ეგრე არარი თქვენ რო გგონიათ...
მე მაგალითად სურვილი მაშინ მისრულდება როცა იმედს ვკარგავ.
სანამ უკანასკნელი იმედის ნაპერწკალიც არ გაქრება... შანსი არაა შემისრულდეს
ეს 1) მომენტი რაც შემილია გამოვყო ამ საკითხში - იმედს სანამ არ დავკარგავ არაფერი იცვლება
შემდეგზე მომენტზე ცოტა მერე დავწერ...
იმედი ძაან ხელისშემშლელი მომენტია.....
mata
იმედი კი არ არის ხელისშემშლელი , შენი გამუდმებული ყურადღებით სურვილისადმი და მასზე გამუდმებული ფიქრით ისე ზრდი მას ზომებში (არამატერიალური სახიტ), რომ სამყაროს მიერ გამოგზავნილი იმპულსები უკვე ვეღარ ეტევა სურვილის ასრულების არხში.. ამიტომ რამე თუ გინდა , ისურვე სუფთა გულით, ძლიერი ემოციით და გაუშვი... თუ მუდმივად მასზე იფიქრებ სანამ ხელს არ ჩაიქნევ არ აგისრულდება...
td.........
იგივეს ამბობ, ოღონდ სხვა სიტყვებით...
მე მჭირდება
mata
...........იმედი სხვა რამეა....
კარგო
აი მე უკვე შემისრულდა სურვილი, პოზიტივი მოვიდააა
ტდ-ს არ დაუჯეროთ...
იმედი არავითარი სული და ანგელოზი არ არი...
მარტივად ავხსნი
იმედი მაქ მოხვალ.....
იმედია წახვალ...
აესარი რა... იმედი გაქ და იცი და ელოდები.... აი ამ გრძნობას ვამბობ... რო ელოდები
რო გაქ მოლოდინი ... რაღაცას რო ელი...
მემგონი ესარი იმედი ... რეალურად!
ანუ მოლოდინი
ეხლა მე იმედზე იმიტო ვამახვილებ ასე ძალიან ყურადღებას.... რო
აი ყველაფერში... აბსოლიტურად..........
მთელი ცხოვრების მანძილზე...
სახში გარეთ... ყველგან და ყოველთვის.... ეს გრძნობა თან დაგვყვება..
(90% გაუცნობიერებლად... 10% გაცნობიერებულად)
ხალხო აი მე გეუბნევით
და შეამოწმეთ დღესვე..
იმედზე საშინელი ხელისშემშLელი ფაქტორი... არარსებობს ამ ქვეყანაზე... აი მე ვამბობ !!
როცა რაღაცა გინდა
რაღაც სურვილი გაქ ... თუნდაც ელემენტარული... "კარგათ ვიყო"
იმედი გაქვს... რო თუ დღეს ცუდათ ხარ.. და ეხლა თუ რაღაცა რიგზე ვერარი...
აი ხვალ.............!!
ხვალ კარგათ ვიქნები
ხვალ თუარა... ზეგ ვიქნები კარგად...
ზეგ თუარა ერთი კვირის მერე...
მაშIნაც თუ არა და.... ნუუ როცა იქნება და ხო გავხდები კარგად !!!! - - - -აი ამითი გაგყავს დღეები...
კვირები....... წლები..... რეინკარნაციები...
და რა შედეგი
გეტყვით
0
ეხლა მე არა მაქ იმედი რო თქვენ ამას მიიღებთ მხედველობაში
არა მაქ იმედი რო მოგეწონებათ
მარა მაინც დავწერე... უიმედოთ
და ეხლა კიდე ერთი
აი რაღაც საშვალებები რო არსებობს სურვილის შესრულების...
მთელი მაგია და მთელი ეზოტერიკა და საერთოდ ჯადო და თუნდაც ეკლესიაში ლოცვა
ყველაფერი ეს...
ემსახურება რას?
სურვილის შესრულებას
ეე ბოლოში გაილექსა ხალხო..
ყველა ჩვენი მოქმედება სურვილის შესრულებაა
რაღაცა რო გინდა მიიღო -იმიტო დგახარ და ლოცულობ
რაღაცა რო გინდა მიიღო- იმიტო კეთდება ჯადო
რაღაცა რო გინდა მიიღო- იმიტო კეთდება შელოცვა და რიტუალი
სწავლობ, წიგნებში იქექები თუ რა სახით იმეცნებ... ყველაფერი გინდა და გჭირდება იმისთვის
რო ეს ცოდნა გამოიყენო შენი მიზნების მისაღწევად
მიზანი ის კიარარი მანქანა მყავდეს (ვთქვათ)
არამედ მიზანია..> ჩემი სურვილი შესრულდეს
თუ შენი სურვილები სრულდება... მაშინ ყველა მიზანი მიღწეულია...
მთავარია ჩვენ ვიცოდეთ -როგორ
როგორ უნდა მოვიქცე... ან რა უნდა გავაკეთო... რო მივიღო მისაღები
ყველა მაგიური შელოცვა, ჯადო, თუ რიტუალი.... თუ ეკლესიური ლოცვა
რეალურად , მათი ამოცანაა - მთხოვნელს დააკარგინოს საკუთარი თავის იმედი.
