Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ უანგარო სიყვარული

Posted by: Sad Moon Mar 23 2021, 03:09 PM

wub.gif ბევრი რელიგია თუ ადამიანი ამბობს რომ ჭეშმარიტება უანგარო სიყვარულია. როდესაც გულიდან იყურები, ნებისმიერი ადამიანის სულიერებას წვდები. მაგრამ და ისევ მაგრამ. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ რომ ჩვენ პლანეტაზე ცხოვრებისთვის და სოციუმში საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა გვიწევს. ყველა ადამიანშია ცხოველური ინსტიქტები, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ძირეული თვითგადარჩენის ინსტიქტია. მაგალითისთვის, ადამიანი გირტყავს მთელი ძალით, ცოტაც და ხვდები რომ შეიძლება მოკვდე. ამ დროს არცერთი არ ახედავთ იმას ვინც გირტყავთ და არ ეტყვით, აი მე იცი უანგაროდ მიყვარხარ, მიდი მცემე მაინც მეყვარები და გაპატიებ. სრული ნონსენსია ასეთი მდგომარეობა, რომელიც მსხვერპლის როლში გადადის! ჩემი მოკრძალებული აზრით შეიძლება სამყარო გიყვარდეს და მასში შემავალი თითოეული ნაწილაკი ან არსება ან ადამიანი, ისე რომ მათგან არაფერს ელოდე და მოითხოვდე. მაგრამ ნორმის ფარგლებში, ისე რომ ამ სიყვარულით არ დაზიანდე.

What do u think about it? 🤔

Posted by: tikoroma Mar 23 2021, 09:48 PM

შეიძლება მაგ მდგომარეობამდე მისვლაც.
თეორიულად ვეთანხმები მაგ მიდგომას და რეალურად ალბათ ცნობიერად უნდა მიხვიდე ჯერ მაგ სიმაღლეზე, რომ შეძლო შესრულება და ინსტიქტის დაძლევა.

Posted by: Sad Moon Mar 23 2021, 10:26 PM

შეუძლებელი არც არაფერი ამ ქვეყნად. თვითგადარჩენის ინსტიქტი თუ დაკარგა ადამიანმა, ძალიან ჩვეულებრივად მაქსიმუმ 1 თვეში სხვა ადამიანები "შეჭამენ", პლუს არ ექნება იმის განცდა რომ მძიმე სიტუაციაში როცა იქნება დააღწიოს თავი. არანაირად არ ვარ ძალადობის მომხრე და ვფიქრობ რომ თავიდან თავის შეკავება შეიძლება ძალადობაზე(ამასაც გააჩნია რა სახის) და შემდგომ რამოდენიმე ვარიანტი რჩება- შეეგუო გაიქცე ან დაუბრუნო პასუხი. ძალადობა, ადრე თუ გვიან, უკუშედეგის სახით, ყოველთვის შობს ძალადობას. უბრალოდ გიყვარდეს ადამიანები პირადად ჩემთვის არ ნიშნავს იმას რომ იდგე და სამჯერ რო გაგარტყავენ ლოყაში მეოთხედაც მიუშვირო ლოყა- მიდი გიჟო მიმბეგვეს თემაში. ეგ უკვე სიდებილეა. თუმცა იმაში გეთანხმები რომ გაცნობიერებით მიიღწევა ეგ მდგომარეობა, ერთიანობის და უანგარო სიყვარულის მდგომარეობა. რაც რა თქმა უნდა საკმაოდ ძნელად მისაღწევია, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში.

