IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები
tikoroma
post May 18 2015, 04:44 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესო, დოგმებისგან დაცლილი სწავლებაა დაოსიზმი. ჩემთვის აღმოჩენა იყო სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც ძალიან მარტივია, სასიამოვნოდ შესასრულებელი და მცირე დროში იძლევა შედეგს. მე არ ვთვლი, რომ ვარჯიშების შესწავლას ათწლეულები სჭირდება. მთავარია რეგულარულად ვაკეთოთ, ის თვითონ გაიხსნება და ბუნებრივად გაგრძელდება, თქვენ კი იმას მოიმოქმედებთ, რასაც ინტუიცია გიკარნახებთ და ეს სწორი იქნება smile.gif ასე რომ, ნუ გაიხსენებთ რამდენ წელს ატარებდნენ შეგირდები თავიანთი გურუს თვალებში ყურებაში. იმოქმედეთ და შედეგიც მალე იქნება.

პრაქტიკების დადებამდე ცოტას ვილაპარაკებ დაოსურ სწავლებაზე. ახალი იქნებ ვერაფერი ვთქვა, მაგრამ მაინც საჭიროა. როცა ვარჯიშებს დავდებ, უფრო მარტივი გასაგები იქნება, რატომ უნდა შევასრულოთ ესა თუ ის მოქმედება.

ტექსტი დაწერილია ძირითადად ვინმე Juan Li-ის სწავლების მიხედვით, მაგრამ სხვადასხვა სტატიებიდანაც დავამატე რაღაცეები, ზოგი რამე გამოვტოვე. ასე რომ წყაროდ არ ჩაითვლება ეგ biggrin.gif უფრო ნახევარწყაროდ. biggrin.gif


დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები

ჩინეთის წმინდა მთებში, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სიზმრების უსასროლო შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ისინი იყვნენ პრაქტიკოსები, რომლებმაც საზოგადოებისგან შორს, ბუნებაში უბრალო ცხოვრება აირჩიეს. მათ დაოსებს უწოდებდნენ. დაო ნიშნავს გზას - ცხოვრების ბუნებრივ გზას. დაოსური ცოდნა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, იმიტომ არა, რომ მათი პრაქტიკები საშიში იყო. უბრალოდ, მათი სულიერი განვითარების მთავარი ასპექტი იყო საზოგადოებისგან გარიდება, რადგან ამუშავებდნენ გავრცელებული შეხედულებებისგან ძალიან განსხვავებულ იდეებს.
საუკუნეების განმავლობაში მათ ძალიან ეფექტური და ერთიანი სისტემა განავითარეს, რაც მინზად ისახავს გამოიყენოს ადამიანის შესაძლებლობათა სრული პოტენციალი. დასოები არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მშვიდი ცხოვრებით. მათი პრაქტიკები მხოლოდ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეს არ ეხებოდა, არამედ უფრო დახვეწილი და უხილავი -ენერგეტიკული სხეულების პოტენციალის ამოქმედებასაც ითვალისწინებდა.


დაოსური პრაქტიკების ძირითადი ასპექტია ენერგიასთან - სასიცოცხლო ძალასთან მუშაობა. მთელი სამყაროს, ფიზიკური თუ დახვეწილი პლანების, არსებობის საფუძველია ჩი (QI) ენერგია, რომელიც ფართო სპექტრით გამოვლინდება სხვადასხვა დონედ და სიხშირედ - ყველაზე ნატიფიდან, რაც თვალით უხილავია და მხოლოდ გაწმენდილი, მშვიდი გონებითა და ამაღლებული ცნობიერებით აღიქმება; შედარებით მკვრივი პლანი, რომელსაც ემოციურ დონეზე აღვიქვამთ და ყველაზე მყარი ჩვენი ფიზიკური სამყარო. შედარებისთვის, ეს გავს რადიაციას, რომელსაც ვერ შევიგრძნობთ, შემდეგ ელექტროენერგიას - რომელთან შეხებითაც შოკს ვიღებთ, და ქვა, რომლის აღქმაც გაცილებით იოლია. დაოსები თვლიდნენ, რომ ეს განცალკევებული სამყაროები კი არაა, არამედ ერთი, რომელიც სხვადასხვა სიხშირედ გამოვლინდება.

