IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> atlantida
zura2
post Jun 13 2011, 08:47 PM
Post #41


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სხვათა შორის წაკითხული მაქვს ბავშვობაში ერთი Sci-Fi ჟანრის ნაწარმოები (ავტორი ქართველი იყო, მაგრამ გვარი არ მახსოვს), რომელშიც სხვა გალაქტიკიდან მოსული არსებები დინოზავრებს გენომს შეუცვლიან და გამრავლების უნარს დაუკარგავენ, რომ ძუძუმწოვრებს მიეცეთ განვითარების საშუალება. ახლა გამახსენდა, შენი პოსტი რომ წავიკითხე.
ერთი გამახსენდა კიდევ, ამჯერად არაქართული ნაწარმოები. იქ დედამიწელი როგორღაც წარსულში მოხვდება და ნახავს როგორ ქმნიან პირველდ ადამიანებს გენური ინჟინერიით და მაიმუნის მსგავსი არსებების კლონირებით.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაიწყებ მოღვაწეობას, დიდ წარმატებას გიწინასწარმეტყველებ smile.gif


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 13 2011, 10:26 PM
Post #42


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zura2
სხვათა შორის, აქ, ჩემო კარგო, ბევრ ისეთ რამეს წაიკითხავ, სხვა სამეცნიერო ფანკასტიკურ ნაშრომებსაც რომ გაგახსენებს, მაგრამ ნამდვილი რაელობა ადამიანის ყოველგვარ ფანტაზიაზე გაცილებით დიდია, თუმცა თემას გადავუხვიეთ.
ატლანტიდას რაც შეეხება, იგი უფრო რეალური იყო, ვიდრე ჩვენი ახლანდელი ცხოვრება და მისი განვითარება სწორად რომ წარმართულიყო, ახლა ასეთ პრიმიტიულ თემებზე აღარ ვიმსჯელებდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jun 13 2011, 10:27 PM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zura2
QUOTE(zura2 @ 13th June 2011 - 09:47 PM) *
თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაიწყებ მოღვაწეობას, დიდ წარმატებას გიწინასწარმეტყველებ

კიდევ კარგი მოხვედი ამ ფორუმზე, თორემ ამ წინასწარმეტყველობას საიდან გავიგებდით.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Jun 22 2011, 07:24 PM
Post #44


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირმა @ Jun 13 2011, 10:27 PM) *
zura2

კიდევ კარგი მოხვედი ამ ფორუმზე, თორემ ამ წინასწარმეტყველობას საიდან გავიგებდით.

ვერც იმას გავიგებდით, ცინიზმის ნიჭი რომ გქონია smile.gif
სხვათა შორის კარგი ნიჭია, მეც ხშირად მადგება


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 23 2011, 01:39 PM
Post #45


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(zura2 @ 22nd June 2011 - 07:24 PM) *
ვერც იმას გავიგებდით, ცინიზმის ნიჭი რომ გქონია

ირმას ეს ნიჭი ყველაზე ნაკლებად აქვს wink.gif ცინიკურ პოსტს ცინიკური პასუხი მოჰყვება. ცინიკური პოსტი თუ საერთოდ არ იქნება ამ ფორუმზე უფრო კარგი იქნება
QUOTE(zura2 @ 22nd June 2011 - 07:24 PM) *
სხვათა შორის კარგი ნიჭია,

ადამიანის ბუნების ერთ-ერთი უმდაბლესი გამოვლინებაა.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Jun 23 2011, 02:16 PM
Post #46


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Jun 23 2011, 01:39 PM) *
ირმას ეს ნიჭი ყველაზე ნაკლებად აქვს wink.gif ცინიკურ პოსტს ცინიკური პასუხი მოჰყვება. ცინიკური პოსტი თუ საერთოდ არ იქნება ამ ფორუმზე უფრო კარგი იქნება

ადამიანის ბუნების ერთ-ერთი უმდაბლესი გამოვლინებაა.

