Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ ქართველები უცხოეთში

Posted by: ირმა Nov 8 2008, 12:31 AM

უცხოეთში წასული ქართველები,– გიფიქრიათ მათზე?! როგორია თქვენი გრძნობა მათ მიმართ, პირველი რა მოგდით თვალში, როცა მათზე ფიქრობ?


უცხოეთში წასულო ქართველებო! მოყევით მითხარით, მომიყევით თქვენი გრძნობები. გრძნობთ ნოსტალგიას? რა სიღრმე შეიძლება ჰქონდეს ამ ნომტალგიას? გინდათ უკან დაბრუნება? როგორი საქართველო გინდათ? რა გენატრებათ ყველაზე მეტად? რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად, რაც ასე გენატრებათ. რა არის ეს ნათება ასე ძლიერი ძაფით რომ უკან გეძახის და გელოდება.

მოკლედ დაწერეთ რაც გინდათ, უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზეც და უცხოეთში გადახვეწილო ქართველებო smile.gif



http://img440.imageshack.us/my.php?image=7f7aca90b3acym1.gif
http://g.imageshack.us/img440/7f7aca90b3acym1.gif/1/

Posted by: TeO Nov 10 2008, 11:16 PM

QUOTE(ირმა @ Nov 8 2008, 01:31 AM) *
უცხოეთში წასული ქართველები,– გიფიქრიათ მათზე?! როგორია თქვენი გრძნობა მათ მიმართ, პირველი რა მოგდით თვალში, როცა მათზე ფიქრობ?
უცხოეთში წასულო ქართველებო! მოყევით მითხარით, მომიყევით თქვენი გრძნობები. გრძნობთ ნოსტალგიას? რა სიღრმე შეიძლება ჰქონდეს ამ ნომტალგიას? გინდათ უკან დაბრუნება? როგორი საქართველო გინდათ? რა გენატრებათ ყველაზე მეტად? რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად, რაც ასე გენატრებათ. რა არის ეს ნათება ასე ძლიერი ძაფით რომ უკან გეძახის და გელოდება.

მოკლედ დაწერეთ რაც გინდათ, უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზეც და უცხოეთში გადახვეწილო ქართველებო smile.gif
http://img440.imageshack.us/my.php?image=7f7aca90b3acym1.gif
http://g.imageshack.us/img440/7f7aca90b3acym1.gif/1/


მე საქართველოში ვარ...ყველაზე დიდი ხნით სამშობლოდან 10 წლის წინ ვიყავი იტალიაში 3 თვით...

ეს 3 თვე მეყო იმისთვის, რომ გადამეფასებინა ჩემი დამოკიდებულება სამშობლოსადმი და მივხდი, რომ ძალიან, ძალიან ღრმა ფესვებით ვარ მასთან გადახლართული!!! ამიტომ ამის მერე საერთოდ გამიქრა ასეთი ფიქრიც კი, როგორიც აქედან გამგზავრებაა!! თუნდაც..
ვერც ლუვრით ვიქრთამები და ვერც -”იტალია მხატვრების ოცნებაა” ყველა ჩემი მეგობარის ოცნებაა ”ესა თუ ის შედევრი მაჩვენა და ოჰ, რას არ მივცემდი...” მე კიდევ სულაც არ მინდაა (ეჰ ამას, რომ ვეუბნები ვერ მიგებენ smile.gif )
მოკლედ ”დამასედი” ტიპი აღვმოჩნდი laugh.gif და ის გამოთქმა- ტამ ხარაშო გძე ნას ნეტუ” პირიქით მესმის! tongue.gif

სამოთხეში ვცხოვრობ და ცხოვრება მშვენიერია Laie_61.gif l_sunny.gif

Posted by: old_man Nov 11 2008, 11:52 AM

საინტერესო თემაა. მე ბევრჯერ მიფიქრია შევძლებ თუ არა სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. შეძლებიტ შევძლებ მაგრამ არანაირად არ მინდა. თუ წავედი სხვა ქვეყანაში წავალ ან ტურისტად ან მცირე პერიოდით. ძაან გამიკვირდა ზოგიერთი ჩემი ნაცნობი ომის პერიოდში საზღვარგარეთ გაქცევას რომ აპირებდა. ერთი ჩემი ახლობელის ოჯახი მართლა გადასახლდა შვეიცარიაში. პირადად მე თბილისი რომ დაებომბათ, სახლი დაენგრიათ მაინც არსად არ წავიდოდი. მერჩივნა ნანგრევებში მეცხოვრა ჩემს მიწაზე ვიდრე სადმე ევროპაში კომფორტში ლტოლვილის სტატუსით ....

Posted by: ირმა Nov 11 2008, 11:22 PM

საქართველო მართლაც არის სამოთხე, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ შეედრება. ძალიან ძნელია მასთან განშორება, ნოსტალგია რჩება შენში, როგორც მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც მუდამ გტკივა, ეს ტკივილი ძალიან ღრმაა და არანაირი მალამო მას არ შველის.

Posted by: TeO Nov 11 2008, 11:27 PM

ჰოო sad.gif

Posted by: ირმა Nov 11 2008, 11:35 PM

და ყველაზე მეტად მოსანატრებელია ჩვენი ბუნება, ასეთი ბუნება არავის არ აქვს... მხოლოდ ერთი ნატვრა დამრჩა,– შენარჩუნებულ იქნას ეს სილამაზე, მეშინია არ დაიწყონ ჩვენთანაც ხე-ტყის უმოწყალო გაჩანაგება, მდინარეთა დაბინძურება სხვადასხვა ქარხნებითა და ფაბრიკებით, მეშინია ძალიან...
მინდა იყო მუდამ ლამაზი ჩემო საყვარელო საქართველო.

Posted by: blanca Nov 13 2008, 03:33 AM

ბუნება ყველგან ლამაზია კაით რააა biggrin.gif
ნოსტალგია არ მაწუხებს. ყოველ წელს ჩამოვდივარ.
უბრალოდ ჩემი ახლობლები მენატრება. სხვა არაფერი .
ყოველი ჩამოსვლის შემდეგ განსხვავებას ვგრზნობ. ძალიან ბევრი რამ აქვს ადამიანებს შესაცვლელი მანდ, სასწავლი.
გული მტკივა ჩვენი ქვეყანა ცუდად რომ არის.

Posted by: ირმა Nov 15 2008, 02:50 AM

ბუნება კი ყველგან ლამაზია, განა შეიძლება ის არ იყოს ლამაზი? ის ხომ ყველაფერია, ჩვენი დედაა... უბრალოდ, მე ყველა ბუნებათა შორის საქართველოს ბუნება მომწონს, არ გაგიგიათ ძველი ქართული გამოთქმა:–„კაცია და გუნებაო“, მართლა რა ჭკვიანი წინაპარები გვყავდა, ორ სიტყვაში თქვეს, ის რგაც მე უნდა ვთქვა დავწერო ერთი გვერდი და შეიძლება კიდევ რაღაც გამომრჩეს, ხო„გრძელი სიტყვა, მოკლედ ითქმისო“, რა ვქნა ეს ეგოიზმი ჩემი ქვეყნისადმი ვერ დავძლიე,– ჯერ კიდევ მჯერა, რომ ყველაზე ლამაზია, ყველაზე საყვარელი ხალხი ჰყავს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ჩემი ხალხი ბედნიერად იცხოვრებს, რომ ამ ულამაზეს ბუნებას არ გააჩანაგებს და შეიყვარებს, რომ მართლა არსად არის ასეთი ლამაზი ცა, როგორც საქართველოში, რა ვქნა ასე ხედავენ ჩემი თვალები... თექვსმეტი წელიწადია თითქმის მას შემდეგ, როცა მას პირველად გავნშორდი, მაშინ მესამე თვეზე უკვე სიგიჟეები დამეწყო, ისე მენატრებოდა, ახლა? შევეგუე...შევეგუე, მაგრამ ის ძველი არ მავიწყდება და ახალს რომ ვუყურებ, მინდა რომ აღმოცენდეს! smile.gif

Posted by: old_man Nov 15 2008, 10:23 PM

ბლანკა და ირმა
საინტერესოა როგორც ჩანს მაქედან საქართველო. ანუ სხვა ხალხთან ურთიერთობების შედარებით ქართული ხასიათის რა უარყოფითი თვისებები დაინახეტ უფრო ნათლად?

Posted by: ირმა Nov 16 2008, 10:22 PM

QUOTE(old_man @ Nov 15 2008, 11:23 PM) *
ბლანკა და ირმა
საინტერესოა როგორც ჩანს მაქედან საქართველო. ანუ სხვა ხალხთან ურთიერთობების შედარებით ქართული ხასიათის რა უარყოფითი თვისებები დაინახეტ უფრო ნათლად?

როგორც ჩანს ყველა ადამიანს თავისი თველთახედვა აქვს და ერთის და ორის აზრი იქნებოდა ცოტა, ამიტომაც კარგი იქნებოდა ამ ფორუმზე შემომსვლელ ყველა უცხოეთში წასულს დაეწერა ამ შეკითხვაზე პასუხი.

აქაური ადგილობრივი მოსახლეობის თვალში საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ძალიან, ძალიან ბევრი პრობლემები აქვს... ბევრ ჟურნალისტს გაუკეთებია გადაცემა საქართველოს პრობლემების შესახებ,–ძველი თუ ახალი ომის შესახებ, აფხაზეთიდან დაწყებული,– ოსეთით დამთავრებული. ბევრი ჩემთვის არასასურველი აზრი მომისმენია საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებებისაგან, მაგრამ რას იზამ, ომმა იცის ბევრი ტყუილიც... მომწონს და ვეთანხმები აქაური ჟურნალისტების(უმრავლესობის) დასკვნას, რომ გამოაქვთ ჩვენს უბედობაზე, ამბობენ:–საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოაო ასეთ ომის სიტუაციაში, კერძოდ სანავთობე გზები აინტერესებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასო, ეს და სხვა იწვევსო საომარ მდგომარეობას საქართველოშიო... ჩემს აზრს დავამატებდი, რომ ძალიან პატარები ვართ და თუ რაღაც არ მოვიფიქრეთ არ ვიცი როგორ დავაღწევთ თავს ორი დიდი ქვეყნის კლანჭებს(რუსეთი და ამერიკა)

რაც შეეხება ქართული ხასიათის ერთ-ერთი უარყოფითი თვისება ეს არის, მაგ: მოჰყავს მამას სახში ძმაკაცები და სვამს მათთან, საწყალი დედა კი ზის კუხნაში და დაუმთავრებლად მზარეულობს.(შედარებისთვის გეტყვით მე და ჩემს მეუღლესაც გვქონია წვეულებები სახლში, მაგრამ მე როგორც ოჯახის დიასახლისი ვიჯექი სუფრის თავში, არ არსებობს წვეულება დიასახლისის გარეშე) სად არის ქართველი ქალის კულტი? ცოტა აღმოსავლურ მუსლიმანურ წესებისკენ გვაქვს გადახვევები... ისტორიულად ვიცოდი, რომ საქართველოში ქალის კულტი იყო(ამან გამოიწვია სახელები: დედამიწა, დედაბოძი, დედაენა დასხვ.) ცოტა ხომ არ ვჩაგრით ქართველ ქალებს, ქართველო მამაკაცებო ჰაა?

Posted by: Zet Nov 16 2008, 11:11 PM

ირმა შენ გეტყობა რო დიდი ხანია საქართველოდან წახვედი, ქალებს რაც შეეხებათ ესეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია არარის.. პირიქით.. დღესდღეობით ყველა სფეროში ქალები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ადრე... თუნდაც სიტყვაზე დისკოტეკებზე და ბარებში გასართობ ადგილებშიც კი ქალები უფრო ჩარბობენ მემგონი... კაცი სუფრაზე და ქალი კუხნაზე - ეს უკვე კაი ხანია არარის აქტუალური)))
პოლიტიკას რაც შეეხება ბედი და უბედობა ესეთი რამე არარსებობს... როგორც ადამიანი ისე ქვეყანა თითონ ქმნის მომავალს.. ქართველ ხალხს ყოველთვის ქონდა მიდრეკილება ომისკენ და ძალადობისკენ, მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია ან კარგია... ყველა არის ისე როგორც უნდა რო იყოს..

კლანჭებს რაც შეეხება, თუ ვინმე კლანჭები აქვს ეს რუსეთს იმიტომრომ მას კომუნიზმის მერე იმპერიული მიმართულება არ შეუცვლია და ამერიკას მიერ დაჩაგრული ქვეყანა შენ გაგიგია? ამერიკა რო არა ჩვენ იცი სად ვიქნებოდით ეხლა?? თუ საერთოდ ვიქნებოდით))) რაც კი რამე კაი ხდება ეს ამერიკის დამსახურებაა, რაც ჩვენ ამერიკიდან დახმარებას ვიღებთ რავიცი... მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რა კლანჭებზეა საერთოდ ლაპარაკი..)))

ბუნებას რაც შეეხება გეთანხმები საქართველოს ბუნება დიდი არაფრით არარის გამორჩეული... მე როგორც ვიცი რაც უფრო სამხრეთისკენ მივდივართ მით ბუნება უკეთესია.. ჩვენი ბუნება ალბატ რუსეთის ბუნებას ჯობია მარა თურქეთის ბუნება ჩვენსას ჯობია... ჩვენ ბუნებას სიმწვანე აკლია ცოტა))) აგვისტოში როცა აჭარაში მიდიხართ ტრასაზე რო გაიხედოთ სულ მოხრიოკებულია ყველაფერი, თუცა კაი ადგილებიც ბევრიa...

Posted by: ირმა Nov 17 2008, 01:00 AM

QUOTE(Zet @ Nov 17 2008, 12:11 AM) *
ირმა შენ გეტყობა რო დიდი ხანია საქართველოდან წახვედი, ქალებს რაც შეეხებათ ესეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია არარის.. პირიქით.. დღესდღეობით ყველა სფეროში ქალები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ადრე... თუნდაც სიტყვაზე დისკოტეკებზე და ბარებში გასართობ ადგილებშიც კი ქალები უფრო ჩარბობენ მემგონი... კაცი სუფრაზე და ქალი კუხნაზე - ეს უკვე კაი ხანია არარის აქტუალური)))

unsure.gif მართალი ხარ ზეტ, დიდი ხანია რაც წასული ვარ, მეტყობა აზრებზეც ეეეეეეჰ sad.gif

Posted by: blanca Nov 17 2008, 02:41 AM


გაუფუჭა ხალხს მენტალიტეტი რუსეთთან ახლოს ყოფნამ.

