მეგობრებო, ეს ძალიან საინტერესო თემაა.
გუნები.
ვედების მიხედვით, მას შემდეგ რაც სული შემოდის მატერიალურ სამყაროში იგი აღმოჩნდება 3 სახის ენერგიის გავლენის ქვეშ, ესენია:
1. ტამასი (უმეცრება) 2. რაჯასი (ვნება), 3. სატვა (სათნოება)
სულის მისწრაფებების მიხედვით ადამიანი ექცევა ამ გუნების გავლენის ქვეშ. შეიძლება მის ცხოვრებაში სამივე გუნა სხვადასხვა დოზით იყოს გამოვლენილი.
ეს ენერგიები ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხება. ავიღოთ მაგ. დღის პერიოდები. დილა ეს არის სატვა-სათნოების დრო, მზის ამოსვლამდე ორი საათით ადრე და ორი საათის შემდეგ. ამ დროს შემოდის დედამიწაზე ნათელი,წმინდა ენერგიები. ამიტომ არის ადგომა ასეთ დროს ყველაზე სასარგებლო, ასევე ვარჯიშისთვის, მედიტაციისთვის.
შემდეგ გადავდივართ დღის შუა მონაკვეთში - ეს არის ვნების - რაჯასის პერიოდი, როცა მივდივართ სამსახურში, ვართ დაკავებული სხვადასხვა საქმიანობით, ფულს ვშოულობთ, ვხარჯავთ. ეს ყველაფერი არის ვნება, ხოლო მზის ჩასვლისას დგება ტამასის დრო, როცა ადამიანი უკვე დაღლილია და ძილისთვის ემზადება. ძილიც ეს არის ტამასი.
ვედები გვეუბნებიან უნდა იცხოვროთ სატვა-სათნოების გუნაში და ამით უფრო ნაკლებ ტანჯვას მივიღებთ, ვიდრე ტამასში-უმეცრება და რაჯაშში-ვნებაში ცხოვრებისას. თუ რაჯაში ან ტამასში ვიცხოვრებთ, ვიქცევით ბიომასად.
როგორ ცხოვრობს მაგ. ადამიანი ტამასში: გონების გამაბრუებელ საშუალებებზე დამოკიდებულება (ალკოჰოლი, ნარკოტიკი), თავდავიწყებაში ცხოვრება
რაჯაში მაცხოვრებელი ადამიანი ჩაციკლული ხდება მატერიაზე, ფულის შოვნაზე, კარიერაზე, შედეგზე, რასაც თავისი ქმედებებიდან, მატერიალურ სამყაროში მოღვაწეობიდან ელოდება.
სატვაში კი შემოდის გაცნობიერებულობა, დისციპლინა, სულიერი პრაქტიკები, თვითშემეცნება. ილუზორული ენერგია მაია უკან იხევს და უპირატესი ხდება სულიერი ენერგია და თანდათანობით ხდება ჩვენი ნამდვილი ბუნების გაცნობიერება. შემოდის ნამდვილი ბედნიერების შეგრძნება
ნამდვილი ბედნიერება კი არის შიგნით. სულიერი ცხოვრება ნიშნავს დააბრუნოს ცნობიერება პირველსაწყისებთან. ბედნიერება კი შიგნითაა, მაგრამ ილუზიის, მატერიალური ენერგიების გავლენით ჩვენი ცნობიერება ეჯაჭვება გარეგან ენერგიას. გარეგანი სამყაროდან მოდის ხმები, სურათები, სუნები, გემოები, შეხება და ცოცხალი არსება მთელი თავისი გრძნობებით და ჭკუით მიჯაჭვულია მატერიალურ სამყაროს. და ეს გვექაჩება ხან იქით ხან აქეთ.
გარკვეული კმაყოფილება შეგვიძლია მივიღოთ უმეცრების და ვნების გუნების დონეზე, მაგრამ სულის დონეზე არაფერი დადის. ეგო იტყვის მე გავერთე, მივიღე სიამოვნება, მაგრამ ღრმა დონეზე არსება დაუკმაყოფილებელი რჩება. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ამ ყველაფერს გააჩნია გარეგანი ენერგია და შედის მხოლოდ ჭკუა-ეგოს დონემდე, სულამდე ვერ აღწევს. ამიტომ სულიერმა ცხოვრებამ ადამიანი უნდა გამოიყვანოს ამ მოჯადოებული წრიდან რათა მიიღოს შინაგანი კმაყოფილება.
