პოემა, ლექსი..., ჩვენი, სხვისი, ხალხური |
პოემა, ლექსი..., ჩვენი, სხვისი, ხალხური |
Mar 19 2011, 10:09 AM
Post
#281
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,268 Joined: 12-March 11 From: დედამიწა :) Member No.: 6,417 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას, ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება და სრულქმნილება დარქმევია არარაობას. და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე... ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში, მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში. შექსპირის ეს 66 სონეტი წავიკითხე რამოდენიმე კვირის წინ და მეგონა ახლა დაწერა -------------------- |
|
|
Apr 23 2011, 09:50 AM
Post
#282
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
...С полей уж снят покров снегов,
И реки рвутся из оков, И зеленеет ближний лес... Христос воскрес! Христос воскрес! Вот просыпается земля, И одеваются поля, Весна идет, полна чудес!.. Христос воскрес! Христос воскрес! /А.Н.Майков/ -------------------- |
|
|
Apr 25 2011, 05:11 PM
Post
#283
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- |
|
|
Apr 26 2011, 11:25 AM
Post
#284
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 6 Joined: 26-February 11 Member No.: 6,400 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წყენა,დაშორება,მიტევება,
ხალვა,სულთქმა-უშით ხადილი... თავზე დატეხილი მისტერია, ხელები ვედრებად გაწვდილი... ჩვეულებრივი ისტორია,- არაჩვეულებრივად განცდილი. ყოფა გარდასულის მოგონებით არცათუ მთლად ვარდის ფერია... მარტო გარდასულის მოგონებით ყოფა მეტისმეტად ძნელია, თუმვა...რა ხდება და რასა ჰკვდები, ეს "არ ახალია,ძველია". ტყენა,დაშორება გისენია, ჰგონებ-ჩათავდი და მოისრე... დგახარ-დაწვრილებით იხსენებ, ზიხარ მოსაგონარს მოისევ... ბევრი ამდაგვარი გისმენია, ბევრსაც ამნაირსაც მოისმენ: თავზე დატეხილი მისტერია, ხელები-ვედრებად გაწვდილი... ჩვეულებრივი ისტორია,- მაინც შენეულად განცდილი. (ბელა შალვაშვილი) |
|
|
May 9 2011, 02:21 AM
Post
#285
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 69 Joined: 5-January 11 From: Batumi Member No.: 6,344 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
May 26 2011, 03:24 PM
Post
#286
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Та, которая ведёт,
Знает: Небо нас зовёт. Путь один – вперёд и вверх. Назначает человек Сам себе свою судьбу; И вступает он в борьбу С ветхой личностью в себе, Побеждая в той борьбе Иллюзорный мир земной, Мир никчёмный и пустой. -------------------- |
|
|
Jul 7 2011, 09:12 PM
Post
#287
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან მიყვარს ჰაიკუები და თაია, ამათ რომ მივაკვლიე ძალიან გამიხარდა!!! :*
დავდებ, რომ ეს ფორუმიც გაალამაზოს.. კიდევ ოთხი ჰაიკუ (ციკლიდან "12 თვე") მარტი ზამთარგამოვლილ მზეს სხივი გაუთბა, – თქვა იამ თვალებით. აპრილი გაზაფხულია... მიწის დამზრალი გული, ცრემლმა დაალტო! მაისი ჩამოცხა უკვე... მზემ კვირტიდან ვარდიც კი გამოიტყუა. -------------------- |
|
|
Jul 7 2011, 09:16 PM
Post
#288
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ივნისი
პურის თავთავზე კუტკალია ქანაობს, – შია და... მღერის! ივლისი ციცინათელა გაოფლილი ჩამოჯდა... ღამეა, ცხელა... აგვისტო წითელმა ბურთმა ცა ზანტად გადაიარა... ნამზეურს ტოვებს... მომწონს, მომწონს, მომწოოონს!.... -------------------- |
|
|
Jul 7 2011, 09:20 PM
Post
#289
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რატომღაც სექტემბერი, ოქტომბერი ვერ ვნახე
ნოემბერი ქარმა მოწყვიტა ბოლო ფოთოლი ჭადარს, - უცებ აცივდა. დეკემბერი ზეცამ ვერცხლის თმა ჩამოშალა ღრუბლიდან... ზამთარი მოდის. იანვარი თეთრი ფანტელი თავზე დაეყარა ნაძვებს... მიდიან წლები.... თებერვალი ქარია გარეთ. ასე რატომ უძგერთ გული ნაზამთრალ ხეებს? -------------------- |
|
|
Jul 29 2011, 11:24 PM
Post
#290
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 50 Joined: 27-July 11 From: tbilisi Member No.: 6,526 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე ერთი პოსტი რომ გაგვეხსნა უილიამ შექსპირზე რა მოხდებოდა?
