IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> დეპრესია, მე-20 საუკუნის სენი
ირმა
post May 18 2009, 08:17 AM
Post #41


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



adamiani
QUOTE(sethis modgma @ 18th May 2009 - 04:23 AM) *
1.ძილი არ შეიბრუნო.
2.როცა გაიღვიძებ იმწუთას ადექი.
3.დღის განმავლობაში არ დაიძინო.

დილით მზის ამოსვლამდე ადგომა ძალიან კარგია.

დღისით ძილი არ გამიგია, ე.ი. ზნევს? შეგიძლია უფრო დააკონკრეტო?


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post May 18 2009, 01:02 PM
Post #42


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გულგრილი ხარ მატერიალური საგნების მიმართ, ასევე კარიერული ამბიციები არ გაგაჩინია. ეს კარგია და ბუნებრივი. ანუ ხვდები, რომ ამას ყველაფერს დიდად აზრი არა აქვს. სამაგიეროდ არის ფასეულობები შენში რომელთაც ნამდვილად აქვს აზრი და რომლის გამოც ღირს ძალისხმევა. როცა შინაარსი გაგიჩნდება მაშინ ქმედების ხალისიც გექნება. თუმცა მანამდე შესაძლებელია ქმედების საშუალებითაც პროვოცირება გაუკეთო აზრის გაჩენას. რადგან აქაური წყობა გეუცხოვება და ვერ ეგუები, მაშინ იქნებ იმაზე დაფიქრდე თუ რატომ შეიძლება მოხვედრილიყავი აქ. შემთხვევითობების გჯერა? ალბათ იყო რაღაც მიზეზი რის გამოც შენი აქ და ამ დროს ყოფნა იყო საჭირო. მგონია, რომ დიდი ენერგია გაქვს დაგროვილი და ამ ენერგიის სწორად გამოყენებაა საჭირო. ალბათ ამიტომაც ჩნდება დაავადებები. სიცივეც ბუნებრივია. მე ყოველთვის მცივა როდესაც ცუდ განწყობაზე ვარ და პირიქით საერთოდ ვერ ვგრძნობ სიცივეს (გარე ტემპერატურას) როცა შინაგანად ცოცხალი ვარ. ინერტულობა ჩემი გამოცდილებით დიდმა შინაგანმა ენერგიამ იცის როცა დიდი ხნის განმავლობაში მას არ, ან არასწორი მიმართულებით იყენებდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post May 18 2009, 04:15 PM
Post #43


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფანტასტიური კომენტარია, ძალიან სასიამოვნოა ასეთი ლაკონური და ღრმა განმარტება. l_daisy.gif აბსოლუტურად ვეთანხმები და ბევრი რამე აღმოვაჩინე. მადლობა ჩემგანაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 18 2009, 05:29 PM
Post #44


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი მადლობა ყველას...

რჩევებს გავითვალისწინებ...

ირმა
დღე-ღამე ამოტრიალებული მქონდა ნამდვილად...
ვწვებოდი ღამის 5-6 საათზე, ანუ დილის და დღის 5-6საათზე ვიღვიძებდი...
შარშან აგვისტოს მერე ეგრე ვარ. ომის დროს ვათევდიტ ღამეებს მე და ჩემი ქმარი და მერეც გავაგრძელეთ... ზნევვს რა არის? rolleyes.gif

ერთი კვირაა ვცდილობ ადრე ავდგე და ადრე დავიძინო.. მივეჩვევი ალბათ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 18 2009, 06:43 PM
Post #45


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დეპრესია ალბათ ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების რაღაც ეტაპზე. მეც მქონდა სადღაც 7-8 წლის წინ. როცა აღარაფერი მაინტერესებდა, ვეღარც მეგობრებთან ვურთიერთობდი და ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდი.
QUOTE(tikoroma @ 18th May 2009 - 05:29 PM) *
შეეცადე ადრე დაიძინო და ძალიან ადრე ადგე, მზის ამოსვლას თუ შეესწრები, ძალიან კარგი იქნება. მზის ამოსვლას უყურე- დაგეხმარება.