რით იღებს ადამიანი ამ შინაგან კმაყოფილებას? - თავისი ბუნებით. და ეს ბუნებაა სატ-ჩიტ-ანანდა (ცოდნა-მარადისობა-ნეტარება). ეს არის სულის თვისებები, ხოლო მატერიალურ სამყაროში ეს სამი თვისება ვერ რეალიზდება. მატერიალური სამყარო სულის ბუნების ცოდნის ნაცვლად გვთავაზობს ცოდნას იმის შესახებ თუ როგორ ვიშოვნოთ ფული, როგორ დავიკმაყოფილოთ ადამიანური მოთხოვნილებები, მივიღოთ გრძნობებით ტკბობა გარეგანი ობიექტებისგან. ასეთი ცოდნა კი ვერ ახარებს სულს. ადამიანი მუდამ დაუკმაყოფილებელია. მატერიალური სამყაროს ბედნიერებას წარმოგვიდგენენ გრძნობების გარე დაკმაყოფილების სახით, რაც არის ძალზე ზედაპირული დონე.
რეალურად ცოცხალი არსება ნამდვილ ტკბობას იღებს თავისი ბუნებით, როცა ეს ბუნება სუფთაა. მაგ: იოგი შევიდა სამადხიში და გახდა ბედნიერი. ეს როგორ ხდება? იმიტომ, რომ ეკონტაქტება არა გარეგან სამყაროს, არამედ პარამატმას-ზესულს. და ამ დროს განიცდის მრავალფეროვან ემოციებს. ეს ტკბობა შეუდარებელია იმ საცოდავ ტკბობასთან, რასაც ჩვენ აქ გრძნობის ორგანოებით ვიღებთ.
ეს უკვე აღარაა გრძნობითი ტკბობა, იმიტომ რომ გრძნობები ასეთ დროს გათიშულია და ადამიანი თავისი სულის ცნობიერებით წვდება უმაღლეს სულს და ამაშია ნამდვილი ბედნიერება.
სატვაში (სათნოება) ცხოვრება ნიშნავს, რომ ადამიანს ჭკუა, გონება, ფიქრები, ემოციები დაქვემდებარებული აქვს მის უმაღლეს მე-ს. აცნობიერებს რომ ცხოვრობს მატერიალური ენერგიების, ილუზიების-მაიას სამყაროში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალური ცხოვრება არ აინტერესებს. იგი ასრულებს თავის მოვალეობებს, თუმცა მისი მატერიალური მოღვაწეობის ნაყოფები არ არის ეგოისტური. მაგრამ სატვაშიც ცხოვრებაც კი არ არის უმაღლესი სრულყოფილება, ესეც გარკვეული საზღვრებია.
ადამიანის ცნობიერების განვითარების, ევოლუციის თანმიმდევრობა ასეთია: ტამასი-რაჯასი-სატვა
შეგიძლიათ დააკვირდეთ ადამიანებს და დაინახოთ მათში რა დონით არის წარმოდგენილი 3 გუნა.
ეს ძალზე მარტივია, თუ დავაკვირდებით მათი ცხოვრების წესს, მსოფლმხედველობას, დღის რეჟიმს.
შეგვიძლია ეს ქვეყნებზეც გავავრცელოთ.
საქართველო ყოველთვის წარმომიდგებოდა ტამასში. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ნელ-ნელა რაჯაშში გადავდივართ.
ამერიკა ეს არის ტიპიური რაჯასის ქვეყანა.
სატვას ქვეყნები ალბათ თითზე ჩამოსათვლელი იქნება. შეიძლება ინდოეთი (ტამასის ელემენტებით)... ტიბეტი და ა.შ.
ამის მიხედვით სტანდარტულად ადამიანის ცხოვრებაც შეგვიძლია 3 ეტაპად დავყოთ.
