მოგვიხდებოდა სახელად
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 15 2008, 08:16 PM
Post #43


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ვისი არა - რისი? პასუხი მარტივია: კომფორტის გადაჭარბებული სიყვარულის


კარგი პასუხია
მატერიალიზმი სამომხმარებლო საზოგადოება ყველაფრის ფლობის სურვილი ღუპავს და აცარიელებს ადამიანის სულს

'არა პურითა ერთითა..' გამახსენდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 24 2008, 01:43 AM
Post #44


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს შემოვედი ამ საიტზე.
ხშირად მაქვს გრძნობა, რომ ადამიანებმა ადამიანობა დიდი ხანია დაჰკარგეს. წავიკითხე აზრები თქვენი ყველასი და ვთქვი:–მადლობა ღმერთს. მარტო არა ვარ.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
cowboy
post Jul 24 2008, 01:49 AM
Post #45


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 25
Joined: 26-March 08
From: Tbilisi
Member No.: 516

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა კეთილი იყოს შენი (შე)მობრძანება ამ საიტზე. რა მაინტერესებს და, ადამიანებმა ადამიანობა დაკარგესო რომ ამბობ, ერთი კითხვა გამიჩნდა: როდის ქონდათ როო? biggrin.gif


--------------------
"Meaningless! Meaningless!" says the Teacher."Utterly meaningless! Everything is meaningless." ecclesiastes 1:2
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 24 2008, 02:05 AM
Post #46


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანებს (ნაწილს) ჰქონდათ ადამიანობა. უბრალოდ ახლა ძალიან გამრავლდა ადამინთა მოდგმა. ახლა ძნელია მოძებნო. მაგრამ ვინც ეძებს პოულობს. ვინც ითხოვს მას მიეცემა.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post Jul 24 2008, 09:25 PM
Post #47


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამს ერთხელ იანი შეეყარა .. და გახდა ადამიანი. რა შუაში იყო აქ ევა, სრულიად გაუგებარია..! ევა თავისთვის იჯდა ბაზარში და ახალგამომცხვარ ხაჭაპურს ყიდიდა..
(ჩამქროლი აზრის ხმა: -"ოხ, ოხ, ეს თანამედროვე მიდგომები, პოსტმოდერნიზმი, რა სიხალვათეაა..!..")
იანი იბრძვის ადამში. ამიტომ წყურდება და შივდება საცოდავ ადამს..
(რაო, და ევა ხაჭაპურს არ აჭმევს..?)
ვაიმე, არ მკითხოთ ახლა ევას თუ შიაო..
- მიმოვიხილოთ, რა არის მცნება "ადამიანი"?! მაგ. "მ" რომ აღარ ქონდეს, იქნება "ადაიანი". ან "დ" რომ არ ქონდეს, იქნება "აამიანი". ჰოოოდა, სწორედ ასე არის, ევას ხაჭაპურს ხან მარილი აკლია, ხან დამწვარია, ხან ძალიან პატარა და დაღეჭილია..
/გეყო, კატაბუა, შენი დრო ამოიწურა../
ეს ხმა საიდანღა იყო.. არ გავაფრენდეე..
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 29 2008, 12:30 AM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



biggrin.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
neo-druid
post Aug 19 2008, 11:34 PM
Post #49





Guests





მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ადამიანი - ცხოველიდან ზეკაცამდე გაბმული თოკი" - ნიცშე

მოგესალმებით ყველას. smile.gif იმდენად რამდენადაც ახალი ვარ ამ ფორუმზე თემების თვალირებით ვარ დაკავებული.
ამ განყოფილებაში პირველივე ეს თემა მომხვდა თვალში. (ალბათ სინტერესის სფეროსთან პირდაპირი კავშირის გამო smile.gif)

მაშინ, როდესაც ადამიანმა ნახა რომ მისი მსგვასი კვდებოდა გაუჩნდა კითხვა: ვინ ვარ მე? შეიძლება ითქვას, რომ სწოედ ეს კითხვა იქცა დასაბამად ისეთი ფილოსოფიური მიმართულებისა, როგორიც ანთროპოლოგიაა.
ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ არსებობს დომინანტი ძალები და ვუწოდოთ მათ ღმერთი, მაგრამ სიფრთხილე გვამრთებს, რომ ქუხილი ბერძნებივით ზევსის მრისხანება ან სკანდინავიელებივით თორის მოქნეული ჩაქუჩი არ გვეგონოს.