ჯერ გაგეაზრებინა და მერე დაგეწერა
შენი პოსტიდან გამომდინარეობს, რომ ირმამ უმდაბლესი ადამიანური ბუნება გამოავლინა, როცა ჩემს "ცინიკურ" (არ ყოფილა) პოსტს ცინიკური პასუხი გასცა

ატლანტებს რა ვუთხარი კიდე, ასეთი განვითარებულები თუ იყვნენ ასე უგზო-უკვლოდ როგორ გადაშენდნენ


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Jun 24 2011, 09:34 AM
Post #47


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ციტატა(old_man @ 23rd June 2011 - 01:39 PM) *
ცინიკურ პოსტს ცინიკური პასუხი მოჰყვება. ცინიკური პოსტი თუ საერთოდ არ იქნება ამ ფორუმზე უფრო კარგი იქნება

ეს ფორუმი იმიტომაც მიყვარს ცინიზმი რომ უცხოა აქაურობისთვის


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Jul 1 2011, 07:28 PM
Post #48


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






ცნობილმა ამერიკელმა ნათელმხილველმა და მისტიკოსმა ედგარ ქეისმა (1877-1945), რომელსაც “მძინარე მისანს” ეძახიან, რამდენიმე აპოკალიფსური წინასწარმეტყველება გააკეთა. კერძოდ, თქვა, რომ 2010 წელს დედამიწა თავისი ღერძის გარშემო მეტი სისწრაფით დაიწყებს ბრუნვას. ეს გამოიწვევს კატაკლიზმებს იაპონიაში, დასავლეთ ევროპაში,ამერიკისა და აზიის უმეტესი ნაწილი დაიტბორება. ზედაპირზე დარჩებიან მხოლოდ აფრიკა და ჩინეთი. რადგან აფრიკის მოსახლეობა განვითარების დონეს არ აკმაყოფილებს, წამყვან ერად ჩინელები იქცევიან.


ქეისის ბევრი წინასწარმეტყველება წარსულ ეპოქებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ის ამტკიცებს, რომ დიდი სფინქსის მარცხენა თათის ქვეშ, განსაკუთრებულ საცავში, ატლანტიდის მცხოვრებთა უნიკალური ბიბლიოთეკაა შენახული. გარდა ამისა, სფინქსის ქვეშაა მიწისქვეშა ლაბირინთი, სადაც გადარჩენილმა ატლანტელებმა განძეული შეინახეს.

ქეისს ბევრი ნოსტრადამუსსაც ადარებს. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი აღმოჩენების უმეტესობა ატლანტიდას ეხება. ქეისის მტკიცებით, 21 წლის მანძილზე ის პერიოდულად იღებდა “გზავნილს” ატლანტებიდან, რომლებიც ინფორმაციას იძლეოდნენ ორ დაჯგუფებას შორის დაუნდობელი ომების შესახებ. ერთი ჯგუფი წარმოადგენს სპირიტუალურ იდეოლოგიას, მეორე _ჰედონისტურს. სწორედ იმ ომის გამო, სადაც ატლანტები იყენებდნენ საშინელ იარაღს, ჩაიძირა კონტინენტი. ქეისი ამტკიცებდა, რომ ატლანტებმა ელექტრონი და ატომის ენერგია ქრისტეს დაბადებამდე 50 000 წლის წინ იცოდნენ. გარდა ამისა, მათ ენერგიის ალტერნატიული წყარო გააცჰნდათ_იდუმალი “დიდი კრისტალი”. ატლანტელები ფლობდნენ ტელეპათიას, შეეძლოთ დიდი შენობების აგება. ქეისის აზრით, რამდენიმე რეინკარნაციის შემდეგ ბევრი ატლანტელი ახლაც ცხოვრობს ჩვენს შორის. თავად ედგარი ატლანტიდაში ცხოვრობდა, მაშინ ექიმი იყო და ერქვა რა-ტა. ქეისი ამბობდა, _ატლანტიდა უნდა ვეძებოთ ბაჰამის კუნძულების მიდამოებშიო. მართლაც, 1968 წლის სექტემბერში, დაივერების ჯგუფმა, მენსონ ვალენტაინის მეთაურობით, ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ბაჰამის კუნძულების რაიონში ქვის ბლოკების გროვა აღმოაჩინა. ეს ბლოკები ისე გამოიყურებოდა, თითქოს ადამიანის ხელით იყო დამუშავებული.ფილები სიგრძით 500 და სიგანით 100მ იყო. ბლოკები ფსკერზე ქმნიდნენ უზარმაზარ ასობგერა J-ს. ვალენტაინი და ქეისის სხვა მიმდევრები თვლიდნენ, რომ ეს ატლანტელებმა ააგეს. შესაძლოა, ქვის კედელი ჩაძირული კონტინენტის სანაპიროს ოკეანის ტალღებისაგან იცავდა, ან ეს იყო ნავსაყუდარი, თუმცა, მოგვიანებით, გეოლოგებმა დაასკვნეს, რომ ეს ნაგებობა ბუნებრივი წარმომავლობისაა.

