Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ციგნები, ბაჯები, ხელის გულზე მკითხავები

Posted by: Paprika Jan 17 2012, 05:46 AM

რა იცით მათ შესახებ? თუ იცით რამე ან თავს გადაგხდენიათ დაწერეთ.
მე მინდა მოგიყვეთ მე რა გადამხდა.
როცა საქართველოში ვცხოვრობდი ერთხელ, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ ზოოპარკში წასვლა. როცა ნავებზე ვიკატავეთ (პატარები არ ვიყავით, მე 19 წლის ალბათ) და სიცილით და გართობით დავიღალეთ, მივეყარეთ სკამებზე. უცებ ეკამ ბაჯი დაინახა. მოდი დავუძახოთო. დავუძახოთ მეთქი, ჩემს დას ვაღმერთებ და უარი არ მითქვამს მიუხედავად იმისა რომ არ მესიამოვნასავით ანუ ვიცოდი ფული სისულელეში უნდა მიგვეცა მაგრამ არ აღმოჩნდა ასე.
ჩემი და 16 წლის იყო მაშინ. ყავდა საქმრო. იმდენად ახლოს იყვნენ რომ ინტიმური ურთიერთობაც ქონდათ და ფეხმძიმედ იყო, რამდენიმე კვირაში ქორწილი იყო დანიშნული. ბაჯიმ უთხრა, ეს ქორწილი არ შედგება. მერე მუცელზე დაადო ხელი და უთხრა ეს ბავშვი არ დაიბადებაო. ერთ წელში სხვას გაიცნობ გაყვები და იმასთან იქნები ორ შვილს გაუჩენო.
მეორე საღამოს ეკას მუცელი მოეშალა ისე ცუდად იყო ძლივს გადავარჩინეთ. ქორწილიც აღარ შედგა. ზუსტად ერთ წელში აგვისტოში, მე უკვე საზღვარგარეთ ვიყავი როცა ჩემმა დამ დამირეკა გავთხოვდიო , გაყვა ადამიანს რომელთანაც ძალიან ბედნიერია და რამდენიმე დღეში პირველი შვილი შეეძინებათ smile.gif
რაც შემეხება მე: მე მიყურა მიყურა და. როცა უკვე გული გადამიცივდა და რაღაცა ცუდის მოლოდინში თვალებში დამიბნელდა მითხრა, შენ ფულში დაიხრჩობი იმდენი ფული გექნება რამდენიმე წელშიო. ოჯახი? ოჯახი მექნება მეთქი? ჯერ არა, ჯერ ბევრ ფულს იშოვიო და ერთი ქმარი არ გეყოლება რამდენიმე მამაკაცთან იქნებიო. ორი გოგო გეყოლებაო.
ჩემი და და მე დღემდე ვიხსენებთ, ჩემს დას ზუსტად აუხდა, მე ჯერჯერობით წარმატებული ბიზნესი მაქვს და იმედი მაქვს უფრო წინ წავალ მალე. რაც დრო გადის უფრო ყვავის ბიზნესი.
ისე ეკამ, მე კი თავიდანვე ვიცოდი რომ ერთ კაცთან ვერ გაჩერდებოდიო : ))
ესაა ჩემი კომენტარი : ))

Posted by: გოგა Jan 17 2012, 09:47 AM

მოკლედ რაკიღა დაიწეთ მეც მოვყვები ჩემ ამბავს..

ნუ არასდროს არ მჯეროდა მკითხავების და ასე შემდეგ, იმდენად ნიჰილისტურად ვიყავი განწყობილი მათ მიმართ რომ ეს ყველაფერი თუ მე გადამხდებოდა ვერც წარმოვიდგენდი.. მაგრამ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, თავში ათასი აზრი რომ გიქრის და ვნებათა ღელვას ხარ აყოლილი, გართობის მიზნით აცანცარბული ბავშვები ბევრ რამეს ვშვრბოდით, ალბათ როგორც ყველა..
რაღაც სასკოლო დავალება გვქონდა, ოღონდ სკოლის მაშტაებს ცდებოდა და კველვასავით უდნა ჩაგვეტარბინა, ტელევიზიაში მივდიოდით ანუ.. მიწისქვეშათი გადასვლა გვინდოდა და ერთი ბაჯი გაგვეჩითა რაღაცა უნცაურად გვიყურებდა და რეპლიკებს ისროდა, ვისი მისამართიც ეხლაც არ ვიცი.. შემდეგ ყველაფერი სტანდარტულად მოხდა, დვინტერესდით ლაპრაკი შედგა და და და ჩემ მეგობარს უთხრა ის რისი გახმაურებაც ფორუმზე არ შემიძლია მაგრამ ყოველდღე უხდება ის წინასწარმეტყვეელება..
მეც დაუჯერებელი რაღაც მითხრა, სერიოზუალდ ვერასდროს მივუდგებოდი ალბათ, მან მითხრა რომ უამრავი ადამიანისთვის უმკითხავია, მაგრამ განსაკუთრბული შემთხვევა ვიყავი, მითხრა რომ თვითონ მომივლენდა ადამიანს რომელიც ჩემ მომავალში წარმატებული კარიერის დაფინანსებაზე იზრუნებდა.. მისივე ციტატას მოვიშველიებ: "ის მაინც ფულში დაიხრჩობა მალე და სიკეთის გაკეთება მისთვის აბა რა პრობლემაა"-ო.. როგორ დავუკავშირდეთო, როგორ ვიპოვოთქო რომ ვუთხარი მითხრა რამოდენიმე დღის წინ ველაპარაკე მას და ბედისწერა გაპოვნინებთ ერთმანეთს ქსელშიო.. ვერც კი ვხვდები რა შუაში უნდა ყოფილიყო ქსელი, ან რა ქსელი.. ალბათ მთელი ცხოვრება დამტანჯავს ეს ფიქრები თუ მართლაც არ გამოჩდნა ის პიროვნება..


Posted by: td......... Jan 18 2012, 08:40 PM

გოგა
რო გამოჩნდება შეგვატყპობინეsmile.gif
მე ერთხელ გამეჩია ორსული ბოშA გოგო და მწვდა თმაში, ამომაგლიჯა ერთი ღერი და დაიწყო ყვირილი, ეხლა ფულლი მოიტა და გიმკითხავებ, თუ არადა ცუდადაა შენი საქმე , სენი თმის ღეი მაქვსო. ისე შევაშინე, მგონი ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ რა ვქნაძალიან გამაბრაზა!:D:D
ერთს კიდე მე გიმკითხავებ თქო და შეეშინად და გაიქცა, რაღაც ძალიან შავი ცხელები ჰქონდა, ალბათ არ იბანდა საერთოდ, "მარტოობის ასი წლის" გმირს გავდა..biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: LAIRA Jan 18 2012, 08:50 PM

td.........

QUOTE(td......... @ 18th January 2012 - 08:40 PM) *
მწვდა თმაში, ამომაგლიჯა ერთი ღერი

laugh.gif

Posted by: natuka Jan 18 2012, 09:00 PM

td.........
smile.gif ციგანი ბავშვები გამახსნდა. ფული მომე თორემ შემოგაფურთხებო smile.gif

Posted by: td......... Jan 18 2012, 10:30 PM

არადა მიყვარს ციგნები..:biggrin.gif

ხო ზოგიერთი მაგარი გიპნოტიზიორია, რამოდენიმე შემთხვევა ვიცი, ერთი ჩემს დეიდაშვილს შეემთხვა, ერთი თანამსრომელს და ერთი მეგობარს. დააგიპნოზეს, მათ თავიი ნებიტ მიცეს ფული, სამკაულები, ამბობდნენ(სამივე) თითქოს გვეძინაო. ერთი აზზე იყო, მაგრამ გაშესEბულივით ვიყავიო, ყვირილი მინდოდა და ხმა არ ამომდიოდაო.. მოკლედ ჩაახუტეს თავისი ხელით მთელი ავლადიდება და ციგნებმა კი გაქუსლეს..დეიდაშვილი მაინც არ მოეშვა და შემოარტყეს ალყა, და საშინელ უწმაწურობებს უყვიროდნენ ისე რომ ეს გაიქცა თვითოონ, ფსიქოლოგიურად გამანადგურესო!:D:D

Posted by: supresor Jan 19 2012, 12:07 AM

არ შეიძლება ...მჩხიბავები არ მიყვარს ისე დღეს მე და ჩემ ძმაკაცს შეგვხვდა ერთი ბაჯი მარჟანიშვილზე და სიგარეტი თXოვა ჩემ ძმაკაცს და რომ მისცა ესე უთხრა შენ მალე საზღვაგარეთ წახვალო...............................ისე მართლა აპირებს მაგარმ ვნახოთ ............................................მე კი მწამს რომ ჩვენი ბედისწერა წინასწარ არ არის დაწერილი და მას ჩვენ ვქმნით ფურცელ ფურცელ ჩვენი ცხოვრებით ..არა მგონია ,მკვლელის ბედეისწერა მკვლელობა ყოფილიყო და ღმერთს ის მიენიჭებინაsmile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))) და თუ ბედი წინასწარ განსაზღვრავს ჩვენ ცხოვრებას ...წინასწარ უნდა იყოს გადაწყვეტილი მაშინ ვინ მოხვდება ჯოჯოხეთში და ვინ სამოთხეში.................................

Posted by: td......... Jan 19 2012, 12:20 PM

supresor
წინასწარ განსაზღვრულია გარკვეული ასპექტები, ისიც ჩვენივე არცევანის გამო, მაგრამ ფურცელ-ფუცელ, როგორც თქვი შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა.. ყველა თავის ბედის მწედელიაო ხოა ნათქვამი ად ასეც არის.. შეუძლებელი არაფერია,მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რას აირჩევ, რას აიღებ და საით წახვალ..

