IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> კაცობრიობა დამონებულია უცხო არსებების მიერ, შემბყრობლები
earth
post Jun 4 2016, 02:35 PM
Post #41


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამოსავალი სულიერების გზაზეა, ომები მართლაც საშინელებაა. ვინც უკვე დაბადებულია დე იყოს ბედნერი.
ვიფიქროთ საკუთარ სულიერ განვითარებაზე და მარტო ამაზე, არც ბავშვი და არც არაფერი. ან რატომ გვინდა დღევანდელ დაბინძურებულ სამყაროში ბავშვი? იცის ვინმემ როგორ უნდა აღზარდოს დღეს ბავშვი?
ვეთანხმები Merlin -ს,– ვიღაცას აწყობს ჩვენი უაზროდ გამრავლება, ისე როგორც ჩვენ ვამრავლებთ შინაურ ცხოველებს.
ასევე ხმაურის საკითხშიც ვეთანხმები, დაუსრულებელი ხმაური ყველგან. აღარ იცი კაცმა სად წახვიდე. ხან გავქცეულვარ მთაში დასასვენებლად, მოსულა სოფელში ერთი გადარეული, ჩაურთია მუსიკა ისე, რომ ჩიტების საამო ჭიკჭიკის მოსმენის ყველა საშუალებას გიკარგავს. თვითონ ადამიანები არიან ისე დაზომბებულები, ხელს უწყობენ იმ უცნობ უარყოფით ძალებს ადამიანის დასაღუპვად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 4 2016, 04:38 PM
Post #42


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''''პირადად ჩემი გამოცდილებით გეტყვი ღმერთმა რა მაუწყა !! რავი შეიძლება არ დაიჯეროთ ,, დააყენე ერთი ადგილი იმ რეალობაში სადაც ხარო და ნუ წუწუნებო თორე უარესი მოგივაო"''' - საინტერესოა როგორ გაუწყა და რა იცი რომ ღმერთი იყო??

''''no enemy outside can harm you'''

what about enemy within? ა? ზემოთ აღწერილი არსებების მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არაორგანულები არიან, ანუ არ აქვთ ფიზიკური სხეული და ჩვენ მათ ვერ აღვიქვავთ სპეციალური ტრენინგის გარეშე. მათი მოქმედების იარაღი ისაა, რომ ჩვენი გონება ღიაა მათთვის. ისინი გვაწვდიან საკუთარ აზრებსა და იდეებს, ჩვენ კი ეს აზრები და იდეები ჩვენი გვგონია. -ამაშია მთელი სირთულე. მტერი რომელსაც ხედავ და იცი მისი არსებობის შესახებ ადვილი დასაძლევია, მაგრამ მტერი რომელიც არ ჩანს და რომლის არსებობის შესახებაც არ იცი სრულიად მიუწვდომელია ადამიანისათვის. ადამიანის ქცევა და აზროვნება წარმოუდგენლად წინააღდეგობრივია, უბრალოდ არაბუნებრივია: ერთის მხრივ კოსმიურ ხომალდებს ვაშენებთ, მეორეს მხრივ ცხოველებზე უგუნურად ვიქცევით.

შენ შეგიძლია დევებისა და დრაკონების სიტყვები იხმარო რათა შემბყრობლების არარეალურობას გაუსვა ხაზი, მაგრამ მარტივი ჭეშმარიტება ისაა, რომ შენ არ იცი ისინი რეალურად არსებობენ თუ არა. არც ის იცი რომ არსებობენ და არც ის რომ არ არსებობენ, ამიტომ იმის მტკიცების საფუძველი არ გაქვს რომ არ არსებობენ.

ზემოთ რა ტექსტიც დავდე ეგ არის კარლოს კასტანედას წიგნიდან. მე მაქვს სხეულის დატოვების პრაქტიკაში გარკვეული გამოცდილება, ჩემი გამოცდილებით დასტურდება კასტანედას წიგნებში გადმოცემული ცოდნა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 4 2016, 11:21 PM
Post #43


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 4th June 2016 - 04:38 PM) *
ისინი გვაწვდიან საკუთარ აზრებსა და იდეებს, ჩვენ კი ეს აზრები და იდეები ჩვენი გვგონია.

მე ვხედავ რომ ბევრი ფიქრი მოსული ჩემს თავში აბსოლუტურად უაზრო და უშინაარსოა(განსაკუთრებით გაღვიძებისას როცა ვაკვირდები) მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაღაც არსებების გამოგზავნილია, ფაქტია რაღაც სივრცეში ჩნდება ეს ფიქრები, მაგრამ ამაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია ჩემთვის. ძალიან ზოგადად კი ფიქრი ყოველთვის გამოცდილბის და ცოდნის ნაყოფია, როცა არსება აქ და ახლა ცხოვრობს, ფიქრის მნიშვნელობა და ფუნქცია ბევრად ნაკლებია, საჭიროა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში და არა ფსიქოლოგიურ.
ფიქრი მექანიკურს ხდის ადამიანს, ჩემი აზრით ჯ.კრიშნამურტის აქვს ძალიან კარგა ჩამოყალიბებული ფიქრი და მისი როლი ცხოვრებაში.