უპასუხისმგებლობა - ეს ყველაზე დიდი მინუსია. ყველაფერი დანარჩენი ამაზეა აგებული
კანონისადმი უპატივცემლობა
გულუბრყვილობა
არათავისუფლება აზროვნების, გემოვნების, ადამიანის ზოგადად
ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ არ ქმნიან
არარსებობს ინდივიდი

აქედან გულუბრყვილოები ჩანან. თუ შეიძლება რომ დავყოთ ქვეყნები და მათი კულტურა ადამიანის განვითარების ეტაპების მიხედვით ქართველები ბავშვობიდან მოზარდობის ასაკში გარდამავალ ეტაპში ვიმყოფებით
არასერიოზული დამოკიდებულებაა ყველაფრისადმი. უმწიფარია ერი, მისი აზროვნება
...

Posted by: old_man Nov 17 2008, 04:49 PM

QUOTE
რაც შეეხება ქართული ხასიათის ერთ-ერთი უარყოფითი თვისება ეს არის, მაგ: მოჰყავს მამას სახში ძმაკაცები და სვამს მათთან, საწყალი დედა კი ზის კუხნაში და დაუმთავრებლად მზარეულობს
QUOTE
ირმა შენ გეტყობა რო დიდი ხანია საქართველოდან წახვედი, ქალებს რაც შეეხებათ ესეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია არარის.. პირიქით.. დღესდღეობით ყველა სფეროში ქალები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ადრე... თუნდაც სიტყვაზე დისკოტეკებზე და ბარებში გასართობ ადგილებშიც კი ქალები უფრო ჩარბობენ მემგონი... კაცი სუფრაზე და ქალი კუხნაზე - ეს უკვე კაი ხანია არარის აქტუალური)))

იცით რაშია საქმე, საზოგადოების პრადვინუტ ნაწილში რასაც ზეტი ამბობს, მართლა აღარ არის ქალისადმი ასეთი დამოკიდებულება და არც არასდროს იყო, მაგრამ მასაში ეს ძალიან ჩანს. სამწუხაროდ პატრიარქალური ეპოქა ჩვენში მასიურად არ დასრულებულა...თუმცა აი ავიღოთ ჩვენი ეზოთერიკები, ქალებს აქ მოწინავე პოზიციები უკავიათ - თეო, უმა, სონია და კატაბუა მაგარი აქტიურები და ეზოტერული წამოწყებების ავტორები არიან. ჩვენი დამრტყმელი ძალაა smile.gif))
QUOTE
უპასუხისმგებლობა - ეს ყველაზე დიდი მინუსია. ყველაფერი დანარჩენი ამაზეა აგებული
კანონისადმი უპატივცემლობა
გულუბრყვილობა
არათავისუფლება აზროვნების, გემოვნების, ადამიანის ზოგადად
ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ არ ქმნიან
არარსებობს ინდივიდი

მაგასა უცხოეთიდან დანახვა არ ჭირდება, აქედანაც ვხედავთ smile.gif

Posted by: blanca Nov 17 2008, 06:15 PM

'პრადვინუტი ნაწილი' ძალიან ცოტაა ამინდის შესაქმნელად. ეგეთი პრადვინუტი ნაწილი ავღანეთშიც არის. რა იცვლება ავღანეთისთვის?
ჩანს მასა და არა ერთეულები.

* * *
უცხოეთიდან ეს ყველაფერი უფრო ცუდად ჩანს. აქედან არ ჩანს დიდი განსხვავება პაკისტან საქართველოს შორის
ასე რომ უფრო გულსატკენია smile.gif


Posted by: TeO Nov 17 2008, 06:22 PM

ეგ მართალია sad.gif

Posted by: old_man Nov 17 2008, 06:24 PM

blanca
ეეჰ... შენნაირად მოაზროვნე ბევრი რომ იყოს საქართველოში ახლა განვითარებული ევროპული ქვეყანა ვიქნებოდით. თუ საიდუმლო არაა რომელ ქვეყანაში ხარ და აპირებ დაბრუნებას?

Posted by: blanca Nov 17 2008, 08:52 PM

smile.gif))


ობამალენდში ვარ biggrin.gif

'დაბრუნება მინდა' შეიცვალა 'ოდესმე დავბრუნდები-თ' .
სამწუხაროდ იმდენად გამიცრუვდა იმედი რომ ჯერჯერობით ჩამოსვლას არ ვაპირებ.
იმედი გამიცრუვდა იმიტომ რომ ბოლო ოთხი წელი მართლა რაღაც სასიკეთო დაეტყო ქვეყანას, რაც ერთი ხელის მოსმით დაინგრა. არ მინდა ვიპესიმისტო მაგრამ ასე მგონია რომ არასდროს დალაგდება ეს ქვეყანა. საქართველო კიარა მთელი მსოფლიო აირია sad.gif



Posted by: ირმა Dec 3 2008, 01:36 AM

QUOTE(blanca @ 17th November 2008 - 09:52 PM) *
საქართველო კიარა მთელი მსოფლიო აირია


yes.gif sad.gif

Posted by: ირმა Jan 31 2009, 02:40 PM

ქართული ლავაში მომენატრა, იფ იფ ახლა მქონდეს biggrin.gif

Posted by: ირმა Feb 17 2009, 10:04 PM

ამჯერად საბერძნეთი ეკონომიური კრიზისის ზღვარზე დგას. ბერმა დაკარგა სამუშაო. sad.gif ეკონომიური ემიგრანტების მდგომარეობა უარესდება. მგონი მრავალი ადამიანი იფიქრებს საქართველოში დაბრუნებას.
ერთი შეკითხვა მაქვს, – რომ იფიქროს კაცმა დაბრუნება, იშოვის ჩვენთან სამუშაოს, თუ არა?

Posted by: Uma Feb 18 2009, 12:00 PM

QUOTE(ირმა @ Feb 17 2009, 11:04 PM) *
ამჯერად საბერძნეთი ეკონომიური კრიზისის ზღვარზე დგას. ბერმა დაკარგა სამუშაო. sad.gif ეკონომიური ემიგრანტების მდგომარეობა უარესდება. მგონი მრავალი ადამიანი იფიქრებს საქართველოში დაბრუნებას.
ერთი შეკითხვა მაქვს, – რომ იფიქროს კაცმა დაბრუნება, იშოვის ჩვენთან სამუშაოს, თუ არა?

გააჩნია რა დარგის სპეციალისტია...

Posted by: old_man Feb 18 2009, 12:10 PM

QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს, – რომ იფიქროს კაცმა დაბრუნება, იშოვის ჩვენთან სამუშაოს, თუ არა?

ახლა ცოტა ჭირს კრიზისთან დაკავშირებით, რადგან ყველგან დიდი შემცირებებია, მაგრამ თუ ადამიანს მუშაობა არ ეზარება მცირეხელფასიანს ყოველთვის იშოვის.

Posted by: ირმა Feb 18 2009, 02:09 PM

QUOTE(old_man @ 18th February 2009 - 01:10 PM) *
ახლა ცოტა ჭირს კრიზისთან დაკავშირებით, რადგან ყველგან დიდი შემცირებებია, მაგრამ თუ ადამიანს მუშაობა არ ეზარება მცირეხელფასიანს ყოველთვის იშოვის.

მახსოვს მცირეხელფასი, მე მქონდა სკოლაში,– პურის ფულიც არ იყო, კუპონებზე ჯერ და მერე ლარებზე.
ახლა კი შეიძლება უკეთესობა იყოს მაგრამ, ეს მცირე ხელფასი არის საკმარისი რომ ადამიანმა იცოცხლოს?
QUOTE(Uma @ 18th February 2009 - 01:00 PM) *
გააჩნია რა დარგის სპეციალისტია...

არა მარტო სპეციალისტი, არამედ ყველა, რამდენს იტანს ხალხი ვერ წარმოიდგენთ. ზოგიერთი ისეა მონას დაარქმევთ. ამას წინათ გავიცანი ერთი ქართველი ქალი,– საავადმყოფოში იყო და ერთ ავადმყოფს უვლიდა, სახლში წასვლის და ბანაობის დროს არ აძლევდნენ. კაფეში მოვიდა ეს ქალი და ქართული წარწერებით ბერძნული საჭმელები ეწერა, რომ აეხსნა რა ეყიდა. არც ენა იცოდა, მაშინ დაველაპარაკე და ძალიან გაუხარდა... ასეთი ბევრია მოსაყოლი... sad.gif

Posted by: old_man Feb 18 2009, 04:05 PM

QUOTE
მახსოვს მცირეხელფასი, მე მქონდა სკოლაში,– პურის ფულიც არ იყო, კუპონებზე ჯერ და მერე ლარებზე.
ახლა კი შეიძლება უკეთესობა იყოს მაგრამ, ეს მცირე ხელფასი არის საკმარისი რომ ადამიანმა იცოცხლოს?

მცირეხელფასიანს ვეძახი 150-200 ლარს. ეს ბუნებრივია არ არის საკმარისი ადამიანისთვის, მაგრამ იმ ხელფასებზე მეტია რაც მაშინ კუპონებში იყო. ანუ შიმშილით არ მოკვდება.

Posted by: adamiani Mar 30 2009, 05:03 AM

გადახედეთ საქართველოს თუნდაც უახლოეს ისტორიას- რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული სათამაშო ბურთი ვართ მსოფლიოს სუპერძალების ხელში. იმპერიის მხრიდან მასიური რუსიფიცირების მცდელობა, რუსული ჩექმის ქვეშ გადარჩენა, რევოლუცია, ხანმოკლე დამოუკიდებლობის ისევ დაკარგვა, ბოლშევიკები, სტალინის რეპრესიები, ინტელიგენციის და სასულიერო პირების ჟლეტა, დიდი ომი უდიდესი დანაკარგით, კომუნისტების კორუმპირებული და მომშხამავი ეპოქა, სტრუქტურების ნგრევა, ისევ ხანმოკლე დამოუკიდებლობის შემდეგ სამოქალაქო ომის სისხლი, და ეს ბოლო 15 წელი! -ნურავის ეგონება რომ შანსი გვქონდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების და განხორციელების -ყველაფერი ისევ გარედან წარმართული თამაში, ერის დაბეჩავების მცდელობა, ისევ დანაკარგი, ისევ მსხვერპლი, ფასეულობების მიზანმიმართული გაყალბება, მასმედიებით ხალხის ზომბირება, დაშინება, რეპრესიები, ოკუპაციით დამცირება...
ეს არის ფაქტი. ეს ყველაფერი გადავიტანეთ. მაინც არ გადავშენდით, არ გადავტყდით წელში, არ გავხისტდით, არ ვიქეცით უსახო, გულგრილ ბრბოდ ან პირიქით - ვირეშმაკების მოდგმად.
სულიერება, რაც ასეთ ჭირნახულ ქვეყანაში ცოცხლობს -ათმაგად უფრო დასაფასებელია.
ნუ შევადარებთ საქართველოს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენ ისეთი რამეს ვსწავლობთ, რაც მათ არც კი მოელანდებათ -ეს არის უნარი ცხოვრობდე ბორკილებში და მაინც ინარჩუნებდე თავისუფალებას.

მუმლი დაიხრჩობა. მუხა გადარჩება.

Posted by: ირმა Mar 30 2009, 08:39 AM

adamiani kiss1.gif

Posted by: blanca Mar 30 2009, 10:01 PM

QUOTE(adamiani @ Mar 30 2009, 06:03 AM) *
გადახედეთ საქართველოს თუნდაც უახლოეს ისტორიას- რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული სათამაშო ბურთი ვართ მსოფლიოს სუპერძალების ხელში. იმპერიის მხრიდან მასიური რუსიფიცირების მცდელობა, რუსული ჩექმის ქვეშ გადარჩენა, რევოლუცია, ხანმოკლე დამოუკიდებლობის ისევ დაკარგვა, ბოლშევიკები, სტალინის რეპრესიები, ინტელიგენციის და სასულიერო პირების ჟლეტა, დიდი ომი უდიდესი დანაკარგით, კომუნისტების კორუმპირებული და მომშხამავი ეპოქა, სტრუქტურების ნგრევა, ისევ ხანმოკლე დამოუკიდებლობის შემდეგ სამოქალაქო ომის სისხლი, და ეს ბოლო 15 წელი! -ნურავის ეგონება რომ შანსი გვქონდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების და განხორციელების -ყველაფერი ისევ გარედან წარმართული თამაში, ერის დაბეჩავების მცდელობა, ისევ დანაკარგი, ისევ მსხვერპლი, ფასეულობების მიზანმიმართული გაყალბება, მასმედიებით ხალხის ზომბირება, დაშინება, რეპრესიები, ოკუპაციით დამცირება...
ეს არის ფაქტი. ეს ყველაფერი გადავიტანეთ. მაინც არ გადავშენდით, არ გადავტყდით წელში, არ გავხისტდით, არ ვიქეცით უსახო, გულგრილ ბრბოდ ან პირიქით - ვირეშმაკების მოდგმად.
სულიერება, რაც ასეთ ჭირნახულ ქვეყანაში ცოცხლობს -ათმაგად უფრო დასაფასებელია.
ნუ შევადარებთ საქართველოს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენ ისეთი რამეს ვსწავლობთ, რაც მათ არც კი მოელანდებათ -ეს არის უნარი ცხოვრობდე ბორკილებში და მაინც ინარჩუნებდე თავისუფალებას.

მუმლი დაიხრჩობა. მუხა გადარჩება.


სასიამოვნო ჟრუანტელისმომგვრელი წასაკითხია მუმლი მუხასაო მაგრამ იქნებ ქართველების განსაკუთებულ სულიერებაზე გეთქვა კერზოდ რას გულისხმობ ?
რა განსაკუთრებული სულიერება. მე ვერ ვხედავ დამანახე.

ისე, 'ბორკილებში თავისუფლებაში ცხოვრება'ზე გეთანხმები
დასავლეთის მოჩვენებითი თავისუფლება დიდ ბორკილებს ადებს ადამიანს 'კანონის უზენაესობის' სახელით და ცხოვრობენ თავისუფლებაში მონად.
მაგრამ უცნაურია რომ ესეთ თავისუფალ ხალხს სწორედ ანონის უზენაესობა გვაკლია ცოტათი მაინც რომ მივუახლოვდეთ დემოკრატიული სამყაროს სახეს.


Posted by: ირმა Apr 3 2009, 10:14 PM

QUOTE(blanca @ 30th March 2009 - 11:01 PM) *
მაგრამ უცნაურია რომ ესეთ თავისუფალ ხალხს სწორედ ანონის უზენაესობა გვაკლია ცოტათი მაინც რომ მივუახლოვდეთ დემოკრატიული სამყაროს სახეს.