მე მინახია ბევრი არასწორი შელოცვები.... მაგეებს ეძახიან არამუშა... ანუ შეამოწმეს და არ მუშაობს
დაარი შელოცვები.. მუშა.. შეამოწმეს და მუშაობს...
ჩემ ენაზე ესარი სწორი და არასწორად დაწერილი შელოცვა
შელოცვა სწორია თუ ის წარმომთქმელს იმედს დააკარგინებს
შელოცვა ძლიერია თუ ის ერთ წაკითხვაში დააკარგინებს იმედს
ხოლო შელოცვა სუსტია თუ ის მრავალ წაკითხვას საჭიროებს...
შელოცვა არასწორია თუ ის მთქმელის იმედს არაფერს დაუშავებს
და არამარტო შელოცვა
ლოცვა და ყველაფერი რასაც მაგიური საქმიანობის დროს აკეთებენ
თუნდაც ხელების მოძრაობა, დაჩოქვა და ა.შ....
ასევე რო არი რაღაც სიტყვები... ბგერები..
აუმ.. ბაუმ.. და ა.შ. ხმოვნის გაგრძელებები ...
თავის დროზე ვინც შექმნა
თავის დროზე ვინც ჩაწერა და გაავრცელა...
"მხედველები" ასე ქვიათ მაგენს...... ეგენი ხედავდნენ იმედს რომელი ბგერათა კომბინაცია შლიდა
ან რომელი მოძრაობა
მხედველი შეილება იყო, მარა ძლიერი ლოცვა რო დაწერო ...აი სწრაფმოქმედი... "თქმა და ქმნა რო ერთია"
მაგას სხვა პონტი სჭირდება... მარტო მხედველობა არ კმარა...
კაკრას.. აეგეთი მხედველების მიერაა შექმნილი უმეტესი წიგნები და ლოცვები..
რომლებსაც ძალა არ ყოფნით ძლიერი ლოცვა დაწერონ... და წერენ ძალიან სუსტ ლოცვებს და პრაქტიკებს...
და შედეგი მოდის ... დიდი ხნის მერე...
სხვათაშორის არის ასეთი გამოთქმა -როცა აღარ მინდოდა, მაშინ მივიღე
როცა უკვე ინტერესი გამიქრა და მუღამი დავკარგე, მაშინ მივიღე
ხოდა სწორედ აქა ვართ ჩვენც
ინტერესის დაკარგვა და მუღამის დაკარგვა- იგივე იმედის დაკარგვის შემდეგ დგება.... ოღონდ გადამჟავებულ / გადამლაშებულ ვარიანტშI
ანუ დოზა თუ მეტი მოგივა..... იმედს გასცდა და ინტერესიც დაკარგე და მუღამიც ზედ მიაყოლე........ ჩათვალე ბანძი ხარ
არ ვარგა
თანაც საშინლად
მაგ დროს მისაღების მოსვლაზე.... საერთოდ აგრესიული რეაქცია გაქ და აღარ გინდა კიარადა/... ნერვები გეშლება რო გაქ
ბრაზდები იმიტორო როცა გინდოდა, მაშინ არ გქონდა და ეხლა რაღა ჩემს ფეხებად გინდა...
ჩვენ რა გვინდა
მივიღოთ ის რაც გვინდა და როცა გვინდა
თორე ოდესმე მოსული.... ეგრე... ოდესმე ბებიაჩემიც ადგება საფლავიდან...
ხოდა ისე მოვა ჩვენი სურვილები ოდესმე , როგორ ოდესმედაც ბებიაჩემი ადგება საფლავიდან
ამდენი ვწერე და მთავარი არ ვთქვი...
მიიღო ერთია.
შეიძლება რაიმე საშვალება გამონახე და მიიღე
მარა
გადავდივართ მეორე საკითხზე:
შენარჩუნება
მიღებით, შეიძლება ბევრი რამე მიიღო... ყოჩაღ, კარგია..
მარა რამდენ ხანს დაყოვნდება შენთან მოსული ბედნიერება
აი ამაშია საქმე
როგორც მოვა... ისე წავა...
იცი როგორ უნდა შეინარჩუნო მოსული?
ამაშია მეორე გაკვეთილის თემა
პკ.
მართალი ხარ ყველაფერში, ჩემს შემთხვევაშიც ეგრეა ბევრი რამ, ცხოვრება ასეთია...
იმედთან დაკავშირებით, სტაბილურობაც არ არის ჩვენ კი გვინდა მაგრამ სიცოცხლეს სტაბილურობა არ უყვარს, სიცოცხლეს მუდმივცვალებადობა უყვარს და გვაქვს ბრძოლა...
სულ ვეწინააღმდეგებით, თავს ვიცავთ, მას კი უნდა რომ უბრალოდ მივენდოთ, ჩვენ კი აბჯარ ასხმული დავიარებით ვაიდა რამე უბედურება რო შემემთხვეს?
