IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი
kate
post Feb 2 2012, 05:49 PM
Post #1


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია აბორიგენული ხალხი, მაგრამ მხედველობაში მყავს დედამიწის ის უძველესი მოსახლეობა, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ უძველეს წეს-ჩვეულებებს, მსოფლმხედველობას, ცხოვრების შედარებით პრიმიტიულ წესს, უძველეს სიბრძნეს ლეგენდებისა და რიტუალების სახით, ცდილობენ არ იათქვიფონ ცივილიზაციაში, ჯერ არ დაუკარგავთ კავშირი მიწასთან, ისეთები როგორიც არიან ამერიკის აბორიგენები, რომელთაც ზოგადი სახელით - ინდიელები - ვიცნობთ, ავსტრალიელი აბორიგენები, აფრიკელი ზულუსები, დაგონები..., იაპონელი იანუ, მალაზიის მოსახლეობა, ახალ ზელანდიელი მაორები და სხვები
ახლა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თემა მაიას კალენდარია, რომლის მიხედვითაც დროის ათვლა 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება, ზოგი გამოთვლით 23 დეკემბერს ან 2013 წლის 16 თებერვალს. ეს ინფორმაცია ზოგადად ყველამ იცის, მაგრამ რას წარმოადგენს თვითონ ეს კალენდარი, ვინ შეადგინა, რაში გამოიყენებოდა გარდა დღეების ათვლისა, როგორ გამოიყურება, რა ათვლის სისტემა არის გამოყენებული, რამდენად ზუსტია, რას ნიშნავს მთავრდება და რა მთავრდება....
რამოდენიმე წელია სერიოზულად დაინტერესებული ვარ ამ კალენდრით და ვეცდები, რამდენადაც შესაძლებელია გამარტივებული და გასაგები სურათი მოგცეთ, ვისაც აინტერსებს ეს თემა.
კალენდარი, ჩვენი გაგებით საკმაოდ მარტივი დროის ათვლის სისტემაა, რომელიც იწყება დღეებით, დღეები ქმნიან კვირას, კვირები თვეს, თვეები წელს, წლები საუკენეს - ეს ყველაფერი ქრონოლოლოგიურად დალაგებულია, ითვლება და ინომრება მხოლოდ წლები, დღეები და თვეები ციკლურად მეორდება. ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კალენდრული სისტემა. რომლის საფუძვლად აღებულია ის დრო, რასაც დედამიწა ანდომებს თავისი ორბიტის გავლას, ანუ მზის გარშემო ერთი წრის გავლას, რაც დაახლოებით 365 დღეს წარმოადგენს, თავისი ღერძის გარშემო ერთი წრისათვის 24 საათი ჭირდება, ეს არის სულ რასაც ჩვენი კალენდარი გამოხატავს, მასში არ არის მთვარის ფაზები ან დედამიწის მდებარეობა სხვა პლანეტების მიმართ, მითუმეტეს მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში.
მაიას კალენდარი მთლიანად განსხვავებულია ჩვენი კალენდრული სისტემისაგან, ეს არის რთული კომპლექსური სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დედამიწაზე დროის ერთხაზოვან ქრონოლოგიას აწარმოებს, არამედ ამ დროის კავშირს ცნობიერებასთან, და ამით ერთადერთი და განსაკუთრებულია დედამიწაზე ოდესმე ან ახლა არსებულ კალენდრებს შორის...
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
kate   მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი   Feb 2 2012, 05:49 PM
TOT   მე ვფიქრობ 2012 წელი დ...   Feb 2 2012, 07:34 PM
kate   ის რასაც მაიას კა...   Feb 2 2012, 08:40 PM
kate   ცოლკინი, იგივე ღთი...   Feb 3 2012, 06:55 AM
earth   kate ძალიან საინტერე...   Feb 4 2012, 01:08 AM
kate   მაიას კალენდრიდან...   Feb 4 2012, 08:47 PM
kate   მაიას და საერთოდ ...   Feb 6 2012, 07:13 PM
Zet   http://3.bp.blogspot.com/_rbwHz9UVUGI/TTd9ucPuKZ...   Feb 7 2012, 03:00 PM
kate   Zet მადლობთ, ამ სურა...   Feb 11 2012, 09:39 AM
Zet   ეს მემგონი ნაწილია...   Feb 11 2012, 02:21 PM
tikoroma   ესა? http://s017.radikal.ru/i434/1202/36/f8c...   Feb 11 2012, 03:02 PM
kate   Zet ეს არის მაიას ჰა...   Feb 14 2012, 07:36 PM
td.........   ველოდები ამ თარიღს...   Feb 16 2012, 09:28 PM
LAIRA   ბევრი ადამიანი უარ...   Feb 19 2012, 11:12 AM
kate   ჩვენ მიჩვეული ვარ...   Feb 20 2012, 06:43 AM
kate   მაიას თავის ლეგენ...   Feb 24 2012, 09:19 AM
fukoshima   შინაგანად მეფიქრე...   Feb 24 2012, 02:17 PM
shendaukar   საინტერესოა, ველით...   Feb 24 2012, 09:14 PM
kate   მაიას გრძელი კალე...   Feb 25 2012, 09:30 AM
LAIRA   kate , ეს ადრე მოხდა, კ...   Feb 25 2012, 09:39 AM
kate   ღმერთი ბოლონ იაქტ...   Feb 26 2012, 06:23 PM
kate   მოდით, გავაგრძელოთ...   Nov 28 2012, 08:05 AM
earth   kate საინტერესო კი არ...   Nov 28 2012, 08:43 AM
teepurple   კი გავაგრძელოთ, ძა...   Nov 28 2012, 12:50 PM
Plasmodium   kate გისმენ, დიდი ინტე...   Nov 28 2012, 08:57 PM
kate   მაშინ გავაგრძელოთ...   Nov 29 2012, 08:33 AM
earth   kate მეც ვთვლი, რომ ვი...   Nov 29 2012, 08:44 AM
Lashapoli   მეც ვთვლი, რომ ვიყა...   Nov 29 2012, 09:23 AM
tikoroma   kate ქართველ ეზოთერი...   Nov 29 2012, 09:59 AM
td.........   :heart:   Nov 29 2012, 11:07 AM
anima mundi   ეს მახსოვს ან უნდა...   Nov 29 2012, 04:15 PM
Atm@n   კასტანედას "მაგი...   Feb 5 2013, 02:40 PM
Atm@n   http://www.sacred-texts.com/nth/ssbm/index.htm   Feb 5 2013, 05:18 PM
Atm@n   პრაქტიკული მაგია...   Feb 5 2013, 05:36 PM
Atm@n   კაჰუნების სიმბოლო...   Feb 6 2013, 05:39 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 01:09 PM