IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კაჰუნების საიდუმლო ცოდნა
Atm@n
post Feb 7 2013, 09:40 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ბოლო დროს შეხება მქონდა ჰავაელი შამანების - კაჰუნების სიბრძნესთან და მომინდა თქვენც გაგიზიაროთ...





ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – საიდუმლოს მცველები)

(ჩრდილოეთ ამერიკა, ძველი ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა (ბერბერები), ინდოეთი, პოლინეზიის კუნძულები, ჰავაი)

"ცოტა თუ დაეჭვდება იმაში, რომ თანამედროვე მსოფლიო გადამწყვეტი გარდატეხის და სიცოცხლის სისავსის მოპოვების წინაშე დგას. ცვლილებებისკენ სწრაფვა პლანეტისა და კაცობრიობისთვის სასიკეთოდ და არა მათ წინააღმდეგ ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იპყრობს."

ამ სიტყვებით იწყებს თავის წიგნს "ჰავაელი ექიმბაშები: მკურნალობის საიდუმლოებანი" სუზანა ვიგელი, წიგნს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს კაჰუნების ცოდნის არსს და პრაქტიკულ მეთოდებს.
სახელწოდება "ჰავაი" კაჰუნების გადმოცემით ნიშნავს მიწის ნაგლეჯს საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის სუნთქვის შესახებ ცოდნის შენარჩუნებისათვის.

უძველესი ლეგენდების თანახმად ამჟამინდელი კუნძულები ესაა მთის მწვერვალები ხმელეთის იმ იდუმალი ჩაძირული ნაწილისა, რომელსაც ერქვა ლემურია და რომელსაც მუს ქვეყანასაც ეძახიან. ზოგიერთი ამ მიწას იმ კაცობრიობის აკვანსაც ეძახის, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.

ამ ლეგენდების თანახმად ლემურიის ჩაძირვისას მოხდა რაღაც ხალხის გადასახლებისმაგვარი და მრავალმა მისმა ბინადარმა გაიარა გზა ამერიკის კონტინენტისა და ევროპასა და ამერიკას შორის მოქცეული ატლანტიდის გავლით, საიდანაც, როგორც ფიქრობენ, უძველესი ცოდნა მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

"კა" ნიშნავს "ოსტატს" (мастер), ხოლო "ჰუნა" ნიშნავს "საიდუმლოს", ან "დაფარულ ცოდნას". სავარაუდოდ, კაჰუნა – ესაა მასწავლებელი, რომელიც ეყრდნობა დაფარულ ცოდნას ან განდობილია ამ ცოდნაში.

არის მოსაზრება, რომ ამ კუნძულის მცხოვრებლები როგორღაც იყვნენ დაკავშირებულნი უძველეს ეგვიპტელებთან და კოლუმბამდელ ინდიელ ხალხთან ჩრდილოეთ ამერიკაში – ანაზიელებთან და ჰოპებთან, რადგანაც საოცრად ბევრი მსგავსებაა მათ საიდუმლო ცოდნასა და რიტუალებში, საუკუნეების მანძილზე შენახულ სიბრძნესა და წეს-ჩვეულებებში.
აფრიკელი ბერბერები რომლებიც ატლასის მთებში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგიაში იმავე სიტყვებს იყენებენ, რომლებსაც ჰავაელი კაჰუნები, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ განსხვავებას წარმოთქმაში. ჰავაური სიტყვა კაჰუნა ბერბერებში ჟღერს როგორც გუაჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს ქალ-კაჰუნას ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერს როგორც გუაჰინი. სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს, ორივე ენაში თითქმის ერთაირად ჟღერს: აკუა და ატუა, ისევე როგორც სხვა მრავალი გამოთქმა.

ბერბერების გადმოცემის თანახმად უხსოვარ დროს დიდ უდაბნო საჰარაში, იმ დროს მწვანე, წყლით უხვ და ნაყოფიერ ადგილას კაჰუნების თორმეტი ტომი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა და ეს ტომები ნილოსის ველებზე გადასახლდნენ. იქ, იყენებდნენ მაგიას, რომლითაც კლდის ქვებს ამუშავებდნენ, მშენებლობის ადგილზე გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს და სხვა ხალხებზე თავიანთი მაგიის წყალობით მოიპოვეს უპირატესობა.