Posted by: გოგა Jan 19 2012, 02:51 PM

td.........

QUOTE(td......... @ 18th January 2012 - 09:40 PM) *
რო გამოჩნდება შეგვატყპობინე

ვერ მიხვდით გონი ჩემი პოსტის ჩანაფიქრს sad.gif biggrin.gif გადაიკითხეთ პირველი პოსტი და მერე ჩემი და მიხვდებით უკეთ biggrin.gif

Posted by: td......... Jan 19 2012, 02:58 PM

გოგა
biggrin.gifbiggrin.gif კი მივხვდით, ამგარმ, კონკრეტულად რომ გამოჩნდება შეგვატყობინე თქო.. smile.gif იმედია არ დაგვივიწყებ მაშინ ტქო..smile.gif

Posted by: bako Jan 19 2012, 03:57 PM

მე რაგაც ამ მკითხაობის არ მჯერა ერთი ციგანი იჯდა და ყვიროდა მკითხაობა კარტზე ერთი ლარიო მართალია ერთი ლარი მისაცემად არ დამეზარებოდა მაგრამ პროსტა არ მჯერა ეგეთების შეიძლება ზოგიერთი ნამდვილად მკითხავია მაგრამ ყველა მკითხავი არამგონია რო იყოს smile.gif ისე ვცადო?

Posted by: გოგა Jan 19 2012, 05:38 PM

td.........
biggrin.gif

იუზერ პაპრიკას ბიზნესის ალღოსთან ერთად მიხვედრილობის უნარიც თუ აქვს წესით მალე უნდა გამომიჩნდეს სპონსორი sad.gif

Posted by: td......... Jan 19 2012, 08:13 PM

გოგა
გულით გგულშემატკივრობ! biggrin.gifbiggrin.gif


ჩემ აბვშვობაში ბოსები დადიოდნენ, პატარა თუთიყუშები ყავდათ მტევანზე ჩAმოსკუპებული და შეკრული ქაღალდის , პატარა გრაგნილები ეჭირათ, ბორია გადაი-ბორია გადაი იზახოდნენ, გარკვეულ აფასურად ბორია-თუთიყუში ამოაძვრენდა პატარა გრაგნილს და მოგაწვდიდა, იქ კი შენი ბედი ეწერა, რა გელოდამომავალში, 1-2 წინადადება.. მაგრად ვერთობოდით ხოლმე, მუშთაიდის ბაღში იყვნენ მუდმივად ციგნები..smile.gif

Posted by: Barmalei Jan 19 2012, 10:44 PM

QUOTE(td......... @ Jan 19 2012, 08:13 PM) *
, ბორია გადაი-ბორია გადაი

დღემდე ყველა ბორიას მოფერებით ბორია-გადაის ვეძახი smile.gif

Posted by: Paprika Jan 21 2012, 09:23 AM

QUOTE(გოგა @ Jan 19 2012, 05:38 PM) *
td.........
biggrin.gif

იუზერ პაპრიკას ბიზნესის ალღოსთან ერთად მიხვედრილობის უნარიც თუ აქვს წესით მალე უნდა გამომიჩნდეს სპონსორი sad.gif



ჰაჰ : ))

Posted by: fukoshima Feb 28 2012, 02:11 PM

აუფფ.. ერთი სადმე გადამეყარონ და მაგათ ვანახებ მე ჰიპნოზსს... სუ ერიქსონის ჰიპნოზში გადავაგდებ!!!

QUOTE
არადა მიყვარს ციგნები..:

ხო ზოგიერთი მაგარი გიპნოტიზიორია, რამოდენიმე შემთხვევა ვიცი, ერთი ჩემს დეიდაშვილს შეემთხვა, ერთი თანამსრომელს და ერთი მეგობარს. დააგიპნოზეს, მათ თავიი ნებიტ მიცეს ფული, სამკაულები, ამბობდნენ(სამივე) თითქოს გვეძინაო. ერთი აზზე იყო, მაგრამ გაშესEბულივით ვიყავიო, ყვირილი მინდოდა და ხმა არ ამომდიოდაო.. მოკლედ ჩაახუტეს თავისი ხელით მთელი ავლადიდება და ციგნებმა კი გაქუსლეს..დეიდაშვილი მაინც არ მოეშვა და შემოარტყეს ალყა, და საშინელ უწმაწურობებს უყვიროდნენ ისე რომ ეს გაიქცა თვითოონ, ფსიქოლოგიურად გამანადგურესო!

თუ ესე გააგრძელეთ, თქვენ უცბად აღმოაჩენთ ბევრ სხვა უცნაურ უნარს ციგანში....თუ რა თქმა უნდა მანამდე კისერზე არ დაგისვეს ბრიტვა!

