IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მუხტი, სურვილი, ბიძგი, მოტივაცია
brevalo
post May 12 2018, 08:07 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ფორუმზე რამოდენიმე თემა გაიხსნა თუ როგორ უნდა დავაგროვოთ ენერგია იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ცნობიერება. ასევე ბევრი რამ დაიწერა სხვადასხვა ტექნიკების შესახებ, რომელიც ასევე ცნობიერების განვითარებაში დაკვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით.

ეხლა მე მინდა ყურადღება გავამახვილო ძალიან ნატიფ და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ვარჯიშების კეთებისას თითქოს ყველაფერი იცი, რაღაც მიზნის მისაღწევად კარგად იცი ესა თუ ის ტექნიკა, ენერგიაც საკმარისი გაქვს, მაგრამ არ არის რაღაც ბიძგი, სურვილი ან მოტივაცია, რომელიც იმ მისტიურ გარემოში შეგიყვანს, გამყოფებს და შენი საყვარელი საქმიანობის კეთების სურვილს გაგიჩენს. ეს მუხტი მისტიკურ პროექციას ქმნის. ამ პროექციის ანუ ამ გარემოს გარეშე სავარჯიშიების კეთება ზედაპირულად და უხარისხოდ გამოდის. გონებით ამ მუხტის გამოწვევა შესაძლებელია. უცბად მოდის ხოლმე, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება და ისევ სადღაც ქრება. ზოგჯერ არის პერიოდი, როდესაც ეს მუხტი და მოტივაცია დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, დაახლოებით 2-3 კვირა. შემდეგ ოდნავ ნელდება.
შეიძლება ეს ისევ და ისევ სოციუმის ბრალია. როგორც კი შენი გონებით მოწყდები სოციუმს, ადამიანები ამას ქვეცნობიერად გრძნობენ და ისევ თავისკენ გექაჩებიან და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ რომ მათ ენერგეტიკულ ველში დაგაბრუნონ. ამ ქმედებებს ისინი გაუცნობიერებლად აკეთებენ. ეს იქნება აგრესია, დადანაშაულება რომ ცივი გახდი და ა.შ.



იმედია მიხვდით თემის არსს.

გამოთქვით თქვენი აზრები smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 04:11 PM