Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სწორი კვება _ ვეგეტარიანული სამზარეულო

Posted by: ირმა Jan 29 2010, 10:14 AM

ეს თემა ვეგეტერიანთა სამზარეულოს ეხება. ამ ფორუმის უმეტესი წევრები ან ვეგეტერიანები არიან, ან აპირებენ გახდნენ ვეგეტერიანები. მე მიყვარს ვეგეტერიანთა სამზარეულო, უბრალოდ ერთი ნაბიჯი მაკლია რომ მეც გავხდე ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელიsmile.gif, ვნახოთ biggrin.gif

ვეგეტარიანობა ჯანმრთელობისათვის კარგია, ბევრი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ როცა ადამიანი ხორცს არ ჭამს, უფრო ჯანმრთელიც არის და უფრო დიდხანსაც ცოცხლობსsmile.gif

ციტატა
QUOTE(Sunny @ Dec 9 2009, 05:44 PM)
ეს ისე ზოგადი ექსკურსი -
არსებობს ვეგეტარიანიზმის 4 ძირითადი ტიპი:

1. Lacto-ovo vegetarianism - იკრძალება მხოლოდ ხორცი. კვერცხის, რძის პროდუქტების და თაფლის ჭამა ნებადართულია.
2. Lacto vegetarianism - იკრძალება ხორცი და კვერცხი. რძის პროდუქტები და თაფლი შეიძლება.
3. Ovo vegetarianism - იკრძალება ხორცი და რძის პროდუქტები, დაშვებულია კვერცხი.
4. Veganism - აკრძალულია ხორციც, რძის პროდუქტებიც, კვერცხიც და თაფლიც.

ამ დაყოფებიდან შეგიძლიათ ამოიცნოთ თქვენი თავი, თუ რომელ საფეხურს ეკუთვნით მე პირველზე ვარ ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელი, რომელიც ფაქტიურად არც ითვლება ვეგეტარიანელობად პრიმიტიული ფორმაა ))))))



ამ თემაში დავწეროთ სამზარეულო რეცეპტები, რომელიც ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელებს ეხებათ. კარგი იქნება სურათებით რომ უფრო გალამაზდეს თემაwink.gif

სწორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანისათვის, კვების დროს ადამიანი იღებს სასიცოცხლო ენერგიას smile.gif)

http://smajliki.ru/smilie-1067549799.html

Posted by: ირმა Jan 29 2010, 10:22 AM



აჯაბსანდალი ყველა საჭმელს მირჩევია, ყველაზე გემრიელი, გემრიელი საჭმელიაsmile.gif

Posted by: ირმა Jan 29 2010, 10:30 AM

აჯაბსანდალი.
(ამ საჭმელს რამე განსაკუთრებული რეცეპტი არა აქვს ჩემის აზრით, რადგან ყოველ გაკეთებაზე შეიძლება სხვადასხვა ბოსტნეული დავამატოთ)

მოვხრაკოთ ქვაბში ხახვი ზეთში(ჯობია ზეთისხილის ზეთი) და მოვხრაკოთ დაჭრილი ბადრიჯანი, + დაჭრილი ბულგარული წიწაკა, + დავამატოთ დაჭრილი და გაფცქვნილი პამიდორი, + ტომატიც რომ ფერი მისცეს, + მწვანილეულობა, + მარილი, + პილპილი. მოვხარშოთ. (მე წყალს საერთოდ არ ვასხავ, ბევრ პამიდორს ვუშვრები და მის წვენში იხარშება)
კარტოფილს დაჭრილს ცალკე ვხარშავ და როცა ბადრიჯანი და წიწაკა მზად იქნება მერე ვურევ, ასე ძალიან გემრიელი გამოდისsmile.gif)


თუ გინდათ დაამატეთ ყაბაყი.

ისე ეს უფრო ზაფხულის საჭმელია. wink.gif

Posted by: მზეონა Jan 29 2010, 10:41 AM

ირმაააა kiss1.gif მოდი უნდა ჩაგეხუტოდა გაკოცოო clap2.gif l_daisy.gif
საჩემო თემა გაიხსნაა bigarmhug.gif l_sunny.gif

მგონი ერთი უზუსტობაა სათაურში -ვეგეტარიანელთა უნდა და ვეგეტარიანელები და არა ვეგეტარიანები wink.gif მგონი სწორად ეგრე ჟღერს rose-178.gif 2lbkos0.gif

Posted by: ირმა Jan 29 2010, 10:43 AM

ზამთარში კარგია მაკარონიsmile.gif)))


სპაგეტი მოვხარშოთ, გადავწუროთ და დავასხათ ცოტა ზეთი.

დავჭრათ ხახვი და მოვხრაკოთ ზეთში, + სოკო თან ვხრაკოთ, + ბულგარული დაჭრილი, + ახალი პამიდორი და ტომატი, მარილი, პილპილი, + დარიჩინი.

მოვასხათ სპაგეტსsmile.gif



მოვაყაროთ ყველიsmile.gif

Posted by: Emigranti Jan 29 2010, 10:44 AM

QUOTE
ეს თემა ვეგეტერიანთა სამზარეულოს ეხება
ძალიან კარგი იდეა იყო ამ თემის გახსნა. მივესალმები. good.gif

ისე ეს კულინარიული თემები მოგვიმრავლდა და ახალი ქვეფორუმი ხომ არ გაგვეხსნა? bf_nonew.gif

QUOTE
ვეგეტერიანობა ჯანმრთელობისათვის კარგია, ბევრი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ როცა ადამიანი ხორცს არ ჭამს, უფრო ჯანმრთელიც არის და უფრო დიდხანსაც ცოცხლობს
ამის ერთმნიშვნელოვნად მტკიცება, ჩემი აზრით არ იქნება სწორი. ზოგისთვის შეიძლება მართლაც კარგის მომტანი იყოს, მაგრამ ზოგისთვის კი რადიკალურად საპირისპირო. ზოგიერთ ვეგეტარიანელს (არა ყველას რათქმაუნდა) ეწყება ხოლმე საკმაოდ მძიმე პრობლემები ფსიქიკასთან. crazy.gif

აი მაგალითად, ჩრდილოეთ პოლარულ სარტყელში ხალხი ცხოვრობს. იქ მხოლოდ ერთი თვეა ზაფხული და მათი ძირითადი საკვები ხორცია. როგორ ფიქრობთ ყველა მათგანის სული დაიღუპება? skull.gif

QUOTE
ამ დაყოფებიდან შეგიძლიათ ამოიცნოთ თქვენი თავი, თუ რომელ საფეხურს ეკუთვნით მე პირველზე ვარ ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელი, რომელიც ფაქტიურად არც ითვლება ვეგეტარიანელობად პრიმიტიული ფორმაა ))))))
როგორ მზეონა, ხორცს სულ არ ჭამ? აი მარხვა როცა არ არის მაშინაც?

მე მარტო მარხვაში არ ვჭამ. თუმცა როცა არ ვმარხულობ, მაშინაც მაინხდამაინც არ მიყვარს, განსაკუთრებით თუ ძალიან ცხიმიანია. smile.gif

Posted by: Emigranti Jan 29 2010, 10:46 AM

მე gul.gif მაკარონი!

Posted by: ირმა Jan 29 2010, 10:49 AM

მზეონა
მართალი ხარ შევასწორებsmile.gif

Posted by: ირმა Jan 29 2010, 10:56 AM

Emigranti

ციტატა(Emigranti @ 29th January 2010 - 11:44 AM) *
ამის ერთმნიშვნელოვნად მტკიცება, ჩემი აზრით არ იქნება სწორი. ზოგისთვის შეიძლება მართლაც კარგის მომტანი იყოს, მაგრამ ზოგისთვის კი რადიკალურად საპირისპირო. ზოგიერთ ვეგეტარიანელს (არა ყველას რათქმაუნდა) ეწყება ხოლმე საკმაოდ მძიმე პრობლემები ფსიქიკასთან.

აი მაგალითად, ჩრდილოეთ პოლარულ სარტყელში ხალხი ცხოვრობს. იქ მხოლოდ ერთი თვეა ზაფხული და მათი ძირითადი საკვები ხორცია. როგორ ფიქრობთ ყველა მათგანის სული დაიღუპება?

მართალი ხარ, მარხვაც ყველას არ შეუძლია, ამისათვის უნდა იყო მზად, ძალით არ შეიძლება. როცა მარხულობ, არ უნდა გინდოდეს ამას თუ მიაღწიე ძალიან კარგია. ასევე ვეგეტარიანობაც, საჭიროა შინაგანად არ გინდოდეს ხორცი. მე არ მიყვარს ხორცი, მაგრამ ჯერ არ მიმიღწევია მაგ დონეზე, რომ ავკრძალო მთლიანად. ესეც ერთგვარი საფეხურია ცხოვრებაშიwink.gif

Posted by: Shou Jan 29 2010, 11:00 AM

ირმა

მივესალმები თემას. მეც ლაქტო-ოვო ვეგეტერიანელი ვარ, თუმცა კვერცხი არ მიყვარს. უბრალოდ კვერცხის არ ჭამა უხერხულ სიტუაციას ქმნის ხოლმე ხშირად. განსაკუთრებით თუ სადმე გარეთ სადილობ. ანუ რაშია კვერცხი და რაში არა უნდა ჩაეძიო და ყურადღების ცენტრში მოექცეsmile.gif გაგიკვირდებათ მაგრამ ხორცის არ ჭამის პერიოდში აღმოაჩენთ თუ რა მდიდარი შეიძლება იყოს ვეგეტერიანელური სამზარეულო. აუცილებლად შემოგიერთდებით ჩემი რეცეპტებით (იმედია ფოტოებითაცwink.gif) l_sunny.gif

Posted by: ირმა Jan 29 2010, 11:04 AM

Неоднократно утверждалось, что для полноценного вегетарианского питания недостаточно просто исключить из рациона мясо, но необходимо правильно спланировать своё питание. Различные исследования показывают, что в среднем у вегетарианцев лучшее здоровье и более долгая продолжительность жизни, чем у невегетарианцев.[21][22] Однако необходимо учитывать, что подобные исследования не всегда учитывают такие важные факторы, как курение, потребление алкоголя, занятия спортом и правильное питание у невегетарианцев.[источник не указан 118 дней]

Американская Ассоциация диетологов и Диетологи Канады рекомендуют вегетарианское питание как наиболее здоровое для любого возраста, включая младенческий, детский и пубертатный, и любого периода жизни, включая лактацию и беременность.[13]

Однако не следует забывать, что по сравнению с пищей животного происхождения в растительной пище относительно мало протеина, железа, цинка, кальция, ретинола, жирных кислот омега-3, витамина D, рибофлавина, йода и совсем мало Витамина B12.[23][24] Любая несбалансированная диета, в том числе вегетарианская, может нанести вред здоровью.

წყარო- http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%B5%D0%B3%D0%B5%D1%82%D0%B0%D1%80%D0%B8%D0%B0%D0%BD%D1%81%D1%82%D0%B2%D0%BE


Posted by: ირმა Jan 29 2010, 11:07 AM

Shou

QUOTE(Shou @ 29th January 2010 - 12:00 PM) *
მივესალმები თემას. მეც ლაქტო-ოვო ვეგეტერიანელი ვარ, თუმცა კვერცხი არ მიყვარს. უბრალოდ კვერცხის არ ჭამა უხერხულ სიტუაციას ქმნის ხოლმე ხშირად. განსაკუთრებით თუ სადმე გარეთ სადილობ. ანუ რაშია კვერცხი და რაში არა უნდა ჩაეძიო და ყურადღების ცენტრში მოექცე გაგიკვირდებათ მაგრამ ხორცის არ ჭამის პერიოდში აღმოაჩენთ თუ რა მდიდარი შეიძლება იყოს ვეგეტერიანელური სამზარეულო. აუცილებლად შემოგიერთდებით ჩემი რეცეპტებით (იმედია ფოტოებითაც)

l_daisy.gif

აბა თქვენ იცით ყველამ.

ისე მე 99 % ვარ ვეჯეტერიანი, იმდენად იშვიათად ვაკეთებ ხორცს, ასე რომ მალე შეიძლება მეც მთლიანად ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელი გავხდე. მითუმეტეს ჩემს მეუღლესაც არ უყვარს ხორცი და ეს არის კარგიsmile.gif

Posted by: ირმა Jan 29 2010, 11:14 AM

История
Основная статья: История вегетарианства

Лев Толстой.Вегетарианство практиковалось на протяжении тысячелетий в странах, в которых были распространены такие религии, как буддизм, индуизм, джайнизм. Вегетарианцами так же были приверженцы разных философских школ (например, пифагорейцы) и представители творческой и научной интеллигенции. В Индии, по разным данным, вегетарианцами являются от 20 % до 70 % всего населения страны.[10] Поэтому до появления термина «вегетарианство», эта диета называлась «индийской» или «пифагорейской».

В последние десятилетия XX века вегетарианство получило распространение среди некоторых политических групп, в частности среди приверженцев движения straight edge и анархистов.

წყარო- http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%B5%...%82%D0%B2%D0%BE

Posted by: მზეონა Jan 29 2010, 11:15 AM

ხორცის არ ჭამა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა გარკვეული საფეხურის შემდეგ. და გინდა ვეგეტარიანელი გერქვას ან მეგეტარიანელი laugh.gif

რამდენი მეგობარი მყავს აი, რომ შემოუწყო ყელამდე ქაბაბები, ხინკლები, მწვადები და ზემოდან საცივი დაადო- არაფერს პირს არ გააკარებს )))))))) უბრალოდ არ უნდა და ვსო! სულ არ იცის მაგან ვეგეტარაინელობა რა ხილია და რომელ ხეზე იზრდება tongue.gif გაუცნობიერებლად იქცევა ეგრე.. და არც აანალიზებს wink.gif

Posted by: ირმა Jan 29 2010, 11:18 AM

მზეონა

QUOTE(მზეონა @ 29th January 2010 - 12:15 PM) *
ზემოდან საცივი დაადო

ისე საცივი სოკოსი არ იქნებოდა კარგი?

მგონი კარგი იქნებოდაwink.gif

Posted by: ინა Jan 30 2010, 02:37 PM

რამე კარგი სადილი რა გავაკეთო შემომთავაზეთ,ვეგეტარიანელს უნდა ვუმასპინძლო 2-3 დღეში JC_cupidgirl.gif

Posted by: tikoroma Feb 1 2010, 12:00 AM

Emigranti

ციტატა(Emigranti @ 29th January 2010 - 10:44 AM) *
როგორ მზეონა, ხორცს სულ არ ჭამ? აი მარხვა როცა არ არის მაშინაც?

არც მე ვჭამ. რაა გასაკვირი ამაში?

Posted by: მზეონა Feb 1 2010, 10:57 AM

შემოთავაზება მაქვს- სამზარეულოს თემიდან შეგვიძლია გადმოვიტანოთ ვეგეტარიანული კერძების რეცეპტები და ბმულები wink.gif

Posted by: Atman Feb 1 2010, 01:23 PM

ჭეშმარიტი ეზოთერიკი ხორცს არ უნდა ეკარებოდეს საერთოდ wink.gif

Posted by: sentimennte Feb 1 2010, 01:39 PM

მარხვაზე ყოფნას იმდენად ვარ მიჩვეული რომ,საერთოდ გამიქრა ხორცზე მოთხოვნილება, აღარ მინდება ხოლმე,(ერთ კატლეტს თუ არ ჩავთვლით wink.gif laugh.gif ) არანაირი პრობლემა არაა, არც მიყვარს ხორციანი სადილები და ეგეთები,არადა ჩემთან ყველა მაგარი ხორცის მოყვარულია,მე სალათები მირჩევნია,აი თევზს ძალიან დიდ პატივს ვცემsmile.gifისე ყოველთვის მომწონდა ვეგეტარიანელებიsmile.gif იმედია საერთოდ გადავეჩვევი ხორცის ჭამას!

Posted by: sentimennte Feb 1 2010, 02:00 PM

საზაფხულო სალათაsmile.gif
2 ცალი კიტრი,
2 ცალი პომიდორი,
1 ჩაის ჭიქა ბრინჯი,
მწვანე ხახვი,
მაიონეზი,
ქინძი,
ყველი,
მოვხარშოთ ბრინჯი და მაგრად გავწუროთ,
კუბიკებად დავჭრათ კიტრი, პომიდორი და ყველი,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი,მოვასხათ მაიონეზი, ავურიოთ ერთმანეთში და მოვაყაროთ ოდნავ მარილი, ძალიან გემრიელია,თან მსუბუქია,თან ძალიან ლამაზად გამოიყურება

Posted by: sentimennte Feb 1 2010, 02:46 PM

მოხარშეთ მაკარონი,(450გ.)
გახეხეთ 2 ცალი სტაფილო და 3 ცალი პატარა ბოლოკი,
წვრილად დაჭერით ოხრახუში,
დაასხით მაიონეზი,
დაუმატეთ ცოტა წითელი წიწაკა,უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი(ზაფრანა)
მოაყარეთ ცოტა მარილი და მზადაა smile.gif

მერე ბრინჯის და წიწიბურას კატლეტების რეცეპტსაც ვნახავ და დავდებ smile.gif

Posted by: teo- Feb 2 2010, 12:35 AM

ვეგეტარიანელებო გამრავლდით biggrin.gif

ხოდა სოიო არ გიყვართ? მე ძალიან მიყვარს.სოიოს ფარშს ჯერ მოხარშავთ მარილიან წყალში მერე ტაფაზე გადაუძახებთ რასთანაც გინდათ იმასთან მე ვურევ ხან კარტოფილს,სოკოს,კვერცხს,ყველ
ვწვავ და მერე ბევრ მწვანილებს ვაყრი.. მნიამნიამნიამ გემრიელიაა

Posted by: Atman Feb 2 2010, 09:53 AM

სოიო გენმოდიფიცირებული შემოდისო გამიგია და მართალია?

Posted by: Shou Feb 2 2010, 10:19 AM

Atman

კი, მართალია. და ყველაფერი რაც სოიოსაგან მზადდება. ეეეჰ, ჩემი საყვარელი სოუსი girl_sigh.gif

Posted by: Atman Feb 2 2010, 10:24 AM

გენმოდიფიცირებული სოიოს ჭამას ისევ შიმშილობა ჯობია მგონი sad.gif

Posted by: Zet Feb 2 2010, 08:28 PM

მე მიყვარს ტოFუ გუმბაო)) ჩინურშია, ძააან მაგარია იმენნნა..