აი ეს მომენტი დამეხმარა გარკვეუწლილად. რეჟიმი შევიცვალე. დილით ადრე 6-ზე ვდგებოდი და ფეხით ავდიოდი კუს ტბაზე. იქ ვუყურებდი მზის ამოსვლას და ის სიჩუმე, ბუნების გაღვიძება, მზის პირველი სხივები ახალ ენერგიას მაძლევდა. ვიჯექი მთაზე და ვუყურებდი როგორ იღვიძებდა ქალაქი და ვფიქრობდი და ვფიქრობდი... ვსახავდი გეგმებს, მომავალს. მერე უკვე მაგარი დამუხტული ვეშვებოდი სახლში და ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა ასე ნელ-ნელა


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post May 18 2009, 11:04 PM
Post #46


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sad.gif საშინელებაააა

არ ვიცი მეც მქონდა თუ არა, მგონი ნიშნები მქონდა მხოლოდ. blink.gif მაინც საშინელება იყო, მაგრამ დავაღწიე თავი girl_witch.gif

l_sunny.gif



tikoroma

როგორც იქნა წერ ამ ფორუმზე biggrin.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Apr 2 2010, 09:18 PM
Post #47


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

1 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. რა ქენი, დააღწიე თავი? როგორ მდგომარეობაში ხარ ახლა?

მოკლედ, მე ბოლო ზაფხულს მივანგრიე ჩემი ფანატიკური რწმენა, თავის სამშობლოს და ყველაფრის სიყვარულთან ერთად. ზოგადად, რაც უფრო ძლიერია შენობა, მით უფრო ძლიერად ინგრევა. ამიტომ ამას ყველაფრისადმი ეჭვი მოყვა, ჩემივე თავის ჩათვლით. შემიძლია გაუზვიადებლად ვთქვა, რომ იმის ჩრდილიც არ ვარ ახლა, რაც 2 წლის წინ ვიყავი...

ამ თემაზე ბევრი ვიბურღე ტვინი და "ძირამდე" ჩავედი, მერე ერთ-ერთ ფორუმზე ჩავაგდე ორი პოსტი, დავაკოპირებ:

პირველში შევეცადე ზოგადად ჩამომეყალიბებინა პრობლემა, რომ უაზრო რჩევები კი არ მოეცათ, თემაზე ფილოსოფიურად ემსჯელათ და გამოსავალი ეპოვათ, მაგრამ ვერ მოახერხეს...


"Dec 10 2009, 19:28
ადამიანები ღირებულებებს ესწრაფვიან.

ყოველთვის იცოდნენ ადამიანებმა რისთვის ცოცხლობდნენ, ეს იყო მათი რწმენა ღვთისადმი, მათი სიყვარული ტრადიციებისა და ქვეყნისადმი. იესომ შეძლო ადამიანების ცხოვრებისთვის აზრი მიეცა, იგივე შეძლეს სხვა დიდმა მოძღვრებმა, მასწავლებლებმა, ღმერთკაცებმა (თუმცა მისნაირი სიდიადის არცერთი არ იყო). ადამიანებმა იცოდნენ რა უნდოდათ, იქნებოდა ეს სიკეთის კეთება, სამშობლოს გაძლიერება თუ საკუთარი რეალური, ჭეშმარიტი რწმენის სხვებისთვის ჩანერგვა.

ახლა ვიყურები გარშემო და ვხედავ ყველაფრისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, ღირებულებები აღარ დარჩნენ, თითქოს ყველა განადგურდა, ადამიანი უმიზნო გახდა, აღარაფერი აინტერესებს ცხოველური ინსტინქტების გარდა. მას გონია რომ ასეც უნდა იყოს, ადამიანებს მხოლოდ მათი ცხოველური ინსტინქტების (ჭამა, სმა, სექსი...) დაკმაყოფილება ანიჭებთ სიამოვნებას, თუმცა არ ესმით რომ დიადი ღირებულებებისთვის (რწმენისთვის, რომელიც სხვადასხვა დიდმა იდეოლოგებმა ჩანერგეს) სწრაფვას 100ჯერ უფრო დიდი სიამოვნება მოაქვს. სწორედ ამიტომ თუნდაც წამების დროს მორწმუნეები გაცილებით უფრო ბედნიერები იყვნენ ვიდრე დღეს ტიპიური "მოცინარი" სულელი კაცია.