მათ წინასწარ იწინასწარმეტყველეს, რომ მომავალში დადგებოდა საყოველთაო ინტელექტუალური დაბნელების პერიოდი და მათი საიდუმლო ცოდნა დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი შეენახათ მომავალი თაობებისთვის, ეს თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძებნელად დაიძრა, სადაც გადაიტანდნენ და შეინახავდნენ საიდუმლოს (ჰუნას), სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ მსოფლიოსთვის მისი დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. შორ მანძილზე ხედვის პარაფსიქოლოგიური უნარის მეშვეობით მსოფლიო ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცრიელი კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდებოდა. თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვიდან დინების მეშვეობით გადაცურა და შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროს გავლით წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა და მათგან ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი მეთორმეტე ტომისთვის. ეს ტომი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილოეთით გადასახლდა ატლასის მთებში. ზუსტად ასეთივე ისტორიას ჰყვებიან ჰავაიზე მცხოვრები კაჰუნებიც.

თაობიდან თაობამდე გადაცემული ცოდნა რომ შეენარჩუნებინათ, კაჰუნები დღესაც კი ირჩევენ მოსწავლეებს და ასწავლიან არანაკლებ ოცი წლის განმავლობაში. ყოველ კაჰუნს მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს. როგორც წესი ეს ადამიანი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა მასზე და ავლენს უნარს – შეინახოს და მოუფრთხილდეს ძველ სიბრძნეს ისე, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენოს იგი. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, იმახვილებენ სმენას და ითვისებდნენ მათ გარშემო სიცოცხლის აღქმას. მოსწავლეებს არასოდეს კიცხავდნენ ან აკრიტიკებდნენ! სამაგიეროდ ხშირად ეუბნებოდნენ გამამხნევებელ სიტყვებს: "ასე განაგრძე!", "კიდევ უფრო ღრმად შეისწავლე!", "უსმინე ბუნებას!" ისინი სწავლობდნენ ზღვასთან, ხეებთან, მცენარეებთან, ქვებთან საუბარს და თავიანთი არსების ისე გახსნას, რომ მათიპასუხებიც გაეგოთ. ყველაფერი მათ გარშემო სიცოცხლის სუნთქვითაა სავსე, და თავად ისინი არიან – სიცოცხლის სუნთქვის ნაწილნი.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 7 2013, 10:40 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არიან რა ძალიან გულისხმიერი ადამიანები, კაჰუნები აღიარებენ სიცოცხლისადმი გულწრფელ და ღრმა პატივისცემას. თვითონ ისინი ძალიან გააზრებულად ცხოვრობენ და წვდებიან ყველაფერს, რაც მათ გარშემო ცოცხლობს. ჭეშმარიტება მარტივია, თვლიან ისინი, და არანაირი აზრი არ აქვს მის ინტელექტუალურად გართულებას.

"კაჰეა!", - ამბობენ ისინი. რაც ნიშნავს: შეიცან თავი და იმოქმედე როგორც "გამოუთქმელის" მსახურმა! გამოუთქმელში ისინი გულისხმობენ ძალას, რომელმაც შექმნა და ახლაც ქმნის როგორც ჩვენს სამყაროს, ასევე მთელ კოსმოსს.

სიმშვიდე და დუმილი – კაჰუნების სიბრძნის არსია. შინაგანი დუმილის პრაქტიკა ეხმარება კაჰუნებს სამყაროს მოსმენაში. რადგანაც როგორც თავად ამბობენ, ღვთაებრივი შინაგანი ანუ სულიერი სმენის მეშვეობით აღიქმება.

ისინი თვლიან, რომ ჟღერადი სიტყვების ზედმეტად გამოყენება ფანტავს ენერგიეს, ამიტომ თავისთვის ინახავენ როგორც სიტყვებს, ასევე თავიანთ ძალას. "ნუ დაიკარგები წვრილმანებში. ეს შეინახავს და გააძლიერებს შენს ენერგიეს". ასეთია მათი ცხოვრებისეული დევიზი.