ტოFუ სოიოსგან კეთდება?

Posted by: serafinapekkala Feb 2 2010, 08:38 PM

კი ტოფუ სოიოსგან კეთდება smile.gif

Posted by: sentimennte Feb 2 2010, 08:46 PM

მართლა?? უიმეე რა უბედურებაა ვერაფერი ვერ უნდა ჭამო რაა ტან გული უნდა გისკდებოდეს რამეს რომ იდებ პირში.sad.gif

Posted by: serafinapekkala Feb 2 2010, 09:21 PM

კი, ტოფუ მართლა სოიოა smile.gif და ყველა სოიო გენმოდიფიცირებული არ იქნება... იმედია smile.gif

Posted by: ირმა Feb 14 2010, 02:58 PM

დღეს უბრალო ბორში გავაკეთეhttp://smajliki.ru/smilie-542895207.html

მოვხრაკე ხახვი ზეთში და ჩავაყარე წვრილად დაჭრილი კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი, მწარე წიწაკა წითელი(გამომშრალი), ტომატი, მარილი, მოვხარშე.
წინასწარ მქონდა ჭარხალი მოხარშული, გავფცქვენი და წვრილად დაჭრილი ჩავყარე ბორშში, ასევე ქინძიც ვუყავი.


ჩემი საყვარელი საჭმელია. აჯაბსანდალი ზაფხულში და ზამთარში ბორშიwink.gif



პ.ს. სურათი ჩემი არ არის blush.gif

Posted by: jgvenza Feb 25 2010, 09:57 AM

მალე კანონს მიირებენ და გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ეტიკეტი ექნება ამის ამღნიშვნელი, ან სულ აიკრძალება. სოიო მეც მიყვარს და დიდი შანსია გენმოდიფიცირებული იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ ორმ კარტოფილის, პამიდვრის, კიტრის და ხილის ბევრი სახეობაც გენმოდიფიცირებული შემოდის. ის კი არა გენმოდიფიცირებული შემოაქვთ კარტოფილი და აქ მოყავთ , განსხვავება არანაირი არაა..

Posted by: ირმა Feb 27 2010, 10:36 AM

ჩვენი ანონიმუშკას პოსტი ვიპოვე მეზობელ ფორუმზე და ვაკოპირებ biggrin.gif

QUOTE
ლობიოს წვნიანი

გადარჩეული, გარეცხილი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ნახარში წვენი გადაღვარეთ. ბლომად დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ლობიოს მოხარშვამდე. შემდეგ დაუმატეთ: სიგრძეზე ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მაკარონი, ორად გაჭრილი კარტოფილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, შეურიეთ კერძს. (თუ წვენი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ცხელი წყალი). დაუმატეთ ტომატი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. 1-2 წუთის შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

კაკალი ლობიო - 2 ჩაის ჭიქა
კარტოფილი - 2-3 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ხახვი - 2 თავი
მაკარონი (სამარხვო) - 50-60 გ.
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
ნიორი - 3-4 კბილი
ტომატი - 1 სუფრის კოვზი ან პამიდორი - 2-3 ცალი
ქინძი, ნიახური, ოხრახუში - 3-3 ძირი



წვნიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი

წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ გახეხილი პამიდორი ან ტომატი. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით). ჩაყარეთ პატარა კონებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ნიორი. როცა კომბოსტო მოიხარშება, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ოხრახუში, კამა - თითო პატარა კონა
მარილი, წიწაკა - გემოვნებით



წვნიანი ბარდით

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (შეიძლება უამისოდაც), მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ორად გაჭრილი კარტოფილი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი პამიდორი ან ტომატი და მოურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით), მაშინვე ჩაყარეთ ბარდა და ადუღეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. შეაზავეთ მარილით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი (საშუალო)
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ნიორი - 3-4 კბილი
კარტოფილი - 3-4 ცალი
დაკონსერვებული ბარდა - 1,5 ჩაის ჭიქა
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
ოხრახუში, კამა, ნიახური - სამ-სამი ღერო


პ.ს არ ვიცი როგორია, დავაკოპირე... რავი, მგონი კარგი უნდა იყოს )))


ანონიმუშკა l_daisy.gif kiss1.gif

Posted by: ირმა Feb 27 2010, 10:39 AM

გაგრძელებაsmile.gif

QUOTE
კარტოფილის ხინკალი

ფქვილს შეურიეთ მარილი და წყლით მოზილეთ მაგარი ცომი (დიდხანს ზილეთ). მოზელილი ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე, გააბრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით რგოლები.

თითოეული რგოლი გააბრტყელეთ, მასზე მოათავსეთ კარტოფილის გულსართი და თავი მოუკარით ნაოჭებად (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ).

გამზადებული ხინკალი მოათავსეთ მდუღარე მარილიან წყალში და მოხარშეთ. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, ის უკვე მზად არის. მიირთვით სამარხვო კარაქთან ერთად.

კარტოფილის გულსართის მომზადების წესი: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ალუმინის ქვაბში მოათავსეთ სამარხვო, ნებისმიერი ცხიმი, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ (ხახვი ცხიმში თეთრად უნდა მოიშუშოს). შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.
მასალა:

ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
კარტოფილი - 1-1,5 კგ.
სამარხვო კარაქი - 50 გ.
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით



ხინკალი სოკოთი

ცომის მომზადების წესი იხ. კარტოფილის ხინკალის რეცეპტში (ზემოთ).

გულსართის მომზადების წესი: დაკონსერვებული სოკო გადაწურეთ საწურზე, მოასხით ცხელი წყალი, როცა დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში ან სამარხვო კარაქში. შეურიეთ დაჭრილი სოკო და მოშუშეთ ხახვთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, აურიეთ კარგად, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

მოზელილი ცომი გააბრტყელეთ. ჭიქით ამოჭერით რგოლები. თითოეული რგოლი სათითაოდ გააბრტყელეთ, მოათავსეთ სოკოს გულსართი და თავი მოუკარით (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ). გამზადებული ხინკალი მდუღარე მარილწყალში ჩააწყვეთ და მოხარშეთ.

შეგიძლიათ გამზადებული ხინკალი მაცივრის საყინულეში გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ (ასევე შეიძლება კარტოფილის ხინკალიც).
მასალა:

წყალი - 0,5 ლ.
ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
სოკო - 800-1000 გ. (1 ქილა)
ზეთი ან სამარხვო კარაქი - 100 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით


კარტოფილის ფუნთუშები

1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ნახევარ ლიტრ ნელთბილ წყალში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი სპირტი ან არაყი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (დიდხანს ზილეთ). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის აფუებას (ზაფხულში შეფუთვა არ არის საჭირო, მხოლოდ ტილო გადააფარეთ).

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოავლეთ ფქვილში და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი სიგრძეზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი ბლომად და აადუღეთ. მოათავსეთ გამზადებული ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის პიურე შემდეგნარად მზადდება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.
მასალა:

საფუარი - 1 სუფრის კოვზი
წყალი - 0,5 ლ.
შაქრის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
სპირტი - 1 სუფრის კოვზი
მარილი ცომისთვის - 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი შესაწვავად - 1,5-2 ჩაის ჭიქა
ზეთი ცომისთვის - 2 სუფრის კოვზი
ფქვილი - რამდენიც საჭიროა
კარტოფილი - 1,5 კგ.
ხახვი - 2-3 თავი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით

Posted by: Fee Mar 2 2010, 09:45 PM

QUOTE(serafinapekkala @ Feb 2 2010, 09:21 PM) *
კი, ტოფუ მართლა სოიოა smile.gif და ყველა სოიო გენმოდიფიცირებული არ იქნება... იმედია smile.gif

ყველა სოიო ნამდვილად არ არის გენმოდიფიცირებული smile.gif აი საქართველოში რა შემოდის არ ვიცი sad.gif

გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე, რომ არ მენახა ძალიან გამიკვირდებოდა smile.gif ოვო ლაქტო ვეგეტარიანელი ვარ მალე 1 წელი გახდება.

Posted by: moonbayer Mar 2 2010, 10:21 PM

Fee
hi, ise ra mizeziit gaxdi vegetarianeli?

Posted by: Fee Mar 2 2010, 11:44 PM

QUOTE(moonbayer @ Mar 2 2010, 10:21 PM) *
Fee
hi, ise ra mizeziit gaxdi vegetarianeli?

hi smile.gif
ცხოველები ძალიან მიყვარს და როცა გავაცნობიერე, რომ ცოცხალ არსებას ვკლავთ, მარტო იმიტომ რომ ვჭამოთ, ძალიან არ მომეწონა ეს ფაქტი sad.gif აღარაფერს ვამბობ იმ პირობებზე, სადაც ისინი მასობრივად ყავთ, მაგას თუ ყოფა ქვია ეგეც საკითხავია და ქიმიკატების შემადგენლობაზე ხორცში.

Posted by: moonbayer Mar 3 2010, 02:16 AM

Fee
oho, ra ketili xar smile.gif

Posted by: ირმა Mar 6 2010, 03:40 PM

ეს ფლავი საინტერესოაsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=153&Itemid=55

Posted by: user name Mar 8 2010, 04:29 PM

მეც დავუბრუნდი ვეგეტარიანელობას smile.gif

პ.ს. კეთილი იყოს ჩემი მაუსი თქვენს ფორუმზე

Posted by: mata Mar 8 2010, 09:12 PM

ვააა ე.ი. მე ვეგეტარიანელობის 2 ეტაპზე ვყოფილვარ . ყოჩაღ მე

3 ეტაპისკენ კი რაღაც გული არ მიმიწევს... ალბად თუ გადავალ პირდაპირ მე 4 ზე ვისკუპებ

მარა მერე რაღა უნდა ვჭამო??? unsure.gif

Posted by: Fee Mar 10 2010, 01:33 PM

QUOTE(mata @ Mar 8 2010, 09:12 PM) *
ვააა ე.ი. მე ვეგეტარიანელობის 2 ეტაპზე ვყოფილვარ . ყოჩაღ მე

3 ეტაპისკენ კი რაღაც გული არ მიმიწევს... ალბად თუ გადავალ პირდაპირ მე 4 ზე ვისკუპებ

მარა მერე რაღა უნდა ვჭამო??? unsure.gif

ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსანი მცენარეები, ხილეული, თხილეული, სოიას პროდუქტები smile.gif

Posted by: მზეონა Apr 8 2010, 11:36 PM

Fee ამ თემაში უფრო აქტიურობა გმართებს, თუნდაც იმ თემიდან ჩვენ რომ ვიცით პოსტები აქეთ გადმოაკოპირე და ეს ფორუმელებიც გაახარეო :*

Posted by: ირმა Apr 9 2010, 12:09 AM

ფლავი სოკოთი smile.gif)



კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი, ლიმონითა და ზეთისხილის ზეთით.




(ჩემი ფოტოებიაwink.gif)

Posted by: მზეონა Apr 9 2010, 08:19 AM

ირმა kiss1.gif
ამ ფლავს სოკოს შილას ვეძახით და ძალიან მიყვარს, გემრიელიაა l_sunny.gif

სტაფილოს სალათს დეკორად კომბოსტოს ბორჯღალი ძAლიან მოუხდა! good.gif

l_daisy.gif

მე სტაფილოს სალათს ვაკეთებ, ოღონდ ზეთის მაგივრად სამარხო მაიონეზოთ ვაზავებ და პატარა კბილ ნიორს ვახეხავ უწვრილეს სახეხზე და ძალიან გენრიელი გამოდის, კიდევ მცირე დოზით სუნელებს ვაყრი გე მოვ ნე ბით biggrin.gif

Posted by: user name Apr 9 2010, 11:50 AM

http://www.youtube.com/user/Manjulaskitchen

Posted by: Fee Apr 9 2010, 07:30 PM

QUOTE(მზეონა @ 8th April 2010 - 11:36 PM) *
Fee ამ თემაში უფრო აქტიურობა გმართებს, თუნდაც იმ თემიდან ჩვენ რომ ვიცით პოსტები აქეთ გადმოაკოპირე და ეს ფორუმელებიც გაახარეო :*

კარგი აზრია, გადმოვაკოპირებ ცოტას smile.gif ძალიან მაინტერესებს რამდენი ადამიანია საქართველოში ვეგეტარიანელი smile.gif მემგონი სტატისტიკა არ არსებობს sad.gif
2006წლის მონაცემებით გერმანელების 9%, ანუ 7,4 მილიონი ადამიანი ვეგეტარიანელია, მაგრამ ცხოველთა დაცვის ორაგიზაციას PETA_ს მონაცემებით მხოლოდ 6%.
ავსტრიელი კაცების 1,4% ვეგეტარიანელია, მათგან 0,8% pesco ვეგეტარიანელი (თევზს ჭამს) და 0,2% ვეგანი ( არ ჭამს არც რძის პროდუქტებს და არც თაფლს) ავსტრიელი ქალების 3,9% ვეგეტარიანელია, 2,2% pesco და 0,2% ვეგანი (ქალები მაინც სხვანი ვართ )
გამოკუთხულ ავსტრიელთა 47% აღიარებს, რომ ნაკლები ხორცი უნდა მიირთვას
ინდოეთის 40% ვეგეტარიანელია.

Posted by: Fee Apr 9 2010, 07:49 PM

http://www.youtube.com/watch?v=c9rxy0QrjMQ&feature=related ( საავტორო უფლებები ილახება მზეონა biggrin.gif )

ეხლა McDonalds_ში ვეგეტარიანელებსაც შეუძლიან მიირთვან ბურგერი, ამას წინად ვნახე რეკლამა, არ გამისინჯავს და არც ვაპირებ smile.gif


ქვეცნობიერ დონეზე ყველამ იცის რომ ცხოველი ცოცხალია და მისი მოკვდა ცოდოა, რომ პატარა ცხოველები ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ გაცნობიერება არ უნდათ და ვინც გააცნობიერა იმათ დასცინიან. არასოდეს გავბრაზებულვარ ასეთ რამეზე, მათ უბრალოდ არ იციან, ან თუ იციან არასაკმარისი და მაგიტომ მე ყოველთვის გავაკეთებ პიარს იმიტომ რომ ჩემს რამოდენიმე კარგ ნაცნობს უკვე დააინტერესა ამ თემამ და ეს უკვე კარგია.
ჩემი აზრით ვეგეტარიანელობა არ არის მხოლოდ ხორცის აკრძალვა და უარყოფა, როგორც ეს ბევრს გონია, ეს უფრო მეტია. ლევ ტოლსტოიმ(ვეგეტარიანელი) თქვა: სანამ სასაკლაოები იქნება, მანამ ომებიც იქნებაო და სრულებით ვეთანხმები.

Posted by: jgvenza Apr 9 2010, 08:30 PM

QUOTE(dunduri @ 9th April 2010 - 07:30 PM) *
კარგი აზრია, გადმოვაკოპირებ ცოტას ძალიან მაინტერესებს რამდენი ადამიანია საქართველოში ვეგეტარიანელი მემგონი სტატისტიკა არ არსებობს
2006წლის მონაცემებით გერმანელების 9%, ანუ 7,4 მილიონი ადამიანი ვეგეტარიანელია, მაგრამ ცხოველთა დაცვის ორაგიზაციას PETA_ს მონაცემებით მხოლოდ 6%.
ავსტრიელი კაცების 1,4% ვეგეტარიანელია, მათგან 0,8% pesco ვეგეტარიანელი (თევზს ჭამს) და 0,2% ვეგანი ( არ ჭამს არც რძის პროდუქტებს და არც თაფლს) ავსტრიელი ქალების 3,9% ვეგეტარიანელია, 2,2% pesco და 0,2% ვეგანი (ქალები მაინც სხვანი ვართ )
გამოკუთხულ ავსტრიელთა 47% აღიარებს, რომ ნაკლები ხორცი უნდა მიირთვას
ინდოეთის 40% ვეგეტარიანელია.

ვეგანი არ ვარ, რძის ნაწარმი საკმაოდ მიყვარს, მაგრამ რამე რომ იყოს არც ვეგანობაა პრობლემა.. უბრალოდ არ ვარ ამისტვის ეტყობა მზად..ვეგეტარიანელობა კი ვგონებ მომავალში უნდა გახდეს ნორმა!

Posted by: Fee Apr 9 2010, 11:13 PM

QUOTE(jgvenza @ 9th April 2010 - 08:30 PM) *
ვეგეტარიანელობა კი ვგონებ მომავალში უნდა გახდეს ნორმა!

მეც ასე ვფიქრობ და ბევრი ფიქრობს ასე smile.gif

ამ ბოლო დროს სოიას რძეზე გადავედი, რაღაც შევატყვე რომ ძროხის რძე არ არის მაინც და მაინც კარგი ჩემთვის. მეც კალციუმსაც შეიცავს_100ml 125mg კამციუმს შეიცავს რაც 15% _ია 1 დღის საჭირო რაოდენობის დოზისა. დღეს მთელი ბოთლი შემომელია, ანუ დოზას დაგავაჭარბე, იმედი მაქვს არ მაწყენს biggrin.gif

Posted by: Fee Apr 11 2010, 01:09 AM

http://img63.imageshack.us/i/sl374979.jpg/

დღეს გავაკეთე, ბრინჯი ცოტა ჩამიფლავდა, მაგრამ კარგი იყო მაინც smile.gif
სოკო და ყაბახი ბრინჯით და სალათა.

Posted by: ირმა Apr 11 2010, 09:23 AM

Fee

QUOTE(dunduri @ 11th April 2010 - 02:09 AM) *
დღეს გავაკეთე, ბრინჯი ცოტა ჩამიფლავდა, მაგრამ კარგი იყო მაინც
სოკო და ყაბახი ბრინჯით და სალათა.

ძალიან გემრიელად გამოიყურება. smile.gif

Posted by: Fee Apr 11 2010, 12:47 PM

QUOTE(ირინი @ 11th April 2010 - 09:23 AM) *
ძალიან გემრიელად გამოიყურება.

