სიყვარული, ყველანაირი სიყვარული |
სიყვარული, ყველანაირი სიყვარული |
Feb 23 2009, 02:14 AM
Post
#61
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 18 Joined: 21-February 09 From: Georgia Member No.: 5,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Feb 23 2009, 02:20 AM
Post
#62
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 18 Joined: 21-February 09 From: Georgia Member No.: 5,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Love isn't just about two persons, it's everywhere around you. Even i you not getting love from person A, it doesn't mean there's not love there.
It's about when you have been to stuborn you expect it back...like it's a bank or somethig. And a kind of relizaing that it's up to you what you give, but it's not up to you are given and where from Bjork |
|
|
Feb 25 2009, 02:24 AM
Post
#63
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გადახედავ ამ თემას და ადამაინს მთელი გულით გინდება ვინმეს სიყვარული. ახალი სიყვარული, ანდა ძველი. მოკლედ - სიყვარული. მაგრამ ღიირს კი? მერე იწყება: იმას? მიხვდება? გაიგებს? დაინახავს? დამინახავს? მომისმენს? ასე რატომ შემომოღრინა დღეს? გამიგებს? დამეხმარება? იქნება გვერდით? - მერე არ გამოვა რამე , ან არა. 90 % აღმოაჩენ რომ ილუზიებში იყავი, ანდა უარესი - დაინახავ რომ შეეშინდა ურთიერთობის, მოეჩვენა რომ რარაცას სთხოვ, რარაცაში ავალდებულებ, ანდა ერთ მშვენიერ დღესაც რაღაც დაეზარა. თითქოს რა არის საშიში, მაგრამ მაინც შეეშინდა. ამასობაში გავიდა დრო და დაიხარჯა ემოციები, ენერგია, ამ სიყვარულმა დაკარგა ძალა და დარჩი ცარიელი.
ახლა ვიცი რომ დამეტაკებით და საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებთ. ქალბატონები დაწერთ რომ მე ყველაზე ცუდი ვერსია აღვწერე, ანდა მეტყვით რომ არის წამები რომელთა გამოც ღირს, მამაკაცები იტყვიან რომ მათ არასდროს არაფრის ეშინიათ და არც არაფერს გაურბიან... ჰოდა, მიდით, დამიმტკიცეთ რომ უმრავლეს შემთხვევაში ასე არ ხდება. კინოფილმებით და რომანებით ნუ დამისაბუთებთ, რაიმე უფრო რეალისტური აჯობებს. გამდლობთ წინასწარ |
|
|
Feb 25 2009, 08:35 AM
Post
#64
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sophia
ვიცი, რომ საწინააღმდეგოს მოსმენა უფრო გაგიხარდებოდა, მაგრამ მეც თითქმის შენსავით ვფიქრობ -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Feb 25 2009, 03:11 PM
Post
#65
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Feb 25 2009, 08:09 PM
Post
#66
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- |
|
|
Mar 5 2009, 02:12 PM
Post
#67