ნიცშეს თემას წავაწყდი ქვევით, უაზრო პოსტებით სავსეს (როგორც ყოველთვის). ნიცშემ, ისევე, როგორც თავისი ძველი რწმენა დაანგრია, შეძლო სხვების ღირებულებებიც დაენგრია თავისი ზარატუსტრას ერთი შეხედვით თვალწარმტაცი სახით. მისი ღირებულება რწმენის ჩამნერგავებზე არანაკლები იყო - დაენგრია ილუზიები, სწორედ ამიტომ შეძლო შეექმნა ასეთი ნამუშევარი, შედევრი, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, მას შემდეგ რაც ყველა ილუზია, რწმენა გაქრებოდა და აღარაფერი იქნებოდა დასანგრევი, ადამიანებს რისთვის უნდა ეცოცხლათ. თვითონაც, ძველი ძლიერი რწმენის გარეშე (მამამისი პასტორი იყო და დედა პასტორის შვილი) ვერ გაუძლო სიცოცხლის უაზრობას და სიკვდილამდე თერთმეტი წლით ადრე გაგიჟდა, გონება დაუბნელდა. ნიცშე ან იდიოტი იყო, ან ძალიან ბოროტი - იცოდა რასაც აკეთებდა და მაინც აკეთებდა. მე პირველი მგონია."


"Jan 1 2010, 21:09
"ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება". ადამიანი მუდმივი შემოქმედებით ხდება არარაობიდან იმად, რაც არის. ის თვითონ ქმნის ღირებულებებს და ამ გზით ადამიანის არარაობა იქცევა "აზრის" მატარებლად. ადამიანი ხდება დეტერმინირებული.

ჩვენ მხოლოდ უკუპროცესს ვიცნობთ. მას შემდეგ, რაც დეტერმინირებულმა ადამიანმა დაიწყო ყოფიერებაზე ფიქრი, მივიდა "საზღვრით სიტუაციამდე", გააცნობიერა საკუთარი არარაობა და "სიკვდილისაკენ ყოფნა", გახდა არადეტერმინირებული და მისი ერთადერთი არჩევანი არაფრის არჩევა, უმოქმედობა გახდა.

ექსისტენციალისტები ცდილობდნენ ყოფიერების აზრის მიგნებას, თუმცა მათი ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა. ისინი ნიჰილიზმმა "ჩაყლაპა". ამის გამო, არადეტერმინირებულმა, შესაბამისად ბედნიერების არმცოდნე მოაზროვნეების ერთმა ნაწილმა, რომელთა ერთადერთი არჩევანიც უმოქმედობა იყო, გადაწყვიტა საზოგადოების დეტერმინირებული, შესაბამისად ბედნიერების განცდის მეტ-ნაკლებად შემძლე ადამიანების ღირებულებების დანგრევა, რათა ეზიარებინათ "ჭეშმარიტებასთან", ე. ი. არარაობასთან და ნიჰილიზმთან. ამის ერთ-ერთი მაგალითია ცნობილი მოაზროვნე ოშო, რომელმაც სახელი ერთადერთი ფრაზის - "Your morality is not real" - სხვადასხვა "ლამაზად" აწყობილ ნააზრევებში ძახილით გაითქვა და ამით თავისი ცხოვრებაც ცხოველურ დონეზე უზრუნველყო.

ის ადამიანები, რომლებიც ყოფიერების საზრისს ჩაუღრმავდნენ, ბედნიერების განცდის არმქონე, ხშირ შემთხვევაში არარაობის, გარდაუვალი სიკვდილისა და ამაოების განცდის გამო უბედურ, არადეტერმინირებულ, თავისუფლებით "დაწყევლილ" ადამიანებად იქცნენ.