მადლობ ირმა, მართლა გემრიელად მივირთვი smile.gif

ევროპაში პითაგორა ითვლება ქომაგად და პირველ ადამიანად ვინც გაცნობიერებულად უარყო ხორცი. ძვ.წ_აღ 6_ე საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ამბობდა: სანამ ადამიანი ცხოველს კლავს, მანამ ის ადამიანსაც მოკლავსო. მის მოსაზრებას იზიარებდნენ შემდგომ: ჰოპოკრატე, ლეონარდო დავინჩი, ვალტერი, ლევ ტოლსტოი..........
დაახლოებით 150 წლის წინ დაიწყო ამერიკაში პატარ_პატარა ვეგეტარიანელი ჯგუფების ფორმირება. ამერიკიდან მოძრაობამ ინგლისში გადაინაცვლა, სადაც 1850 დაჯგუფებამ "ხმამაღლა" გადაწყვიტა უფრო ჯანმრთელად ეცხოვრა. ქრისტიანული მცნება_ არა კლა ( ქართულად "არა კაც კლა" გადმოთარგმნილი. კათოლიკებისთვის" არა კლა" ) ფართოდ იქნა გაგებული.
დასავლეთში ვეგეტარიანელების რიცხვმა მკვეთრად იმატა ბოლო წლების განმავლობაში ამის მიზეზი ჯანმრთელობა, ცხოველთა და გარე სამყაროს დაცვაა. მოსაზრება, რომ ცხოველური პროტეინები ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ "ბალახიჭამიები" ბევრად უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობენ, ვიდრე " ყველაფრისმჭამელები". მათ გაცილებით ნაკლები " შანსი" აქვთ დაავადდნენ დაავადებებით როგორებიცაა: წნევა, სიმსუქნე, სისხლის მიმოქცევის პრობლემები, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ნიკრისის ქარი და ბევრი სხვა.
ადამიანების "ცნობიერება" ცხოველების მიმართ სულუფრო იზრდება smile.gif

http://img710.imageshack.us/i/memiyvars.jpg/

Posted by: jgvenza Apr 11 2010, 03:18 PM

QUOTE(dunduri @ 9th April 2010 - 07:49 PM) *
ეხლა McDonalds_ში ვეგეტარიანელებსაც შეუძლიან მიირთვან ბურგერი, ამას წინად ვნახე რეკლამა, არ გამისინჯავს და არც ვაპირებ

Fee
ისე არ გირჩევ, შენ მგონი საქართველოში არ ხარ ხო? თუ ვცდები? მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა, ტბილისში ერთხელ გავსინჯე ვეჯბურგერი, ასეთი საშინელება არაფერი მიჭამია! ნუ გემოთი არაუშავდა, მაგრამ ორგანიზმმა სრული პროტესტი გამოთქვა! ძაან ცუდად გავხდი..sad.gif

Posted by: jgvenza Apr 11 2010, 03:22 PM

QUOTE(dunduri @ 11th April 2010 - 12:47 PM) *
სანამ ადამიანი ცხოველს კლავს, მანამ ის ადამიანსაც მოკლავსო.

პითაგორა ჭეშმარიტებას ღაღადებს!

Posted by: user name Apr 15 2010, 01:09 PM

QUOTE(Fee @ Apr 11 2010, 01:09 AM) *
http://img63.imageshack.us/i/sl374979.jpg/

დღეს გავაკეთე, ბრინჯი ცოტა ჩამიფლავდა, მაგრამ კარგი იყო მაინც smile.gif
სოკო და ყაბახი ბრინჯით და სალათა.



გთხოვ, ამ კერძის მომზადების რეცეპტი დამიწერე.


წინასწარ გმადლობ.

Posted by: Fee Apr 15 2010, 02:19 PM

QUOTE(user name @ 15th April 2010 - 01:09 PM) *
გთხოვ, ამ კერძის მომზადების რეცეპტი დამიწერე.


წინასწარ გმადლობ.

არ არის ძნელი smile.gif როგორც ასეთი რეცეპტი არ მაქვს, დავწერ მოკლედ smile.gif დაჭრილ ხახვს მოშუშავ, დაუმატებ მრგვალად დაჭრილ (როგორც კიტრს რომ ჭრიან სალათისთვის) ყაბახს და ქამა სოკოს (ეცადე ორად გაყო, ან თუ დიდებია ოთხად, ძალიან არ დააპატარაო, თორემ გაქრება biggrin.gif ) მოშუშავ მაღალ ცეცხლზე, ისე რომ ძალიან არ დარბილდეს. (გემოვნების ამბავია, მე ხრაშუნა მიყვარს) მარილი, პილპილი, მწვანილები გემოვნებით (მე გამხმარი მწვანილების ნაზავი მქონდა და ის მოვაყარე, ცოცხალი ჯობია რათქმაუნდა)

ბრინჯს დავასხავთ ორმაგ წყალს, ჩავამატებთ მარილს და სუპის კუბიკები რომ არის, არვიცი რაქვია (უფრო გემრიელს ხდის, მაგრამ უმაგისოდაც წავა) დავდგამთ ჯერ მაღალ ცეცხლზე, რომ წამოდუღდება დაუწევთ ცოტა.

სალათა როგორ გითხრა smile.gif რაც მაქვს ყველაფერს ჩავაჭრი ხოლმე, ბულგარული წიწაკა, პამიდორი, კიტრი, მწვანე ხახვი, სალათის ფურცლები, (ხან ქამა სოკოსაც ვაჭრი უმს) ზეთის ხილი, რაც გაქვს და გაგიხარდება მოკლედ smile.gif მარილი, მწვანილები, ზეითუნის ზეთი, ლიმონი მოწურული (ან აჩეტო ბალზამიკო, ზოგს ძმრით უყვარს) აურევ ერთმანეთში და მზადაა smile.gif

Posted by: user name Apr 15 2010, 02:22 PM

Fee
გაიხარე smile.gif

Posted by: user name Apr 15 2010, 02:26 PM

მეც მიყვარს სუსნაობა biggrin.gif და ძირითადად მანჯულა დეიდას კერძებს ვუკვირდები და მას ვამსგავსებ ხოლმე wink.gif
http://www.youtube.com/user/Manjulaskitchen

Posted by: ირმა Apr 16 2010, 09:26 AM

პამიდორი და წიწაკა გამოტენილი ბრინჯით ფურნოში wink.gif))
გემრიელობაააsmile.gif))




Posted by: Fee Apr 17 2010, 12:11 AM

ირმა ძალიან გემრიელად გამოიყურება. დედააჩემი აკეთებს ხოლმე, მიყვარსსსსსს.

(ცილა რომ სიცოცხლისთვის აუცილებელია და ბევრი ფუმქცია აკისრია აღარ დავწერ)
ცილა შედგება ამინომჟავების გრძელი ჯაჭვისგან. 20 მათგანს, რომლებისგანაც ადამიანის ცილა შედგება proteinogene ამინომჟავები ქვიათ. მათგან 8 არის ესენციური, სიცოცხლისთვის აუცილებელი, ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ საკვებით უნდა შევავსოთ ისინი. არის მცდარი მოსაზრება, რომ მცენარეული საკვებით მათი შევსება შეუძლებელია. ყველაზე მაღალი ქულა ცილების რაოდენობაში აქვს კვერცხის ცილას_100! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმი 100% ვერ შითვისებს მას. ასეთი შეფასებით სოიას პროტეინს ეკუთვნის 81 ქულა, ძროხის ხორცს 80, ლობიო და სიმინდს 72, ბრინჯს 66. მცენარეული პროტეინი შედარებით ნაკლები ღირებულებისაა, მაგრამ მათი შერწყმით სხვა შედეგს ვიღებთ. მაგ: ლობიო და სიმინდი ერთად (დაუშვად რომელიმე სალათაში) 99_ზე ადის.
კითხვაზე რამდენი ცილა ესაჭიროება ადამიანს, მეცნიერები ბოლო დროს სულ უფრო და უფრო დაბლა "ჩამოდიან". სპორცმენი, რომელსაც დიდი ძალა სჭირდება 0,8გ ცილა/ 1კგ _ზე ( ანუ რამდენსაც იწონის) თავისუფლად ეყოფა.
მცენარეული ცილები:
ცილების შემადგენლობა გრამებში/100გრამში
სოიას ხორცი 44
სოიას ფქვილი 38
პარკოსანი მცენარეები 20_35 (ლობიო არსებობს უთვალავი ზომის, ფერის დასახელების; გაროხი, სოიას მარცალი, გრეჩიხა, ლინზები არსებობს უამრავი ფერის, ზომის, გემოსი და კიდევ ბევრი მეც არ ვიცი )
სელის თესლები 28 (სხვათაშორის აქ გავიგე თუ არსებობდა საერთოდ სელი )
მიწისთხილი მოხალული 27
მზესუმზირა 27
ყაყაჩოს თესლი 20
seitan 20 ( ვეგე კუთხეში იყიდება ხოლმე მაღაზიაში)
გამხმარი სოკოები 16_20
მარცვლეული 7_13
tofu 10
სოიას რძე 3_4
კომბოსტოს ოჯახის "წევრები" 3_5


ცხოველური ცილები:
დაძველებული ყველი 20_30
ახალგაზრდა ყველი 15_25
ძროხის ხორცი 21
ღორის ხორცი 20
თევზი 15_20
ფინველის ხორცი 13
ხაჭო 12
ძროხის რძე 3_4
სალა 3

Posted by: Fee Apr 17 2010, 12:14 AM

parsman ზემოთ პოსტი შენთვის smile.gif ისეკი ძალიან მიხარია ხოლმე ვიღაცა რომ დაფიქრდება და იკითხავს, ბევრი არც მე ვიცი, მაგრამ დავეხმაროთ ერთმანეთს smile.gif

Posted by: Fee Apr 17 2010, 12:20 AM

http://www.youtube.com/watch?v=7U2OZwgQg3U&feature=player_embedded#

სპორცმენი ვეგეტარიანელი (მეტი დამაჯერებლობისთვის) biggrin.gif

Posted by: parsmani Apr 17 2010, 01:15 AM

FEE დიდი მადლობა მარა ვერაფერი ვერგავიგე sad.gif
ეს ყაყაჩოს თესლი 20 რასნიშავს ვერგავიგე biggrin.gif მეღადავები ხო?

Posted by: Fee Apr 17 2010, 01:59 AM

QUOTE(parsmani @ 17th April 2010 - 01:15 AM) *
FEE დიდი მადლობა მარა ვერაფერი ვერგავიგე
ეს ყაყაჩოს თესლი 20 რასნიშავს ვერგავიგე მეღადავები ხო?

არ გეღადავები, საიდან მოიტანე? smile.gif
ხო არ დავსტუსტდებიო ხო იკითხე, ხოდა ცილას თუ მიირთმევ საჭირო რაოდენობით არ დასუსტდები, რომ ამბობენ მცენარეული საკვები არასაკმარის ცილას შეიცავსო, ძალიან ცდებიან. ეგ სიაც იმიტომ დავდე.
ანუ 100გრამ ყაყაჩოს თესლში 20 გრამი ცილაა, რაღა ამ ყაყაჩოს მიახტი კაცო, მაგას ისე არ ვჭამთ, ალბათ ფუნთუშეულზე თუ მოაყრიან, თუმცა არსებობს ყაყაჩოს თესლის მუსი, არვიცი მანდ(საქართველოში) არის თუ არა smile.gif
ამით იმის თქმა მინდოდა რომ, თუ შენ საკმარისი რაოდენობით შეჭამ ზემოთ ჩამოთვლილ (და არა მარტო) საკვებს, არანაირად არ დასუსტდები, პირიქით ჯანზე მოხვალ smile.gif

Posted by: ირმა Apr 17 2010, 10:37 AM

Fee
მეც მადლობა ამ პოსტებისათვის, რადგან მეც ვეჯეტერიანობის გზაზე ვდგავარ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მთლიანად ვერ მივაღწიე, რადგან როგორც კი ერთი თვე გავა მას შემდეგ ხორცს რომ არ ვჭამ, ფერს ვკარგავ და თავბრუ მეხვევა, თუმცა საჭმელად ხორცი საერთოდ არ მიყვარს. მეზარება კიდეც, მაგრამ ჯერ ვერ დავარეგულირე wink.gif
ბოსტნეულს ბევრს ვჭამ, თუმცა როცა თვეები სახლში ხორცს არ ვაკეთებ, სხვა რა უნდა ჭამოsmile.gif მაგრამ არ ვიცი... ისე ეგ ალბათ ორგანიზმზეც არის დამოკიდებული, რავიცი...

Posted by: jgvenza Apr 17 2010, 10:43 AM

უამრავი ცილაა პარკოსნებში, ლობიოში მაგალიტად ხორცზე მეტი ცილაა, ასევე ბევრია ხურმაში. ვეგეტარიანელობა არანაირად არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე ცუდად. ეს გამოცდილი მაქვს პირადად ჩემზე. სულ მქონდა დაბალი გემოგლობინი და უდაბლესი წნევა. ეხლა გადასარევად ვგრძნობ თავს, 20 წელიწადია არ ვჭამ არანაირ ხორცს. იშვიატად ვჭამდი თევზს, მაგრამ მაგასაც დავანებე თავი.

Posted by: ირმა Apr 17 2010, 10:45 AM

ესეც ჩემი საყვარელი სალათა:



Posted by: jgvenza Apr 17 2010, 10:53 AM

მმმმმმ...რა მადისამღძვრელად გამოიყურება!

Posted by: parsmani Apr 17 2010, 11:57 AM

ციტატა(Fee @ Apr 17 2010, 01:59 AM) *
არ გეღადავები, საიდან მოიტანე? smile.gif
ხო არ დავსტუსტდებიო ხო იკითხე, ხოდა ცილას თუ მიირთმევ საჭირო რაოდენობით არ დასუსტდები, რომ ამბობენ მცენარეული საკვები არასაკმარის ცილას შეიცავსო, ძალიან ცდებიან. ეგ სიაც იმიტომ დავდე.
ანუ 100გრამ ყაყაჩოს თესლში 20 გრამი ცილაა, რაღა ამ ყაყაჩოს მიახტი კაცო, მაგას ისე არ ვჭამთ, ალბათ ფუნთუშეულზე თუ მოაყრიან, თუმცა არსებობს ყაყაჩოს თესლის მუსი, არვიცი მანდ(საქართველოში) არის თუ არა smile.gif
ამით იმის თქმა მინდოდა რომ, თუ შენ საკმარისი რაოდენობით შეჭამ ზემოთ ჩამოთვლილ (და არა მარტო) საკვებს, არანაირად არ დასუსტდები, პირიქით ჯანზე მოხვალ smile.gif

ხო გეტყობა საქართველოში როარცხოვრობ და არიცი რომ აქ 100გ ყაყაჩოს თესლზე,10 წელი ციხეა hilarioustu8.gif

Posted by: Fee Apr 17 2010, 01:49 PM

ირმა
საინტერესოა, ნეტავ რისი ბრალი უნდა იყოს?
ჩემზე რომ გაიგებენ ვეგეტარიანელიაო, იციან ხოლმე იმიტომაც ხარ მასე გამხდარი და უფეროვო biggrin.gif არადა დაბადებიდან ასეთი გამხდარი ვარ, ნუ უფერო ვისთვის როგორ, წითელი (დაბრაწული) ლოყები ცხოვრებაში არ მქონია smile.gif
დედაჩემი ყოველდღე ჭამდა ხორცს და ყოველკვირა აკეთებდა ხინკალს, მაგრამ ასეთი მსუბუქი და ძალით სავსე არასოდეს მინახავს, როგორიც ეხლაა smile.gif
წარმატებებს გისურვებ ვეჯე გზაზე kiss1.gif

QUOTE(parsmani @ 17th April 2010 - 11:57 AM) *
ხო გეტყობა საქართველოში როარცხოვრობ და არიცი რომ აქ 100გ ყაყაჩოს თესლზე,10 წელი ციხეა

lol.gif შენც დაანებე მაგ ყაყაჩოს თავი და გადადი ლობიოზე hilarioustu8.gif

Posted by: Fee Apr 17 2010, 01:52 PM

ირმა
ეგ ბერძნული ყველია? მიყვარს ბერძნული ყველი, თითქოს ქართულს გავს, თანაც უგემრიელესია smile.gif

Posted by: parsmani Apr 17 2010, 04:00 PM

ეხა სამსახურში ვთქვი მეთქი ხორცი არვარგა და რაღაცეები და მაგარი დამცინეს და თან მითხრეს ხორცის არჭამა იმპოტენციას იწვევს მამაკაცებშიო biggrin.gif biggrin.gif
და მეთქი წავედით სახინკლეში biggrin.gif

Posted by: Atman Apr 17 2010, 05:25 PM

parsmani

QUOTE(parsmani @ 17th April 2010 - 04:00 PM) *
ეხა სამსახურში ვთქვი მეთქი ხორცი არვარგა და რაღაცეები და მაგარი დამცინეს და თან მითხრეს ხორცის არჭამა იმპოტენციას იწვევს მამაკაცებშიო
და მეთქი წავედით სახინკლეში


"ძლიერი" არგუმენტი უთქვამთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Simulated Apr 17 2010, 05:53 PM

გადავდგი მე ნაბიჯი და შევეშვი ხორცის ჭამას.