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გადახედავ ამ თემას და ადამაინს მთელი გულით გინდება ვინმეს სიყვარული. ახალი სიყვარული, ანდა ძველი. მოკლედ - სიყვარული. მაგრამ ღიირს კი? მერე იწყება: იმას? მიხვდება? გაიგებს? დაინახავს? დამინახავს? მომისმენს? ასე რატომ შემომოღრინა დღეს? გამიგებს? დამეხმარება? იქნება გვერდით? - მერე არ გამოვა რამე , ან არა. 90 % აღმოაჩენ რომ ილუზიებში იყავი, ანდა უარესი - დაინახავ რომ შეეშინდა ურთიერთობის, მოეჩვენა რომ რარაცას სთხოვ, რარაცაში ავალდებულებ, ანდა ერთ მშვენიერ დღესაც რაღაც დაეზარა. თითქოს რა არის საშიში, მაგრამ მაინც შეეშინდა. ამასობაში გავიდა დრო და დაიხარჯა ემოციები, ენერგია, ამ სიყვარულმა დაკარგა ძალა და დარჩი ცარიელი. სიყვარული საქმეც იმაშია, მაშინ არის ნამდვილი სიყვარული, როცა არ ფიქრობ,–მიხვდება? გაიგებს? და სხვა მაგისთანა. თუ გიყვარს უანგაროდ უნდა გიყვარდეს, მხოლოდ მაშინ არის სიყვარული,–სიყვარული. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 9 2009, 06:53 PM
Post
#68
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
100%
გაეცით უანგაროდ და მიიღებთ უანგაროდ |
|
|
Mar 9 2009, 11:32 PM
Post
#69
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- |
|
|
Mar 11 2009, 11:06 PM
Post
#70
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და სხვათაშორის ჩემი გამოცდილებით გეტყვით,– შემიყვარდა უდიდესი, უღრმესი სიყვარულით. სიმართლეს ვიტყვი შეიძლება მისგან თავიდან ასე ღრმა არ იყო სიყვარული. შემიყვარდა უანგაროდ, არ მინდოდა მისგან არაფერი, მხოლოდ მიყვარდა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვგრძნობ რომ მასაც ვუყვარვარ უდიდესი სიყვარულით.
ყველას, ყველას გისურვებთ იმას რასაც მე ვგრძნობ. ყველას გეგრძნოთ რა არის სიყვარული. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 12 2009, 12:36 AM
Post
#71
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Mar 13 2009, 09:45 AM
Post
#72
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თითქოს როცა გიყვარს, მერე ყველა გიყვარსო
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 13 2009, 07:17 PM
Post
#73
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, ესეა.
ან არ გყოფნის და გინდა ის ერთი ბევრი იყოს რომ ისინიც გიყვარდეს |
|
|
Mar 17 2009, 11:11 PM
Post
#74
|
|
RED soul Group: Members Posts: 193 Joined: 13-March 09 From: tbilisi,tbilisi... Member No.: 5,929 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს.."
|
|
|
Mar 18 2009, 11:28 AM
Post
#75
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სოფიამ შემაშფოთებლად ზუსტად გადმოსცა ის რასაც ამ საკითხზე ვფიქრობ და არ ვეთანხმები ირმას ნამდვილი სიყვარულის ინტერპრეტირებაში ”მაშინ არის ნამდვილი სიყვარული, როცა არ ფიქრობ,–მიხვდება? გაიგებს? და სხვა მაგისთანა.” სიყვარული ყოველთვის ”ნამდვილია”, ეს ჩვენ ვართ განსხვავებულები, სხვადასხვანაირად აღვიქვავთ, ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ რომელთაც ეშინიათ, მერყეობენ, სხვადასხვაგვარი აღქმა გვაქვს. უბრალოდ მიუხედავად ამ რეალობისა სიყვარული მაინც პოულობს გზას, ახერხებს განსხეულებას და ეს ნამდვილი სასწაულია. სასწაულია თუკი ჩვენი ეგოს უნაყოფო მიწაზე სიცოცხლე ამოხეთქავს წყლისა და სინათლის გარეშე. და თუ ჯერ რომელიმეს ცხოვრებაში არ მომხდარა ”სიყვარულის სასწაული” ეს სულაც არ ნინავს იმას რომ მისი არსებობა შეუძლებელია ან იმას რომ არ მოხდება მომავალში.
