IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ჰარუკი მურაკამი, ჩემი ჰარუკი:)))
Plasmodium
post Jan 14 2014, 01:59 AM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ:

ჰარუკი მურაკამი (იაპონ. 村上春樹 — მურაკამი ჰარუკი; დ. 12 იანვარი, 1949) — თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნამუშევრები ზოგადად ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“

მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდან.

ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით.

რამდენიმე წელია ბუკმეკეკერები უწინასწარმეტყველებენ ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში, თუმცა სად არის სამართალი biggrin.gif

ჩემი აზრით:

დამკვიდრებული აზრით, ყველა თანამედროვე მწერალი, ვიღაც წინამორბედის გავლენას განიცდის - მურაკამი ერთერთია ვისაც არა მარტო აქვს საკუთარი სტილი (რომელიც მის ყველა ნაწარმოებში მკაფიოდ იგრძნობა) სწორედ ეს სტილია მასში ყველაზე მიმზიდველი და არა აზრი ე.წ."მეორე ფენა" რომელმაც ვითომ რაღაც უნდა გვასწავლოს biggrin.gif რაც ჩემთვის ლიტერატურაში მეორეხარისხოვანია და მთლიანად სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული... რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ "მეორე ფენის" მოყვარულები მის წიგნებში ვერ აღმოაჩენენ ღრმა აზრს (ეს აღმოჩენები ხშირად გამხდარა თავად ავტორთა გაკვირვების საგანი smile.gif) თუმცა... თუმცა. ქართულად ნათარგმნია მისი ორი წიგნი "ნადირობა ცხვარზე" (იკითხეთ ნებისმიერ ბიბლიოთეკაში) და სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით + რამდენიმე მოთხრობა.

მოკლედ

თუ წაგიკითხავთ?

რას ფიქრობთ?

და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Jan 14 2014, 02:12 AM
Post #2


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 14 2014, 08:23 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დამაინტერესა რადგან შენ დაგაინტერესა
თორემ ისე გარეკლამებულ ნაწარმოებებს გავურბივარ ხოლმე


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Jan 14 2014, 10:21 PM
Post #4


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Jan 14 2014, 08:23 PM) *
დამაინტერესა რადგან შენ დაგაინტერესა
თორემ ისე გარეკლამებულ ნაწარმოებებს გავურბივარ ხოლმე

მიდი თიკო, მოგეწონება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
biliana
post Jan 15 2014, 12:20 AM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 9-January 14
Member No.: 7,234

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Plasmodium @ Jan 14 2014, 01:59 AM) *
მოკლედ

თუ წაგიკითხავთ?

რას ფიქრობთ?

და ა.შ.


მე წამიკითხავს მისი ორი ნაწარმოები: The Wind-Up Bird Chronicle და Norwegian Wood. თუ ინგლისურად კითხულობთ, გირჩევთ ინგლისურად წაიკითხოთ რადგანაც ორივე მურაკამის ხელმძხვანელობით და რედაქტირებით ითარგმნა და დაიბეჭდა. ანუ ორიგინალთან სიახლოვე მაკსიმალურად უზრუნველყოფილია

პირველმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მართალი ბრძანდებით, მართლაც განსხვავებული ფორმაა აქვა შენრჩეული, რომელიც გითრევს და სანამ ბოლომდე არ წაიკითხავ არ გეშვება. საკმაოდ მისტიური ნაწარმოებია. ამ ნაწარმეობიდან "ფლეშბექები" დღესაც მაქვს ხოლმე smile.gif. ეს არის არის "გზის" ძიების მორიგი ისტორია. მეტს არ გეტყვით.

რაც შეეხება მეორე ნაწარმოებს ანუ Norwegian Wood-ს, სიმართე გითხრათ ცოტა გაწბილებული დავრჩი, ცოტა სუსტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Jan 25 2014, 08:26 PM
Post #6


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეხლა ვკითხულობ "Ничья на карусели". 8 პატარა მოთხრობაა. სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ მხატვრული ფორმით მოწოდებულ რეალურ ამბებზეა საუბარი. თავის ისტორიებს უყვებიან - ცოლის მეგობარი რომელიც მისი არყოფნის დროს მოდის სტუმრად და მოულოდნელად გულის გადაშლის ხასიათზე დგება, თითქმის უცნობი ადამიანი აუზის კაფეში, ჟურნალისტი რომელმაც ოდესღაც ინტერვიუ აიღო მისგან და ა.შ. ეს ამბები იმდენად უცნაური და დასამახსოვრებელია, რომ მის ქვეცნობიერში ილექება და რაღაც ეტაპზე გადმოცემას ითხოვს. ყველა მოთხრობა უნიკალურია და კარგად იკითხება. მურაკამის სტილი დაცულია smile.gif მარტივად მოწოდებული უჩვეულო და ერთი შეხედვით "უაზრო" ისტორიები,
საინტერესო მიზეზ-შედეგობრიობით, რაზეც შეგიძლიოა დიდხანს იფიქრო. ამერიკელი ავტორები და ფილმები, ჯაზბარები, ფირფიტების კოლექცია, ღია სექსუალური სცენები და ბევრი მუსიკა... აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 26 2014, 02:20 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წიგნებს ვითხოვებ ქართულად :დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Jan 26 2014, 04:17 PM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Jan 26 2014, 02:20 PM) *
წიგნებს ვითხოვებ ქართულად :დ

დაიწყე იმით რაც ნეტშია smile.gif

"სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით" დავდე ზევით, კარგი წიგნია.

ესეც მოთხროები, რაც ვნახე ქართულად:

http://ru.scribd.com/doc/19853425/%E1%83%B...%83%9B%E1%83%98

http://lib.ge/books.php?author=69

http://arilimag.ge/%E1%83%B0%E1%83%90%E1%8...3%A1-%E1%83%99/

http://24saati.ge/index.php/category/opinion/2010-01-23/2907
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 26 2014, 05:06 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თენკს :დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
vahtang
post Jun 11 2014, 10:30 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 11-June 14
Member No.: 7,296

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ ვისმეს გსურთ "სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით" რედაქტირებული ვერსია, შეგიძლიათ მისწეროთ მთარგმნელს მისამართზე janri.luiza@gmail.com და გამოგიგზავნიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:21 AM