დაოსებმა შეძლეს ეგრძნოთ როგორ მოძრაობდა ენერგია სხეულში და მასზე დაკვირვებით, შექმნეს სასიცოცხლო ძალის ნაკადების სქემა, რასაც ჰქვია ენერგო მერიდიანები. მერიდიანებში ენერგიის მოძრაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნაკადის გადაკეტვა სხეულში ორგანოს დაავადებად გამოვლინდება. მათ მოიფიქრეს ვარჯიშები, დიეტები და მედიტაციები ენერგიის დინების დასარეგულირებლად. თუმცა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ შენიშნეს, რომ ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენდა ენერგიის მოძრაობის ხარისხზე. მაგ, სიბრაზის დროს გულისცემა და სუნთქვა ხშირდება, სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. ამ დროს დაძინება რთულდება, გონება მომართულია და ადამიანი საათებს ატარებს საკუთარ თავთან დიალოგში, განსჯაში. ბოლოს და ბოლოს, როცა დაღლილი სხეული დაძინებას მოახერხებს, ის სიზმარშიც სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

ემოციების სამართავად დაოსებმა მრავალი ვარჯიში მოიფიქრეს. მათ შორის „შიდა ღიმილის“ პრაქტიკა, რომლის დროსაც პრაქტიკოსი შინაგან ორგანოებს უზგავნის ღიმილს და მადლიერების გრძნობას, მისკენ მიმართავს დადებითი ემოციების ტალღას. ასევე იყენებენ სამკურნალო ბგერებს, რომლებიც ასტიმულირებს სასიცოცხლო ორგანოების ვიბრაციას, რაც ხსნის დაძაბულობას და ბლოკირებას.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Mar 24 2021, 04:58 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამი დანტიანი
ადამიანის ვერტიკალურ ენერგეტიკულ ღერძზე მნიშვნელოვან სამ მთავარ ენერგეტიკულ ცენტრს დანტიანები ეწოდება. ისინი ფიზიკური, სულიერი და სასიცოცხლო ენერგიის საცავს წარმოადგენენ. თითოეულ მათგანს კონკრეტული ენერგეტიკული ფუნქცია გააჩნია.
ქვედა დანტიანი მდებარეობს ჭიპს ქვემოთ, სიღრმეში. ის ძლიერი პოლარული ცენტრია, რადგან ერთდროულად განაგებს ცეცხლის (წვრილი ნაწლავის) და წყლის (თირკმელების) ენერგიას. ეს არის ფიზიკური სხეულის და ფიზიკური ძალის ცენტრი.
თუ ქვედა დანტიანი ძლიერია, მონელება ადვილია, ემოციები და გამოცდილება ადვილად გარდაიქმნება და იმატებს სექსუალური ენერგია.
სექსუალური ენერგიის კონტროლი და მისი სასიცოცხლო ძალად გადაქცევა აუცილებელია, თუ გვსურს ჩვენი ენერგიის დონე ამაღლდეს ქვედა დანტიანში. როცა მასში არსებული ენერგია გახდება სუფთა და ძლიერი, ის ბუნებრივად აიწევს გულის ცენტრში, შუა დანტიანში. ქვედა დანტიანი უარყოფით ემოციებს გარდაქმნის უფრო სუფთა სიხშირის ენერგიად, მაშინ ის ადის ზემოთ და ასხივებს გულიდან.
მაღალი ენერგია - ეს თანაგრძნობის და სიყვარულის ენერგიაა. ის არ უნდა აგვერიოს ჩვეულებრივ დუალისტურ, სენტიმენტალურ სიყვარულში.
ამ მდგომარეობაში ჩვენი არსების და ჩვენი სიყვარულის ნამდვილი ღვთიური ბუნება იწყებს გამოსხივებას ჩვენი უმაღლესი თვითკავშირის საშუალებით გულის ცენტრში და მის გარეთ. იმატებს ენერგია, რადგან გულის ცენტრი უშუალოდ კოსმოსური შუქით იკვებება. ამ მდგომარეობაში განიცდება ღრმა ერთიანობა ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან.
ეს მაღალი ენერგია და ინფორმირებულობის დონე საშუალებას გვაძლევს ისე დავეხმაროთ სხვებს, რომ თავად არ დავზიანდეთ. თანაგრძნობის ეს შუქი, რომელიც საყოველთაო სიყვარულისგან არის დაბადებული, თანდათანობით მოიზიდავს უფრო წმინდა ღვთიურ სინათლეს და სულიერ არსს. ეს უკვე ზედა დანტიანის ფუნქციაა. ამ პროცესში ჩვენი ცხოვრების ბუნება იცვლება და ღვთიურ თვისებას იძენს. თქვენ მიერ არჩეული მოქმედებები და მიმართულებები გამომდინარეობს სამყაროს კანონებისგან და აღარ განისაზღვრება ცხოველური ქცევით, ემოციური კმაყოფილებით ან სიმდიდრისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვით

მანტაკ ჩია


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   დაოსური სწავლება   May 18 2015, 04:44 PM
tikoroma   დაოსური პრაქტიკებ...   May 19 2015, 09:23 PM
ano   ძან საინტერეოა ერ...   May 20 2015, 12:05 AM
tikoroma   სიზმარი ბევრი რამი...   May 20 2015, 09:08 AM
tikoroma   რაც შეეხება მენტალ...   May 20 2015, 10:46 AM
tikoroma   ფეისბუქი რა შუაში ...   May 20 2015, 03:09 PM
tikoroma   დანტიანები დაოსურ...   May 20 2015, 03:23 PM
ano   პირველ ეტაპზე ამი...   May 22 2015, 09:46 AM
tikoroma   კი, მეც ეგრე მომივი...   May 22 2015, 10:06 AM
tikoroma   ano პირველ ეტაპზე ამ...   May 22 2015, 04:01 PM
tikoroma   მედიტაცია standing like a tree ...   May 23 2015, 02:08 PM
tikoroma   ტდ-სგან: დაოსური სხ...   Jun 2 2015, 08:55 PM
tikoroma   http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%AE%E1%8...83%A8...   Jun 26 2015, 11:05 PM
tikoroma   დაოსური სწავლებით ...   Jun 27 2015, 11:58 AM
tikoroma   ფეისბუქზე ჯგუფში - ...   Oct 25 2015, 02:07 PM
tikoroma   დაოსური ჯგუფის თემ...   Nov 14 2015, 11:56 AM
past   სალამი, ეს წიგნი მა...   Mar 7 2016, 12:46 AM
tikoroma   არა, მე მასწავლებე...   Mar 7 2016, 11:58 AM
past   http://www.megafileupload.com/arcQ/Сти...ия_...   Mar 8 2016, 12:53 AM
tikoroma   ვაგრძელებ დაოსურ ს...   May 31 2020, 12:35 AM
tikoroma   სიცარიელის მედიტა...   May 31 2020, 12:52 AM
tikoroma   ალბათ ცუდად ვთარგმ...   May 31 2020, 12:52 AM
tikoroma   კუჭის მასაჟი (მათთ...   May 31 2020, 01:08 AM
tikoroma   „ჩავეხუტოთ ხეს“ – Zh...   May 31 2020, 01:05 PM
starscream   tikoroma ვარსკვლავთა ხუ...   Mar 8 2021, 01:52 PM
tikoroma   ცოტ-ცოტა დავიწყე თ...   Mar 10 2021, 01:52 PM
tikoroma   ზემოდან ქვემოთ: ჩრ...   Mar 10 2021, 01:54 PM
tikoroma   10 მარტი, 14:16-ზე · დაოს...   Mar 19 2021, 04:09 PM
tikoroma   სამი დანტიანი ადამ...   Mar 24 2021, 04:58 PM
td.........   tikoroma 1 წელი შეუსრულდ...   Mar 24 2022, 08:00 PM
tikoroma   უკვე ორიც :lol: :D რამე...   Mar 14 2023, 12:07 AM
td.........   tikoroma ავღნიშნოთ :დ:დ   Mar 14 2023, 10:39 AM


Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 05:15 AM