IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა
ანანდა...
post Oct 12 2010, 12:15 PM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



-გოდარ, მას შემდეგ რაც რაც ჩვენ შევხვდით უკვე ახალი სამყაროსეული აღქმა ჩამომიყალიბდა, მაგრამ ბევრი სიღრმისეული საკითხი, ის რაც ამ მსოფლმხედველობაში ფართო აღქმას აყალიბებს, ჯერ ისევ გაურკვეველი მაქვს.


-თქვენ საკუთარი სამყაროს ისტორია არც კი გაქვთ გარკვეული, თქვენთვის გაურკვეველია ის მომენტი თუ როდის გადაუხვიეთ განვითარების ბუნებრივ მიმართულებას, ვერ გაგიგიათ, თუ რა არის იმის მიზეზი რომ რეალობას ასე მახინჯად აღიქვამთ. რა იცით საკუთარ თავზე?

- ჩვენ შესახებ რა გითხრათ, ვინ ვართ ახლა? ალბათ არა სწორე და არა რეალური ხედვის რეზულტატი!? თუ მოაზროვნე არსების კარიკატურა? კაცობრიობა სერიოზულად არც არასდროს დაფიქრებულა თავის ბედზე, არ გაუანალიზებია ის თუ, რა არის მისი ასეთი უმსგავსო ცხოვრების მიზეზი, ადამიანთა უმეტესობამ მთელი თავისი ცხოვრება უაზრობას შეალია!

ხალხთა უმრავლესობა სულ იმას ცდილობდა და ცდილობს თავისი გაჭირვებული ყოფა სხვადასხვა ტრივიალური მიზეზით გაამართლოს. მაგრამ რატომ? რატომ ვართ ასე დაბრმავებულები? ვიკითხე შეწუხებულმა.

-საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის სულში მისთვის და რა თქმა უნდა სხვისთვის შეუმჩნეველი, უხილავი პარადიგმებია ჩაწერილი, თქვენ შეძლება ვერც წარმოგიდგენიათ თუ რამდენად სახიფათო და დრამატულია თქვენთან გაბატონებული და თქვენში ჩადებული პარადიგმებით (სტანდარტებით) ცხოვრება. პარადიგმა ერთგვარი მაკონტროლებელი მექანიზმია, რომელიც მიუხედავად იმისა, თუ რა განვითარებისაა ადამიანი, რა სოციალური სტატუსი აქვს, მაღალ ინტელექტუალურია, თუ არა, მაინც დიდი ხიფათს შეიცავს. იგი მთელი ცხოვრება მოქმედებს ადამიანში და დროთა განმავლობაში მის აღქმის უნარს ამახინჯებს და ინტელექტს აზიანებს რის გამოც ფსიქიკა რეალობას შესაბამისი ხარვეზებით აღიქვამს. ასეთი სუბიექტი, ცხოვრებაში სინამდვილის დამახინჯებული ინტერპრეტაციით მოქმედებს, მთელი სიცოცხლე მისი ყოფა, რეალობის სუროგატული სურათის მიხედვით მიმდინარეობს. ასე რომ, ადამიანთა ძირითადი ნაწილის ქმედება, მისი პირადი, ან საზოგადოებრივი სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბებული ქცევათა ნაკრებით და შესაბამისი შინაგანი დარწმუნებულების ხარისხის მიხედვით ხორციელდება.

კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი ზეგავლენის მქონე პარადიგმები არსებობდა და არსებობს, ეს საზოგადოებრივი თუ კულტურული ნორმები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თან ახლდა ადამიანს და მისი შინაგანი სამყაროსა და ინტელექტის განვითარებაზე მოქმედებდა.

პარადიგმა, ადამიანის შიდა და გარე სამყაროს აღქმის ორგანოებს შორის მოთავსებულ, ერთგვარი ფილტრის როლს ასრულებს. ამ ფილტრში გასული ინფორმაცია, სუბიექტისთვის მისაღებ, მის მიერ თავისებურად ინტერპრეტირებული რეალობის სურათს იძლევა, ეს უკანასკნელი ცხოვრებაში ამ სურათის მიხედვით ორიენტირებს.

