tikoroma |
tikoroma |
Mar 2 2018, 01:09 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მგონი პირველად, საკუთარი ოთახი მაქვს ვნახოთ თუ შევძლებ საკუთარი თავის გამოხატვას. ასე არ ეძახიან? ამბობენ, შვება მოაქვსო წინათ დეპრესიაში ვიყავი იმის გამო, რომ საშუალოდ 60-65 წელი გვაქვს სიცოცხლისთვის მოცემული და სად წავიღო ამდენი დრო, რა ვაკეთო-მეთქი ვდარდობდი. ბოლო 3-4 წელია ვერაფერს ვასწრებს, ისე ცოტა დრო მაქვს. სად მიმაქვს ეს დრო, აზრზე არა ვარ. 3 ათასი საქმე მაქვს დაწყებული და მიტოვებული რომელთაც ეზოთერიასთან ან ფისქოლოგიასთან ან ადამიანის ცნობიერებასთან აქვს შეხება, ამ ტოპიკში შევეხები. საკუთარ ოთახში საკუთარ თავზე ვისაუბრებ ძირითადად თუ მოგწყინდებით, ოთახიდან გახვალთ და ეგაა. მოგესალმებით ყველას. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 4 2018, 03:32 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველაზე ძლიერი დაბრკოლება რაც ცხოვრებაში შემხვედრია - ეს საკუთარი სინდისია, როცა ჩემი სქციელი ზოგად წესებთან, შეხედულებებსა და მორალთან წინააღმდეგობაში მოდის.
დაიკიდეთ სინდისი და გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდათ. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 4 2018, 08:45 PM
Post
#3
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შენ ოთახში რომ ავტოგრაფი დავტოვო, მოსულა?
თუ არა, წაშლი და ეგაა.. მოკლედ რაც ზემოთ დაწერე გეთანხმები. სინდისი იგივე თავსმოხვეული კანონია, რაც ვთქვათ მორალი. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 5 2018, 02:49 AM
Post
#4
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ოთახში გამოძინებას შევძლებ?
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 5 2018, 02:50 AM
Post
#5
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გააჩნია როგორ მოაწყობ
|
|
|
Mar 8 2018, 07:53 PM
Post
#6
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თავიდან ძიებით იწყება ყველაფერი, უამრავი კითხვაა და მათზე პასუხები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გგონია. ახლა კი ზოგიერთ მათგანზე პასუხის მიღების შემდეგ ზუსტად არც ვიცი ვიპოვე ყოფიერების აზრი თუ პირიქით, დავკარგე. ისე ჩანს, ყველა რელიგია თუ მისტიკოსი ოსტატი მართალია. ქრისტიანიც, ბუდისტიც, იდუისტიც, ოშოც, კასტანედაც, გურჯიევიც. .. აი, მუსლიმანებს და იაღოველებს რა ეშველებათ, არ ვიცი
ყოველი მათგანი სიმართლეს ამბობს და თან ცდება. ცდებიან იმაში, რომ ერთადერთ ჭეშმარიტებად საკუთარ სწავლებას მიიჩნევენ, თუკი ასე მიიჩნევენ. მაინც ვფიქრობ, თუ ცოცხალი მასწავლებელი არ გყავს, არ უნდა მისდიო ძველი სწავლებების გზას. მასწავლების არსებობის შემთხვევაშიც რისკია, იმიტომ, რომ მასწავლებელმა იქით იარა და გაკვალა გზა, საითაც თავისმა ინტერესებმა წაიყვანეს. თუ ასე ძალიან ემთხვევა თქვენი ინტერესები, კი ბატონო, გაჰყევი. თუ არ შეეცდები ინდივიდუალურად განვითარდე, მხოლოდ შენებურად და იქნები მასწავლებლის სრული მორჩილი, როგორც