პროცედურა, პროცესი და მისტიური რიტუალი |
პროცედურა, პროცესი და მისტიური რიტუალი |
Apr 2 2018, 07:22 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჭამა, წყლის დალევა, ცივი შხაპის პროცედურა, მასაჟი, ადამიანის თვალებში ყურება, ვარჯიში, სუნთქვაც კი და ა.შ. ეს ყველაფერი არის უბრალო პროცესი ან პროცედურა.
აი ასეთი უბრალო ყოველდღიური საქმიანობები შეგვიძლია გადავაქვიოთ მისტიურ რიტუალებათ და შევძინოთ მათ ძალა და ენერგია. ეს ყველაფერი აზრებით და აზრთა კონცენტრაციით ხდება. მაგალითად, ცივი შხაპის პროცედურის დროს თუ ამას გაუცნობიერებლად ანუ ავტომატიზმის რეჟიმით გავაკეთებთ, ეს იქნება უბრალო პროცედურა, რომელსაც არანაირი დიდი ძალა არ ექნება, ხოლო თუ შევიგრძნობთ წყლის სიბრძნეს, ოთხი სტიქიიდან ერთის (წყლის) დიდ ძალას და მადლს, თან ვისუნთქებთ სწორად და მშვიდათ, პარალელურად კონცენტრაციას მოვახდენთ წყალზე რომ მისი ენერგია თქვენზე გადმოდის, გაცილებით სხვა ეფექტს მივიღებთ. და უბრალოდ ცივი წყლის პროცედურა გადაიქცევა საოცარ მისტიურ რიტუალად. ალბათ მიხვდით რასაც ვგლისხმობ. ამიტომ შეგვიძლია რომ ყველა პროცესს და პროცედურას ენერგია და ძალა შთავბეროთ და გადავაქციოთ ის მისტიურ რიტუალად. პრინციპში მე ამით ახალი არაფერი მითქვამს. ბებია-ბაბუებისგან და წინა თაობებისგან ხშირად გამიგია გამონათქვამი: "ჭამის დროს ყრუ და მუნჯი ვარ". ეს ნიშნავს იმას, რომ კონცენტრირებული ვარ ჭამაზე, შევიგრძნობ თითოეული ლუკმის გემოს, ამით სიამოვნებას ვიღებ და ამ საქმიანობას გაცნობიერებულად ვაკეთებ. ძველი თაობა ჩვენზე ბრძენი იყო. ამგვარ მცირედ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმას აქვს მნიშვნელობა თუ როგორ აკეთებ. |
|
|
Apr 3 2018, 08:17 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თვითდაკვირვების პრაქტიკა, რაც ხშირად გაგვახსენდება მით უკეთესი
რასაც გამუდმებით იმეორებდა გურჯიევი |
|
|
Apr 3 2018, 09:52 PM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს ჩვეულებრივი გაცნობიერებული მომენტებია, რუტინა, რაც შეგვიძლია შემოქმედებითად გამოვიყენოთ. ჩვენი კუთხით.
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Apr 3 2018, 10:42 PM
Post
#4
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
გეთანხმები, გურჯიევს ძალიან ბევრი უწერია თვითდაკვირვებაზე. old_man კი ბატონო, ჩვეულებრივი გაცნობიერებული მომენტებია, მაგრამ ამ ჩვეულებრივი მომენტებიდან შესაძლებელია საკმაოდ დიდი ენერგია მივიღოთ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th April 2024 - 10:40 AM |