|
|
|
Mar 18 2009, 12:16 PM
Post
#76
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
მე ვთქვი რომ სიყვარული არ უნდა არსებობდეს ანგარებით როცა ანგარებაა მაშინ სიყვარული არ არსებობს. უბრალოდ სიტყვა მშრალი ხდება და უხორცო. სიყვარული უანგარო გრძნობაა -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Mar 20 2009, 06:44 PM
Post
#77
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
What is love? >> http://www.youtube.com/watch?v=Eak9Q6r4kvo...feature=related
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Mar 23 2009, 03:12 AM
Post
#78
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორ უყვართ მამაკაცებს
ჯერ კიდევ არისტოტელემ აღნიშნა, რომ თუ იცით, როგორ ესმის თქვენს რჩეულ მამაკაცს სიყვარული, შეგიძლიათ თქვენი ურთიერთობების მომავალი იწინასწარმეტყველოთ. არსებობს სიყვარულის 6 ნაირსახეობა... აგაპე - სიყვარული-მსხვერპლი. მამაკაცი, რომელსაც ეს გრძნობა ისე ესმის, როგორც თავგანწირვა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საყვარელი ქალი თავს კარგად გრძნობდეს. ეს სიყვარული სუფთაა და სათუთი. უცებ ინთება, უსაზღვროა და მიმტევებელი, იწვის სწრაფად და კაშკაშა ალით. ამ სიყვარულით შეპყრობილები ხშირად ჩნდებიან მოტყუებულების როლში, რადგან სიყვარულის ობიექტი თავისდა უნებურად სარგებლობს მათი თავგანწირვით. ამ ტიპით ვითარდება როგორც წესი პირველი სიყვარული ადამიანის ცხოვრებაში. როგორ იქცევა. სავარაუდოა, რომ იგი დიდხანს გაწონებდათ თავს, ვიდრე სიყვარულში გამოგიტყდებოდათ. ამჩნევთ, რომ არასოდეს არაფერს გთხოვთ მისი გრძნობების სამაგიეროდ, იგი აბსოლუტურად უანგაროა. რას უნდა ელოდოთ მისგან. ასეთ სიყვარულს რა თქმა უნდა უამრავი პლიუსი აქვს. მამაკაცი, რომელიც მსხვერპლად სწირავს საკუთარ თავსა და ინტერესებს თქვენი გულისთვის, ნდობასა და პატივისცემას იწვევს. მაგრამ სამწუხაროდ მეტს არაფერს. როგორც წესი, ტოტალური ზრუნვა მოსაბეზრებელია. შეიძლება მოგინდეთ ვნება, მაგრამ ეს მამაკაცი "მოსიყვარულე მამიკოს" როლს უფრო ირგებს. ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ სექსუალურ ლტოლვას ვერაფრით აკმაყოფილებს. ხოლო რადგან მამაკაცი თქვენგან არავითარ პასუხს არ ითხოვს, თქვენ სულ უფრო ნაკლებ და ნაკლებ აფასებთ მას. ძირითადად იგი თავს გახვევთ თავის ზრუნვას, გამუდმებით ცდილობს გაიგოს თქვენი სურვილები, ფიქრები, აკონტროლოს ისინი. ლუდუსი - ე.წ. სიყვარული - თამაში. აქ ორი თამაშობს სიყვარულს. პარტნიორებს უფრო მეტად აღელვებთ ანტურაჟი, ვიდრე გრძნობის სიღრმე. სასიამოვნო სიყვარულია, რომელიც ღიმილით ახსენდებათ შემდეგ, მაგრამ ადვილად კარგავენ, როგორც საკურორტო რომანს. როგორ იქცევა. მაინცდამაინც თავს არ იწუხებს თქვენი გულისათვის. რადგან იგი თვლის, რომ თქვენს მიმართ მისი სექსუალური სურვილი უკვე ყველაზე კარგი მტკიცებულებაა მისი სიყვარულისა. როგორც წესი, იგი პირველივე პაემანზე "იგრძელებს ხელებს". იგი არ ცდილობს გაგიცნოთ როგორც პიროვნება. "უფრო ახლოს გაცნობა" მისთვის სულ სხვა რაღაცას ნიშნავს და ყოველ თქვენს უარს ისე იღებს, როგორც პირად შეურაცხყოფას. ასეთ მამაკაცს რაც უფრო დიდხანს ალოდინებთ, მით მეტად გაცივდება იგი თქვენს მიმართ, რადგანაც თვლის, რომ თუ ქალს მამაკაცი არ უნდა, ესეიგი არ აინტერესებს. ამასთან, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენს გარდა იგი სხვა ქალებსაც ხვდება და არც იმაზე ეჭვიანობს, თუ მის თვალწინ სხვა მამაკაცთან გააბამთ ფლირტს. იგი არ ცდილობს თქვენთან დაახლოებას, თქვენ კი გრძნობთ, რომ როცა შორს ხართ მისგან, მას ავიწყდებით, ხოლო თუ რეკავს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოს, თუ როდის იქნება შემდეგი შეხვედრა. რას უნდა ელოდოთ მისგან. შესაძლოა თავიდან გრძნობებისა და ემოციების ტალღამ გადაგყლაპოთ, თუმცა შემდგომში, როცა ვნება გადაივლის, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სექსის გარდა არაფერი გაკავშირებდათ. კაცი, რომელიც თვლის, რომ სიყვარული - ეს არის სექსი, როგორც წესი საკმაოდ ეგოისტურია და მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ფიქრობს. თუ თქვენ შეწყვეტთ მისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, იგი მალე გაცივდება თქვენს მიმართ. ასეთი მამაკაცის გრძნობები ძალიან სწარაფმავალია და ზედაპირული. მას მხოლოდ მაშინ უყვარხართ, როცა მასთან ხართ, განშორება კი იოლად გადააქვს. თუ მასთან განშორებას გადაწყვეტს, ნუ დაელოდებით მის ზარებსა და ბოდიშებს, ან შუაღამით ვარდების თაიგულებსა და ფიცს, რომ მუდამ თქვენი ერთგული იქნება. თქვენი კავშირი მხოლოდ ინტრიგა იქნება და თუ რამდენ ხანს გაგრძელდება იგი, ეს თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. თუ თქვენს პარტნიორს არ მოახვევთ თავს პასუხისმგებლობას თქვენზე და თქვენს გრძნობებზე, კიდევ დიდხანს შეგეძლებათ შესანიშნავად გაატაროთ დრო მასთან ერთად საწოლში. ეროსი - მგრძნობიარე სიყვარული. იგი ძირითადად მძაფრ სექსუალურ ლტოლვაზეა დაფუძნებული. ამ სიყვარულში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარეგნობას და პარტნიორის ფიზიკურ მომხიბვლელობას. ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. სექსუალური ლტოლვაც ასევე ძალიან დიდია. ეროსი თუ ორმხრივია, მაშინ პარტნიორები ერთმანეთს იზიდავენ როგორც მაგნიტი. მძაფრადაა გამოხატული პარტნიორის სრულად ფლობის სურვილი. ეროსით შეპყრობილი წყვილი დარწმუნებულია იმაში, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. როგორ იქცევა. ინტერესდება თქვენი ცხოვრებითა და პრობლემებით. არ იკარგება პირველივე პაემნის შემდეგ. სალაპარაკოც ბევრი გაქვთ, თუ ამის დრო დაგრჩებათ . საუბარში მხოლოდ თავის თავზე კი არ გიყვებათ, არამედ თქვენი გრძნობები და ემოციებიც აინტერესებს. რას უნდა ელოდოთ მისგან. თქვენ თითქმის იდეალური პარტნიორი აღმოაჩინეთ! ეს კაცი არ დაიწყებს თვითდამკვიდრებას თქვენს ხარჯზე, იგი აფასებს თქვენს გრძნობებს და საკუთარი სიყვარულით