რაც შეეხება საზოგადოებას და მის ცხოვრებას, ერთი რამე აშკარაა, დედამიწის დიდი უმრავლესობა გახვეულია პროპაგანდაში და არ აქვს შანიგანი ძალა გააღწიოს მოჯადოებული წრიდან, ასე ვთქვათ ამ ყველაფრის მიღმა დადგეს და შეხედოს რა უაზრო შაბლონები, წესები და ცხოვრებაა. მთელი ცხოვრება იტანჯები, აკეთებ რაც არ გიყვარს, ყიდულობ იმ ნიVთებს რომელიც არ გჭირდება და ბოლოს კვდები ისე რომ ვერ ხვდები სად ხარ და ვინ ხარ, ამაზე უარესი რა უნდა მოუვიდეს ადამიანს?
რა თქმა უნდა 'no man is hurt but by himself' მაგრამ ეს თU არ დაინახე და გამოცადე, მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი იქნება და შედეგს ვერ მოიტანს. მე მგონია რომ ადამიანს აქვს შინაგანი 'ეროსი' საიდანაც გაარღვევს ნებისმიერ ტყუილს, გზა კი მხოლოდ რეფლექსია მგონია, არაფრის არ დაჯერება სანამ საკუთარ თავში არ გაატარებ და არ დაინახავ ცხადად. ხორცი, უაზრო სექსუალური კონტაკტები და ურთIერთობით სავსე იყო ჩემი ცხოვრება და ამ გადმოსახედიდან საკმაოდ გაუცნობიერებელი რობოტი ვიყავი სულ რამოდენიმე წლის წინ, როგორ მოხდა ცვლილებისკენ და ძIებისკენ გზის დაწყება? პირველ რიგში დაკვირვებით და ტკივილით რასაცც ვგრძნობდი, ტკივილით იმ გაგებით რამდენად უაზრობა იყო ცხოვრება, ხოდა მხოლოდ ამის შემდეგ გადავაფასე და დღესაც ყოველდღიურად დეტალებს ვაკვირდები, რას ამბობენ პირად საუბარში ადამიანები, მე თვითონ როგორ ვიწონებ ხოლმე თავს გაუცნობიერებლად ადამიანებთან, ფსიქიკა არის ყველაზე საინტერესო ჩემთვის და მგონია ტყუილის გარღვევა პირველ რიგში საკუთარ თავში აბსოლუტურად რეალურია. მე მგონია ინდივიდი გადარჩება თუ დაინახავს სად არის და რა ხდება მის გარშემო, მაგრამ მასას რომ ვუყურებ, რომელიც ყოველდღიურად ჩაფლულია ტყუილში და ილუზიებში და არც კი უნდა რეალობას თვალი გაუსწოროს, ან რაღაც დიდი ტკივილი უნდა მიიღოს რომ შეცვალოს რამე ან მოკვდება ისევე ტანჯვით. ამ გაგებით მე მგონია დეპრესია და სხვა 'არასასურველი' მდგომარეობები არა 'ცუდი' ან 'კარგი' არამედ ინსტრუმენტი შესაცვლელას, ეს კი უკვე ძალიან სასარგებლოა, იგივე შემიძლია ვთქვა უარყოფიტ ემოციებზე.
მსოფლიო დონეზე რა ხდება და საით მივდივართ ჩემთვის ცხადია, ადამიანი ნელ-ნელა გადაიქცა მანქანად, რომელსაც სიყვარულთან და თავისუფლებასთან, ანუ ყველაზე მთავართან კავშირი დაკარგული აქვს, მიზანი უმეტეს შემთხვევაში არის ერთი-ფული და სიამოვნება. მე და თქვენ რას ვირჩევთ და რა არის პრიორიტეტი ეს არის უმთავრესი. კარგი დისკუსიაა, მე ვიტყოდი საჭიროც არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 4 2016, 11:31 PM
Post #44


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ssandrikaa @ 4th June 2016 - 02:10 PM) *
კი გეთანხმები ცხოვრება ტანჯვაა

მე არ ვფიქრობ ასე, რატოა ტანჯვა შენთვის ცხოვრება?
საიდან გამომდინარე? ზოგისთვის პირიქითაა, საერთოდ ცხოვრების შეფასება მგონია არასწორი მიდგომაა, ცხოვრება არის ის რაც არის, არც ტანჯვაა და არც ნეტარება, რომელიმე რომ იყოს, თUნდაც მხოლოდ ნეტარება, ბევრად უინტერესო და უშIნაარსო იქნებოდა ჩემი აზრით.
QUOTE(ssandrikaa @ 4th June 2016 - 02:10 PM) *
რავი შეიძლება არ დაიჯეროთ