ედგარ ქეისი ჰოპკინკსვილში(კენტუკი) დაიბადა და “მძინარე მისნის” სახელი ჰქონდა გავარდნილი_ის ვარდებოდა ტრანსში, რომელიც ძალიან წააგავდა ძილს და ამ მდგომარეობაში წინასწარმეტყველებდა. ედგარი ღარიბი ოჯახის შვილი იყო, დამთავრებული ჰქონდა მხოლოდ დაწყებითი სკოლა, მაგრამ თავისი საოცარი ნიჭის წყალობით გამდიდრება არასოდეს უცდია.

ქეისი ყმაწვილობაში ფოტოგრაფად მუშაობდა. ძილისმაგვარ ტრანსში შესვლა 18 წლისამ დაიწყო. ამას წინ უძღოდა უბედური შემთხვევა_მის ფოტოსტუდიაში ხანძარი გაჩნდა, ყმაწვილობა მიიღო. დიდხანს იწვა საავადმყოფოში. მას შემდეგ ედგარმა, რომელიც მანამდე ღვთისმოსაობით არ გამოირჩეოდა, ყოველდღიური ლოცვა დაიწყო. წელიწადში ერთხელ თავიდან ბოლომდე კითხულობდა ბიბლიას. ტრანსში მყოფი წვებოდა და თვალებს აატრიალებდა, ხმამაღლა, მტკიცე ხმით ლაპარაკობდა. იყენებდა სამეცნიერო ტერმინოლოგია, მსჯელობდა რთულ საგნებზე… ის კონკრეტული ადამიანების შესახებ წინასწარმეტყველებდა. დროთა განმავლობაში კენტუკელი მისანი პოპულარული გახდა, მასთან უამრავი ხალხი მოდიოდა. ცნობილი ადამიანებიც ხშირად აკითხავდნენ.

ტრანსის დროს ქეისი არა მხოლოდ მომავალს წინასწარმეტყველებდა, არამედ იმ ხალხზეც ჰყვებოდა, რომლებიც აღარ არსებობდნენ. მსჯელობდა ოკულტურ ნივთებზე, ასტრალურ სამყაროებზე, დემონოლოგიაზე, რეინკარნაციასა და ფსიქომეტრიაზე. გარდა ამისა, ავადმყოფებს ურჩევდა მარხვას, ლოცვას, ღარიბთათვის ფულის მიცემას, ფუფუნებაზე უარის თქმას. ზოგიერთი რჩევა უცნაური იყო. მაგალითად, გაურკვეველი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა, ერთსა და იმავე დროს გაღვიძება, ამა თუ იმ თვლის ტარება. პაციენტები რომლებიც უჯერებდნენ, მართლაც ჯანსაღდებოდნენ. ქეისი კლიენტებისგან ფულს არ იღებდა. თუ ჩუმად ვინმე ფულს დაუტოვებდა, მაშინვე ეკლესიაში მიჰქონდა.წინასწარმეტყველი ცოლთან ერთად პატარა სახლში ცხოვრობდა.

აშშ-ში ედგარ ქეისის ფონდი დააარსა მისმა მეუღლემ, ჰერტრუდამ. ედგარის სიცოცხლეში მან 14 ათასამდე წინასწარმეტყველება ჩაიწერა. ედგარი ტრანსიდან გამოსვლას ძნელად ახერხებდა, მისი გაღვიძება მხოლოდ ცოლს შეეძლო.