მათ გამოსავალი ვერ იპოვნეს. მათმა ნაწილმა გამოსავლად ტრანსცენდენტი, მარადიული აბსოლუტი, ღმერთი დაუშვა, ღირებულებების შექმნა და მათით საკუთარი თავების დეტერმინირება. თუმცა არარაობის გაცნობიერების შემდეგ მათ ვეღარ შეძლეს ღირებულებებისთვის თავის დაქვემდებარება და ბოლომდე ნიჰილისტური განწყობა შეინარჩუნეს, რასაც მოწმობს სიცოცხლის ბოლომდე ყოფიერებაზე ფიქრი, ე. ი. თავიანთი დაშვებით სრული დაუკმაყოფილებლობა.

ათეისტური გადმოსახედიდან, შეუძლებელია ისეთ დიდ ადამიანს, როგორიც იესო იყო, ვერ გაეგო ყოფიერების არარაობის გაცნობიერების მძიმე შედეგები. სავარაუდოდ, ამის გამო, მან (და არა მარტო) გადაწყვიტა ადამიანები "საღვთო" ღირებულებებისთვის დაექვემდებარებინა, რათა ამით შეენარჩუნებინა მათთვის ბედნიერების განცდის შესაძლებლობა. ამიტომ არ არის სწორი რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა და "Your morality is not real" - ის ძახილი.

რა ვქნათ ჩვენ, ვისაც ნიჰილისტური განწყობა დაგვეუფლა და ბედნიერების განცდის შესაძლებლობა დავკარგეთ? ვინც ამას მძაფრად განვიცდით? წესით ყველაზე მეტად Doom Metal - ის მსმენელები გამიგებენ but damn it. Seems there's no escape from here."

QUOTE(tikoroma @ May 17 2009, 04:51 PM) *
ნაღვლიანი არ ვარ...
უიმედოდ ვარ,უსურვილოდ, უამბიციოდ...გულგრილი ყველაფრის მიმართ. აღარ ვიცი რა სიტყვებით ავხსნა


მიზნები და სურვილები გამომდინარეობენ ღირებულებებიდან... მგონი სწორად გესმის პრობლემა.

ამ ერთი წლის მერე, რამე დამაიმედებელს მიაგენი? დააღწიე თავი შენს მდგომარეობას?


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 3 2010, 09:47 PM
Post #48


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



DISCIPLINE
გმადლობ ამ პოსტისთვის.
მეც ვფიქრობდი ამ თემის გაცოცხლებას, მაგრამ არ მეგონა ვინმეს თუ აინეტრესებდა.
ახლა მეც სიცხე მაქვს და ვერ ვარ მსჯელობების ხასიათზე...
მალე გაგცემ პასუხს.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 11 2010, 10:46 PM
Post #49


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



DISCIPLINE
ვცდილობ აღარ ვიფიქრო ამაზე. არ ვეძებ არავითარ მიზანს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დავმშვიდდი... ცხოვრების წესიც შევცვალე, მთელი დღე სამსახურში, სახლში ერთი სული მაქვს დავწვე და დავიძინო და აღარ მცალია ჩემს ზედმეტი ფიქრებისთვის. რეალურად კი ჩემი ასეთი ცხოვრებაა თავის მოტყუებაა, ყოველდღიურ ცხოვრებაში დავემალე დეპრესიას. გასაგებია, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია ექიმებისთვის, მაგრამ არა ჩემთვის. რადგან შეხედულებები არ შემცვლია smile.gif
ციტატა(DISCIPLINE @ 2nd April 2010 - 10:18 PM) *
მოკლედ, მე ბოლო ზაფხულს მივანგრიე ჩემი ფანატიკური რწმენა, თავის სამშობლოს და ყველაფრის სიყვარულთან ერთად. ზოგადად, რაც უფრო ძლიერია შენობა, მით უფრო ძლიერად ინგრევა. ამიტომ ამას ყველაფრისადმი ეჭვი მოყვა, ჩემივე თავის ჩათვლით. შემიძლია გაუზვიადებლად ვთქვა, რომ იმის ჩრდილიც არ ვარ ახლა, რაც 2 წლის წინ ვიყავი...

