IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები
tikoroma
post May 18 2015, 04:44 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესო, დოგმებისგან დაცლილი სწავლებაა დაოსიზმი. ჩემთვის აღმოჩენა იყო სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც ძალიან მარტივია, სასიამოვნოდ შესასრულებელი და მცირე დროში იძლევა შედეგს. მე არ ვთვლი, რომ ვარჯიშების შესწავლას ათწლეულები სჭირდება. მთავარია რეგულარულად ვაკეთოთ, ის თვითონ გაიხსნება და ბუნებრივად გაგრძელდება, თქვენ კი იმას მოიმოქმედებთ, რასაც ინტუიცია გიკარნახებთ და ეს სწორი იქნება smile.gif ასე რომ, ნუ გაიხსენებთ რამდენ წელს ატარებდნენ შეგირდები თავიანთი გურუს თვალებში ყურებაში. იმოქმედეთ და შედეგიც მალე იქნება.

პრაქტიკების დადებამდე ცოტას ვილაპარაკებ დაოსურ სწავლებაზე. ახალი იქნებ ვერაფერი ვთქვა, მაგრამ მაინც საჭიროა. როცა ვარჯიშებს დავდებ, უფრო მარტივი გასაგები იქნება, რატომ უნდა შევასრულოთ ესა თუ ის მოქმედება.

ტექსტი დაწერილია ძირითადად ვინმე Juan Li-ის სწავლების მიხედვით, მაგრამ სხვადასხვა სტატიებიდანაც დავამატე რაღაცეები, ზოგი რამე გამოვტოვე. ასე რომ წყაროდ არ ჩაითვლება ეგ biggrin.gif უფრო ნახევარწყაროდ. biggrin.gif


დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები

ჩინეთის წმინდა მთებში, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სიზმრების უსასროლო შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ისინი იყვნენ პრაქტიკოსები, რომლებმაც საზოგადოებისგან შორს, ბუნებაში უბრალო ცხოვრება აირჩიეს. მათ დაოსებს უწოდებდნენ. დაო ნიშნავს გზას - ცხოვრების ბუნებრივ გზას. დაოსური ცოდნა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, იმიტომ არა, რომ მათი პრაქტიკები საშიში იყო. უბრალოდ, მათი სულიერი განვითარების მთავარი ასპექტი იყო საზოგადოებისგან გარიდება, რადგან ამუშავებდნენ გავრცელებული შეხედულებებისგან ძალიან განსხვავებულ იდეებს.
საუკუნეების განმავლობაში მათ ძალიან ეფექტური და ერთიანი სისტემა განავითარეს, რაც მინზად ისახავს გამოიყენოს ადამიანის შესაძლებლობათა სრული პოტენციალი. დასოები არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მშვიდი ცხოვრებით. მათი პრაქტიკები მხოლოდ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეს არ ეხებოდა, არამედ უფრო დახვეწილი და უხილავი -ენერგეტიკული სხეულების პოტენციალის ამოქმედებასაც ითვალისწინებდა.


დაოსური პრაქტიკების ძირითადი ასპექტია ენერგიასთან - სასიცოცხლო ძალასთან მუშაობა. მთელი სამყაროს, ფიზიკური თუ დახვეწილი პლანების, არსებობის საფუძველია ჩი (QI) ენერგია, რომელიც ფართო სპექტრით გამოვლინდება სხვადასხვა დონედ და სიხშირედ - ყველაზე ნატიფიდან, რაც თვალით უხილავია და მხოლოდ გაწმენდილი, მშვიდი გონებითა და ამაღლებული ცნობიერებით აღიქმება; შედარებით მკვრივი პლანი, რომელსაც ემოციურ დონეზე აღვიქვამთ და ყველაზე მყარი ჩვენი ფიზიკური სამყარო. შედარებისთვის, ეს გავს რადიაციას, რომელსაც ვერ შევიგრძნობთ, შემდეგ ელექტროენერგიას - რომელთან შეხებითაც შოკს ვიღებთ, და ქვა, რომლის აღქმაც გაცილებით იოლია. დაოსები თვლიდნენ, რომ ეს განცალკევებული სამყაროები კი არაა, არამედ ერთი, რომელიც სხვადასხვა სიხშირედ გამოვლინდება.

