IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფსიქიკური დაავადებები, ეზოთერულად და არა მარტო
daliela
post Jan 20 2012, 12:52 AM
Post #21


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 119
Joined: 11-October 10
Member No.: 6,289

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი ბიბლიური სცენები აქვს ჰალუცინაციებით და ბევრი ხმა მესმისო. ამასწინათ მითხრა რომ საკუთარი პატარაობა დასდევს და რჩევებს აძლევს და ელაპარაკება
პირველი შეტევა რომ მოუვიდა ეგონა იესო ქრისტეს აკრავდა ჯვარზე ...
მერე მთელი ღამე დარწმუნებული იყო რომ ვიღაც კლავდა და ბოლო წამებს ითვლიდა. დილას მე მივდიოდი უკვე ასათიანში.
ჩემი აზრით ჩაკეტილი წრეა და ამ წრიდან გასვლა არ უნდა არაფრით. გონება გათიშული აქვს მარტო ფსიქიკით და შეგრძნებებით არსებობს. დანარჩენს უკვე მექანიკურად აკეთებს.



--------------------
God is God
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Feb 3 2012, 09:19 PM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შიზოფრენიაზე ვკითხულობდი რაღაცეებს და წავაწყდი ამ საიტს:
http://www.schiza.org/index.php
გადავხედე, წავიკითხე და ძაან დამაინტერესა, რადგან აქ არიან ადამიანები, რომლებსაც დაუსვეს შიზოფრენიის დიაგნოზი. ისინი უზიარებენ ერთმანეთს დაავადების სიმპტომატიკას, ყვებიან თავისი ჰალუცინაციების შესახებ:
http://www.schiza.org/viewtopic.php?f=113&...32&start=10
ეს საიტი იმით არის კარგი, რომ ადამიანები ცდილობენ სხვა კუთხით შეხედონ თავის "დაავადებას". გაერკვნენ, გამოიკვლიონ რასთან აქვთ სინამდვილეში საქმე.

ეს წაიკითხეთ:
Я вижу « сущностей» и слышу «голоса». Что это такое? Врачи говорят, что у меня шизофрения.

ОТВЕТ: - Способность видеть то, что недоступно глазами, называется ясновидением, а способность слышать разнообразные голоса – яснослышанием.
Большое количество людей стремится овладеть этими способностями, прилагают к этому огромные усилия, тратят много времени и денег, а у кого-то эти способности появляются сами по себе. И это очень часто пугает людей. Они не готовы к использованию новой информации, у них нет знаний, как использовать свои способности. Постепенно у этих людей появляется страх, ведь больше всего пугает непознанное. В страхе они начинают резонировать с темными сущностями, и вот здесь уже их способности превращаются в проклятие, и врачи ставят диагноз – шизофрения, укладывают в психушку, и кормят таблетками, делают электрошоки. А нужно всего навсего научить этих очень способных людей использовать свои способности на пользу себе и другим людям. Самостоятельно этим лучше не заниматься, да и официальная медицина здесь мало чем может помочь, потому, что отрицается сам факт наличия ясновидения и яснослышания, а называют это лишь галлюцинациями.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Feb 12 2012, 09:31 PM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოლდ ნახე აბა მგონი საინტერესოა
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ru...02-2012%2021:05


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 11 2012, 04:04 PM
Post #24


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამოგონილი მეგობარი- მოვლენა როდესაც პატარები, ხანდახან მოზარდები და იშვიათად ზრდასრული ადამიანები თავიანთ წარმოსახვაში ქმნიან გამოგონილ პერსონაჟს, რომელთაც ხშირად ხასიათი და ქცევის წესებიც კი აქვთ.

ხდება ის რომ ხანდახან ბავშვი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მის გამოგონილ მეგობარს შეუძლია საუბარი და არაფრით არ არის გამორჩეული სხვა ადამიანებისგან. თუმცა კვლევებით დამტკიცდა ბავშვები ხვდებიან რომ მათი მეგობრები გამოგონილია და არ არსებობენ.

ზოგი ფსიქოლოგის მოსაზრებით, გამოგონილი მეგობრით ბავშვი მანიპულირებს და ახორციელებს იმ სურვილებს რომლის გამოც ჩვეულებრივ გაკიცხული და დასჯილი იქნებოდა, ხშირად თავის საქციელს და დანაშაულს გამოგონილ მეგობარს აბრალებს ხოლმე.