არ მჯერა, უბრალოდ 'წუწუნით' არაფერი იცვლება ადამიანში, მგონია რაღაც თვითKმაყოფილების შეცვლილი ფორმაა, ვროდიბი აი მე როგორი ვარ და რა გარემოში ვარ, ფრაზა> ამ ქვეყნიდან გამაქცია და მეტი არაფერი მინდა და ასე შემდეგ. მოკლეს დროის კარგვის უაზრო ხერხია, იქნებ შენი ქვეცნობიერი იყო და არა ღმერთი რატომ ხარ ასე დარწმუნებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 5 2016, 12:20 AM
Post #45


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მერლინ მაგას ვერც მე აგიხსნი კარგად და შენც ვერ გამიგებ კარგად))
სულიწმინდის გრძნობის უნარი ერთი პერიოდი მომეცა 2 თვიანი შიმშილის მერე
what about enemy within? რავიცი მეგობარო იმდენი გესაუბრე ადამიანის სისუსტეეების გამოვლინებაზე

მე დევები დრაკონები რა კონტექსში მოვიყვანე ეგ სხვა საკითხია , და შეიძლება გავიგო გინახავს თუ არა თავად ზემოთხსენებული პატივცებული პარაზიტები? )))

რაც შეეხება კარლოს კასტანედას
ადამიანს სულიერი ხედვა ან კეთილი ან ბოროტი ძალით ეძლევა, დიალოგში კარგად ჩანს მისი ძალდატანება მის მოწაფეზე რომ აიძულებს შეუცნობელის შეცნობას, იძულებით ცვლის მის მსოფლმხედველობას ( მოკლედ დაუკითხავად სხვის სულში ხელებს აფათურებს ) პირვონულადაც მისი ამპარტავნება გამოიხატება მის ბევრ მოსაზრებაში, აქედან გამომდინარე კარს ვერ ვიფიქრებ მაგ პიროვნებაზე ხოლო რაც შეეხება მის ვერსიას მშვენიერი ს ი მ ა რ თ ლ ე ნ ა რ ე ვ ი ზ ღ ა პ ა რ ი ა.
ზოგადად სულიერ ღვაწლის დროს რამოდენიმე რამ სასიცოცხლოდ აუცილებელია რომ სიკეთის დახმარებით წარმატებას მიაღწიო: თაავმდაბლობა და სიწმინდისმოყვარულობა
ასევე თავისუფალი არჩევანი, სამწუხაროდ ამ დიალოგის მიხედვით ვერცერთს ვამჩნევ მაგ პიროვნებაში.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 5 2016, 12:40 AM
Post #46


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იჩი
არარი ცხოვრება ტანჯვა??
დავიჯერო არ გაწუხებს ან ვინმე მეგობრის ან ნათესავის ან უბრალოდ საწყალი ადამიანის ტკივილი?
ყველაფერი აწყობილი გაქვს ცხოვრებაში? ჩვენი სამშობლო ნორმალურ მდგომარეობაშია?
რავი აბა დაუფიქრდი


ნუ გჯერა biggrin.gif

შენ თყ გგონია თეთრწვერა კეთილი ბაბუა ღრუბლებში სიზმარში გამომეცხადა და მაუწყა ძალიან ცდები biggrin.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 5 2016, 06:59 AM
Post #47


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''იძულებით ცვლის მის მსოფლმხედველობას''''
დონ ხუანი არ მისულა კასტანედასთან, კასტანედა მივიდა დონ ხუანთან და კარგა ხანს უკირკიტა, რომ ცოდნის გადმოცემა დაეწყო მას. ანუ ეს შენი შეხედულება სწორი არ არის. მით უმეტეს არავინ არ იჭერდა კასტანედას, შეეძლო გასულიყო როცა მოინდომებდა.

'''''პირვონულადაც მისი ამპარტავნება გამოიხატება მის ბევრ მოსაზრებაში''''
კონკრეტულად? რაღაც ძალიან მეეჭვება ეს..... მის წიგნებში გადმოცემულია ტრენინგის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ჰქვია losing self importance. ამიტომ ყველა ვინც წვრთნას გადიოდა მათ ტრადიციაში, თავისუფლდებოდა ეგოსგან (ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მიზანი ეს იყო).

''''რაც შეეხება მის ვერსიას მშვენიერი ს ი მ ა რ თ ლ ე ნ ა რ ე ვ ი ზ ღ ა პ ა რ ი ა''''
რის საფუძველზე გამოგაგვთ ეგ დასვკა? სცადეთ პრაქტიკა და არ გამოგივიდათ? ან სხვა პრაქტიკა სცადეთ და რაც ნახეთ ეწინააღდეგება იმას რაც წერია?

