სინუსოიდა, დაკარგული ბედნიერების გა |
სინუსოიდა, დაკარგული ბედნიერების გა |
Apr 7 2009, 05:15 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 173 Joined: 25-January 07 Member No.: 3 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი ბლოგის გაპიარებაში რომ არ ჩამითვალოთ ჩემი ბლოგიდან აქ გადმოვიტან ტექსტს და რამდენიმე კომენტარს რომელიც იქ გაკეთდა.
დანარჩენი მსჯელობა აქ განვაგრძოთ. სინუსოიდა... ლამპარში თუზეთი დამთავრდა რა ლამპარის ბრალიაო – გვასწავლის აზიური სიბრძნე. მაგრამ შემთხვევა რომელზეც მე მინდა გესაუბროთ მგონი, სწორედ ის გამონაკლისია რომელიც წესს ამტკიცებს. მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით... როგორი უინტერესო და მდორე გახდა ირგვლივ ყველაფერი. თითქოს რაღაც მიზეზის პოვნა შეიძლება, ვიღაცამ შეიძლება რადიაციის მომატებულ დონეს დააბრალოს, ვიღაცა კი "მსოფლიო ფინანსურ კრიზის" ახსენებს. მაგრამ ჩემი აზრით ადამიანები რაღაც სენით დავვადდით ... კრიზისი იქნება, საპროტესტო გამოსვლები თუ ახლად გადატანილი ომი მხოლოდ ის მიზეზებია რომელმაც ეს ვირუსი გააღვივა და გამოააშკარავა. მიველ ვნახე ვენახი, სად წავიდა ვენახი? ვენახი როგორ მოგვიანებით აღმოჩნდა თხამ შეჭამა მაგრამ ბედნიერება სად წავიდა, ვინ შეჭამა და ეს ჯაჭვი ვისთან ან რასთან მიგვიყვანს ჩემი აზრით დაფიქრებად ნამდვილად ღირს. რაღაც ცუდადვარ....რაღაც ისე არ არის იფიქრა სულელმა ადამიანმა და გამოსავლის ძიება დაიწყო.... მან მოიფიქრა ფსიქოლოგი – რომელსაც აღსარებას აბარებს და ამაში ფულსაც უხდის. მან მოიფიქრა პარაშუტით გამოხტომა და ჰაერში თმების შეჭრაც – რადგან ადრენალინი დროებით აღიზიანებს ტვინის იმ რეცეპტორებს რომლებიც ბედნიერების ნაწილზე არის პასუხისმგებელი. ადამიანმა იმავე მიზეზით გამოიგონა, სასმელი, ნარკოტიკი.... გამოიგონა პრეზერვატივიც კი რომელიც "აძლიერებს მამაკაცის შეგრძნებებს"... კიდევ ათასი სულელე გამოიგონა.... და "ხატად ღმერთისა" შექმნილი, იმდენად გაერთო თავის გამოგონებებით დაავიწყდა ის რაც დიდი ხნის წინ ღმერთმა გამოიგონა და შექმნა – სიყვარული, მეგობრობა, ღიმილი და ა.შ. ადამიანები დავცარიელდით... ადამიანები ერთმანეთს აღარ ვეფერებით... ერთმანეთის სიყვარული გვაკლია.... ადამიანი ღმეთს დაშორდა.... ერთმანეთი აღარ გვახარებს... იმაზე საუბარიც ზედმეტია რომ დილით მზის სხივი არ გვიხარია რომელიც შემოიპარება შენს ოთახში (მინიმუმ იმიტომ რომ წინა ღამით 3 საათზე დაიძინე და ეხლა თავგაბჟუებუსლ გძინავს)... გახეთქილი ასფალტიდან ამოსული ყვავილი, აივანზე ჩამომჯდარი ჩიტი, მზის ჩასვლისას გაწითლებული ცა... აღარაფერი აღარ გვახარებს.... ყოველ აღმართს დაღმართი მოყვებაო, ყოველ დაღმართს კი აღმართიო.... მე კი ამ სინუსოიდას რომ ვუყურებ ისევ მეშინია "რიცხვთა სიმრავლე სასრული არ აღმოჩნდეს".... ეს ის შემთხვევაა, როცა თითეულმა ჩვენგანმა წვეთი მაინც უნდა გავიღოთ მეორე ლამპარის შესავსებად... Posted by lasharela at 4:33 AM Labels: ოთახი 2 comments: Elly said... იცი, მე მგონია, რომ უბრალოდ იმდენად ვართ დაკავებული ამ ყოველდღიური მარაზმით, რომ მაგ ყველაფრის შესამჩნევად დრო აღარ გვაქვს. აღარაფრისთვის აღარ გვცალია და ამ მოუცლელობაში თვითონვე ვიკარგებით. მერე იწყება ის ნევროზული სიმპტომატიკა, რისგან განსაკურნადაც გამოიგონეს ადამიანებმა სასმელი, ნარკოტიკი, ფსიქოლოგი და სხვა მრავალი... ეს უბრალოდ ჩემი აზრია და მიუხედავად იმისა, რომ ამას ვხვდები, მაინც "ვერ მცალია" მზის სხივით გასახარად ... 