მეორედ მოსვლა |
მეორედ მოსვლა |
Apr 26 2020, 03:02 PM
Post
#21
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რადგან სიზმარში ვნახე ეს ტაძარი მერე დავინტერესდი და დავიწყე ინფორმაციის მოძიება,
როგორც აღმოჩნდა ტაძრის ასაშენებლად ყველაფერი მზადაა, და როდესაც ეს ტაძარი აშენდება მოვა მესია რომელსაც ებრაელი ერი მუდამ ელოდა. მე აქ მხოლოდ ფაქტებს დავდებ, ვიდეო მასალიდან ჯერჯერობით ვერ გავერკვიე მთლად კარგად მაგრამ ვფიქრობ რომ უნდა გავერკვეთ მართლა რა ხდება ამ ქვეყანაზე მესამე ტაძრის მშენებლობა მონეტას აწერია 70 წლის შესრულება, ეს არის გზავნილი ებრაელებისათვის, რომლის ბაბილონის ტყვეობაში იყვნენ 70 წელი როგორც მაშინ 2500 წლის წინ, და ახლაც ისევ მოხდა რაღაც ერთერთი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი ისევ აკეთებს მსგავს განცხადებას, რომ იერუსალიმი არის ისრაელის ცენტრი, და ის დაგვეხმარება აღვადგინოთ მესამე ტაძარი და ამიტომ ამ მონეტაზე გვაქვს აღბეჭდილი როგორც სპარსეთის ისე თანამედროვე იმპერიის სიმბოლოები. ციტატა მოკლე ისტორია: "ბაბილონის ტყვეობა" ნახევარ საუკუნეს გაგრძელდა. ძვ.წ. 539 წელს სპარსეთის მეფე კიროს II დიდმა (559-530) ბაბილონი აიღო. მომდევნო წელს გამოცემული ბრძანებით მან ებრაელებს იერუსალიმში დაბრუნებისა და სოლომონის ტაძრის ხელახლა აშენების უფლება მისცა. ტაძრის ასაგებად მან ფულადი სახსრებიც კი გამოყო და პირობაც დადო, რომ ტაძრიდან გამოტანილ ძვირფასეულობას დააბრუნებდა. დაიწყო ებრაელთა პალესტინაში დაბრუნება და ამ პროცესმა რამდენიმე წელიწადს გასტანა. მართალია, იერუსალიმის ტაძრის აგებას საფუძველი კიროსის მეფობის პერიოდში ჩაეყარა, მაგრამ მისი დასრულება მხოლოდ დარიოს I-ის (522-486) დროს მოხერხდა, ძვ.წ. 510-იან წლებში. სპარსეთს დაქვემდებარებული ადგილობრივი მოხელეების (მათ შორის ზოგიერთი ებრაელი იყო) მმართველობის დროს აღდგა იერუსალიმის კედლები და ქალაქმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ამ დროიდან ებრაელი საზოგადოების წინამძღოლის ფუნქცია ტაძრის მღვდელმთავარმა იკისრა. ეს თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო და საუკუნეების განმავლობაში მამიდან შვილზე გადადიოდა. დარიოსის ადმინისტრაციული რეფორმების შედეგად ისრაელი, სირია, ფინიკია და კვიპროსი ერთ სატრაპიაში გაერთიანდა. სატრაპიის შიგნით, ცალკე ერთეულის სახით გამოიყო "იუდეური ოლქი", რომელსაც სათავეში ედგა სპარსეთის მიერ დანიშნული მოხელე. ამ მოხელის რეზიდენცია სწორედ იერუსალიმში იყო. იუდეა შიდა ავტონომიით სარგებლობდა და სპარსელები მასზე უხეშ ზეწოლას არ ახდენდნენ. ისინი ხელს უწყობდნენ იუდეველთა სასულიერო პირების ავტორიტეტის ზრდას და მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სპარსულ პერიოდში თორა იქცა ებრაელთა ცხოვრების მთავარ საკანონმდებლო წიგნად და იუდეველები საბოლოოდ გაემიჯნენ სამარიტელებს. დრევანდელობა პარალელები: 2017 წლის 6 დეკემბერი ისრაელისა და პალესტინის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ამ დღეს აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ აპირებს თელ-ავივიდან აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანას. ამ მოვლენამ ებრაულ საზოგადოებაში უდიდესი სიხარული გამოიწვია, მუსლიმურ სამყაროში კი - გაურკვევლობა და გაღიზიანება. ტრამპის გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით არც მსოფლიოს სხვა ლიდერები შეხვედრიან. ვაშინგტონის პოზიციას მხოლოდ ისრაელმა, გვატემალამ, ჰონდურასმა და წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულოვანმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. იერუსალიმისა და პალესტინის საკითხი დიდი ხანია მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა. იერუსალიმი სამი აბრაამისტული რელიგიის (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) წმინდა ადგილია, რაც განაპირობებს მის გარშემო განვითარებული მოვლენებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. საკითხის უკეთ გასარკვევად აუცილებელია ვისაუბროთ იერუსალიმის პოლიტიკურ სტატუსზე მისი დაარსების დღიდან თანამედროვეობამდე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 22nd September 2024 - 12:02 PM |