პატარა ბავშვები ვართ biggrin.gif

Posted by: გაგა Apr 8 2009, 02:16 PM

QUOTE
მაგრამ იქნებ ქართველების განსაკუთებულ სულიერებაზე გეთქვა კერზოდ რას გულისხმობ ?
რა განსაკუთრებული სულიერება. მე ვერ ვხედავ დამანახე.

blanca მართალი ხარ რაღაც დიდ სულიერებას ვერც მე ვერ ვამჩნევ ამ ხალხს და ან სულიერებამ იცვალა ფერი და ან მე დავბრმავდი . თუ მხოლოდ იმაში გამოიხატება ეს სულიერება, რომ ხალხი ეკლესიაში დადის. მაშინ ჰო! მაშინ ჰო!

adamiano ის, რომ ერთ დროს პეტრე იბერს, პეტრიწს, 13 ასურელთ, თამარს, რუსთაველს თუ აღმაშენებელს სურდათ ყოფილიყო სულიერება, და არ გადავშენებულიყავით ან როგორც შენ თქვი: არ ვიქეცით ვირეშმაკების მოდგმად.) ეს არ წარმოადგენს დღეს ჩვენთვის მუქთ საკრედიტო ბარათს, და გარანტიას დღევანდელი ჩვენი სულიერებისთვის.

p.s. ისე რაც ამ ხალხმა უშუქობას, უგაზობას.....უტვინობას უვიცობას... tongue.gif გაუძლო მართლაც ძნელია სულიერების კი არა საერთოდ რამის მოთხოვნა.


თუმცა მე მაინც მგონია, რომ ამ სიბრმავის დროებით ტალღას როგორმე გადავიტანთ, თუ არა და მეტის ღირსებიც ვყოფილვართ.


Posted by: გაგა Apr 8 2009, 02:17 PM

QUOTE
მაგრამ იქნებ ქართველების განსაკუთებულ სულიერებაზე გეთქვა კერზოდ რას გულისხმობ ?
რა განსაკუთრებული სულიერება. მე ვერ ვხედავ დამანახე.

blanca მართალი ხარ რაღაც დიდ სულიერებას ვერც მე ვერ ვამჩნევ ამ ხალხს და ან სულიერებამ იცვალა ფერი და ან მე დავბრმავდი . თუ მხოლოდ იმაში გამოიხატება ეს სულიერება, რომ ხალხი ეკლესიაში დადის. მაშინ ჰო! მაშინ ჰო!

adamiano ის, რომ ერთ დროს პეტრე იბერს, პეტრიწს, 13 ასურელთ, თამარს, რუსთაველს თუ აღმაშენებელს სურდათ ყოფილიყო სულიერება, და არ გადავშენებულიყავით ან როგორც შენ თქვი: არ ვიქეცით ვირეშმაკების მოდგმად.) ეს არ წარმოადგენს დღეს ჩვენთვის მუქთ საკრედიტო ბარათს, და გარანტიას დღევანდელი ჩვენი სულიერებისთვის.

p.s. ისე რაც ამ ხალხმა უშუქობას, უგაზობას.....უტვინობას უვიცობას... tongue.gif გაუძლო მართლაც ძნელია სულიერების კი არა საერთოდ რამის მოთხოვნა.


თუმცა მე მაინც მგონია, რომ ამ სიბრმავის დროებით ტალღას როგორმე გადავიტანთ, თუ არა და მეტის ღირსებიც ვყოფილვართ.


Posted by: anonymouska Apr 8 2009, 02:37 PM

არც არასოდეს მოხდება ეგ smile.gif


ჰო იმას დავამატებდი რომ ქართველებმა იმ დღიდან როცა სარწმუნოება მივიღეთ, არც ერთხელ არ გვიღალატია და შეგვიცვლია რწმენა smile.gif ეს ბევრს ნიშნავს smile.gif

მიხარია ქართველი რომ ვარ smile.gif

საქართველოს ბევრი მტერი ყავს, ყოველთვის ყავდა...ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც... მაგრამ ვერავინ ვერ ეღირსა და ეღირსება ქართველი ერის გადაშენებას, საქართველოს შეხრამუნებას და ა.შ smile.gif





Posted by: anuchi Apr 8 2009, 05:02 PM

ბოზები და ქურდები არიან.. უმეტესობა... bf_nonew.gif

თუმცა ბევრი ჩესნათ მუშაობს და სწავლობს, ჩემი რამდენიმე მეგობარიცა წასული wink.gif

Posted by: anonymouska Apr 8 2009, 05:16 PM

QUOTE(adamiani @ Mar 30 2009, 05:03 AM) *
მაინც არ გადავშენდით, არ გადავტყდით წელში, არ გავხისტდით, არ ვიქეცით უსახო, გულგრილ ბრბოდ

ამაზე ვთქვი

ეს:

QUOTE

არც არასოდეს მოხდება ეგ smile.gif



ციტირების გაკეთება დამავიწყდა biggrin.gif


Posted by: adamiani Apr 8 2009, 05:17 PM

blanca

QUOTE(blanca @ 30th March 2009 - 10:01 PM) *
რა განსაკუთრებული სულიერება. მე ვერ ვხედავ დამანახე.

ისე, 'ბორკილებში თავისუფლებაში ცხოვრება'ზე გეთანხმები

მე იმსულიერებაზე ვამბობდი, რომელიც სწორედ ამ ბორკილებში ყოფნისას თავისუფლების შენარჩუნების უნარს განაპირობებს.

გაგა
QUOTE(giorgi @ 8th April 2009 - 02:16 PM) *
თუ მხოლოდ იმაში გამოიხატება ეს სულიერება, რომ ხალხი ეკლესიაში დადის. მაშინ ჰო! მაშინ ჰო!

ხალხი სწორედ იმიტომ დადის ეკელსიაში, რომ სულიერება "შია" და სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. ერთმა იდეოლოგიურ-დოგმატურმა სისტემამ აღზარდა ეს ადამიანები და მეორე იდეოლოგიურ-დოგმატური სისტემის მსხვერპლი გახადა. მაგრამ სულიერების შიმშილი ვერ ჩაუკლა. ამაშია საქმე. ხალხის ბრალი არაა, რომ პურის მაგივრად ქვას იღებს... მალე მოვა დრო, როცა ეს შიმშილი, ეს დაუკმაყოფილება ადამიანებს აიძულებს ჭეშმარიტების ძიება ეკლესიის გარეთაც გააგრძელონ. ეს თითოეული პიროვნების ინდივიდუალურ გზაზეც ასე ხდება და ერის გზაზეც. ასეთია ამ შიმშილის და სხვა ნებისმიერი შიმშილის კანონზომიერება.

QUOTE(giorgi @ 8th April 2009 - 02:16 PM) *
p.s. ისე რაც ამ ხალხმა უშუქობას, უგაზობას.....უტვინობას უვიცობას... გაუძლო მართლაც ძნელია სულიერების კი არა საერთოდ რამის მოთხოვნა.

ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი თავის თავში ატარებს თავის იდეალურ, უმაღლეს მე-ს, ასევე ცალკეული ერიც ატარებს თავის თავში იდეალს, რომლისკენაც მიისწარფვის. და ისევე როგორც ადამიანში ყოველთვის მისი უმაღლესი უნდა ვეძებოთ და დავინახოთ, ასევე ერშიც მისი იდეალური სახე უნდა ვეძებოთ და დავინახოთ, და როცა ვიპოვით არასოდეს, არანაირ პირობებში აღარ დავივიწყოთ. ძნელია, მაგარმ სწორედ ამით მას დიდ სამსახურს გავუწევთ. ეს არის ნამდვილი ერთგულება და სიყვარული როგორც ადამიანის ,ასევე ერისაც.
დღეს მავანმა ძალებმა მოახერხეს რომ ქართველებს ჩვენი სულიერი იდეალი, ჩვენი უმაღლესი არსება ლამისაა გადაგვავიწყეს. მაგრამ ბოლომდე ვერა.
უძღებ შვილს საღორეში გაახსენდა თუ ვისი ძეა.


Posted by: ირმა Apr 10 2009, 02:49 AM

QUOTE(anuchi @ 8th April 2009 - 06:02 PM) *
ბოზები და ქურდები არიან.. უმეტესობა...

ნუ განსჯი. არ იცნობ ყველას და არ იცი. არ არის ეს სიტყვები კარგი.
ჩასაქოლი ქვა იმან ისროლოს სხვისი მისამართით, ვისაც სინდისი სუფთა აქვსო, ამ შეკითხვაში ქრისტეს დიდი საიდუმლოებაა. განა შეიძლება სუფთა სინდისის ადამიანმა ვინმეს ჩასაქოლი ქვა ესროლოს? სუფთა სინდისის ადამიანს მკვლელობა არ უყვარს. სუფთა სინდისის ადამიანს მოყვასი არ სძულს, სუფთა სინდისის ადამიანი შეეცდება გაუგოს აი იდეალური ადამიანი

Posted by: anonymouska Apr 10 2009, 03:01 AM

არ არსებობს ცუდი ადამიანიიიიი smile.gif
რაღაც კარგი ყველაში არის



Posted by: ირმა Apr 10 2009, 03:07 AM

QUOTE(anonymouska @ 10th April 2009 - 04:01 AM) *
არ არსებობს ცუდი ადამიანიიიიი
რაღაც კარგი ყველაში არის

kiss1.gif wub.gif სიყვარულო anonymouska
შენ შემთხვევით კი არ ხარ ეზოთერების ფორუმზე wink.gif

Posted by: anonymouska Apr 10 2009, 03:51 AM



ირმა

მაინც ისეთ საინტერესო რაღაცეებს ვწერ ხოლმე რომ ... biggrin.gif
თვით ოშო და ანასტასიაც იამყებდნენ რომ წაეკითხათ laugh.gif

ირმა

Posted by: blanca Apr 10 2009, 06:22 AM

QUOTE(adamiani @ Apr 8 2009, 06:17 PM) *
blanca

მე იმსულიერებაზე ვამბობდი, რომელიც სწორედ ამ ბორკილებში ყოფნისას თავისუფლების შენარჩუნების უნარს განაპირობებს.

გაგა

ხალხი სწორედ იმიტომ დადის ეკელსიაში, რომ სულიერება "შია" და სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. ერთმა იდეოლოგიურ-დოგმატურმა სისტემამ აღზარდა ეს ადამიანები და მეორე იდეოლოგიურ-დოგმატური სისტემის მსხვერპლი გახადა. მაგრამ სულიერების შიმშილი ვერ ჩაუკლა. ამაშია საქმე. ხალხის ბრალი არაა, რომ პურის მაგივრად ქვას იღებს... მალე მოვა დრო, როცა ეს შიმშილი, ეს დაუკმაყოფილება ადამიანებს აიძულებს ჭეშმარიტების ძიება ეკლესიის გარეთაც გააგრძელონ. ეს თითოეული პიროვნების ინდივიდუალურ გზაზეც ასე ხდება და ერის გზაზეც. ასეთია ამ შიმშილის და სხვა ნებისმიერი შიმშილის კანონზომიერება.
ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი თავის თავში ატარებს თავის იდეალურ, უმაღლეს მე-ს, ასევე ცალკეული ერიც ატარებს თავის თავში იდეალს, რომლისკენაც მიისწარფვის. და ისევე როგორც ადამიანში ყოველთვის მისი უმაღლესი უნდა ვეძებოთ და დავინახოთ, ასევე ერშიც მისი იდეალური სახე უნდა ვეძებოთ და დავინახოთ, და როცა ვიპოვით არასოდეს, არანაირ პირობებში აღარ დავივიწყოთ. ძნელია, მაგარმ სწორედ ამით მას დიდ სამსახურს გავუწევთ. ეს არის ნამდვილი ერთგულება და სიყვარული როგორც ადამიანის ,ასევე ერისაც.
დღეს მავანმა ძალებმა მოახერხეს რომ ქართველებს ჩვენი სულიერი იდეალი, ჩვენი უმაღლესი არსება ლამისაა გადაგვავიწყეს. მაგრამ ბოლომდე ვერა.
უძღებ შვილს საღორეში გაახსენდა თუ ვისი ძეა.


იმდენად კარგად წერ, მაღიზიანებ biggrin.gif
ანუ არ მიტოვებ შესაკამათებელს, იმიტომ რომ გეთანხმები

Posted by: ირმა Apr 10 2009, 11:53 PM

QUOTE(anonymouska @ 10th April 2009 - 04:51 AM) *
მაინც ისეთ საინტერესო რაღაცეებს ვწერ ხოლმე რომ ...
თვით ოშო და ანასტასიაც იამყებდნენ რომ წაეკითხათ

laugh.gif
შემთხვევითი არაფერია ამ ცხოვრებაში wink.gif

Posted by: გაგა Apr 12 2009, 05:14 PM

adamiani

QUOTE
ხალხი სწორედ იმიტომ დადის ეკელსიაში, რომ სულიერება "შია" და სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. ერთმა იდეოლოგიურ-დოგმატურმა სისტემამ აღზარდა ეს ადამიანები და მეორე იდეოლოგიურ-დოგმატური სისტემის მსხვერპლი გახადა.
ადამ! პირადად მე საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს რომ, ხალხი ეკლესიაში დადის, პირიქით ზნეობის მხრივ ეს მართლაც ამართლებს, მარა როცა ხდება რელიგიის პოლიტიზირება და მას იყენებენ როგორც ხალხის სამართავად და არქმევენ "სულიერების" სახელს? ძნელია მას დააარქვა რომ, ხალხი "სულიერებას ეძებს". ან კატარზისს, თუნდაც ჩანაცვლების თერაპიას, და ესეც რო იყოს ეკლესიას ფსიქო-თერაპიული კაბინეტია ხომ არ არის? რომ ხალხმა სულიერი სიმჩვიდე ეძებოს? თორე მასე მაგ ლოგიკით ეს როლი სრულიად ბოლომდე შეუძლია შეასრულოს რომელიმე ფსიქოთერაპიულმა შენობამ.

და კიდევ ერთი, თუ ადამიანი ეკლესიაში დადის მხოლოდ გარეგნული ფორმებისთვის ეს თავისთავად უკვე ცუდია და ამაზე აგება რაღაც მორალის უკვე არა სწორია. ასე რომ არ მიმაჩნია სწორედ ამ პრობლემის მორალიზმის სფეროში გადატანა

ადამ არ გეწყინოთ, მარა თეოლოგს მაგონებთ.
blanca

QUOTE
იმდენად კარგად წერ, მაღიზიანებ



ხო ხო ხო ხო ხო ხო! რა ფერთა წყობაა..! ხო ხო ხო ხო ხო! :ლანა ღოღობერიძე: laugh.gif lol.gif

p.s.
ერთხელ ერთმა მონაზონმა შენიშვნა მომცა - რა ავხორცულად ჭამ არაჟანსო....მამაოს ვკითხე რას ნიშნავს მეთქი და მიპასუხა - არასამარხვომ ეგრე იცისო... . laugh.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: anuchi Apr 12 2009, 06:44 PM

ირმა

ar var sufTa sindisi.. da realisti var.. germaniaSi erT-erT maRaziaze qarTulada weria: gTxovT nu moiparavT!