ფსიქოლოგები ასევე ფიქრობენ, რომ ბავშვები თავის გამოგონილ მეგობრებს ანიჭებენ ისეთ თვისებებს და ხასიათს, როგორიც თავად არ გააჩნიათ და ასე ქმნიან თავიანთ წარმოსახვაში საკუთარი თავის იდეალს.

არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვები ივიწყებენ საკუთარ გამოგონილ მეგობრებს როგორც კი სკოლაში შედიან და ნამდვილ მეგობრებს იძენენ, თუმცა ეს არ არის მართალი, ბევრი მათგანი უბრალოდ აღარ საუბრობს, მაგრამ მაინც გააჩნია იგივე ფიქრები.



http://www.imdb.com/title/tt0419326/
Go to the top of the page
 
+Quote Post
kindatma
post Apr 11 2012, 04:07 PM
Post #25


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 752
Joined: 25-March 12
From: თბილისი
Member No.: 6,765

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Jan 9 2012, 08:36 PM) *
წინა ცხოვრებიდან (ან ცხოვრებებიდან) წამოყოლილი სამსკარები (შთაბეჭდილებები), რომლებმაც დაღი დაასვა ფსიქიკას (ჭკუას) და დაბადებისთანავე აღიბეჭდა კარმიულ-ასტროლოგიური ბეჭდით.

მათ შეიძლება ისევ კარმულად (ასტროლოგიური მექანიზმებით) ისევ გადაიარონ, რაც იშვიათად ხდება. უფრო ხშირად გამოსავალია ამ სამსკარების დაწვა, რისთვისაც უამრავი სულიერი, ფსიქოლოგიურ, იოგურ, რელიგიურ, ეზოთერული მეთოდი არსებობს...
თვითონ სიტყვა სამსკარა ხშირად მეორდება ტიბეტურ მანტრებში.ალბათ ტიბეტური ტერმინი იქნება.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jul 12 2012, 01:05 PM
Post #26


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანანდა @ Jan 11 2012, 01:38 PM) *
რაც შეეხება გაორებას-

ადამიანის გონება, ცნობიერება (mind) დაბადებიდანვე ”გაორებულია” -ეს ”გაორება” გამოწვეულია ცნობიერის უნარებით-მიიღოს ინფორმაცია სხვა სამყაროდან (სიზმრები, ზმანებები, აჩრდილები, ხმები), ბავშვებს ხშირად აქვთ უცნაურობები-ე.წ. ”უხილავი მეგობრის” ამოჩემება და მისგან აზრების მიღება, თითქოს პატარა ვიღაცას ესაუბრება, უცინის -ამ უნარზე ცნობიერის ერთი უბანი აგებს პასუხს (მეორე ბავშვს ჯერ არა აქვს აქტივიზირებული, თუმცა ფიზიკურად ის დაბადებიდან არსებობს)



ძნელია ეს ყველაფერი ერთ ყალიბში მოვაქციოთ და დავარქვათ პიროვნების გაორება, მით უმეტეს, როცა მაგალითად პატარა ბავშვის მაგალითი მოგვყავს. აქ არ ვიცი რა დაავადებას გულისხმობ კონკრეტულად, მაგრამ მეცნო ეს: ფსიქოლოგიაში ცნობილია ასეთი დაავადება "კარლსონის სინდრომი", სწორედ 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს უვითარდებათ, რა თქმა უნდა ყველას არა, მაგრამ საკმაოდ ტენდენციურია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამ შემთხვევაში, რაც მინდოდა რო აღმენიშნა _ ბავშვებს, კარლსონის სინდრომი როცა აქვთ, უვითარდებათ მდიდარი წარმოსახვის უნარი. რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებიც თამაშობს დიდ როლს ამ სინდრომის გაჩენაში და წარმოშობაში, მაგრამ აქ გაორებას არ აქვს ადგილი.