07 April, 2009 05:30 lasharela said... Elly იცი სამყაროში ყველაფერი (აბსოლუტურად) ჩემი აზრით ურთერთკავშირშია. ერთიანი სისტემაა და ერთი შეხედვით გვონია რომ მისი ცალკეული ელემენტები ბლოკებად არის დაყოფილი და ინკაფსულირებულია...მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია.... რისი ბრალია რომ ყოველდღიურ მარაზმებში ვართ ჩაფლული...ან რისი ბრალია რომ ეს ყველაფერი გვემარაზმება? მიზეზ შედეგობრივად როგორ არის ეს ყევლაფერი დაკავშირებული? ან საერთოდაც....აუცლებლად უნდა გავერკვიოთ ამ რთულ სისტემებში და კავშირებში? რამე უფრო მარტივად ხომ არაა? ერთი რაღაც გამახსენდა. ამერიკელებმა, მილიონობით დოლარი დახარჯეს რომ გამოეგონებინათ პასტა, რომელიც კოსმოსურ ჰომალდზე დაწერდა რადგან ჩვეულებრივი პასტა ატმოსფერული წნევის წყალობით მუშაობს. შექმნეს კალამი, ჩაატარეს ცდები, კალამში იქმენებოდა ხელოვნური წნევა, რომლის წყალობითაც ეს კალამი წერდა... რუსებმა უბრალოდ ფანქარი წაიღეს რომ ცდების შედეგები ჩაენიშნათ... ============================== lasharela.blogspot.com |
|
|
Apr 8 2009, 01:28 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო, რა გითხრა აბა?! ცა დაგვეკარგა თუ თავი არ ვიცი. ან იქნებ ერთის დაკარგვა განაპირობებს სხვა ყველა დანაკარგს და იწვევს ქაოსს. მოკლედ ისევ ეზოთერიკას დავუბრუნდით ”მზე შინა და მზა გარეთა, მზევ შინ შემოდიო....” აი, რა გვჭირდება და აელვარდება მერე ლამპრები და ”მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით” და არასოდეს დავილევით....
სასაცილოა, მაგრამ იმის შეხსენება გვჭირდება, რომ ვიცხოვროთ. ეს, ბავშვობიდან თავს მოხვეული როლები არ აღვიქვათ იმდენად სერიოზულად, რომ ”ვინ ვარ” საერთოდ გადაგვავიწყდეს. აქედან მოდის ყველა პრობლემა. დაიღლები აბა რა, და გაუხეშ-გასქელკანიანდები, აბა რა დაგემართება, როცა სულ მუდამ როლი ხარ და არა ადამიანი. რა მზის სხივი, რისი ყვავილი ასვალტზე, ჰაერი და მინდორი, როცა უბრალოდ კარგად ვისწავლეთ რა რეაქციები უნდა გვქონდეს, როგორ გავიღიმოთ ან გავბრაზდეთ, რა შემთხვევაში რა უნდა ვიგრძნოთ და ამასობაში შეგრძნების უნარი საერთოდ დავკარგეთ (ან ისე გავუუცხოვდით, რომ მეზობლის გვგონია და არა ჩვენი). ეს თანამედროვე სამყაროს ბევრად უფრო სერიოზული სენია და საფრთხე ვიდრე შიდსი ან ეკოლოგიური კატარსტროფა. ნუ, დაავადება სანამ ჩვენ პირადად არ შეგვეყრება არ გვაწუხებს და კატასტროფა (სანამ არ მოგვსპობს) მანამდე ტელე-შოუ გვგონია სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ. ისე, გარეთ ”გადადექი” ”გადადექით” კი არა და ”გავიღვიძოთ” ”გავიღვიძოთ” ძახილით უნდა დავრბოდეთ ალბათ. დიდებული იდეაა, საკუთარ გაღვიძებაზე პასუხისმგებლობას აქაც სხვას ავკიდებთ |