1945 წლის 22 ივლისს, როცა ედგარი ტრანსში ჩავარდა, ჰერტრუდა შინ არ იყო. “მძინარე მისნის” გაღვიძება ვერავინ შეძლო…


http://ucnauri.com/2011/%E1%83%94%E1%83%93...%83%A1%E1%83%90


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 2 2011, 04:15 AM
Post #49


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



I AM
აქ მოწოდებული ზოგი ინფორმაცია ედგარ კეისზე ზუსტი არ არის. საინტერესო ის არის, რომ როდესაც ედგარ კეისმა ერთ-ერთ სეზონზე პირველად ახსენა ატლანტიდა, მას პირადად მანამდე ატლანტიდაზე წარმოდგენა არ ქონდა, საერთოდ არ ქონდა გაგებული და დიდი ინტერესით კითხულობდა ჩანაწერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 8 2011, 05:40 AM
Post #50


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს არასწორი იმფორმაციები ედგარ კეისზე აღარ მასვენებს.
QUOTE(I AM @ 1st July 2011 - 10:28 AM) *
აპოკალიფსური წინასწარმეტყველება გააკეთა. კერძოდ, თქვა, რომ 2010 წელს დედამიწა თავისი ღერძის გარშემო მეტი სისწრაფით დაიწყებს ბრუნვას.

QUOTE(I AM @ 1st July 2011 - 10:28 AM) *
21 წლის მანძილზე ის პერიოდულად იღებდა “გზავნილს” ატლანტებიდან, რომლებიც ინფორმაციას იძლეოდნენ ორ დაჯგუფებას შორის დაუნდობელი ომების შესახებ. ერთი ჯგუფი წარმოადგენს სპირიტუალურ იდეოლოგიას, მეორე _ჰედონისტურს. სწორედ იმ ომის გამო, სადაც ატლანტები იყენებდნენ საშინელ იარაღს, ჩაიძირა კონტინენტი.

QUOTE(I AM @ 1st July 2011 - 10:28 AM) *
მას შემდეგ ედგარმა, რომელიც მანამდე ღვთისმოსაობით არ გამოირჩეოდა, ყოველდღიური ლოცვა დაიწყო. წელიწადში ერთხელ თავიდან ბოლომდე კითხულობდა ბიბლიას.

QUOTE(I AM @ 1st July 2011 - 10:28 AM) *
ედგარი ტრანსიდან გამოსვლას ძნელად ახერხებდა, მისი გაღვიძება მხოლოდ ცოლს შეეძლო.


QUOTE(I AM @ 1st July 2011 - 10:28 AM) *
სადაც გადარჩენილმა ატლანტელებმა განძეული შეინახეს

QUOTE(I AM @ 1st July 2011 - 10:28 AM) *
მისი აღმოჩენების უმეტესობა ატლანტიდას ეხება.

QUOTE(I AM @ 1st July 2011 - 10:28 AM) *
1945 წლის 22 ივლისს, როცა ედგარი ტრანსში ჩავარდა, ჰერტრუდა შინ არ იყო. “მძინარე მისნის” გაღვიძება ვერავინ შეძლო


როცა მოვიცლი დავწერ სწორ ინფორმაციას ედგარ კეისზე და მისეულ ატლანტიდაზე, თუ გაინტერესებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
natuka
post Jul 8 2011, 08:41 AM
Post #51


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,268
Joined: 12-March 11
From: დედამიწა :)
Member No.: 6,417

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE(kate @ 8th July 2011 - 05:40 AM) *
როცა მოვიცლი დავწერ სწორ ინფორმაციას ედგარ კეისზე და მისეულ ატლანტიდაზე, თუ გაინტერესებთ

ყველაფერი გვაინტერესებს smile.gif


--------------------
...


Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 8 2011, 11:35 PM
Post #52


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ ცოტა ზუსტი ინფორმაცია ედგარ კეისზე.
ბავსვობიდანვე ხედავდა სულიერ არსებებს პატარა ბავშვების სახით, რომლებთანაც თამაშობდა, და მისთვის სრულიად რეალური ბავშვები იყვნენ სანამ არ შეამჩნია რომ თვითონ იზრდებოდა, ისინი კი ისეთივენი რჩებოდნენ, და კიდევ ის რომ წვიმაში არ სველდებოდნენ.
როგორც სჩანს დედამისსაც ქონდა ეს ნიჭი, რადგან რამოდენიმეჯერ უთხრა, შენი მეგობრები უკვე გელოდებიანო. რვა წლამდე ისინი მისთვის რეალური ბავშვები იყვნენ, მერე მეზობლის გოგონა გარდაიცვალა და მეორე დღეს მათთან ერთად გამოჩნდა. ამის შემდეგ დაიწყო ბიბლიის კითხვა, და ყოველთვის რეგულარულად კითხულობდა.
პირველად ჰიპნოზი ადგილობრივმა ფსიქოთერაპევტმა გაუკეთა 18 თუ 19 წლის ასაკში, რადგან ხმა დაკარგა, ჰიპნოზის შემდეგ ხმა დაუბრუნდა, მაგრამ მალე ისევ დაკარგა, ასე რომ უწევდა ხსირად მიეკითხა სამკურნალოდ, ერთ- ერთი სეანსის დროს თვითონ ალაპარაკდა: "დიახ, ჩვენ გვაქვს სხეული" (ამის შემდეგ, თითქმის ყოველთვის ამ სიტყვებით იწყებოდა სეანსი), დიაგნოზიც დაუსვა საკუთარ თავს და კიდევაც უმკურნალა. მოკლედ შემდგომ თვითონ თავისით ადვილად შედიოდა ძილისმაგვარ ტრანსში და დასმულ კითხვებს პასუხობდა, გამოღვიძების შემდეგ კი არაფერი ახსოვდა. ასეთი რამ პატარა ქალაქში რა თქმა უნდა მალე გახმაურდა.
ტრანსში მყოფი ედგარ კეისი ყოველთვის მრავლობით პირში ლაპარაკობდა, და კითხვაზე ვინ იყვნენ ისინი, პასუხობდა, რომ წარმოადგენდნენ უნივერსალური ცნობიერების ნაწილს, რომელიც კეისის ქვეცნობიერთან ახერხებდა დაკავშირებას.
ძირითადად ეხმარებოდა ავადმყოფებს, უნიშნავდა დიეტებს, მასაჯებს, ვარჯიშებს, არომათერაპიას... დანიშნულება ყველასათვის ინდივიდუალური იყო. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული ავადმყოფი არ განკურნებულიყო, თუ კი დანიშნულებას შეასრულებდა. ჩაწერილია მის მიერ მოწოდებული ასობით რეცეპტი.(მერე დაგიწერთ, ალბათ ჯანმრთელობის თემაში, ედგარ კეისის ერთ ძალიან ცნობილ რეცეპტს, რომელიც უნივერსალურია ყველასთვის). მისი სიცოცხლის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ედგარ კეისის წინასწარმეტყველება თუ პროგნოზირება პიროვნებაზე თუ საერთოდ არ ახდენილიყო. ზუსტად იწინასწარმეტყველა პირველი და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისები და დასასრული. მხოლოდ ერთხელ დასვა არასწორი დიაგნოზი, რომელიც ერთ-ერთ ტყუპისცალს ეხებოდა, აღწერა ოთახი სადაც იმყოფებოდა და ყველაფერი მის შესახებ, ოღონდ ეს ყველაფერი მის ტყუპ ძმას ეხებოდა. თუმცა ის რაც იწინასწარმეტველა საერთოდ დედამიწაზე, კატასტროფები, დიდი გეოგრაფიული ცვლილებები, პოლუსების ცვლილება, რომელსაც 1998 წლისთვის ვარაუდობდა, როგორც ვიცით არ მოხდა. არც ერთი წინასწარმეტყველება არ გაუკეთებია ამ თარიღს ზემოთ, თუმცა ამბობდა დიდი კატასტროფების შემდეგ ადამიანები შეიცვლება, დედამიწაზე დადგება სიწმინდის და სულიერების ხანა, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას არაფერი შეაჩერებსო. თვითონ ედგარ კეისი თვლიდა, რომ მისი ძირითადი დანიშნულება ავადმყოფების დახმარება იყო. თუმცა მასთან სეანსზე მისული იგებდა ყველაფერს მისი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე ყველა მის ინკარნაციაზე და გაცილებით გაცილებით ბევრს. (თვითონ ედგარ კეისა სასტიკად არ ჯეროდა რეინკარნაციის კიდევ კარგა ხანს). პირველად ატლანტიდა ახსენა, როდესაც ვიღაცას რეინკარნაციებს თვლიდა.
1944 წლის შობას მთელ ოჯახს განუცხადა რომ 5 იანვარს დაასაფლავებდნენ. მართლაც, იგი ჰიპერტონიისგან გარდაიცვალა 1945 წლის 3 იანვარს, 5-ში კი დაასაფლავეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 11 2011, 05:15 AM
Post #53