ომის, შიმშილის, ავადმყოფობის თუ სხვა საშინელი სინამდვილის დამნახავი სუბიექტი, შესაბამის რეაქციას იძლევა. მეტ ნაკლებად ყველა ადამიანს უჩნდება კითხვა, თუ რატომ, ან რის გამო ხდება ეს და როგორ უნდა გამოსწორდეს ყველაფერი ისე, რომ ცხოვრებას აზრი მიეცეს. ამის პასუხად ადამიანები განსხვავებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, ზოგიერთი ძალიან ბანალურ პასუხს იძლევა, ზოგი მისტიურს, ზოგიც რომანტიკულს. ზოგი კი რომელსაც ასეთი რეალობა ხვდება წინ, თავიდან უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, თუმცა მერე მის მიმართ ინდიფერენტული ხდება და ყველაფერს ადვილად ივიწყებს, ყოველდღიურობა ხომ ამის საუკეთესო საშუალებაა. ასეთმა ადამიანმა რომც მოინდომოს რეალობის გარკვევა, ვერაფერს გააწყობს, სათანადო პასუხს ვერც კი მოძებნის. ასეთი განუვითარებელი სუბიექტის დამოკიდებულება პრობლემის მიმართ ყოველთვის არა ადეკვატურია და მისი ნათქვამი არანაირად არ დააკმაყოფილებს დასმულ კითხვას, მის მიერ განცდილი შედეგიც, მაღალი რიგის ფრუსტრაცია იქნება. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი ასეთ პირს ის რჩება, რომ ისეთი რაღაც მოძებნოს, რაც შინაგან გაურკვევლობას და დაუკმაყოფილებლობის გრძნობით გამოწვეულ ტკივილს მოუხსნის. ასეთ პირს აუცილებლად სჭირდება იმგვარი ცოდნა, რაც მის გულგრილობას და უპასუხისმგებლობას გაამართლებს. ამ მიზნით ყველაზე კარგი, ისეთი შეხედულებების მოგონება, ან უკვე მომზადებულის მიღებაა, რომელიც ბუნდოვანი, გაუგებარი და საიდუმლოებით მოცული იქნება.

ანუ მძიმე რეალობისგან დამცავი მოდელი, (რომელმაც ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტაში გარკვეულობა უნდა შეიტანოს). ყველაზე ეფექტური მაშინა არის, რაც უფრო შეუცნობელი და მისტიურობით მოცული იქნება. ასეთმა წარმოდგენებმა, რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ უნდა გაფანტოს ყოველდღიური სირთულეებით შექმნილი გაურკვევლობის ბურუსი და ზოგიერთ შემთხვევაში პრაგმატული სახე მისცეს მნიშვნელოვანი, ძირეული საკითხების გადაწყვეტას.

ადამიანთა ეს კატეგორია ყოველთვის ვიღაცის იმედზე არიან ჩაფრენილები, მათ დამოუკიდებლად არ ძალუძთ საღ აზრს მიაგნონ. მათი გაგებით, რაიმე დამხმარე საშუალება თუ გამოჩნდა, იგი აუცილებლად რადიკალური უნდა იყოს. მაგალითად, ერთნი ფიქრობენ, რომ ისევ ვულგარულ და უხეშ მატერიალისტურაღქმას უნდა დაემორჩილონ, მეორენი კი თვლიან რომ უკიდურეს მისტიციზმში დაუბრუნდნენ, სადაც ფანტაზიები და ოცნებები უფრო მისაღებია, ვიდრე საღი გონება და ანალიზის უნარი.

როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანმა დიდი ხანი არაა, რაც საკუთარ თავს კითხვა დაუსვა, თუ რატომაა, იგი ამ კონფლიქტური ურთიერთ დაპირისპირებული საზოგადოების მსხვერპლი. რატომ ხდება ის, რაც ხდება. პასუხად მას რამდენიმე გზას, გამოსავალს, მიმართულებას სთავაზობენ.

რაც შეეხება არსებობას, ამის შესახებ, ერთმა თქვენებურმა (დეკარტემ) გამოთქვა: “კოგნიტო ერგო სუმ”-ანუ: ვაზროვნებ ესე იგი ვარსებობო, თუმცა ვეჭვობ, რომ თქვენი ყოფა თქვენ აზროვნებასთან რამენაირად იყოს კავშირში, უკეთესი იქნებოდა ეს გამონათქვამი ასე შეგესწორებინათ: “ვაზროვნებ ე.ი ვცოცხლობ”, აზროვნება როგორც ასეთი არ არის აუცილებელი პირობა არსებობისთვის. იგი დაკავშირებულია ცნობიერებასთან, მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება სიცოცხლის საზრისის შემეცნება, იმის გაგება თუ რომელი ძალები მოქმედებენ სინამდვილის უნივერსალურ სცენაზე, იმის აღმოჩენა, თუ რა დანიშნულება აქვს ინტელექტუალურ არსებას სამყაროში, ვინ ვართ, საით უნდა წავიდეთ და რა როლი უნდა შევასრულოთ. დედამიწაზე გავრცელებულია მცდარი და მანკიერი შეხედულება, თითქოს სამყარო მოაზროვნე და ცოცხალი არსებაა, მაგრამ ეს ილუზიაა და არა ჭეშმარიტება.