I ეტაპი იგი არის ტამასის გუნაში. ბავშვი/მოზარდი ბევრს ვერაფერს აცნობიერებს, ცხოვრობს უმეცრებაში
II ეტაპი. შემდეგ იზრდება გადადდის რაჯაშში. მასში შემოდის ვნების ენერგიები, იწყებს თავის გამოვლინებას სამყაროში
III ეტაპი როცა ყველაფერი ნახა ცხოვრებაში, დარწმუნდა რომ გრძნობებით მიღებული სიამოვნება, მატერიალური მოღვაწეობის შედეგები არაფერია, წარმავალია და ამ დროს გადადის სატვაში, შედის სიბრძნეში
თუმცა ესეც ინდივიდუალურია რა თქმა უნდა. მოწიფული სული შეიძლება ბავშვობიდან პირდაპირ სატვაში შევიდეს
და ასაკოვანი ადამიანი ისევ ტამასში ცხოვრობდეს.
სული შემოდის მატერიალურ სამყაროში, რომ მიიღოს გამოცდილება აქ, დატკბეს აქაური გრძნობებით და შთაბეჭდილებებით
ამიტომ არ შეიძლება ხელოვნურად დათრგუნოს ტამასის და რაჯასის ენერგიებისკენ სწრაფვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვეუბნებით რომ ეს ყველაფერი წარმავალია და ილუზორულია
ის თვითონ უნდა მიხვდეს ამას, როცა გულს იჯერებს და მობეზრდება მატერიაში ტკბობა, მაგრამ ამას შეიძლება ათასობით ცხოვრება დასჭირდეს
და აქ საფრთხეც იმალება. შეიძლება სული ჩარჩეს აქ სამუდამოდ და დეგრადირდეს
როცა დედამიწაზე იბადება, ფაქტიურად ბეწვის ხიდზე გავლა უწევს
ტამასში (უმეცრება) ცხოვრების ერთ-ერთი მაგალითია, როცა ადამიანი მატერიალურ ცხოვრებას უყურებს მძიმედ და იტანჯება, სულ დეპრესიაშია, მაგრამ რეალურად იტანჯება იმიტომ, რომ ვერ ახერხებს მატერიალური ენერგიებით ტკბობას და ჰგონია, რომ მეორედ აქ აღარ დაიბადება. მაგრამ როცა კვდება, მისი ცნობიერება არ არის მზად სხვა, მაღალ სფეროებში გადასასვლელად. სული დაისვენებს, აღიდგენს ძალებს და ისევ მოენატრება განსხეულება. ისევ დაიბადება და ასე დაუსრულებლად...
ასე რომ ის, ვინც ამბობს მე აქ აღარ დავიბადები იმიტომ, რომ ცხოვრება მძიმეა ის იმყოფება ტამასში და სავარაუდოდ კიდევ მრავალჯერ დაიბადება. სულის ცნობიერებით უნდა მომწიფდეს იმისთვის რომ აქ აღარ დაიბადოს და არა იმიტომ რომ გაუჭირდა დედამიწაზე ცხოვრება
old_man
მაგარი თემაა, ჩავიკითხე და მომეწონა.
earth
წარსული-აწმყო-მომავალი
წარსული ეს არის ტამასი-უმეცრება. როდესაც ადამიანი წარსულში ცხოვრობს და სულ იძახის, აი რა კარგი იყო მაშინ ცხოვრება, ნეტა იმ დროში დამაბრუნა, ეს რა დრო დადგა, ასეთი ადამიანი ცხოვრობს ტამასში. (საქართველო იმიტომაც არის ტამასში, რომ სულ მივსტირით წარსულ დიდებას, ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე)
აწმყო ეს არის სატვა-სათნოება. ადამიანი, რომელიც არ არის ჩარჩენილი წარსულში, ცხოვრობს აქ და ახლა, არ იყურება მომავალში, იღებს კარგს და ცუდს ერთნაირად აუღელვებლად, ის არის სათნოებაში.
მომავალი ეს არის რაჯასი-ვნება. ადამიანი, რომელიც მომავალში ცხოვრობს, არ აკმაყოფილებს აწმყო, ერთი სული აქვს, რომ ხვალინდელი დღე დადგეს, რომელიც უკეთესი იქნება დღევანდელზე, რადგან გეგმავს, რომ გააკეთებს იმას, გააკეთებს ამას, იშოვნის უკეთეს სამსახურს, დაიწყებს ბიზნესს და გახდება ბედნიერი, ის არის ვნების გუნაში.