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ედგარ კეისისეულ ატლანტიდაზე წარმოდგენა რომ შეგვექმნას, მისი დაახლოედით 1000-მდე სეანსის ჩანაწერის წაკითხვაა საჭირო, რადგან, მისი, თუ მათი თქმით დღეს დედამიწაზე იშვიათია ისეთი სული, რომელიც ატლანტიდაზე არ ყოფილიყო ინკარნირებული. რამოდენიმე სეანსით ეს ისტორია არ შემოიფარგლება, და სხვადასხვა პიროვნებების რეინკარნაციის სურათებით და მათი საქმიანობით იმ ეპოქაში მიიღება საერთო სურათი. ამდენად მისი ერგვარი ინტერპრეტაციაც ძალიან ძნელია, შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ, ამ ეპიზოდებით ავაწყო ედგარ კეისის ტრანსული სეანსებიდან მირებული ატლანტიდის სურათი.
როდესაც ატლანტიდის კონტინენტი გამოჩნდა კატასტროფების შემდეგ დედამიწაზე, პირველმა ადამიანებმა, თავიანთი გონების ძალით მოახდინეს სასიცოცხლო ძალის პროექცია და ჩასახლდნენ ატლანტიდაზე, ამ ხალხმა იცოდა ვინც იყვნენ და არ ქონდათ დაკარგული კავშირი ღმერთთან, მათ კეისი ერთიანობის შვილებს უწოდებს, ისინი ჩვენზე გაცილებით მეტად განვითარებული იყვნენ, ენერგიად იყენებდნენ მზის ვარსკვლავების (კოსმიურ?), კრისტალების ენერგიას, მხოლოდ და მხოლოდ გონების ძალის საშუალებით, ამ ენერგიით მოძრაობდნენ მათი საფრენი, წყალზედა თუ წყალქვეშა აპარატები. ქონდათ ალუმინზე გაცილებით მსუბუქი და ფოლადზე გაცილებით მტკიცე მეტალი, რომელსაც ამ ენერგიით იღებდნენ და იყენებდნენ მშენებლობაში. თავიანთ ინფორმაციას "ქვებში", კრილტალებში ინახავდნენ და იყენებდნენ ქვებში შენახულ უძველეს ინფორმაციებს, რომლების დედამიწაზე მანამდე არსებულმა ცივილიზაციებმა დატოვა (ზოგი მკვლევარი, ამ ეპიზოდში ხედავს პარალელს "კრისტალის თავის ქალების" მისტერიასთან)
აინტერესებდათ და იკვლევდნენ ყველაფერს, ახდენდნენ ცხოველებზე თავიანთი აზრების სხვადასხვანაირ პროექცირებას, ასე მიიღეს უცნაური არსებები: ადამიანისა და ცხოველების ნაზავი, როგორც ამბობდა კენტავრებისა და სირინოზების მითებს ატლანტიდიდან დაედო სათავე, ესენი და ბევრი მათზე უცნაური ცხოველი-ადამიანი რეალურად არსებობდა მაშინ, და მათში ატლანტიდელები დრო და დრო ახდენდნენ თავიანთი თავის პროეცირებას (ანუ სულის გადატანას), რომ მათი სხეულით შეეგრძნოთ სამყარო, მაგრამ არასდროს არ ივიწყებდნენ ვინ იყვნენ სინამდვილეში. შეიძლება ზოგჯერ ზედმეტად გართობილიყვნენ, თუმცა ერთიანობას და ნამდვილ წარმოშობას არ კარგავდნენ.
მაგრამ მათთან ერთად ჩასახლდა ატლანტიდაზე, როგორც ის უწოდებს "ბალაელის შვილები", რომლებიც დედამიწაზე კი არ ცხოვრობდნენ მანამდე, არამედ სხვა სამყაროდან მოვიდნენ, და ხაზს უსვამს, სხვა სამყაროდან მოვიდნენ ღვთიური კანონის დარღვევით, მათ დიდი ხანია დავიწყებული ქონდათ ერთიანობა და ღმერთთან კავშირი, მართალია ისინი მცირერიცხოვანნი იყვნენ, მაგრამ ტექნიკურად ძალიან განვითარებულები........
გავაგრძელებ თუ გაინტერესებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Jul 11 2011, 08:15 AM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ციტატა(kate @ 11th July 2011 - 05:15 AM) *
გავაგრძელებ თუ გაინტერესებთ