დავამატებ იმასაც, რომ "გაორება" ("პიროვნების გაორება") უფრო მძიმე შემთხვევაა. ეს დაკავშირებულია ადამიანის მსოფლმხედველობრივ ძვრებთან. უფრო კონკრეტულად ავხსნი: მსოფლმხედველობა ადამიანს აქვს მთლიანი, დაუნაწევრებელი მთელი, ხდება მისი ცხლილება ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანის მსოფლხედვა კარგავს თავის მთლიანობას, ასე ვთქვათ სახეს.

ცვლილებები, რასაც ადამიანის მსოფლმხედველობა განიცდის, გულისხმობს ახალი ღირებულებების მიღებას და ძველის უარყოფას. პიროვნების გაორების შემთხვევაში ადამიანი ახალი ღირებულებათა სისტემის დაფუძნებას ვერ ახერხებს ძველი ღირებულებათა სისტემის უარყოფის ხარჯზე. ასეთ დროს, ერთ პიროვნებაში ერთმანეთს ებრძვის, ერთმანეთს ეჯახება ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი მოცემულობა, რომლებიც ერთმანეთთან შეუთავსებელია. ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს და მიმდინარეობს ერთი მთლიანი პიროვნების რღვევა, სამწუხაროდ sad.gif ამას ფსიქოლოგიაში უწოდებენ შიზოფრენიას _ პიროვნების გაორებას. ვერ გეტყვით, სხვა ფსიქოლოგიური დაავადების დროსაც თუ აქვს ადამიანს პიროვნების გაორება და თუ აქვს რამდენათ, რა დონით. რაც მთავარია, პიროვნების გაორება, როგორც ასეთი, სხვა არაფერია, თუ არა, შოზოფრენია.

შოზოფრენიის საწყის ეტაპზე, როცა ადამიანში მიმდინარეობს, როგორც ზემოთ ავღნიშნე, შინაგანი ბრძოლა, თუ დაძლია და ისევ აღდგა მსოფლმხედველობრივი მთლიანობა ადამიანში, ის ფსიქოლოგიურადაც სტაბილურ მდგომარეობას მიაღწევს და შიზოფრენიასაც აიცილებს თავიდან. good.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jul 12 2012, 01:09 PM
Post #27


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალზე გამიგრძელდა სიტყვა, იმედია თემას არ გადავუხვიე.
მინდა ავღნიშნო, რო ასტროლოგიური მონაცემები ნამდვილად მოქმედებს, ადამიანის ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე (კარმასთან ერთად). გეთანხმებით.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jul 12 2012, 09:35 PM
Post #28


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემ მეგობარს მამა გარდაეცვალა, მაშინ მისი პატარა 2თვის იყო, ბავშმა აიდგა ფეხი, დაიწყო ლაპარაკი და იმ დღიდან (ალბათ მანამდეც), ელეპარაკებოდა უხილავ არსებას, რომელსაც ბაბუს უძახდა. ეთამაშებოდა, ეფერებოდა , ხანდახან ტიროდა. ოჯახი მარლთმადიდებელი აღმსარებლობით ცხოვროს ამიტომ მოძღვარს აკურთხებინეს ბინა და რაღაც რიტუალები ჩაატარეს. მაგრამ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა როგორც იყო. ოჯახი უბრალოდ მიეჩვია ამ ყველაფერს. პატარა ორი წლის იყო, თავის უხილავ მეგობართან თამაშობდა ოთახში, ხალიჩაზე იჟდა და ერთობოდა. დედამ ჩათვალა რომ უსაფრთხოდ იყო და სარეცხის გასაფენად გავიდა აივანზე, ბავშვის ყვირილზე რამდენიმე წუთში შევარდა უკან, ასეთი სურათი დახვდა ბავშვს ერთ ხელში რკინის საქსოვი ჩხირი Eჭირა მეორე ჩხირი იქვე მოშორებით ეგდო, ხოლო ბავშვი ტიროდა იმის გამო რომ ბაბუმ რომელსაც ვერავინ ხედავდა წაართვა მეორე ჩხირი და გადაუგდო არ აცალა დენში რომ შეეყო ის. ეს მაგონილი ნამDვილად არარის. სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა.
აბა ამას როგორღა ახსნით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 12 2012, 10:50 PM
Post #29


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tamriko_faso
ბაბუას დაენანა თავის ოჯახის მიტოვება დ აბავშვთან ატარებს დროს.. რა არის აქ გასაკვირი?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jul 12 2012, 11:16 PM
Post #30


