Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ გამონათქვამების კუთხე _ მონტე დე ლუკა ( ფლორენციელი )

Posted by: Existence Dec 27 2015, 06:24 PM

მას შემდეგ რაც რელიგიამ მიითვისა ტრანსცედენტულ სამყაროსთან ურთიერთობის გზები და დაიკარგა მისტერიები სადაც პროფანი, ოკულტური ტერმნი რო ვიხმაროთ მეორედ იბადებოდა, ანუ იღებდა ეგზისტენციონალურ გამოცდილებას , გნოზისს. იმ გამუთქმელ სამყარსთან ურთიერთობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ბრმა რწმენით და ბრმა შუამავლების მეშვეობით, სწორედ აქედან იწყება ის მასიური უმეცრება რაც დღემდე გრძელდება ......... მომავალში რელიგიებს ჩაანაცვლებს ის მისტერიები რომელიც მხოლოდ დახურულ წრეებში შემორჩა, დადგა ეპოქა დაფარულის გამჟღავნების.

მონტე დე ლუკა (არ არის არც ერთ წიგნში)

Posted by: Existence Dec 28 2015, 06:35 PM

საუბარი ეხებოდა ფილოსოფოსებს და ფილოსოფიას როგორც შესაძლებლობას ამაღლდე, განჭვრიტო იდეების სამყარო.

(ფილოსოფია - Phileo სიყვარული Sophia სიბრძნე )

რო დაუკვირდე თანამედროვე ფილოსოფოსების უმრავლესობა სიბრძნის სიყვარულის ისტორიკოსები უფრო არიან ვიდრე საკუთარი თავის წიაღიდან რაღაც ორიგინალურის, გაბედული იდეების და აზრების დაბადების მოყავრული ხალხი. ამის ძირითადი მიზეზი შიშია , შიში ვერ მონახონ ადგილი აკადემიურად მოწყობილ სტრუქტურებში, სადაც ფილოსოფიის მასწავლებლები თავად არიან ტყვეები საკუთარი სისტემური ცოდნის ტყვეობაში.

მონტე დე ლუკა ფლორენციელი (უცნობი მისტიკოსი )


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)