ჩვენ ასე ვართ აღზრდილი ტვინში გამჯდარი თავდაცვაზე გადართულები, ყველაფერს როგორც დიდ ტვირთს დავატრებთ,
როცა გაქვს იმედი გაქვს იმედგაცრუებაც.
მთელი გარემო ასეთია და რომ არ მოხვდე ამ გავლენებში ძნელია
ano
რახან ამდენს ხვდები... და ამდენი იცი... მაშIნ ისიც გვითხარი
მიღებული შედეგი როგორ შევინარჩუნოთ
გისმენ
ალბათ ოჯახის შენარჩუნება? ან რაც არ უნდა იყოს დიდი ძალა მიდის როცა ცდილობ სტაბილურობის შენარჩუნებას
ოშოს წიგნიდან "საიდუმლოთა საიდუმლო" მოვიყვან მაგალითებს მაგან ჩემზე კარგად იცის ამ ცხოვრების
გვ 186
აწმყო - ეს სამუდამოდაა
-....იმედი უბრალოდ ძალისხმევაა, რომალსაც შენ აკეთებ. შენ კვლავ იუზიას ქმნი. ეს თამაში უსასრულოა... შენი ცხოვრება მუდმივად დაძაბული ხდება... შენ არ შეგიძლია უბრალოდ იყო, შენ ძალიან ხარ დაკავებული იმით, რომ გახდე. რამედ გახდომის სურვილი - ტანჯვაა, უბრალოდ ყოფნის უნარი - ზეიმი.
ზეიმი ხდება არა იმიტომ, რომ რაიმე სურვილი ასრულდა, არც ერთი სურვილი არასოდეს არ სრულდება... სურვილი- აწმყო მომენტის თავიდან აცილების საშუალებაა. სურვილი მომავალს ქმნის და აწმყოსგან შორს მიჰყავხარ. სურვილი ნარკოტიკია ის ბინდავს შენს ცნობიერებას და არ გაძლევს რეალობის დანახვის საშუალებას რაც არის აქ და ახლა.
... თქვენ კი შეგიძლიათ ბოლომდე იყოთ აწმყოში მხოლოდ მაშინ, თუ არ გაქვთ სდმე მომავალში ვინმედ გახდომის სურვილი. ამას ვუწოდებ მე გასხივოსნებას.
სტაბილურობასთან დაკავშირებით იმავე წიგნიდან
გვ 119
... ქალური პრინციპი ცნობიერებაა
ქალური პრინციპის გამო ქალები მიჯაჭვული არიან სხეულზე, მამაკაცი კი არც ისე მიჯაჭვულია სხეულზე, თი მის გვერდით ქალი არაა ის უსუფთაო ხდება, მისი ოთახი მტვერით ისე იფარება რომ ამას ვერც კი ამჩნევს.
...ქალები რომ არ ყოფილიყვნენ მამაკაცები კარვებში იცხოვრებდნენ... სწორედ ქალმა შექმნა მთელი ცივილიზაცია.
ქალი ძალიანაა მიჯაჭვული მატერიალურ საგნებზე: სახლი, მანქანა, ტანსაცმელი....
ქალი ცნობიერების მატერიალური ნაწილია
გახსოვდეთ ქალის გარეშე სულს არ შეუძია ამაღლდეს. დიად პოეზიას მამაკაცი ქმნის, მაგრამ მისი შთაგონების წყარო ქალია.
თუ მამაკაცმა იცის , რომ ქალი ყოველთვის მის გვერდითაა, ის უზარმაზარ ძალას გრძნობს, მას ნებისმიერ თავგადასავალში შეუძლია გამგზავრება, მაგრამ თუ გვერდით ქალი არ ყავს ის ძალებს კარგავს
ჭეშმარიტების ძიებაში მამაკაცი უნდა იყოს წამყვანი, ქალი კი მიყვებოდეს.
(ასევე საუბარია შინაგან ქალზე და მამაკაცზე როგორ განვავითაროთ ისინი ურთიერთდახმარებით..)
მამაკაცი დაინტერესებულია სიცოცხლით, ქალი დაინტერესებულია სტაბილურობით. მამაკაცი დაინტერესებულია სიყვარულით, ქალი დაინტერესებულია დაცულობით
ქალი სიკვდილია, სიტყვა სიკვდილი არ გულისხმობს განკითხვას, უბრალოდ დაცულობა სიკვდილის თვისებაა. თქვენ დაცული ხართ მხოლოდ მაშინ, როცა მკვდარი ხართ, დაცული ხართ მხოლოდ მაშინ როცა არ ხართ: როცა უკვე ვეღარაფერი დაგემართებათ
არსებობს ძველი გამოთქმა, რომ სამყაროში მეტი ბედნიერება იქნებოდა, თუ ყოველი მამაკაცი უცოლო დარჩებოდა, ყველა ქალი კი გათხოვდებოდა, მაგრამ ეს შესაძლებელია? ეს შეუძლებელია.
თქვენში არსებული ორი პრინციპი მუდმივად იბრძვის. როგორც გინდათ დაარქვით_ სიცოცხლე და სიკვდილი, სინათლე და სიბნელე, მამაკაცი და ქალი... ეს პრინციპები გამუდმეებულ ბრძოლაში არიან. სწორედ ამაშია უბედურების, ტანჯვის, ჯოჯოხეთის მიზეზი.