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გასაკვირი არა უბრალოდ გაორებაზე რომ საუბრობენ, სეიზლება დიდ ადამიანს კიდევაც ქონდეს ამგვარი განცდა, მაგრამ ბავშვებში გაორებათ არ მიმაჩნია გამოგონილი მეგოგრის ამბავი რასაც ფსიქოლოგები კარლსონის სინდრომს უწოდებენ, მე მაინც მგონია რომ ბავშვები მართლა ხედავენ იმ მეგობარს, უბრალოდ ჩვენ ვერ არვიქვავთ ამას ლოგიკურად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jul 13 2012, 12:08 AM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tamriko_faso
ხშირად რჩებიან სულები დედამიწაზე, სხვადასხვა მიზეზებით.
ასევე პატარებს ხუთ წლამდე სხვანაირი ხედვა აქვთ, ხედავენ და ახსოვთ ჩვენზე მეტი...
ძალიან საინტერესო შემთხვევაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jul 13 2012, 10:43 AM
Post #32


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო ასეა, ჩემი ბავშობის აქ გადმოტანა ნამდვილად მეზარება, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მეგობარი.ისიც მახსოვს ბავშობიდან რომ დავიწყე თავის შენიღბვა რომ სხვას არ ეთქვა არანორმალურიაო. ძალიან უცნაური ბავშობა მქონდა, ბებიაჩემის ნათქვამი სიტყვები :ღმერთის ნებაა" ახლაც ყურში ჩამესმის, სულ მიკვირდა Eს ღმერთი თუკი კარგს არაფერს აკეთებს, ჩემი ძმაც კი წაიყვანა თავისთან,(როგორც მითხრეს ძმის გარდაცვალების მერე) რატომ იყო კარგი ღმერთი?, და თუ ასე კარგი იყო, რატომ ტიროდნენ სახლში ყველა?. რამდენი კითხვები მქონდა ბავშობაში, ყველა რაღაც ტავის აზრრს მეუBნებოდა, ის კი ჩემი მეგობარი. სულ სხვანაირად მიხსნიდა ყველაფერს, ამიტომ მარტო მერჩია მასთან ყოფნა. მენატრება ის დრო. ბავშობა. არანაირი ფსიქიური დარღვევა მე არ მქონია. პირიქით. სრულიად ნორმალური ბავშვი ვიყავი. ახლაც როდესაც რაღაცას ვწერ, მხატრულ ლიტერეტურას დიდი ფანტაზია ჭირდება, თითქოს ვითიშები და აქ არ ვარ. მაშინ მებადება ხოლმე უცნაური გრძნობა რომ ის ისევ ჩემთან იყო და დამეხმარა. ისე რაკარგია რომ ეს საიტი არსებობს, ეს რომ მომეყოლა ახლა ჩემი რომელიმე ახლობლისთვი ეგრევე Fსიქიატრთან წასვლას მიჩევდა, ისე დელეკატურად მაგრამ მაინც. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 13 2012, 01:36 PM
Post #33


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tamriko_faso @ Jul 13 2012, 10:43 AM) *
ხო ასეა, ჩემი ბავშობის აქ გადმოტანა ნამდვილად მეზარება, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მეგობარი.ისიც მახსოვს ბავშობიდან რომ დავიწყე თავის შენიღბვა რომ სხვას არ ეთქვა არანორმალურიაო. ძალიან უცნაური ბავშობა მქონდა, ბებიაჩემის ნათქვამი სიტყვები :ღმერთის ნებაა" ახლაც ყურში ჩამესმის, სულ მიკვირდა Eს ღმერთი თუკი კარგს არაფერს აკეთებს, ჩემი ძმაც კი წაიყვანა თავისთან,(როგორც მითხრეს ძმის გარდაცვალების მერე) რატომ იყო კარგი ღმერთი?, და თუ ასე კარგი იყო, რატომ ტიროდნენ სახლში ყველა?. რამდენი კითხვები მქონდა ბავშობაში, ყველა რაღაც ტავის აზრრს მეუBნებოდა, ის კი ჩემი მეგობარი. სულ სხვანაირად მიხსნიდა ყველაფერს, ამიტომ მარტო მერჩია მასთან ყოფნა. მენატრება ის დრო. ბავშობა. არანაირი ფსიქიური დარღვევა მე არ მქონია. პირიქით. სრულიად ნორმალური ბავშვი ვიყავი. ახლაც როდესაც რაღაცას ვწერ, მხატრულ ლიტერეტურას დიდი ფანტაზია ჭირდება, თითქოს ვითიშები და აქ არ ვარ. მაშინ მებადება ხოლმე უცნაური გრძნობა რომ ის ისევ ჩემთან იყო და დამეხმარა. ისე რაკარგია რომ ეს საიტი არსებობს, ეს რომ მომეყოლა ახლა ჩემი რომელიმე ახლობლისთვი ეგრევე Fსიქიატრთან წასვლას მიჩევდა, ისე დელეკატურად მაგრამ მაინც. smile.gif