|
|
Apr 8 2009, 05:33 PM
Post
#3
|
|
RED soul Group: Members Posts: 173 Joined: 25-January 07 Member No.: 3 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
კარგი იდეაა.... და იდეაში....მეც, შენც ცოტა აბსტრაქტულებივართ...კონკრეტუ ი რა უნდა ვქნათ? |
|
|
Apr 8 2009, 06:38 PM
Post
#4
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგი შეკითხვაა მოდი ფარული ორგანიზაცია ჩამოვაყალიბოთ და ხალხის (და საკუთარი თავების) გამოსაფხიზლებლად პროვოკაციებს მივმართოთ, ანუ პროვოკატორებად კი არ ვიქცეთ არამედ გამოღვიძების პროვოცირება მოვახდინოთ. აბა, შემოგვთავაზეთ მეთოდები, გახსნილი ვართ იდეების განსახილველად
|
|
|
Apr 9 2009, 07:50 PM
Post
#5
|
|
RED soul Group: Members Posts: 173 Joined: 25-January 07 Member No.: 3 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
ყველას კარის წინ დავახვედროთ ქოთნით ყვავილი, აკვარიუმი და თევზები და ა.შ. ხო არ გადაყრიან... შეიტნენ მოუვლიან...ბუნებას დაუახლოვდებიან... ერთერთი აქცია ასე წარმომიდგენია აბა შემდეგი იდეები... |
|
|
Apr 9 2009, 08:03 PM
Post
#6
|
|
RED soul Group: Members Posts: 193 Joined: 13-March 09 From: tbilisi,tbilisi... Member No.: 5,929 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
lasharela
რა ცუდია რო ამ სტატსიას ბევრი არ კითხულობს.. კიარად ფორუმზ არ შემოდიან და ვინ წაიკითხავს |
|
|
Apr 10 2009, 03:06 AM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ ცხოვრებას სინუსოიდას შევადარებთ, კარგი იქნებოდა. ეს არის კიდევაც აქამდე ჩვენი ისტორია, ხან ასე და ხან ისე. ხან მწვერვალი და ხან ჯურღმული, ხან ომი და ხან მშვიდობა. საქმე იმაშია და ალბათ საშიშიც არის რომ თუ ცხოვრებას აღარ უნდა რომ იყოს სინუსოიდა და დაიწყო ერთი თავდაღმა სირბილი გაუჩერებლად, სანამ არ გათავდება?
ნეტავ არა -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Apr 10 2009, 10:06 AM
Post
#8
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou ყველას კარის წინ დავახვედროთ ქოთნით ყვავილი, აკვარიუმი და თევზები და ა.შ. ხო არ გადაყრიან... შეიტნენ მოუვლიან...ბუნებას დაუახლოვდებიან... ერთერთი აქცია ასე წარმომიდგენია აბა შემდეგი იდეები... კარგია, თუმცა ცოტა დახვეწა და კიდევ ბევრი ფინანსები სჭირდება (ან შემოწირულობები, თუმცა ეგ ერთი და იგივეა. ეკო ლაშქრობების მოწყობაზე რა აზრის ხართ? რამოდენიმე დღით (ნუ, მინიმუმ ორით). მოდი ჩვენ ეკო ლაშქრობები დავარქვათ, ხალხი მოვიტყუოთ და მერე ეზოტერიკა ”შევაჩეჩოთ” |
|
|
Apr 10 2009, 12:17 PM
Post
#9
|
|
RED soul Group: Members Posts: 193 Joined: 13-March 09 From: tbilisi,tbilisi... Member No.: 5,929 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
lasharela
გგონია რომ არ გადაყრიან? |
|
|
Apr 10 2009, 01:02 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
lasharela