Posted by: ირმა Apr 13 2009, 12:05 AM

QUOTE(anuchi @ 12th April 2009 - 07:44 PM) *
germaniaSi erT-erT maRaziaze qarTulada weria: gTxovT nu moiparavT!

ეს თუ მასეა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მაინც ყველას ნუ განვსჯით. საბერძნეთშიც, სამწუხაროდ, ქართველები არიან პირველ ადგილზე მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გადაცემას ვუყურე, ლაპარაკობდნენ ყველა ერის თავისებურებაზე. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ალბანელებისგან აქვთ, მაგრამ სადაც რამე ძალიან მკაცრი, უსისხლო დანაშაულია იქ ქართველია, სამწუხაროდ sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif
გავიგე ასევე, ქართველს რომ დაიჭერენ, მილიციელები ძალიან ფრთხილობენ, რადგან ადვილად გაექცევათ თურმე. აი სხვა ერებთან ეს პრობლემა ასე არ ყოფილა. ამიტომაც ქართველებს ცალკე ვკეტავთო. რათქმაუნდა ყველა ამ ინფორმაციაში შეიძლება ტყუილიც ბევრი იყოს. ვინ იცის , ერთმა ტალახიანმა ღორმაო ხო გაგიგონიათ. თუ ვინმე ძალიან მკაცრ დანაშაულს ჩაიდენს ის გრჩება მეხსიერებაში და არა ათასობით(საბერძნეთის შემთხვევაში)ალბანელის ყოველდღიური ქურდობა თუ მკვლელობა.
რაც შეეხება ქართველ ქალს, აქ საქმე სხვაგვარად არის. ქართველი ქალი ითვლება ძალიან კარგ დიასახლისად და მდიდარი ოჯახების უმრავლესობა ცდილობს ქართველი აიყვანოს ოჯახში. არ გამოვრიცხავ რომ არსებობენ სხვა სახის ქალებიც, მაგრამ კარგი და ცუდი ყველა ერშია.

Posted by: blanca Apr 13 2009, 05:53 AM

QUOTE(გაგა @ Apr 12 2009, 06:14 PM) *
blanca
ხო ხო ხო ხო ხო ხო! რა ფერთა წყობაა..! ხო ხო ხო ხო ხო! :ლანა ღოღობერიძე: laugh.gif lol.gif

p.s.
ერთხელ ერთმა მონაზონმა შენიშვნა მომცა - რა ავხორცულად ჭამ არაჟანსო....მამაოს ვკითხე რას ნიშნავს მეთქი და მიპასუხა - არასამარხვომ ეგრე იცისო... . laugh.gif lol.gif lol.gif lol.gif


ეგ მე დავწერე? laugh.gif lol.gif
მეგონა არაფერზე აღარ ვღვფრთოვანდებოდი ამ ქვეყნად laugh.gif
:ვღვფრთ: :ვღვფრთ: lol.gif


Posted by: blanca Apr 13 2009, 05:56 AM

QUOTE(anonymouska @ Apr 10 2009, 04:01 AM) *
არ არსებობს ცუდი ადამიანიიიიი smile.gif
რაღაც კარგი ყველაში არის



მეც იგივეს ვფიქრობ
და თან ვფიქრობ, რაც უფრო დიდხანს მეჯერება რომ კარგი ყველაში არის, მით უფრო კარგი მათთვის biggrin.gif

Posted by: anonymouska Apr 13 2009, 03:34 PM

blanca

ჰო, იმიტომ რომ ადამიანია smile.gif
საერთოდ სხვისი ცუდი იოლი დასანახია


აუ რაღაცის თქმა მინდა და ვერ ვაზროვნებ ეხლა blink.gif

Posted by: adamiani Apr 15 2009, 02:34 AM

გაგა

QUOTE(giorgi @ 12th April 2009 - 05:14 PM) *
როცა ხდება რელიგიის პოლიტიზირება და მას იყენებენ როგორც ხალხის სამართავად და არქმევენ "სულიერების" სახელს? ძნელია მას დააარქვა რომ, ხალხი "სულიერებას ეძებს".

ცხადია, ვერ დავარქმევთ. ამ შემთხვევაში ხალხი მსხვერპლია და არა დამნაშავე. პურს ეძებს და ქვას ღებულობს.
QUOTE(giorgi @ 12th April 2009 - 05:14 PM) *
არ გეწყინოთ, მარა თეოლოგს მაგონებთ.

არ მწყინს. მაგრამ არ ვარ თეოლოგი.

Posted by: anuchi Apr 15 2009, 10:09 AM

ირმა
blanca

მე ყველა არ მიგულისხმია, ცუდად ნუ გამიგებთ smile.gif უმეტესობათქო.. მეც არ მიხარია მგას რომ ვაბობ superstition.gif

კარგია ნეტა მე ვცდებოდე.. l_sunny.gif

Posted by: ირმა Apr 16 2009, 10:11 AM

QUOTE(anuchi @ 15th April 2009 - 11:09 AM) *
მე ყველა არ მიგულისხმია, ცუდად ნუ გამიგებთ

არა სიხარულო, ცუდად არ გაგიგებ არავითარ შემთხვევაში. შენ რა შუაში ხარ, შენც ხომ ვიღაცისგან გაიგე. kiss1.gif
ბევრი ცუდი ხდება, მე უბრალოდ ვიცი ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრი პატიოსანი შრომით შრომობს და წვალობს და არ არის ადვილი შენი ქვეყნიდან შორს ყოფნა. sad.gif

Posted by: vkh Apr 16 2009, 05:58 PM

ციტატა(ირინი @ 16th April 2009 - 10:11 AM) *
და არ არის ადვილი შენი ქვეყნიდან შორს ყოფნა.

+1
თანაც თუ ისეთ ქვეყანაში ხარ სადაც ჯერ კიდევ ქვის ხანის, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაურკვეველი შერწყმაა... მასთან შედარებით საბერძნეთი... ეჰ, კარგი გამოცდაა ეს ყველაფერი

Posted by: ირმა Apr 16 2009, 10:20 PM

vkh

QUOTE(vkh @ 16th April 2009 - 06:58 PM) *
თანაც თუ ისეთ ქვეყანაში ხარ სადაც ჯერ კიდევ ქვის ხანის, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაურკვეველი შერწყმაა... მასთან შედარებით საბერძნეთი... ეჰ, კარგი გამოცდაა ეს ყველაფერი

ნამდვილად არანაირი პრობლემა არ მაქვს რომ საბერძნეთში ვარ. ეს ხალხი ძალიან მომწონს და ჩემს სულთან ძალიან ახლოს ვგრძნობ მათ. შენი ქვეყნიდან დაშორება იმიტომ არის ძნელი, რომ პირველი რაც გაწუხებს ეს არის ნოსტალგია. ეს რათქმაუნდა ყველას არ ეხება. ზოგი საერთოდ არ გრძნობს ნოსტალგიას.

Posted by: blanca Apr 17 2009, 05:00 AM

QUOTE(vkh @ Apr 16 2009, 06:58 PM) *
+1
თანაც თუ ისეთ ქვეყანაში ხარ სადაც ჯერ კიდევ ქვის ხანის, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაურკვეველი შერწყმაა... მასთან შედარებით საბერძნეთი... ეჰ, კარგი გამოცდაა ეს ყველაფერი



სად ხარ? blink.gif

Posted by: vkh Apr 17 2009, 09:47 AM

იემენში ვარ smile.gif

Posted by: blanca Apr 17 2009, 09:38 PM

.. რა გაფანტულები ვართ
წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: vkh Apr 18 2009, 01:09 AM

ციტატა(blanca @ 17th April 2009 - 09:38 PM) *
წარმატებებს გისურვებ smile.gif

შენც ასევე, გაიხარე...


რაც უფრო შორს ხარ.... ხომ გახსოვს

Posted by: adamiani Apr 18 2009, 01:45 AM

vkh

QUOTE(vkh @ 17th April 2009 - 09:47 AM) *
იემენში ვარ

იემენი. მანდ მოხდა ქრისტიან რიზენკროიცერის ხელდასხმა. დამკარში.

Posted by: blanca Apr 18 2009, 05:59 AM

ასეა ასე, რაც უფრო შორს ვართ.. უფრო ..
.. ერთერთი საყვარელი ლექსია

რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

Posted by: ირმა Apr 18 2009, 09:09 AM

QUOTE(sethis modgma @ 18th April 2009 - 02:45 AM) *
იემენი. მანდ მოხდა ქრისტიან რიზენკროიცერის ხელდასხმა. დამკარში.

როდის მოხდა ეს?


Posted by: anonymouska Apr 18 2009, 04:22 PM

blanca kiss1.gif

Posted by: vkh Apr 18 2009, 09:32 PM

ციტატა(sethis modgma @ 18th April 2009 - 01:45 AM) *
იემენი. მანდ მოხდა ქრისტიან რიზენკროიცერის ხელდასხმა. დამკარში.


იცი როგორ გამამხიარულა ამ პოსტმა?

ქრისტიანობა და ხელდასმა კი არა, რაა ხდება ახლა:

პირველ რიგში, ქალების გასაგონად ვამბობ, ბედნიერია ვინც აქ არ დაიბადა, უკვე ერთი თვეა აქა ვარ, და ჯერ ქალების ნასახი არ არის ქუჩაში, და თუ არის, ნინძებივით დადიან, ნინძებივით - ეს დედაქალაქში, ხოლო, არის ასეთი ქალაქი, საადაში თვალებიც კი არ უჩანთ, მთელი სახე დაფარულია... დანარჩენი თქვენი წარმოსახვისთვის და ფანტაზიისთვის მიმინდვია.

მეორეც, ისეთი რეგლიგიური წნეხია, რომ ვერც კი წარმოიდგენთ უარესს, მგონი აქ უფრო მეტად ლოცულობენ, ვიდრე სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში, და თქვენ უნდა ნახოთ რა აგრესიული და იმპულსურია მათი მოლების ქადაგებები, რომლებიც გამაძლიერებლებით და დიდი დინამიკებით გადმოიცემა, ყველამ კაარგად რომ გაიგონოს...

Posted by: vkh Apr 18 2009, 09:38 PM

ამ მოლების პათოსი დინამიკაში ისეთია, როგორც გალაკტიონი რომ კითხულობს მთაწმინდის მთვარეს... ამიტომ სიამოვნებითაც კი ვუსმენ, მართლა ძალიან ჰგავს, განსაკუთრებით ბოლო ნაწილში smile.gif თუმცა რომ მახსენდება დაახლოებით რას ქადაგებენ...

და კიდევ ერთი, ამდენი კალაშნიკოვი, მხოლოდ 1991-92 წლებში მინახია ჩვენთან... ასე რომ ნუ დაგვავიწყდება, თუ რა გამოვიარეთ და ღმერთმა დაგვიფაროს, ისევ იქ დავბრუნდეთ!

Posted by: blanca Apr 18 2009, 09:41 PM

მოყევი რა კიდევ. საინტერესოა
რა ენაზე საუბრობენ? იცი ენა? ქადაგებისას რას ამბობენ ესე აგრესიულად?

Posted by: vkh Apr 18 2009, 09:51 PM

ციტატა(blanca @ 18th April 2009 - 09:41 PM) *
მოყევი რა კიდევ. საინტერესოა

საინტერესო კია, მაგრამ რომ ჩამოვალ მერე ვიმხიარულებ ამ ყველაფერზე, ახლა კი გადამეტების გარეშე ვიტყვი, ბევრს არ შეშურდება აქ ყოფნა.... აქაურების უმრავლესობას მგონი სჯერა, რომ ჩვენ უცხოელები ეშმაკები ვართ smile.gif დღეში ხუთჯერ ამას ჩაჰყვირიან მოლები, აგიჟებენ ამ კალაშიან ხალხს... და რომ ჩვენი მოკვლისათვის მაშინვე სამოთხეში მოხვდებიან smile.gif

Posted by: old_man Apr 18 2009, 11:38 PM

ვაა იემენი მართლა ეგზოტიკაა. საინტერესოა მაქაური წეს-ჩვეულებები. ცხოვრების დონე როგორია?

ისე ჩვენს ფორუმს უკვე მსოფლიოს ბევრ კუთხეში ჰყავს მისიონერები დაგზავნილი- აშშ, საბერძნეთი, იემენი ... biggrin.gif

Posted by: blanca Apr 19 2009, 02:54 AM

QUOTE(vkh @ Apr 18 2009, 10:51 PM) *
საინტერესო კია, მაგრამ რომ ჩამოვალ მერე ვიმხიარულებ ამ ყველაფერზე, ახლა კი გადამეტების გარეშე ვიტყვი, ბევრს არ შეშურდება აქ ყოფნა.... აქაურების უმრავლესობას მგონი სჯერა, რომ ჩვენ უცხოელები ეშმაკები ვართ smile.gif დღეში ხუთჯერ ამას ჩაჰყვირიან მოლები, აგიჟებენ ამ კალაშიან ხალხს... და რომ ჩვენი მოკვლისათვის მაშინვე სამოთხეში მოხვდებიან smile.gif


მდაა
'როოგორ მოხვდი მანდა' wacko.gif

Posted by: ირმა Apr 19 2009, 09:50 AM

vkh kiss1.gif
ყველაფერი ამ ცხოვრებაში ერთგვარი გაკვეთილია. საინტერესოა შენი ისტორია.





QUOTE(old_man @ 19th April 2009 - 12:38 AM) *
ისე ჩვენს ფორუმს უკვე მსოფლიოს ბევრ კუთხეში ჰყავს მისიონერები დაგზავნილი- აშშ, საბერძნეთი, იემენი ...

biggrin.gif

Posted by: vkh Apr 19 2009, 05:16 PM

ციტატა(old_man @ 18th April 2009 - 11:38 PM) *
ვაა იემენი მართლა ეგზოტიკაა. საინტერესოა მაქაური წეს-ჩვეულებები. ცხოვრების დონე როგორია?

ბუნებას აქვს თავისი ხიბლი, დედაქალაქი 2400 მეტრზეა, ნამდვილად კარგად მძინავს (=სიცხე არ იგრძნობა).
თუმცა სიმწვანე იშვიათი ხიბლია, ასე რომ ჩვენს სვანეთს და ხევსურეთს ნამდვილად ვერ შეედრება.