ისე არსებობენ ადამიანები რომელთაც ხიბლავთ"უაუ" ეფექტი....ციგნებიც ამას გვასწავლიან როგორ თქვათ "უაუ" ისე, რომ თვალები დაგეჭყიტოს და სუნთქვა შეგეკვრას....lol.gif lol.gif lol.gif მართლა, ერთ ჩემ ციგანთმოყვარე ახლობელს პირველ "უაუ" - ზე ისე შეეკვრა სუნთქვა, რომ დღემდე თვალები აქვს დაჭყეტილი და "ციგანოფორინით" მკურნალობს! Just_Cuz_01.gifმეტის ღირსია! ციგანმა როგორ უნდა დაგაბოლოს ამის დედა ვატირე!

Posted by: anouk Apr 29 2012, 05:27 PM

მაგ დამპლებმა მართლა იცინა ხომ იციტ, ესმიტ საგანი და რა გინდა ქნა.
ერთხლე ერტი გამომეკიდა, ყურადღება არ მივაქციე, გავაგრზელე გზა მარა წინ გადამიხტა და ისეტი რაღაც მიტხრა ტირილი მოვრტე შუა ქუჩაში, მერე იმისა არ იყოს მწვდა და ტმა ამომაზრო და დამემუქრა კიდევ მომე ფულიო და ეგეტები, რომ იტყვიან საფულედან ზალატი ამომიღო სულ 5 ლარი მქონდა , არ მაქვს ტავი დამანებე მეტქი და გადამეკიდა სახლში გამოგყვები და იქ მომეციო და იქ შეგილოცავ ფულზეო, სულ გადამრია, უკან მოუხედავც მოვკურცხლე biggrin.gif
მარა ის ერტი რაც მიტხრა ბღავილი რომ მოვრტე.... ვარიანტი არაა რომ ეს ისე ეთქვა ისეტი რამე ტქვა. მარა მაგატი არეფრი მინდა ისეტი ნაგლები არიან.

Posted by: Mieze Katz Apr 29 2012, 06:10 PM

anouk
რა გითხრა ეგეთი ? biggrin.gif

Posted by: vikavika1 Jun 26 2012, 09:22 PM

გამარჯობათ, ძალიან ვარ შეშინებული და იქნებ მიპასუხოთ თუ ვინმე ერკვევით ამ საკითხში. ბოშამ მომაწყვიტა ერთი ღერი თმა. ხოდა რაში ჭირდებოდა , ვითომ აუცილებლად რამეს გამიკეთებდა? ძალიან გთხოვთ ვინც იცით მიპასუხეთ ძალიან ვნერვიულობ

Posted by: mamu_ka Jun 26 2012, 10:15 PM

vikavika1
თუ რამის გაკეთებას აპირებს შენი ნერვიულობა უფრო ძალას შემატებს,შეიძლება არც არაფერი არ გაგიკეთოს და მხოლოდ იმიტომ მოხდეს რამე ასე რომ ელოდები რაღაცას,ასე რომ დამშვიდდი და ცუდზე არ იფიქრო,შენი რწმენა და სიყვარული ყველაფრისგან დაგიცავს smile.gif

Posted by: vikavika1 Jun 26 2012, 10:45 PM

mamu_ka
უბრალოდ ძალიან შემეშინდა და თან არც კი ვიცი იმის შესახებ როგორ უნდა გავიგო მართლა რამე ხომ არ გამიკეთაsad.gif თქვენ ხომ არ იცით ამის გარკვევა არის თუ არა შესაძლებელი?
ყურადღებისათვის დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: mamu_ka Jun 26 2012, 10:54 PM

vikavika1
თუ რამე გაგიკეთა არ მგონია შენ მიხვდე მაგას,სხვა უფრო მიხვდება როცა იმის კეთებას დაიწყებ რაც არ გჩვევია,არ გინდა მაგაზე ფიქრი,ძნელია არ იფიქრო მაგრამ თავს ძალა უნდა დაატანო,ხო გითხარი შეიძლება შენმა ამ ფიქრებმა იმოქმედოს ცუდად და შენ კი გეგონოს რომ ვიღაცამ რაღაც გაგიკეთა,სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო

Posted by: vikavika1 Jun 26 2012, 10:56 PM

mamu_ka

გასაგებია... კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისათვის.

Posted by: mamu_ka Jun 26 2012, 10:57 PM

vikavika1
smile.gif

Posted by: Qocho Jun 26 2012, 11:04 PM

vikavika1

საშიში არაფერია smile.gif

მაგათი ტაქტიკაა ეს, რომ დააშინონ, მერე გაეკიდო და მისი მომსახურება მიიღო და ფული გადაუხადო smile.gif
გირჩევ დადებითად განეწყო. მაგია/ჯადო არსებობს, მათგან ყველაზე უარესია როცა ფიქრობ რომ ვიღაცამ რაღაც გაგიკეთა, ასერომ ეს აზრი მოიშორე და ყველაფერი კარგად იქნება. კი, ნამდვილად ფლობენ გარკვეულ ძალას, მაგრამ თუ შინაგანად დადებითად იქნები განწყობილი, თუ სიყვარულს გაუშვებ ირგვლივ, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგაკლებს smile.gif

......