ორივე - წარსულში და მომავალში მცხოვრებ ადამიანს ელოდება საბოლოოდ დიდი იმედგაცრუება, ხოლო აწმყოში მცხოვრები ადამიანი იქნება ყოველთვის თვითკმარი და ბედნიერი
old_man
მაგარია!!!
იგივეს ამბობს რონდა მპერნი, ფილმი სიქრეთის შემქმნელი. მანაც ასევე შეისწავლა მრავალი აღმოსავლური სწავლება და ისე მოგვაწოდა ეს ცოდნა. მართლაც ეს ცოდნა საუკუნეების წინ არსებობდა.
აქ და ახლა!!!!
earth
რახან ვედებში ვართ, ბარემ აქვე ვიტყვი. ამ ფილმზე შეეკითხნენ , ჩემი აზრით ვედების ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნეს და განმმარტებელს, ვასილი ტუშკინს
და მან უპასუხა რომ ამ ფილმში არ არის გათვალისწინებული სამყაროს მოწყობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რაც არის კარმა. თუ კარმით არ გერგება რაც არ უნდა აკეთო ვიზუალიზაციები და იცხოვრო პოზიტივში, იმას მაინც ვერ მიიღებო
td.........
old_man
ახლა გადავხედოთ საკვებ პროდუქტებს გუნების ჭრილში
სატვა-სათნოების პროდუქტები მოიცავს პირველ რიგში ბოსტნეულს, მარცვლეულს, ხილს, ბალახეულს, ასევე რძის პროდუქტებს. ეს ყველაფერი უნდა იყოს ახალი. დაძველებული, დაობებული ეს უკვე ტამასის ნიშნებია და სატვას თვისებები ეკარგება.
რაჯასი-ვნების პროდუქტებია ისეთი პროდუქტები რაც აღაგზნებს ორგანიზმს, ესენია: ხახვი, ნიორი, ყავა, თამბაქო, ცხარე სანელებლები, თეთრი შაქარი. ძალზე ცხელი, მწარე, მჟავე, მარილიანი საკვები. ესენი ხელს უწყობს ვნების ენერგიის შემოსვლას ადამიანში - ვნება, მრისხანება, ეგოიზმი, შური....
ტამასი-უმეცრების პროდუქტებია: ხორცი, კვერცხი, ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე სოკო (რადგან ის სიბნელეში იზრდება, სიბნელეც არის ტამასი), დაკონსერვებული, ნახევარფაბრიკატების პროდუქტები.
ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ესეც საკმარისია რომ წარმოდგენა გქონდეთ.
გუნების გამოხატულება ადამიანის გარეგნობაში
მაგ. ავიღოთ ჩაცმულობა. ტამასი-უმეცრებაში მყოფი ადამიანის სამოსი არის ჭუჭყიანი, დახეული ან ძველმოდური, ყოველთვის ერთგვაროვანი, მუქ, შავ ფერებში (აქ ბუნებრივია მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი ადამიანი არ იგულისხმება). რაჯასი-ვნებაში მყოფი ადამიანი სამოსს ირჩევს სხვების დასანახად, გამოსარჩევად, ყურადღების ცენტრში სამყოფად. ეტანება მყვირალა ფერებს, გამოკვეთს სექსუალურობას, საზოგადოებაში ხშირად აღნიშნავს, რომ აცვია ძვირადღირებული ბრენდები. სატვა-სათნოებაში მცხოვრები ადამიანი ირჩევს სადა, პრაქტიკულ სამოსს გემოვნებით, ნათელ ფერებში.
იგივეა გარეგნული იერი. ტამასი-უმეცრება - დაუბანელი, მოუწესრიგებელი, თმაგაბურძგნული, წვერმოშვებული-მოუვლელი, პირადი ჰიგიენის დაუცველი. რაჯასი-ვნება - ზედმეტი ყურადღება საკუთარი თავის მოვლის მიმართ, ვულგარული მაკიაჟი, თავის მოვლაზე დიდი დროის და ფინანსების დახარჯვა, მუდამ ამაზე ფიქრი და ღელვა. სატვა-სათნოება სუფთა, ყოველთვის მოწესრიგებული და ამაში დახარჯული ზომიერი დრო, სხვების მოწონებაზე არაორიენტირებული.