ცხოვრების დონეს რელიგია განსაზღვრავს, ერთი კია, როცა ადარებ ჩვენი ქვეყანის ეკონომიკურ დონეს, გულზე მოგეშვება: ჩვენზე მეტად გაჭირვებულებიც არიან ამქვეყნად smile.gif და მიშამ, მიყვარს თუ არ მიყვარს, მართლა დიდი რამ შესძლო ამ 4 წელში.

Posted by: ირმა Apr 19 2009, 09:15 PM

vkh
რამდენი ხანია რაც წასული ხარ?

Posted by: adamiani Apr 20 2009, 03:19 AM

ირმა

QUOTE(ირინი @ 18th April 2009 - 09:09 AM) *
როდის მოხდა ეს?

16 წლის იყო ქრისტიან როზენკროიცი, როცა დამასკოში გაემგზავრა ( ანუ 1384 წელს). გზაში შეიტყო დამკარის ბრძენთა შესახებ და მათთან ჩავიდა. როგორც Fama Fraternitatis (1614) გადმოგვცემს, იგი მიიღეს არა როგორც უცხო, არამედ როგორც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ.ამ ბრძენთ გააჩნდათ ყველანაირი ცნობა მის ცხოვრებაზე და ასევე მისი მონასტრის საიდუმლოებებზე. მათთან ქრისტიან როზენკროიცი დარჩა 3 წელი, შეისწავლა ასტროლოგია, მათემატიკა და ფიზიკა და მიიღო ხელდასხმა.

ცხადია იემენი ის იემენი აღარაა, რადგან როგორც ადამიანები, ასევე ქვეყნები და ერები იცვლებიან, კარგავენ და პოულობენ თავის მისიას, კარგავენ და პოულობენ თავის გზას.
ღმერთმა უწყის სად არიან ახლა დამკარელი ბრძენნი....

Posted by: ირმა Jun 25 2009, 11:13 PM

სამწუხარო ის უნდა ვთქვა, რომ საბერძნეთში ქართველი ითვლება ყველაზე მკაცრ დანაშაულის ჩამდენად. რაოდენობრივათ სხვა ერებთან შედარებით უფრო ცოტანი ვართ, მაგრამ თურმე ქართველი რომ იზამს იმისთანა სიმკაცრეს არავინ აკეთებსო. ტელევიზორშიც მოვისმინე და ერთმა ნაცნობმაც მითხრა, რომელიც მილიციაში მუშაობს. ქართველს რომ დავიჭერთო, მითხრა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავსო, თორემ ძალიან ცბიერები არიან და ადვილად გარბიანო ციხიდან. ეს უკანასკნელი არაფერი, მაგრამ გული დამწყვიტა რომ ყველაზე მკაცრ დანაშაულს თურმე ქართველი იდენსო. რატომ? განა რამ ჩამოგვიყალიბა ეს სიმკაცრე? სად დაიკარგა სიყვარული? ჩვენ ხომ ვეფიხსტყაოსნით აღვიზარდეთ, რატომ არ გავითავისეთ?
მაპატიეთ, რათქმაუნდა ყველას არ ეხება, მაგრამ პირველობა არ მინდოდა ასეთ საკითხში sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Zet Jun 26 2009, 04:56 PM

ყველა ქვეყანაში ეგრეა, ქართველები ყველგან საშინელებებს ჩადიან, უბრალოდ მსოფლიოს გაუმართლა რო პატარა ერი ვართ თორე დიდი რო ვიყოთ წარმოიდგინე მთელ მსოფლიოს გადაუვლიდით ალბათ... biggrin.gif

Posted by: ირმა Jun 26 2009, 11:17 PM

ერთხელ ერთი ამტკიცებდა,– ქართველები მაქსიმალისტები ვართო ყველაფერში, კარგსა და ცუდში, თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: ირმა Jul 9 2009, 12:05 AM

ისე რა საინტერესო ვინმეები ვართ, მხოლოდ ჩვენ ვეძახით მამას მამას და არა დედას, როგორც მთელი დანარჩენი ხალხი დედამიწაზე. რატომ ნეტა?

Posted by: ირმა Jul 24 2009, 01:28 AM

საბერძნეთში ბევრი ქართველი საკმაოდ დიდი ავტორიტეტითაა, მაგ: კახი კახიაშვილი ყველა ბერძენს ძალიან უყვარს. თამთა კარგ სიმღერებს მღერის ხშირად. ახლა კიდევ თემურ ქეცბაია მწვრთნელი...
smile.gif

Posted by: Guru Nov 3 2009, 05:20 PM

10 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ. ახალ ჩამოსულ ქართველებს ვერ უგებ. დიდი სხვაობა ჩემს საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. პირადად ჩემი აზრია რომ ეროვნული მენტალი გვაქ დაზიანებული...

ციტატა(blanca @ 17th November 2008 - 08:52 PM) *
იმედი გამიცრუვდა იმიტომ რომ ბოლო ოთხი წელი მართლა რაღაც სასიკეთო დაეტყო ქვეყანას, რაც ერთი ხელის მოსმით დაინგრა.

თავიდან მეც ეგრე მეგონა. ქვიშაზე ნაშენები დაინგევოდა აბა რას იზამდა.

Posted by: ირმა Nov 3 2009, 07:35 PM

Guru

მეც დიდი ხანია წასული ვარ საქართველოდან. ბოლოს მგონი შვიდი წლის წინ ვიყავი საქართველოში ერთი ორი კვირით. მეც დიდი ცვლილება ვიგრძენი.
პირველი ის მინდა ვთქვა, რომ თითქოს ქართული ენა შეიცვალაო ისე ვიგრძენი,–ახალი ჟარგონები, ახალი ფირმები, რაც არ ვიცოდი რას ნიშნავდა და ზოგჯერ მეგონა,რომ ქართული არ მესმოდა. საინტერესო ის არის რომ შეცვლილია ასევე ლაპარაკის სტილი, ანუ აქცენტი(არ ვიცი როგორ ავხსნა).
ასევე გამიკვირდა ერთი ახალი სტილის ჩვევა, რომელიც ახალგაზრდა ბიჭებს შევამჩნიე თბილისში,– ჩაცუცქულები რუსთაველზე, მანამდე არ მქონია ნანახი. მკვეთრად მომხვდა თვალში და არ მომეწონა.
კიდევ ერთი... უფრო მეტი სმა ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველოში. სმა... სმა... და სმა...ესეც ახალიაsad.gif

Posted by: tikoroma Nov 3 2009, 07:51 PM

ირმა
ოჰ, შენ სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების საუბარს უნდა მოუსმინო...
შ ე ი შ ლ ე ბ ი
აქცენტი მაგას ქვია თუ ქვია...
თან ეს ენის მოჩლექით ლაპარაკი party.gif

Posted by: ირმა Nov 3 2009, 07:56 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 3rd November 2009 - 08:51 PM) *
ოჰ, შენ სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების საუბარს უნდა მოუსმინო...


შეიძლება ვერ გავიგო რას ამბობენ laugh.gif

Posted by: tikoroma Nov 3 2009, 08:12 PM

გაგებაზე არაა, საშინელი მოსასმენია

Posted by: old_man Nov 3 2009, 09:31 PM

Guru

QUOTE(tikoroma @ 3rd November 2009 - 08:12 PM) *
10 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ. ახალ ჩამოსულ ქართველებს ვერ უგებ. დიდი სხვაობა ჩემს საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. პირადად ჩემი აზრია რომ ეროვნული მენტალი გვაქ დაზიანებული...

ეს საკითხი ძაან მაინტერესებს.თუ შეიძლება განავრცე რა. კონკრეტულად რას ხედავ დღევანდელ საქართველოში?

Posted by: adamiani Nov 11 2009, 03:29 AM

უსასოობის ჭირი.

Posted by: Guru Nov 12 2009, 12:15 AM

ციტატა(blanca @ 17th November 2008 - 02:41 AM) *
გაუფუჭა ხალხს მენტალიტეტი რუსეთთან ახლოს ყოფნამ.

ვერ დაგეთანხმები! რუსეთის სოციალურმა დონემ ბევრად მოიმატა... წამყვანი იმპერიაა , რომელთანაც გვაერთიანებს ორი მსოფიო ომი, რელიგია და საუუკუნეების მეზობლობა. ესე ავიღოთ და გადავყაროთ ყველაფერი წყალში? არაა კაი პონტი!!! ამერიკის პეშკა გახდა საქართველო .
ციტატა(Tea @ 10th November 2008 - 11:16 PM) *
მე საქართველოში ვარ...ყველაზე დიდი ხნით სამშობლოდან 10 წლის წინ ვიყავი იტალიაში 3 თვით...
მე 10 წელია იტალიაში ვარ და ჯერ იქეთ გახედვაც არ მინდა. wink.gif

გული არ მინდა ვატკინო ვინმეს , მაგრამ ჩემი აზრი მინდა რომ გითხრათ , მაგარი ბანძი ემიგრაცია გვყავს განსაკუთრებით ბოლო პატოკები. ვისაც არ ჯერა ან არ უდა რომ დაიჯეროს ვაჩვენებდი ქართველების თაყრილობას რას გვანან და რაზე საუბრობენ...
ციტატა(old_man @ 15th November 2008 - 10:23 PM) *
საინტერესოა როგორც ჩანს მაქედან საქართველო. ანუ სხვა ხალხთან ურთიერთობების შედარებით ქართული ხასიათის რა უარყოფითი თვისებები დაინახეტ უფრო ნათლად?

ჩემი წამოსვის მერე ქართული ხასიათი იმდენად გამოცვლილია (ტვინის გაწმწნდით) რომ იგივე რამ იქნება როგორც იტალიელებს მოუვიდათ

Posted by: adamiani Nov 12 2009, 01:31 AM

Guru

QUOTE(guruli @ 12th November 2009 - 01:15 AM) *
გაუფუჭა ხალხს მენტალიტეტი რუსეთთან ახლოს ყოფნამ.

ვერ დაგეთანხმები!

მეც ვერ დავეთანხმები ამ აზრს- პირდაპირი გაგებით. რუსეთსა და საქართველოს არა დამახინჯებული პოლიტიკური და მომხმარებლური, არამედ სულ სხვაგვარი, სულიერი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან -ეს ორივეს სჭირდება განვითარებისთვის. ახლა კი ორივე წაგებულია.

QUOTE(guruli @ 12th November 2009 - 01:15 AM) *
იგივე რამ იქნება როგორც იტალიელებს მოუვიდათ

რას გულისხმობ?


Posted by: Guru Nov 12 2009, 01:09 PM

ციტატა(sethis modgma @ 12th November 2009 - 01:31 AM) *
რას გულისხმობ?

ემიგრაციაში მყოფი და იტალიაში მცხოვრები იტალიელები ერთმანეტისგან გასხვავდებიან ყველანაირად. ემგრანტი იტალიელები ბევრად უკეტესი ხალხია... იგივე მოგვივა ქართველებს. სხვათაშორის , ჩემი დაკვირვებით რაც დავინახე: იტაიაში რაც ხდებოდა 80 90წლებში ის ხდება ეხლა მანდ. რეზუტატებიც იგივე გვექნება wink.gif

Posted by: Guru Nov 12 2009, 01:38 PM

ციტატა(old_man @ 3rd November 2009 - 09:31 PM) *
ეს საკითხი ძაან მაინტერესებს.თუ შეიძლება განავრცე რა. კონკრეტულად რას ხედავ დღევანდელ საქართველოში?

old_man
ორი სიტყვით ესე რომ გადმოგცე თუ რატომ ვფიქრობ ქართველებზე ესე უარყოფითად არაა ადვილი. საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა შეხედოს გვერდიდან ქართულ თავყრილობას (ნებისმიერ სფეროებში..) და თვითონ მიხვდება . რა თქმა უნდა მე ახალ ჩამოსულ ემიგრანტებზე მაქ საუბარი, ძველებიც არ გამოირჩევიან დიდი დესპანობით...

Posted by: Emigranti Nov 21 2009, 09:31 PM

QUOTE(Guru @ Nov 12 2009, 10:38 AM) *
old_man
ორი სიტყვით ესე რომ გადმოგცე თუ რატომ ვფიქრობ ქართველებზე ესე უარყოფითად არაა ადვილი. საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა შეხედოს გვერდიდან ქართულ თავყრილობას (ნებისმიერ სფეროებში..) და თვითონ მიხვდება . რა თქმა უნდა მე ახალ ჩამოსულ ემიგრანტებზე მაქ საუბარი, ძველებიც არ გამოირჩევიან დიდი დესპანობით...
ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის მრავალი წლის მანძილზე, ემიგრანტების, უცხოელების, მათთან ურთიერთობების, სხვადასხვანაირი ეროვნული მენტალიტეტების, მათი თავისებურებების, სხვადასხვა კულტურათა ავ კარგიანობის და ა.შ. თემებზე ბევრი მიფიქრია, ძალიან ბევრი, თავის გასკდომამდე. დღესაც ვფიქრობ ხოლმე და შეიძლება ბევრი რამ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე, ერთ რამეში დავრწმუნდი. ამაში ეჭვი ერთი წამითაც აღარ მეპარება და ჩემი აზრით ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, როცა საკუთარ ერზე ან უცხოელებზე რაიმეს იფიქრებს ან იტყვის.

კარგობა და ცუდობა, არა ეროვნებიდან გამომდინარე, არამედ, ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ვინც კარგ ერებს და ცუდ ერებს ეძებს, ვერაფერს იპოვის. ყველა ერში შეხვდებით თავისთავის ხალხს და სხვებზე ზრუნვაში დაუცხრომლებს. ცათა სასუფეველში ვინ შევა და ვინ არა, ეროვნების მიხედვით არ განისაზღვრება. „არ ვარგივართ ეს ქართველები“ ისეთივე მარაზმია, როგორც „ყველა კარგი პიროვნება ქართველი იყო“. ასევეა უცხოელებთან მიმართებაშიც - „რუსები ცუდი ხალხია, მათ ქართველები სძულთ“ -აფსურდია. ჩვენი დამოკიდებულება სხვებისადმი, მათი ინდივიდუალური დამსახურებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა ენიდან, რომელზეც საუბრობენ.
rolleyes.gif

Posted by: Guru Nov 21 2009, 10:49 PM

პატივცემულო ფორუმელებო. სამწუხაროა მაგრამ ფაქტები სახეზეა . ჩვენ დღევანდელ ემიგრაციაზე (სათვისტომოებზე) ბანძი აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნებეის სათვისტომოებიც კი ვერ არიან. მოგიყვებით ერთ ისტორიას; რომი კოლოძეოს წინ ბაღი . მე ჩემმა მეგობარმა უკრაინელმა გამაცნო ჩეჩენი, ვსაუბრობთ. გარკვეული დროის შემდეგ მასთან მოდიან მისი მეგობარი ჩეჩნები ჩემთან ახალი ჩამოსული (თბილისელი და ქუთაისელი). ჩეჩნების მოსვლა და ქართველების ერთმანეთისაგან განსხვავედებოდა 180 გრადუსით. დამეწვა გული. მაგრად არიან ქართელები ჩაჩუხანებულები. არც მისვლა არც გამარჯობა და არც მოქცევას აგარ ასწავლიან ჩვენს ქვეყანაში. ხომ ვხედავთ რომ ძველი პროგრამები აგარ მუშაობს. როდესაც რუსულ და ქართულ სატელევიზიო გადაცემებს ერთმანეთს ვადარებ , ნათლად ვხვდები იმას რომ რუსეთს საბრძოლველად მომზადებული მასები უნდა რომ გამოზარდოს. ჩენ კი უტვინო ჩუხანები...