თუ ხელი დაჭრილი არ არის, მას საწამლავის ტარება შეუძლია; საწამლავი ვერაფერს დაუშავებს ჭრილობის არმქონეს. ვინც ბოროტებას არ ჩადის, ბოროტების მსხვერპლი არ გახდება.

დჰამაპადა

Posted by: td......... Jun 27 2012, 12:06 AM

vikavika1
ციგნებს ჩვეულებრივი ბიზნესი აქვთ, ვიასც რთი შეუძლია იმიტ შოულობს ფულს, ხოდა, ადამიანის ფსიქოლოგიურად დაყოლიება რომ მოხდეს არსებობს რამოდენიმე ხერხი... ფიზიკური კონტაქტი ხშირად ნების შესუსტებას იწვევს და აიძულებს ადამიანს დაყვეს სხვის ნებას.. ხელით შეხება, თის ამოგლეჯვა , ხელი სკვრა, და ამდაგვარი ქმედებები ბევრ ადამიანის ნებას უქვემდებარებს კონტაქტორს. ამის შემდეგ ადამიანი გაუცნობიერებლად გასცემს ფულს, ინფორმაციას და ასე შემდეგ.. შენი თმი სღერი არაფერში არ გამოუყენებიათ დამერწმუნე, უბრალოდ სურდათ შენი დაყოლიება ამგვარი დაშინებისა და ფსიქოლოგიური პრესინგის მეშვეობით. ზემოთ დაწერილი მაქვს პოსტი, ანალოგიურ შემთხვევასთან დაკავშირებით..smile.gif))) სახალისო იყო...smile.gif))

Posted by: givi Jun 27 2012, 10:55 AM

ციგნები უმეტეს შემთხვევაში მიმართავენ, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებით (NLP) ზომბირებას, და ხშირ შემთხვევაში წარმატებუთაც ახერხებენ
იმის მიღწევას, რაც სურთ.

Posted by: vikavika1 Jun 27 2012, 07:43 PM

td.........
Qocho


დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეხლა თქვენმა პოსტებმა ცოტა დამაწყნარეს.....ესე იგი ფიქრობთ რომ ნაკლებ სავარაუდოა რამე ,,ჯადო'' გაეკეთებინათ ხომ? კიდევ ერთხელ მადლობა

Posted by: td......... Jun 27 2012, 07:45 PM

vikavika1
ნაკლებადსავარაუდო კი არა , სრულიად დარწმუნებული გეუბნები რომ არანაირი ჯადო არ გაუკეთებიათ.smile.gif)) მშვიდად იყავი..

Posted by: Barmalei Jun 28 2012, 01:16 AM

ბორია გადაი , ბორია გადაი , ეხლა გამახსენდა .

Posted by: narilla Jun 28 2012, 01:59 AM

მე შემემთხვა ამას წინათ ერთი ასეთი ამბავი: ტრანსპორტში ამოვიდნენ ციგანი ბავშვების ჯგუფი. როგორც ყოველთვის, ხმაურით აიკლეს მგზავრები და ქაოსი შემოიტანეს. მე არასოდეს ვყოფილვარ ციგნების მიმართ უარყოფითად განწყობილი, არც აგრესიას იწვევენ ჩემში, ალბათ ჩემი კეთილგანწყობა მათ მიმართ საგრძნობიც კია... მოკლედ, ერთი ციგნის ბავშვი წამოდგა, ჯერ ადგილი დამითმო და შემდეგ ხატი მაჩუქა ( წმინდა ანას ხატი), მერეღა შევამჩნიე, რო ხელში ხატები ეჭირა, მე ვუთხარი ხურდები არ მაქვს-მეთქი და იმან არა, არაო, გაჩუქე ხატიო. ამის მერე უფრო შემიყვარდა ეს "ფორიაქი" ხალხი wub.gif



P.S. wink.gif წინა ცხოვრებაში ციგანი უნდა ვყოფილიყავი secret.gif ... . ... . ... . .. . ... .... . .. . ... . .. . .. . ...

Posted by: vikavika1 Jun 28 2012, 11:00 PM

td.........

კიდევ ერთხელ მადლობა. ვერც კი წარმოიდგენთ თქვენმა პოსტმა როგორ დამამშვიდა...

Posted by: narilla Jun 29 2012, 11:13 PM

QUOTE
არაა გამორიცხული, რომ ახლაც ციგანი ხარ!


გეთანხმები! შეიძლება იმდენად დიდია წინა ცხოვრების გავლენა, რო ჯერ ვერ გავთავისუფლდი ამისგან.

Posted by: Barmalei Jun 30 2012, 01:27 AM

უნგრეთში რამდენი ციგნები იყვნენ და სულ მოვლილები , ჩვენთან სულ ბინძურები და სუნიანები არიან.