Posted by: jgvenza Apr 17 2010, 06:12 PM

Simulated
ძალიან კარგი გიქნია! smile.gif


parsmani

QUOTE(parsmani @ 17th April 2010 - 04:00 PM) *
ეხა სამსახურში ვთქვი მეთქი ხორცი არვარგა და რაღაცეები და მაგარი დამცინეს და თან მითხრეს ხორცის არჭამა იმპოტენციას იწვევს მამაკაცებშიო
და მეთქი წავედით სახინკლეში

ეს იმის ვარიანტია, აქართველოში რომ დამკიდრდა აზრი თუ კაცი არ სვამს ის რა კაციაო... smile.gif ჯანსაღი ცხოვრების წესი პირიქით ახანრგძლივებს მამაკაცის ახალგაზრდობას მაგ საკითხებში wink.gif

Posted by: Fee Apr 17 2010, 08:25 PM

ავადმყოფი ცხოველების ადავდმყოფი ხორცი

ევროპაში ზროხები იზულებულნი არიან მთელი ცხოვრების მანძილზე გაუნძრევლად იდგნენ ფეხზე (ინდუსტრიულ "ბოსელში" ) მხოლოდ 5% გააჩნია ბედნიერება იხილოს მზე და იმოძრაოს მინდორზე (მხოლოდ ზაფხულში, ან შემოდგომაზე) ისინი ჯაჭვით არიან დაბმულნი (ზოგიერთ სადგომში დენიანი მავთულით) რაც მათ მოძრაობს ხელყოფს, სამაგიეროდ ისინი ბევრს იწონიან. გაუნძრევლობის გამო უამრავი დაავადება უჩნდებათ და ეზრდებათ დეფორმირებული ჩლიქები.
http://img232.imageshack.us/i/iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiic.jpg/

ნორმალურ ძროხას შეეძლო 10_15_ჯერ გაეჩინა ბოჩოლა და 7_9წ_მდე ყოფილიყო მეწველი, მაგრამ თანამედროვე ძროხის სიცოცხლე ნებრად ხანმოკლეა. 2_3_ე გაჩენის შემდეგ მას კლავენ, რადგან დაავადებების რისკი დიდი და ძვირია.
როცა ძროხა და ბოჩოლა ნორმალურ პირობებში ერთად ცხოვრობენ, ბოჩოლა დღეში 15_ჯერ წოვს რძეს და 2კვირის ასაკიდან ის დამატებით თივასაც ჭამს. მას ასე საკმარისი რაოდენობის რკინა ექნება ორგანიზმში და მისი ფაშვიც ნორმალურად განვითარდება. თუმცა ეს არახელსაყრელია რძის ინდუსტრიისთვის, რძე ბოჩოლას კი არა ადამიანს უფრო სჭირდება. თანამედროვე ინდუსტრიულ ბოჩოლას დაბადებიდანვე აშორებენ დედას და დღეში 2_ჯერ ხელოვნურ რძეს აჭმევენ. შემადგენლობა: რძის ფხვნილი, თევზის ფხვნილი, ქიმიკატები და ანტიბიოტიკები. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომხელოვნური საკვები დიდი რაოდენობით(დამატებით) ცხიმს შეიცავს, რაც მათ სწრაფად წონის მატებას უწყობს ხელს. 3თვის ბოჩოლები 160კგ იწონიან, მაგრამ მათ ორგანიზმში რკინის დიდი დეფიციტია. ასე გაზრდილი ძროხები იმდენად ღონეგამოცლილნი არიან, რომ ტრანსპორტირებისას სასაკლაომდე, ტრანსპორტში ღაფავს ზოგი სულს.
ორგანიზმში რკინის უკმარისობის და ნაკლები საკვების გამო, ბოჩოლებს უჩნდებათ მოთხოვნილება ყველაფრის ლოკვისა, ისინი ლოკავენ საკუთარ და მეზობელი ბოჩოლის სხეულს, მათი კუჭები სავსეა თმით. ასეთი ყოფა აავადებთ მათ!

http://img8.imageshack.us/i/dzroxebiaaaaaaaaaaaaa.jpg/


Posted by: jgvenza Apr 17 2010, 08:38 PM

ადამიანზე დაუნდობელი არსება არაა ქვეყნად! ამაში სულ უფრო მეტად ვრწმუნდები.. ზოგჯერ რძის დალევის სურვილიც მიქრება, როვცა ვხვდები რომ ამ რძის მირების გამო მილიარდობით ცოცხალი არსებაა განწირული. რადგან ძროხა არ მოიწველება თუ არ შობა, არადა იმ ბოჩოლას ბედი საშინელია! ასე რომ ვეგეტარინელობას ვეგანობა ჯობია!

Posted by: jgvenza Apr 17 2010, 08:41 PM

ადამიანები ვართ ყველაფრი ცოცხლაის გადამამუშავებელი აგრეგატები.. უმრავლესობა ადამიანების ცხოვრების არსი მდგომარეობს კუჭის ამოვსებაში, და რაც უფრო ნატანჯია ის რისგანაც საკვები მომზადდა, მით უფრო სიამოვნების მომგვრელი პროცესი ხდება მისი შთანთქმისა.


ამის გასააზრებლად ბევრისთვის გამოდგებოდა ფილმი დედამიწელები. ჩემ გარშემო 3 ადამიანს ვიცნობ , ვინ ამ ფილმის შემდეგ ხორცზე უარი თქვა.

Posted by: Fee Apr 17 2010, 08:45 PM


QUOTE(jgvenza @ 17th April 2010 - 08:38 PM) *
ადამიანზე დაუნდობელი არსება არაა ქვეყნად! ამაში სულ უფრო მეტად ვრწმუნდები.. ზოგჯერ რძის დალევის სურვილიც მიქრება, როვცა ვხვდები რომ ამ რძის მირების გამო მილიარდობით ცოცხალი არსებაა განწირული. რადგან ძროხა არ მოიწველება თუ არ შობა, არადა იმ ბოჩოლას ბედი საშინელია! ასე რომ ვეგეტარინელობას ვეგანობა ჯობია!

მეც მასე ვარ, რძე ალბათ 2 თვის წინ დავლიე, ან უფო მეტი ხანი გავიდოდა, მარა ატმანის პოსტები წავიკითხე და დღეს ვიყიდე, მინდა ვცადო wink.gif არაპასტორიზირებული რძე ვერ ვნახე და არვიცი ის ეფექტი ექნება თუ არა.

ისინი გამუდმებით მაკეთ არიან რომ ჩვენ დავლიოთ რძე, რაღაცნაირად ცუდად მოქმედებს ჩემზე sad.gif

Posted by: user name Apr 17 2010, 08:55 PM

მაიონეზი მიყვარს ძალიან და რამეს "ვაშავებ" ? biggrin.gif ანუ ვარგა ორგანიზმისთვის?

Posted by: mata Apr 17 2010, 09:10 PM

user name

ციტატა(user name @ 17th April 2010 - 08:55 PM) *
მაიონეზი მიყვარს ძალიან და რამეს "ვაშავებ" ? ანუ ვარგა ორგანიზმისთვის?

მე რამდენადაც ვიცი მაიონეზი ხელს უცყობს ფერიმჭამელების გაჩენას და გამონაყარს ...
ალბად სხვა მავნებლობებიც ექნება

Posted by: ირმა Apr 17 2010, 09:21 PM

Fee

QUOTE(dunduri @ 17th April 2010 - 02:52 PM) *
ირმა
ეგ ბერძნული ყველია? მიყვარს ბერძნული ყველი, თითქოს ქართულს გავს, თანაც უგემრიელესია

კი ეგრედ წოდებული ფეტაsmile.gif

Posted by: sentimennte Apr 17 2010, 10:58 PM

ეეჰ აღარც ვეგეტარიანელური საჭმელი მინდა აღარც ქართული მწვად_ჩახოხბილი და აღარც ჩინური სუში biggrin.gif აღარ მინდა საერთოდ საჭმლის დანახვაა!
გაუმარჯოს მაწონს !

Posted by: tikoroma Apr 18 2010, 08:32 PM

sad.gif sad.gif sad.gif
ახალი წლის დღეებში ვნახე ვაგზალთან საქონლის თავები და ძვლები, ბოლომდე გატყავებული ხორცისგან და სულ ჩვილი ბოჩოლას თავები...
მინდა რაღაც გავაკეთო იმის წინააღმდეგ რაც არ მომწონს, მაგრამ ვერაფერი მომიფიქრებია sad.gif

Posted by: Atman Apr 18 2010, 09:02 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 18th April 2010 - 08:32 PM) *
ახალი წლის დღეებში ვნახე ვაგზალთან საქონლის თავები და ძვლები, ბოლომდე გატყავებული ხორცისგან და სულ ჩვილი ბოჩოლას თავები...
მინდა რაღაც გავაკეთო იმის წინააღმდეგ რაც არ მომწონს, მაგრამ ვერაფერი მომიფიქრებია


მე გასწავლი! ჩემთან ერთად იქადაგე აქ ახიმსა! biggrin.gif

http://church.ge/index.php?showtopic=7739&st=0

Posted by: Fee Apr 18 2010, 09:04 PM

QUOTE(tikoroma @ Apr 18 2010, 08:32 PM) *
sad.gif sad.gif sad.gif
ახალი წლის დღეებში ვნახე ვაგზალთან საქონლის თავები და ძვლები, ბოლომდე გატყავებული ხორცისგან და სულ ჩვილი ბოჩოლას თავები...
მინდა რაღაც გავაკეთო იმის წინააღმდეგ რაც არ მომწონს, მაგრამ ვერაფერი მომიფიქრებია sad.gif

ეჰ მაგას ვფიქრობთ ყველა, მარა.... wacko2.gif ჯერ არ უწერია მაგას შველა, მაგრამ უეჭველი ვიცი მომავლის საკითხია.
აქ მაღაზიათა ქსელია, რომელიც ბეწვს ყიდის (და არა მარტო) ყოველკვირა აქციებია, 900ჯერ მოვაწერე ხელი(და კიდევ ძალიან ბევრმა), რომ აიკრდძალოს ნამდვილი ბეწვით ვაჭრობა, მარა რა გინდა გააკეთო, როცა უმცირესობა ხარ? sad.gif

Posted by: tikoroma Apr 18 2010, 09:41 PM

Atman
ახიმსა რა არი?
შემოგიერთდები მალე...

Posted by: Atman Apr 19 2010, 07:11 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 18th April 2010 - 09:41 PM) *
Atman
ახიმსა რა არი?
შემოგიერთდები მალე...


არაძალადობის პრინციპი.

მთავარი ვეგეტარიანელობა არაა. ზოგი ხინკალს შეუკვეთავს, ხორცს ამოაცლის, ცომს შეჭამს და მერე იტყვის ვეგეტარიანელი ვარო biggrin.gif ენერგია თუ ჩადე ძალადობაში და ფული თუ გადაიხადე ხორცში, არა აქვს დიდი მნიშვნელობა შეჭამ თუ არა.

Posted by: jgvenza Apr 19 2010, 09:10 AM

QUOTE(atman @ 19th April 2010 - 07:11 AM) *
ენერგია თუ ჩადე ძალადობაში და ფული თუ გადაიხადე ხორცში, არა აქვს დიდი მნიშვნელობა შეჭამ თუ არა.

მაგაში გეთანხმები. მე არ ვჭამ ხორცს, არც ბეწვეულს ვატარებ, მაგრამ ხომ მაცვია ფეხსაცმელი, რომელიც სულ არა , მაგრამ ხანდახან ნამდვილი ტყავისგანაა, მართალია ჩანთები არ მაქვს ტყავის, ოჯახში სხვები არ არიან ვეგეტარიანელები და მიწევს ხორცეულის მომზადება. უფროსმა შვილმა ერთხელ იფიქრა ბევრი და მითხრა თუ იმისთვის რომ სოსისი გააკეთონ საწყალ ცხოველებს კლავენ მე აღარ შევჭამო, გამიხარდა.. მართალია ჯერ არც ისე დიდია და ხანდახან ავიწყდება ეს, მაგრამ იმედია რამოდენიმე წელიწადში საბოლოოდ გადაწყვეტს სხვისი ხორცით კვებაზე უარის თქმას.

Posted by: Atman Apr 19 2010, 09:25 AM

jgvenza

ძველად მხოლოდ ბუნებრივად მომკვდარი ცხოველის ტყავს იყენებდნენ. ამაში ცუდი არაფერია. განზრახ მოკვლა არ შეიძლება ცხოველის მაგის გამო თორე...

Posted by: jgvenza Apr 19 2010, 10:22 AM

QUOTE(Atman @ Apr 19 2010, 09:25 AM) *
jgvenza

ძველად მხოლოდ ბუნებრივად მომკვდარი ცხოველის ტყავს იყენებდნენ. ამაში ცუდი არაფერია. განზრახ მოკვლა არ შეიძლება ცხოველის მაგის გამო თორე...


ძველად ადამიანი და ბუნება ჰარმონიაში იყო, შედარებით ..ეხლა ყველა თვლის რომ ცხოველები იმისთვის შექმნა ღმერთმა რომ ადამიანმა იკვებოს, ჩაიცვას და ასე შემდეგ.. გამოვდეგენერატდით იმ იდეაფიქსით , რომ ადამიანი სამყაროს უზენაესი ქმნილებაა! sticktongue.gif არადა ამას ვამტკიცებთ იმით რომ მკვლელობა, ომი, ჩაგვრა, ნგრევა, განადგურება ყველაზე კარგად გამოგვდის.

Posted by: parsmani Apr 19 2010, 03:37 PM

ციტატა(jgvenza @ Apr 17 2010, 06:12 PM) *
Simulated

parsmani

ეს იმის ვარიანტია, აქართველოში რომ დამკიდრდა აზრი თუ კაცი არ სვამს ის რა კაციაო... smile.gif ჯანსაღი ცხოვრების წესი პირიქით ახანრგძლივებს მამაკაცის ახალგაზრდობას მაგ საკითხებში wink.gif

კაი რა იგვენზა ერთხელ იბადები ,არჭამო ,არსვა ,არიცინო,კიდევ რაღაცეებზე უარი თქვა)) კაი რა ,მოკვდები და ვსიო რა .
რაუბედურებაა ეს ყველაფერზე თავშეკავება ვააა))

Posted by: ინა Apr 19 2010, 03:50 PM

უღვინოდ კოცნას არა აქვს ფასი,დიდი ხანია ვიცით მე და შენ yu.gif l_martini.gif

Posted by: ინა Apr 19 2010, 03:51 PM

QUOTE(Atman @ Apr 19 2010, 07:11 AM) *
tikoroma
არაძალადობის პრინციპი.

მთავარი ვეგეტარიანელობა არაა. ზოგი ხინკალს შეუკვეთავს, ხორცს ამოაცლის, ცომს შეჭამს და მერე იტყვის ვეგეტარიანელი ვარო biggrin.gif ენერგია თუ ჩადე ძალადობაში და ფული თუ გადაიხადე ხორცში, არა აქვს დიდი მნიშვნელობა შეჭამ თუ არა.

ეგ ისაა ხო პრასადის ქვაბი რმ გვაქს ცალკე smile.gif

Posted by: Atman Apr 19 2010, 03:52 PM

parsmani

QUOTE(parsmani @ 19th April 2010 - 03:37 PM) *
კაი რა იგვენზა ერთხელ იბადები


ერთხელ? ohmy.gif biggrin.gif

Posted by: ინა Apr 19 2010, 05:17 PM

http://www.youtube.com/user/cinemakavtaradze#p/a/u/1/NA2ttDjtKCg

აუ რა საშინელებააააააააააააააააა

ჩემმა მეგობარმა გადაიღო ესსსსსსსს bf_nonew.gif

Posted by: jgvenza Apr 19 2010, 05:32 PM

parsmani
თუ ერთხელ იბადები და კვდები და ვსიო, მაშინ რა უაზრობა ყოფილა დაბადება, ჭამაც , სმაც და ყველაფერი დანარჩენიც..

ისე ყველა თავისუფალია ისე იცხოვროს როგორც უნდა, მაგრამ არ მგონია პირ-ხახისა, მომნელებელი სისტემის და სხვა ორგანოების მონობა ყველაზე სასიამოვნო იყოს ამ სამყაროში..wink.gif
პ.ს

QUOTE
იგვენზა
არა ტუ მაინცდამაინც ქართულად -ჯღვენზა და ისე ავატარის ქვემოთ მიაკლიკე და დაიწერება ნიკი თავისით..

Posted by: jgvenza Apr 19 2010, 05:52 PM

ინა
ეგაა რაცაა, კაი მოუფიქრებია და დაუნახავს... მე ის მაგიჟებს კიდე სააღდგომოდ, ბატკნები და ხბოები რა თოთო ბავშვებივით უწყვიათ ხოლმე დახლებზე...sad.gif

Posted by: ინა Apr 19 2010, 06:01 PM

QUOTE(jgvenza @ Apr 19 2010, 05:52 PM) *
ინა
ეგაა რაცაა, კაი მოუფიქრებია და დაუნახავს... მე ის მაგიჟებს კიდე სააღდგომოდ, ბატკნები და ხბოები რა თოთო ბავშვებივით უწყვიათ ხოლმე დახლებზე...sad.gif

საკლავს რომ კლავენ ის უნდა ნახო რა,მგონი ეგეც აქვს გადაღებული.
ისე კორიდა რა,არ არის დაუნდობელი სისასტიკე?რა უხარიათ და რა სიამოვნებთ ვერ გავიგე მე sad.gif
თან ბავშვებიც არიან ხოლმე იქ ხალხში...

Posted by: Atman Apr 19 2010, 06:14 PM

ინა

ისე ლაპარაკობ თითქოს ღვაწლიანი ვეგეტარიანელი იყო biggrin.gif

Posted by: jgvenza Apr 19 2010, 06:22 PM

QUOTE(ინა @ 19th April 2010 - 06:01 PM) *
საკლავს რომ კლავენ ის უნდა ნახო რა,მგონი ეგეც აქვს გადაღებული.
ისე კორიდა რა,არ არის დაუნდობელი სისასტიკე?რა უხარიათ და რა სიამოვნებთ ვერ გავიგე მე
თან ბავშვებიც არიან ხოლმე იქ ხალხში...

ხო საკლავიც საშინელებაა და კორიდაზე საერთოდ არაფრის თქმა რა მინდა , სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულებაა კულტურული მემკვიდრეობითა და კეთილშობილური მიზნებით შენიღბული! უსასტიკესობაა! skull.gif

Posted by: ინა Apr 19 2010, 06:27 PM

QUOTE(Atman @ Apr 19 2010, 06:14 PM) *
ინა

ისე ლაპარაკობ თითქოს ღვაწლიანი ვეგეტარიანელი იყო biggrin.gif

ღვაწლმოსილი ვეგეტარიანელის და დიდი მოღვაწე ბერის მეგობარი ხომ ვარ biggrin.gif biggrin.gif


სისასტიკეზეა აქ საუბარი ჩემი მხრიდან...