ადამიანის მოღვაწეობა გუნებში:
ტამასი-უმეცრება: აქ ადამიანი მიდრეკილია დანგრევის, განადგურების/თვითგანადგურების ან უმოქმედობის, ინერტულობისკენ. ეს შეიძლება ბავშვობიდან ეტყობოდეს: ასეთი ბავშვი აფუჭებს ყველაფერს, აწვალებს ცოცხალ არსებებს ან არაფერი აინტერესებს. იზიდავს კრიმინალური სამყარო.
რაჯასი-ვნება: ამ გუნის გავლენის ქვეშ ადამიანი არის ეგოისტი, ცხოვრობს მხოლოდ გრძნობითი სიამოვნებისთვის და ასეთი სიამოვნებების ძებნაში ხშირად უკიდურესობაში გადადის, მუდამ დაუკმაყოფილებელია, ეძებს ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს, უსასრულოდ აგროვებს მატერიალურ სიმდიდრეს.
სატვა-სათნოება: აქ ადამიანი მოღვაწეობს უკვე საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, ეგოისტური სიამოვნება აღარ ანიჭებს კმაყოფილებას, მისი მოღვაწეობის სფეროებია: ხელოვნება, მედიცინა, განათლება, ჰუმანიტარული სფერო, საზოგადოებრივი საქმიანობები, რასაც მოაქვს საერთო კეთილდღეობა. ზრუნავს ბუნებაზე, გარემოზე, ცხოველთა სამყაროზე.
თუ გუნებს შევხედავთ ენერგიების კუთხით, ისინი წარმოგვიდგებიან ასეთი სახით:
ტამასი(უმეცრება) - ენერგიის არარსებობა
რაჯასი (ვნება) - უკონტროლო ენერგია
სატვა(სათნოება) - კონტროლირებადი ენერგია
პროცესების კუთხით:
ტამასი(უმეცრება) - განვითარების არარსებობა, ევოლუციის შეჩერება, სტაგნაცია
რაჯასი(ვნება) - განვითარება, ევოლუცია, თუმცა ცვალებადი და წამლეკავი. ფეთქებადი პროცესები, რომელიც ანადგურებს ძველს და ასე ქმნის ახალს.
სატვა(სათნოება) - ფუნქციონირების და განვითარების თანმიმდევრული, გაწონასწორებული პროცესი
ეს თემის დასაწყისში უნდა დამეწერა, რაც გამომრჩა. რას ნიშნავს სიტყვა გუნა. ეს არის სანსკრიტული სიტყვა, რომლის პირდაპირი მნიშვნელობაა თოკი. ამ თოკებით არის დაბმული სული დედამიწაზე.
ადრეც დავწერე, რომ სატვაში ცხოვრებაც კი არ არის უმაღლესი სრულყოფილება. მაგრამ რატომ, სატვა ხომ სათნოების გუნაა? იმიტომ, რომ როდესაც სული განსხეულდება და დედამიწაზე იბადება, ეს უკვე ნიშნავს შეზღუდვას. მათ შორის სატვაც, რომელიც ასევე მატერიალურ სამყაროში არსებული ენერგიაა. ესეც ერთგვარი შეზღუდულობაა, რადგან სატვაშიც ჩვენს სხეულს, ჭკუას და გონებას ვუქვემდებარებთ გარკვეულ "წესებს". თუმცა ყველაზე სრულყოფილს, რაც სულის განვითარების რთულ გზაზე (რაც არის დედამიწაზე ცხოვრება) გასავლელად დაგვეხმარება.
old_man
earth
old_man
old_man
elli
old_man
როგორ ვლინდება სხვადასხვა ადამიანური თვისება გუნებში. ავიღოთ მაგ. სიმამაცე, უშიშრობა.
ტამასი-უმეცრების გუნაში უშიშრობა უაზრო რისკში გამოიხატება. ეს არის უშიშრობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ ტამასის ილუზიით. მაგ. მთვრალი ადამიანი გადადის სახურავზე, ირბენს უფსკრულის პირას და ამით აჩვენებს ყველას, მათ შორის საკუთარ თავს, თუ როგორ ფეხზე ჰკიდია ყველაფერი და როგორი მამაცია.