Posted by: narilla Jul 1 2012, 12:10 PM

ესპანეთში მცხოვრები ციგანი ვიყავი მე, დასახლებას ნარილა ერქვა biggrin.gif უფრო სწორად ეხლაც ჰქვია... wink.gif


как странно построен человек... bf_nonew.gif .... . .. .. .. . . ... ... . .. .. ... .. . . ....

Posted by: katerina kate Jun 18 2015, 12:46 AM

თმაში მეც მწვდა ციგანი... 2 ლარის სანაცვლოდ )))) პლეხანოვზე, მაგრამ ბოლოს მითხრა, კარგი, ცუდი არაფერი დაგემართება, უბრალოდ როცა ილოცებ, მეც მომიხსენიეო, ლოცვისას ხანდისხან გამხსენებია...
მოკლედ, მკითხავების ამბები ბევრი მაქვს, სტუდენტობისას დავდიოდით გოგოები, ასე, 2000 რომ დაიწყო, დავდიოდით როგორ, რამდენჯერმე ვიყვავით... საქმე იმაში იყო, მაშინ (მე სკოლა 98-ში დავამთავრე) და ადრე გათხოვება კაი პრასვეტი იყო ))) მართლა, ასე "ერთობოდა" ის უ-სოც-ქსელო თაობა... სექსი გათხოვებას ნიშნავდა ))) ხოდა ამ რამდენიმე მკითხავიდან გამოსულ ჩემ დაქალებს ყველაფერი უხდებოდათ, მე - არა!!! უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ ჯადო გაქვს გაკეთებული და დარღვეული გაქვს ის ველი,ს ადაც მომავლის ინფორმაცია ინახებაო... ერთადერთხელ მივედი ქალთან, რომელსაც მითხრა, რომ 33-34 წლამდე ბედი არ გექნებაო )))))))))))) ახლაც მახსოვს, რა მეგონა მაშინ ეს 34 წელი, რომ ჩამოვედით, სადარბაზოსთან იმდენი ვიცინეთ, ისეთი სასაცილო იყო 34 წლის ასაკში გათხოვებაზე ფიქრი, ამიხდა, ვერ გავთხოვდი 34 წლამდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ბევრი რამე მითხრა, იჯდა და ყვებოდა, როგორ წავიდოდი საზღვარგარეთ რაღაც გარკვეული წლებით საცხოვრებლად, როგორ გახდებოდა ჩემი ოჯახის წევრი ძალიან პოპულარული და წარმატებული (ის ახლა მღერის და საქართველოში ვერ ნახავთ ადამიანს, რომ არ იცნობდეს მას) ბევრი რამე მითხრა, შვილების სქესიც კი, მაგრამ ამ 33-34-მა ისე მომცელა და ისე დააკნინა მისი "პროფესიონალიზმი" ჩემს თვალში, რომ ცოტა აგდებულად დავუწყე მოსმენა...მოკლედ, მართლა წავედი ბრიტანეთში ) ესეც ახდა.
ბარემ უფრო კონკრეტულად ვიტყვი ახლა ციგნებზე და მათ გიპნოზზე.
ვმუშაობდით მე და ჩემი დაქალი ერთ კოფი-შოპში,ლონდონში, მოკლედ, პატარა კაფეშკა იყო, უბანიც ისეთი იყო, ციგნების ნასახი არ დადიოდა, ხოდა ერთ დღეს ჩემოვიდნენ ტურისტები, ასე 20 სული, ბებია-შვილიშვილები, პორტუგალიურად ლაპარაკობნენ, ზუსტად საიდან იყვნენ არ ვიცი, 8 ქვეყანაშია მგონი ეგ სახელმწიფო ენა. მოკლედ, დასხდნენ, შეუკვეთეს ტონა საჭმელი... შეაერთეს მაგიდები და საფულე და ტელეფონი ყველამ მაგიდაზე გვერდით მოიდო. ბევრი ხალხი იყო და უცებ მაინც შევამჩნიეთ ციგნების მთელი დიდ-ოჯახობა. ფერადები, არ იღიმოდნენ, სერიოზული სახეებით, ცოტა ბინძური ბავშვებით ტრადიციულად, მიუახლოვდნენ სათითაოდ ყველას, თვალებში ყურებით აიღეს თუ საფულე და თუ აიფონები, მოკლედ მიაქვთ და მიდიან... ჩემი დაქალი გაეიკდა, ეუბნება ამათ, რატომ ატანთ, საფულეები მიაქვთო, ეს ტურისტები საჭმელს ელოდებიან და იღიმიან. მე საქმე მაქვს, არ მცალია, ცალი თვალი და ყური იქით მაქვს, დაეწია ქეთი ამათ, მივარდა ერთს, ვისაც მიაბარეს "ტავარი" ( კაბის კალთაში ჩაუყარეს ყველაფერი ) უჭირავს ამ ქეთის ეს ბელადი ქალი და არ უშვებს. დაუწყო ახლა ამ ჩემს დაქალს ამ ციგანმა თვალებში ყურება, აგიპნოზებს ამასაც რაა )))) ქეთი ეუბნება, რომ შენზე მაგარი ვარ და ვერ გამიკეთებ გიპნოზს, იქით დაგიწყევლი ოჯახსო... შეეშინდა, არ გინდაო, ხვეწნა დაუწყო ამ ციგანმა მოკლედ, მოხვდა მაგრად გულზე... მოკლედ მოიწია, სხვე დაყარა ყველაფერი და წავიდა... მოუტანა ახლა ამ ქეთიმ ყველას თავისი ტელეფონები და რამდენიმე საფულე და სხედან და დებილებივით იღიმიან... დარჩნენ მგონი ზემოქმედების ქვეშ.... თან ძააან ტუპოი ხალხი იყო რააა, მოკლედ, სანამ თითები არ უტკაცუნა ყველას, ვერ მოვიდნენ გონზე... ერთმა მგონი თვითონ მიაწოდა იმ ბაჯის ტელეფონი... ამბობდნენ, საერთოდ არ გვახსოვს, ვინმე თუ მოგვიახლოვდაო... რამდენიმე დღეში ლონდონის გაზეთში გამოქვეყნდა რამდენიმე ადამიანის ფოტო, როგორ გადაკვეთეს სულ სხვისი მოპარული პასპორტებით საზღვარი რამდენიმე ქვეყანაში, ოღონდ ქალები გაატარეს კაცების ულვაშებიანი ფოტოებით biggrin.gif კაცები ვიღაც ქერა ქალების პასპორტებით გავიდნენ. სტაფი ამბობდა, ჩანაწერებს რომ უყურეს, რომ ვერ დაგვავიწყდებოდა ასეთი ჩაცმული ადამიანებიო, მოკლედ ერთი ქალი იყო ის, აშკარად, დედა-ბოძი, ჩვენ რომ ვნახეთ... მაგათმა ბევრი რამე იციან... ვაიმე, რამდენი დამიწერია...