როგორ არ გვაინტერესებს, და ერთი რამ უნდა გკითხო?
ბავშვობაში სახლში შემთხვევით ვიპოვე რაღაც ბროშურა, ..ჩაძირული ატლანტიდის საიდუმლო-მითი თუ სინამდვილე". ავტორი სამწუხაროდ არ მახსოვს ვინ იყო, სათაური ძუსტად მახსოვს, პირველად ატლანტიდის შესახებ მაშინ გავიგე, და იქ ერთი ასეთი ფაქტი იყომ მახსოვს, ატლანტიდაზე იყო უზარმაზარი პირამიადა, ოღონდ ჩვენთვის დღეს ცნობილი პირამიდებისგან განსხვავდება ფორმითაც და ზომითაც, ერთერთი დიდი მიწისძვრის დროს ეს პირამიდა ისევ ამოვა ზემოთ და მაშინ აეხსნება საიდუმლო მითს თუ სინამდვილეს ატლინტიტდის შესახებო. ასევე ატლანტის მოსახლეობისათვის უცხო იყო დააავადებები და ფაქტიურად არავინ ავადმყოფობდა იქო.


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 11 2011, 07:06 PM
Post #55


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
QUOTE(elli @ 10th July 2011 - 11:15 PM) *
..ჩაძირული ატლანტიდის საიდუმლო-მითი თუ სინამდვილე".

ბროშურა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს ბაბუაჩემის ბიბლიოთეკაში ერთი სამეცნიერო წიგნი ატლანტიდაზე, ავტორის გვარი არ მახსოვს, პოლონელი იყო. საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნი იყო, ქართულ ენაზე. პატარა ვიყავი რომ წავიკითხე და ბევრი ვერაფერი გავიგე გრძედების და განედების, მერე ის წიგნი დავკარგე სადღაც და აქამდე არც გამხსენებია. შეიძლება კიდევ ბევრს აქვს ეს წიგნი,
Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Jul 11 2011, 07:34 PM
Post #56


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სადაა გაგრძელება?
იმ ისტორიას გავს, მარსელები რომ ჩამოვიდნენ დედამიწაზე. ამ ფორუმზე ეწერა


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 11 2011, 07:53 PM
Post #57


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(zura2 @ 11th July 2011 - 10:34 AM) *
იმ ისტორიას გავს, მარსელები რომ ჩამოვიდნენ დედამიწაზე. ამ ფორუმზე ეწერა

იმ ისტორიაში ედგარ კეისის გარდა, ასე რვა სხვა ავტორი გამოვიყენე და ისე დავწერე საერთო.
მალე გავაგრძელებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 13 2011, 06:41 PM
Post #58