რაჯასი-ვნების უშიშრობა გამოიხატება საკუთარ, ადამიანურ ძალებში თავდაჯერებულობით. ასეთი ადამიანი ამბობს: მე არაფრის მეშინია, ყველაფერს ვაკონტროლებ, თუ რამეა, მაქვს თანამდებობა, მყავს გავლენიანი მეგობრები, მაქვს სახლი, დიდი ფული ბანკში. მაგრამ ესეც მატერიალური სამყაროს ილუზიაა.
სატვა-სათნოებაში ადამიანის უშიშრობა ეფუძნება სულიერ ცოდნას. უშიშრობის მთავარი იდეა ამ გუნაში არის შემდეგი: მე ვარ მარადიული არსება, ამიტომ არ მეშინია დროებითი ცხოვრებისეული სირთულეების, არც სიკვდილის, რადგან მე არ ვარ სხეული და ჭკუა. უშიშრობის მეორე ასპექტი ამ გუნაში ეფუძნება კარმის კანონის ცოდნას: თუ მე არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, არაფრის უნდა მეშინოდეს.
კარმის მიხედვით შემთხვევით არაფერი ხდება, თუმცა შემთხვევითობა გარკვეულწილად მაინც არსებობს კარმასთან ერთად და აი როგორ:
და ეს შეეხება პირველ რიგში ტამასის გუნაში მაცხოვრებელ ადამიანს, რომლის სისულელეების კარმა სწორედ იმ შედეგს იწვევს, რომ მასზე მოქმედებას იწყებს ეს უმდაბლესი კანონი, რასაც გულისხმობს შემთხვევითობა.
იგივე ეხება ნაწილობრივ ვნების გუნასაც.
სატვაში მაცხოვრებელი ადამიანი კი ამისგან თავისუფალია. ბუნებრივია, მასზეც მოქმედებს კარმა, მაგრამ მისი კეთილგონიერი, გაწონასწორებული ცხოვრება, სატვა-სათნოების გუნის ძლიერი ენერგია მაქსიმალურად იცავს მას ცხოვრების გზაზე იმისგან, რისგანაც ტამასის გუნაში ადამიანი არ არის დაცული.
ურთიერთობა სხვადასხვა გუნაში მყოფ ადამიანებთან
ვედები გვირჩევენ, რომ ვიცხოვროთ სატვა-სათნოებაში და ამავე დროს:
ყოველ მხრივ ვერიდოთ ტამასი-უმეცრებაში მაცხოვრებელ ადამიანებს, რადგან მათთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგვიტანს. ისინი ტამასის ენერგიას ჩვენზე გაავრცელებენ. აქ იგულისხმება, რომ მათ გარემოში არ უნდა შევიდეთ, თორემ ყოველთვის შეიძლება ვცადოთ დახმარება, რომ ამ გუნას თავი დააღწიონ, თუ ამის სურვილი თავადაც ექნებათ.
რაჯას-ვნებაში მყოფ ადამიანებთან შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა. თუმცა მათ გული არ უნდა გადავუშალოთ, რადგან ამას თავისი მიზნებისთვის გამოიყენებენ ან უბრალოდ ჩვენზე კონტროლს მოიპოვებენ. მათ ვჭირდებით, სანამ ჩვენგან სარგებელს ელიან. იგივეა მათთან მეგობრობა, სანამ ჩვენთან ერთად კარგად ერთობიან, მათ ვუნდივართ, ხოლო როცა ასეთი სიტუაციები ქრება, მალევე ვავიწყდებით.
მხოლოდ სატვა-სათნოებაში მაცხოვრებელ ადამიანთან შეიძლება ბოლომდე გავიხსნათ, რადგან ისინი არასოდეს გვიღალატებენ. ისინი სხვებს სარგებლის და გამორჩენის თვალით არ უყურებენ და არც იერარქიულად ჰყოფენ ადამიანებს.
მართალია ადამიანში სამივე გუნა შეიძლება სხვადასხვა დოზით იყოს წარმოდგენილი, მაგრამ როგორც წესი ერთი გუნაა წარმმართველი და ამ გუნის ამოცნობა შეიძლება მარტივი დაკვირვებით.
old_man
earth
old_man
ათიდან ერთი თუა კიდევ კარგი, არც მაგდენი არა მგონია აი ასიდან ერთი შეიძლება იყოს
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)