კაჰუნები მუდმივად ინარჩუნებენ კავშირს გარესამყაროსთან და ადამიანებთან და შესანიშნავი მკურნალები არიან. ისინი გამოდიან ძალიან მარტივი და უჩვეულოდ მოქმედი ცხოვრებისეული პრინციპიდან, რომელიც საშუალებას იძლევა მენტალური მეთოდები და ნატურალური სამკურნალო საშუალებები წმინდად სულიერი ორიენტაციით ადამიანის საკეთილდღეოდ და მისი სრული გაჯანსაღებისათვის. ამ პრინციპს ისინი უწოდებენ "ალოჰა-სპირიტს", - "ალოჰას სულს". "ალო" ნიშნავს სამყაროს ცენტრს, "ჰა" – ღმერთის ანუ როგორც კაჰუნები უწოდებენ გამოუთქმელის სუნთქვას. ამასთან ალოჰა – გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ცნება, ესაა – გრძნობა, ნატიფი სულიერი რეაქციები, ჩვენში ღვთაებრივის თანმყოფობის მუდმივი შეგრძნება.

კაჰუნების ტრადიციის თანახმად ადამიანი შედგება 3 "მე"-სგან: "მე"-ს უმაღლესი საფეხური – ღვთაებრივი ნაპერწკალი ანუ ღვთაებრივი სული; ადამიანური სული – საშუალო "მე" (ის ვინც გამოიხატება გონების, ხასიათისა და ყოველდღური ცნობიერების მეშვეობით) და "მე"-ს დაბალი საფეხური, რომლითაც ჩვენი ინსტინქტები ვლინდება.

უმაღლესი "მე" საკუთარ თავში მოიცავს ადამიანის ცხოვრების ჩანაფიქრს. ამიტომ მასთან კავშირში უნდა შევიდეთ და გაცნობიერებულად ვეკონტაქტოთ. "შენი ნება ჩემი ნებაა", - ეს ქრისტიანული პრინციპიბოლომდე ჯდება კაჰუნების სამყაროს აღქმაში. ყოველ სულს გააჩნია თავისი ცხოვრებისეული ჩანაფიქრი, ყოველი სული მოწოდებულია, რომ შეიცნოს რაღაც საკუთარი. ამით აიხსნება ყოველი ადამიანის აურის თვისება – შექმნას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფერთა პალიტრა, რადგანაც სხვადასხვა ფერებს სხვადასხვა მიზანმიმართულება გააჩნიათ. ფერები გვეხმარებიან განვსაზღვროთ, როგორი ცხოვრებისეული ამოცანები აარჩია ადამიანისთვის უმაღლესმა "მე"-მ დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში.

თავისი არსით კაჰუნები წარმოადგენენ ღვთისმსახურებს და მკურნალებს. არიან რა რბილი ხასიათის და ამავე დროს დიდი სულიერი ძალის მფლობელნი ერთდროულად, მათ უყვართ თქმა: "ა ოლე ოე ე იკე ი ნა პო ოპო ო ჰაი". ეს მიახლოებით ნიშნავს: "ნუ განიკითხავ სხვებს. შენ არ იცნობ მათ შინაგან სულიერებას. ღვთაების სული ყოველ ჩვენგანშია".

კაჰუნების სწავლების ამოსავალი წერტილია, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანის ყოფიერებაში "მე"-ს სამივე დონე ჰარმონიულად ურთიერთქმედებს ერთმანეთთან და ეს ხდება ენერგიის დაკარგვის ან გარემოდან მისი არასწორი მიღების გარეშე. ანუ იმ პირობებში, რომელიც გამორიცხავს ენერგიის ნაკლებობასაც და სიჭარბესაც. ამ ბუნებრივ და ჰარმონიული მოქმედების მქონე სასიცოცხლო ენერგიეს ისინი მანას უწოდებენ. ეს სიტყვა თავისი მნიშვნელობით ახლოსაა ისეთ ცნებებთან როგორიცაა "პრანა", "ოდი", "ბიოენერგია", "სიცოცხლის ღვთაებრივი ენერგია" ან "ცი" (იგივე "ჩი"). ამიტომ ენერგიასთან მუშაობა ცენტრალურ ადგილს იჭერს კაჰუნების პრაქტიკაში. ამასთან ერთად "მანა" აღნიშნავს "წყალს", და ეს სიტყვა ხშირადაა გამოყენებული ამ წიგნში, სიმბოლურ ენაზე კი აღნიშნავს კოსმიურ ენერგიას, ან სიცოცხლის ენერგიას.