Posted by: earth Aug 27 2022, 10:43 PM

მეორე ლოყის მიშვერის პროცესი არც მე მესმის, ვერთ დაუჯდები ერთ არანორმალურს და ვერ არტყმევინებ უაზროდ. ამაში რაღაც უფრო განსხვავებულს ვხედავ. ამაში სიყვარული არაა... არც ლოგიკურია ესე...
რაც შეეხება უანგარო სიყვარულს, ეს სხვა თემაა... ადამიანმა უნდა შეძლო პატიება. ხშირად ვამბობთ ვაპატიე, ერთს ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ და რამდენჯერ ვაპატიოო?! უნდა აპატიო დაუსრულებლად, მთელი გულიდან უნდა აპატიო. ამით ისევ უნდა იგრძნო სიყვარული, თორემ მარტო პატიობა არ ასებობს, ეს გადაბმულა სიყვარულთან. ეს უმთავრესად შენთვისაა კარგი, აღარ გექნება ტკივილი, როცა პატიობ და როცა სიყვარულით ივსები, თითქოს მჩატდები, თითქოს ჰაეროვანი ხდები და თითქოს მზად ხარ გაფრინდე ახალი ლეველისათვის. angel-12.gif

Posted by: old_man Jan 5 2023, 11:39 PM

უანგარო სიყვარულის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მშობლის (განსაკუთრებით დედის) სიყვარული შვილის მიმართ
ახლა გავარჩიოთ რატომაა ასე: იმიტომ, რომ მშობელი შვილს მიიჩნევს თავის ნაწილად. ანუ ადამიანს თავისი თავი ხომ უყვარს და უყვარს და ასევე, შვილის სახით დამატებით ჩნდება ასეთივე სიყვარულის ობიექტი.
იდეაში ასეთივე სიყვარული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის მიმართ - როგორც დედამიწაზე ადამიანი თვლის შვილს თავის ნაწილად, ნატიფ დონეზე, მაღალ ცნობიერებაში იგი ხვდება, რომ ყველა ადამიანის არსი ერთია. და აქედან მოდის სიყვარული: მე ხომ მიყვარს ჩემი თავი და სხვაც იმიტომ მიყვარს, რომ ის სხვაც მე ვარ
მაგრამ დედამიწაზე მეტწილად ცრუ მე-ს ცნობიერებაში ვცხოვრობთ, რომელშიც სხვები აღიქმებიან უცხოებად და განცალკევებულებად
ეს ცნობიერება უნდა დავძლიოთ როგორმე, თუ არადა ვიტანჯოთ ისე, როგორც გვიტანჯია აქამდე )

Posted by: earth Jan 6 2023, 08:58 AM

როდესაც შეყვარებული წყვილი ერთად ცხოვრობს და გაივლის მრავალ გამოცდას, რადგან ყოველთვის ხდება რაღაც წინაღობები ცხოვრებაში და ხშირად იკარგება ის სიყვარული, რაც წარმოიქმნა. როდესაც გადიან წლები და მთავრდება ეროტიკული სიყვარული, როდესაც შენს ადამიანთან გაივლი გრძელ გზას, მაშინ წარმოიქმნება მართლაც უანგარო სიყვარული. აი ესაა ნამდვილი სიყვარული, როდესაც გიყვარს თავისი შეცდომებით თუ ნაკლოვანობებით, როდესაც პატიობ ყველაფერს, როდესაც გიყვარს ისეთი როგორიც არის, როდესაც არ უპირებ რამე შეაცვლევინო, როდესაც აძლევ იყოს თავისუფალი,–გაჰყვეს ისიც თავის ჰობს, წლების მერე სიყვარული კიდევ უფრო ღრმაა, ზუსტად მაშინაა უანგარო სიყვარული. wub.gif

Posted by: Soproma Mar 24 2023, 11:06 PM

ცხოველებზე მეტად უანგარო სიყვარული იშვიათად მინახავს ადამიანებში მაგრამ მინახავს და ბედნიერად ვთვლი თავს რომ ეს მინახავს და არა სადმე წიგნში წამიკითხავს ან ვინმეს მოყოლილი მომისმენია და რაც შეეხება გირტყავს და მიყვარხარო უთხრა არა მგონია ამან გააჩეროს wink.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)