ნება მიეცით მათ რომ დამეგობრდნენ, ნება მიეცით თქვენს ენერგიას მათი საშუალებით რბოლის გარეშე იტრიალოს.
შინაგანი მამაკაცის და ქალის სეხვედრა, ესაა ჭეშმარიტი ტანტრა. გარეგანი ქალის და მამაკაცის შეხვედრა კი მხოლოდ შესავალია
მოკლედ კი შემეძლო რამე სხვა მეთქვა რაც მიღებულია საზოგადოებაში "როგორ გავხდეთ წარმატებულები" "სტაბილურები" მაგრამ ეს არის მორიგი წესები და დოგმები რომლებიც ყელში გვაქვს ამუსული, ყველაფერს გამოივლი და მაინც უკმაყოფილო იქნები ამიტომ არ ღირს რაც არ უნდა იყოს ტანჯვაა როცა რაღაცას ელოდები, რაღაც გინდა, ან უარესი არ იცი რა გინდა, ხარ გაურკვევლობაში, გაორებულ აზრებში..
თუ არასასიამოვნოა მაშინ უნდა დაანებო თავი ძიებას შეეშვა სულიერ კვლევებს და ისვ გაყვე ამ სამყაროს რბოლას როდესაც არ გაქვს დაფიქრების საშუალება "ნეტავ ამდენს რატო ვწვალობ?" მაგრამ როცა ამაზე დაფიქრდები ისევ ხელახლა იწყებ ჯახირს.
მე მაქვს ეტაპები რომ ვცდილობ თავი დავანებო და ვიყო ჩემთვის კომფორტულად, ახლა მინდა რომ არაფერი ვიცოდე მაგრამ რაღაც არ მასვენებს სულ ვიკვლევ ვაანალიზებ მთელი დღეები უკვე მაზოხიზმში ვარ გადასული თუ დრო მქვს სილ სულიერ საკითხებს ვიკვლევ, მაგრამ არაფერი სრულიად არაფერი მომმატებია ამით და თავსაც ვერ ვანებებ, მე ვის რა უნდა ვურჩიო ან ვუთხრა ერთი მოხეტიალე ვარ..)
ano
ოშო არარაობაა შენთან შედარებით
მე შენი აზრი მაინტერესებს და არა ოშოსი..
მიპასუხე ano
ოშო რო მინდოდეს, გადავშლი და წავიკითხავ...
მე შენი პასუხი მაინტერესებს...
ხო გაქ შენი ცხოვრებისეული გამოცდილება... ხო ცოცხლობ არა... ოშოს სანამ წაიკითხავდი, მანამდეც ხო ცოცხლობდი...
საკუთარი სიტყვებით მითხარი.... აი შენ როგორ მოიქცეოდი
მაგალითად, დიდხანს ოცნებობდი კარგ სამსახურზე...
და გააკეთე რაღაცეები.... მიჩხიბე, მოჩხიბე..ნუ მოკლედ როგორც იქნა დაითრიე ეს სამსახური
მაგარი პრესტიჟული, და მაღალ შემოსავლიანი...
მაგრამ.........
ამ შენ ძვირფას სამსახურში ..... ნებისმიერ დროს შეილება ისე მოხდეს
რო გამოგაპანღურონ იქედან...
შენ მოიპოვე.../კიბატონო...-შენი სურვილი ასრულდა
მარა ახლა რას იზამ რო შეინარჩუნო
მიღებული შედეგი როგორ უნდა შეინარჩუნო
დაეხმარეთ სხვები თუ ვინმეს გაქვთ პასუხი
დღეს კარგად ვერ ვაზროვნებ წვიმს და ჩემზე ამინდი ძალიან მოქმედებს ზოგადად, მაგრამ მაინც შევეცდები რომ ისე გიპასუხო რამე ფასეულობა ქონდეს..
თუ საოცნებო სამსახური უკვე იპოვე გილოცავ, ე.ი. პირველი ეტაპი გაიარე
1. შენი კოლეგები შენი მეგობრები ვერ იქნებიან, სამწუხაროდ, ტყუილად თავს ნუ დაიიმედებ, მაგრამ მაინც მეგობრულად მოიქეცი, სჯობს მტრულ გარემოს ერიდო, თუ იქ შენი კონკურენტები არიან თანაც გამოცდილები შენ უფრო მეტი შრომა დაგჭირდება რომ დაეწიო, დროში უნდა მოუგო, მეტი შრომა დაგჭირდება, შესაძლოა ძილის რეჟიმის შემოკლება, ტელევიზორთან ნაკლები დრო, კომპიუტერზე მოშორება, ეზოთერიკაზე მოშორება, (მთელი კონცენტრაცია, მთელი შენი გონება იმ საქმის გარშემო უნდა ტრიალებდეს, და რაც გასაკეთებელი გაქ შეიძლება არ გსიამოვნებდეს მაგრამ იცი რომ უნდა გააკეთო და შენს თავს დაარწმუნო რომ ამის გაკეთება გიყვარს და გამოგივა)
2. შეცდომებს ვერსად გაექცევი მაგრამ დიდი კონცენტრაციით (მაქსიმალურად მხოლოდ ამ საქმეზე ფიქრით რომ გონება უცებ სადღაც არ გაგექცეს) შეამცირო შეცდობების რაოდენობა, რაც შეიძლება ნაკლებად შეიტყოს შენმა უფროსმა შენი შეცდომები, ისე წარმოაჩინო რომ არ ჩანდეს თუ რამხელა შრომა ჩადე.