არიან რა არა მხოლოდ სხეულის, არამედ პირველ რიგში სულის მკურნალნი, მასთან მისულ ადამიანს კაჰუნა ეუბნება: "ჩემი საზრუნავი შენი პრობლემები არაა, ჩემი საზრუნავი – შენ თვითონ ხარ. იქ, სადაც შენი შინაგანი სიმართლეა, ადგილი არ აქვს არც ტანჯვას და არც საჭიროებას. ისინი ნაპირზე რჩებიან. მე შენი თავისკენ წაგიყვან, თუ ამის საშუალებას მომცემ. როგორც კი გაიგებ ვინ ხარ, მაშინვე გაქრება ყველა დარდი და პრობლემა. ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა გავიწყდება ან ხელიდან უშვებ ყველაზე მთავარს – საკუთარი თავის შეცნობას!"

კაჰუნების ცოდნის გაცნობიერებით ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ თავშივე იპოვნონ კავშირი ცნობიერების უფრო მაღალ სფეროებთან. ამ სიბრძნეს ასევე ის უპირატესობა აქვს, რომ ექიმი მალე "უსარგებლო" გახდება, რადგანაც პაციენტი თვითონვე შევა კავშირში საკუთარ უმაღლეს პოტენციალთან და შეძლებს იპოვოს გზა თვითგანკურნებისკენ.

თავად კაჰუნა ყოველთვის ენერგეტიკული წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფება. მისი, როგორც მკურნალის და ღვთისმსახურის ამოცანაა, რომ სხვებმაც მოიპოვონ ეს წონასწორობა. უმაღლესი საწყისი და უზენაესი ჩვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაწვდომი, თუკი ჩვენს ხელთ ენერგიის საკმარისი რაოდენობაა, რადგანაც მხოლოდ ასე შეგვიძლია სულის მწვერვალებამდე ასვლა.

"განაგე შენი ენერგია გაცნობიერებულად და არასოდეს დახარჯო უაზროდ არც სულელურ ფიქრებში, არც სულელურ ქმედებებში, რომლებიც დახმარების მაგივრად ზიანს მოგიტანენ. ყველაფერი, რასაც აკეთებ, აკეთე სიყვარულით, - ამბობენ ისინი – და ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში. მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს. თუ საკუთარ თავს არ იპოვი, ვერაფერსაც ვერ მიაღწევ".

უკანასკნელი სიტყვები დელფოსის ორაკულის სიტყვებს გვაგონებს: "შეიცან თავი!"


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 7 2013, 12:49 PM
Post #3


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Bevri ragaceebi momewona smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 7 2013, 01:15 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte

სხვაგან არ მოეწონათ ეტყობა biggrin.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 7 2013, 01:28 PM
Post #5


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
ras izav shemogevle smile.gif)) xalxni vaart da, arc aqaa agprtovanebis brwyinvaleba da ar iqa, shen xom mogewona? biggrin.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Feb 7 2013, 01:29 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 812
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც ბევრი რამ მომეწონა.
არ არის ცნობილი, როგორ აღწევენ ენერგეტიკული წონასწორობის მდგომარეობას, ან თუნდაც საკუთარი თავის შეცნობას რა გზებით ახერხებენ, გარდა იმისა რომ ჩუმად არიან და ბუნებას უსმენენ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 7 2013, 01:30 PM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



teepurple

მაცადე, ჯერ ახლა დავიწყე თარგმნა. კაჰუნების ერთ-ერთი სიბრძნე მოთმინებაა smile.gif




--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 7 2013, 01:32 PM
Post #8


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte
QUOTE(Adidas @ 7th February 2013 - 01:30 PM) *
ras izav shemogevle )) xalxni vaart da, arc aqaa agprtovanebis brwyinvaleba da ar iqa, shen xom mogewona?