ეს მიღებულია ოსტატებთან, მაშინ შენ იქნები მხოლოდ მისი ეგრეგორის გამაძლიერებელი ერთი ჭანჭიკი. რაც მეტს გაძლიერდები, მით უფრო ძლიერი ჭანჭიკი იქნები პირამიდაში. სულ ესაა. თუკი მასწავლებლის გარეშე მისდევ რაიმე სწავლებას, კიდევ უარესი. ნაკლებად ეღირსები იმ სიკეთეებს, რასაც ეს ეგრეგორი სათავესთან მყოფ წევრებს სთავაზობს. მაგალითად ქრისტე და ეკლესია. ამბობ, რომ ქრისტიანი ხარ, მაგრამ ჰკითხე საკუთარ თავს, რამდენად ახლოს ხარ ქრისტესთან, ან ქრისტიანების ღმერთთან, ან რა ხეირი გაქვს ეკლესიისგან? არ ვაპირებდი ასე დეტალურ განხილვას. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რასაც რამდენიმე წელია ვიმეორებთ ამ ფორუმზე: იყავი დამკვირვებელი! ეს ნიშნავს, რომ არ უნდა ჩაერთო პროცესებში ემოციურად და მით უმეტეს, ვინმეს, რაიმეს რწმენა სულ არაა საჭირო. იწამებ და მისი ეგრეგორის წევრი ხდები. მხოლოდ საკუთარ თავს კი არ უნდა დააკვირდე, არამედ გარშემო ყველაფერს - ცხადს, სიზმარს, არაორგანულ არსებას სიზმარში, ღმერთს, მამაოს და ა.შ. საკუთარ თავს ისედაც სულ გამადიდებელი შუშით არ ვუყურებთ?! ახლა ირგვლივ ყველას ასევე დავაკვირდეთ და არ ვირწმუნოთ არაფერი. ამბობენ ეგრეგორში ყოფნასაც აქვს თავისი დადებითი მხარეო. ჯერ ერთი, სხვა გზა არც აქვს ადამიანს, სადმე იქნება აუცილებლად და მეორეც, სხვა აგრესიული ეგრეგორებისგან გვიცავსო. სხვა გზა რომ არ გვაქვს, მაგაზე კამათი შეიძლება. მეორეც - გვჭირდება დაცვა? თუ პირიქით, კომფორტის ზონიდან გასვლა გვჭირდება? სიახლეების გაცნობა გვჭირდება? მაგალითად, ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით ის, რაც არ გამოგვიცდია, არ გვინახავს, არ გვსმენია. მაგალითად ვიცით, რომ კტა კნავის. ეს მოგვისმენია. ძაღლი ყეფს. ესეც მოგვისმენია. ლომი კიდევ ღრიალებს. მოგისმენიათ როგორ? მე არა.ასე რომ არ ვიცი, როგორია ლომის ღრიალი-ბრდღვინვა. ჰოდა, რა შუაშია? ლუციდურ სიზმარში თითქმის ყოველთვის სასიამოვნოა ყოფნა. თუ თავში არ გირტყამენ რამეს. ასეთი ტუტუცი არსებებიც არიან, მოდიან და გირტყამენ ეგრევე. იძულებული ხარ თავი დაიცვა - ეს არაა სასიამოვნო. მოიგებ თუ წააგებ სულერთია. მათთან შეხვედრა უკვე აღარაა სასიამოვნო. დაბალი სიხშირეები არიან. დანარჩენ შემთხვევაში ვაშლადაც რომ გადაიქცე, ძალიან სასიამოვნოა იქაურ პროცესებში მონაწილეობა. მით უმეტეს თუ კაი ტიპებს ხვდები იქ.კაი ტიპი ჩვენებური მორალით კაი ტიპს არ ნიშნავს - მაგ. კეთილი, უანგარო, მოვიდა გასწავლის რაღაცას ბავშვს, ცაკალელი. უბრალოდ შენზე მაღალი ვიბრაციისაა და სასიამოვნოა ურთიერთობა ძირითადად, თორემ უანგაროდ არაფერს აკეთებენ ეგენი. მოგთაფლავს, ჩაგიდებს თავში მისთვის სასარგებლო ინფორმაციას და გამოგიშვებს აქეთ, რომ მისეული სისულელეები იქადაგო და მრევლი შეუგროვო აქ... პ.ს. "შენობით' წერა მეადვილება. წერის სტილი მაქვს ასეთი, ჭკუას კი არავის გარიგებთ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 9 2018, 08:08 AM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
|
|
|
Mar 26 2018, 10:22 AM