3. შიში ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა, ხშირად არის მენეჯმენტში ასეთი პუნქტი თუ თანამშრომელი არაკონკურენტუნარიანია მიბრძანდეს, და როცა იცი რომ გამოგიშვებენ მეტი მონნდომებით შრომობ, თუ ასეთი პუნქტი არ არის დუნდები ლაღად ხარ და არაეფექტურად მუშაობ.
4. შური (თუ გინდა თეთრი შური დაარქვი) როდესაც არ გინდა რომ ვინმე გჯობდეს მეტი აზარტით ერთვები კონკურენციაში, როდესაც ხედავ სხვამ მიაღწია, შენც შეგენთება პაჟარი და იწყებ მოქმედებას, შეიმუშავებ საკუთარ სტრატეგიას, მოქმედებაში მოდის იდეები როგორ უნდა მოიქცე შემდეგ და შემდეგ.
5. არ დანებდე, ერთი წუთითაც, ერთი წამითაც, ახლაც ამ წუთშიც, შენ მოქმედებ, ვითარდები, ერთი წამითაც არ ნებდები სიზარმაცეს, ის შენი პირველი მტერია, არაფერია შენი ისეთი მტერი როგორც სიზარმაცე
6. სანამ პირველი თანამშრომელი გახდები ხედავ როგორ გიყურებენ ზემოდან კოლეგები, თითქოს გიცდიან როდის ჩაძაღლდები
7. როდესაც პირველი თანამშრომელი ხდები ხედავ როგორ ჭირდები სხვებს და მოდიან თავაზიანად, მეგობრულად...
უბრალოდ ჭირდებათ და მაგიტომ იქცევიან ზრდილობიანად, ნუ გგონია რომ ადამიანები ეგოისტები არ არიან, მაგრამ მაინც ვითომ არ იცი, არავის უყვარს როდესაც ნიღაბს ხდიან, უბრალოდ როდესაც იცი ასეთი რამ არის საშიშროება რომ მუდამ იაჭვიანო, "ხომ არ მატყუებს?" მერე რა მოიტყუოს, როდესაც ადამიანს უახლოვდები გულის ტკივილიც მეტია. ამიტომ სჯობს ნეიტრალურად იყო, ამასთანავე ყურადღებით, გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს თავისი თავი კარგი გონია...
სამწუხაროდ ბევრი შრომაა საჭირო, და ჯანმრთელობაც ხელს უნდა გიწყობდეს, რომ არ გამოიფიტო დალიე http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=5839 (40 ტაბლეტი ღირს 8 ლარამდე) ეს ზღვის წყალმცენარეა, გაგიუმჯობესებს იმუიტეტს, შეიცავს ბუნებრივად ვიტამინების კომპლექსს, გაგიწმინდავს აურას, სვამ დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ.
კვებას რაც შეეხება, შენ უნდა იყო შენი სხეულის უფროსი, როგორც გონებამ იცის თუ რა არის სასარგებლო იმას შეჭამ, მაგრამ არა იმას რაც "მუცლს" უნდა, მან უნდა გაიგოს რომ აქ შენ წყვიტავ..
დილას რაც არ უნდა გეზარებოდეს მაინც ადგები, აქაც უფროსი შენ უნდა იყო და არა სიზარმაცე, შემდეგ რეჟიმშიც ჩადგები.
სხვისი აზრები არ უნდა გაინტერესებდეს, ერთ ყურში შეუშვი მეორეში გამოუშვი, რადგან "ყველა თავის სასიკეთო რჩევებს" მოგცემს, თუ როგორ იქნება თავად მისთვის კომფორტული, მაგრამ არა შენთვის, (თუმცა აქაც ბალანსის დაცვაა საჭირო ძან რო არ აგივარდეს თავში)
მაგრამ მაინც დროში მოგება მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, (დილას ადრე ადგომა ყველაზე კარგი ვარიანტია)
სურვილს რაც შეეხება, ძალიან ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა მაქსიმალურად კონკრეტულად, არ უნდა იყოს გაურკვევლობა, ეს თუ ის? არამედ ზუსტად აი ეს! მიაღწევ ამ პირველ მიზანს და პროცესში თავისთავად გამოჩნდება შემდეგი მიზანი, გზადა გზა ვითარდები და თანმიმდევრულად (და არა ქაოსურად) მიდიხარ წინ .
