IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> თავმდაბლობა смирение humbleness
Plasmodium
post Jun 6 2013, 06:27 AM
Post #21


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ May 27 2013, 10:27 PM) *
Plasmodium
ვერ ვერევით, ვერ ვთმობთ, ძალიან გვიზიდავს - აი ამიტომ გვეზიზღება smile.gif


იმიტომ გვეზიზღება რომ გვიყვარს? რომ არ გვიყვარდეს არ შეგვზიზღდებოდა? დიდი ქმნის პატარას, მძიმე მსუბუქს? ბგერათა თანხმობას სიმშვიდე მოაქვს? დაო? თუ ასეა მომწონს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 6 2013, 02:24 PM
Post #22


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავმდაბლობა ნიშნავს იყო ის ვინც ხარ smile.gif იცხოვრო ნიღბის გარეშე, იყო ადამიანი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
MinD
post Jun 6 2013, 03:05 PM
Post #23


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 148
Joined: 14-January 12
Member No.: 6,693

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE

სუსტები ვართ და ამით ვაკომპენსირებთ

რატომ გვეზიზღება ეს ცხოვრება?
QUOTE
ვერ ვერევით, ვერ ვთმობთ, ძალიან გვიზიდავს - აი ამიტომ გვეზიზღება


ესენი როცა წავიკითხე, ბეჭდების მბრძანებლის ის მომენტი გამახსენდა, ადამიანი ბეჭდის ცდუნებას რომ ვერ უძლებს. ,,ადამიანები დამარცხდნენ და მათ ვერაფერში გამოვიყენებთ''.

მახსოვს ჩემი თავმდაბლობის შედეგი. მართლაც რომ დიდი საიდუმლო დევს მასში.

QUOTE
მიიღეთ თავმდაბლობა,და ის რასაც ამდენი ხანი ეძებდით,თვითონ გიპოვით თქვენ.


ძებნით არ ვიცი რას ვეძებდი, მაგრამ ვიცი, რომ მოვიდა ჩემთან ის, რაც მჭირდებოდა და ჩემთვის იყო. როგორც მშობელი ამჩნევს ბავშვის გავითარებას დღითიდღე, რომ ის სიმაღლეში იმატებს, რომ ის ახალს სწავლობს, გამოცდილებას იძენს, ისევე ვამჩნევდი ჩემს თავში იმ მიღწევებს, რასაც თავმდაბლობა და სიყვარული მჩუქნიდა. ისე მალე მიმდინარეობდა პროგრესი, რომ 1 თვეში შევიცვალე და წარსულში ჩადენილი საქციელები უბრალოდ დამავიწყდა, ვერ ვიხსენებდი რატომ ვიყავი ისეთი(ნუ ლოგიკურად ყველაფერი გასაგებია). გადასვლა ისე მოხდა, თითქოს ახლად დავიბადე და ძველი არ მჭირდებოდა. ფაქტობრივად ცხოვრება ახლად დავიწყე.
მასოვს მომენტი, როცა რაიმეს დავაშავებდი და ამ სიმძიმეგადაკიდებული გავივლიდი ხატებთან(რაც არ ნიშნავდა რომ მათ შევხედავდი, რადგან თვალს ვერ ვუსწორებდი) ცრემლები მომდიოდა, ძალიან ცხელი. ეს ერთგვარო სირცხვილის გრძნობაც არის. თან გერიდება, თან გრცხვენია და ეს იმიტომ ხდება, რომ გიყვარს.

თავმდაბლობასაც გააჩნია. გააჩნია ვის მიმართ. მართალია ბოროტება სიყვარულით უნდა დავამარცხოთ, მაგრამ ამაშიც არის პატარ-პატარა მომენტები, რომელიც ''კანონს'' არ ემხრობა.

იყო თავმდაბალი ნიშნავს - ცხოვრობდე რეალურ სამყაროში.

მართლაც, რომ უმრავლესობას არ ესმის რა არის თავმდაბლობა. დღეს ყველაფერი დასწრებაზეა, როგორც ღორების ფერმაში, ან მგლების ხროვაში. ხალხმა არ იცის, რას ნიშნავს ცხოვრობდე დედამიწაზე და არა არსებობდე.

ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა პატივი ვცეთ, გვერიდებოდეს და გვიყვარდეს ჩვემი სხეული და ჩვენი არსება. ვიცოეთ, თუ რას ნიშნავს ის და რა ადგილი უჭირავს სამყაროში. თავმდაბლობა არის იარაღი, რითაც შეიძლება დავამსხვრიოთ მტრის ნებისმიერი იარაღი და ნაფოტებად ვაქციოთ. ეს არის სიყვარულის უზარმაზარი ნაკადი, როცა ბოროტებას ბოროტებით უნდა უპასუხო და შენ პატიებით, სიყვარულით პასუხობ. ამაზე დიდი საოცრება რა გინდა.