Post
#8
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 8 Joined: 11-March 18 Member No.: 7,710 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როცა თიკუნას ვნახულობხოლმე, გარეგნობა მიქმნის ილზუია რო პატარაა და სულ მინდა ჩახუტება და შუბლზე კოცნა როგორც პატარა დას ჩაიხუტებდი ^^ მაგრამ ეს ილუზიაა რათქმაუნდა.. ვფიქრობ შენი მისია საკმაოდ განსხვავებულია და გზაც და ჯერ კიდევ შეიძლება ბავშობის დროს დაგროვილი არაცნობიერი რაღაცეები გიშლიდეს ხელს. ჩემი აზრით ეზოტერიკა გეხმრება თვითშემეცნებაში და გაწმენდაში და ეს სულ თანმყოლი პროცესი უნდა იყოს. მჯერა რომ ნატო დავითაშვილზე ბევრად უკეთეს საოცარ წიგნს დაწერ და ველოდები ამას, უბრალოდ უნდა დაიკიდო ყველა ეჭვი ან მატერიალური დაბრკოლება რასაც ეხლა ხედავ და აკეთო ის რაც შენშია. მიყვარს შენი კულტურის ჯგუფი. ჩემთვის სამაგალითო ხარ მითოლოგიის, ზღაპრების, და ქართული კულტურის სფეროებში და კიდევ მგონია უფრო თამამი უნდა იყო. და მიხვიდე დავუშვათ ვიღაც პროფესორებთან. ეზოთერიკა კარგია თვითშემეცნების გზებში, მაგრამ თვითშემეცნების გარდა საჭირო თვითრეალიზაციაც, რომელიც თუ შემოქმედებაIშდა წერაში ხდება, აუცილებალდ განათლებიტდა ბევრი კითხვით და ბევრი ადამიანის ხელშეწყობით უნდა მოხდეს. რომ დაუკავშირდე თამამდ ყველა საინტერესო ადამიანს ვფიქრობ დამატებითი კარგი ეგრეგორები იქნება.. ხო და მარტო სიტყვებით თქმა რო არაფერია ვიციდა ამდენი ხანი ვერ მოვედი, მარა გონებაში მაყვხართ შენც და შენი გოგოც და ოდესმე კარგ გარემოში იქნებ შევხვდეთ
|
|
|
Mar 26 2018, 03:26 PM
Post
#9
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლომის ღრიალს ყოველ დილით ვისმენ 6 -ის ნახევარზე. დარჩი ერთხელ ჩემთან და მოგასმენინებ...
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 27 2018, 06:14 PM
Post
#10
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ელის
დიდი მადლობა ელის ოდესმე დავასრულებ დაწყებულ საქმეებს თუ არა და გული არ მწყდება მაინც მაგათ დასასრულებლად ნამდვილად არ მოვბრუნდები უბრალოდ, რაკი აქ ვარ რამე ვაკეთო - ეს დამოკიდებულება მაქვს ჩემს საქმეებთან. რა სფეროც გინდა იყოს, არ მგონია მიჯაჭულობა მქონდეს მაგათზე. კიდევ გავშლი თემას მერე. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 28 2018, 06:11 PM
Post
#11
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადრეც მისაუბრია, რომ ძლიერი ენერგეტიკის მქონდე ადამიანთან ურთიერთობისას ხდება მისი მხრიდან"გადაფარვა", თითქოს მთლიანად ექცევი მის ველში, ბრუვდები... შეიძლება ამ დროს რამე არაჩვეულებრივიც აკეთო - ზედმეტად გაიხსნა- გული გადაუშალო, მოიხიბლო, დაეთანხმო - ან რამე სხვა გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო და აკეთო. შეიძლება უბრალოდ ცუდად იგრძნო თავი. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდ ადამიანთან ურთიერთობ - ენერგო ვამპირთან,მაგალითად.უბრალოდ, დროებით ამ კონკრეტული ადამიანის ველი გფარავს და საკუთარ თავთან კავშირს კარგავ თითქოს.