Posted by: mata Jun 18 2015, 01:02 AM

katerina kate საინტერესოა და სახალისო ))

თვითწყევლა რას ნიშნავს.... რა ფენომენია...
ერთხელ სიზმარში ვნახე ვიდექი და თავს ვიწყევლიდი
მე არ მეღირსოს ბედნიერება და არ გავიხარო მე ...
წყეულიმც ვიყო.... ვიძახდი და თვალები სულ გაწითლებული მქონდა

ვინმემ ხოარიცით თვითწყევლა რას ნიშნავს

Posted by: tty_ Jun 18 2015, 01:47 AM

mata
თვითწყევლა წყევლის შედეგია.

Posted by: mata Jun 18 2015, 02:08 AM

tty_

არასოდეს არავინ დამიწყევლია ცხოვრებაში და რანაირად


ვყოფილვარ ძაან ცუდად, ზიზღი... აუტანლობა რაც გინდა მარა მაგ დროს ვითხოვ მარტო დამტოვონ
და ჩემით მოვდივარ ისევ ხასიეთზე... ვერავინ ვერ მშველის როცა გაბრაზებული ვარ... ვერავისი დამშვიდება... უარესად ვხდები

და როცა თავს არ მანებებენ... ვჩუმდები და უბრალოდ ვჩუმდები... იქამდე სანამ არ შემეშვებიან...


თუ შენ რამე სხვა იგულისმე...და მე ვერ გავიგე... იქნებ ამიხსნა...
ძალიან დამამახსოვდა ის სიზმარი...

Posted by: mata Jun 18 2015, 02:15 AM

ეხლა არ მითხრა იმდღეს დისნეი ხო დაწყევლეო....
ეგ სიზმარი მანამდე ვნახე
და მაგ სიზმრამდე.... ხუმრობითაც კი არასოდეს დამიწყევლია ვინმე...


Posted by: ichi Jun 18 2015, 02:00 PM

QUOTE(katerina kate @ 18th June 2015 - 01:46 AM) *
ოკლედ, მკითხავების ამბები ბევრი მაქვს, სტუდენტობისას დავდიოდით გოგოები

ამას ვერ ვხვდები საერთოდ რატომ აკეთებენ.
რომც მითხრას 5 წლის შემდეგ რა იქნება რათ მინდა? ისედაც გავივლი მაგ გზას და პირიქით არ მინდა ვიცოდე. ფილმის საყურებლად რომ ჯდები და ვიღაცა დასასრულს გეუბნება რა აზრი აქვს იმ ფილმს?

Posted by: 1010110100 Jun 19 2015, 01:18 AM

ციტატა(ichi @ Jun 18 2015, 02:00 PM) *
ამას ვერ ვხვდები საერთოდ რატომ აკეთებენ.
რომც მითხრას 5 წლის შემდეგ რა იქნება რათ მინდა? ისედაც გავივლი მაგ გზას და პირიქით არ მინდა ვიცოდე. ფილმის საყურებლად რომ ჯდები და ვიღაცა დასასრულს გეუბნება რა აზრი აქვს იმ ფილმს?