მიყვარს ჩიტებისთვის საკენკის დაყრა. ეს ბოლო დღეებია, ვგრძნობ რომ მათ მერიდება და მეცხვენია. ისინი ბევრ რამეში მეხმარებიან. ჩემი ყოველი სულიერი ბრძოლა მათთან ერთად ხდება. ვაი თუ ისინი ჩემს სისუსტეებს ხედავენ. მართლაც რომ ხედავენ ისინი ყველაფერს.

ნახევარი წელია, ბუნებაში ყველაფერს ველაპარაკები, ვგრძნობ და მათთან ერთად ვცხოვრობ. ისინი ხელს მიწყობენ რაიმე სურვილის განხორციელებაში. იმ გზით, როგორც გეხმარება ამგვარი მოემნტი: როცა ადამიანი გთავაზობს დახმარებას და შენი გადასაწყვეტია მას დაეხმარები თუ -არა.

მაპატიეთ სიტყვა რომ გამიგრძელდა, მაგრამ მსიამოვნებს აქ საუბარი sweet.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 6 2013, 08:48 PM
Post #24


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



gul.gif MinD
კაი რამეებს წერ. დაახლოებით მასეთი განცდები მქონია, ოღონდ ბოლომდე ვერ ვთავისუფლდები


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonimus
post Jun 6 2013, 09:25 PM
Post #25


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 236
Joined: 5-June 13
From: - - -
Member No.: 7,109

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



MinD
საოცარი ადამიანი ხარ jawdrop.gif


--------------------
白狼
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonimus
post Jun 6 2013, 09:28 PM
Post #26


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 236
Joined: 5-June 13
From: - - -
Member No.: 7,109

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



MinD
საოცარი ადამიანი ხარ jawdrop.gif


--------------------
白狼
Go to the top of the page
 
+Quote Post
MinD
post Jun 6 2013, 09:35 PM
Post #27


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 148
Joined: 14-January 12
Member No.: 6,693

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE
დაახლოებით მასეთი განცდები მქონია, ოღონდ ბოლომდე ვერ ვთავისუფლდები

რისგან ვერ თავისუფლდები?

anonimus
შენ ეტყობა ფორუმი ჯერ არ დაგითვალიერებია smile.gif.
პირველად წაიკითხვის სიამოვნება წინ გაქვს good.gif . ნუ იჩქარებ, დრო საკმარისი გაქვს.

ამ ფორუმის მოსწავლე ვარ მე russian_ru.gif იმედია ვამართლებ l_sunny.gif laugh.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 6 2013, 10:00 PM
Post #28


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



MinD
ციტატა
რისგან ვერ თავისუფლდები?
ჩემში არსებული ნეგატივისგან


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 7 2013, 12:18 AM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



MinD
QUOTE
მაპატიეთ სიტყვა რომ გამიგრძელდა, მაგრამ მსიამოვნებს აქ საუბარი

გაგიგრძელდაო?! გაგიგრძელდა კი არა ეს იყო სიტყვა გულიდან გამოსული, სიყვარულით გამთბარი და სხვა ადამიანთათვის იმედის მიმცემი. მინდა გითხრა დიდი მადლობა რომ დღეს ასე გამითბე გული bigarmhug.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 7 2013, 12:28 AM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



MinD
QUOTE
მიყვარს ჩიტებისთვის საკენკის დაყრა. ეს ბოლო დღეებია, ვგრძნობ რომ მათ მერიდება და მეცხვენია. ისინი ბევრ რამეში მეხმარებიან. ჩემი ყოველი სულიერი ბრძოლა მათთან ერთად ხდება. ვაი თუ ისინი ჩემს სისუსტეებს ხედავენ. მართლაც რომ ხედავენ ისინი ყველაფერს. ნახევარი წელია, ბუნებაში ყველაფერს ველაპარაკები, ვგრძნობ და მათთან ერთად ვცხოვრობ. ისინი ხელს მიწყობენ რაიმე სურვილის განხორციელებაში. იმ გზით, როგორც გეხმარება ამგვარი მოემნტი: როცა ადამიანი გთავაზობს დახმარებას და შენი გადასაწყვეტია მას დაეხმარები თუ -არა.

wub.gif
ჩიტუნებს როგორც ანგელოზებს ისე ვუყურებ wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jun 7 2013, 10:26 PM
Post #31


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაც არუნდა ისწავლო, იწვალო თავნდაბალი ძალით ვერ გახდები, ადამიანის ბუნება ძალით გარდაქმნას ძნელად ექვემდებარება, ყოველშემთხვევაში მე არ მჯერა ამისი. თავმდაბლობა ბუნებისგან მონიჭებული უდიდესი ნიჭია, ყურადღებით წავიკითხე თქვენი პოსტები, მე მაინც იქითკენ მივდივარ იესო რომ ამბობს, თუ თავიდანვე არ ხართ ცხოვრების წიგნში ჩაწერილი, ვერ იხილავთ ცათა სასუფეველს-ო. მარტო სწავლება, აღზრდა და სიცოცხლე ძალათ თავმდაბლობით არამგონია საკმარისი იყოს. თავმდაბალი ვერ გახდები, ასეთი უნდა დაიბადო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonimus
post Jun 9 2013, 09:03 PM
Post #32


