IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> განსხვავებული აზრები
tikoroma
post Jun 16 2016, 01:42 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ექიმი ჯეიმს როჯერსის “მასაჩუსეტსის ექსპერიმენტი”



ფოტოზე გამოსახულია ექიმი ჯეიმს როჯერსი. 1965 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს “მასაჩუსეტსის ექსპერიმენტის” გამო, თუმცა დასჯამდე 2 დღით ადრე მან თავი მოიკლა.

მალე მასაჩუსეტსის უნივერსტიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ როჯერსის ექსპერიმენტს გააჩნდა მეცნიერული კვლევა. ამის შემდეგ უნივერსტიტეტის ლექტორმა პატიება სთხოვა როჯერსის ახლობლებს.

საქმე იმაში იყო, რომ ჯეიმსი იყენებდა უნიკალურ მეთოდს უიმედო ავადმყოფების განსაკურნებლად. ის მათ პარანოიას ისე ამცირებდა, რომ მისი ახალი ხვეულა აუმჯობესებდა წინას. თუ ადამიანი თვლიდა, რომ მის გარშემო მწერები ხოხავდნენ, ექიმი როჯერსი ეუბნებოდა, რომ ეს მართლაც ასე იყო. მთელი მსოფლიო მწერებით იყო დაფარული. ზოგიერთი, მეტად მგრძნობიარე ადამიანი მათ ხედავს, დანარჩენები იმდენად შეეეჩვივნენ, რომ აღარ აქცევენ ყურადღებას. ადამიანი მიდიოდა და თვლიდა, რომ არაფერი სჭირდა, ეჩვეოდა და ცდილობდა არ შეემჩნია ისინი.
სასამართლოზე გამოვიდა,ვიღაც აარონ პლატნოვსკი, მას კოგნიტურ-პოსტოპერაციული დარღვევა სჭირდა და თვლიდა რომ ჟირაფი იყო. ის ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყო. მან შეწყვიტა მიეღო ნორმალური საჭმელი და აღარ ლაპარაკობდა.

ექიმმა როჯერსმა სთხოვა თავის მეგობარს დაეწერა სტატია იმის შესახებ, რომ ბუნებაში არსებობენ ჟირაფები, რომლებიც არ განსხვავდებიან ადამიანისგან ფიზიკურად. მეცნიერები ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ, რათა პანიკა არ ატყდეს. ამის შემდეგ ექიმი დააკავეს, მან სასამართლოს მხოლოდ წერილი გადასცა, რომელიც თხოვა გაზეთში დაებეჭდათ. წერილი მთავრდებოდა სიტყვებით ” თქვენ ძალიან შეეჩვიეთ იმ აზრს, რომ ყველა ერთნაირად აღიქვამს სამყაროს. მაგრამ ეს ასე არ არის, თუ თქვენ შეიკრიბებით ერთად და თქვენს ცოდნას ერთმანეთს გაუზიარებთ, მიხვდებით, რომ ყველა განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს. და მხოლოდ თქვენი კომფორტი განსაზღვრავს ფსიქიკურ მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ჟირაფია ისეთივე ნორმალურია, როგორც ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბალახი მწვანეა, ცა კი ცისფერი. ზოგიერთს სჯერა უცხოპლანეტელების, ზოგიერთს ღმერთის, ზოგიერთს კიდევ დილის საუზმის და ფინჯანი ყავის.
როცა ჰარმონიაში ცხოვრობთ თქვენივე რწმენით – თქვენ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ, მაგრამ დაიწყებთ თუ არა მხედველობის წერტილის დაცვას – მაშინ ღმერთის რწმენა იძულებულს გაგხდით მოკლათ, უცხოპლანეტელების რწმენა – გატაცების შიშს ჩამოგიყალიბებთ, ფინჯან ყავაზე რწმენა – გახდება თქვენი მსოფლმხედველობის ცენტრი და გაანადგურებს თქვენს ცხოვრებას. ფიზიკოზი დაგიწყებთ არგუმენტების ჩამოთვლას, რომ ცა ცისფერი არაა, ბიოლოგი კი დაგიმტკიცებთ, რომ ბალახიც არაა მწვანე. ბოლოს და ბოლოს თქვენ პირისპირ დარჩებით ცარიელ, ცივ და თქვენთვის წარმოუდგენლად უცნობ სამყაროსთან, რომელიც ჩვენს სამყაროს წარმოადგენს. ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოჩვენებებით ასახლებთ თქვენს სამყაროს. სანამ თქვენ მათი გჯერათ – ისინი არსებობენ ხოლო სანამ არ შეებძოლებით – ისინი საშიშნი არ არიან”.

წყარო: http://genius.ge/ექიმი-ჯეი...ს-მას/


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 24 2018, 11:48 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
მაგარია! ჩემთან სახლში მოუწია დარჩენა ჩემს ნათესავ ქალს რომელსაც შიზოფრენია აქვს პლიუს კიბო და ჩემ სახლში მოძრაობდა და ჩემს საწოლში ეძინა მე სხვაგან მე ხო იასნა პონტს არ გავმაზავდი ეზოთერიკულად რომ არ დავკვირვებოდი მოკლედ დავაკვირდი და მე ესეთი შეგრძნება დამრჩა რომ უკვე ისეთი აურა ქონდა ჩამოალიბებული რომ მაგრად ასხვივებდა ნეგატივს თან აი ხომ არის მძიმე ავადმყოფი იმას ცუდი აურა აქვს და სხვანაირი გრძნობა და აი შიზოფრენიით ავადმყოფს პლიუს კიბოთი საერთოდ სხვანაირი აი როგორი იცი? მის კიბოსგან მქონე ნეგატიურ ენერგეტიკას შიზოფრენია ავსებდა და საერთოდ სხვა გემოს ძენდა ძნელია ამის გადმოცემა თუმცა ეს გენეტიკურია მის დასაც ეგეთი აურა აქვს და სუ გგონიათ რომ ყველა ატყუებს და მათ წინააღმდეგ არის მზერა კი ნეგატიური ქონდა საქმე ისაა რომ ავადმყოფის ნეგატიური ენერგეტიკა არ მოძრაობს ნაკლებად მოძრავია აქტიურია და ამის შიზოფრენიით გავსებული ენერგეტიკა მოძრაობდა უფრო აქტიური იყო მაგრამ არ მომაფიქრდა ჩასახლებულ არსება თუ ყავდა იმაზე შემემოწმებინა სამწუხაროდ თუმცა ფიზიკური გამოვლინება არ ქონდა. მზერა ნეგატიური ქონდა თუმცა არა ისეთი თითქოსდა ვინმე სხვა არსება გიყურებსო.ისე საკაიფოდ ხატავდა და თავისი ნახატები მაჩვენა და არანაირი ნეგატივი არ იყო შიგნით ანუ რაღაც ოკულტური ან ეზოთერიკული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 25 2018, 08:02 AM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
ჩემთვის გასაგებია რაც აღწერე. არ შევხვედრივარ მსგავს სიტუაციას მადლობა ღმერთს, მაგრამ მეც მინახია საშინელი ენერგიით ადამიანები.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:56 PM