(ხო მატერიალურ სამყაროში ვერ იქნები ანგელოზი)
კარგი
და ვისაც საკუთარი ბიზნესი აქ, იმან რა ქნას
ano როცა შეძლებ მაშინ მიპასუხე... საჩქარო არ არის
მე ჩემი, ბიზნესი არ მაქ, რომ ჩემი გამოცდილება მქონდეს, ვმუშაობდი სხვასთან და რასაც გავიხსნებ ეგ იქნება, კლიენტებს ვემსახურებოდი თან ვყიდდი და მუშაობის პროცესში მივხვდი როგორ გამეზარდა გაყიდვები, იქედან პროცენტი მეც მრჩებოდა ასე რომ ბიზნესის წარმატება ჩემს ინტერესებშიც შედიოდა, თუ გაყიდვები არ მექნებოდა შესაძლოა გამოვეშვი ამიტომ ტემპს არ ვაგდებდი..
იმ სამსახურში პრობლემები შემექმნა, ჩემი ცუდი ხასიათის გამო, უფროსს ვერ ვეგუებოდი, არ მინდოდა რომ გავეკონტროლე, თავისუფლად ყოფნა მინდოდა, როცა მოდიოდა ვიძაბებოდი, მას ეს არ მოწონდა, ისე როგორც ასეთი საუკეთესო ვიყავი მაგრამ მარტო ეგ არ კმარა, სულ უნდა იღიმოდე მე კი ზოგჯერ არ მეღიმება, საკუთარ გრძნობებს ვერ ვმალავ, ვერ ვმალავ უგუნებობას, უფროსს კი 1000 კარი რო გააკეთო 1 ცუდი დაამახსოვრდება მარტო... ასე რომ საკუთრი საქმე ძალიან კარგია მიფიქრია მაგრამ ვერ ვახორციელებ ჯერჯერობით...
პირველ რიგში პოზიტიური განწყობაა სასურველი, წარმატების 60 % ს პოზიტიური განწყობა შეადგენს, დანარჩენს შრომა, პროფესიონალიზმი და სხვა რაღაცეები...
ზოგადად ასე ჩამოვაყალიბე გეგმა:
1. შენი საქმე უნდა გიყვარდეს და თუ არ გიყვარს უნდა შეიყვარო, ისე უნდა გიყვარდეს, რომ მთელი დღე და ღამე მასზე უნდა ფიქრობდე სიზმარშიც უნდა ხედავდე, ძილის წინ რო რაღაც საკითხზე ფიქრობ მერე სიზმარშიც რო ამ საკითხს აანალიზებდე (მოკლედ შენი ტვინი მთელი სიმძლავრით მუშაობს ამ საკითხზე, მთელი ორგანიზმი მიხვდა რომ ეს პრიორიტეტული საკითხია მთელი სხეული გეხმარება ამ საქმეში...) როდესაც ასეთ საყვარელ საქმეს აკეთებ კონკურენციას ვერც კი ამჩნევ.
2. კლიენტები კმაყოფილი უნდა იყოს, თავიდან 1 კლიენტი თუნდაც ნაცნობი და მას ძალიან კარგად მოემსახურები, თუნდაც დიდი ხანი მოუნდე რაც ნორმალურია დამწყებისთვის, სჯობს ნელა გააკეთო და კარგად, ვიდრე იფაცურო და ხარისხი დაგეკარგოს, თავიდან არაა საჭირო ბევრი კლიენტი, რომ არ დაიბნე, თავიდან ცოტა რომ მიხვდე როგორ უნდა იმუშავო, როგორ დატოვო კლიენტი კმაყოფილი, რომ მაქსიმალურად ის შესთავაზო კლიენტს რაც მას სურს და არა ის რაც შენ გსურს, თუმცა ზოგჯერ არის რომ კლიენტმა არ იცის რა უნდა მაგ დროს შენ ურჩევ ვარიანტებს და ის გადაწყვიტავს იმ ორიდან მაგალითად 1ს.
3. ფასები უნდა იყოს ლოგიკური, როგორც აქვთ ანალოგიურ პროდუქტებს ოღონდ შენი პროდუქტი რაღაც ნინშით სხვებს უნდა ჯობდეს, ოდნავ ხარისხით, ან სტილით, ან შეფუთვით, ან მომსახურებით...
4. მაგალითად წარმოიდგინე რომ შენ აპირებ მსგავსი პროდუქტის ყიდვას, რის წარმოებასაც თავად აპირებ, მიდიხარ ბაზარში და ფიქრობ რომ იყიდო ჩაის ჭიქა რომელიც იქნება 200 გრამიანი, სადა, ოვალური, და ფიქრობ რომ გადაიხადო 1 ცალში 2 ლარამდე მაგრამ იქ გხვდება მხოლოდ 5 ლარიანი, შენ აღარ ყიდულობ იმიტომ რომ არალოგიკური ფასი აქვს შენთვის, შემდეგ მიდიხარ სხვა ადგილას და მსგავს პროდუქციას შოულობ 2 ლარად...