შენ რაც დაწერე სინუსოიდაში სამწუხაროდ მაშტაბურად ეგრეა საქმე მარა გამონაკლისებიც არიანო (მე ამის ცოცხალი ეგზემპლიარი ვარ, და ვიმედოვნებ რომ არა მარტო მე) ხოდა რაც ჩამოთვალე იმაზე საუბარიც ზედმეტია რომ დილით მზის სხივი არ გვიხარია რომელიც შემოიპარება შენს ოთახში (მინიმუმ იმიტომ რომ წინა ღამით 3 საათზე დაიძინე და ეხლა თავგაბჟუებუსლ გძინავს)... გახეთქილი ასფალტიდან ამოსული ყვავილი, აივანზე ჩამომჯდარი ჩიტი, მზის ჩასვლისას გაწითლებული ცა... აღარაფერი აღარ გვახარებს.... ეს ყველაფერი მე მიხარია და ამით ვცოცხლობ -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Apr 10 2009, 02:17 PM
Post
#11
|
|
RED soul Group: Members Posts: 173 Joined: 25-January 07 Member No.: 3 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
TeO
გამონაკლისი წესს ამტკიცებს... კარგია რო გიხარია ეს ყველაფერი მარა მე უმეტესობაზე ვსაუბრობ... ნუ ცდილობთ ამ ეზოთერიკის აგიტაცია-პროპაგანდას თორე იმ დღეს ზეტს წამოცდა "ჩვენ ეზოთერიკებიო".... მაქედან სექტამდე ბევრი კი არაა ან მინიმუმ რაიემ გაერთიანებამდე, ორგანიზაციამდე, კლანამდე საერთო მოსაზრებების ქვეშ გაერთიანებული ხალხი - პარტია მეტი კი არაფერი არაა |
|
|
Apr 15 2009, 11:58 AM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვერ დაგეთანხმები ლაშარელა. მე თვითონ არ მიყვარს არანაირი სიტემა, გაერთიანება, ეკლესია, სექტა და ა.შ. მაგრამ არსებობს გამონაკლისები და კიდევ მთავარია შედეგები. თუ რაიმე გაერთიანება პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე (თუნდაც ერთზე), მაშინ მისი არსებობა გარკვეულწილად გამართლებულია. ტოლედან დავაკოპირებ ერთ აბზაცს რომელიც საინეტრესოდ მეჩვენა.
По мере появления нового сознания некоторые люди почувствуют тягу к созданию групп, отражающих просветленное сознание. Эти группы не будут коллективным эго. Составляющие их люди не будут испытывать потребность определять свою личность через них. Они больше не будут искать никаких форм, чтобы с их помощью определить, кто они такие. Даже если члены группы еще не совсем освободились от эго, в них будет достаточно осознанности, чтобы распознать эго в себе или в окружающих в моменты его появления. Однако для этого требуется постоянная бдительность, поскольку эго будет делать попытки вновь заявить о себе и восстановить свое влияние всеми доступными средствами. Растворение человеческого эго путем выноса его на свет осознанности станет одной из главных целей таких групп, будут ли это просветленные виды бизнеса, благотворительные организации, школы или коммуны. Просветленные коллективы сыграют важную роль в появлении нового сознания. Точно так же, как эготипические коллективы вталкивают тебя в неосознанность и страдание, просветленный коллектив может быть водоворотом сознания, ускоряющим планетарный сдвиг. |
|
|
May 20 2009, 02:41 PM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამოსაწევია ეს თემა!