ჰო, ეს ნგრევა ჩემშიც მოხდა, მით უმეტეს პატრიოტიზმის, რაც არ ნიშნავს რომ სამშობლო აღარ მიყვარს. უბრალოდ, ნაკლებ ემოციურად აღვიქვამ ყველაფერს...
ციტატა(DISCIPLINE @ 2nd April 2010 - 10:18 PM) *
ყოველთვის იცოდნენ ადამიანებმა რისთვის ცოცხლობდნენ, ეს იყო მათი რწმენა ღვთისადმი, მათი სიყვარული ტრადიციებისა და ქვეყნისადმი. იესომ შეძლო ადამიანების ცხოვრებისთვის აზრი მიეცა, იგივე შეძლეს სხვა დიდმა მოძღვრებმა, მასწავლებლებმა, ღმერთკაცებმა (თუმცა მისნაირი სიდიადის არცერთი არ იყო). ადამიანებმა იცოდნენ რა უნდოდათ, იქნებოდა ეს სიკეთის კეთება, სამშობლოს გაძლიერება თუ საკუთარი რეალური, ჭეშმარიტი რწმენის სხვებისთვის ჩანერგვა.

ეს შენი აზრია? მე ამაშიც ვერ ვხედავ ხსნას... რელიგია ვერ მიხსნის ყველაფერს... ვერც ეზოთერიკა...
როგორღაც სხვის სათამაშოდ ვჩანვართ ადამიანები... sad.gif

ციტატა(tikoroma @ 3rd April 2010 - 10:47 PM) *
ის ადამიანები, რომლებიც ყოფიერების საზრისს ჩაუღრმავდნენ, ბედნიერების განცდის არმქონე, ხშირ შემთხვევაში არარაობის, გარდაუვალი სიკვდილისა და ამაოების განცდის გამო უბედურ, არადეტერმინირებულ, თავისუფლებით "დაწყევლილ" ადამიანებად იქცნენ.

ეჰ sad.gif

სოლომონისტები ვართ რა

ყოველივე ამაო ...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 11 2010, 10:46 PM
Post #50


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ორჯერ დამეპოსტა



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 12 2010, 10:56 AM
Post #51


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 11th April 2010 - 10:46 PM) *
ყოველივე ამაო ...

ესეც გაივლის...wink.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 12 2010, 02:26 PM
Post #52


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 11th April 2010 - 10:46 PM) *
ყოველივე ამაო ...

არის პერიოდები ჩემს ცხოვრებაში როცა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ sad.gif გადამივლის, ხალისით ავივსები, მაგრამ მერე ისევ და ისევ მანდ ვბრუნდები sad.gif
მერე უყურებ ვიღაცას და ვფიქრობ, რა ბედნიერია არ იცის რომ ამაოა.... sad.gif მეც მინდა ასე smile.gif
ეხლა ის დროა, როცა ეს დამავიწყდა, მხოლოდ ცხოვრებით ტკბობა მინდა, არ მაინტერესებს წვრილმანი პრობლემები. (ზოგისთვის ეს წვრილმანი ძალიან დიდია)
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 13 2010, 01:22 AM
Post #53


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიყვარული ამაო არაა და ის არასდროს არ გაივლის..smile.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 13 2010, 09:06 PM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(jgvenza @ 13th April 2010 - 01:22 AM) *
სიყვარული ამაო არაა და ის არასდროს არ გაივლის

მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ ეგეთი სიყვარული ვერ ვისწავლე ეტყობა sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 13 2010, 11:56 PM
Post #55


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Fee
არაუსჰავს, აქ ყველანი ვსწავლობთ, მაგისთვის ვართ..smile.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Apr 26 2010, 01:13 AM
Post #56


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ პრობლემას ყველა ადამიანში სხვადასხვა გარემოებები იწვევს. მე მივხვდი ჩემი პრობლემის სათავეები საიდან მოდიოდა და მალე გამოვასწორებ. სხვებსაც თავიანთ თავში ჩაღრმავებით და საკუთარი თავის ანალიზით შეუძლიათ პრობლემის ძირის მოძებნა და გადაჭრა.