შანტაჟს არ მოგიწყობთ ("მე ყველაფერს ვაკეთებ შენთვის, შენ კი ასეთი უმადური ხარ!") მას უხარია, რომ თქვენ კარგად ხართ მასთან, მას მოსწონს თქვენზე ზრუნვა და თუ სიყვარული მართლა არსებობს, ეს ჭეშმარიტად ნამდვილი სიყვარულია! მანია - სიყვარულით შეპყრობილი. როგორც წესი, აგებულია ვნებასა და ეჭვიანობაზე. ეს ძალიან ემოციური სიყვარულის ტიპია. ეს სიყვარული უფრო შეეფერება "რომანტიული სიყვარულის" გავრცელებულ სტერეოტიპს. თავიდან ეს დაუოკებელი ვნებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავდაუჯერებლობა და მის საფუძველზე შემდეგ განვითარებული უმიზეზო ეჭვიანობა. რაც როგორც წესი საბოლოოდ შემაწუხებელ ურთიერთობებში გადაიზრდება. როგორ იქცევა. ასეთი მამაკაცის სიყვარულის ცენტრში ქალი კი არ არის, არამედ თვითონ. საბოლოოდ კი იგი ცდილობს საკუთარი თავი სხვების ხარჯზე დაიმკვიდროს. ეს შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიხატოს, მაგრამ უფრო ხშირად - ბანალური საყოფაცხოვრებო უხეშობითა და დამცირებებით "წვრილმანების გამო". ასეთი მამაკაცი შეუცნობლად ელოდება პრობლემებს თქვენს ურთიერთობებში, ხოლო თუ ეს არ მოხდება, იგი თავად შექმნის მათ. მაგალითად, მას შეიძლება აღარ მოეწონოს, თუ როგორ რეცხავთ ჭურჭელს, ან უცბად გამოგიცხადებთ, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავთ. ეს მამაკაცი ელოდება, რომ დამოკიდებული გახდებით მასზე. თვლის, რომ ქალს მხოლოდ იმიტომ უნდა უყვარდეს იგი, რომ თვითონ მასთანაა. იგი გაურბის ნებისმიერ რუტინას, მოწყენილობასა და შეჩვევას. ხშირად იცვლის მეგობრებს, სამსახურს და სავარაუდოა, რომ არასოდეს ყოფილა ცოლიანი. რას უნდა ელოდოთ მისგან. პათოლოგიურ ეჭვიანობას. მაგრამ იგი იმიტომ არ ეჭვიანობს, რომ თქვენი დაკარგვის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება "გაექცეთ" მის ძალაუფლებას. ამგვარად, რაც უფრო სუსტი და დამოკიდებული იქნებით, მით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს ეს მამაკაცი. იგი გამუდმებით ეცდება გაფიქრებინოთ, რომ რაღაცით ვალდებული ხართ მის წინაშე. ხოლო თქვენს სიყვარულსა და ზრუნვას ისე მიიღებს, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, არ დააფასებს და არ შეამჩნევს მათ. საბოლოო ჯამში, რაც მეტად მოისურვებთ მასთან დაახლოებას, მით მეტად მოგიშორებთ იგი და პირიქით, თუ იგი თქვენი მხრიდან სიცივეს იგრძნობს, მთელი ძალებით ეცდება მოგაწონოთ თავი. შემდეგ კი ისევ იგივე: და ასე მანამ, სანამ ორივეს არ მოგბეზრდებათ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მამაკაცი განშორებას თვითონ უკეთებს პროვოცირებას, რითაც თითქოს უფრო მეტად ამტკიცებს თავის მნიშვნელობას. პრაგმა - გონივრული სიყვარული. მიხვდით ალბათ, ასეთი სიყვარული გონებითაა ნაკარნახევი და დაფუძვნებულია პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე. რეალური და მიწიერი ურთიერთობების საფუძველია. პრაგმატული შეყვარებულები კარგად არიან გარკვეულები თავიანთ სურვილებში და პარტნიორს თავიდანვე კარნახობენ ურთიერთობის პირობებს. როგორ იქცევა. ასეთი მამაკაცი ამბობს, რომ მას სჭირდება ქალი, რომელთანაც მოსახერხებელია ( და არა ის, რომელიც პირველი დანახვისთანავე შეუყვარდება ან გადასარევი სექსი ექნება). გაცნობისას იგი პირველ რიგში ცდილობს გაიგოს, შეგიძლიათ თუ არა გაუძღვეთ სახლის საქმეებს, გაქვთ თუ არა ისტერიის შეტევები და ა.