''''შეიძლება გავიგო გინახავს თუ არა თავად ზემოთხსენებული პატივცებული პარაზიტები?''''
ზემოთ აღწერილი პარაზიტები არ მინახავს, მაგრამ ხშირად ვხვდები არაორგანულ არსებათა სხვა კატეგორიის წარმომადგენლებს, რომლებიც საკმაოდ ვრცლადაა კასტანედას წიგნებში აღწერილი (ასევე ოლმეკის წიგნებშიც). სხეულს გარეთ ასზე მეტი გასვლა მქონია, და ყველაფერი ისეა, როგორც კასტანედას წიგნებშია (და ოლმეკის წიგნებში). გარდა ამისა მივყვები მაგიური პასების პრაქტიკას (კასტანედას მეთორმეტე ტომი), და ვხედავ რამდენად ძლიერი მოქმედება აქვს, და ზოგადად კარლოს კასტანედას წიგნებში, პრაქტიკოსისთვის ცხადია, რომ ძალიან სერიოზული ოკულტური ცოდნაა გადმოცემული. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია ის ვარაუდი, რომ რაც შემბყრობლებზე უწერია ეგეც სიმართლე უნდა იყოს. მით უმეტეს როდესაც სრულიად სხვა წაროებშიც დასტურდება იგივე.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 5 2016, 04:45 PM
Post #48


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მერლინ
loosing self importance ერთი შეხედვით გამოუცდელი მაძიებელისთვის ღირსეული მიზანია სადაც ჩანს ეგო-სთან ბრძოლა და თავისუფლებისკენ სწრაფვა,
მაგრამ შეუძლლებელია თავისუფლების მიღწევა ს ა კ უ თ ა რ ი მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ი ს გ ა უ ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ ლ ა დ სხვა შემთხევავაში პიროვნულ წაშლამდე მივდივართ,
ხო იძულებით ცვლის მის მსოფლმხედველობას, რავი წესით ჩემზე უკეთ უნდა იცოდე ადამიანი როდესაც სხვაზე სულიერ ზემოქმედებას ახდენს ცოტა რთულია გადაწყვეტილების მიღება, დაპანიკებულ მისი მოსწავლეს წასვლა კი არა ალბათ ლაპარაკიც გაუჭირდებოდა, ზოგადად პანიკურ მდგომარეობაში ყოფნა რაზე მეტყველებს?


სიმართლენარევი ზღაპარია იმიტომ რომ კოსმოსიდან მოსული მტაცებლები რომლებიც მაგ წიგნშია განხილული, გაცილებით უფრო დაწვრილებით განხილულია სხვადასხვა თეოლოგიურ ლიტერატურაში და უკეთ არის ჩამოყალიბებული რას წარმოადგენენ და რა მიზანი ამოძრავებთ, მაგრამ ეს სხვა თემაა ჩვენი საქმე არაა ))

რატო ზღაპარი?

ზოგადად ყველაზე გაურკვეველი და შეუცნობადი სულიერი სამყაროა სადაც არ არსებობს ლოგიკა არამედ მხოლოდ ნება და სულიერი არსებისთვის გარეგნული ცვლილება ჩვეულებრივი მოვლენაა, შეგახსენებთ რომ კლინიკური სიკვდილს როდესაც ინდოელები განიცდინენ ისინი ზუსტად იმ არსებებს ხედავდნენ რომლელთა სალოცავები დადიოდნენ და წარმოსახვაში ღმეთები ეგონათ, როდესაც ქრისტიანები განიცდიდნენ ისინი იმ ანგელოზებს ხედავდნენ რომლებზეც ლოცულობდნენ და ათეისტები ჩვეულებრივ ადამიანებს ხედავდნენ , არსება რომელიც თქვენ ჩამოგიყალიბდათ თქვენს ცნობიერებაში ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაახლოებით იმას ხედავთ სხეულიიდან გასვლის დროს და იმას დაინახავენ ის ათასობით თუ ათიათასობით ადამიანი რომელიც დონ ხუანის სიტყვებს იწამებენ, ძალიან მალე რაც უფრო მეტ ენერგიას ამოსრუტავდენ და უფრო გაძლიერდებიან ანუ როდესაც ჩმოგიყალიბდებათ ძლიერი რწმენა , გაძლიერდება ეს არსება თქვენს წარმსახვაში თქვენ ზუსტად ისე აღიქვამღ როგორც წიგნშია , მაგრამ არსებობს ერთი პრობლება თქვენი წარმოსახვაში ეს არსებები და კიდევ ათასობით ან ათიათსობით მზგავსი პრაკტიკოსი ხელს შეუწყოობთ , ახალი სულიერი გამატერიალიზებული არსებიბს ჩამოყალიბებას რომელსაც ექნება ძ ა ლ ა თქვენი რწმენიდან და მოქმედების თავისუფლება მატერიალურ სამყაროში.
ჩვენ გავხდებით მოწმე ახალი ცრუ ღმერთების ჩამოყალიბებისა რაც კაცობრიობის ისტორიას ბევრი ახსოვს კერპმტაყვანისცემლობა ანტიკური ბერძნულ-რომაული ღმერთები ა.შ. (კერპთატვანისმცემლები იდიოტები კი არ იყვნენ? იმიტომ ეთაყვანებოდნენ რომ მას ჰქონდა გარკვეული ძალა )და რაც ყველაზე მთავარია ვინ არის დიდი ტყუილის, გარდაქმნის და წარმოსახვის დიდიოსტატი? ვინც თავის დროზე აღუდგა ღმერთს
შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ მას აღიქვამთ როგორც მტერს მაგრამ რითი ებრძვით? კონცენტრაციით? ეს არასერიოზულია

Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 5 2016, 04:45 PM
Post #49


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მერლინ
loosing self importance ერთი შეხედვით გამოუცდელი მაძიებელისთვის ღირსეული მიზანია სადაც ჩანს ეგო-სთან ბრძოლა და თავისუფლებისკენ სწრაფვა,
მაგრამ შეუძლლებელია თავისუფლების მიღწევა ს ა კ უ თ ა რ ი მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ი ს გ ა უ ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ ლ ა დ სხვა შემთხევავაში პიროვნულ წაშლამდე მივდივართ,
ხო იძულებით ცვლის მის მსოფლმხედველობას, რავი წესით ჩემზე უკეთ უნდა იცოდე ადამიანი როდესაც სხვაზე სულიერ ზემოქმედებას ახდენს ცოტა რთულია გადაწყვეტილების მიღება, დაპანიკებულ მისი მოსწავლეს წასვლა კი არა ალბათ ლაპარაკიც გაუჭირდებოდა, ზოგადად პანიკურ მდგომარეობაში ყოფნა რაზე მეტყველებს?


სიმართლენარევი ზღაპარია იმიტომ რომ კოსმოსიდან მოსული მტაცებლები რომლებიც მაგ წიგნშია განხილული, გაცილებით უფრო დაწვრილებით განხილულია სხვადასხვა თეოლოგიურ ლიტერატურაში და უკეთ არის ჩამოყალიბებული რას წარმოადგენენ და რა მიზანი ამოძრავებთ, მაგრამ ეს სხვა თემაა ჩვენი საქმე არაა ))

რატო ზღაპარი?

ზოგადად ყველაზე გაურკვეველი და შეუცნობადი სულიერი სამყაროა სადაც არ არსებობს ლოგიკა არამედ მხოლოდ ნება და სულიერი არსებისთვის გარეგნული ცვლილება ჩვეულებრივი მოვლენაა, შეგახსენებთ რომ კლინიკური სიკვდილს როდესაც ინდოელები განიცდინენ ისინი ზუსტად იმ არსებებს ხედავდნენ რომლელთა სალოცავები დადიოდნენ და წარმოსახვაში ღმეთები ეგონათ, როდესაც ქრისტიანები განიცდიდნენ ისინი იმ ანგელოზებს ხედავდნენ რომლებზეც ლოცულობდნენ და ათეისტები ჩვეულებრივ ადამიანებს ხედავდნენ , არსება რომელიც თქვენ ჩამოგიყალიბდათ თქვენს ცნობიერებაში ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაახლოებით იმას ხედავთ სხეულიიდან გასვლის დროს და იმას დაინახავენ ის ათასობით თუ ათიათასობით ადამიანი რომელიც დონ ხუანის სიტყვებს იწამებენ, ძალიან მალე რაც უფრო მეტ ენერგიას ამოსრუტავდენ და უფრო გაძლიერდებიან ანუ როდესაც ჩმოგიყალიბდებათ ძლიერი რწმენა , გაძლიერდება ეს არსება თქვენს წარმსახვაში თქვენ ზუსტად ისე აღიქვამღ როგორც წიგნშია , მაგრამ არსებობს ერთი პრობლება თქვენი წარმოსახვაში ეს არსებები და კიდევ ათასობით ან ათიათსობით მზგავსი პრაკტიკოსი ხელს შეუწყოობთ , ახალი სულიერი გამატერიალიზებული არსებიბს ჩამოყალიბებას რომელსაც ექნება ძ ა ლ ა თქვენი რწმენიდან და მოქმედების თავისუფლება მატერიალურ სამყაროში.
ჩვენ გავხდებით მოწმე ახალი ცრუ ღმერთების ჩამოყალიბებისა რაც კაცობრიობის ისტორიას ბევრი ახსოვს კერპმტაყვანისცემლობა ანტიკური ბერძნულ-რომაული ღმერთები ა.შ. (კერპთატვანისმცემლები იდიოტები კი არ იყვნენ? იმიტომ ეთაყვანებოდნენ რომ მას ჰქონდა გარკვეული ძალა )და რაც ყველაზე მთავარია ვინ არის დიდი ტყუილის, გარდაქმნის და წარმოსახვის დიდიოსტატი? ვინც თავის დროზე აღუდგა ღმერთს
შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ მას აღიქვამთ როგორც მტერს მაგრამ რითი ებრძვით? კონცენტრაციით? ეს არასერიოზულია

Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 6 2016, 09:11 AM
Post #50


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''მაგრამ შეუძლლებელია თავისუფლების მიღწევა ს ა კ უ თ ა რ ი მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ი ს გ ა უ ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ ლ ა დ სხვა შემთხევავაში პიროვნულ წაშლამდე მივდივართ'''

სწორედ ეგაა თავისუფლება. თავისუფლება საკუთარი ეგოდან. ნებისმიერი რეალური სულიერი სწავლების მიზანი საკუთარ თავში ღმერთის გაცნობიერებაა და შესაბამისად ეგოსგან განთავისუფლება (შეზღუდულობის საზღვრებისგან გათავისუფლება).

''''''სიმართლენარევი ზღაპარია იმიტომ რომ კოსმოსიდან მოსული მტაცებლები რომლებიც მაგ წიგნშია განხილული, გაცილებით უფრო დაწვრილებით განხილულია სხვადასხვა თეოლოგიურ ლიტერატურაში და უკეთ არის ჩამოყალიბებული რას წარმოადგენენ და რა მიზანი ამოძრავებთ, მაგრამ ეს სხვა თემაა ჩვენი საქმე არაა ))'''''
თეოლოგიურ ლიტერატურაში გადმოცემული სწავლებები დემონებზე და ასე შემდეგ, არის ვიღაცის მიერ ასი და ათასწლეულების წინ ნანახიდან და დაწერილიდან გამოტანილი დასკვნები, მე არ ვამბობ რომ სიმართლეს არ შეესაბამება (იქნებ შეესაბამება, იქნებ არა), მაგრამ არ ემყარება პირად გამოცდილებას. განსხვავებით ზემოთ მოცემულისგან.

''''''შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ მას აღიქვამთ როგორც მტერს მაგრამ რითი ებრძვით? კონცენტრაციით? ეს არასერიოზულია'''''

რითი ვიბრძვით, და პირველ რიგში, იმისგან განთავისუფლებით რაც ჩვენ არ აგვირჩევია და რაც თავზეა მოხვეული სხვების მიერ (არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს სხვა).

შემდეგ იმით იბრძვის მაძიებელი და მოსწავლე, რომ გადის აქტიურ ტრენინგს, პირველ რიგში ფიზიკური, შემდეგ კი ასტრალური და მენტალური სხეულების დასამორჩილებლად (ემოციებისა და აზრებისა).

კონცენტრაციის განსხვევბული ფორმები პლიუს ფიზიკურ-ენერგეტიკული ვარჯიშები, საკმაოდ ძლიერი საშუალებაა საკუთარ თავზე კონტროლის მოსაპოვებლად და საკუთარი ეგოსა თუ გარეშე ნეგატიური ძალების ზეგავლენისაგან თავდასაცავად.

იქნებ ეს სიყვარულზე კონცენტრაცია, რბილი ხედვა, რბილი სმენა, შინაგანი ქაოსის ჩანაცვლება რაიმე მანტრით ან აფირმაციით თუ სხვა...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 6 2016, 09:18 AM
Post #51


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არასერიოზული იცი რა არის? დაეთანხმო იმ საარსებო მინიმუმს რაც შემოგთავაზეს, გაყვე დინებას, ''იცხოვრო ისე თითქოს არასდროს მოკვდები და ისე მოკვდე თითქოს არასდროს გიცხოვრია''.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 6 2016, 10:29 AM
Post #52


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ssandrikaa @ 5th June 2016 - 12:40 AM) *
არარი ცხოვრება ტანჯვა??
დავიჯერო არ გაწუხებს ან ვინმე მეგობრის ან ნათესავის ან უბრალოდ საწყალი ადამიანის ტკივილი?
ყველაფერი აწყობილი გაქვს ცხოვრებაში? ჩვენი სამშობლო ნორმალურ მდგომარეობაშია?
რავი აბა დაუფიქრდი

არარის ასე, არასწორად მსჯელობ ჩემი აზრით.
ბევრი კარგი ხდება, მეგობრის ტკივილის გარდა არსებობს მეგობრის სიხარულის გაზიარება და სხვა ბევრი დადებითი რამ.
ჩემთვის ფაქტია რომ პრობლემას ჩვენ(კაცობრიობა) თვითონვე ვქმნით.
გერმანიამ მსოფლიო ომი წააგო და ნანგრევებიდან სუპერ-სახელმწიფო გახდა. რასაც დასთესავ იმას მოიმკი, ის რომ საქართველო გაჭირვებაშია და საკმაოდ ღარიბი, ეს არის ჩვენი ცნობიერების და საქმესთან მიდგომის ბრალი, ცხოვრებას რატომ ადანაშაულებ რა შუაშია არ მესმის. ომები და ამდენი არეულობა ადამიანების ბრალია მეგობარო, ცხოვრება არის უნაკლო ჩემი აზრით, პრობლემებს ჩვენ ვქმნით.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 6 2016, 10:33 AM
Post #53