კარგი ფორუმია მაგრამ თემები აკლია... ბევრი საინტერესო თემის გახსნა შეიძლებოდა. ესეც ჩვენი შექსპირი : შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება, ვერ გამიგია - წამია თუ წელიწადია; ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია. შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს, არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები; ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს, როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები. არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს, არ გითვალთვალებ - სად იყავ და ვისთან იარე - და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის - ნეტავი იმას, ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე. ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება, ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება. (სონეტი XXXVIII) მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ, სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს, უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს. ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა, შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?! მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა, შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს. შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება, შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით... თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება, მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით. სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება, მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება! (სონეტი XXVIII) ახლაღა ვხედავ, ბედნიერი დრო რომ დასრულდა, სიმშვიდის ნაცვლად რომ შევესწარ მხოლოდ წამებას... დღის სატანჯველი ღამითაც რომ ვერ გრძნობს სასრულს და დღეს ღამე ტანჯავს და ცისკარი _ შემოღამებას. ემტერებიან დღე და ღამე ერთმანეთს ასე, მაგრამ ორივემ ახლა ჩემი მტრობა ინება: დღე ფიქრით მღლის და იმ წუხილით ღამეა სავსე, ჩემი ცხოვრება უშენოდ რომ მიედინება. მე შენზე ფიქრში მტანჯველ დღეებს ვეპირფერები, როცა ღრუბლებში შენი სახე მომეჩვენება, ღამესაც ბევრჯერ დავულოცე შავი ფერები, რომ ვარსკვლავებში დამანახოს შენი მშვენება... მაგრამ დღე მაინც ყოველდღიურ სატანჯველს ბადებს და ღამეც მიქსოვს ღამეული ფიქრების ბადეს. (სონეტი XXVI) შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა, შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო, და ამ წერილშიც შენს გულისთქმას, სიბრძნით კი არა, მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო. მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი, მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი, რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს. ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო და ეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები, ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა, ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები... და მაშინ გეტყვი, რომ მიყვარხარ! თუმცა მანამდე სჯობს არ მნახო და დავრჩე შენთვის გამოცანადვე. (სონეტი XXV) დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე, ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!... მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე და სიყვარულის იმედადღა დავიარები. ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას, მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი, მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას და ამაღლებულს დაბლა დასცემს... მიწყივ ცბიერი! თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული, ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი, განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული, ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა `სარდალი?! ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება - მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება! |
|
|
Jul 30 2011, 05:32 PM
Post
#291
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 325 Joined: 9-July 11 Member No.: 6,509 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მზეონა, ამაზე გაწყენინებ?