ეს დამმართნია მეგობრებთანაც. შეიძლება ერთიდაიგივე ადამიანთან განმეორდეს ან არ განმეორდეს. შეიძლება დამოკიდებული იყოს,რამდენად გადაღლილი ხარ იმ დროს. ან რამდენად ხარ კონცენტრირებული იმ ადამიანზე, ან მისი ყურადღება რამდენადაა მომართული შენზე. ჩემი აზრით,მისი მხრიდანაც არ ხდება გააზრებულად. შეიძლება ეს რაღაც ქარიზმას მსგავსი ფენომენია. რადგან ხშირად შემიმჩნევია პოლიტიკოსებთან ურთიერთობისას. ცნობადი სახეა, ყოველდღე ხედავ ტვ-ში და თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ პირად ურთიერთობისას ფიზიკურადაც კი უფრო ლამაზი გეჩვენება, გადაგდებს თავის თავს ზოგჯერ თუ ეს ადამიანი უარყოფითადაა განწყობილი,ან თვითონ გრძნობს ცუდად თავს, შენზეც გადმოდის განწყობა და ეს ძალიან დამთრგუნველია. მაინც მგონია,რომ რაღაც ფიზიკის დონეზე ხდება ეს მოვლენა და არა პიროვნების გააზრბული გადაწყვეტილებით -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 30 2018, 11:57 PM
Post
#12
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიზმრის მეგობარი
სიზმარი, რეალობა, დიდი განსხვავება არც არი ამათში. ცხადში ქუჩის გადაჭრის შიში მაქვს. დიდხანს ვდგავარ, სანამ მძღოლები არ დამითმობენ, წინ არ გადავურბენ. სიზმარშიც ვიდექი, ერთხელ, გზაჯვარედინზე, თვალს ვაყოლებდი მანქნებს და ველოდი როდის დამითმობდნენ გზას. გვერდით შავგრემანი ბიჭი დამიდგა, ინდოელს ჰგავდა, ზურგჩანთით, ხელჯოხით, მარტოხელა მოგზაური. ასტრალში ერთ სივრცეში აღმოვჩნდით. ჩამკიდა ხელი გადამიყვანა ქუჩაზე. ახლა გვერდიგვერდ მივაბიჯებთ. მე გზის გვერდზე ბალახებში დავდივარ. ნელ-ნელა მაღლლდება ეს ადგილი და ვიწროვდება.მალე ჩამოვვარდები. ჩამოსვლას ვაპირებ, მაგრამ მეჩვნება რომ ძალიან მაღლა ვარ. მოგეხმარებიო, - ისევ მთავაზობს. უარს ვეუბნები, ვხტები და მე თვითონ ვეშვები ნარნარად მიწაზე ჩემს სიზმარში პირველად სხვა დროს ნებისმიერი სიმაღლიდან, უფრო სიდაბლეები რომ ქვია, იმ მანძილიდან გადახტომისასაც კი უფსკრულში ვვარდებოდი. ასე გაქრა ერთი კოშმარი სიზმრებიდან -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 31 2018, 07:14 AM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
აუ, რა კარგია თიკო, რა კარგია ასეთი მიღწევები, მომილოცავს |
|
|
Apr 19 2018, 10:31 AM
Post
#14
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 1 Joined: 17-April 18 Member No.: 7,738 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამით ყველას ამ ფორუმზე ახალი ვარ ვიმედოვნებ მიმიღებთ საძმოში
tikoroma დაგიციტატებთ 3 ათასი საქმე მაქვს დაწყებული და მიტოვებული რომელთაც ეზოთერიასთან ან ფისქოლოგიასთან ან ადამიანის ცნობიერებასთან აქვს შეხება, ამ ტოპიკში შევეხები. ვარენ ბაფეტი სულ კითხულობს და უკანასკნელ ცენტსაც კი საქმეში აბანდებს, საიდანაც იღებს დივიდენდებს და აქვს შემოსავალი, |
|
|
Apr 21 2018, 04:02 PM
Post
#15