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 236
Joined: 5-June 13
From: - - -
Member No.: 7,109

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვერ დაგეთანხმები tamriko_faso ადამიანის ჩამოყალიბებე დამოკიდებულია იმ გარემოზე სადაც ის იზრდება
ვერ დაიბადები თავიდანვე ანგელოზი ...
ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა შEიძინო და ისწავლო
ასევეა თავმდაბლობაც


--------------------
白狼
Go to the top of the page
 
+Quote Post
Teddybear
post May 6 2014, 02:56 AM
Post #33


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 29
Joined: 3-May 14
Member No.: 7,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავმდაბლობაში რა იგულისხმება მე არ ვიცი
ბევრნაირი არსებობს
მაგალითად ჩემი მეგობარი მიყვებოდა რომ ბარში შეხვდა ერთ ცნობილ ჟურნალისტს და ეს ჟურნალისტი ეჩხუბა მენეჯერს თუ ვიღაცას, რადგან იმას ტუალეტტან ახლოს მდებარე მაგიდასთან დასვა, არადა წინასწარი შეკვეთა არ იყო და სხვა ადგილი ვერ ვნახეო
მე არ ვარ ცნობილი, მაგრამ სამსახურში ერთი ოთახი იყო თავისუფალი, სადაც დაჯდომა არავის უნდოდა, რადგან პატარა, ცივი ოთახი იყო და გვერდით საჭირო ოთახი, არადა ბევრი ადამიანი, ფართი ცოტა, თან ყველას კარგი ადგილი უნდოდა და ერთი ამბავი იყო
მე შევედი უფროსთან და ვთხოვე რომ იქ გადავეყვანე
ძალიან დიდ პლიუსად ჩათვალეს ეს, კომპლიმენტები მივიღე რა თავმდაბალი, უპრეტენზიო ადამიანიაო, მაგრამ ხომ არ იცოდნენ იმათმა, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ კარგი ადგილი განთავისუფლებულიყო და მე ამეტანა სხვისთვის ეს ცუდი ადგილი
იმ ოთახში უბრალოდ მარტო ვიქნებოდი ვიცოდი და იმდენად არ მომწონდა ჩემს ოთახში მყოფი ხალხი და ვიცი არც ერთ ოთახში არ მომეწონებოდა და იმდენად ცუდათ ვიყავი ამ ყოველდღიური სავალდებულო ურთიერთობებით, რომ მზად ვიყავი სარდაფშიც წავსულიყავი.
არ შემიძლია ადამიანს რამე ვთხოვო, არ შემიძლია პირადი ინტერესების გამო დავიმცირო თავი და თავის დამცირებაში არაფერს განსაკუთრებულს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმას, რასაც ყოველდღე უამრავი ადამიანი აკეთებს სამსახურში. ამის გამო გამოცვლილი მაქვს ძალიან ბევრი სამსახური, გამომიშვეს მარტო ორიდან, დანარჩენებიდან მე წამოვედი.
ჩემს თანამდებობაზე თუ არის სხვა ვინმე და ანალოგიურ პირობებში ვართ და თუ იმ სხვამ ამ საქმეში ჩემზე ცოტა იცის, ვერანაირი ხელფასი ვერ გამაძლებინებს.
სხვა მხრივ, ხმას არ ვიღებ, არავის საქმეში არ ვერევი, შემიძლია ნებისმიერ პირობებში გაძლება, არ ვანიჭებ მნიშვნელობას ადამიანს ფული აქვს თუ არა
მე ვუთხარი ფსიქოლოგს ერთხელ, რომ ძალიან სამართლიანი და თავმდაბალი ადამიანი ვარ, თუ სამსახურში მომეწონა ადამიანი და დამლაგებელია ვედაქალები და თუ ჩემი უფროსია და არ მომეწონა, ზრდილობის ფარგლებში ვიქნები შორს და ცივადთქო და მითხრა პირიქით ეს ეგოიზმი და ამპარტავნებააო
არ ვიცი რომელია, საერთოდ მე ვთვლი, რომ თავმდაბალი ადამიანი (თუ არ თამაშობს და მართლა ასეთია) დაკომპლექსებულია და არათავმდაბალი, რადგან ადამიანის ბუნებაში მოდის წინააღმდეგობათან ან ყველა თავმდაბალი ადამიანი, რომელმაც რომელიმე ილუზიის ხარჯზე მიაღწია თავმდაბლობას, იგივე ამ თავმდაბლობით ამპარტავანია თუნდაც ამას არ აღიარებდეს საკუთარ თავთანაც


--------------------
Should I kill myself, or have a cup of coffee?
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:57 PM