ადამიანისთვის აუცილებელია შეგრძნების, ინფორმაციის მიღების და სიცოცხლის შეფასების უნარი, მაგრამ ეს უნარები თქვენ შემთხვევაში განუვითარებელია, თქვენი აღქმა არა ადეკვატურია. და საერთოდ აზროვნების უნარი არასაკმარისია, რათა სინამდვილე, მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა შეიცნო.

სიცოცხლის ნამდვილი არსის გასაგებად, არც გრძნობა და ინტუიციაა საკმარისი.

ცნობიერი აქტის ჩატარებისას, აუცილებელია ყველაფერი კარგად გამოითვალოს გაანალიზდეს და აიწონ-დაიწონოს, სხვა შემთხვევაში ეს ქცევა არ შეიძლება ინტელექტუალურად ჩაითვალოს, იგი უფრო იმპულსური და ირაციონალური იქნება. როგორც უკვე გითხარი რაციონალურობა არ ნიშნავს იყო გულცივი და ინდიფერენტული, ისე როგორც ზოგიერთი თქვენგანი ჯერაც თვლის.

რაციონალურობასთან ერთად ადამიანი უნდა იყოს მგრძნობიარე და რეფლექტორული. ცნობიერი და მენტალური პროცესების დროს იმ შემზღუდავი ჩარჩოების შეცნობას უნდა ცდილობდეთ, რომელიც გარემომცველი სამყაროს ადეკვატურ აღქმაში ხელს გიშლით.

რაციონალურობა, გაბატონებული პარადიგმებისგან გავლენისგან თავდაცვაში დაგეხმარებათ, ისინი ხომ საშუალებას არ გაძლევენ სინამდვილე მკაფიოდ აღიქვათ. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ცხოვრების საზრისი გაიგოთ.

აზროვნების დაწყებისთანავე ადამიანს, შემოქმედებითი უნარებიც უყალიბდება. დროთა განმავლობაში იგი იმდენად ვითარდება რომ უკვე ეძლევა შანსი საცხოვრებელ არეალში გაბატონებული მზა პარადიგმების ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.

ასეთი ზემოქმედება უმთავრესად იმ წყაროდან (იქნება ის კერძო პირი თუ სხვა რაიმე ავტორიტეტული ინსტიტუტი) ხდებოდა და ხდება, რომელსაც ესა თუ ის ინდივიდი ან კოლექტივი მისთვის მისაღებად თვლის და ამ ინსტანციას დირექტივების გაცემის უფლებამოსილებას აძლევს.

თქვენს სამყაროში სიცოცხლის შექმნა ოდიდანვე უდიდესი საიდუმლოდ ითვლებოდა.

ევოლუციის პროცესში, პირველი დიდი ნახტომი მაშინ მოხდა, როცა პრიმიტიულმა ადამიანმა იარაღის დამზადება შეძლო, ამის შემდეგ, იგი გამოეყო ცხოველთა სამყაროს და შემოქმედად გადაიქცა. ამ აქტით ადამიანმა ბუნებასთან განსხვავებული ურთიერთობა დაიწყო. პირველყოფილმა არსებამ, ახალი, ბუნებაში მანამდე არარსებული საგანი, ფორმა შექმნა. ისეთი როგორიც პრიმიტიული სამუშაო ხელჯოხი ან ხელცული იყო. ამ ქმედებით მაშინდელმა ადამიანმა თავისი პრიმიტიული მონაცემების სრული რეალიზაცია მოახდინა. ამ მომენტიდან, იგი უკვე აღარ იყო ბუნებასთან ჭიდილში ხელცარიელი, მან უკვე სამუშაო და თავდაცვითი იარაღის წარმოება შეძლო.

ქვის ხანის პირველყოფილმა ადამიანებმა თანდათანობით რეალობის აღქმა და მისი ფიქსაცია დაიწყეს. ისინი ამას გამოქვაბულის კედელზე ნახატების გამოსახვით ახდენდნენ, ამ ფორმით პირველყოფილმა არსებამ წარმოსახვითი უნარის დახმარებით, ცხოველის იდეა, ფორმაში, ნახატში გადაიტანა და თავისებურად, საკუთარი ხელით გააცოცხლა. და რას იფიქრებდა, იგი მაშინ, რომ მის არსებობასაც ასეთივე საფუძველი ჰქონდა, რომ იგი ვიღაცამ ან რაღაცამ ასეთივე გზით შექმნა და ასევე მან შექმნა სამყარო, სადაც იგი ცხოვრობდა.

როგორც ჯადოსნური ჯოხის დაკვრამ, ამ საქციელმა ადამიანი ცხოველზე მაღლა დააყენა და იმის საშუალება მისცა, რომ ახალი ცნობიერება ჩამოეყალიბებინა. აღმოჩნდა, რომ იგი რიგით არსებას კი არ წარმოადგენს, არამედ სხვა განსაზღვრული ადგილი აქვს სამყაროში, რომ ადამიანის არსებობას თავისი მიზანი გააჩნია.