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვარენ ბაფეტი სულ კითხულობს და უკანასკნელ ცენტსაც კი საქმეში აბანდებს, საიდანაც იღებს დივიდენდებს და აქვს შემოსავალი, არ ვიცი ეს ვინ არის და ჩემთან რა კავშირი აქვს ;დ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 13 2018, 09:51 PM
Post
#16
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი პირველი მნიშვნელოვანი სათქმელი არ ვხსნი ცალკე თემას ტოტემი და ადამიანი ადამიანთა წარმოდგენაში ვინ არის ტოტემი და რა ევალება მას? 1. ტოტემს აქვს ნათესაური კავშირი ადამიანთან. 2. ტოტემი არის ადამიანის მფარველი და მასწვლებელი. ძველად გვარებად და ტომებად გაერთიანებულ ადამიანებს საერთო ტოტემური ცხოველი ჰყავდათ, დღეს კი არ შეიძლება ასე იყოს. თუმცა მე არ გადამიმოწმებია საგვარეულოების ასეთი კავშირები, მაინც შეუძლებლად მიმაჩნია. რადგან დღეს ადამიანები ინდივიდუალურად ვითარდებიან და ჯგუფური კავშირები მორღვეულია. თუმცა წესით ნათესაურ კავშირზე ამ ცვლილებას არ უნდა ჰქონოდა გავლენა. პირველ რიგში, გავარკვიოთ ვინ იყო ტოტემი? ტოტემი იყო არსება, რომელსაც ხალხი თავის წინაპრად თვლიდა. მაგალითად, ავიღოთ ინდოელთა ტომი დელავარები, რომლებიც თავს ძუ დათვის შვილებად მიიჩნევდნენ (ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნი - "დიდი ძუ დათვის ძენი" შეიძლებოდა თუ არა დათვს ადამიანი ეშვა? ამის მაგალითები გვაქვს მითებსა და ზღაპრებში. თუმცა ეს არ გვჯერა და მოდით, სხვა ახსნა მოვძებნოთ. ერთი თეორიით, დედამიწა სამყაროში არსებული გენეტიკური ფონდის საცავია. აქ მყოფ ყველა ფიზიკურ არსებას ჰყავს თავისი გენეტიკური ორეული სხვადასხვა პლანეტაზე. შეიძლება ასე მძაფრად არც არის საქმე, მაგრამ მაგალითები აქაც გვაქვს. გვსმენია სირიუსის ცივილიზაციაზე - იქ კატისებრთა მოდგმა ბინადრობს. აქვთ მათ რამე კავშირი დედამიწის ცხოველებთან? ვვარაუდობ, რომ ეს არსებები მართავენ სწორედ ცხოველთა კოლექტიურ ცნობიერს და აქვთ მათთან გარკვეული ინფორმაციული კავშირი. დავუშვათ, რომ ასეთი "სახეობათა მმართველი" არსებები მართლაც არსებობენ სადღაც, მაშინ სწორედ ისინი ყოფილან ადამიანთა მოკავშირე-ტოტემები. ეს ცოდნა დაკარგულია. თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი ტოტემი ჩვეულებრივი დათვია - მაგ. საყვარლი კავკასიური მურა დათვი - ის სცდება, თუმცა შესაძლებლად მეჩვენება ამ სამყაროში სადღაც არსებობდეს დათვისებრთა რასა და ისინი ცხადდებოდნენ ადამიანთან ტოტემის ფუნქციით. ცხადია, ამ არსების გავლენით დედამიწელ დათვებსაც შეუძლიათ ადამიანისთვის გარკვეული ინფორმაციის გადაცემა, მაგრამ არა როგორც "მასწავლებლებს", არამედ როგორც ინფორმაციის გამტარებს. როგორ ენათესავება ადამიანს სხვა განზომილებაში მყოფი არსება? ერთი ვერსიით, სწორედაც რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლების ხელი ურევია ადამიანთა შექმნაში. თუმცა ამ ვერსიას ვერ დავეთანხმები. ისევ ინდიელებს რომ დავუბრუნდეთ, ერთი და იგივე რასის ხალხს სხვადასხვა ტოტემი ჰყავდათ - დათვი, მგელი, არწივი და ა.შ. ასე რომ ბიოგენეტიკურ კავშირს (დნმ-ის დონეზე იხ.