ადამიანი და ღმერთი ურთიერთშემოქმედები არიან და იმდენად, რამდენადაც ადამიანს სწამს, რომ ღმერთი ქმნის მას მიწისგან, ცეცხლისგან ან სხვა რომელიმე ელემენტისგან, აუცილებლად უნდა ირწმუნიოს, რომ მას თავად საკუთარი imaginatioს მატრიცაში (თუკი ამ უკანასკნელს შემოვსაზღვრავთ) ქმნის ღმერთს. (ცხადია გარკვეული ინტერპრეტაციის სახით)

ადამიანი არის რეალურად სწორედ ის არსება, რომლის გარშემოც ტრიალებს სამყარო თუ არა ჩვენი პლანეტა მაინც. სწორედ ადამიანთა თავდაცვისთვის ხდება მრავალი მოვლენა და ადამიანთავე დაღუპვა არის ყვეალზე დიდი ტრაგედია.

ზემოთ ნიცშეს ფრაზა შემთხვევით არ მომიყვანია, როგორც ავგუსტინე ნეტარი იტყოდა: "ადამიანი სოციალური ცხოველია."
ნიცშეს ზემოთ მოყვანილი ფრაზა კი გვანახებს რხევადობის პრინციპს იმ თოკზე, რომელსაც ადამიანი ჰქვია. რომლის ერთ ბოლოსი ცხოველი, მეორეში კი პიაროვნება დგას.

ვფიქრობ, ადამიანის რეალური მიზანი შემოქმედებაა და საბოლოო ომეგა წერტილს სწორედ მაშინ მიაღწევს, როდესაც ის ბოლომდე დაემსგავსება საკუთარ შემოქმედს და თავადაც შექმნის ახალ არსებას "ხატად თავისა."

ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელსაც შეუზლია შექმნას ჯერ ეთიკური ნორმატივები და საბოლოოდ ერთი დიდი მორალური კანონი.



"ორი რამ იწვევს გამოცებას ჩემში - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში" - კანტი
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Aug 21 2008, 04:06 PM
Post #50


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კეთილი იყოს შენი შე-ერთება ჩვენს ფორუმთან ა დ ა მ ი ა ნ ო smile.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 22 2008, 12:36 PM
Post #51


