IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> შოტლანდიის უკანასკნელი მეფე
tikoroma
post Jun 3 2015, 06:49 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



„შოტლანდიის უკანასკნელი მეფე“

რეჟისორი: კევინ მაკდონალდი
როლებში: ფორესტ უაიტეკერი, ჯეიმს მაკევოი,
კერი ვაშინგტონი, ჯილიან ანდერსონი...

2007 წ. ოსკარის და ბრიტანული აკადემიის ჯილდოს მფლობელი ფილმიც და მთავარი როლის შემსრულებელიც ფორესტ უაიტეკერი

ჩემი რეცენზია smile.gif

ამაზე სანუკვარი რა უნდა იყოს ახალგაზრდა, თავგადასავლების მოყვარულ, სამყაროს შეცნობის მსურველი ახალგაზრდისთვის, რომ დაუგეგმავად გაემგზავროს უცხო მხარეში, უცნობ კულტურასთან, ახალ შთაბეჭდილებებთან შესახვედრად. ახალკურსდამთავრებულ შოტლანდიელ ექიმ გარიგანს ამისი სურვილი და საკმარისი გამბედაობაც გააჩნია. იგი თვალდახუჭული, ბედსმინდობილი ირჩევს რუკაზე ქვეყანას და უგანდაში, შუაგულ აფრიკაში მიემგზავრება.

ფილმი „შოტლანდიის უკანასკნელი მეფე“ ახალგაზრდა შოტლანდიელი ექიმის ნიკოლას გარიგანის (ჯეიმს მაკევოი) და უგანდის ახალი პრეზიდენტის იდი ამინის (ფორესტ უაიტეკერი) ურთიერთობაზე მოგვითხრობს. სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა აგებული, მაგრამ ნიკოლას გარიგანი გამოგონილი პერსონაჟია. იდი ამინი კი ცნობილი დიქტატორია. იგი 1971 წელს მოვიდა ქვეყნის სათავეში, როცა პრეზიდენტი მილტონ ობოტი სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაგდო. ამინი 8 წელი მართავდა ქვეყანას. შეფასებების თანახმად, მის რეჟიმს ემსხვერპლა 300 000 - 500 000 ადამიანი, რომელთაგან 2 000 საკუთარი ხელით ჰყავს მოკლული.

ექიმ გარიგანს წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. იგი სამედიცინო მისიით ჩავიდა უგანდაში და სიამოვნებით ასრულებს თავის მოვალეობას. ამასთან გატაცებულია ახალი გარემოთი, აკვირდება, ეცნობა ადგილობრივ მოსახლეობას, ტრადიციებს, აქტიურად ერთვება მათ თამაშებსა და სახალხო დღესასწაულებში, ქალებსაც არ ივიწყებს. ერთი სიტყვით, მაქსიმალურად გახსნილია ახალი შთაბეჭდილებებისთვის:
„ - მინდა, რამე შევცვალო ამათ ცხოვრებაში. მინდა, რამე გავაკეთო. თავგადასავალი მინდა, სიახლეს ვეძებ“.

ბედი ისევ მის მხარეზეა და ექიმს ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, ქარიზმატულ, მაგრამ სასტიკ დიქტატორს - იდი ამინს შეახვედრებს და მის სიმპათიასაც დაიმსახურებს. პრეზიდენტი გარიგანს პირადი ექიმისა და მრჩევლის პოსტს შესთავაზებს. შოტლანდიელი მოხიბლულია ახალი შესაძლებლობებით, გადადის დედაქალაქში და ერთვება ახალი სახელმწიფოს შენებაში. თანდათან იგი აცნობიერებს, თუ როგორი პიროვნებაა იდი ამინი და უკვე ცდილობს გაერიდოს მომხიბლავ, თეატრალურ, პარანოიდ და შეშლილ პრეზიდენტს.

ფილმი თავისუფალია პოლიტიკური გარჩევების დეტალებისგან. მაყურებელი ვიწრო ხედით - ექიმი გარიგანის თვალით ხედავს მოვლენებს და მასთან ერთად გვიან იაზრებს, რა ხდება სინამდვილეში ქვეყანაში, მთავრობაში და რას წარმოადგენს ჩაგრული ხალხის მხსნელად მოვლენილი იდი ამინი, ვის როლშიც ფორესტ უაიტეკერი, უბრალოდ, შეუდარებელია.

„შოტლანდიის უკანასკნელი მეფე“ ძალიან რეალისტური ფილმია. მისი ნახვისას მრავალი ასოციაცია გამიჩნდა საქართველოს უახლესი ისტორიიდან - პოლიტიკური გადატრიალებები, ლიდერთა „გაღმერთებები“, მათი წინასაარჩევნო დაპირებები, შემდეგ ხალხის „დაკიდება“ და საკუთარ სურვილებზე ზრუნვა... და ფრაზები და მოწოდებები ისე ერთი-ერთში მეორდება, მეგონა ქართულ ტელეარხზე ვუყურებდი პოლიტიკურ გადაცემას.

„- მე იდი ამინ დადა ვარ და გპირდებით, რომ ჩემი მთავრობა საქმეს გააკეთებს, ტყუილ დაპირებებს არ მისცემს ხალხს. ავაშენებთ ახალ სკოლებს, ახალ სახლებს, გავიყვანთ გზებს...“

„- ობოტესაც ასე უმღეროდნენ, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მან მთელი ქვეყნის ბიუჯეტი საკუთარ ანგარიშზე ჩაირიცხა.
- კარგი, ვაცალოთ ამ კაცს. მივცეთ შანსი...“

ვისაც გინახავთ, მელაპარაკეთ ფილმზე biggrin.gif biggrin.gif





იდი ამინი



ფილმი
http://adjaranet.com/Movie/main?id=421


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 11:11 PM