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 6th June 2016 - 09:11 AM) *
კონცენტრაციის განსხვევბული ფორმები პლიუს ფიზიკურ-ენერგეტიკული ვარჯიშები

რაზე დაყრდბონით ლაპარაკობ ამას?
შეგიძლია მაგალითი დაწერო ფიზიკურ-ენერგეტიკული ვარჯიშების?
მე მგონია რომ თUნდაც კასტანედას ბევრ სიმართლესთან ერთად ბევრი ზღაპარიც უწერია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 6 2016, 01:46 PM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პრაქტიკაში გავდივარ... ვარჯიშებში მე მაგიური პასები ვიგულისხმე და კუნდალინ იოგა, ამას გავდივარ და ამიტომ.

სანამ არ გადაამოწმებთ პირადი გამოცდილებით და მყარი საფუძველი არ გექნებათ რაიმეს თქმისა, აზრი არ აქვს ლაპარაკს! ამდენ თავის ტკივილს იმ საკითხზე ზღაპარია თუ რეალობა კასტანედას ნაწერი, აიღეთ წიგნები და განახორციელეთ პრაქტიკაში...

ცარიაელი ლაპარაკით არაფერი გამოვა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 6 2016, 10:11 PM
Post #55


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იჩი
ცხოვრება ტანჯვაა არ ნიშნავს ყველაფრის შავ და მუქ ფერებში აღქმას, ანუ არსებობს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სტრიმული ძალინ ბევრი სიხარული სიყვარული, მგრამ იმისვის რომ ეს შეინარჩუნო ან მოიპოვო საჭიროა ბრძოლა ტაჯვა ამ გაგებით ვიგულისხმე, ძალიან მარტივად თუ არ იშრომე დაიხარჯე ვერავინ შეინაახავს შენს შვილებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 6 2016, 11:15 PM
Post #56


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მერლინ
პიროვნული წაშლა არაა თავისუფლება ეს არის მონობის ყველაზე სასტიკი ფორმა, თქვენს მიერ ნახსენები ეგოსგან განთავისუფლებას მივესალმები მაგრამ ეს პრაკტიკულად შეუძლებელია, ძალიან მარტივი ჭეშმარიტება არსებობს შენ შეგიძლია შეეცადო არ იყო ეგოისტი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ არ ხარ,
რატომ? ადამიანი რომელიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ცხოვრობს ეგოისტია , ხო მეთანხმებით? კი
კაი მაშინ ავიღოთ ყველაზე დიდი მიზანი რაც შეიძლება ადამიანს ქონდეს, ვთქვათ ადამიანი რომელიც ღმერთს და ადამიანებს ემსახურება , არაა ეგოისტი? რა თქმა უნდა არის
იიმიტომ რომ ის ამ გზას იმიტომ ადგას რომ სიკვდილის შემდეგ ცხონდეს ან რავი უკეთეს სამყაროში გააგრძელოს არსებობა , და თუ იტყვის რომ ადამიანი ამას სულის ცხონებისთვის არ აკეთებს მაშინ ფარისეველია, ამიტომ ადამიანს ყოველთვის ექნება ეგომ შეიძლება ნაკლებად ეგოისტი კარგი ტიპი იყოს ან ძლიერ ეგოისტი ცუდი ტიპი, ამიტომ არის ესეთი ტერმინი აზროვნების ფორმა თ ა ვ მ დ ა ბ ლ ო ბ ა როდესაც კარგად აქვს ადამიანს გაცნობიერებული საკუთარი ეგოიზმი და ც დ ი ლ ო ბ ს ამის გამოსწორებას.
პიროვნება რომ არ ვიყო არც თავისუფლება მინდა არც არაფერი, ღვთაებრივი ნაწილაკი ჩემშიც არის და თქვენშიც და ნებისმიერ ადამიანშიც ამის დატევა ჩემი აზრით შესაძლებელია როდესაც ხარ პიროვნება ადამიანი რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და სწორი გადაწყვეტილებებით სწორი განცდებით სწორი ფიქრებით სწორწი ხედვით და სწორი ც ხ ო ვ რ ე ბ ი თ ამრავლებ შენში ღვთაებრივ ენერგიას.