აქ თუ არ წაიკითხავენ არ დაბლოკავენ მაინც ამ თემას biggrin.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Feb 7 2013, 01:35 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 812
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atm@n @ Feb 7 2013, 01:30 PM) *
teepurple

მაცადე, ჯერ ახლა დავიწყე თარგმნა. კაჰუნების ერთ-ერთი სიბრძნე მოთმინებაა smile.gif

ვითმენ მერე biggrin.gif
ჰო არ გახრჩობ ახლავე მითხარი მეთქი ^^
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 7 2013, 01:56 PM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
msoplio religiebshic rom dawere da calke temac gaxseni,albat ipiqra identuriao da imitom agichedes karebi biggrin.gif tavidanve rom gagexsna tema,sheizleba ar daexura smile.gif
hoda barem aq gkitxav, rasac vgulisxmobdi gmertis arsshi, anu imis tqma mindoda rom amattvis gmerti erti arsebaa? Erti pirovnebaa? Tu marto ert arsebad agiqvamen pirovnulobis gareshe?


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 7 2013, 01:57 PM
Post #11


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Kahunebistvis gmerti rogoria eg mainteresebs smile.gif da arseboben es tipebi exla?


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 7 2013, 02:21 PM
Post #12


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(iziko @ 7th February 2013 - 01:56 PM) *
anu imis tqma mindoda rom amattvis gmerti erti arsebaa? Erti pirovnebaa? Tu marto ert arsebad agiqvamen pirovnulobis gareshe?


მათთვის ღმერთი პირობითი აღნიშვნების და დასახელებების მიღმაა. არც წმინდა წერილები და ფილოსოფიური დოქტრინები აქვთ, ასე რომ ზუსტ პასუხს შენ კითხვაზე ვერ მიიღებ მათგან. პრაქტიკის დონეზე გასწავლიან და არა თეორიის.

QUOTE(iziko @ 7th February 2013 - 01:57 PM) *
Kahunebistvis gmerti rogoria eg mainteresebs da arseboben es tipebi exla?


კი არსებობენ, უფრო ჰავაიზე.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 7 2013, 02:29 PM
Post #13


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
aha, gasagebia, spasiba, ise ki saintereso iqneba magattan saubari smile.gif sad agmoachine?? religiebis ,seqtebis da swavlebebis qristefore kolumbi xar raa biggrin.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 7 2013, 02:54 PM
Post #14


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte

ჯეკ ბეღურამ მაგათთან ისწავლა და... biggrin.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 7 2013, 03:48 PM
Post #15


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
ui shen ra gitxari biggrin.gif kiss1.gif aa mec ara vtqvi ra xdebaa biggrin.gif vot pachemu vsio tak znakomo smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 7 2013, 06:43 PM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოდერატორს ვთხოვ თემასთან შეუსაბამო პოსტები წაშალოს.


ვაგრძელებ:




კაჰუნები იქცევიან ისე, როგორც მათ მიმართ გადაშლილი სამყაროს სურათი იშლება: ისინი ცხოვრობენ სიყვარულით, რომელსაც ამოუწურავი ღვთაებრივი წყაროსგან ღებულობენ. მათ იციან, რომ ჭეშმარიტება – ეს საბოლოო ჯამში სიყვარულია. რომ ყოველი მაძიებელი მოიპოვებს საკუთარ, ამოუწურავ წყაროს და ჭეშმარიტებას საკუთარ თავში პოულობს.

მსგავსი ძლიერდება მსგავსით.

სიყვარული – ეს ჰარმონიაა, პროგრესია; ბოროტება – ეს დისჰარმონია და დეგრადაციაა.

ამიტომაც მარადიულად ბოროტება ანადგურებს თავის თავს, ხოლო სიყვარული თვითონ აღავსებს საკუთარ თავს.

ამიტომ ბოროტება წარმავალია, სიყვარული კი მარადიული.


ერთმა კაჰუნამ თქვა: "ჩვენი თავდაჯერებულობა დაფუძნებულია იმაზე, რომ შეგვიძლია ჭეშმარიტებას ვხედავდეთ ნებისმიერ ვითარებაში და სიყვარულით ვიცხოვროთ, რა გასაჭირი და ტანჯვაც არ უნდა გვერგოს წილად. სიცოცხლე შიგნიდან გარეთ მიედინება. ამ აზრის მიყოლით, შენ თავად გახდები ჭეშმარიტება". სხვა კაჰუნამ ჰკითხა: "შეგიძლია წარმოიდგინო რეალობა, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგება მეფობს?" და უპასუხა: "ასეთია კაჰუნების რეალობა".