ეგ ეზოთერული თვალსაზრისით ჩვეულებრივი მოვლენაა-და არ ფსიქიური გადახრა. დღეს ფსიქოლოგიაში გაჩნდა ეს ტერმინი ”ბავშვობის მეგობრის ფენომენი”

ეს ”მეგობარი” - სხვადასხვა განმარტებებით განიხილება როგორც ”მფარველი ანგელოზი”, ”კეთილი სული”, სკანდინავიის ქვეყნებში მათ ”ტროლებსა და გნომებს უწოდებდნენ”

ნაწყვეტი ერთ-ერთი სეანსიდან რომელიც შედგა სულთან:

გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, გაიხსენეთ თქვენი აზრები, გაიხსენეთ თქვენი შეგრძნებები, გახსენეთ რომ თქვენ შეგრძნებები უფრო მეტი გქონდათ ვიდრე აზრები, ყველაფერს სხვნაირად განიხილავდით, ჩვენ თქვენთან მოვდიოდით ოცნებებით და სიზმრებით. მოვიოდით და თქვენთან ვთამაშობდით, თქვენ ეს არ გახსოვთ, მაგრამ ეს ჩვენ გვახსოვს, ჩვენ თქვენთან ვიყავით, თქვენ დაბადების მერე პირველი ტირლით და სიცილით თანდათან დაგვივიწყეთ ჩვენ, თქვენ უყვებოდით სხვებს როგორ თამაშობდით ჩვენთან, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის თამაშები–ვისთან თამაშობდით თქვენ? გეუბნებოდნენ ეს ფანტაზიაა! რა უცნაური ბავშვიაო, გაზარდეთ და გითხრეს რომ ეს ტყუილია, და თქვენ დაგვივიწყეთ ჩვენ

-ჩვენ სულ ერთად ვიყავით, გაიხსენეთ თქვენ დაიბადეთ და ჩვენ მოვედით თქვენთან და დავიწყეთ თქვენთან თამაში, თქვენი თამაშებით თამაში. ჩვენ სულ თქვენთან ერთად ვიყავით როგორც ბავშვები და თქვენით ვიცინოდით და თქვენით ვტიროდით, ერთად ვსუნთქავდით და თქვენ ამას ეძახით ემოციებს! შეხედეთ ბავშვებს და მითხარით რა ახარებთ მათ-მეტყვით არ ვიცი, მას თავისი სამყარო აქვს და თავის სამყაროში ცხოვრობს, ეს არ გავს ჩემსასო. პატარას ყველაფერი თავისი აქვსო. ბავშვი მარტო როცა თამაშობს ვის ეთამაშება? თქვენ ამას ფანტაზიებს ეძახით, გითხარით რომ ჩვენ თქვენთან ფანტაზიებით მოვდივართ, აზრებით მოვდივართ ემოციებით მოვდივართ ჩვენ თქვენს გვერდით დაბადებამდე ვიყავით!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jul 13 2012, 02:02 PM
Post #34


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან სწორედ გადმოსცემს ეს ნაწყვეტი იმ შეგრძნებებს რომელიც მახსოვს. ერთ ჩემს ნარკვევს დავდებ აქ. მართალია უცნაური დაბადება მქონდა, ისე გავჩნდი თავდაყირა და არ მიტირია, თუმცა დედაჩემის გადმოცემით ზალიან ბევრი მირტყეს.