Posted by: Kaspar Hausser Nov 21 2009, 11:33 PM

ციტატა(guruli @ 21st November 2009 - 11:49 PM) *
ნათლად ვხვდები იმას რომ რუსეთს საბრძოლველად მომზადებული მასები უნდა რომ გამოზარდოს


ჩვენ არ უნდა გამოვზარდოთ საბრძოლველად მომზადებული მასები, მაგრამ არც
ციტატა(guruli @ 21st November 2009 - 11:49 PM) *
უტვინო ჩუხანები...
უნდა გამოვზარდოთ.. smile.gif

Posted by: Guru Dec 1 2009, 11:10 PM

ციტატა(Kaspar Hausser @ 21st November 2009 - 11:33 PM) *
ჩვენ არ უნდა გამოვზარდოთ საბრძოლველად მომზადებული მასები, მაგრამ არც

ცუდი რაა იმაში როდესაც ერი საბრძოლველად იქნება მომზადებული. დღემდე ჩვენ მებძოლმა სულმა მოგვიყვანა. ჩემი აზრით საქართველოში ისინც კი ვინც პირველ რიგში უნდა იყვნენ სამაგალითოდ გაწრთნილები , არ არიან ბოლომდე სრულყოფილი სისტემით მომზადებულები. თემა ქართველები უცხოეთშია, ხო და) , მოგეხსენებათ უცხოეთში ხშირად ხდება სხვადასხვა დიასპორებს შორის კონფლიკტი. ევროპაში მომხდარი კონფლიკტებიდან ,რომელშიც ჩვენი ტანამემამულეები იყვნენ ჩარეული, უმეტეს შემთხვევაში აი ზუსტად ის საბრზოლო ერთიანი სული აკლდა. რა თქმა უნდა ესპანეთში სვანების მიერ მაროკლებზე გადავლა არ გეცოდინებათ , არც ბელგიის კონფლიკტი და არც ავსტრიის აზულებში ქართველებზე ჩეჩნების თარეში... თუ ვინმეს გონნია რომ ეს მას არ შეეხება როდესაც დასაასვენებლად ჩავა ეროპაში , ძალიან ცდება... იგივეა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში , ჩვენ დიაპორებს ეგრე ადვილად ვერ უნდა ეხებოდნენ ... საპასუხო უნდა ეძღვოდეს ნებისმიერს!

Posted by: Guru Jan 16 2010, 04:50 PM

ქართველები უცხოეთში , დღევანდელი ჩვენი კოლექტიური აზოვნება არაა მზად განვითარებულ ქვეყნებში სტრატეგიული ადგილების დასაკავებლად. უმეტესად ხდება ათვისება სოციუმის ყველაზე დაბალი საფეხურების. ნებისმიერ სფეროს ვგულისხმობ სადაც კი ჩვენი ემიგრანტები მოღვაწეობენ. სერიოზულ დიასპორაზე საუბარიც კი ზედმეპიაა უმეტეს ქვეყნეში. გამონაკლისები არსებობს და ეგ უკვე პერსონალური დამსახურებებია და არა კოლეკტიური მიღწევა.

ძლიერი ემიგრაცია საქართველოსთვის სტრატეგიული საჭიროებაა. არადა რა კეთდება ამისთვის დიპლომატიური კორპუსიდან. არაფერი ! პირიქთ გაართულეს ყველაფერი და გახადეს უსშველო... ეგეთი ელჩი ან კონსული რა ჯანდაბად გვჭირდება ? ისინი ხომ სახემწიფო ბიუჯეტიდან ჩვენს ფინანსებს ჭამენ , გასკდომამდე))).

Posted by: Andrea Jan 20 2010, 10:39 PM

ძალიან მეცოდებიან.. მუშაობა არავის არ უნდა ნუ კაცებს ეხებათ და ქურდობა მიდის საშინელი, ბევრია ისეთი ვისაც ჭერიც კი არა აქვს აი საშინელება ხდება ნუ მე ბარსელონის ამჟამინდელ სიტუაციაზე ვლაპარაკობ, არ ვიცი კრიზის ბრალია თუ ზარმაცობის მაგრამ მართლა საშინელი სიტუაციაა, ყრიან ქუჩებში და დახმარებას ითხოვენ არა და ევროპელები ცივები არიან ქუჩა რომ იKითხო და მაგ დროს ხელები გაიქნიო ჩვენი პრეზიდენტივით)) ალბათ პოლიციას გამოიძახებენ ან პანიკას ატეხავენ, მოკლედ ამათაც აქვთ რაღაც თავიანთი უცნაურობები, და ქართველები რავიცი დავიჯერო ძნელია მუშაობა რატო უნდა მოიპარო მოპარვაზეც არაა უბრალოდ რატო უნდა ჩაიგდო თავი და მითუმეტეს ოჯახი საფრთხეში როცა არც საბუთი გაქ არც არაფერი ჰაერში ხარ და იმისთვის მანდ რომ მოხვედრილიყავი ბინა გაქ ჩადებული.. მოკლედ მძიმე შემთხვევასთან გვაქ საქმე მეგობრებო unsure.gif მონატრება თავიდან აქ კი ზოგიერთს, თუმცა აქ რომ ჩამოდიან ერთი სული აქვთ იქით დაბრუნდნენ, აქ ვერ ვიცხოვრებთო ვეღარო ph34r.gif

Posted by: Guru Jan 21 2010, 01:43 AM

Andrea

უმეტესობა ეგეთი ემიგრანტები რომ გეყოლება რაღა დიასპორაზე და სათვისტომოზეა საუბარი.

ციტატა(Andrea @ 20th January 2010 - 10:39 PM) *
თუმცა აქ რომ ჩამოდიან ერთი სული აქვთ იქით დაბრუნდნენ, აქ ვერ ვიცხოვრებთო ვეღარო

ვერ ქაჩავენ... მენტალური მომზადება არა აქვთ.

შენ ის მითხარი სხვა ერების ემიგრაცია თუა ეგეთ დღეში , ყოფილი სსსრ ვგულისხმობ ?

Posted by: ირმა Feb 5 2010, 09:36 PM

საბერძნეთიდან მგონი მალე რეემიგრაცია დაიწყება. აქ მაგარი კრიზისია და პირველს ვისაც შეეხება მგონი ემიგრანტებს.

Posted by: sentimennte Feb 5 2010, 09:51 PM

QUOTE(ირმა @ Feb 5 2010, 10:36 PM) *
საბერძნეთიდან მგონი მალე რეემიგრაცია დაიწყება. აქ მაგარი კრიზისია და პირველს ვისაც შეეხება მგონი ემიგრანტებს.

უიიი, რა ეშველება ამდენ ხალხს??ზოგი ისეთ დღეშია ერთადერთი იმედია,ოჯახისთვის sad.gif

Posted by: sentimennte Feb 6 2010, 12:05 PM

არადა საბერძნეთში იმდენი ადამიანი მყავს...მეგობრები, ნათესავები..ეჰ... sad.gif

Posted by: მზეონა Feb 22 2010, 10:18 AM

ირმა
http://www.livegeorgia.ge/index.php
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კამერები აქვთ დადგმული და პირდაპირი ტრანსლაცია ხდება smile.gif
თბილისში ყველაზე ბევრი დგას და თუ გინდა უყურე wink.gif (გმირთა მოედანს "ნივიჟუ ჩაურტყი, ცუდ ვიდზეა"! )

Posted by: ირმა Feb 22 2010, 06:21 PM

მზეონა
მადლობა, ადრე თივამაც დადო და ვუყურებდი.smile.gif
საინტერესო ის არის, რომ თბილისში ზოგიერთ ადგილს ვერ ვცნობ ხოლმე sweet.gif

Posted by: irma Feb 22 2010, 08:14 PM

[quote name='ირმა' post='28253' date='Feb 22 2010, 06:21 PM']მზეონა
მადლობა, ადრე თივამაც დადო და ვუყურებდი.smile.gif
საინტერესო ის არის, რომ თბილისში ზოგიერთ ადგილს ვერ ვცნობ ხოლმე sweet.gif[/qu

Posted by: irma Feb 22 2010, 08:20 PM

ციტატა(ირმა @ Feb 5 2010, 09:36 PM) *
საბერძნეთიდან მგონი მალე რეემიგრაცია დაიწყება. აქ მაგარი კრიზისია და პირველს ვისაც შეეხება მგონი ემიგრანტებს.

გამარჯობა ირმა იტალიაში ლეგალიზაციის კანონი მიიღეს სექტემბრის ტვეში საბერძნეთში არაფერს აპირებენ? არაფერს ამბობს საბერძნეთის მთავრობა? არამგონია ასე ერთი ხელის მოსმით გამოყარონ ხალხი ქვეყნიდან...მაინც ევროპის ქვეყანაა.

Posted by: ირმა Feb 22 2010, 09:35 PM

irma

QUOTE(ariete @ 22nd February 2010 - 09:20 PM) *
გამარჯობა ირმა იტალიაში ლეგალიზაციის კანონი მიიღეს სექტემბრის ტვეში საბერძნეთში არაფერს აპირებენ? არაფერს ამბობს საბერძნეთის მთავრობა? არამგონია ასე ერთი ხელის მოსმით გამოყარონ ხალხი ქვეყნიდან...მაინც ევროპის ქვეყანაა.


აპირებენ, მაგრამ ყველას არ შეეხებაო, არ ვიცი რა იქნება, მითუმეტეს საბერძნეთის ეკონომია გაკოტრებაზეა.

Posted by: Guru Feb 23 2010, 12:50 AM

ციტატა(ირინი @ 22nd February 2010 - 09:35 PM) *
საბერძნეთის ეკონომია გაკოტრებაზეა.


არც იტალიაა უკეთეს დღეში wink.gif



Posted by: ირმა Feb 23 2010, 12:55 AM

QUOTE(guruli @ 23rd February 2010 - 01:50 AM) *
არც იტალიაა უკეთეს დღეში

საბერძნეთის ეკონომია გერმანიამ გადაყლაპა სხვადასხვა მახინაციებით. უფრო სწორად გერმანიამ კი არა, მისმა ფირმამ სიმენსმა(siemens)

Posted by: irma Feb 23 2010, 01:36 AM

ციტატა(ირმა @ Feb 22 2010, 09:35 PM) *
irma
აპირებენ, მაგრამ ყველას არ შეეხებაო, არ ვიცი რა იქნება, მითუმეტეს საბერძნეთის ეკონომია გაკოტრებაზეა.

იტალიის ბიუჯეტში საკმაო ფული შევიდა ლეგალიზაციის კანონის შემდეგ მართალია იმდენი არა რამდენსაც ელოდნენ მაგრამ მიწისძვრით დაზარალებულების სახლები ამ ფულით ააშენეს მარტო განცხადების შეტანა ღირდა 500 ევრო. არც აქ შეეხო ყველას ლეგალიზაცია მარტო იმ ხალხს ვინც ოჯახში მუშაობს...სამწუხაროდ ძალიან ბევრმა სამსახური დაკარგა ამის გამო...ოჯახებმა რომლებსაც ფულის გადახდა არ უნდოდათ გარეთ გამოუშვეს საცოდავი ქალები

Posted by: Guru Mar 26 2011, 03:26 AM

მე ვცხოვრობ უცხოეთში აგერ უკვე დაახლოები წელია ჩამოუსვლელად.
როდესაც ევროპაში ჩამოვედი თავიდან პოსტ საბჩოური სივრიდან შემოსული ემიგრანტები თითმის ყველას სოციალური კიბეების ყველაზე დაბალი საფეხურები ეკავათ.
ამ წლების განმავლობაში სათვისტომოები მათი ორგანიზებულობა მისვლა მოსვლა თავ თავიანთ ქვეყნებში განვითარდა. ეს ჩვენ არ გვეხება! სამწუხაროდ.
ქართველები როგორც ადრე იყვნენ სუპერმერკატის ვირთხები და აზულის ბომგები ისევ იმ საფეხურებზე არიან . ფაკტიურად ჩვენ განვიცადეთ ემიგრაციული დეგრადაცია.

რა თქმა უნდა გამოსაჩენი საამაყო ემიგრანტებიც გვხვდებიან , მაგრამ ეს ერთეულებია. მე გლობალურად ვმბობ .

ამანათიც კი უსაშველო გახადეს , 5 ევრო კილოზე და თუ ჩავა კაციშვილმა არ იცის. ყველაფერი უსაშველო უნდა გაგვიხადონ .
როდესაც რუსების შემოტევა იყო მაშინ ემიგრაციამ სერიოზული როლი ითამაშა იმფორმაციულ ომში. საპასუხოდ ჩვენმა ქვეყანამ (მთავრობას ვგულისხმობ) კიდევ უფრო გაგვირთულა ოჯახებთან კავშირი.




Posted by: lasha Aug 2 2011, 01:44 AM

რავიცი რავიცი, შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ მოიცავდეს ამ პოსტის სათაურს მაგრამ მაინც მომინდა დამედო... smile.gif







ჩილეში ლამაზი დილა გათენდა. ყველამ იცის რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ქართველების დამსახურებაა რომელთა შიშითაც ცაზე ჩიტს ვერ გადაუფრენია და მიწაზე ხვლიკს ვერ გაურბენია. პატარა უმბერტო ელ მოლინეროს როგორც იქნა მსოფლიოს საბავშვო წიგნების ბესტსელერი, „ქართული არმია: ფეხებს ვერ მოგვჭამს ვერავინ“, მოუტანა დედიკომ. უმბიკოც დიდის გულმოდგინებით ათვალიერებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ახოვან ვაჟკაცებს და თვითონაც ქართულ არმიაში მსახურობაზე ოცნებობს. აი თავი ქართველების მიერ რუსეთში ლაშქრობის შესახებ, პირველი გვერდი ასტრახანის აღებას ეთმობა, მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი….. აღარაფერი აღარაა. მხოლოდ გამომწვარი მიწა და შიგადაშიგ ტალახი, ისიც იმ შემთხვევაში თუ ატომურ-ტოქსიკური წვიმა კვლავ გაახარებს პეტერბურგელი მუტანტების გულებს.