ამგვარად სამი "მე", რომლებზეც საუბრობენ კაჰუნები:

მანამ, სანამ ამას თანამედროვე მეცნიერება დაადასტურებდა ექსპერიმენტებით, ცოდნას ადამიანის ენერგეტიკის (მათ შორის ელექტრო-ენერგეტიკის) შესახებ უკვე დიდი ხნის წინ იყენებდნენ კაჰუნები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ელექტრული სასიცოცხლო ძალა ისევე მიედინება ადამიანის ორგანიზმში, როგორც წყალი. ეს ძალა უხილავი ძაფებით მოძრაობს ისევე, როგორც ელექტროობა სადენებში, წყალი კი თავის კალაპოტში. და წყლის მსგავსად ეს ძალა მკურნალის ხელიდან პაციენტზე გადაედინება. ისევე როგორც ვაზში, იგი იტოტება თავისი ნაკადებით და დაბალი "მე"-დან საშუალოსკენ და მაღალისკენ ისწრაფვის.

ძველი კაჰუნები შესანიშნავი ფსიქოლოგები იყვნენ, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებისგან განსხვავებით ისინი საუბრობდნენ ელექტრული ძაბვის არა ორ, არამედ სამ სახეზე, რომელიც სასიცოცხლო ძალას ახასიათებს. ძალას, რომელსაც კაჰუნები ადამიანში აზროვნების უნარს მიაწერენ.

თავად ცნება "აზროვნება" მათ ენაზე აღნიშნულია როგორც "მანა-ო", დამატებითი სუფიქსი "ო" აღნიშნავს რაიმეს გადატანას, მოცემულ შემთხვევაში – აზროფორმების გადატანას სასიცოცხლო ძალის ტალღებით, ანუ სუფიქსი "ო" აქ მოცემულია იმისთვის, რომ აჩვენოს, თუ როგორ იყენებს გონება მანას ფიქრის, ან რაიმეს შესახებ ცნების ფორმირებისთვის.

და თუ სასიცოცხლო ენერგია ეს წყალია, სიმბოლურად აღწერილი პატარა მომრგვალო წვეთები, წვიმის ნაკადში შეუმჩნეველნი, - ეს აზროფორმებია, რომლებიც მანას ტალღებს გადააქვთ. წვიმის სიმბოლო აერთიანებს ორივე ამ მნიშვნელობას და ხშირად ფიგურირებს კაჰუნების ლოცვებში (გაიხსენეთ ქართული სიტყვა "წყალობა" (მთარგმ. შენიშვნა)). მას იყენებენ როგორც აზროფორმების ნაკადის სიმბოლოს, სასიცოცხლო ძალით სავსეს და მათ გამააზრებლებში უმაღლესი "მე"-დან დაბრუნებულს. შედეგად "წვეთები" ხშირად იღებენ მოვლენების და სხვადასხვა ვითარებების ფორმებს, რომლებიც უმაღლესი "მე"-ს პასუხია მათდამი მიმართულ ლოცვებზე.

აქედან გამომდინარეობს, რომ კაჰუნების რწმენით აზროვნების მთელი პროცესი დაფუძნებულია სასიცოცხლო ძალის მოქმედებაზე, ანუ მოითხოვს იმ მანას გამოყენებას, რომელიც შესაბამისი პროპორციებითაა განაწილებული ადამიანის სამ "მე"-ს შორის, უპირველეს ყოვლისა დაბალ და საშუალო "მე"-ს შორის. რაც შეეხება უმაღლეს "მე"-ს, კაჰუნების რწმენით უმაღლესი "მე"-ს თანაარსებობა არაა შეზღუდული ჩვენი სხეულით; უფრო მეტიც, ითვლებოდა, რომ ის საერთოდ არაა მჭიდროდ დაკავშირებული – ამის ფიზიკური გაგებით – ორ დაბალ "მე"-სთან და ფსიქიკურ დონეზე შეუცნობელია. მისი შეცნობა მხოლოდ სულიერ დონეზეა შესაძლებელი, ანუ უშუალოდ უნდა იქნეს განცდილი, როგორც მაგალითად ადამიანი განიცდის სიყვარულს, რომელიც მანმადე მისთვის დაფარული იყო, მაგრამ სრულებით არ ნიშნავს რომ სიყვარული საერთოდ არ არსებობს სამყაროში, უბრალოდ მანმადე არ უგრძვნია იგი.