ჩემი დეპრესიის მიზეზები იყო: პირველი - ფანატიზმის მერე გაათეისტება, პატრიოტიზმის გაქრობა, შესაბამისად ყველაფრისადმი რწმენის დაკარგვა(მიზანი გამიქრა, რომელიც აქამდე საყვარელი ადამიანებისთვის, რწმენისთვის, ქვეყნისთვის უპიროვნო სამსახური (selfless service) უნდა ყოფილიყო). მეორე - გარკვეული მიზეზების გამო დეპრესიის შეგრძნებამდე 1 წლის განმავლობაში ფიზიკურად აღარ ვვარჯიშობდი, არადა მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და როგორც ჩანს მოთხოვნილებაში გადამეზარდა. მესამე - საზიზღარ მუსიკას ვუსმენდი, რომელმაც ჩემში დაგროვილი ენერგიები უაზროდ გაფლანგა, + idea fix - ად უიმედობა და საშინელება მიქცია. მეოთხე - კვირაში 20 სნიკერსს ვჭამდი 1-2 თვის მანძილზე. მეხუთე - პირველი მიზეზის გამო ყველაფერს ეჭვით შევხედე, მათ შორის ახლობლებსაც, დავუკვირდი, ბევრი ძალიან ცუდი რაღაც აღმოვაჩინე და თავი მარტოდ ვიგრძენი.

მგონი ესენი ძირითადი მიზეზებია და თავისუფლად შემიძლია გამოსწორება.

მოკლედ, დეპრესია არ არსებობს, ან მეტ-ნაკლებად ადვილად დაძლევადია იმისთვის, ვინც აზროვნებს.


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 26 2010, 05:26 PM
Post #57


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(DISCIPLINE @ 26th April 2010 - 01:13 AM) *
მოკლედ, დეპრესია არ არსებობს, ან მეტ-ნაკლებად ადვილად დაძლევადია იმისთვის, ვინც აზროვნებს.

--------------------

მიხარია ასეტი დასკვნა რომ გააკეთე და რომ გაანალიზე მიზეზები როს გამოც იყავი დათრგუნული..smile.gif როგორც ჩემი 6-ს შვილიანი დაქალი იტყვის ხოლმე, როცა ეკითხებიან მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ გემართება ხოლმეო? პასუხობს,- მაგის ფუფუნება სად მაქვს რომ დეპრესიაზე დავკარგო დროო! smile.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 26 2010, 09:24 PM
Post #58


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(jgvenza @ 26th April 2010 - 05:26 PM) *
მაგის ფუფუნება სად მაქვს რომ დეპრესიაზე დავკარგო დროო!

ძალიან მაგარია! smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
გოგა
post Apr 26 2010, 10:25 PM
Post #59


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 198
Joined: 20-April 10
From: motel entland 66
Member No.: 6,208

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუუ თავი მტკივა საშინლადდ..უამრავი პრობლემა მაქვს რომელბიდანაც გამოსავალ ივერ მოვუძებნე და ამას + ძალიან დამღალა ამ ყველაფერმაა.... არადა "დასანახად" ვერ ვიტან დეპრესიას და ძალით დეპრესიულ ხალხსს მარაა ...... კაროჩე რა.. მასწავლეთ ვინმეემ ასტრალში გასვლა და იქიდან დამბრუენბელი აღარ ვარ მე xd


--------------------

Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 26 2010, 11:08 PM
Post #60


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გოგა ohmy.gif რას ამბობ? sad.gif
ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 01:20 PM