უცნაური შეგრძნება, რომელიც აქამდე ჯერ არასოდეს განმეცადა, მახვედრებდა, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რომელიც მთლად შეცვლიდა ჩემს აქამდე, თითქმის უმოქმედოდ არსებობას. არც კი ვიცოდი, რა დამერქვა ამ ყოფისთვის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ვგრძნობდი ისევე, როგორც სიცივეს, როგორც სითბოს, ტკივილს. დანარჩენის შეგრძნება მე ხომ ჯერ არ შემეძლო. ამიტომ გრძნობა, რომლის ტყვეობაშიც აღმოვჩნდი, უცხო იყო ჩემთვის. თითქოს რაღაც ძალამ მთელი ძალით დამქაჩა ქვევით. ტკივილი ვიგრძენი, ტკივილი, რომელიც უსაზღვროდ გაიწელა და გაწყდა. ვიგრძენი, რომ აქამდე უზრუნველი ყოფა მე თვითონ უნდა შემეცვალა რაღაცით, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მომემოქმედებინა. არადა, ძალა, რომელიც დაჟინებით მქაჩავდა ქვევით, არ ჩერდებოდა და მეც უმწეოდ ვემორჩილებოდი.
უცებ, უცნაური ხმა ჩამესმა. ხმები, რომლებიც აქამდე მესმოდა, სულ არ ჰგავდა ამ ხმას. ის უფრო გარკვეულად, ჩემივე სმენის ორგანოსთან თუ უფრო ახლოს, ჩემივე გულში ჟღერდა: იბრძოლე, გესმის! იბრძოლე, შენ უნდა შეძლო, შენ უნდა გააკეთო ეს! ამას შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს. დაემორჩილე განგების ძალას!
ჩვენ გარკვეული დროით ვეღარ შევხვდებით, მაგრამ მოვა შენი დროც და მე ისევ მოვალ შენთან. შენ გაქვს იგივე გზა გასავლელი, ოღონდ ზევით, შეხვედრამდე...
ხმა შეწყდა თუ არა, აქამდე სიბნელეში ფართოდ გახელილი თვალები რაღაც უცნაურმა ნათებამ დამახუჭინა, მაგრამ ვძლიე გრძნობას, რომელიც გულს გამალებით თავის ნებაზე ათამაშებდა და ისევ გავახილე თვალები. წინ, ჩემს წინ გვირაბი მოჩანდა, რომლის ბოლოს თეთრი შუქი დამაბრმავებლად მოქმედებდა ჩემს თვალებზე.
ისევ უცნაური გრძნობა დამეუფლა. ხმაც, რომელიც დაჟინებით მთხოვდა რაღაცას, რომელიც თითქმის ვერ გავიგე, ისევ განმეორდა და ვიგრძენი, რომ ბრძოლა სწორედ ამ გვირაბის დაძლევა იყო. მე უნდა წავსულიყავი იქ, იმ შუქისკენ და მეც მთელი ძალების მოკრებით დავიძარი წინ. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ტკივილი, რომელიც არ მთავრდებოდა, გაუსაძლისი აღმოჩნდა, მაგრამ ძალას, რომელიც ქვევით მექაჩებოდა და სურვილს ჩემსას, მენახა ის სამყარო, რომელიც უცხო იყო ჩემთვის, ვერაფერი აღუდგებოდა წინ. საშინელი ტკივილი არ თმობდა ჩემს არსებას. უცებ, თბილი ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას, რომელიც იგივეს იმეორებდა, რასაც ვგრძნობდი. მასაც სტკიოდა, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, ის ყვიროდა, შველას ითხოვდა. იმ წუთებში საკუთარი ტკივილის შეგრძნებამ მიმატოვა და მხოლოდ ვფიქრობდი, როდის დამთავრდებოდა ეს ყოველივე, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ აქ მთავრდებოდა რაღაც და იწყებოდა უფრო მთავარი. მთელი ძალით გავიწიე წინ, შუქისკენ, გაწელილი ტკივილიც სადღაც გაჰქრა. უცებ, გავიგე ხმა, თბილი, ნაზი ხმა, რომელიც, ალბათ, არასოდეს დამავიწყდებოდა.
- ის დაიბადა..
ვინ? დამებადა პირველი კითხვა, ან რას ნიშნავს “დაიბადა”? პირველს მოჰყვა მეორე და ისევ ფართოდ გავახილე თვალები.
თურმე, დაბადება ჩემი ბრძოლის დასასრულს ერქვა, დაბადებით კი მე დავიბადე. აი, აქ კი უკვე გავიგე რა ერქვა ამ გრძნობას, რომელიც დამეუფლა. ეს იყო შიში. ვიგრძენი, რომ ეს ბრძოლის დასასრული კი არა, დასაწყისი იყო და ჩემდა უნებურად უცნაური ხმები აღმომხდა. მე ავტირდი!... ავტირდი იმიტომ, რომ დავიბადე, იმიტომ, რომ უკვე ვიცოდი რა იყო ტკივილი, რა იყო შიში და ვიცოდი, რომ დაბადებას თან მოყოლილი ორი განცდა თან გამყვებოდა იქამდე, სანამ ხმა, რომელმაც მომაცილა ამ ქვეყანაზე, უკან არ წამიყვანდა იქ, ზევით..
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 13 2012, 06:41 PM
Post #35