დაოსებმა შეძლეს ეგრძნოთ როგორ მოძრაობდა ენერგია სხეულში და მასზე დაკვირვებით, შექმნეს სასიცოცხლო ძალის ნაკადების სქემა, რასაც ჰქვია ენერგო მერიდიანები. მერიდიანებში ენერგიის მოძრაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნაკადის გადაკეტვა სხეულში ორგანოს დაავადებად გამოვლინდება. მათ მოიფიქრეს ვარჯიშები, დიეტები და მედიტაციები ენერგიის დინების დასარეგულირებლად. თუმცა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ შენიშნეს, რომ ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენდა ენერგიის მოძრაობის ხარისხზე. მაგ, სიბრაზის დროს გულისცემა და სუნთქვა ხშირდება, სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. ამ დროს დაძინება რთულდება, გონება მომართულია და ადამიანი საათებს ატარებს საკუთარ თავთან დიალოგში, განსჯაში. ბოლოს და ბოლოს, როცა დაღლილი სხეული დაძინებას მოახერხებს, ის სიზმარშიც სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

ემოციების სამართავად დაოსებმა მრავალი ვარჯიში მოიფიქრეს. მათ შორის „შიდა ღიმილის“ პრაქტიკა, რომლის დროსაც პრაქტიკოსი შინაგან ორგანოებს უზგავნის ღიმილს და მადლიერების გრძნობას, მისკენ მიმართავს დადებითი ემოციების ტალღას. ასევე იყენებენ სამკურნალო ბგერებს, რომლებიც ასტიმულირებს სასიცოცხლო ორგანოების ვიბრაციას, რაც ხსნის დაძაბულობას და ბლოკირებას.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post May 31 2020, 01:05 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



„ჩავეხუტოთ ხეს“ – Zhan Zuang
(standing meditation, standing like a tree)


ადამიანის სხეულს გააჩნია ენერგეტიკული მერიდიანები, რომლებშიც მიედინება სასიცოცხლო ჩი ენერგია. სტრესი, ტრავმა, უარყოფითი აზრები, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, იწვევს მერიდიანების ბლოკირებას, რის შედეგადაც ენერგიის დინება ბრკოლდება, ზოგიერთი ორგანო ნაკლებად მარაგდება ჩი ენერგიით, ზოგს კი პირიქით - ჭარბად მიეწოდება. ასევე ირღვევა ინ და იან ენერგიების ბალანსი, რისგანაც შედგება ჩი ენერგია. ბალანსის დარღვევის შედეგად ჩნდება დაავადებები, ფიზიკური, გონებრივი თუ სულიერი პრობლემები.

მედიტაცია „ხესთან ჩახუტება“ არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და პოტენციურად ყველაზე ძლიერი მედიტაცია. გონება, სხეული მოდუნებულია და ჩი ენერგიას ვაძლევთ საშუალებას თავისუფლად, ბუნებრივი გზით იდინოს მერიდიანებში. ჩვენ ვაკვირდებით, აღმოვაჩენთ ბლოკირებულ ადგილებს და "ვასწორებთ" მათ.

მედიტაციის მთავარი ფაქტორებია: სწორი პოზა, ბუნებრივი სუნთქვა და მართვადი ვიზუალიზაცია. მედიტაცია სრულდება მყუდრო ადგილას, ბუნებაში, ან ოთახში, სასურველია ფანჯრის წინ იდგეთ და ლამაზ ხედს გაჰყურებდეთ.


დადექით, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ერთმანეთის პარალელურად, თითისწვერები პირდაპირაა მიმართული, მუხლების უკანა მხარე მოადუნეთ, მენჯი წინ წასწიეთ და სხეულის წონა ფეხებზე გადაიტანეთ. ფეხებით მყარად დაეყრდენით, თითქოს ფესვები გაიდგით.
თავი სწორად გეჭიროთ ხერხემლის დაბოლოების გასწვრივ, მზერა წინ მიმართეთ, სახის კუნთები, თავი, კისერი, ყელი მოადუნეთ, გაიღიმეთ , ენა მიიდეთ წინა კბილების უკან, სასაზე.
ხელები დაიჭირეთ წინ და 20-25 სანტიმეტრით მაღლა ქვედა დანტიანიდან (მდებარეობს, დაახლ, ორი თითის დადებაზე ჭიპის ქვემოთ), ან მკერდის სიმაღლეზე, ხელისგულებით სხეულისკენ, თითისწვერები ერთმანეთისკენ მიმართეთ, მაგრამ არ შეახოთ. მკლავები გაშალეთ და იდაყვები მაღლა ასწით, იღლიის ქვეშ სიცარიელე უნდა იყოს.

რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ბოლომდე ამოისუნთქეთ, ამ დროს შეიძლება დგომაში მცირე კორექტირება შეიტანოთ, უფრო კომფორტულად მოეწყოთ. წარმოიდგინეთ რომ მთა ხართ, ან უძველესი ტყე, რაიმე ძალიან სტაბილური და მშვიდი.  (დაახლ. 1 წთ.)

შემდეგ სუნთქვის ბუნებრივ რიტმს დაუბრუნდით, ვსუნთქავთ ცხვირით. სიმშვიდე, სიჩუმე შემოუშვით სხეულში. მოდუნებული მზერა კვლავ წინ გქონდეთ მიმართული, გონება სიფხიზლეს ინარჩუნებს.

თავდაპირველად ამ მდგომარეობაში ვჩერდებით 10 წუთი, შემდეგ ნელ-ნელა ვზრდით დროს. ჩი ენერგიას სრული წრის შემოსავლელად სჭირდება 30 წუთი, ასე რომ, თანდათან ჩვენი მედიტაციის დრო 30 წუთზე აგვყავს, სურვილის შემთხვევაში მეტ ხანსაც ვჩერდებით.

თუ სხეულის რომელიმე ადგილას დისკომფორტს განიცდით, რამდენიმე ჩასუნთქვით ვუგზავნით ღიმილის ენერგიას. ასევე შეგვიძლია შევქმნათ პაწაწუნა, სპირალურად წრეზე მოძრავი ენერგიის ნაკადი და ხელი შევუწყოთ ბლოკირებული ადგილის გახსნას.

როცა ჩი ენერგიას დინების დროს მერიდიანებზე ბარიერები ხვდება, შეიძლება განვიცადოთ სპონტანური მოძრაობები. ეს ბუნებრივი მოვლენაა პრაქტიკის დროს. ჩვენ კვლავ უნდა დავუბრუნდეთ საწყის პოზას. არაა აუცილებელი ეს ყველას მოუვიდეს, ამიტომ ხელოვნურად არ უნდა გამოვიწვიოთ ასეთი რამ.

პრაქტიკის პირველ ეტაპზე შეიძლება ვიგრძნოთ დისკომფორტი, ტკივილი, კანკალი, სახსრების ტეხა, კუნთების, მყესების დაჭიმვა. მიუჩვეველი სხეული, ასე ვთქვათ, გადაეწყობა შინაგანი ენერგიის ბუნებრივი დინების რეჟიმზე. ასეთ დროს შეგვიძლია რამდენიმე წუთით Wuji-ის მდგომარეობა მივიღოთ და დავისვენოთ.

(ვუჯის მდგომარეობა - უბრალოდ ვდგავართ გამართულად, ხელები დაშვებულია სწორად, სხეულს ვადუნებთ და ვსუნთქავთ ბუნებრივად. ნელა დაითვალეთ 10-მდე, დაახლოებით, 1 წთ).

მეორე ეტაპია "ცეცხლის ტესტი" - როცა ენერგეტიკული კვანძები გახსნილია და გვიყალიბდება უნარი, ბუნებრივად ვიდგეთ "ხის პოზაში", სუნთქვის ავტომატურ რეჟიმშიც გადავდივართ. სხეულის გამოფიტული ორგანოები უკვე სავსეა ენერგიით. ხელებსა და ფეხებში სითბოს ვგრძნობთ, შუბლი ოფლით იცვარება, მუცელში კი სიცხეს ვგრძნობთ. ეს გარდამავალი ეტაპი შეიძლება რამდენიმე დღიდან ერთ თვემდე გაგრძელდეს.

შემდეგი ყველაზე რთული ეტაპია - მოთმინების გაზრდა. ბევრს ბეზრდება და წყვეტს ვარჯიშს. ეს არის ეტაპი, როცა ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებთ, თუკი გაგრძელებას შეძლებთ. ახლა უკვე შეგვიძლია კონცენტრირება პოზიტივზე, სუნთქვაზე, შეგრძნებებზე და ცნობიერებაზე.

ხის პოზაში დგომის პრაქტიკა არის თაი ჩისა და ყველა საბრძოლო ტექნიკის შემადგენელი ნაწილი. ეს არის ჩი გუნის სტატიკური დგომა, სპეციალურად შემუშავებული სხეულისათვის ჩი ენერგიის დაუბრკოლებლად მისაწოდებლად. პრაქტიკის შედეგად ხდებით ენერგეტიკულად ძლიერი, ფიზიკურად ჯანმრთელი და მშვიდი გონებით. როცა ისწავლით ჩი ენერგიის დინების მართვას, მის დაგროვებას, შეგეძლებათ თავად მიმართოთ იგი ამა თუ იმ ორგანოსკენ, დააჩქაროთ მისი გამოჯანმრთელება. ჩინელი ბერები ამბობენ, რომ ამ მედიტაციით უკვდავების მიღწევაც შესაძლებელია.