Posted by: Fee Apr 19 2010, 06:38 PM

QUOTE(jgvenza @ Apr 19 2010, 10:22 AM) *
ძველად ადამიანი და ბუნება ჰარმონიაში იყო, შედარებით ..ეხლა ყველა თვლის რომ ცხოველები იმისთვის შექმნა ღმერთმა რომ ადამიანმა იკვებოს, ჩაიცვას და ასე შემდეგ.. გამოვდეგენერატდით იმ იდეაფიქსით , რომ ადამიანი სამყაროს უზენაესი ქმნილებაა! sticktongue.gif არადა ამას ვამტკიცებთ იმით რომ მკვლელობა, ომი, ჩაგვრა, ნგრევა, განადგურება ყველაზე კარგად გამოგვდის.

აი რა კარგად თქვი!!! ეგ არის მთელი უბედურება, სანამ ადამიანს ამის სჯერავს, მანამ იქნება ასე sad.gif


Posted by: Atman Apr 19 2010, 06:44 PM

ინა

QUOTE(ინა @ 19th April 2010 - 06:27 PM) *
ღვაწლმოსილი ვეგეტარიანელის და დიდი მოღვაწე ბერის მეგობარი ხომ ვარ


სისასტიკეზეა აქ საუბარი ჩემი მხრიდან...


ისევ სენტიმენტები biggrin.gif

რა თქმა უნდა სასტიკად მოკვლა უარესია, მაგრამ ანესთეზიით აბა არც ერთ ცხოველს არ კლავენ თითქმის biggrin.gif

Posted by: Fee Apr 19 2010, 07:06 PM

QUOTE(ინა @ Apr 19 2010, 05:17 PM) *
http://www.youtube.com/user/cinemakavtaradze#p/a/u/1/NA2ttDjtKCg

აუ რა საშინელებააააააააააააააააა

ჩემმა მეგობარმა გადაიღო ესსსსსსსს bf_nonew.gif

მართლა საშინელებაა!!! ვაიმე არ ვიცი რა ვთქვა sad.gif ადვილად დამავიწყდა მეც რომ ვჭამდი ხოლმე, ეხლა კიდევ ცუდად მხდის და მიკვირს, როგორ შეუძლიათ?!

Posted by: ირმა Apr 19 2010, 08:28 PM

jgvenza

QUOTE(jgvenza @ 19th April 2010 - 10:10 AM) *
მაგაში გეთანხმები. მე არ ვჭამ ხორცს, არც ბეწვეულს ვატარებ, მაგრამ ხომ მაცვია ფეხსაცმელი, რომელიც სულ არა , მაგრამ ხანდახან ნამდვილი ტყავისგანაა, მართალია ჩანთები არ მაქვს ტყავის, ოჯახში სხვები არ არიან ვეგეტარიანელები და მიწევს ხორცეულის მომზადება. უფროსმა შვილმა ერთხელ იფიქრა ბევრი და მითხრა თუ იმისთვის რომ სოსისი გააკეთონ საწყალ ცხოველებს კლავენ მე აღარ შევჭამო, გამიხარდა.. მართალია ჯერ არც ისე დიდია და ხანდახან ავიწყდება ეს, მაგრამ იმედია რამოდენიმე წელიწადში საბოლოოდ გადაწყვეტს სხვისი ხორცით კვებაზე უარის თქმას.

რა ძნელი იქნება ასე ვეჯეტერიანლობა. ოჯახი ეს მართლა ერთ-ერთი „ხელისშემშლელია“ ხშირად ბევრ მასეთ საკითხებში.

Posted by: Fee Apr 19 2010, 08:40 PM

QUOTE(ირინი @ 19th April 2010 - 08:28 PM) *
რა ძნელი იქნება ასე ვეჯეტერიანლობა. ოჯახი ეს მართლა ერთ-ერთი „ხელისშემშლელია“ ხშირად ბევრ მასეთ საკითხებში.

მართლაც ძნელია, როცა ორივე მშობელი ვეგეტარიანელია უფრო მარტივადაა საქმე, ბავშვებიც "ავტომატურად" მცენარეებით იკვებებიან. ასეთ ოჯახს ვიცნობ, ისინი ამბობენ: ბავშვები როცა გაიზრდებიან თვითონ გადაწყვეტენ რა უნდათ, სანამ პატარები არიან ჩვენ ვწყვეტთო smile.gif აი როცა ერთ_ერთი მშობელი ხორცს ჭამს იქ უკვე რთულდება საქმე smile.gif
იმედი მაქვს ჩემს შეყვარებულს გადავიბირებ wink.gif biggrin.gif თვითონ ამბობს არ მიყვარს ხორციო smile.gif

Posted by: parsmani Apr 20 2010, 12:05 AM

რატოა ცუდი ხორცი ვინმემ ახსენით ერთი ნორმალურად რა

Posted by: jgvenza Apr 20 2010, 12:42 AM

QUOTE(ირინი @ 19th April 2010 - 08:28 PM) *
რა ძნელი იქნება ასე ვეჯეტერიანლობა. ოჯახი ეს მართლა ერთ-ერთი „ხელისშემშლელია“ ხშირად ბევრ მასეთ საკითხებში.

ირმა
არა, მე იმდენად დიდი ხანია ასე ვარ, რომ ოჯახი არ მიშლის ხელს, უბრალოდ მიწევს იმის კეთება რაც არ მსიამოვნებს! sad.gif

QUOTE(parsmani @ 20th April 2010 - 12:05 AM) *
რატოა ცუდი ხორცი ვინმემ ახსენით ერთი ნორმალურად რა

parsmani

პირველი იმიტომ რომ ამისათვის სხვის სიცოცხლეს ხელყოფ, მეორე იმიტომ რომ სიკვდილის წინ ცხოველი გრძნობს და განიცდის იმას რაც ელის და უშუალოდ სიკვდილის დროსაც ისევე განიცდის და ტკივა როგორც ადამიანს, ეშინია და ასე შემდეგ, ეს ყველა უარყოფითი ენერგია გადმოდის ამ ხორცის მირებისას. საკვები ხომ მხოლოდ მასალა არაა რომელიც კუჭს ავსებს. პირველ რიგში ის გვავსებს ენერგიით, ან დადებითით ან უარყოფითით. გვაძლევს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან დაავადებებს და ადრე გვაბერებს. ხორცი ძალიან უწყობს ხელს ადამიანის ორგანიზმის ცვეთას და ადრე დაბერებას. ბევრჯერ ვყოფილვარ მტაში და დავაკვირდი იქაური ხალხი ხორცს საკმაოდ იშვიატად ჭამს. ძირითადად რძის ნაწარმზე არიან, ალბათ ესაა მათი ასეთი ჯანღონიანობისა და ამტანობის მიზეზი. მცენარეელი საკვები, თაფლი და რძის ნაწარმი ძალიან სასარგებლოა. ხორცი კი არა!

Posted by: Fee Apr 20 2010, 11:04 PM

http://img697.imageshack.us/i/sl374993.jpg/

დღეს მეზარებოდა სამზარეულოში ფუფუსი და სწრაფად ეს გავაკეთე biggrin.gif აი სურათის გადაღება რატომ არ დამეზარა არ ვიცი biggrin.gif

მაკარონი ჩაშუშული კომბოსტო/ბროკოლით, სალათა და ავოკადო smile.gif
დღეს პირველად არ მოვშუშე ხახვი biggrin.gif, აშკარადა აკლდა smile.gif

Posted by: ინა Apr 21 2010, 12:08 PM

QUOTE(Fee @ Apr 20 2010, 11:04 PM) *
http://img697.imageshack.us/i/sl374993.jpg/

დღეს მეზარებოდა სამზარეულოში ფუფუსი და სწრაფად ეს გავაკეთე biggrin.gif აი სურათის გადაღება რატომ არ დამეზარა არ ვიცი biggrin.gif

მაკარონი ჩაშუშული კომბოსტო/ბროკოლით, სალათა და ავოკადო smile.gif
დღეს პირველად არ მოვშუშე ხახვი biggrin.gif, აშკარადა აკლდა smile.gif

ვაუ რა ლამაზია,მაკარონი მიგეწვა ხო? biggrin.gif
ავოკადოს არომატი მიყვარს,სალათში კი არ გამისინჯავს,მაგარი იქნებაsmile.gif

Posted by: ინა Apr 21 2010, 12:09 PM

ააააუუუ
უკაცრავად,ხავხი იქნება დაბრაწული რაც ჩანს,მაპატიე biggrin.gif

Posted by: Fee Apr 21 2010, 12:22 PM

QUOTE(ინა @ 21st April 2010 - 12:09 PM) *
ააააუუუ
უკაცრავად,ხავხი იქნება დაბრაწული რაც ჩანს,მაპატიე

უხახვოდ გავაკეთე smile.gif ჩემს ზედა ჩაკრებს არ უხდება თურმე ხახვი biggrin.gif კომბოსტოს მოუვიდა ცოტა მაღალი ცეცხლი wink.gif biggrin.gif
ავოკადო ყველგან მიხვარს, სალათაში, პურზე წასმული და ისე კოვზით ნაჭამიც smile.gif

Posted by: ინა Apr 21 2010, 12:25 PM

QUOTE(Fee @ Apr 21 2010, 12:22 PM) *
უხახვოდ გავაკეთე smile.gif ჩემს ზედა ჩაკრებს არ უხდება თურმე ხახვი biggrin.gif კომბოსტოს მოუვიდა ცოტა მაღალი ცეცხლი wink.gif biggrin.gif
ავოკადო ყველგან მიხვარს, სალათაში, პურზე წასმული და ისე კოვზით ნაჭამიც smile.gif

უხახვოდ ცხოვრება ძნელია ჩემთვის biggrin.gif
რა ჩაკრასაც არ უნდა უხდებოდეს,მაინც მიყვარს yu.gif

Posted by: Fee Apr 21 2010, 12:35 PM

QUOTE(ინა @ 21st April 2010 - 12:25 PM) *
უხახვოდ ცხოვრება ძნელია ჩემთვის
რა ჩაკრასაც არ უნდა უხდებოდეს,მაინც მიყვარს

მეც მიყვარს და აკლდა აშკარად ხახვის გემო, მაგრამ უფრო მეტად კარგი შედეგის მომცემი ექსპერიმენტები მიყვარს smile.gif

თემა რომ არ გავაოფო და ისედაც მაინტერესებს. საქართველოში მყოფი ვეგეტარიანელები თუ მიირთმევთ ტოFუს, სად ყიდულობთ?

და ბარემ ერთ კარგ რეცეპტს დავდებ ( ხახვით და ნივრით biggrin.gif )
დაგჭირდებათ 2 ავოკადო, ნატურალური ტოFუ 300 გრამი, ერთი ხახვი (საშუალო ზომის) ნიორი გემოვნებით, პამიდვრის პასტა, ცოტა უნდა, ეგეც გემოვნებით და მარილი.
ამ ყველაფერს ჩაყრით სადღვებ მანქანაში და ადღვიბავთ biggrin.gif
საუზმისთვის პურზე წაუსმევთ და მიირთმევთ, შეიძლება აგრეთვე შუადღეს სადილზე wink.gif
ჩემი საყვარელი პასტაა smile.gif

Posted by: parsmani Apr 21 2010, 01:50 PM

ციტატა(Fee @ Apr 21 2010, 12:35 PM) *
მეც მიყვარს და აკლდა აშკარად ხახვის გემო, მაგრამ უფრო მეტად კარგი შედეგის მომცემი ექსპერიმენტები მიყვარს smile.gif

თემა რომ არ გავაოფო და ისედაც მაინტერესებს. საქართველოში მყოფი ვეგეტარიანელები თუ მიირთმევთ ტოFუს, სად ყიდულობთ?

და ბარემ ერთ კარგ რეცეპტს დავდებ ( ხახვით და ნივრით biggrin.gif )
დაგჭირდებათ 2 ავოკადო, ნატურალური ტოFუ 300 გრამი, ერთი ხახვი (საშუალო ზომის) ნიორი გემოვნებით, პამიდვრის პასტა, ცოტა უნდა, ეგეც გემოვნებით და მარილი.
ამ ყველაფერს ჩაყრით სადღვებ მანქანაში და ადღვიბავთ biggrin.gif
საუზმისთვის პურზე წაუსმევთ და მიირთმევთ, შეიძლება აგრეთვე შუადღეს სადილზე wink.gif
ჩემი საყვარელი პასტაა smile.gif

მე დავამატებ ამ რეცეპტს რომ მერე 1 კვირა სახლიდან გასვლა გეკრძალებათ Just_Cuz_01.gif

Posted by: Fee Apr 21 2010, 05:06 PM

QUOTE(parsmani @ 21st April 2010 - 01:50 PM) *
მე დავამატებ ამ რეცეპტს რომ მერე 1 კვირა სახლიდან გასვლა გეკრძალებათ

ნწწ ტყუილია wink.gif
რაიყო არაფერს ჭამ ხახვიან და ნიორიანს? ohmy.gif გულის ჩაკრას "უფრთხილდები"? biggrin.gif
ნუ აოფებ კაცო და მეც მაოფებინებ laugh.gif

Posted by: Kaspar Hausser Apr 21 2010, 10:14 PM

ციტატა(jgvenza @ 20th April 2010 - 12:42 AM) *
პირველი იმიტომ რომ ამისათვის სხვის სიცოცხლეს ხელყოფ



მაიც პომიდორმა რა დააშავა?.. smile.gif


Posted by: Fee Apr 21 2010, 10:37 PM

QUOTE(Kaspar Hausser @ 21st April 2010 - 10:14 PM) *
მაიც პომიდორმა რა დააშავა?..

ტიპიური შეკითხვა biggrin.gif
პამიდორმა არაფერი არ დააშვა, მარა პამიდვრის ცხოველთან შედარება ცოტა უხერხულია smile.gif

Posted by: Kaspar Hausser Apr 21 2010, 10:39 PM

მიდორმა

მერე მეორეც სულაც არ არის უხერხული.. smile.gif smile.gif მე ჯერ არ მინახავს პომიდორი ეუხერხულებოდეს ეგ.. biggrin.gif

Posted by: jgvenza Apr 21 2010, 11:31 PM

Kaspar Hausser

QUOTE(Kaspar Hausser @ 21st April 2010 - 10:14 PM) *
მაიც პომიდორმა რა დააშავა?..

პომიდორს ტესლი აქვს საიდანაც კვბლავ პომიდორები ჩნდებიან და ის ისედაც ერთწლიანი მცენარეა და მე ხომ მცენარეს არ ვჭამ? wink.gif
ბალს რომ ჭამ ამისთვის ხეს ხომ არ ჭრი? ასევეა სხვა შემთხვევაშიც..

Posted by: ირმა Apr 29 2010, 03:54 PM

ბოსტნეული მოვშუშე smile.gif

ავურიე მოხარშულ მაკარონში დავუმატე რძის კრემი

მოვაყარე ყველი:

მზაwink.gif

ძალიან გემრიელი იყოოო)))))

Posted by: sentimennte Apr 29 2010, 04:00 PM

ახლა მივირთვი მარა ისეთი ლამაზია მომინდაა tongue.gif smile.gif

Posted by: ირმა Apr 29 2010, 09:20 PM

sentimennte

QUOTE(iziko @ 29th April 2010 - 05:00 PM) *
ახლა მივირთვი მარა ისეთი ლამაზია მომინდაა

biggrin.gif

Posted by: მზეონა Apr 29 2010, 09:48 PM

მართლა ირმა უგემრიელესი კერძი ჩანს, რომ ვნახე ნერწყვები ვყლაპე )))
და შენი მეზობლობა ვინატრე კიდევ biggrin.gif :*:*

რძის კრემში რა იგულისხმე, ანუ ? rolleyes.gif

Posted by: ირმა Apr 29 2010, 10:22 PM

მზეონა

QUOTE(მზეონა @ 29th April 2010 - 10:48 PM) *
და შენი მეზობლობა ვინატრე კიდევ :*:*

აჰ, კარგი იქნებოდააა biggrin.gif

QUOTE(მზეონა @ 29th April 2010 - 10:48 PM) *
რძის კრემში რა იგულისხმე, ანუ ?

ამას არ ვიცი რას ეძახიან ახლა ქართულად, ადრე ჩვენთან არ იყო. ახლა როგორც ვიცი იშოვება. ეს არის რძე ნაღები, რომელსაც პირდაპირ თუ ათქვეფავ შაქრით, საუკეთესო ტორტის კრემს მიიღებsmile.gif) გამოიყენება კულინარიაში ყველგან, თუმცა ცოტა გამსუქებელი კი არის biggrin.gif

Posted by: jgvenza Apr 30 2010, 10:21 AM

QUOTE(ირინი @ 29th April 2010 - 10:22 PM) *
ეს არის რძე ნაღები

კი იყიდება, პატარა პაკეტებში, ძალიან მაღალი პროცენტულობის ნაღებია..

Posted by: ირმა Apr 30 2010, 04:37 PM

ძალიან გემრიელიაა smile.gif))

Posted by: მზეონა Apr 30 2010, 04:39 PM

ირმა
რა დღეში მაგდებ?მე კიდევ ეს მინდა?!
ისედაც კარგ მადაზე ვარ და სულ ნერწყვების ყლაპვაში გყავარ biggrin.gif:* ვსო, მოვდივარ საბერძნეთში, კაკ რაზ გასუქება მინდა )))

Posted by: daat Apr 30 2010, 04:54 PM

რა გემრიელად ჟღერს kos.gif

Posted by: jgvenza Apr 30 2010, 06:42 PM

ირმა
შენი დადებული სურატებით ვძღები..ეჰ სად მაქ ჩემთვის მომზადების დრო და ნერვი! smile.gif პური ჩემი არსობისა მემგონი ზუსტად გადმოსცემს ჩემი მენიუს არსს, ნუ ყველი და რზის ნაწარმი თუ მოიპოვება სახლსი კაია! biggrin.gif ამ კანიბალების ხელში კიდევ კარგად ვარ!!! ნუ კიდევ კოფე! wink.gif

Posted by: jgvenza Apr 30 2010, 06:58 PM

რა საშინელებაა! ეხლა პამიდორს ვჭამ და ვფიქრობ, დათვის გენიც ხო არ ურევიათქო...ი სმეხ ი გრეხ!!! wink.gifარანაირი სურვილი არ მაქვს დათვი ვჭამო პამიდვრის სახით!