5. ვუბრუნდები კლიენტებს, შენი კმაყოფილი კლიენტები თავად გაგიკეთებენ რეკლამას დაიწყებენ ქებას, 1ს მეორე მოყვება მერეს მესამე და ა.შ. მთავარია ხარისხი არ დაკარგო. ვთქვათ მოხდა და ჩავარდა მუშაობა, აკეთებ რეკლამას, ან ინტერნეტით ან გარე პლაკათით, ან ბროშურებით სადაც არის აღწერილი შენი შეთავაზება, ასევე შეგიძლია ბონუსები, ყოველი მეხუთე დასაჩუქრდება პრიზით, ან ერთგულ კლიენტებს უკეთებ ფასდაკლებებს ან თუ მაგის გაჭირება არ აქვთ უკეთებ საჩუქარს.
6. თავიდან არის სიძნელეები, შესაძლოა რაღაც არ გამოვიდეს, რაღაც არ გაიყიდოს, თითქმის არ არსებობს რომ ეგრევე 100 იანში გაარტყა, საჭიროა ბევრი ვარიანტები, და რომ მიაგნებ მუშა ვარიანტს მაგას გააგრძელებ, თავისუფალ დროს ფიქრობ სხვა მუშა პროდუქციის დამუშავებაზე, თან წინა ჩავარდნებით და წარმატებებით გაქვს გარკვეული გამოცდილება თუ რა მუშაობს ბაზარზე...
7. თუ კლიენტები მომრავლდა და შენი პროდუქცია არ არის საკმარისი, თავისთავად იყვან პერსონალს...
ხო ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ლოცვის დროს მაქსიმალურად კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბო თუ რა გსურს, ამ დროს საკუთარი სურვილების და გონების სიღრმეში შედიხარ, იწყებ გაურკვეველი პუნქტების დალაგებას თანმიმდევრულად, გონებაში აკეთებ სამოქმედო გეგმის მონახაზს და ამ თათბირს ატარებ ღმერთთან, ის დაგეხმარება სწორი ნაბიჯების გადადგმაში,
ვერსად ნახავ ისეთ რჩევებს, როგორიც შენში იბადება თუ რაა საჭირო პირადად შენთვის, იქ არ არის მორალის კითხვა, იქ არის დახმარება თუ როგორ მიაღწიო შენს მიზანს.
კარგი ადამიანია მოუსმინე მას, საკუთარი თავი ცუდ რჩცევებს არ მოგცემს.
კომპიუტერი მიჭედავს საიტზე შევდივარ და თემებში ვეღარ, ძლივს შემოვედი ამ თემაში,
მარტო ფორუმებზე მიჭედავს სხვაგან არა, ვირივით ჯიუტია არ მიჯერებს რა,
მადლობა ano
ერთიც...
როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა
5 ტიბეტური თუ არ დაგეზარა არის ახალგაზრდობის შემნარჩუნებელი,
წყალი დღეში 2 ლიტრა მაინც, 1 ან რამდენიმე დღის დამდგარი წყალი და არა ონკანის,
კარგია ცოცხალი წყლის დალევა ანასტასიას მე 8 თავშია თუ როგორ გავაკეთოთ ცოცხალი წყალი და მაგას მერე გადავღარგმნი
ცოცხალი წყალი შეიცავს იმ სასარგებლო ბაქტერიებს რომლებიც საჭიროა საკვების გადასამუშავებლად, რომ ადამიანს არ დაემართოს დისბაქტერიოზი,
წარმოიდგინე ადამიანები სვამენ ონკანის წყალს, რომლის დასხმა არც ყვავილებისთვისაა რეკომენდირებილი არც თევზებისთვის, ისინი კვდებიან ასეთ წყალში,
ჩვენ კი მინიმუმ რასაც ვამჩნევთ თმის ცვენა ან ბზინვარების დაკარგვა.
სახის მოვლას რაც შეეხება პილინგი (მკვდარი უჯრედების მოშორება) მე მაგალითად ცხიმიანი კანი მაქვს და ხშირად ვიბან სარეცხი საპონით, რომ კანმა ისუნთქოს, კრემებს ვერ იტანს ჩემი კანი, მხოლოდ კარგი დაბანა
ეს ინდივიდუალურია ყველას სხვადასხვა კანი აქვს არ ვიცი, ნიღბები მომისინჯავს სოდა, ''ჰერკულესი'', თაფლი, ცალცალკე ყველა ნორმალური იყო, ესენიც პილინგის სახეობებია ანუ ძველი კანის მოშორება ახლის აღდგენა.
mata
აიძულე პასუხები გაეცა შენთვის იმიტომ, რომ მერე გელანძღა?
თუ იდი ნახუის იძახებ ყველაფერზე, რა თქმა უნდა მუდამ მოგებული დარჩები.
ჰოდა ნახუი სამსახურიც, ოჯახიც, კარიერაც, მანქანაც და ყველა სურვილი
ჩვენ ვიყოთ კარგად
არ წაშალოთ რა ეს პოსტები ძალიან საინტერესოა, ნუ ეხლა მატას თუ ძან ნერვები ეშლება ჩემი პოსტები დააიგნოროს..
ვიცოდი რომ ასე იქნებოდა სწორედ მაგიტომ დავწერე, ვიცოდი რაც გამოიწვევდა გაბრაზებას.