ცნობილი მითები ადამიანთა შექმნაზე) გამოვრიცხავ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ეშინოდა და უფრთოხდა თავის ტოტემს, იგი მაინც სხვა არსებებზე მეტად მეგობრულად განწყობილი ჩანს ადამიანის მიმართ. ტოტემი მასწავლებელია, დამსაჩუქრებელია. ცხადია, უნდა დაიცვა რაღაც წესები, არ აწყენინო, განარისხო და ის შენი დამხმარე და მფარველი იქნება. რა დაინტერესება აქვთ ამ არსებებს ადამიანის მიმართ? 1. იკვებებიან ადამიანის ენერგიით, რასაც იღებენ მათგან მსახურების დროს? 2. ცხოველები ინკარნირდებიან ადამიანებად და შემდეგ აქვს კავშირი თავის წინაცხოვრების გავლენით ტოტემთან, (ისევ ვგულისხმობ სახეობათა მმართველ მაღალგანვითარებულ არსებას სხვაგანზომილებიდან). 3. სულიერი ნათესაობა: ესაა სულის კავშირი თავის კოსმიურ წარმომავლობასთან, ცივილიზაციასთან, საიდანაც მან დაიწყო მოგზაურობა და მოხვდა დედამიწაზე. შეიძლება ცოტ-ცოტა სიმართლე არის თითოეულ ამ ვერსიაში. 1. ტოტემს სჭირდება მსახურება, მსხვერპლშეწირვა, წესების დაცვა. 2. რამე გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს ცხოველთა (დაყველა სხვა ცოცხალი არსების) ყოფას ამქვეყნად. 3. არსებობს ეს თეორიაც. სული მოგზაურობს სამყაროებში, იბადება სხვადასხვა პლანეტებზე, სხვადასხვა არსებებად, ხოლო საიდან დაიწყო მან მოგზაურობა და რა გამოიარა დღემდე, არც კი ახსოვს. ეს ვარაუდი, ტოტემის წინაპრად მიჩნევასაც ამართლებს. ისევ დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რატომ აღარ ჰყავთ ხალხთა ჯგუფებს საერთო ტოტემი? პირველ რიგში, ეს ხალხთა ჯგუფები დაიშალა და ამიტომ. ტრადიციებზე დამოკიდებული ხალხის ჯგუფი ცხოვრობს თითქოს ჩაკეტილ წრეში და აძლიერებს ამ წრის ეგრეგორს. აქ უკვე წინაპლანზე ჩანს ეს ერთიანი ეგრეგორი და არა მისი შემადგენელი ადამიანები. მაგ, ქართველი ხალხი ავიღოთ: კალენდრით იყო გათვლილი თითეულ დღეს რა ექნათ: მარხვის დღე, უქმობის დღე, დღესასწაულის დღე, შრომის დღე. მთელი თვე განსაზღვრულია როდის რა უნდა აკეთო და ასე იქცევა მთელი სოფელი მთელი წელი, შემდეგ მეორე წელსაც იგივე, შემდეგ წელსაც იგივე... ყველა ერთად აღნიშნავდა ყველაფერს, ოჯახი ვერ გამოაკლდებოდა. შესაძლოა, ნატიფ პლანებზე სწორედაც რომ ერთი სოფელი, გვარი თუ ტომი ერთ კოლექტიურ არსებად აღიქმებოდნენ სხვა განზომილების არსებებისთვის (ვისთვისაც სრულდებოდა ეს მსახურება - მარხვა, უქმობა, ხსნილობა და ა.შ.). ცხადია, პიროვნებები რომლებიც გამოეყოფოდნენ ამ ერთიან ველს და ინდივიდუალურ კონტაქტს ამყარებდნენ ამ არსებებთან, იყვნენ კიდეც გმირები, ან ნიშნიანები, ან ნაწილიანები, ან ქადაგნი და ა.შ. მოკლედ ხალხის მასისგან გამორჩეული პირები. ახლა გავიგოთ, რას ასწავლის ტოტემი? ტოტემთან ურთიერთობა ხდება ნატიფ პლანებზე - სიზმარში, ასტრალში, ხილვაში, მედიტაციისას,ტრანსში... როგორ ამოვიცნოთ იგი? ცხოველი (ფრინველი და ა.შ.) გვესაუბრება, მისი "ენა" გვესმის, გვასწავლის თავის მსგავსად ქცევას - ფრენას, ცურვას, სირბილის და ა.