შ. მოკლედ, აკვირდება, მოსახერხებელი იქნება თუ არა თქვენთან ცხოვრება მისთვის. რას უნდა ელოდოთ მისგან. ვნებები და მოულოდნელი საქციელი თქვენს ცხოვრებაში არ იქნება. გამუდმებით შეგახსენებთ თავს გრძნობა, რომ ისე შეგარჩიეს, როგორც საქონელი ან სასარგებლო ნივთი. სანამ თქვენს პარტნიორს აძლევთ ყველაფერს, რასაც იგი ელოდებოდა თქვენგან - სტაბილურობას, მატერიალურ სარგებელს - მას ეყვარებით. მაგრამ როგორც კი ეს საფუძველი იკარგება, განშორებაც არ დააყოვნებს. ასეთი მამაკაცი მუდამ აკონტროლებს საკუთარ გრძნობებს და თქვენგანაც იგივეს მოითხოვს. თუ თქვენ გამუდმებული ცვლილებები გსურთ, ახალი შეგრძნებები და ემოციები გწყურიათ - ასეთი ურთიერთობები აშკარად ვერ გექნებათ მასთან. სტორგე - სიყვარული-მეგობრობა. ეს სიყვარული დამყარებულია შინაგან სიმშვიდესა და სულიერ წონასწორობაზე. ეს არის ნელ-ნელა გაღვივებული ემოცია, რომელმაც საწყისი აიღო საერთო ინტერესებიდან და მეგობრობიდან. ეს თბილი და საიმედო სიყვარულია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოთ სიცოცხლის ბოლომდე. როგორ იქცევა. მამაკაცი გიყვებათ ყველა თავის პრობლემასა და წინაპარზე. თქვენ გრძნობთ, რომ მასთან ყველაფერზე შეგიძლიათ ილაპარაკოთ. არასოდეს შეგიპყრობთ ეჭვი, მოუყვეთ თუ არა რაიმე "ისეთი" - უბრალოდ მიდიხართ და უყვებით. ყოველთვის დარწმუნებული ხართ იმაში, რომ მასთან გაგებასა და მხარდაჭერას იპოვით. რას უნდა ელოდოთ მისგან. შესაძლოა, მალე მოგენატროთ ძლიერი ემოციები, ახალი შეგრძნებები. თუ თქვენ ერთმანეთის ყველა გრძნობა და სურვილი გეცოდინებათ, უფრო მეტად ვეღარ დაახლოვდებით - უბრალოდ აღარ დააინტერესებთ ერთმანეთს. ამიტომ, გონივრულია იქონიოთ პატარა ჰობი და ინტერესები, რომლებიც დაგეხმარებიან შექმნათ თქვენი პირადი, ინტიმური სივრცე. -------------------- |
|
|
Mar 23 2009, 03:17 AM
Post
#79
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE მანია - სიყვარულით შეპყრობილი. როგორც წესი, აგებულია ვნებასა და ეჭვიანობაზე. ეს ძალიან ემოციური სიყვარულის ტიპია. ეს სიყვარული უფრო შეეფერება "რომანტიული სიყვარულის" გავრცელებულ სტერეოტიპს. თავიდან ეს დაუოკებელი ვნებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავდაუჯერებლობა და მის საფუძველზე შემდეგ განვითარებული უმიზეზო ეჭვიანობა. უი თურმე ჰქონია სახელი -------------------- |
|
|
Mar 23 2009, 07:52 PM
Post
#80
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა და
მე პლატონური მეგონა მანია-პლატონური ყოფილა -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 12:03 PM |