არ ვიცი, რატომ ვერ ნახე სექტემბერი და ოქტომბერი... და კიდევ სამს დავამატებ. სექტემბერი ცაზე ჰკიდია ოქროსფერი გორგალი, - შემოდგომის მზე. ოქტომბერი ფოთოლცვენაა... - იცი, საით მივყავართ გზას? - სიყვარულისკენ.... ვარდი ვარდი ქ ა ლ ი ა... მაგრამ მაინც “მ ე ფ ე” ჰქვია, თამარის დარად! მამას საათის სამი... - მამა, ნუ წახვალ, დარჩი, მოიცდის მიწა... [code][/code]მამას სასაფლაომდე შორი გზაა... თუმც ყველა გზა შენამდე მოდის. -------------------- * * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი, მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!! * * * მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე... მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების, როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან? |
|
|
Mar 3 2012, 10:12 PM
Post
#292
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოჯახის ქალმა დასტოვა ქმარი -
ბროლი, საპფირი, ვერცხლის ვაზები; მოწყენი წარსულს ახალა კარი და მიიყუდა ცეცხლის თასები... ქალაქში დადის კივილი რისხვის და მითქმა-მოთქმის ქრიან ქორები. ოჰ, მარადია ყივილი სისხლის და წყლის ნაყვაა ახლა ჭორები! ლ ე ბ ა ნ ი ძ ე :* -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 3 2012, 10:14 PM
Post
#293
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბედნიერება ვეძიე,
გზად ნარ-ეკალი ვწვადეო, ვსდიე და ვერ დავეწიე, დავჯექ და მოვუცადეო... მოვიდა, თავზე დამადგა: - ვაჟკაცს ცდა შვენის, სცადეო! ბეჭზედაც ხელი დამარტყა: - სიპ ქვაზე ზიხარ, ადეო! -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Apr 27 2012, 08:53 PM
Post
#294
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შეეშვი ლოცვას, დაეხსენი რწმენის მარწუხებს,
იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ. მომეცი ღვინო და იმ ქვეყნად როცა წარვდგებით, იქ სამსჯავროზე შენს მაგივრად მე ვუპასუხებ *** რად გსურს ქონება, თუ საწუთრო წარმავალია, რომელ არს იგი, ქვეყნად სული ვინც არ დალია? სული, სხეულში შეხიზნული მხოლოდ ვალია, როგორ შეირჩენ თუ გადახდა გარდუვალია? - ომარ ხაიამი -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Apr 30 2012, 05:00 PM
Post
#295
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,268 Joined: 12-March 11 From: დედამიწა :) Member No.: 6,417 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ომარ ხაიმმა აბუ საიდი გამახსენა...
ცეცხლი ცეცხლია, კვამლი იღებს თავის წვის შედეგს, ვის ვემართლები თუ ამ გზაზე თვითონვე შევდექ, ვინ მემტერება, ამა ქვეყნად ჩემს თავზე მეტად? ჰე, ჩემო თავო, რა მოგელის ამ ტანჯვის შემდეგ?! -------------------- |
|
|
Jun 11 2012, 10:26 PM
Post
#296
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა, შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას, ლამაზს, ცისფერთოლიანსა, წამო ჩემთან! უკაცრავად, ვერ გაგყვები ცოლიანსა! – ესალმება ფხოვის ტყეებს, ტყეებს მწვანე მოლიანსა, დაჯირას და უკადრისას, სატყრობელას ჭორიანსა... არაგვისკენ გზას მიიკვლევს, გზას ძალიან შორიანსა. ანა -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 11 2012, 10:30 PM
Post
#297
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პოეზია
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები, ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი, თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები. არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი, მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად, მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება. დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“, მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი. რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო, რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა, რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა. შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი, და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად, გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი, აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება. რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი, მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია. პაოლო იაშვილი (დიდი ხანია არ მიგრძვნია ასეთი შემოტევა, შემოქმედებითი აღმაფრენა ახლა მოვიდა და მიფრიალებს გულს, მაგრამ მაინც არაფერი გამომდის. ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო და ველოდები როდის დადგება, რომ დავწერო ყველაფერი (ან არაფერი ) -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 17 2013, 01:49 AM
Post
#298
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე დავიბენი, აგარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ? მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი, აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ? როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ, წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ? უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული, თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ? ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი, არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ? განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი, მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ? სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი, მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ? მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში, ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ? მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი, ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ? სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი, მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ? მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა, ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ? უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა, უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ? ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ? შემსე ტაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ? რუმი ჯალალ-ედ-დინ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 27 2013, 06:47 PM
Post
#299
|
|
RED soul Group: Members Posts: 293 Joined: 8-September 13 Member No.: 7,177 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნაღდი მამაო
ნაღდი მამაო სხვა ხმაზე ყმუის ნაღდი მამაო სულით მგელია ყოველდღე ისხავს პოლიტრა არაყს არც კი აწუხებს მას პახმელია გაჭირვებაში ის არჩევს დუმილს კაი პონტეპში კია მელია როგორღა სჯერა ამ სირ ხალხს მათი დღითიდღე უფრო საკვირველია ტუტანჰამონებს მოჰგვანან ვიდით გონება მათი კუპრზე ბნელია ხალხს ატყუებენ ზიან ოქროში უკვე მრავალი ასი წელია |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 06:10 AM |