Posted by: ირმა Apr 30 2010, 07:48 PM

მზეონა
daat
jgvenza
l_daisy.gif bigarmhug.gif

QUOTE(jgvenza @ 30th April 2010 - 07:58 PM) *
რა საშინელებაა! ეხლა პამიდორს ვჭამ და ვფიქრობ, დათვის გენიც ხო არ ურევიათქო...ი სმეხ ი გრეხ!!! არანაირი სურვილი არ მაქვს დათვი ვჭამო პამიდვრის სახით!

სამწუხაროდ მართლა არ ვიცით რას ვჭამთ.

Posted by: parsmani Apr 30 2010, 07:57 PM

ციტატა(jgvenza @ Apr 30 2010, 06:58 PM) *
რა საშინელებაა! ეხლა პამიდორს ვჭამ და ვფიქრობ, დათვის გენიც ხო არ ურევიათქო...ი სმეხ ი გრეხ!!! wink.gifარანაირი სურვილი არ მაქვს დათვი ვჭამო პამიდვრის სახით!

დათვის გენი არვიცი ))) მარა სიამოვნებით შევჭამდი ეხლა დათვს

Posted by: jgvenza Apr 30 2010, 08:00 PM

parsmani
დათვიც არ იტყოდა შენ შეჭმაზე უარს, თანაც თეთრი...

Posted by: Fee May 15 2010, 02:37 PM

QUOTE(ირმა @ Apr 30 2010, 04:37 PM) *
ძალიან გემრიელიაა smile.gif))

ირმა ძალიან გთხოვ მოკლედ დაწერე ამ კერძის რეცეპტი smile.gif უძალიანგემრიელესად გამოიყურება და მინდაა smile.gif

იმ ნაღებს სლივკებს ეძახიან ხო რუსულად?
აქ თითქმის ყველა კერძში ხმარობენ მაგ ნაღებს, ნამცხვართან, სუპში, შემწვარ ბოსტნეულთან, რავიცი ......

Posted by: ირმა May 15 2010, 05:20 PM

Fee

ციტატა(dunduri @ 15th May 2010 - 03:37 PM) *
ირმა ძალიან გთხოვ მოკლედ დაწერე ამ კერძის რეცეპტი უძალიანგემრიელესად გამოიყურება და მინდაა


ძალიან ადვილია. უმეტეს შემთხვევაში უკარტოფილოდ ვაკეთებ, მაგრამ კარტოფილი ძალიან მოუხდა.

ვურევ ერთმანეთში მწვანილს(მე მარტო პეტრუშკა მქონდა ქინძს ძნელად ვშოულობ), წვრილად დაჭრილ ხახვს, ორი სუფრის კოვზი ტომატი ერთ კგ-ზე 5 ან თუ გინდა მეტი გაფცქვნილი და დაჭრილი პამიდორი, მარილი, პილპილი. ამ მასას ფენებად ვშლი ქვაბში, რადგან ბამიას(იმედია ასე ჰქვია ქართულად, ეეჰ) ბევრი არევა არ შეიძლება, ჩაიშლება.
ერთი ფენა ბამია ცოტა კარტოფილი(თუ გინდა 4) და მერე ეს მწვანილეულ-პამიდვრის ნარევი. ასე გააკეთებ ფენა-ფენად და დაასხავ ზეთს(მე ზეთისხილს ვხმარობ). წყლის დასხმა არ დასჭირდებაsmile.gif

ბამიებს წინასწარ უნდა გასუფთავება, ყუნწის შემოჭრა.

ეს საჭმელი მისწრებაა მათთვის ვისაც შეკრულობა აწუხებსwink.gif და საერთო ყველასათვის სასარგებლოაsmile.gif)))))

Posted by: Fee May 15 2010, 09:12 PM

მადლობა ირმა smile.gif გავარკვევ რა არის ბამია, "ვიდზე" არ მეცნობა, ჩემს დაქალს ეცოდინება smile.gif

http://img683.imageshack.us/i/torti.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ესეც ტორტი ვეგანებისთვის და არამარტო მათთვის biggrin.gif მე და ჩემმა დაქალმა გამოვაცხვეთ smile.gif

Posted by: parsmani May 15 2010, 09:37 PM

აუ მაგარი ტავარნი ვიდიაქ ,როჩამოხვალ მეც გამომიცხვე ესეთი rolleyes.gif

Posted by: ირმა May 15 2010, 10:22 PM

Fee

ციტატა(dunduri @ 15th May 2010 - 10:12 PM) *
მადლობა ირმა გავარკვევ რა არის ბამია, "ვიდზე" არ მეცნობა, ჩემს დაქალს ეცოდინება

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D0%B0%D0%BC%D0%B8%D1%8F
ესეც სურათიsmile.gif



ციტატა(dunduri @ 15th May 2010 - 10:12 PM) *
ესეც ტორტი ვეგანებისთვის და არამარტო მათთვის მე და ჩემმა დაქალმა გამოვაცხვეთ

ძალიან ლამაზია biggrin.gif

Posted by: Fee May 16 2010, 12:24 AM

QUOTE(parsmani @ 15th May 2010 - 09:37 PM) *
აუ მაგარი ტავარნი ვიდიაქ ,როჩამოხვალ მეც გამომიცხვე ესეთი

სოიოს ნაღებს, რძეს და მარგარინს თუ მიშოვი გამოგიცხობ biggrin.gif

ირმა მადლობა smile.gif

Posted by: priad ubralo May 16 2010, 04:03 PM

კულინარიასაც მოვადექიიი... აბა, რას მაჭმევთ

Posted by: priad ubralo May 16 2010, 04:47 PM

QUOTE
სოიოს ნაღებს, რძეს და მარგარინს თუ მიშოვი გამოგიცხობ biggrin.gif

აუფ, გიშოვი რაც საჭიროა... მართლა გამომიცხობ? smile.gif

Posted by: ირმა Sep 12 2010, 11:45 AM

ყაბაყი ან ბადრიჯანი თხლად დაჭერით და თხელ, მარილიან ცომში ამოავლეთ და შეწვით. მხოლოდ ჯობია მერე ქაღალდზე გაშალოთ, რომ ზეთი შეიწოვოს.ბევრი ზეთი არ არის სასურველი. ეს ხანდახან კარგია, გემრიელია ძალიან. თუ გინდათ შემწვარს ცოტა ყველი მოაყარეთ.

http://pix.ge/

http://pix.ge/

ესეც საძიკიsmile.gif
1 კგ სქელ მაწონში აურიეთ 3 ნიორის ლებანი გახეხილი, დაუმატეთ გახეხილი გაწურული 1 დიდი კიტრი. ცოტა ზეთი და მარილი. ინახება მაცივარში.

http://pix.ge/

Posted by: ირმა Oct 23 2010, 07:53 PM

ბოსტნეულის გემრიელი სუპი:
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: ირმა Oct 23 2010, 07:54 PM

შოკოლადის კეიკი:
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: ირმა Oct 23 2010, 08:04 PM

სოიოს კატლეტი ფურნოში შემწვარ კარტოპილთან:
http://pix.ge/

მეორე ვარიანტიsmile.gif შემწვარი სოიოს კატლეტი პიურესთან:
http://pix.ge/

Posted by: ზაზა Nov 30 2010, 11:36 PM

ეხ, ასეთ საჭმელებს რომ მიკეთებდეს ვინმე, მეც კი გავხდები ვეგეტარიანელი

Posted by: ირმა Dec 1 2010, 07:41 AM

ზაზა

QUOTE(ზაზა @ 1st December 2010 - 12:36 AM) *
ეხ, ასეთ საჭმელებს რომ მიკეთებდეს ვინმე, მეც კი გავხდები ვეგეტარიანელი

smile.gif biggrin.gif

საინტერესო იქნებოდა ამ თემაში გამოთქვან თავიანთი აზრი იმ ვეჯეტერიანებმა, რომლებიც მრავალი წელია ხორცს არ ჭამენ... როგორ გრძნობთ თავს? რა არის თქვენს რაციონში უმეტესი? რკინის შემცველი საკვებიდან რას მიირთმევთ უმეტესად?
მე ჯერ ახლა გადავედი ამ კვებაზე, ასე რომ დიდი გამოცდილება არა მაქვს. smile.gif

Posted by: td......... Dec 1 2010, 06:54 PM

ყაბაყი ცჰემი სისუსტეა.. ლამის უმსაც გეახლებიტ...biggrin.gif

Posted by: Atman Dec 1 2010, 06:58 PM

ვეგეტ-ფართი გავაკეთოთ არ გინდათ? კარგი კულინარები ვინც ხართ გააკეთეთ გემრიელი საჭმელი და ჩვენ შეგიფასებთ tongue.gif

(სასურველია ხახვი და ნიორიც თუ არ ექნება) biggrin.gif

Posted by: td......... Dec 1 2010, 07:46 PM

QUOTE(atman @ 1st December 2010 - 06:58 PM) *
სასურველია ხახვი და ნიორიც თუ არ ექნება

Atman
ეს რო არ დაგეწერა ავიტაცებდი იდეას.. მაგ ინგრიდიენტების გარეშე საინტერესო არაა..biggrin.gif მაშინ რძისნაწარმ-ფართი გავაკეთოთ...smile.gif) ყველი ამოვიყვანოთ და ხაჭო მოვადუღოთ...

ერთ უსაყვარლეს ადამიანთან მაწვნის-ფართიზე ვარ მოლაპარაკებული, მაგრამ ვერადავერ დავაყენეთ საშველი...biggrin.gif

Posted by: Atman Dec 1 2010, 07:49 PM

QUOTE(td......... @ 1st December 2010 - 08:46 PM) *
მაშინ რძისნაწარმ-ფართი გავაკეთოთ..


ხო, ლაქტო-ვეგეტარიანული ფართი ვიგულისხმე (თუ მარხვაზე არაა ვინმე) smile.gif

პ.ს. ხახვიანი და ნივრიანიც გააკეთეთ რა პრობლემაა, უბრალოდ ერთი კერძი მაინც იყოს მაგათ გარეშე biggrin.gif

Posted by: td......... Feb 5 2011, 08:17 PM

4 საშუალო კარტოფილი, 1 სტაფილო, 1,2 ჭარხალი, მწვანილი(ოხრახუში, კამა, ქინძი, ან გემოვნებით ნებისმიერი..) 1 პატარა თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი(ატმანს შეუძლია უხახვ-ნივროდაც გააკეთოს) მარილი, პილპილი გემოვნებით, შეგიძლიათ დაამატოთ სვანური მარილი ან რაიმე სანელებელი გემოვნებით(ბევრი რამე უხდება, თუნდაც კოჭა)ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკებში ა, ჩოფერში(ბლენდერი, მე მასე ვაკეთებ) ამ მასას დაამატეთ 1 ჭიქა გერკულესი, თ ძალიან მსრალი გამოვა მასა , ოდნავ წყალიც დაამატეთ, ისე, რომ მასა დაემსგავსოს მჭადის ცომს, მოზილეთ გუნდები, ამოავლეთ ორხობილაში, ან მჭადის ფქვილში, ან მანანის ბურღულში,ოდნავ მიტკეპნეთ და ზეთში შეწვით საშუალო ცეცხლზე სანამ ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს. ძალიან გემრიელია და სასარგებლოც ასევე საკმაოდ ნოყიერი. ჩემი პუწკია შვილებიც კი აღფრთოვანდნენ, ისე მოეწონათ.
გაამოთ!

Posted by: Barmalei Feb 6 2011, 06:02 PM

QUOTE(Atman @ Dec 1 2010, 06:58 PM) *
ვეგეტ-ფართი გავაკეთოთ არ გინდათ? კარგი კულინარები ვინც ხართ გააკეთეთ გემრიელი საჭმელი და ჩვენ შეგიფასებთ tongue.gif

(სასურველია ხახვი და ნიორიც თუ არ ექნება) biggrin.gif

ატმან მშვენიერი აზრია smile.gif
მე არ ვარ ვეგეტარიანელი მარა შეფასებაში მივიღებ მონაწილეობას biggrin.gif

Posted by: sentimennte Feb 8 2011, 09:32 PM

მდოგვზე მომაწოდეთ ინფორნაცია თუ შეიძლება,(ჩემი კვების რეჟიმიდან გამომდინარე ) არ ვიცი არაფერი რა თვისებები აქვს,როდის ვჭამო ან საერთოდ თუ შეიძლება ამ საკვების მიღება??

Posted by: Atman Feb 8 2011, 09:44 PM

QUOTE(iziko @ 8th February 2011 - 09:32 PM) *
მდოგვზე მომაწოდეთ ინფორნაცია თუ შეიძლება


მდოგვი და საერთოდ ნებისმიერი ცხარე და მწარე საჭმელი ჯობია მივიღოთ მხოლოდ სადილზე. გახდომისთვის კარგია თუ ცოტა კოჭას (იმბირს) დავღეჭავთ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. ეს ხელს უწყობს საჭმლის მონელების ცეცხლის გაღვივებას და საჭმლის სრულყოფილად მონელებას.

ესეც დაწვრილებითი ინფორმაცია:
http://spices.net.ua/type-mustard.html

Posted by: sentimennte Feb 9 2011, 12:52 AM

დიდი მადლობა,იმბირი ვერსად ვიპოვნე,ბაზრობაზე ვიკითხე და არაა sad.gif

Posted by: მზეონა Apr 16 2011, 01:59 PM

ჭარხლის სალათი კორეულად.


300გრ.ჭარხალი,1თავი ხახვი,2-3კბილი ნიორი,ნახევარი წითელი წიწაკა,2ს.კ.შავი ღვინის ძმარი(თეთრიც შეიძლება),1/3ჩ.კ.ქინძის თესლი(დაფქვილი),3-4ს.კ.ზეთი,მარილი გემოვნებით.


მომზადება:უმი ჭარხალი გავფცქვნათ და გავხეხოთ,დავაყაროთ მარილი,მოვასხათ ძმარი,ავურიოთ და გავაჩეროთ 10-15წთ.წვრილათ დავჭრათ ხახვი,დავუმატოთ დანაყილი ნიორი,ხმელი ქინძი,წვრილად დაჭრილი წიწაკა და ავურიოთ ზეთში.საკმაზი მოვასხათ სალათს,კიდევ ერთხელ ავურიოთ და შევდგათ მაცივარში 1სთ.სალათი მზად არის.მიირთვით გემრიელად.




Posted by: მზეონა Apr 16 2011, 02:09 PM

http://mniamnia.blogspot.com/2010/04/blog-post.html?spref=fb


ფარშირებული სოკო > http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=267&Itemid=55
ნამუ ნამ ))

Posted by: td......... Apr 17 2011, 12:18 PM

მე ჩემი განუმეორებელი პასქის რეცეპტი მაქვს.. დედიკოს ნასწავლი.. smile.gif)

Posted by: ever Jul 13 2011, 11:45 PM

QUOTE(ირინი @ 29th January 2010 - 11:14 AM) *
1. Lacto-ovo vegetarianism - იკრძალება მხოლოდ ხორცი. კვერცხის, რძის პროდუქტების და თაფლის ჭამა ნებადართულია.
2. Lacto vegetarianism - იკრძალება ხორცი და კვერცხი. რძის პროდუქტები და თაფლი შეიძლება.
3. Ovo vegetarianism - იკრძალება ხორცი და რძის პროდუქტები, დაშვებულია კვერცხი.
4. Veganism - აკრძალულია ხორციც, რძის პროდუქტებიც, კვერცხიც და თაფლიც.

ვერ მივხვდი მაინც რომელი ვარ rolleyes.gif
ხორცს არ ვჭამ, უკვე აღარანაირს. კვერცხს და რძის პროდუქტს არ ვიღებ სუფთა სახით, მაგრამ მივირთმევ ტკბილეულს, რომელიც შეიცავს კვერცხსაც და რძის პროდუქტსაც.
ანუ Lacto-ovo vegetarianism ამ ჯგუფს მივეკუთვნები

Posted by: td......... Jul 14 2011, 07:24 PM

ციტატა(ever @ 13th July 2011 - 11:45 PM) *
ხორცი, თევზი


X

???

Posted by: ever Jul 14 2011, 09:25 PM

QUOTE(td......... @ 14th July 2011 - 08:24 PM) *
ხორცი, თევზი

არცერთი. ბოლო ერთი წელი ქათმის ფილეს ვჭამდი ათასში ერთხელ და მაგასაც დავანებე თავი.



Posted by: td......... Jul 14 2011, 11:55 PM

ever

ციტატა(ever @ 14th July 2011 - 09:25 PM) *
მეც არცერთი.


Posted by: ever Jul 15 2011, 12:17 AM

td.........
რძის პროდუქტი, კვერცხი და თაფლი?
სუფთა სახით, მხოლოდ ხაჭო მაქვს გასინჯული მე, ისიც რამოდენიმეჯერ ვჭამე და ვერ მივიღე. კვერცხი 10 წელია ალბათ არ მიჭამია. მაგრამ ვჭამ ნამცხვარს და პეჩენიას. ხო შეიცავს რძის პროდუქტსაც და კვერცხსაც? და ეგ მაინც ითვლება რომ ვჭამ.
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პრინციპში, იმიტომ არ ვჭამ რომ ვეგეტარიანელი მერქვას, უბრალოდ ვერ ვჭამ.

Posted by: td......... Jul 15 2011, 12:43 AM

ever

ციტატა(ever @ 15th July 2011 - 12:17 AM) *
რძის პროდუქტი, კვერცხი და თაფლი?

yes.gif


ციტატა(ever @ 15th July 2011 - 12:17 AM) *
რძის პროდუქტი

gul.gif

Posted by: ირმა Jul 15 2011, 08:03 AM

td.........
მაგარი ხარ შენი სმაილებით biggrin.gif
l_daisy.gif

Posted by: td......... Jul 15 2011, 08:44 PM

ირმა
rolleyes.gif

Posted by: მზეონა Sep 5 2011, 05:35 PM

http://blog.kp.ua/users/svvozhova/post181175430/

Posted by: ანა Nov 18 2011, 07:41 PM

გამარჯობათ

Posted by: Ever Nov 18 2011, 07:51 PM

ეხლა გადავათვალიერე ეს თემა, ირმა როგორი კარგი მზარეული ყოფილა.
აქამდე არ მიცდია არაფრის გაკეთება, მაგრამ გადავწყვიტე რაღაც რაღაცეების მომზადება ვისწავლო. კარგ რეცეპტებს თუ გაგვიზიარებთ, გამიხარდება smile.gif
აი, ანასაც გაუხარდება smile.gif

Posted by: ანა Nov 18 2011, 08:02 PM

შემწვარი კარტოფილი და მოხარშული კომბოსტო, ცოტა სუნელი და მაიონეზი smile.gif არის უუუგემრიელესი ერთად. მხოლოდ მაიონეზს რისგან ამზადებენ სიმართლე გითხრათ არ ვიცი..