პ.ს. ლაშარელა ისევ დაიკარგა -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
May 21 2009, 06:56 PM
Post
#14
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხოო, აქტულალურია ამ ბოლო დროს რაღაც ყველა მეორე წიგნში სინუსოიდას ახსენებენ, მე კი გულუბრყვილოდ მეგონა სკოლის შემდეგ ცხოვრებაში აღარსად შემხვდებათქო იქნებ რაღაც საზღვრებს უნდა გავცდეთ და სულ ესაა, სხვა სიბრტყეები და განზომილებები აღმოვაჩინოთ და "სინუსოიდას წყევლაც" ძლეულ არს
|
|
|
Jan 5 2010, 06:27 PM
Post
#15
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანებო, რა ხდება, ნუთუ სინუსოიდას წყევლამ გიწიათ, რატომ არ პოსტავთ ამ თემაში, ძალზედ ცხოვრებისეული და აქტუალურია და თანაც ლაშარელას უკანასკნელი საჩუქარია მგონი ფორუმისთვის გაღებული
|
|
|
Jan 13 2010, 07:06 PM
Post
#16
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი, ვიპოვე ლაზარევის საინტერესო გამონათქვამი იქნებ ამით მაინც "ამოვწიო" ეს თემა
QUOTE ადამიანის განვითარება ყოველთვის სინუსოიდის პრინციპით მიდის: განვითარება გადადის დეგრადაციაში, მოპოვება იცვლება დაკარგვით, ღვთაებრივი კი უწყვეტლივ გრძელდება და თან მხოლოდ იზრდება. და თუ ადამიანი ცდილობს შეამციროს სიყვარულის ინტენსივობა, ეს პროცესი მაშინვე მუხრუჭდება. ადამიანი ცხოვრებისას აგროვებს ღმერთისგან მოწყვეტის ინერციას, ანუ ცოდვებს. სიკვდილი როგორც წესი ამ ცოდვებს გვაშორებს. ხოლო თუ ისინი სულში რჩებიან, მაშინ უკვე საზოგადოებაში გროვდებიან და საზოგადოება ან მთელი ერი უნდა განადგურდეს, რათა ეს პროცესი შეჩერდეს. ამ სქემით ნადგურდებოდნენ უზარმაზარი ცილიზაციები, ხოლო ღმერთისკენ ქვეცნობიერი სწრფვის შედეგად იქმნებოდნენ ახალი ერები და ცივილიზაციები.
|
|
|
Dec 22 2010, 01:42 AM
Post
#17
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 8 Joined: 22-January 10 Member No.: 6,127 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
სასაცილოა, მაგრამ იმის შეხსენება გვჭირდება, რომ ვიცხოვროთ. ეს, ბავშვობიდან თავს მოხვეული როლები არ აღვიქვათ იმდენად სერიოზულად, რომ ”ვინ ვარ” საერთოდ გადაგვავიწყდეს. აქედან მოდის ყველა პრობლემა. დაიღლები აბა რა, და გაუხეშ-გასქელკანიანდები, აბა რა დაგემართება, როცა სულ მუდამ როლი ხარ და არა ადამიანი. რა მზის სხივი, რისი ყვავილი ასვალტზე, ჰაერი და მინდორი, როცა უბრალოდ კარგად ვისწავლეთ რა რეაქციები უნდა გვქონდეს, როგორ გავიღიმოთ ან გავბრაზდეთ, რა შემთხვევაში რა უნდა ვიგრძნოთ და ამასობაში შეგრძნების უნარი საერთოდ დავკარგეთ (ან ისე გავუუცხოვდით, რომ მეზობლის გვგონია და არა ჩვენი). რა ნაცნობია ჩემთვის ყველაფერი. მინდა რომ ყველაფერი სხვანაირად იყოს.მინდა რომ ახალის დღის დანახვა მიხაროდეს და საერთოდ სიცოცხლე მიხაროდეს.რატომ ვართულებთ ასე ყველაფერს?რატომ ვიღვიძებთ მაშინ როცა უკვე გვიანია? |
|
|
Apr 1 2011, 03:07 PM
Post
#18
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანი ცხოვრებისას აგროვებს ღმერთისგან მოწყვეტის ინერციას, ანუ ცოდვებს. სიკვდილი როგორც წესი ამ ცოდვებს გვაშორებს. 'ცოდვის' კარგი განმარტებაა -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Apr 1 2011, 09:23 PM
Post
#19
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
emilie
იმდენად შესისხლხორცებული გვაქვს ეს "მასკები" რაღაცნაირად ძალიან უნდა შევარყიოთ რომ ჩამოგვცილდეს. კათარზისული სახის მედიტაციები ძალიან კარგია ამისათვის, ვფიქრობ ჰოლოტროპკაც. რაღაც სხვანაირად არ გამოდის, იოლად არ გვცილდება, შორს ვართ ჩვენივე არსისაგან, მხოლოდ ილუზიაღა ვართ საკუთარ თავზე. ეს უბრალოდ აუცილებელია რათა დავუახლოვდეთ და გავიცნოთ სხვანაირად გამოდის კიდევ ერთმა ცხოვრებამ გაიარა ფუჭად ცხოვრების გარეშე ეს კი ძალიან სევდიანია, ცხოვრების შეგრძნება ღირს იმად რომ შევირყათ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 06:03 PM |