თუ გინდა ოშო კი ბატონო, თუ გინდა საკუთარი ლოგიკა კი ბატონო, როგორც გინდა, ვინმე გაძალებს?
და რატომ გგონია ოშო უეჭველი? შენ რამე გამოცადე და გაამართლა?
მეტნაკლებად უეჭველი ის არის რასაც პრაქტიკაში გამოცდი ბევრჯერ და ყოველთვის ერთი და იგივე შედეგი გექნება.
შენარჩუნება, გარანტია, უეჭველი, რა სისულელეა იცი რა? უეჭველი რაც შეიძლება იყოს ის არის რომ მოვკვდებით მაგრამ მაგის გარანტიასაც ვერ მოგცემ რომ უეჭველად მოხდება.
მე ტვინს გიჭედავ? და მანამდე გაჭედილი არ გქონია?
სხვაზე დაბრალება რომ რაღაცას ვინმეს უშავებ ან ეხმარები, კიდევ ერთი სისულელე, ვინც რამეს წერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის წერს, და მხოლოდ საკუთარ თავს ეხმარება ან უშავებს, არ გეგონოს რომ შენთვის ვწერდი, რასაც ვწერ მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ვინც გამოეხმაურება ან არა პრობლემა არაა თუმცა საინტერესოა სხვისი რეაქციები, ზოგი როგორ მალავს ზოგი პირდაპირ აფრქვევს...
:: გაფრთხილება ::
წერეთ თემასთან დაკავშირებით, აზრისა და მიზნის გათვალისწინებით.
არსებობს ასეთი გამოთქმა-ღმერთო მომეცი არა ის რაც მინდა არამედ ის რაც მჭირდება. ანუ ხანდახან არ ვიცით რა გვინდა რეალურად. ბევრჯერ მომინდომებია რაღაც და როცა აღსრულებულა ემრე ვფიქრობდი, ამის გამო ვწვალობდი? რათ მინდოდა?
იმედი კი ვფიქრობ გარდა იმისა რომ ხელისშემშლელია(გაკარგვინებს რეალობის შეგრძნებას) ასევე უსარგებლოა. უნდა ისწავლო უიმედოდ ცხოვრება აწმყოში. მომავალზე იმედიდ ვერასდროს გახდები ბედნიერი ჩემი აზრით.
იმის იმედი, რომ რასაც აკეთებ შედეგს მოგცემს, სტიმულია
იმის იმედი, რომ შენ გაივლი და სხვა გააკეთებს რაც გასაკეთებელია და იმის იმედი, რომ დღეს დაისვენებ და ხვალ გააკეთებ - დაგაკარგვინებს ყველაფერს
“Man must use what he has, not hope for what is not.”
― G.I. Gurdjieff.
mata
მეც ხშირად ეგრე ვარ. ალბათ, არც იმდენად გვინდა რომ ძალისხმევად გვიღირდეს
კაი და ...
თუ რეალურად არ მინდა, მარა მჭირდება ეს რაღაცა ..... როგორ მოვანდომო ჩემ თავს
ძაან ბევრი რაღაცა, მარა ელემენტარული ავიღოთ მაგალითისთვის
მაგ. საჭმელი როცა არ გინდა,.... და რომც ჭამო გემოს ვერ ატან
არადა გინდა ძველებურად გემრიელად ჭამო, გინდოდეს და გსიამოვნებდეს.....
mata
ჭამის პროცესი.... მეც ძალიან მომწონს... მიყვარს გემრიელად ჭამა....
მარა მე რას გეკითხებით მემგონი ვერ მიხვდით...
როგორ მოვაშიო საკუთარ თავს, როდესაც აღარ მშივდება საერთოდ
ანუ როცა არ გინდა, მარა გინდა გინდოდეს
mata
თუ ვიზიკურ შიმშილზე იძახი და არ გშივდება და არ ჭამ, დროს გააჩნია.. თუ რამდენიმე საატზე ამბობ, ეს არასერიოზულია, თუ რამდენიმე დღეზე უკვე საყურადღებოა.. თურამდენიმე დღეა არ გშივდება და არ ჭამ, ჯობია ექიმს მიაკითხო, რადგან შესაძლოა ანორექსია გაქვს და არ იცი. ეს ფსიქოლოგიური დაავადებაა და ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებულია.. თუ სხვა სურვილებზე საუბრობ, შესაძლოა დეპრესია გაქვს ან გასხივოსნების გზას ადგახარ..
ანორექსია არ მჭირს ნამდვილად...
არც გასხივოსნებისაკენ მივილტვი...
არც დეპრესია მაწუხებს
ასე რომ....
მგონი ჯობია აღარ გავაგრძელო.... არ მინდა უვიცებად იგრძნოთ თავი...
კიდე ერთი სურვილი -
mata
სურვილები ხდება მაგრამ არაფერი იცვლება...
არაფერს იმიტო ქვია არაფერი რო არაფერია და როგორ შეიცვლება
სურვილები ხდება ხოლო არაფერს არაფერი ეცვლება
დიახ სურვილი არაფერ შუაშია
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)