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



––ადამიანო, ადამიანო, –როგორ მიკვირს შენი, ვეღარ გაგიგე, რა ხარ ბოლობოლო ასეთი მრუდე, რისგან შეგქმენი, ვერა და ვერ მირწმუნე, ვერა და ვერ დამინახე, ვერა და ვერ მიგრძენი. მე ხომ შენში ვარ, რატომ ვერ მპოულობ. გონს მოდი ადამიანო, თვალი აახილე, უფსკრულისაკენ მიექანები, შეჩერდი, გეძახი მე შენი მამა, მომხედე სხვაგან ნუ იყურებ, მომხედე და ნახავ რა ლამაზი ვარ, არ გექნება ნანახი ასეთი სილამაზე აროდეს შენს ცხოვრებაში, მომხედე ნახე რა კეთილი ვარ, ჩემი სიკეთე ანათებს, თვალში არ გაჭყეტავს, ცისარტყელასავით ლამაზ ფერებს გამოსცემს. ცისარტყელას რად ანადგურებ, ადამიანო? რატომ არ წუხარ, რომ დედამიწა დაღუპვის პირას მიიყვანე? საკუთარი დედა ასე როგორ გასწირე, ასე როგორ ანადგურებ მას ვინც ტკივილით გაგაჩინა, გონს მოდი გადაიჩეხები, დაიწვები, ჰაერი აღარ გექნება, გონს მოდი ადამიანო, მისმინე, გეძებ, გეძახი, შენ გვერდით ვდგევარ, შემომხედე და დამინახავ, მისმინე და გამიგებ, აი აქ ვარ, შენს წინაშე ხელით გეხები გეფერები და მიყვარხარ , მიყვარხარ იმიტომ რომ შვილი ხარ ჩემი. შვილო მე მახსოვს შენი დაბადება , დედის ნაზი ღიმილი შენს თავზედ,– გაჩვენე კიდეც მარიამ ღვთისმშობლის ხატით, დედობრი გრძნობის სინაზით, უდიდესი სიყვარულის მქონე დედის სახით,–რომელიც შესცინის თავის შვილს, უხარია . შენ კი რა ქენი შვილო, როგორ დაინახე , როგორ დაინახე ამ ხატის სახე? კერპად აქციე, ვერ იგრძენი, ვერ გაითავისთე. სად ხარ ადამიანო, შეურაწყობ ყოველ დღით დედაშენის ხატს, იმ დიდი დედის ხატს, რომელმაც გშვა . დედა ჩამოვიდა დაბლა, თქვენთან , გახდა თქვენი სახის რომ თქვენთვის მოეცა ნამდვილი შვილი, ჩამოვიდა დედა მოგცათ თავისი მეტად საყვარელი, სათუთი არსება ქრისტე, თქვენ რა ქენით ჯვართ აცვით იგი. ქრისტიანებო თქვენ ვისაც გითხარით მის შესახებ, ვისაც გასწავლეთ მის შესახებ, სადა ხართ?! ყოველ დღე ჯვართ რატომ მიკრავთ მას, რატომ არ გრძნობთ მას, რატომ ვერ ხედავთ მას ? ის ჩემს გვერდით დგას, შემოუშვით თქვენს გულებში, იგრძენით მისი სითბო, აახილეთ თვალი, იფიქრეთ მასზე, ყოველ დღე, ყოველ საათს,ყოველ წუთსა და ყოველ წამს. იფიქრე ადამიანო , კერპებს მოეშვი, თვით ქრისტეც კერპად ნუ აქციე, ჯერ ირწმუნე რიცხვი 1, მერე დაიწყებ ფიქრს სამზედ, განიხილავ და იგრძნობ მას, შემოხვალ ჩემში , სავანეს დაიდებ, არ შეგაწუხებს შიმშილი, იმიტომ რომ პურს მე მოგცემ, არ გამუშავებ , არ დაგღლი, პეპელასავით გაქცევ, დაიწყებ ფარფატს, საქმე არ დაგღლის.
–––ღმერთო, გონება მიმეწება, ვგრძნობ რომ გგკარგავ, ნუ დამღუპავ უფალო, იყავი ღმერთო ჩემთან, გამათბე, მყინავს სიცივე , მცხელა და ვიწვი, წყალს მიაქვს ჩემი ნაშრომი, მდიდარი მართმევს ფულს და კიდევ უფრო მდიდრდება, მე კი ცოდვილი ტკივილებით შეწუხებული ექიმებს ვეძებ, მაგრამ ტკივილის დამყუჩებელს ვერ ვშოულობ, მაპატიე ღმერთო, მაპატიე, შენი უძღები შვილი გამაძღე, შიმშილის გრძნობა ზოგჯერ თვალს მიბნელებს და დაბრმავებული მივექანები ჯურღმულისკენ , ფეხი მიცდება, ვკვდები, ისევ ვიბადები, ვებრძვი ამ გრძნობას, ვებრძვი შიმშილს, გონებას ვავითარებ, ვსწავლობ, ვსწავლობ ჩემს შეცდომებზე და ისევ ვკვდები, ისევ ვიბადები და ისევ მშია. არ მინდა ღმერთო მიწის დათმობა, აქ დედამ მშობა, მან ჩამიხუტა, მომცა თავისი უგემრიელესი პური– ხორცი მისი და წყალი– სისხლი მისი.
––––შენ კი ადამიანო, პურის ჭამას დაანებე და ხორცზე გადახვედი, პურზე სარგო შენთვის არაფერი დამირგია, დაანებე ცხოველების ჭამას თავი და დაანებე ისინი ცხოველებს, შენ ღმერთთან გინდა მოსვლა, ღმერთთან გინდა სიცოცხლე. წამოდი ჩემსკენ შვილო, წამოდი ნელი სვლით, გზად დედას მოეფერე , აკოცე, შეიყვარე, იგრძენი , გზად თან გამოიყოლე, იგრძენი მისი სუნი–ის ვარდების სუნია, ნახე მისი სილამაზე, ის ვარდთთა სილამაზეა, ის მთელი დედაბუნებაა. დაანებე კერპებს თავი,– დედა ირწმუნე და დაანებე მის განადგურებას თავი. ცოდნა რისთვის მოგეცი, გონება რისთვის მოგეცი, მოიგონე, მოიმოქმედე ისე როგორც სწორია, ჩემთან მდგომს არ შია და არ სწყურია .
–––––ღმერთო, მასწავლე, მინდა შენთან ყოფნა. მიყვარს შენი სითბო, რომელიც არ მწვამს, მიყვარს შენი ნაზი ნიავი, რომელიც სასიამოვნო სიგრილეა, მასწავლე ღმერთო, მასწავლე შენსკენ მომავალი შენი გზა. კერპები გადამაყრევინე, გონება გამიხსენი, რომ შემოხვიდე ჩემს სულში. შენ ხარ „აპირო“(ბერძ–უდიდესი,), გამხადე შენხელა, მასწავლე შენი ენა , შენთან მასაუბრე. ბაბილონამდე ენა დამიბრუნე.
მე ვიწყებ გზას, ფეხი უკვე შემოვდგი მასზე, ნუ წამაბორძიკებ, ჩემი მშველელი დედა და შენი ქრისტე ჩემს გულში შემოუშვი. მაგრძნობინე ქრისტეს სათნოება, მისი სიყვარული და მომეცი ტვინი, მისი იგავები გავიგო მათი ნამდვილი მნიშვნელობით. ერთ წამსაც არ დავკარგავ უფალო, მოვდივარ შენსკენ, მინდა რომ გიგრძნო.გამათავისებინე შენი ლოცვა:
მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და მოგვიტევენ ჩვენ დღეს თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა , არამედ გვიხსენი ჩვენ ბოროტებისაგან . ამინ.
––––გამათავისებინე ღმერთო ეს სიტყვები, კერპები დამატოვებინე დღეს ღმერთო და ფეხი შემადგმევინე ღმერთო შენს გზაზე.
მაფიქრე შენზე – ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს.
პარასკევი. 1 აგვისტო. 2008 წელი.