სიყვარულზე კონცენტრაცია გაურკვეველია, კი ბატონო სიყვარული არის ღმერთი
ლოცვა შრომაა ეს სხვა რამეა, მართალი ადამიანი რომ ლოცულობს ცოდვილთათვის მერე ნეგატიური სულების რისხვა მასზე მიდის და საჭიროა ასკეტიზმი სულიერი გამოცდილება რომ გაუძლოს.
განგების ერთ ერთი ნაწილია მსვერპლშეწირვა, არის თავდაცვის ლოცვა და არის ბოროტზე თავდასხმის ამ უკანასკნელის დროს როდესაც ან როდესაც ცოდვილი ადამიანის გადასარჩენად ლოცულობ საჭიროა მსხველპშეწირვა (სხვისი კეთილდღეობისთვის) რაიმეს გაგება სანაცვლოდ ეს შეიძლეა იყო საკუთარი ჯანმრთელობა, და ზუსტად აქ იბადება სიყვრული.
უბრალოდ სიყვარული პრაქტიკა რაც აღწერე ( შეიძლება მე ვერ გავიგე კარგაად) ასევ ვთქვათ სიმშვიდეში ყოფნა კაი თემაში ყოფნა ეს თვითრელაქსაციის კაი საუშუალებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 7 2016, 09:46 AM
Post #57


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პიროვნება და ეგო ერთი და იგივეა, და იდენტურია იმისა რასაც მდაბალი ''მე''-ს ეძახიან. პიროვნებების წაშლაში მე ის არ მიგულისხმია, როგორც თქვენ გაიგეთ: რომ გახდე რაღაც აბსტრაქტული, ისეთი რაღაც რომელსაც აზროვნება და ქმედება არ შეუძლია და არ აქვს ქმედების უნარი. პიროვნების/ეგოს დამარცხება ოკულტურად იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი გააიგივო საკუთარ ღვთაებრივ საწყისთან, შენი იდენტობა იყოს ''მე ვარ ღმერთის თანდასწრება მოქმედებაში'' - ანუ იყო ღმერთის გამოვლინება აქ და ახლა. გაატარო ღვთაებრივი ინტერესები და არა პიროვნული. პიროვნება/ეგო არის ათასობით ინკარნაციის განმავლობაში არასწორად გამოყენებული და ენერგეტიკაში დალექილი ბნელი ენერგიებისგან შედგენილი წარმონაქმნი, რომელიც არ ატარებს ღვთაებრივ ენერგიას ისეთად როგორიც ის არის: სული თუ აძლევს დაბალ მე-ს ენერგიას რომელსაც ჰქვია სიყვარული, ეგო მას მექანიკურად გარდაქმნის აგრესიად, სექსად, გართობად, უგუნურება, შიშად და ასე შემდეგ. ეგოს კავშირი აქვს გაწყვეტილი ღვთაებრივობასთან, ამიტომ ადამიანი თავს აღიქვავს განცალკევებულ არსებად და ამ არსებას ჰქვია პიროვნება. წვრთნის არსი იმაში მდგომარეობს რომ ადამიანმა აღადგინოს სულთან კავშირი და მას დაუმორჩილოს პიროვნება, დაწვას კარმა და შესაბამისად ეგო, რომელიც განცალკევების ილუზიას ქმნიდა და იქცეს ''მე ვარ ღმერთის თანდასწრებად''... არ ვიცი რამდენად გასაგებია, მაგრამ სხვანაირად ვერ ავხსნი ამას......

სიყვარულზე კონცენტრაცია, იმას ნიშნავს რომ რაც შეიძლება ხშირად გამოიწვიო შენს თავში სიყვარულის გრზნობა. სულ ესაა.
http://olmek.ru/Sikvarulis%20praqtika.htm
http://olmek.ru/Sidhebis%20stavleba1.htm

წაიკითხეთ ეს საიტი. აქ ძალიან ბევრი ზუსტი მნიშვნელოვანი რამ წერია!!!


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 9 2016, 01:43 AM
Post #58


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აზრობრივი საუბრების ხელოვნებას და სიდჰების სწავლებას გადავხედე , ძაან მომეწონა კარგად არის ჩამოყალიბებული . კაია რო ქართულადაა, ერთი მშვენივრად ხსნის პოზიტიურ აზროვნებას და განწყობის თეორიას, და სიდჰების სწავლებიდან კარგად ჩანს რატოა ესეთ მძიმე დგღეში ხილული ეკლესია, მოკლედ დამაინტერესა თუ მოვახერხებ დავესწრები თქვენს ლექციას.
ისე ამდენი საინტერესო თემა გქონია საიტზე რაღა ამ უცხო არსებებზე გახსენი თემა biggrin.gif ))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 9 2016, 01:52 AM
Post #59


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა ინფოსთვის))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 9 2016, 08:46 AM
Post #60


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არაფრისsmile.gif))

საიტი ჩემი არაა. მე ვნახე ეგ საიტი ასე 3 წლის წინ. დავიწყე ის პრაქტიკები რაც მანდ წერია: სიყვარულის პრაქტიკა, სტლკინგი, სიზმართხილვა, ენერგეტიკული ვარჯიშები.. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზულია, როგორც თეორია ასევე პრაქტიკა, მათ შორის მასწავლებლებთან შეხვედრები სხეულს გარეთ...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:14 PM