ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
ძველინდური(ან აზიური ტრადიციები) და ანთროპოსოფია |
Oct 19 2018, 07:58 PM
Post
#21
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაზე ბევრთან მქონია საუბარი და ზოგი ძველინდურისკენ იხრება, ზოგი კი ძველინდურს მოძველებულად და არაეფექტურად თვლის სულიერი ან ცნობიერების განვითარების კუთხით და შტაინერის ანთროპოსოფიას ანიჭებს უპირატესობას. ამ საუბარში და კამათში გიჩნდება ბევრი კითხვა და რაც უფრო ეძიები საკითხს კითხვების რაოდენობაც მატულობს, ხოლო ჭეშმარიტება და შენი ნამდვილი გზა გვერდზე გრჩება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეგ არის ადამიანების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა: ჩამოუყალიბლებლობა. ცდილობ რომ სიღრმისეულად მოიძიო სხვადსხვა გზები და ამ მოძიების პროცესში უფრო და უფრო ჩიხში შედიხარ. ამ ჩიხს კი დასასრული არ აქვს. სწორედ ამ დაუსრილებელი ჩიხებით არიან დაკავებულები ფილოსოფოსები. ერთი გასხივოსნებული ფილოსოფოსი მითხარით. ვერ მეტყვით. ამიტომ საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლისკენაც გული მიგდის, იმპუსები და შენი გრძნობები მიდის. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ ძველინდური ან აზიური ტრადიციები მოძველებულია, მათგან შეიძლება ძალიან დიდი მარცვალი სიბრძნის მიღება და ამ ცოდნის თანამედროვეობასთან შერწყმა ისე, როგორც შენ მოირგებ.
რაც შეეხება ანთროპოსოფიას, მცირედი შეხება რაც მქონია ძალიან ჯანსაღი და კარგი გზაა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? P.S. ეს მულტფილმი გამახსენდა, ყველა თავის გზას რომ ტენის |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 16th June 2024 - 02:05 AM |