ათვალიერებს ამ სურათებს და ფიქრობს ქვეყანაზე, რომელიც ძალიან შორს მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოსაა. თითქმის ყველა ჩილურ ოჯახშია ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაცივრები, მტვერსასრუტები, ჭურჭლისა და თეთრეულის სარეცხი მანქანები. სულ ადვილია მათი გარჩევა გერმანული წარმოების პროდუქციისგან. ქართული ტექნიკა მხოლოდ ქალის ხელს აღიარებს….მხოლოდ მანდილოსნის ხელის შეხების შემდეგ იწყებს მუშაობას. რა თქმა უნდა ! სახლის დალაგება და მოწესრიგება ხომ მხოლოდ ქალის საქმეა ! ეს კარგად იცის ყველა ქართველმა. ქართული მაღალგანვითარებული ტექნიკაც, რომლის ხელოვნური ინტელექტიც საშუალო სტატისტიკური რუსის ინტელექტის დონეს აღწევს და შიგადაშიგ უსწრებს კიდეც, მწარმოებელს ბაძავს და გენდერულ ბალანსს არ არღვევს. ხშირად გაიგონებთ მაცივრის მიერ მამაკაცური მჭახე ხმით წარმოთქმულ სიტყვებს: „ დალპა ქალო ძეხვი იყიდე რამე ახალი“, ან სარეცხი მანქანის ბრძანებას „ქალო „ნასკი“ გარეცხე !“ აი ახლაც დედიკომ ყური უგდო მტვერსასრუტის მოკრძალებულ თხოვნას, სანამ სახლი ინდიანა ჯონსის საყვარელ ჯუნგლებს დაემსგავსებოდა რამე ეღონა და საქმეს შეუდგა. უმბერტო გახარებული ათვალიერებს ფერად წიგნს, ცალი თვალით კი ქართული ფირმის, „“პიზდეც“ ტელევიზორი“ – ს მიერ გამოშვებულ LCD ტელევიზორში უყურებს მუსიკალურ შემეცნებით გადაცემას „რუსებს რააააააა ?!“ . უყურებს თუ როგორ უმღერიან ულამაზესი ქართველი ბავშვები Lady gaga – ს სიმღერას „შენ მოუკვტი შენს პატრონს“. წამყვანი აცხადებს რომ რიგშია სპეციალურად ალა პუგაჩოვასათვის შექმნილი ნაწარმოები „დაივარცხნე ქალო თმები !“, რომელსაც თავის მხრივ აწ განსვენებული მედვედევისა და პუტინისადმი მიძღვნილი სიმღერა „ორად ორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“ მოჰყვება.

ტელევიზია „კუკურუკუ TV“ ბოლო წლების განმავლობაში მონოპოლისტური ხასიათის მქონე მედიაგიგანტად იქცა და მთელს მსოფლიოს გულმოდგინედ უტარებს გამოკუკუების სეანსებს. ზემოთ ნახსენები გადაცემის გარდა მის ეთერში გადის ისეთი რეიტინგული პროგრამები როგორებიცაა „ტიტანთა ბრძოლა: ქართველი პიდარასტები მმკ-ს წინააღმდეგ“, „ჯამლეტ ხუხაშვილის საავტორო გადაცემა „მადლობა შერმადინს“, „ჩარლზ დარვინის კვალდაკვალ ანუ ჩარლი ეხლა უკვე ატრაკებ“ და ყველა დროის საუკეთესო ინტერაქტიულ შოუდ აღიარებული, ქართველი ოპრა უინფრის ტელეპროექტი „პროფილში დიდი ცხვირი ხომ არ მიჩანს?“, რომელზეც უკვე არათუ ქართველი, არამედ ჩილელი ერიც კი ცრემლებს აღვარღვარებს. მაგრამ უმბერტოს ყველაზე მეტად უყვარს ქურდული სამყაროსადმი მიძღვნილი შოუ „რა ტოოოო? საააააად ტოოოო ? როდის ტოოოოო?“. ისეთი სამხედრო პროგრამები კი როგორებიცაა „აი ეხლა ვიღაცას დაენძრა !„ და მილიტარისტული, ფეშენ არტ-შოუ „მოდა და ქართული ატომური ბომბები“, უმბერტოში,პატარა პინოჩეტს აღვიძებენ და გენოციდის მოწყობის სურვილს უღვივებენ……

აი ახლაც მოუთმენლად ელოდება საინფორმაციო გამოშვება „მომისმინე შეჩემას“ დაწყებას რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტად სამართლიან და ობიექტურ ჭრილში….ქართულ ჭრილში, აშუქებს მთელი მსოფლიოს კულტურულ,პოლიტიკურ და სპორტულ ამბებს….უმბერტომ წიგნი დახურა და თაროზე ნობელის ლაურეატ ერეკლე დეისაძის რომან „ პრემია დაიდოს ბიჭო !!!! “ – ს გვერდით მიუჩინა ადგილი. ტახტზე მოკალათდა და „მომისმინე შეჩემას“ საუნდტრეკის ტკბილ ჰანგებს მიუგდო ყური….

წამყვანები საინფორმაცო გამოშვებას პოლიტიკური მიმოხილვით იწყებენ:

დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კვლავ დაარბიეს საპროტესტო აქცია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დარბევა იმ ფაქტით ახსნა, რომ მტერი მოსკოვის დატოვების მიუხედავად, სულ რაღაც 40 კილომეტრშია და ის არ დაუშვებს არეულობას.

აშშ – ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას რეიტინგმა 8 პროცენტით მოიმატა მას შემდეგ, რაც იგი ავლაბარში პირადად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა რომ საქართველო მხარს უჭერს აშშ – ს სუვერენტიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას: „შარცენეგერის კალიფორნიისა და პეილინის ალიასკის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთ“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოლდოვა ოფიციალურად შეუერთდა რუმინეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის საფუძველი ის იყო, რომ ამ ქვეყნის არსებობა მინისტრს უბრალოდ ნერვებს უშლიდა.

შვეიცარიაში არეულობაა: თურქი – მესხების ჩასახლებით უკმაყოფილო მოსახლეობამ ჟენევის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

საქართველოს მეცხრე ფლოტმა ბოსფორი და დარდანელი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. როგორც ირკვევა, მიზეზი ფლოტის სარდლის მიერ მარმარილოს ზღვაში შეუფერხებლად თევზაობის სურვილია.

სევანის ტბის ამოშრობა წარმატებით მიმდინარეობს როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს : „გვაცალეთ ცოტა ხანი და კიდევ დავაშრობთ რაღაცეებს. დაშრობა ლაპარაკის ნაცვლად ! „

ეკონომიკა:

მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ათეულს კვლავაც ხინკალი ლიდერობს, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე გასულ ოპელ ვექტრასა და ჟურნალ „თბილისელებს“

ისლანდია და ნორვეგია სურვილს გამოთქვამენ საქართველოსთან ერთიანი სავალუტო სივრცის შექმნის შესახებ, მათ მოთხოვნას პარლამენტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის შემდეგ განიხილავს. როგორც ვარაუდობენ საქართველოს „მურთხ არიელთა კავშირი“,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ყავს პარლამენტში ქერა ცისფერ-თვალება სამხრეთელებთან (ჩრდილოეთმა და სამხრეთმა მას შემდეგ გაცვალეს ერთმანეთში ადგილები რაც საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომით პინგვინების საცხოვრებელ არეალად ჩრდილოეთ პოლუსი მოიხსენია. მორალი : საქართველოს პრეზიდენტი არასდროს ცდება !) მსგავსი ხელშეკრულების დადების წინააღმდეგია.

საქართველოსა და ბულგარეთს შორის ხიდის მშენებლობა დამთავრებულია, ამიერიდან ბათუმელებს პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ბულგარულ პროვინციებს. შეგახსენებთ, ეს პროვინციები საქართველოს მაშინ გადაეცა, როდესაც პრეზიდენტის შვილმა სურვილი გამოთქვა შავი ზღვა საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ყოფილიყო.

რელიგია:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის 50 წლის აღსანიშნავად, საქართველოს საპატრიარქოს კონსტანტინოპოლში გადაბარგების პროცესი დასრულდა. აია – სოფიაში ჩატარებულ წირვას საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსანი პირები დაესწრნენ.

ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულიწმიდა ძისგან აღარ გამოდის და ბოდიშს იხდიან ასწლეულების მანძილზე ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის.

პაკისტანის მთავრობამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს, რომ ყოველი ახალი აშენებული ეკლესიის წინ სავალდებულო „ნებაყოფლობითი შესაწირავისთვის“ განკუთვნილი ყუთები აღარ დადგან,რადგან ქართველთა რისხვით შეშინებული პაკისტანელები გადაჭარბებით ასრულებენ ამ თხოვნას და მთელს ხელფასთან ერთად, ყუთებში თხების ჩატენვასაც ცდილობენ რამაც ქვეყანაში თხების პოპულაციის შემცირება გამოიწვია.

დალაი – ლამა მამა დავით ისაკაძესთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ წუღრუღაშენის მონასტერში ბერად აღიკვეცა და ბუდისტური ტანსაცმელი საჯაროდ დაწვა.

სამხედრო სფერო:

საქართველოს პრეზიდენტმა მარსთან ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდოები გადასცა. ვეტერანების რეიტინგში ჯონი ღობეგლეჯიაშვილი ლიდერობს რომელმაც ბონუსები,მარსიანელების „Headshot” -ებით ხოცვით, დააგროვა. როგორც საამაყო ქართველმა განაცხადა ბავშვობაში “counter strike: zero” – ს თამაშისას იგი ყოველთვის „მენტებს“ ირჩევდა.

მორიგი ატომური ბომბის გამოცდამ ერევანში წარმატებით ჩაიარა

ქართველი კოსმონავტები უარს აცხადებენ მთვარიდან და მარსიდან წარწერა “Fuck Russia” – წაშლაზე. მათი თქმით, მსგავსი წარწერების გაკეთება იუპიტერზე და სატურნზეც იგეგმება.

ქართველი და ებრაელი მესაზღვრეების ერთობლივმა ჯგუფმა საქართველო – ისრაელის საზღვარზე მდინარე ევფრატთან ახალი უნივერსალური მფრინავი და მცურავი ტანკი სახელწოდებით „26 საუკუნე“ დატესტა.

საქართველოს ინდოეთის ოკეანის ფლოტის სახაზო გემის „ზაქარია მხარგრძელის“ ეკიპაჟს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები მიენიჭათ სომალელი პირატების დამარცხებისთვის. შეგახსენებთ ქართველმა მეზღვაურებმა სომალის ნახევარკუნძული მთლიანად მოხერხეს და ანტარქტიდამდე ჩააცურეს. პირატები კი ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ კვლავაც რეაბილიტაციის კურსს გადიან, ისინი ცდილობენ გადაეჩვიონ თეთრი ადამიანის დანახვისას მუხლებზე დაცემის მავნე ჩვევას, როგორც მათი წარმომადგენელი აცხადებს „ლომკა“ აქვთ და რა ქნან.

ამ ნიუსის გავრცელების შემდეგ იტალიაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. რადგან წინასწარი ინფორმაციით ქართველმა დიზაინერებმა ოდესღაც დუბაიში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისთვის კონკურენციის გაწევა განიზრახეს. მათ მიერ შექმნილ კუნძულოვან ფიგურას კი სწორედ ჩექმა აკლია. ხერხვის მოყვარული ქართველებისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი.

კულტურა:

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა გამოცემა „თბილისელებმა“ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების 87-ეული დაასახელა სადაც როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ ქართველები მოხვდნენ. რეიტინგს სათავეში მოექცა მამუკა ონაშვილი რომელმაც იან ფლემინგის ცნობილი პერსონაჟი ჯეიმს ბონდი განასახიერა. შეგახსენებთ რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეიმსი საქართველოში საიდუმლო დავალებით ჩამოდის რომლის შესრულების პროცესშიც აღმოაჩენს რომ ის მეგრელია და მისი სახელი არა ჯეიმს ბონდი არამედ ბონდო ჯოტოს ძე ქარდავაა.

იაპონელები კუნძულ ხოკაიდოს ქართული ოკუპაციიის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ : „ის რომ იაპონელმა მულტიპლიკატორებმა „გრენდაიზერის“ ახალი სერიების შექმნაზე უარი განაცხადეს ქართველებს სულაც არ აძლევთ უფლებას ქვეყნის მიწა წაგვართვან ისედაც ცოტა გვაქვს მაგის დედაც ჯეკ“ . ამაზე გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ლელა კაკულიამ განაცხადა: „ ჩვენ სავსებით ნათელი მესიჯი გავუგზავნეთ მათ როცა ვუთხარით: ან გადაიღებთ ან დედას მ…….თ. მათ ეტყობა თავიანთი დედები არ უყვართ“

საღოლაშენში გამართულ მოდების კვირეულზე გამოსული ჟიზელ ბიუნდჰენმა განაცხადა რომ მისი ოცნება ახდა როგორც იქნა ის ყველაზე პრესტიჟულ დეფილეზე მოხვდა. მანვე გაგვაცნო მისი ახალი ქართველი საქმრო ვინმე გოჩა რომელმაც ბიკინიში გამოწყობილ ჟიზელს უკანალზე ისეთი უჩქმიტა შემდეგ კი პანღური უთავაზა რომ ჟიზელმა ჩვენებაში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. სანდო წყაროებმა ჟიზელის სიტყვები გაავრცელეს : „კაცია და უნდა მოუვუთმინო. მირტყამს ესეიგი ვუყვარვარ“

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მტკიცებით, პრინცი ვილიამი კორონაციაზე ჩოხით მივა და ბლანჟესაც გაიპარსავს. რა ქალი ხო არაა ბლიად ?

ამერიკულმა კინოაკადემიამ 9 ოსკარი მიანიჭა ფილმ „კუჩხი ბედინერს“ და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.

გრანდიოზული აქცია იმართება პარიზში ვანო მერაბიშვილის ძეგლთან. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ პარიზის მერად ქართველი კანონიერი ქურდის „ეიფელას“ არჩევის გამო, რომელიც სკოლებში ქართული კრიმინალური სლენგის სწავლების დანერგვას აპირებს.

სპორტი:

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ქართველი თედო ზიბზიბაძე დაინიშნა მიუხედავად ამ ორი ქვეყნის სარაგბო წრეების ასე დაახლოებისა ქართველები ე.წ. „ერთი ერის“ – ტურნირში სხვა ქვეყნების მიღებაზე უარს აცხადებენ და მხოლოდ საკუთარ თავთან თამაშს აგრძელებენ.