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tamriko_faso
ძალიან ლამაზად და ძალიან რეალური გრძნობით გაქვს დაწერილი l_daisy.gif
ის "მეგობარი", კი, დარწმუნებული ვარ და ბავშვებზე დაკვირვებით უფრო მეტად ვრწმუნდები, მთლიანად რეალურია და არც არასდროს გვტოვებენ, უბრალოდ გარკვეული ასაკის შემდეგ, "გვავიწყდება" როგორ დავინახოთ ისინი, მაგრამ თუ გულით ვეცადეთ, ყოველთვის შეგვიძლია ვიგრძნოთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jul 14 2012, 09:56 AM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tamriko_faso
bigarmhug.gif kiss1.gif
შენი კოცნა და ჩახუტება მომინდა, ძალიან ახლოს გიგრძენი ამ პოსტებით, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ყოფილხარ.
QUOTE
ძალიან სწორედ გადმოსცემს ეს ნაწყვეტი იმ შეგრძნებებს რომელიც მახსოვს
საინტერესოა ასეთი მეხსიერება, წარმომიდგა თვალწინ მთელი დაბადების პროცესი, მართლაც იგივე შეგრძნებები გვექნებოდა ყველას, მაგრამ მეხსიერების გარეშე...
QUOTE
რაკარგია რომ ეს საიტი არსებობს

100% ასე ერთი შეხედულების ადამიანები ვართ აქ, თან რა ცოტა ვართ, აქ ვერთიანდებით და ... მე პირადად სიყვარულის გრძნობის გაზრდას ვგრძნობ აქsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jul 15 2012, 07:28 PM
Post #37


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ მინდა Dიდი მადლობა გითხრათ თბილი სიტყვებისთვი, ძალიამ მიყვარხართ, მაც ამ მოკლე დროში მართლა მოვასწარი შეყვარება თქვენი ძალიან უცნაურია მაგრამ ფაქტია რომ ჩემი პოსტის მერე იმ ადამიანებმა დაპოსტეთ ვის მიმართაც ყველაზე თბილად განვეწყე მე, აქ კიდევ არიან ასეთი ადამიანები რათქმაუნდა, ნუ მიწყენთ სხვები. მიყვარხართ. მართლა ძალიან მიხარია რომ თქვენი პატარა, პაწია ნაწილი მეც ვარ. ამას ვგრძნობ მტელი ჩემი არსებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 16 2012, 03:07 PM
Post #38


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tamriko_faso

მადლობა თბილი სიტყვებისთვის

მცირე კომენტარი მინდა გაუკეთო შენს პოსტს.

ეს ერთობ მნიშვნელოვანი თემაა და თანაც რთულიც! ისე. მე იშვიათად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციებს და ზოგადად არ მაქვს პრეტენზია, იმაზე რომ ჩემი აზრი აუცილებლად სწორია. ამ პოსტს იმიტომ ვეხმაურები რომ, ასეთ ფენომენთან მქონდა შეხება პირადად.(კაი ხნის წინათ)

მოკლედ

ეს რაც შენ აღწერე, შენი ინტერპრეტაციაა იმ ფენომენისა, რასაც ე.წ. ”მფარველ სულებთან” კომუნიკაცია ქვია. ეს კომუნიკაცია ინდივიდუალურია-და ის დამყარებულია პირად მდგომარეობაზე, ამ შემთხვევაში აღქმის დიაპაზონზე-უფრო ზუსტად ფიზიკისა და სულის ვიბრაციებზე.