--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Aug 26 2008, 09:06 PM
Post #52


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



amovisuntqe...
suntqva shekruli vkitxulobdi shen locvas...da gulit vigrzeni!!

vecdebi shemovbrunde da scor gzaze viaro, tumc es araa advili...


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 26 2008, 11:53 PM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(TeO @ Aug 26 2008, 10:06 PM) *
amovisuntqe...
suntqva shekruli vkitxulobdi shen locvas...da gulit vigrzeni!!

vecdebi shemovbrunde da scor gzaze viaro, tumc es araa advili...

მიხარია შენზე თეო.
ღმერთის გზა არ არის ადვილი.
„შედით ვიწრო ჭიშკრით, ვინაიდან ფართოა ჭიშკარი და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალი დადის მით.“(მათ.7:13;ლუკ.13:24)


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
გაგა
post Nov 6 2008, 04:08 PM
Post #54


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 19-December 07
From: .
Member No.: 200

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეჰ.. დარვინ..! დარვინ..! როგორ ცდებოდი, რომ გეგონა, რომ არსებობდნენ ადამიანის მაგვარი მაიმუნები, რა იცოდი რომ სინამდვილეში არსებობენ მხოლოდ მაიმუნის მაგვარი ადამიანები Just_Cuz_01.gif ძალიან გთხოვ დარვინ მეორედ მოსვლისას ნუღარ მიაყენებ მაიმუნს შეურაცყოფას. biggrin.gif არ არსებობენ ადამიანის მაგვარი მაიმუნები არსებობენ მხოლოდ მაიმუნის მაგვარი ადამიანები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Nov 10 2008, 11:21 PM
Post #55


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაგა შენი პოსტიდან ასეთი აზრი გამონათდა (შემისწორე თუ ვცდები wink.gif )

გადაარჩინეთ მაიმუნები ცილისწამებისაგან!