დღეს ზაზა ფაჩულიას სურათი პომპეზურად შეიტანეს „დიდების დარბაზში“. ცერემონიას თავად ამერიკის პრეზიდენტი ესწრებოდა რომელსაც მოახლებულ არჩევნებში საოცრად ჭირდება ზაზას მხარდამჭერთა ხმები….

ის იყო უბერებელი უდუმაშვილისა და რივკინის კლონის დუეტი პირდაპირი ეთერის დასრულებას აპირებდა რომ ელექტროენერგია გაითიშა….შეშინებული უმბერტო ფანჯარას მივარდა….სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა…..რა ხდება ?….ვარსკვლავებით გადაჭედილ ცაზე რაღაც მოძრაობს…. მფრინავი თეფში !!!!! აი მეორეც, მესამეც, მეოთხეც…..პატარა უმბერტოს ტვინი ოთხბირთვიანი პროცესორივით ამუშავდა და მიმდინარე მოვლენებისადმი ლოგიკური ახსნის მოძებნას ცდილობდა….მარსი გვიტევს ? ისევ ? არა, არა. კარგად ახსოვდა რომ ქართველებმა დოქტრინა : „დავიბრუნოთ ისტორიული მიწები : შემდეგი გაჩერება მარსი“ სისრულეში მოიყვანეს და მარსის ბოლო მოქალაქეს სულ რაღაც 4 წლის წინ საჯაროდ გამოუყვანეს წირვა…..მაშინ რა ხდება ??? უცებ უმბერტოს მეხსიერებაში წამოტივტივდა მამამისის კაბინეტში ჩუმად ნანახი საიდუმლო დოკუმენტები…. ადელმო ელ მოლინერო ჩილეს უშიშროების სააგენტოში მუშაობს სერიოზულ თანამდებობაზე და როგორც მას მისი ერთ ერთი რეზიდენტი ატყობინებდა : „ ქართველებმა მარსიანელებთან მოგებული ომიდან დიადი განძი და ნაალაფარი წამოიღეს….კერძოდ კი მფრინავი თეფშები (რომელთა გამოყენებაც საწყალმა უცხოპლანეტელბმა ვერ მოასწრეს რადგან ქართველი გენეტიკოსების მიერ შექმნილი გიორგი სააკაძის კლონის ხელმძღვანელობით ქართული არმია მოულოდნელად დაესხათ თავს და აოტნა ისინი შემდეგ ვენერამდე სდია და ცოცხალი არავინ დატოვა) იყო ვარაუდები რომ ქართველები ამ იარაღს მსოფლიოზე ბატონობის განსამტკიცებლად გამოიყენებდბენ…. და აი ახლა ახდა ჩილელი ჯაშუშის შიში….. ქართული მფრინავი თეფშები დამოუკიდებელი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს თავს დასტრიალებენ და…. არავინც იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი…. დამთავრდება კი ოდესმე ??? ქართველთა მადას ხომ საზღვარი არ აქვს განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი 50 მილიონი არიან. უმბერტო შეცბუნებული უყურებს ჩაბნელებულ ქალაქს. თავში კი სრულიად გიჟური ფიქრები უტრიალებს….რა მოხდებოდა ქართველები მხოლოდ 5 მილიონი რომ ყოფილიყვნენ ?????.

Posted by: lasha Aug 2 2011, 01:45 AM

საინტერესოა, ბევრს მოგეწონებათ smile.gif

Posted by: tikoroma Aug 2 2011, 09:21 AM

tongue.gif მიშას დაწერილია?

Posted by: lasha Aug 3 2011, 12:45 AM

ციტატა(tikoroma @ Aug 2 2011, 09:21 AM) *
tongue.gif მიშას დაწერილია?


არა მაგის დაწერილი არაა, laugh.gif


ნახე როგორი სამართლიანი ცინიზმი, და მწარე სიმართლე დევს ამ ნაწერში?
არვიცი ვისი დაწერილია მაგრამ მომეწონა, biggrin.gif

Posted by: tikoroma Aug 4 2011, 12:14 AM

lasha

ციტატა(kalkucha_ @ 3rd August 2011 - 01:45 AM) *
ნახე როგორი სამართლიანი ცინიზმი, და მწარე სიმართლე დევს ამ ნაწერში?
არვიცი ვისი დაწერილია მაგრამ მომეწონა, biggrin.gif

აბა სიმართლე?
განა მართლა ასეთი ცუდები ვართ ქართველები?

რაც აქ წერია, შეიძლება მართლაც იყოს მიშას ოცნება, მაგისგან არ გამიკვირდება, მაგრამ მთელ ერს არ ეხება..
სამწუხაროდ, ჩვენს ტელეეთერში მხოლოდ უსაქმურები და უზნეოები პიარდებიან და ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენი ერის სიმდიდრეა.
თვალწინ მხოლოდ ტელეეკრანი გვაქვს. ადამიანი სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს მეზობელთან, ნათესავთან, მეგობართან და შესაბამისად ვერ ხედავს უბრალო ადამიანების სიკეთეს, სამაგიეროდ ტვ-სგან ყოველ საღამოს საშინელი რამეები ეჭედება თავში... და ყველა ქართველი იმათნაირი იდიოტი ნუ გვეგონება, ვინც დღეს ქართულ ტელეარხებზე ჩანან..
მოკლედ ეს ჩანახატი ქართველი ერის სარკედ არ გამოდგება, ქართული მთავრობისა - ალბათ კი...
მაგათ კიდეც ჰგონიათ უკვე რომ ასრულებულია biggrin.gif

P.S.
ციტატა(kalkucha_ @ 2nd August 2011 - 02:44 AM) *
მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი….. აღარაფერი აღარაა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსების სიძულვილით გავიზარდე, ამ სიტყვებზე გული მეტკინა. არავის განადგურების მომხრე აღარ ვარ


Posted by: td......... Aug 4 2011, 12:16 AM

არადა პეტერბურგი ძალიან მიყვარს და ხალხიც სულ სხვანაირია იქ...და საერთოდ თუ ვIრაცის განადგურება ახარებს ადამიანს, თვითონაც სხვისი განადგურების მსხვერპლიაგმოცჰნდება როდესმე..

Posted by: lasha Aug 4 2011, 03:21 PM

ციტატა(tikoroma @ Aug 4 2011, 12:14 AM) *
lasha

აბა სიმართლე?
განა მართლა ასეთი ცუდები ვართ ქართველები?

რაც აქ წერია, შეიძლება მართლაც იყოს მიშას ოცნება, მაგისგან არ გამიკვირდება, მაგრამ მთელ ერს არ ეხება..
სამწუხაროდ, ჩვენს ტელეეთერში მხოლოდ უსაქმურები და უზნეოები პიარდებიან და ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენი ერის სიმდიდრეა.
თვალწინ მხოლოდ ტელეეკრანი გვაქვს. ადამიანი სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს მეზობელთან, ნათესავთან, მეგობართან და შესაბამისად ვერ ხედავს უბრალო ადამიანების სიკეთეს, სამაგიეროდ ტვ-სგან ყოველ საღამოს საშინელი რამეები ეჭედება თავში... და ყველა ქართველი იმათნაირი იდიოტი ნუ გვეგონება, ვინც დღეს ქართულ ტელეარხებზე ჩანან..
მოკლედ ეს ჩანახატი ქართველი ერის სარკედ არ გამოდგება, ქართული მთავრობისა - ალბათ კი...
მაგათ კიდეც ჰგონიათ უკვე რომ ასრულებულია biggrin.gif

P.S.

მიუხედავად იმისა, რომ რუსების სიძულვილით გავიზარდე, ამ სიტყვებზე გული მეტკინა. არავის განადგურების მომხრე აღარ ვარ




პრინციპში მართალი ხარ, ამ მთავრობაზე თუ გამოდგება ძირითადად, მაგრამ ქართველებს რომ ძალიან ცუდი თვისებები გვაქვს ეს ილიასაც კარგადააქ აღწერილი, აკაკიმ "ფურთხის ღირსი ხარ საქართველო" და რავიცი რავიცი, მთავარია სიმართლეს თვალებში შევხედოთ, მაგრამ მე ეს ნაწარმოები მომეწონა, იმ მხრივ რომ კარგი წასაკითხია, კარგი ფანტაზიაა და მოკლედ ... tongue.gif თორე ქართველებს კი არ ვქელავ და ვლანძღავ ... laugh.gif ისე მიუხედავად იმისა რომ რუსული სისხლიც მიჩქეფბს, უმეტესობა რუსების მიმართ ძალიან არაკეთილი განწყობა მაქვს მიმართული... არვიცი ალბათ პროპაგანდის ბრალიცაა, მაგრამ ფაქტია, და ბევრი რუსი მეგობარიც მყავდა ერთ დროს, კარგად ვიცნობ მაგ ერს, რუშეთში ქართველები არ უნდა იყვნენ და სამუშაო ადგილებისთვის რუსებს ერთ ადგილს არ უნდა ულოკავდნენ, მე მასე მიმაჩნია, შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრიც იყოს, მაგრამ ამ პოზიციაზე ვდგავარ...

Posted by: tikoroma Aug 4 2011, 05:23 PM

ციტატა(kalkucha_ @ 4th August 2011 - 04:21 PM) *
ნციპში მართალი ხარ, ამ მთავრობაზე თუ გამოდგება ძირითადად, მაგრამ ქართველებს რომ ძალიან ცუდი თვისებები გვაქვს ეს ილიასაც კარგადააქ აღწერილი, აკაკიმ "ფურთხის ღირსი ხარ საქართველო" და რავიცი რავიცი, მთავარია სიმართლეს თვალებში შევხედოთ, მაგრამ მე ეს ნაწარმოები მომეწონა, იმ მხრივ რომ კარგი წასაკითხია, კარგი ფანტაზიაა და მოკლედ ... თორე ქართველებს კი არ ვქელავ და ვლანძღავ ... ისე მიუხედავად იმისა რომ რუსული სისხლიც მიჩქეფბს, უმეტესობა რუსების მიმართ ძალიან არაკეთილი განწყობა მაქვს მიმართული... არვიცი ალბათ პროპაგანდის ბრალიცაა, მაგრამ ფაქტია, და ბევრი რუსი მეგობარიც მყავდა ერთ დროს, კარგად ვიცნობ მაგ ერს, რუშეთში ქართველები არ უნდა იყვნენ და სამუშაო ადგილებისთვის რუსებს ერთ ადგილს არ უნდა ულოკავდნენ, მე მასე მიმაჩნია, შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრიც იყოს, მაგრამ ამ პოზიციაზე ვდგავარ...

ილიას საპირისპირო აქვს აღწერილი, მასეთი ამბიციები არ აქვთ ქართველებს რაც აქაა აღწერილი biggrin.gif


Posted by: earth Jan 28 2013, 09:26 PM

ხალხო, აქ ვწერ იქნებ ვინმემ რამე იცით...
საზღვარგარეთ წასულ ქართველებს ბევრს ძალიან უჭირთ განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. თუ არის რამე საშუალება, რომ რეემიგრანტებს დაეხმაროს ვინმე, ან სამუშაოთი სადმე ან ბინით... საერთოდ რამე თუ არის მაგდაგვარი ეს მაინტერესებს sad.gif

Posted by: matashi Jan 28 2013, 09:35 PM

earth
ძალიან ბევრ დახმარების ფონდია მათთვის გახსნილი

Posted by: earth Jan 28 2013, 10:03 PM

matashi

QUOTE
ძალიან ბევრ დახმარების ფონდია მათთვის გახსნილი

ეს დიდი ხანია, თუ ახალია რამე? ანუ თუ ნამდვილად ეხმარებიან მათ? თუა რეალური?

Posted by: matashi Jan 28 2013, 10:07 PM

earth
რათქმაუნდა ეხმარებიან ნუ გააჩნია ვის გააჩნია ვინ რა პირობებშია გააჩნია ვინ რომელ ქვეყანაშია და ასეშემდეგ

Posted by: zeppelin Jan 28 2013, 10:31 PM

earth

QUOTE
ხალხო, აქ ვწერ იქნებ ვინმემ რამე იცით...
საზღვარგარეთ წასულ ქართველებს ბევრს ძალიან უჭირთ განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. თუ არის რამე საშუალება, რომ რეემიგრანტებს დაეხმაროს ვინმე, ან სამუშაოთი სადმე ან ბინით... საერთოდ რამე თუ არის მაგდაგვარი ეს მაინტერესებს


რომელ ქვეყანაში ეგ? რომელ ქვეყანაში უჭირთ?

Posted by: earth Feb 7 2013, 08:23 AM

zeppelin

QUOTE
რომელ ქვეყანაში ეგ? რომელ ქვეყანაში უჭირთ?

საბერძნეთში sad.gif
საბერძნეთში დაბადებული ქართველი ბავშვი სკოლას ამთავრებს, მშობლები ამდენი წელი სულ საბუთებში იხდიან ფულს, ახლა ერთი უმუშევარია და კანონი გამოუშვეს, რომ არა აქვს მნიშვნელობა თუ არის ბავშვი საბერძნეთში დაბადებული, გააგდებენ ქვეყნიდან თუ საბუთები არ გააკეთა, ნუ სამუშაო საბუთი თუ არ აიღო.
არადა სამუშაოები აღარაა, საქართველოში არაფერი აქვს ოჯახს, სად წავიდეს?
დაბრუნდეს და სად მივიდეს?
რომ არსებობდეს რამე დახმარება ასეთი ხალხისათვის საქართველოში, თავიდან სამუშაო რომ დაიწყონ მაგას ვკითხულობsad.gif
არც ფული აქვთ, რომ ჩამოვიდნენ და თავიდან მაინც რამე ქნან sad.gif

Posted by: earth Jan 27 2015, 08:14 AM

გუშინ შემთხვევით გადავაწყდი ასკილს. ალბათ 30 წლის წინ მაქვს გასინჯული ასკილი. როგორ გამიხარდა... ძველი ნაცნობი სუნი და გემო, მესიამოვნა smile.gif

Posted by: earth Jun 15 2018, 06:52 AM

აი ჩვენი ქართველები საბერძნეთში აუთოვებდნენ საცოდავ მარტოხელა ბებიებსაც კი:
http://www.enikos.gr/society/579092/elas-aftoi-einai-oi-adistaktoi-georgianoi-listes-sideronan-ta-thy

Posted by: earth Jun 15 2018, 06:54 AM

ვუყურებდი მათ სურათებს, მათ თვალებს და ვგრძნობდი, რომ გაქვავებული აქვთ გული და გონება. ვერ გააგებინებ როგორ დიდ დანაშაულს აკეთებენ პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)