ინდივიდის პირადი ვიბრაცია, რეზონანსში მოდის მიღმიერ სამყაროსთან. მას უნვითარდება ახალი შეგრძნებები- და ის ადრინდელი ”ბავშვობის მეგობრის” , დღეს უკვე ”მფარველი სულის” აღმოჩენის ფაზაში გადის. ამ დროს მას ესმის ხმები-ეს ხმები ორგვარია ის ან გარედან შემოდის, ან კიდევ შიგნით ტვინში წარმოიქმნება.

სულიერი სამყაროდან ასეთი რეკომენდაცია მოვიდა:ამ ხმებს ადამიანი უნდა მიუდგეს როგორც ექოს. როცა თქვენს მიერ გამოცემული ვიბრაციები (ამ შემთხვევაში აზრების ვიბრაციები) უკან გიბრუნდებათ და ყურისთვის ახალ ბგერით ინტონაციას იძენს.(გაიხსენეთ როგორ იცვლება ექოდ გამოცემული საუბრის ტონი) თუ ადამიანი მომზადებული არ არის ამისთვის, ის ვერ მოახერხებს კომუნიკაციას და ამის ძირითადი მიზეზი შიშია. უფრო კონკრეტულად ამოუცნობის შიში.

ეს იმისთვის, რომ ვისაც რამე აქვს მსგავსი, არ ჩათვალოს რომ მას ფსიქიკური პრობლემა აქვს. გაიხსენეთ როგორ გამოსცემდა ექოს თქვენი ხმა, და გაითვალისწინეთ ისაც რომ რა ტონალობაშიც ვიბრირებს თქვენი სიგნალი-ისეთივე ოღონდ უკვე სახეცვლილი გუბრუნდებათ უკან დროის შემდეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jul 16 2012, 06:49 PM
Post #39


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა კიდევ ერთი უცნაურობა რომელიც დღემდე ვერ გავარკვიე საიდან მოდის ახლა შენი პოსტია კითხვის დროს თითქოს იმ კითხვაზე გამეცა პასუხი. ჩემს ერთერთ რომანში მისი გმირები აღმოაჩენენ დიდ მღვიმეს, სადაც რაღაც სარკოფაგია , იქ აღწერილი სიმბოლოები, როცა ვწერდი მეგონა რომ ჩემი ფანტაზია იყო, მაგრამ წიგნის გამოშვების მერე ვიღაც ადამიანი დამიკავშირდა და აღმოჩნდა რომ მართლაც არსებობს ასეთი სიმბოლოები, გარწმუნებ როდესაც ვწერდი მე მგავსი არაფერი ვიცოდი. უბრალოდ როცა ვწერ(ყოველთვის არა) თითქოს ვითიშები, სწორედ მაშინ გამოდის ჩემი ნაწარმოები საინტერესო, მაგრამ ხანდახან ისეთი არაადეკვატურია რომ ძალიან ბევრჯერ, გააზრების მერე გადამიკეთებია ისინი. ხო ტოველთვის ვიცი რომ ვიღაც მეხმარება, წერის თუ ხატვის დროს, გინდაც ნახატები, ორი მთვარით და რაღაც გაურკვეველი არსებები, ასეთ ნამუშევრებს ვცდილობ ავარიდო ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანების თვალი, ვერ იგებენ და ყოველთვის ერთი და იგივე მესმის: რეებს ხატავ? ან რას წერ? ხოდა ვცდილობ გასაგებ ენაზე დავწერო, თუმცა მაინც ურევია რომანებს ქრისტიანულ რეინკარნაციული ელემენტები, ისე ვწერ ყველა აღმსარებლობის ადამიანი თავის რელიგიას ხედავს იქ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jul 16 2012, 08:23 PM
Post #40


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tamriko_faso
საინტერესო იქნებოდა რომელიმე მასეთი ნახატი დაგედო... თუ შესაძლებელია რათქმაუნდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:04 PM