ამაზე გამახსენდა :დ კინოთეატრის წინ მოხუცი მზესუმზირას ყიდის ჰოდა ბიჭები ჩაივლიან და ესმოხუცი ეტყვის იყიდეთ მსეზუმზირა გაერთობით კინოს ყურებისდროსო და ბიჭებმა არა პოპკორნს ვიყიდით შიგნითო, ამ მოხუცმა კიდე 1-2 ჯერ გაუმეორა არგინდათ პოპკორნი მზესუმზირა ჯობია იყიდეთო მაგრამ ბიჩები უარზე იყვნენ და ბოლოს მოხუცი გაბრაზდა და მიაძახა ტაქსისტია მკვლელიო :დ :დ ესეთი სიტვაციაა როცა შენ მომავალს იგებ მერე ყველაფერი აზრსკარგავს

Posted by: katerina kate Jun 19 2015, 03:56 AM

QUOTE(mata @ Jun 18 2015, 01:02 AM) *
katerina kate საინტერესოა და სახალისო ))

თვითწყევლა რას ნიშნავს.... რა ფენომენია...
ერთხელ სიზმარში ვნახე ვიდექი და თავს ვიწყევლიდი
მე არ მეღირსოს ბედნიერება და არ გავიხარო მე ...
წყეულიმც ვიყო.... ვიძახდი და თვალები სულ გაწითლებული მქონდა

ვინმემ ხოარიცით თვითწყევლა რას ნიშნავს

მოკლედ, რუსულ საიტებზე ვნახე... საერთოდ ჩემთან ასეა, არასოდეს დავინტერესებულვარ, სხვა როგორ ხსნის სიზმარს. მე წყლის ნიშანი ვარ, სულ წყალი ვარ და ჩემით ვხვდები, რატომ ვნახე რაღაც... რაც შეგრძნებითაც ვიღვოძებ ან რომ გამახსენდება სიზმარი, პირველი 1 წუთი რასაც ვგრძნობ, ისეც მიხდება... ახლა რას წერენ დიდი რუსები: წყევლა სიზმარში რაღაც ცოდვებზე მიუთითებსო, ეს მაშინ, თუ სხვას წყევლი. ანუ ვერ პატიობს შენი ქვეცნობიერი რაღაცას... მაგრამ თუ საკუთარ თავს იწყევლი, ეზოთერულად ასე იხსნება: შენს ქვეცნიობიერს ახსოვს რაღაც, რაც შენს ცნობიერთან ვერ მოუშვი, ანუ თავის დროზე საკუთარი ცუდი "გააპრავე" და იოლად მიუტევე შენ თავს. ხოდა ახლა უნდა ქექო კარგად, რა არ მოგეწონა შენი, სად გრძნობ უხერხუობას, როცა ფირქობ განმარტოებული. ეგ იმალება იქ, სადაც თავიდან არ გინდა ქექო... ანუ მაგრად გაქვს მიჩქმალული... სადაც დისკომფორტს იგრძნობ, იქაა და მიყევი... დამიჯერე, ამოისუნქთებ, როგორც კი შეთანხმდებით შენ და შენი ყველა შრე, რომ შეგეშალა და დამნაშავე ხარ... როგორ გამოასწორებ და მოინანიებ, მაგ ხერხსაც გული გიკარნახებს ასე, აშენდა ქვეყანა )))

Posted by: mata Jun 19 2015, 01:50 PM

katerina kate

საკუთარი თავის გაპრავება" იცოცხლე... რამდენიც გინდა...
მადლობ
ძაან საინტერესო ახსნა იყო

Posted by: katerina kate Jun 19 2015, 04:33 PM

[quote name='mata' date='Jun 19 2015, 01:50 PM' post='111169']
katerina kate

საკუთარი თავის გაპრავება" იცოცხლე... რამდენიც გინდა...
მადლობ
ძაან საინტერესო ახსნა იყო


რისი მადლობა :* საკუთარის თავის გაპრავებამ ბევრი კარმული ვალის გასტუმრებაში შეიძლება შეგიშალოს ხელი wink.gif მოკლედ, ეცადე (მაპატიე, რომ გარიგებ რაა) რომ არასოდეს გაამტყუნო სხვა, რაშიც შენი დანაშაული უფრო მეტია... ახლა "გააპრავებ" და აუცილებლად მოგეკითხება კარმულ წლებში <3

Posted by: mata Jun 19 2015, 07:26 PM

katerina kate

იმასთან, რასთან ბრძოლაც არ შემიძლია და რისი შეცვლაც არ შემიძლია..... გინდა კარმით დამაშინე და გინდა ბუებით... ვერ შევცვლი ჩემ თავს

განაიმიტორო არ მინდა, ან არ მჯერა შენი....
უბრალოდ არ ძალმიძს!

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)