თუ ვერ იცილებთ დაძაბულობის შეგრძნებას, მაშინ ჯერ ისწავლეთ სხეულის მოდუნება - წარმოიდგინეთ რომ ბრინჯის ტომარა ხართ და უბრალოდ სადმე დევხართ  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიტაციის დროს მთელი სხეულით იყოთ მოდუნებული.

ენერგიის გაფანტვის, დაკარგვის და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად ნუ შეასრულებთ ამ ვარჯიშს ექსტრემალურ ამინდში - ქარიშხლის, ელ-ჭექის, მიწისძვრისა და ტაიფუნის დროს, როცა ბუნებაც კი უკიდურესად დაუბალანსებელია.  ნუ შეასრულებთ მას ხმაურიან ადგილას. შეარჩიეთ შესაბამისი დრო და ადგილი. მედიტაციის შემდეგ რამდენიმე ხანს ნუ შეჭამთ, ნუ იბანავებთ და ნუ გექნებათ სექსი. (2 სთ. მაინც). ასევე არ იმედიტიროთ, როცა ავად ან ძალიან დაღლილი იქნებით.





--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   დაოსური სწავლება   May 18 2015, 04:44 PM
tikoroma   დაოსური პრაქტიკებ...   May 19 2015, 09:23 PM
ano   ძან საინტერეოა ერ...   May 20 2015, 12:05 AM
tikoroma   სიზმარი ბევრი რამი...   May 20 2015, 09:08 AM
tikoroma   რაც შეეხება მენტალ...   May 20 2015, 10:46 AM
tikoroma   ფეისბუქი რა შუაში ...   May 20 2015, 03:09 PM
tikoroma   დანტიანები დაოსურ...   May 20 2015, 03:23 PM
ano   პირველ ეტაპზე ამი...   May 22 2015, 09:46 AM
tikoroma   კი, მეც ეგრე მომივი...   May 22 2015, 10:06 AM
tikoroma   ano პირველ ეტაპზე ამ...   May 22 2015, 04:01 PM
tikoroma   მედიტაცია standing like a tree ...   May 23 2015, 02:08 PM
tikoroma   ტდ-სგან: დაოსური სხ...   Jun 2 2015, 08:55 PM
tikoroma   http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%AE%E1%8...83%A8...   Jun 26 2015, 11:05 PM
tikoroma   დაოსური სწავლებით ...   Jun 27 2015, 11:58 AM
tikoroma   ფეისბუქზე ჯგუფში - ...   Oct 25 2015, 02:07 PM
tikoroma   დაოსური ჯგუფის თემ...   Nov 14 2015, 11:56 AM
past   სალამი, ეს წიგნი მა...   Mar 7 2016, 12:46 AM
tikoroma   არა, მე მასწავლებე...   Mar 7 2016, 11:58 AM
past   http://www.megafileupload.com/arcQ/Сти...ия_...   Mar 8 2016, 12:53 AM
tikoroma   ვაგრძელებ დაოსურ ს...   May 31 2020, 12:35 AM
tikoroma   სიცარიელის მედიტა...   May 31 2020, 12:52 AM
tikoroma   ალბათ ცუდად ვთარგმ...   May 31 2020, 12:52 AM
tikoroma   კუჭის მასაჟი (მათთ...   May 31 2020, 01:08 AM
tikoroma   „ჩავეხუტოთ ხეს“ – Zh...   May 31 2020, 01:05 PM
starscream   tikoroma ვარსკვლავთა ხუ...   Mar 8 2021, 01:52 PM
tikoroma   ცოტ-ცოტა დავიწყე თ...   Mar 10 2021, 01:52 PM
tikoroma   ზემოდან ქვემოთ: ჩრ...   Mar 10 2021, 01:54 PM
tikoroma   10 მარტი, 14:16-ზე · დაოს...   Mar 19 2021, 04:09 PM
tikoroma   სამი დანტიანი ადამ...   Mar 24 2021, 04:58 PM
td.........   tikoroma 1 წელი შეუსრულდ...   Mar 24 2022, 08:00 PM
tikoroma   უკვე ორიც :lol: :D რამე...   Mar 14 2023, 12:07 AM
td.........   tikoroma ავღნიშნოთ :დ:დ   Mar 14 2023, 10:39 AM


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 26th April 2024 - 05:03 PM