აღუდგეს მაიმუნებს (ადამიანის მიერ) გატეხილი რეპუტაცია!!


hilarioustu8.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Nov 20 2008, 11:45 AM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანი - http://www.foxdesign.ru/aphorism/topic/t_man.html


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Nov 22 2008, 09:26 PM
Post #57


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფორუმი, როგორც ასეთი, უფრო საინტერესოა (დამეთანხმებოდა ალბათ სოკრატეც) ვიდრე მხოლოდ წინგებს მიყოლა. აქ ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემას - ადამიანი:

რა ვიცით ადამინზე? რისი მიმოხილვაა ჩვენი მიზანი ამწუთას: როგორები უნდა ვიყოთ და წარმოგვიდგენია თავი, თუ რაც ხელშესახებად ვიცით და ნათელია ჩვენთვის. ამაზე ხომ ულევად შეიძლება წერა... წერა კი მეზარება, მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს ჩამოვთვლი:
1. ადამიანი არასოდეს არააა თავისუფალი მისივე ხორციელი (ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური) არსებობის გამო: ზრდა, დაბადება, სიბერე, სიკვდილი - ყოველივე ეს მას ემართება და არაა მის მიერ შემქმნილი (=დაწერილი) სასიცოცხლო პროგრამა.
2. ადამიანი უდავოდ უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ცოცხალი არსება დედამიწაზე (მაიმუნი თუ ფოცხვერი ვერ წერს პროგრამებს ჯავასკრიპტზე)
2.1 თუმცა სხვა დანარჩენი არსებების მსგავსად, ისიც ბიოლოგიური სამყაროს ძირითად კანონს ემორჩილება: გენის შენარჩუნება გამრავლების გზით. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეა, ბუნებას მხოლოდ ამისათვის ვჭირდებით. გამრავლების ინსტიქტი (განა სექსი რატომაა ასე მიმზიდველი და სასიამოვნო) ანკესზე წამოგებულ სატყუარა უამრავია ირგვლივ.
3. სამყარო ხაზგასმულად გულგრილია ჩვენი სურვილებისადმი - ყველაფერი მკაცრად ორგანიზებული მიზეზ-შედეგობრიობის არხებში მიედინება, არაფერია ისეთი, რაც ლოგიკურად არ აიხსნება (მხედველობაში არ მაქვს ოპტიმისტური რელიგიები). ადამიანიც ამ კანონებით იმართება.
4. მაგრამ რჩება კიდევ რაღაც... ენერგია, სული.
ამაზე კი მერე ვისაუბროთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Nov 24 2008, 07:38 PM
Post #58


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაც შეეხება სულს: აქ ან მკითხაობა უნდა დავიწყოთ, ან იმათი აზრები გავიზიაროთ / ვაკრიტიკოთ, ჩვენამდე რომ უმკითხავიათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Nov 24 2008, 09:28 PM
Post #59


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
QUOTE(vkh @ 22nd November 2008 - 10:26 PM) *
1. ადამიანი არასოდეს არააა თავისუფალი მისივე ხორციელი (ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური) არსებობის გამო: ზრდა, დაბადება, სიბერე, სიკვდილი - ყოველივე ეს მას ემართება და არაა მის მიერ შემქმნილი (=დაწერილი) სასიცოცხლო პროგრამა.

QUOTE(vkh @ 22nd November 2008 - 10:26 PM) *
3. სამყარო ხაზგასმულად გულგრილია ჩვენი სურვილებისადმი - ყველაფერი მკაცრად ორგანიზებული მიზეზ-შედეგობრიობის არხებში მიედინება, არაფერია ისეთი, რაც ლოგიკურად არ აიხსნება (მხედველობაში არ მაქვს ოპტიმისტური რელიგიები). ადამიანიც ამ კანონებით იმართება.

ძაან მატერიალისტური ხედვაა smile.gif


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Nov 24 2008, 10:25 PM
Post #60


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Alpha
ციტატა(Alpha @ 24th November 2008 - 09:28 PM) *
ძაან მატერიალისტური ხედვაა

კი, მატერიალისტურია (და ყველაფერი მატერიაა არაა? - ხილული და უხილავი მატერიები)

ზოგიერთი ეზოთერიკის აზრით კი, ადამიანი ბუნების მონაა, მას იგი მოქცეული ჰყავს რამდენიმე (ზუსტად არ მახსოვს და ტყუილს არ ვიტყვი) კანონის ჩარჩოებში, და თუკი ადამიანმა არ მოინდომა, ვერც ვერასოდეს დააღწევს თავს ამ ტყვეობას. სწორი აზროვნებით, ვარჯიშებით და ყოველივე ამის შედეგად მიღწეული ცოდნით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ავიდეს უფრო მაღალ საფეხუზე, დაიწყოს საკუთარი ნამდვილი მეს შექმნა...
Go to the top of the page
 
+Quote Post

8 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 07:43 AM