Posted by: ანა Nov 18 2011, 08:04 PM

QUOTE
Veganism


თაფლს რომელი საღად მოაზროვნე _იზმი კრძალავს? წარმოუდგენელია, არ მჯერა ნუთუ თაფლს აქვს უარყოფითი თვისებები?

Posted by: Ever Nov 18 2011, 08:13 PM

QUOTE
მაიონეზს რისგან ამზადებენ სიმართლე გითხრათ არ ვიცი..

კვერცხი, რძე და ზეითუნის ზეთი. მგონი

Posted by: Fee Nov 18 2011, 09:14 PM

QUOTE(ანა @ Nov 18 2011, 08:04 PM) *
თაფლს რომელი საღად მოაზროვნე _იზმი კრძალავს? წარმოუდგენელია, არ მჯერა ნუთუ თაფლს აქვს უარყოფითი თვისებები?

ვეგანები არ მიირთმევენ თაფლს მარტივი მიზეზის გამო_ ფუტკარი მას თავისთვის იმზადებს და იმარაგებსო, ჩვენ კიდევ ვპარავთოოო და არ გვინდაოო მაგიტომო smile.gif

Posted by: ანა Nov 18 2011, 09:47 PM

Fee

ხე თავისთვის ისხავს ნაყოფს, არ ვჭამოთ

Posted by: Fee Nov 18 2011, 10:46 PM

ხეს დასცვივა ნაყოფი, ფუტკარი კიდევ სკაში ინახავს და მერე მიირთმევს smile.gif

Posted by: მზეონა Nov 24 2011, 09:00 PM

ნამუუ http://www.facebook.com/notes/msoflio-samzareulo/პიკანტური-ბატონი/196221447070108

Posted by: td......... Nov 24 2011, 10:21 PM

ციტატა(ever @ 18th November 2011 - 08:13 PM) *
მაიონეზს რისგან ამზადებენ სიმართლე გითხრათ არ ვიცი..

სხვადასხვა ვარიანეტბი არსებოსბ, ტრადიციული მაიონეზი ზეთით და კვერცხოს გულიტ, + მდოგვი, მარილი. გამიკეთებია სახლში.. არის ყველით და ზეთიტ. არის ვეგეტარიანულიც რითია არ ვიცი, ალბატ სოიოთი...

Posted by: tikoroma Nov 28 2011, 12:09 AM

მშია sad.gif

Posted by: tikoroma Nov 30 2011, 12:14 PM

გალინა ბლანკა შეიცავს ხორცის რამეს?

Posted by: td......... Dec 3 2011, 02:16 PM

tikoroma
ხორცის კი და სოკოსი არაsmile.gif ისე ორივე ქიმიაა სუფტა D

Posted by: td......... Dec 10 2011, 07:21 PM

კარტოფილის კატლეტი &ჯონჯოლი ფრიად უხდება ართურთს...მმმმმ, Yამიიიი!

Posted by: salome Dec 18 2011, 08:55 PM

დღეს გავაკეთე ჭარხლის სალათი, უუ ისეთი გემრიელი გამოვიდა, ვამაყობ საკუტარი თავით.

მოხარშული ჭარხალი გახეხეთ, დაუმატეთ მზწვანილი, ცოტა ხახვი და ნიორი, ზეთი, მარილი, პილპილი

გემრიელი და მარტივი : )

Posted by: td......... Dec 18 2011, 10:03 PM

salome
მეც მიტყვარს, ცოტა სუნელებსაც ვამატებ.. smile.gif

Posted by: Fee Dec 24 2011, 04:04 PM

ჩემი საყვარელი მუხუდოს კატლეტები მომენატრა და გაკეთება მეზარება biggrin.gif

Posted by: earth Dec 30 2011, 01:08 AM

ყვავილოვანი კომბოსტო
http://imageshack.us/photo/my-images/201/img2101r.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
შემწვარ კარტოფილთან
http://imageshack.us/photo/my-images/688/img2102rw.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
რა გემრიელი რამაა smile.gif

Posted by: Galahad Dec 30 2011, 01:29 AM

გაქანებული ხორცისტი ვიყავი ყოველთვის და ბოლო დროს რაღაც ცვლილებები მოხდა ჩემში, ნელნელა შევამცირე ხორცის ჭამა და უფრო მივეძალე მცენარეულ საჭმელს. angelchik.gif

ამ სურათებმა მომაშია ამასობაში... არადა ამ შუაღამეს როგორ გამოვიტანო რამე და ვჭამო...

Posted by: ანა Dec 30 2011, 02:58 PM

ქაღმის ფილეებისგან ვაკეთებ საჭმელს (უნდა გავაკეთო, სხვა გზა არაა) და იმდენი სისხლი იყო, ცუდად გავხდი sad.gif

Posted by: td......... Dec 30 2011, 05:37 PM

არ თქვა, იმ დღეს ვჩუხობდი და ვჯაჯაღანებდი მის გამო...ერთი მეგობარი მყავს , ცოლქმრობის 2 წლის სემდეგ გაოცებულმა შეიტყო სუფრაზე, რომ მის ქმარს ზალიან ჰყვარებია ხორცი..თვითონ ვეგეტარიანელია..smile.gif აი ასეთივე უნდა გავხდე თქო ვიმუქრებოდი.. ყოველდღე ვიღაცის ხორცში ან სისხლში მაქვს ხელები ჩაყოფილი... :||

Posted by: td......... Dec 30 2011, 05:38 PM

ხვალ მოვამზადებ რამოდენიმე ვეგეტარიანულ კერძს..

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 01:45 PM

ერთი შეკითხვა მაქვს : ზოდიაქოთი ვინ ხართ აქაურები ? ანუ მე რაც შემიმჩნევია... 6 ვიცნობ ვეგეტარიანელს და 5 - კირჩხიბია მათ შორის. უცნაურია ფრიად.

Posted by: Atman Jan 4 2012, 03:33 PM

Hel Loki

მე ვეგეტარიანელი ვერძი ვარ Laie_61.gif

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 03:51 PM

Atman
უჰუ. მე მთვარე ვერძი მაგრამ ფრიად არავეგეტარიანელი ვარ biggrin.gif ( მთვარეზეც არის დამოკიდებული მანდ smile.gif მთვარე ჩვენს სხეულს კვებას განაგებს და ესეც უნდა მეკითხა ბარემ... ). სტატისტიკა მაინტერესებს უბრალოდ smile.gif

Posted by: Atman Jan 4 2012, 03:53 PM

Hel Loki

მთვარე თევზებში მყავს.

პრინციპში ვეგეტარიანელობა ზოდიაქოსთან არაფერ შუაშია.

Posted by: td......... Jan 4 2012, 06:00 PM

ნამდვილადsmile.gif

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 07:02 PM

არც ვამბობ რომ განაპირობებს უბრალოდ მაინტერესებს და ვისაც არ დაგეზარებათ უბრალოდ დაწერეთ smile.gif წინასწარ მადლობა.

Posted by: Qocho Jan 8 2012, 06:44 PM

ციტატა(atman @ 4th January 2012 - 03:53 PM) *
პრინციპში ვეგეტარიანელობა ზოდიაქოსთან არაფერ შუაშია.

კი, უბრალოდ ზოდიაქო არაფერ შუაშია, მაგრამ თუ ჰოროსკოოპს გადახედავ ადამიანისას, მიხვდები, არის თუ არა იმის შანსი , ცხოველის მკვლელობა რომ ნახოს და კარგად გააცნობიეროს რას ნიშნავს ხორცის ჭამა, იტყვის თუ არა მასზე უარს. აქ საუბარია იმ ხალხზე ვინც ისეთ გარემოში დაიბადა სადაც ჩვეულებრივი ამბავია ხორცის ჭამა.
ერთ წამს ინდოეთში ჯაინების ოჯახში და საქართველოში დაბადებულები ვეგეტარიანელობის მხრივ ერთნაირები ვერ იქნებიან. იქ სხვა კულტურაა ჩვენთან კიდევ სხვა.

ისე ამ ფორუმზე ვისი ჰოროსკოპიც ვნახე, უმეტესობას მთვარე თევზებში გაქვთ. რაც ძალიან ლოგიკურიცაა. ეს შემთხვევითი ნადვილად არ არის. ასე რომ ყველაფერი კავშირშია smile.gif

Posted by: nibiru3013 Jan 17 2012, 11:07 PM

მე კიბო ვარ და არა ვეგეტარიანელი, რაგრამ როცა ვაანალიზებ ხორცის ჭამის ფაქტს გილი მერევა.
ისე ეხლა ვნახე ეს ჰორო კალკულატორი და მემგონი მიცნობს smile.gif ისე ზუსტად წერია ყველაფერი huh.gif

http://horoscopes.rambler.ru/astrosystems.html?sid=47670&sec=47670&sign=47678&year=1980&month=7&day=18&gender=m

Posted by: visama vritti pranayama Jan 19 2012, 01:33 PM

ბორში არავის გიყვართ წითელი?

Posted by: natuka Jan 19 2012, 01:44 PM

visama vritti pranayama

QUOTE
ბორში არავის გიყვართ წითელი?

+1000000000000000

Posted by: td......... Jan 19 2012, 02:52 PM

მეც მიყვარს.. მწვანეც, შის ეძახიან და გაზაფხულზე ახალი კომბოსტოტი გაკეტებული, ზარმაცა ბორშიც მიყვარს..smile.gif ლინივიე ში. ახალი ტყემლითsmile.gif

Posted by: visama vritti pranayama Jan 19 2012, 04:49 PM

natuka
wub.gif
td.........
მაგენი არ გამიშინჯავს...ანუ ჩემსკენ არ აკეთებენ ეგთებს როგორც ჩანს huh.gif

Posted by: natuka Jan 19 2012, 05:05 PM

QUOTE
ზარმაცა ბორშიც მიყვარს

was ist das??

Posted by: td......... Jan 19 2012, 08:18 PM

გაზაფხულზე , რომ შემოდის ახალი კომბოსტო, კარტოფილი და ტყემალი კეთდებ აიმით. ცოტა ხახვს მოხრაკავთ, დაამატებთ წყალს, ადუღებულში ჩაყრით მსხვილ ნაჭრებად დაჭრილ, ან ხელით დაფლეთილ კომბოსტოს ფურცლებს, მსვილად დაჭრილ კარტოფილს. დაუმატებთ დაფნის ფოთოლს, სურელოვან პილპილს, შავ პილპილს მარცვლებში. ბოლოსკენ ტყელამს ჩაყრით, გემოვნებით, 10-15 ცალს. დაამატებთ მწვანილს, კამა, ოხრახუში, ქინძი, მარილი და წიწაკა ან პილპილი გემოვნებით , ხო კიდე ახალი ნიორიც უხდება, თუ არ გაქვთ , ძველი შეიძლება 2-3 კბილი.
არის მსუბუქი, გემრიელი, ზარმაცი იმიტომ ჰქვია, რომ ყველაფერი უდიერად და დიდ ნაჭრებადაა დაჭრილი, კეთდება სწრაფად. შეგიძლიათ დაამატოთ არაჟანი ან მაწონი.smile.gif

Posted by: td......... Jan 19 2012, 08:19 PM

visama vritti pranayama
მე ბებო რუსი მყავდა და ბორშების ბევრი ვარიანტი ვიცი..smile.gif

Posted by: visama vritti pranayama Jan 19 2012, 09:42 PM

td.........
სულ ვიმუქრები, ვისწავლი მეც კეთებასთქო და აქამდის ვერ მოვახერხე... ხოდა ბორში და ლობიოს კეთება უნდა ვისწავლო უსიკვდილოდ. ცხოველურს ერთს ყველს გეახლებით...ხორცი-თევზი წელიწადზე მეტია არ მიმიღია.

ისე რატომღაც ინტუიცია მკარნახობს, რომ კარგად გამომივა კერძები...თქვენ რას იტყვით?

Posted by: td......... Jan 19 2012, 09:57 PM

visama vritti pranayama
თუ კერძების კეთებისასაც ასეთი სიმშვიდე და დადებითი მუხტი იქნება ტქვენგან , როგორც აქ პოსტვისას აუცილებლად გამოგივათ! smile.gif

Posted by: visama vritti pranayama Jan 19 2012, 10:07 PM

td.........
tender.gif მხოლოდ ამის ფონზე დავამზადებ კერძებს,. გთხოვთ

http://www.youtube.com/watch?v=UQlFOX0YKlQ

Posted by: td......... Jan 19 2012, 10:24 PM

visama vritti pranayama
სიმღერაც არაჩვეულებრივია და შემსრულბელიც smile.gif

Posted by: earth Jan 20 2012, 09:21 AM

visama vritti pranayama

QUOTE(visama vritti pranayama @ 19th January 2012 - 02:33 PM) *
ბორში არავის გიყვართ წითელი?

+1 და ძალიან... smile.gif
უჰ, მგონი დროა გავაკეთო.

Posted by: natuka Jan 20 2012, 10:07 AM

visama vritti pranayama

QUOTE
ისე რატომღაც ინტუიცია მკარნახობს, რომ კარგად გამომივა კერძები...თქვენ რას იტყვით?

თქვენ გამოგივათ უგემრიელესი საჭმერლები.
განწყობა ყოველთვის მოქმედებს კერძზე...

Posted by: LAIRA Jan 20 2012, 10:22 AM

ბორშის ფანების რიგში ჩამწერეთ biggrin.gif
არაჟნით წითელი ბორში ვგიჟდები
წითელი როგორ გამოდის იცით?თავის საიდუმლო აქვს

Posted by: natuka Jan 20 2012, 12:07 PM

QUOTE
წითელი როგორ გამოდის იცით?თავის საიდუმლო აქვს


ცოტა ძმარი ან ლიმონი ჭარხალს?
ამის გარეშეც გამომდის წითელი ბორში.

Posted by: td......... Jan 20 2012, 05:23 PM

მე ბუნებრივად წითელი მიყვარს, რომ არ იცი წინასწარ როგორი ფერის გამოვა, მოიასამნისფრო წიტელი, ალისფერი, თუ მოსტაფილოსფრო.. ეს ჭარხალზე დამოკიდებული, თუმცა არი სრამოდენიმე ხერხი, მე მათ არ ვიყენებ არასდროს..smile.gif

Posted by: LAIRA Jan 20 2012, 07:33 PM

QUOTE(natuka @ Jan 20 2012, 12:07 PM) *
ცოტა ძმარი ან ლიმონი ჭარხალს?
ამის გარეშეც გამომდის წითელი ბორში.

გახეხილ ჭარხალს ნახევარს გადავინახავ
გახეხილ ჭარხალს სტაფილოს ნიორს ხახვს ერთად ვთუშავ ზეთში ძალიან დიდხანს ძალიან დაბალ ცეცხლზე
და როდესაც უკვე დასრულდება ბორშის ხარშვა მწვანილთან ერთად ვამატებ ამ მოტოვებულ ჭარხალს და არის ძალიან წითელი biggrin.gif

Posted by: natuka Jan 20 2012, 08:06 PM

LAIRA
მასე ვაკეთებ მეც. smile.gif

Posted by: earth Jan 21 2012, 12:16 AM

არის ერთი ასევე ძალიან კარგი მეთოდი და მიიღებთ ძალიან ლამაზ ფერს. ბორში მოხარშეთ კომბოსტო, კარტოფილი ჩვეულებრივ, მაგრამ ჭარხალი არა, ჭარხალი ცალკე მოხარშეთ(ერთი საშუალო თავი) და როცა ბორში მზად იქნება გაფცქვენით მოხარშული ჭარხალი და დაჭერით და ჩაყარეთ ბორშში. ერთი ორი წამოადუღეთ და ისეთ ფერს მიიღებთ, გამიხსენებთ wink.gif

Posted by: ანა Jan 21 2012, 12:51 PM

ხალხებო, ყავა კარგია? რით შეიძლება შევცვალო? დავიღალე ამ ყავით ტან მე არ მომწონს და რაღაც ნათტხნი ძიშოვი ბრენდისაა. sad.gif

Posted by: td......... Jan 21 2012, 02:12 PM

earth
ხო ვიცი ეგ , მართლა მაგარი ფერი გამოდის..smile.gif

Posted by: kate Jan 21 2012, 06:56 PM

კარგით რა, როგორ მომინდა ბორში biggrin.gif
ისე, თევზსაც ვეღარ ვჭამ კარგა ხანია, არადა ჩემი უსაყვარლესი საჭმელი იყო ყოველთვის, სხვადასხვანაირად ვიმზადებ, მაგრამ მაინც ვეღარ ვჭამ

Posted by: visama vritti pranayama Jan 21 2012, 10:20 PM

როგორ გამიხარდა... ამდენ ადამინას, რომ ყვარებია ბორში. ოჯახში მარტო მე გეახლებით ხოლმე, რაღა დაგიმალოთ და მეოთხე დღეა მარტო ბორშს გეახლებით,(ცოტა მომბეზრდა კიდეც) ზოგადად დღეში ერთხელ ვიკვებები. მაშ შორს არაა ის დღე, როდესაც ჩვენნაირი საზოგადოების რიგითი წევრი შევა კაფე/რესტორანში და შეუკვეთავს... "ერთი თეფში წითელი ბორში, თუ შეიძელბა" smile.gif

Posted by: earth Jan 22 2012, 03:59 PM

visama vritti pranayama

QUOTE(visama vritti pranayama @ 21st January 2012 - 11:20 PM) *
"ერთი თეფში წითელი ბორში, თუ შეიძელბა"

smile.gif

Posted by: td......... Jan 22 2012, 08:02 PM

ბორშჩ
smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: earth Jan 22 2012, 09:45 PM

td.........
good.gif

Posted by: aravisia salesi Dec 24 2012, 04:04 PM

სხვათა შორის ადოლფი (ჩვენი ძმა და მეგობარი.) იყო ვეგეტარიანელი. ჩვენიანია

Posted by: ##### Dec 24 2012, 04:15 PM

ცხოველის პროდუქტების ჭამაც არ შეიძლება? აი მაგალითად რძე და მისთანეები..... ან პროდუქტის, რმელსაც ურევია ცხოველის ნაწარმი. მაგალითად რძიანი შოკოლადი?