სასიცოცხლო ძალის სიმბოლო – წყალია, და როგორც მდინარის წყალს შეუძლია რამდენიმე ნაკადად დაიშალოს, ასევე მანა-მანა სასიცოცხლო ძალასთან მიმართებაში აღნიშნავს "განტოტვას", "მაღლა ასვლას" ან "ფართოდ გაშლას". სწორედ სასიცოცხლო ძალის ამ უნართანაა დაკავშირებული ის, რომ მას ინტენსივობის სამი დონე გააჩნია. და რადგანაც იგი ელექტრულ ძალას წარმოადგენს, რასაც თანამედროვე ექსპერიმენტებიც ადატურებენ, ჩვენ შეგვიძლია პრინციპულად ჩავთვალოთ, რომ კაჰუნებისთვის ცნობილი მანას ინტენსივობის სამი სახე, - ეს სხვა არაფერია, თუ არა ელექტრული ძაბვის სამი სახე.

"ქვეცნობიერის "მე" დაბალ ძაბვას იყენებს. ცნობიერება ანუ საშუალო "მე", როგორც ნება უფრო მაღალ ძაბვას იყენებს, რომელიც გამოიხატება სიტყვით მანა-მანა. არსებობს ასევე ყველაზე მაღალი ძაბვა, ცნობილი როგორც მანა-ლოა, ანუ "ყველაზე ძლიერი ძალა".

ითვლებოდა, რომ ამ ძაბვის გამოყენება მხოლოდ უმაღლეს ცნობიერს შეუძლია ორ დაბალ "მე"-სთან კავშირში, რათა მათთან ერთად შექმნას ადამიანის სამმაგი არსი. ამგვარად, მთელ შექმნილ სამყაროში ადამიანი ამ სამების ნაწილს წარმოადგენს.

კუ ვიბრირებს უფრო ნელა და "დაბლა", ლონო – უფრო ჩქარა და "მაღლა", კანე – კი ყველაზე სწრაფად, და წარმოადგენს იმ კაჰუნას ძალისხმევების უმაღლეს მიზანს, რომლებიც თავიანთ ამოცანად თვლიან: აამაღლონ უფრო დაბალი "მე"-ს ვიბრაციები. ამგვარად კანე ზემოქმედებს ლონოზე, რათა მომართოს იგი საკუთარ, უფრო მაღალი ბუნების ვიბრაციაზე, ლონო კი ზემოქმედებს კუ-ზე და მისი ვიბრაციის უნარს ამაღლებს.
კაჰუნი თავისი ცხოვრების მიზნად ისახავს, რომ მომართოს კუ და ლონო იმავე სიხშირის ვიბრაციაზე, რომელზეცაა უმაღლესი "მე" და ამგვარად მიაღწიოს სამი "მე"-ს სრულ მთლიანობას, და მათგან შექმნას ერთი, რომელიც ვლინდება როგორც უკვდავი სხეული, რამეთუ კანეს ბუნების ძირითადი თვისება – მარადიულობაა.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 7 2013, 07:21 PM
Post #17


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
yochag mtargmnels smile.gif)


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 7 2013, 08:33 PM
Post #18


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაახლოებით ისე, როგორც პავლე მოციქული საუბრობს ამაზე: "რომ თავისი სიმდიდრის დიდებისამებრ, რათა მისი სულით მტკიცედ დამტკიცდეთ შინაგან კაცში, და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში, რათა სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა, და რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით." (ეფეს. 3:16-19)

თუ ქრისტიანობამ და იუდაიზმმა ათი მცნება იციან, კაჰუნების სწავლებამ მხოლოდ ერთი იცის: არასოდეს ავნო, მხოლოდ დაეხმარე!