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....."ბალაელის შვილები" განსხვავდებოდნენ "ერთიანობის კანონის შვილებისაგან", პირველ რიგში იმით, რომ ამ სამყაროში უკანონო გზით მოვიდნენ და დიდი ხნის წინ დავიწყებული ქონდათ თავისი წარმოშობა. მათი ტეხნიკა განსხვავდებოდა "ერთიანობის შვილთა" ტექნიკიდან და ენერგიად იყენებდნენ ატომის დანაწევრებით მიღებულ ენერგიას (არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ პირველად ილაპარაკა 1910-13 წლებში), რომლის გამოყენებაც აკრძალულია მთელ სამყაროში, რადგან სინთეზით, შეერთებით შეგიძლია შექმნა და იმუშაო ისე რომ არაფერი დააზიანო, მაგრამ რახან სამყაროში ყველაფრი ერთმანეთთანაა კავშირში, უმცირესი ნაწილაკების დაყოფით, რომელიც თავისთავად ძნელი სამართავია, მთავარი ის არის რომ შეუქცევად ან ძნელად გამოსასწორებელ შედეგებს იწვევ სამყაროს სადღაც სხვა კუთხეში. (და ამაზე მმარტო კეისი არ ლაპარაკობს).
ატლანტიდის საბოლოო დაღუპვამდე დაახლოებით 10000 წლის წინ, როცა პოლუსთა მცირე გადაწევა მოხდა, იმის გამო რომ მათი "ენერგეტიკული სადგურები" მიწისძვრების ეპიცენტრების ახლოს იმყოფებოდნენ ატლანტიდამ მისი გარკვეული ნაწილი დაკარგა, ხმელეთის დიდი ნაწილი ჩაიძირა.
ამის შემდეგ "ერთიანობის შვილები" ცდილობდნენ კონტროლი დაეწესებინათ მათ ტექნიკასა და ენერგიის წყაროზე, თუმცა ეს ადვილი არ იყო. თან გახშირდა მათ შვილებს შორის ქორწინება, რაც არც ერთ მხარეს არ მოსწონდა. საბოლოოდ ატლანტიდის დაღუპვა გამოიწვია 'ბალაელის შვილების" მიერ აგებულმა ხილულმა და უხილავმა პირამიდებმა, რომელთა ენერგიამ არა მარტო ატლანტიდის ფიზიკური დაღუპვა გამოიწვია არამედ მთლიანად შეცვალა ატლანტიდელების სამყარო. მათ დაივიწყეს ვინ იყვნენ და საიდან, დაავიწყდათ რომ აქ ღვთიური მისიის შესასრულებალ იყვნენ მოსულები და თითოეული მათგანი ატარებდა ღვთიურს. ისინი დარჩნენ ჩაკეტილები ბნელ სამყაროში, სადაც მრავალჯერ კვდებიან და იბადებიან, და ჩვენთან ერთად დარჩნენ " ბალაელის შვილებიც" და კეისის (თუ მათი) აზრით დღეს დედამიწაზე სამხედრო მაღალჩინოსანთა და ქვეყნების მმართველთა უმეტესებოში სწორედ ისისნი არიან ინკარნირებულნი, თუმცა განვითარების გზას უკვე ჩვენთან გადიან, და იმ დიდი კატაკლიზმების შემდეგ, რომელიც ახალ სამყაროს უნდა უსწრებდეს წინ, სავარაუდოდ ჩვენთან ერთად დაიბრუნებენ თავის ნამდვილ წარმოშობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Jul 15 2011, 02:57 PM
Post #59


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Jul 11 2011, 05:15 AM) *
ახდენდნენ ცხოველებზე თავიანთი აზრების სხვადასხვანაირ პროექცირებას, ასე მიიღეს უცნაური არსებები: ადამიანისა და ცხოველების ნაზავი, როგორც ამბობდა კენტავრებისა და სირინოზების მითებს ატლანტიდიდან დაედო სათავე, ესენი და ბევრი მათზე უცნაური ცხოველი-ადამიანი რეალურად არსებობდა მაშინ

და ამის შემდეგ ჩვენის მეცნიერების გენეტიკურ ექსპერიმენტებზე და კლონირებაზე დაიწყებენ მორალის კითხვას...


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jul 15 2011, 04:06 PM
Post #60


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
და ამის შემდეგ ჩვენის მეცნიერების გენეტიკურ ექსპერიმენტებზე და კლონირებაზე დაიწყებენ მორალის კითხვას...

ადამიანი გენური ინჯინერიით არის შექმნილი და ყველაფერი ცოცხალი, და იმ სახით რაც დღეს არის ადამიანი ბევრი გენური ექსპერიმენტების შედეგია, მარა გააჩნია ამ ექპერიმეტებს ვინ ატარებს,
დღევანდელი მეცნიერების ჩატარებული ექსპერიმენტი იმ ცოდნით რაც გააჩნიათ ალბათ იგივეა ჭიანჭველას ვთხოვოთ რომ გენეტიკა შეგვიცვალოს)))
ადამიანში არსებულ დნკას სპირალების ნაწილს რომელიც ადამინში არის მაგრამ არ ფუნქციონირებს (ფუნქციონირებს მარტო 2, თორმეტიდან) - დაარქვეს დნკ-ას ნაგავი, და დღეს ეს ფაქტი მთელ კოსმოსში ანეგდოტად არის გავრცელებული)))))


Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:01 PM