Posted by: sentimennte Dec 24 2012, 05:27 PM

#####
ki, sheizleba,xorcs ar chamen,arc tevzs, rzis nawarmi sheizleba.
"sokos salata"
4-c, sashualo zomis moxarshuli kartopili,
1 didi qila dakonservebuli qama soko, (850gramiani)
1qila, sashualo zomis dakonservebuli tkbili simindi,
3 cali pomidori,
2 cali xaxvi,
cota shavi pilpili da
maionezi,
yvelaperi dacherit, xaxvi motushet,mzesumziris an zeitunis zetshi,daumatet soko,odnav rom moitusheba,sheuriet dachril ingredientebs,zevidan gaapormet oxraxushit da gemrielad miirtvit smile.gif magari salataa

Posted by: ##### Dec 24 2012, 05:36 PM

sentimennte
დაახლოები რაღაც მაგდაგვარი სალათი ვიცი....


1ქ ქილა სოკო
1.ქ ბარდა
1. ტკბილი სიმინდი
ხახვი
შავი პილბილი
სამარხვო მაიონეზი

თავიდან წვრილად დაჭრილი სოკო და ხახვი ერთად უნდა მოითუშოს. სოკომ უნდა მიიღოს ოქროსფერი შეფერილობა. მერე გააცივებ და ამ ყველაფერს ერთმანეთს აურევთ. ცოტა მარილი და ... მნია მნია laugh.gif

Posted by: sentimennte Dec 24 2012, 05:52 PM

#####
zmebi arian es salatebi biggrin.gif

Posted by: Fee Feb 1 2013, 02:36 PM

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=p7kZsVAUd0k

Posted by: Lashapoli Feb 1 2013, 03:52 PM

QUOTE(Fee @ Feb 1 2013, 02:36 PM) *
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=p7kZsVAUd0k

babu.gif

Posted by: td......... Feb 1 2013, 04:00 PM

Lashapoli
კაი რა ლაშა, ადამინი რაღაა?
biggrin.gif ეგ ტმანს არ აჩვენო თორე გაგიჟდება!

Posted by: Lashapoli Feb 1 2013, 05:30 PM

QUOTE(td......... @ Feb 1 2013, 04:00 PM) *
Lashapoli
კაი რა ლაშა, ადამინი რაღაა?
biggrin.gif ეგ ტმანს არ აჩვენო თორე გაგიჟდება!

ატმანი უკვე გაგიჟდა, გადახედე მაგის ბოლო პოსტებს smile.gif)))

Posted by: td......... Feb 2 2013, 11:48 AM

Lashapoli
ხო , მაგრამ ძროხა მისთვის წმინდათა წმინდაა! ეგეც რომ წაართა შეუქცევადი გახდება მისი სიგიჟე!

Posted by: Lashapoli Feb 2 2013, 01:17 PM

QUOTE(td......... @ Feb 2 2013, 11:48 AM) *
Lashapoli
ხო , მაგრამ ძროხა მისთვის წმინდათა წმინდაა! ეგეც რომ წაართა შეუქცევადი გახდება მისი სიგიჟე!

დაბიომ დო კანცა )))))

Posted by: td......... Feb 2 2013, 04:09 PM

Lashapoli
რა დაუნდობელი ხარ! არაფერი წმინდა შენთვის არ არსებობს!

Posted by: Atm@n Feb 2 2013, 10:23 PM

Lashapoli

QUOTE(Lashapoli @ 2nd February 2013 - 01:17 PM) *
დაბიომ დო კანცა )))))


შენ არ იცი რა ცეცხლს ეთამაშები biggrin.gif

Posted by: sentimennte Feb 2 2013, 11:18 PM

Lashapoli
ra dgeshi xar shena ha? angry.gif huh.gif

Posted by: miG27 Feb 23 2013, 06:58 PM

salatis furclebi vdzizgno tu shileris cheshmaritebebi

Posted by: sentimennte Feb 23 2013, 07:54 PM

miG27
orive jer adrea shentvis smile.gif rze-pia, 30 gradusze gamtbari smile.gif))
p.s. Musakas recepti icit? Nu xorcis gareshe , momzadebis wesi ar maxsovs

Posted by: Fee Feb 23 2013, 10:57 PM

http://imageshack.us/photo/my-images/856/sl379598.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/703/sl379602.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/109/sl379615.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ჩემი გაკეთებული ფიები biggrin.gif ძალიან მომშივდა რაღაც sad.gif

Posted by: Lashapoli Feb 24 2013, 02:25 AM

ვა მომშივდა ეხლა რო შევხედე. წავედი სადღაც შოკოლადები მეგულება მოვქექო))))

Posted by: miG27 Feb 24 2013, 02:53 AM

sentimennte
shedi qalo "butkashi!.
Fee
marili aklia qalo, marili!!!

Posted by: earth Feb 24 2013, 09:00 AM

Fee

QUOTE(dunduri @ 23rd February 2013 - 11:57 PM) *
ჩემი გაკეთებული ფიები ძალიან მომშივდა რაღაც

მმმმ ყველა მოგვაშიე biggrin.gif

Posted by: td......... Feb 26 2013, 06:17 PM

Fee
ფეე რას მერჩოდი? smile.gif) სურატზეც კი შევიგრძენი გემო და სურნელი!

Posted by: Fee Mar 2 2013, 05:31 PM

miG27 შენ ეტყობა მარილიანი გიყვარს biggrin.gif

td......... biggrin.gif რავიცი მქონდა და დავდე რა....

Posted by: sentimennte Mar 12 2013, 02:43 PM

Gushin gavakete, induri brinji,witeli bulgarulit,stapilo, oxraxushi,qinzi, moshushuli xaxvit da sunelebit: kurkuma, yviteli yvavili,ucxo suneli (kinagam kvebis rejimi damaviwyda) marili gemovnebit da visac uyvars,cota dapqvili witeli wiwakac sheizleba, kidev sokos marinadit da mwvane barditac gemrielia, eh surats ver vtvirtav torem, lamazi da perad-peradi gamovidaa smile.gif)

Posted by: td......... Mar 12 2013, 07:32 PM

კაი გამახსენე... ბრინჯი ჩვენი არსობისა! :ჩინელისმაილიკი: biggrin.gif

Posted by: sentimennte Mar 12 2013, 10:32 PM

td.........
biggrin.gif :indurijobiauprogrzelidauprogemrielibrinjiamomewonamarachveulebrivzecotazvirigir
ssmaili: biggrin.gif biggrin.gif

Posted by: earth Mar 12 2013, 10:59 PM

რატომ შემიყვარდა ასე ბრინჯი, ამიხსენით რა ? biggrin.gif

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 13 2013, 02:43 PM

აუ რა გააასწორა ვარენიკებმააააა?!

Posted by: td......... Mar 13 2013, 05:09 PM

ბრინჯი გადავდე მერესთვის.. დამავიწყდა. მენიუშია, მოშუშული კომბოსტო მ წვანილებით(განსაკუთრებული რეცეპტია, კობოსტო კარგავს დამახასიათებელ უსიამოვნო სუნს და ინარჩუნებს სიხრამუნეს..smile.gif)), ბორში და ჭარხლის სალათი.. სურატEბის დადება რა მთხოვოთ, მენდეთ სიტყვაზე, ულამაზეს-უგემრიელესია.. smile.gif

Posted by: natuka Mar 13 2013, 07:28 PM

td.........

QUOTE
განსაკუთრებული რეცეპტია, კობოსტო კარგავს დამახასიათებელ უსიამოვნო სუნს და ინარჩუნებს სიხრამუნეს..
.

გაგვიზიარე რააა

Posted by: td......... Mar 13 2013, 09:18 PM

natuka
სანამ მოთუშავ უნდა ადუღო წყალში 5 წუთი, თან დაამატო ლიმონი ან ვაშლის ძმარი, საშუალო ქვაბზე დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზი. მერე გადაწურავ , რომ გაცივდება მოთუშავ კარაქში ან ზეთში, დააყრი წვრილად დაჭრილ ხახვს და ბლომად მწვანილს, მარილი გემოვნებით, ხო კიდე შავი პილპილი. smile.gif

Posted by: earth Mar 13 2013, 10:08 PM

კარგია ხახვი მოიშუშოს ზეთში, ასევე ბეევრი ქინძი უხდება smile.gif

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 13 2013, 10:35 PM

de, ma, vixrashunot?!

Posted by: earth Mar 13 2013, 10:49 PM

nu damblokavt daginebulia
არ იგინო და არ დაიბლოკები.
გახსოვდეს, მე მიყვარს შენი ხუმრობა, მაგრამ ზედმეტებში როცა გადადიხარ და უცენზურო სიტყვებს ამბობ მაშინვე დაგბლოკავ.

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 14 2013, 01:40 AM

earth
give_rose.gif
mere ra moxda? froidic ki igineboda smile.gif

Posted by: earth Mar 14 2013, 08:13 AM

nu damblokavt daginebulia
არვიცი რატომ და ქართულ ენაზე გინების მოსმენაც კი არ შემიძლია. smile.gif
სხვა ენებზე ისე ცუდად არ მესმის, რატომ არვიცი unsure.gif

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 14 2013, 11:57 AM

earth
კი მართალი ხარ. აწი შვედურად შევიგინები ხოლმე.

Posted by: Lashapoli Mar 14 2013, 02:25 PM

QUOTE(nu damblokavt daginebulia @ Mar 14 2013, 11:57 AM) *
earth
კი მართალი ხარ. აწი შვედურად შევიგინები ხოლმე.

lol.gif

Posted by: teepurple Mar 14 2013, 02:47 PM

ინდოურის საცივი არა, მაგრამ კარგი მსუქანი ქათმის საცივი გემრიელად მივირთვი biggrin.gif
და ახლა სინდისი მქენჯნის, მასაც ხომ უნდოდა სიცოცხლე sad.gif

Posted by: earth Mar 14 2013, 09:47 PM

nu damblokavt daginebulia

QUOTE(daginebulia @ 14th March 2013 - 12:57 PM) *
earth
კი მართალი ხარ. აწი შვედურად შევიგინები ხოლმე.

მე პირადად არ მექნება პრობლემა, რადგან ვერ გავიგებ biggrin.gif

Posted by: td......... Mar 14 2013, 11:46 PM

ციტატა
აწი შვედურად შევიგინები ხოლმე.


დრო უტ ჰელვიტე

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 16 2013, 11:45 PM

teepurple
Lashapoli
earth
td.........
give_rose.gif

Posted by: earth Mar 17 2013, 10:01 AM

nu damblokavt daginebulia
smile.gif l_daisy.gif

Posted by: Lashapoli Mar 17 2013, 03:49 PM

QUOTE(nu damblokavt daginebulia @ Mar 16 2013, 11:45 PM) *
teepurple
Lashapoli
earth
td.........
give_rose.gif

არმიყვარს ვარდები, ლუდი მირჩევნია

Posted by: teepurple Mar 17 2013, 03:56 PM

არმიყვარს ვარდები, ლუდი მირჩევნია

+1 biggrin.gif

Posted by: earth Mar 17 2013, 04:11 PM

სამაგიეროდ მე მიყვარს ვარდები და ლუდი მძულს biggrin.gif

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 17 2013, 06:11 PM

[b]Lashapoli [/b]
არმიყვარს ვარდები, ლუდი მირჩევნია
teepurple
არმიყვარს ვარდები, ლუდი მირჩევნია

+1 biggrin.gif[/quote]

ჯიგრასონებოოო biggrin.gif წამო გპატიჟებთ.

Posted by: td......... Mar 17 2013, 07:46 PM

ვარდები მიყვარს ბაღში, ტიტები მირჩევნია , ლუდი მიყვარს, განსაკუთრებით გროლში..

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 17 2013, 08:46 PM

td.........
Rais "Grolsche" gogo....Krombacher-ludebis mefe!!

Posted by: earth Mar 17 2013, 08:49 PM

აუ ტიტები ჩემი სისუსტეა smile.gif

ევერ, მზეონა atb_help.gif თემა გასასუფთავებელია biggrin.gif

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 17 2013, 09:13 PM

earth
Kargi ra gvacade. titebi vchamot?!...biggrin.gif
Vegar kurnaven aq qrostatitebs
Da urigeben xalxs prosta-titebs lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: td......... Mar 18 2013, 12:18 AM

nu damblokavt daginebulia
ნუ არ გედავები , კრომბახერი საუკეთესო ლუდია, მარა მე გროლში მიყვარს...

Posted by: Adam Jun 14 2014, 09:51 AM

რატომ დაიკიდეთ ასეთი საინტერესო თემა?

Posted by: tikoroma Jun 14 2014, 10:07 AM

ჭამა შევტყვიტეთ biggrin.gif

Posted by: Adam Jun 14 2014, 10:14 AM

მე კიდევ გუგლში ვეძებდი ვეგანებისთვის რეცეპტებს და აქ მომიყვანა იესომ ამენ! tongue.gif

Posted by: ano Apr 16 2015, 12:35 PM

არ ვიცი ეს თუ ჩაითვლება ვეგეტარიანულად, მაგრამ ენერგიით აგავსებთ, გაგასუფთავებთ თავს მსუბუქად იგრძნობთ,

დილაობით გერკულესი (მგონი ქართულად შვრიის ფანტელი) ასე 4-5 კოვზი დავასხათ მდუღარე რომ დაფაროს კარგად დავახუროთ თავი 3-4 წთ რომ გაიფურჩქნება დავაჭრათ ბანანი ნახევარი დავასხათ თაფლი 1 ჩ.კ დაახლოებით და ავურიოთ, მე ბევრს ვერ ვჭამ ვისაც რამდენი მოუნდება დოზები ისე გააკეთოს

ეს დილაობით ვთქვათ, მაგრამ თუ დილას ეს ვერ გავაკეთე მაგალითად შუადღეზე მაწონში ვურევ თაფლს და ბანანს და გემრიელიცაა და ენერგიითაც ავსებს, იმუნიტეტს აძლიერებს, ვიტამინებით ამარაგებს, თუ ქიშმიშსაც დავამატებთ უკეთესი, მაგრამ პურის მიყოლება არაა საჭირო ისე უკეთესია..

გაზაფხულზე როდესაც ორგანიზმი გამოფიტულია მას სჭირდება დახმარება როგორღაც ჩვენგან და ხელის შეწყობა, რომ გვემსახუროს და არ გვიღალატოს
rolleyes.gif
ახლა დიდიხანია მე ეს არ გამიკეთებია ზამთარში ვაკეთებდი და ეფექტურია,

თან ჩემი ორგანიზმი ვერ იტანს ძალიან ბევრ კერძს, რომ შევხედავ უკვე ვიცი რომ მაწყენს, ექიმთან რომ ვიყავი მითხრა რომ სინამდვილეში არაფერი არ მჭირს და ეს არის ფსიქოლოგიური დაპროგრამება, იმ დონეზე რომ მართლაც ცუდად მხდის საკვები რომელზეც ცუდად ვფიქრობ, აქედან გამომდინარე რომ არ გამოვფიტულიყავი ეს მოვიფიქრე რაც ზემოთ დავწერე.

Posted by: ichi Dec 7 2015, 03:47 PM

http://pix.ge/
ლობიო სტაფილო ბრინჯი ბულგარული წიწაკა პილპილი მარილი სტაფილო.
earthlings ამ დოკუმენტური ფილმის შემდეგ რასაც ბოლომდე ვერ ვუყურე შემეცვალა ხორცთან დამოკიდებულება.

Posted by: earth Dec 7 2015, 11:27 PM

ლამაზია, მმმმ...

Posted by: tikoroma Apr 5 2020, 02:30 PM

სალათების რეცეპტები დადეთ რა
მარტივი და ჯანსაღი smile.gif



Posted by: earth Apr 5 2020, 05:47 PM

ახლა მარტივი სალათები ალბათ ყველამ იცით, აი ცოტა სირთულეს თუ დაამატებთ, ერთი ჩემი საყვარელი სალათია:
ვჭრი სალათის ფოთლებს(აი მრგვალებისა უფრო კარგია), ასევე წვრილად დაჭრილი ცოტა წითელი კომბოსტო, გახეხილი სტაფილო, +მოხარშული ლობიოს მარცვლები, +მოხარშული სიმინდის მარცვლები. ეს ერთ დიდ თეფშე და ზემოდათ მოაყარეთ ყველი, მერე აი სხვანაირი ძმარი რომაა ბალზამიკო და ცოტა ზეთი.
ნამუ-ნამუა...
ისე, ლობიო და სიმინდი ხშირად მაქვს კონსერვი, და ასე როცა მინდება ვაკეთებ ამ სალათას. მთავარი ბალზამიკოა, ძალიან გემრიელ გემოს აძლევს გახეხილი ყველის თავზე მოსხმული.
მერე შეგიძლია გადაასხვაფერო და შეცვალო რაღაცეები...

Posted by: tikoroma Apr 8 2020, 07:44 PM

მე ვისწავლე ამგვარ სალათებზე შაქარი+ძმარი+ზეთი
ძალიან აგემრიელებს
სალათის ფოთოლი, გახეხილი სტაფილო, კიტრი , მარილი, შაქარი+ძმარი+ზეთი

Posted by: earth Apr 8 2020, 08:09 PM

ბალზამიკოს ძმარს აქვს მოტკბილო გემო.

Posted by: td......... Apr 9 2020, 07:10 PM

tikoroma
ძმრის ნაცვლად ლიმონი უქენი, ბევრად გემრიელია და კუჭს არ გატკენს

Posted by: tikoroma Apr 10 2020, 08:09 PM

ლიმონი მტკენს ზუსტად

Posted by: td......... Apr 12 2020, 02:25 AM

tikoroma
ძმარი არა? რა უცნაურია...

Posted by: earth Apr 12 2020, 08:14 AM

მეც მწყინს ლემონი და არა ძმარი smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)