IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> საკუთარი თავის დესტრუქცია
Sad Moon
post Mar 17 2021, 02:04 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 17-March 21
From:
Member No.: 7,998

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი. დიდი ხანია აქაურობას თვალს ვადევნებ და ბოლოს, გადავწყვიტე მეც დამეწერა რაღაც. მადლიერი ვიქნები ნებისმიერი თქვენი რჩევისთვის.
როცა დესტრუქციას, საკუთარი თავის დაზიანებას, ეხება საქმე, მაგაში მგონია პირველი ვარ. გეგონება მარათონში ვიღებ მონაწილეობას და აბა დღეს რამდენად "შორს გაირბენ". ალბათ ყველამ იცით, რომ მსხვერპლის როლი და დესტრუქცია ახლო ნათესაური კავშირით გამოირჩევიან. ღრმა წარსულში მსხვერპლიც ვიყავი და მსხვერპლიც, რო მივიწებე ეგ როლი სანამ არ გავაცნობიერე მთელი ჩემი მდგომარეობა და არ დამიტრიალდა ყველაფერი, მაქამდე ვერ მოვიცილე დაჩაგრული ცხვარის როლი. თუმცა რაც არ უნდა მძიმე იყოს მე და კიდევ ერთი ჩემი დესტრუქციული მე ხელი ხელჩაკიდებული დავდივართ ხოლმე.
1. როცა ადამიანი ჩემთვის ძვირფასია ან სისტემატური კონტაქტი მაქვს მაგის ნეგატიურ ენერგიას ან პარაზიტებს ვიკრავ მაგნიტივით, გეგონება ვითხოვდე(არადა არაა ეგრე).
2. ძალიან ხალისიანი, პოზიტიური, აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, სიცოცხლე მიხარია და ბედნიერიც ვარ, მაგრამ და ისევ და ისევ მაგრამ შეიძლება უცებ წამომეჭიმოს სუიციდური აზრები რომ ჰოპ - მოდი თავი მოიკალი რას კარგავ?. არადა რეალურად არც არაფერი მაქვს დასაკარგი, უბრალოდ მერე იმაზე მეფიქრება ჩემი ახლობლები როგორ იგრძნობენ თავს და ეგ მაჩერებს (ჯერ სხვები და მერე მე, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია. როცა ვიცი რომ ყველაფრის თავი და თავი მე ვარ, დედამიწის ჭიპიც ვარ და ღერძიც, ამის გაცნობიერებამდე კიდე ბევრი მიკლია).
3. დავდგები და უცებ ვიღაც დრამატული ადამიანი გამოჩნდება და ასე იტყვის ხოლმე ჩემი თავი მოდი ამასთან დაიწყე ურთიერთობა მაგარი ტოკსიკური ჩანს უარესად დაინგრევ თავს და მერე მეც მიდი მოვდივარ ხოლმე.😃
ხოდა იქნებ იცოდეთ ან რჩევა გქონდეთ ვინმეს რამე, რა მოვუხერხო ამ ყოველივეს ანუ როგორ ან რითი დავიწყო მდგომარეობის გამოსწორება.
დავამატებ რომ sad არ ვარ, უბრალოდ ზღაპარი მიყვარს მოწყენილ მთვარეზე. 🌝
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
earth
post Mar 18 2021, 11:29 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თვითმკვლელობა არის ძალიან დიდი შეცდომა.
წარმოიდგინეთ ვიბადებით რომ რაღაც მიზანი შევასრულოთ, გვაქვს თვითეულს ჩვენი მისია, ეს მისია შეიძლება ყვავილების მოვლა იყოს, შეიძლება სხვა ადამიანის გადარჩენა იყოს, შეიძლება უბრალოდ რამე ისეთი ცხოვრების წესი, რომელიც სხვა წინა ცხოვრებაში არ გაგივლია და შენმა ქვეცნობიერმა გადაწყვიტა ეს გამოცდილება ამ ცხოვრებაში მიიღოს. თვითმკვლელობით აკარგინებ შანსს შენს ქვეცნობიერს ამ ცხოვრებაში მიიღოს ის გამოცდილება რისთვისაც გაჩნდა.
არიან დედამიწაზე ადამიანები, რომელთაც ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ და შენს ცხოვრებას ნატრულობენ. არიან ადამიანები, რომელთაც არც დაესიზმრებათ ის რაც ჩვენ გვაქვს, იბადებიან და კვდებიან ისე, რომ მხოლოდ საკვების მიღებისათვის ცოცხლობენ და ვერ ასწრებენ ვერაფერს.
სადღაც წამიკითხავს, თუ სული ვერ შეასრულებს თავის მისიას, რადგან თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება, შემდეგ ცხოვრებაში უფრო რთულ სიტუაციაში იბადება და უფრო მეტად უჭირს მისიის ასრულება.
ყოველთვის იარეთ წინ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sad Moon
post Mar 19 2021, 08:27 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 17-March 21
From:
Member No.: 7,998

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თვითდესტრუქციაზე და მსგავს აზრებზე იყო აქ საუბარი, არათუ იმაზე რომ სიკვდილი მინდა. ის კიდე რომ ვიღაცა შენზე კარგად ან ცუდად ცხოვრობს მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, აქ სუბიექტურ აღქმაზე უფრო მეტადაა დამოკიდებული. ნებისმიერ მოვლენას ადამიანი სუბიექტური სტანდარტებით ახარისხებს - კარგია თუ ცუდი. არავინ არ ცხოვრობს სხვაზე ცუდად ან კარგად. აფსურდულია ნებისმიერი ადამიანისა და საკუთარი ცხოვრების შედარება და ბედმა ეს გარგუნა და ბედნიერი იყავი ეგეც სისულელეა, შეიძლება რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში მოგიწია დაბადება, ვერ ირჩევ ვერც მშობლებს და ვერც სხვა პირობებს, მაგრამ დროთა განმავლობაში თვითონ ადამიანი ქმის თავის პირობებსა და მდგომარეობებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 3rd May 2024 - 10:46 AM