ერთადერთი ცოდვა, კაჰუნებისთვის ცნობილი, ესაა საკუთარი თავის ვნება. მათი შეხედულების თანახმად, თუ აგრესიულები ვხდებით სხვების მიმართ, საბოლოო ჯამში ყოველთვის საკუთარ თავს ვავნებთ. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ კანე –სიყვარულის სინათლეა, ვხედავთ, რომ მხოლოდ განზრახვასაც კი სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა მივყავართ იქამდე, რომ საკუთარ თავს ვღალატობთ და ვაფერხებთ საკუთარ განვითარებას. რადგანაც აგრესია სიყვარულის უარყოფაა, შესაბამისად ეს კანესთან კავშირის გაწყვეტასაც ნიშნავს.

კაჰუნების მიზანია აამოქმედონ ჩვენი პოტენციალის მანამდე გამოუყენებელი 90%. ამიტომ ჰავაელი მკურნალებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია მანას მიღება და შენარჩუნება, ისევე როგორც ჰარმონიის შენარჩუნება დაბალი და მაღალი "მე"-ების ერთობლივი მოქმედებისას ყოველდღიურ ცნობიერ "მე"-სთან თანხმობაში.

კაჰუნების წარმოდგენით, ადამიანური ცხოვრების აზრია – მოიყვანოს მანა, ჩვენი ენერგია თავისუფალი და ბუნებრივი დინების მდგომარეობაში, გახსნას მაბლოკირებელი კვანძები, და ძალა და ზრდა მისცეს ენერგიეს, რათა შემდეგ შესაძლებელი გახდეს ცნობიერად მივმართოთ იგი იმ მიზნებისკენ, რომლებსაც ჩვენთვის მნიშვნელოვნად ვთვლით.

ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებას კაჰუნები განიხილავენ როგორც შესაძლოა ერთადერთ შანსს სრულყოფილი ცნობიერების მოპოვებისთვის. საქმე იმაშია, რომ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თითქოს ამ ცხოვრების შემდეგ ისევ მივიღებთ ადამიანური ინკარნაციით სრულყოფილ და მთლიან არსებად განვითარების შესაძლებლობას.

კაჰუნები ამბობენ, რომ არსებობს ერთგვარი სიცოცხლის, სიკვდილის და ისევ დაბადების წრე, რომლის "გარღვევაც" მათ უნდათ, რათა "მე"-ს ტანჯვის უსარგებლო ილუზიებს, პიროვნულ ტანჯვას დააღწიონ თავი. მათი სიბრძნის არსი და მკურნალობის მთავარი მიზანი მიმართულა არა იმდენად სხეულის ავადობების სიმპტომატური განკურნებისკენ, არამედ იმისკენ, რომ ადამიანმა გააცნობიეროს თავისი სულის შემოქმედთან თავდაპირველი ერთიანობა, ამ ცხოვრებაშივე ცნობიერად შეიცნოს ეს დაკარგული მთლიანობა და ამგვარად გამოვიდეს სიკვდილისა და დაბადებების წრებრუნვიდან. მანას – სასიცოცხლო ენერგიის გაძლიერება, სხვა დანარჩენის გარდა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.




ამის მერე იწყება თვითოეული "მე"-ს დაწვრილებით გარჩევა... დღეს საკმარისია.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 7 2013, 09:05 PM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
neta qristes rogor miigebdnen? smile.gif ra kai tipebi arian smile.gif ui iq vnaxe turme rac xdeboda


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 7 2013, 11:17 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,792
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთადერთი ცოდვა, კაჰუნებისთვის ცნობილი, ესაა საკუთარი თავის ვნება. მათი შეხედულების თანახმად, თუ აგრესიულები ვხდებით სხვების მიმართ, საბოლოო ჯამში ყოველთვის საკუთარ თავს ვავნებთ. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ კანე –სიყვარულის სინათლეა, ვხედავთ, რომ მხოლოდ განზრახვასაც კი სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა მივყავართ იქამდე, რომ საკუთარ თავს ვღალატობთ და ვაფერხებთ საკუთარ განვითარებას. რადგანაც აგრესია სიყვარულის უარყოფაა, შესაბამისად ეს კანესთან კავშირის გაწყვეტასაც ნიშნავს.

good.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd April 2020 - 08:43 AM