შ. და რაში სჭირდება ეს ადამიანს? ეს გამოცდილებაა. ეს ჩარჩოების დამსხვრევა, სამყაროს ახლებურად დანახვის და შემეცნების საშუალებაა. ეს ძალიან გამამხნევებელია და ენერგიით, ემოციით გავსებს. ეს იმდენად სასიამოვნო და სასარგებლოა, რომ ძნელია თქვა, რომ ეს რაღაც არსებაა, რომელიც ანგარებით გეხმარება. თუმცა წამიკითხავს, რომ ასტრალური არსებები ასე იზიდავენ მსხვერპლებს, რაკი მათ სჭირდებათ მსხვერპლის თანხმობა, რათა მასზე გავლენა შეინარჩუნონ ხოლმე. ამ საკითხს ღიად დავტოვებ. განვაგრძობ იმით, რომ ტოტემისგან წვრთნა არ სრულდება ნატიფ პლანებზე და იგი ფიზიკურ სამყაროშიც გამოსადეგია. ამბობენ, რომ პრაქტიკების შედეგად რასაც ისწავლი ასტრალში, მატერიალურ სამყაროში გამეორებასაც შეძლებო. მე ეს გამოცდილება არ მაქვს. სამაგიეროდ, მაქვს ამერიკელი მკვლევარის ჰარი რაიტის აფრიკულ რიტუალებზე მონათხრობი ისტორიები, რომლებიც ძალიან მიყვარს. ის ამბობს, რომ მათ ეს შეეძლოთ - შეეძლოთ ლეოპარდად გადაქცევა. მან იმოგზაურა აფრიკაში დაახლ. 1950-51 წლებში. დაესწრო რიტუალს დაგომეაში "ლეოპარდის ტაძარში". იგი აღწერს სამი კვირის მანძილზე ტრანსში მყოფ ქალებს და შემდეგ რიტუალის დღეს დოლების თანხლებით გიჟურ ცეკვებს, კოცონდ და მსხვერპლშეწირვას. "ფეტიშის მთავარ ქურუმი უფრო ხმამაღლა ამღერდა. დოლიც ახალი ძალით ახმაურდა და აჩქარდა. უცებ ლამის თვალები შუბლზე მომექცა: იქვე, გოგონას უკან, მოციმციმე შუქის მიჯნაზე ცხოველის ჩრდილი დავლანდე. გაკვირვების გამოხატვა ვერც კი მოვასწარი, რომ ჩემს წინაშე მოზრდილი ღონიერი ლეოპარდი წამოიმართა. შესაძლოა, ეს ჩემი წარმოსახვა იყო. თუ ასეა, მაშასადამე, საკმაო წარმოსახვის უნარი მქონია, ვიდრე მეგონა. გოგონას უკან კიდევ ორი ლეოპარდი გამოჩნდა. მათ გრაციოზული დიდებულებით გადაჭრეს მოედანი და სამივე ხეთა ჩრდილებში გაქრა... ენა ვეღარ მოვატრიალე. მე ვდუმდი. არ ვიცოდი დავინახე რამე თუ მასობრივი ჰიპნოზის გავლენას განვიცდიდი"... ჰარი რაიტი "გრძნეულების მოწმე". ჯგუფი SHUKRA -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Sep 24 2018, 04:57 PM
Post
#17
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მგონი რა პროპორციითაც არ მიყვარს ადამიანები ჩემს ირგვლივ, იგივე პროპორციით ვგრძნობ თავს უბედურად
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Sep 25 2018, 01:58 PM
Post
#18
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახალი ნაყიდი მაქვს და ჯერ არ წამიკითხავს ბოლომდე, ფროიდის ტოტემი და ტაბუ
|
|
|
Sep 25 2018, 02:00 PM
Post
#19
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უინტერესო წასაკითხი შეიქნა ჩემთვის
|
|
|
Sep 25 2018, 05:40 PM
Post
#20
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
INVICTUS
ფროიდის სიზმრებზე მქონდა წიგნი, მომეწონა, მაგრამ ისეთი ცუდი თარგმანი იყო, თითო წინადადებას სამჯერ ვკითხულობდი რომ გამეგო. ;დ მაინც ამოვწრეე რაც მენიშნა და ცალკე თემას გავუკეთებ სიზმრების სტრუქტურას ხსნის კარგად -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 03:34 AM |