ადამიანი ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე სამყაროს თავისებურად აღიქვამდა, განიხილავდა და მის აგებულებას საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევდა. კონკრეტული დროის მომენტში იგი შესაბამისი განვითარების საფეხურზე იდგა. საწყის ეტაპზე რა თქმა უნდა ადამიანი შეზღუდული ხედვის უნარით, ვიწრო თვალსაწიერით და სინამდვილის დაბალი გარჩევის უნარიანობით იყო აღჭურვილი და შესაბამისად მის გარემოს აღქმაც პრიმიტიული იყო.

ამ პერიოდშიც არსებობდა სამყაროს თავისებური ასახვა, ყოველი ადამიანი ვინც ასეთ რამეს ფლობდა, ცდილობდა სინამდვილის მისეული ინტერპრეტაცია სიმართლედ გაესაღებინა. სინამდვილეში კი მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, პრიმიტიული გონებით და შესაბამისი სუბიექტური პარადიგმებით გაფილტრული სინამდვილის სუროგატი იყო და არა ჭეშმარიტება, მათი მონაცემები რეალობის სრული დანახვის საშუალებას არ იძლეოდა, დაბალ განვითრებული ადამიანი უძლური იყო ბუნებრივი მოვლენების წარმოშობის რეალური მიზეზები შეეცნო, ცხოვრებაში ნანახი სინამდვილის რთული ნიშნები და სიგნალები დაეფიქსირებინა. ერთადერთი რაც მის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გონებას შეეძლო იყო ის, რომ ბუნებრივი მოვლენებისგან თავდასაცავი საშუალებები მოეძებნა. ამ მოვლენათა ახსნამ, პირველყოფილ კულტურებში ლეგენდების, მითებისა და რიტუალების სახე მიიღო. უამრავი ადგილობრივი ცრუ რწმენა ჩამოყალიბდა, ამ მარტივი და პრიმიტიული ფორმით, პირველყოფილი არსება თავისებურ ახსნას უძებნიდა ბუნებრივი კატაკლიზმების არსებობას და პასუხს სცემდა იმ კითხვებს, რომელიც შესაბამის უარყოფით გამოცდილებებს თან სდევდა.

ისტორიულად, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ადამიანის მხრიდან ყოველთვის იყო იმ იდეის დაფიქსირების მცდელობა, რომ სამყაროში ყველა ცხოვრებისეულ კითხვაზე შესაბამისი პასუხების შემცველი ცოდნა, არსებობს. თუმცა შემდეგ ასეთი შეხედულება იგნორირებული იქნა.

დღესაც ბევრი საიდუმლო გაქვთ გასახსნელი დედამიწის მცხოვრებთ, თუმცა თქვენ ახლაც ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ფანტასტიკურ კოსმოსში შეიძლება ისეთი ცოდნა არსებობდეს, რომელიც ადამიანის მიერ წამოჭრილ ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს. რომ სამყაროში არსებული ყველა საიდუმლოს გასაღები არსებობს. შესაძლებელია იგი არც ფიზიკური და არც მისტიური აღმოჩნდეს და რომ სამყაროში არსებობენ სხვა არსებები ვისაც ხელთ ეს გასაღები უპყრია. ასევე ის რომ მისი დაუფლება სხვა გონიერ არსებასაც შეუძლია. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას არ ძალუძს და არც სურს თავი გაწიროს ამ უნივერსალური ცოდნის მიღებისთვის, მათთვის ეს მიუღწეველი და უფრო მეტად არაფრის მომცემი მიზანია.

ეს საიდუმლო დაფარული ცოდნა წყაროა მთელი რიგი მზა პასუხებისა, რომელსაც თქვენი სამყაროს უამრავი ადამიანი ეძებდა, მისტიკოსები, რელიგიური პირები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, მოაზროვნეები. მათი მხრიდან სულ იყო მცდელობა ამ საკრალურ ცოდნას მისწვდომოდნენ.

გზა ამ ცოდნის დაუფლებისკენ რა თქმა უნდა რთული და გრძელია

თითოეული მათგანი თავისებურად გადმოსცემდა ამ ცოდნას, მითებით მოთხრობებით გმირული ლეგენდებით, თეორიებით ბრძნული აზრებით და კიდევ ბევრი სხვა ფორმით. ზოგიერთმა პიროვნებამ ამ საფუძველზე საკუთარი მოძღვრება, მიმდინარეობა, რელიგია თუ რელიგიური ორიენტაციის მქონე მიმდინარეობა და სექტა შექმნა. .

ამ ფორმით ისინი თავის გადმოცემულ ცოდნას სისტემატიზაციას უკეთებდნენ, ხოლო შემდეგ ერთადერთ სწორ და ჭეშმარიტ გზად ასაღებდნენ. გითხარი და ისევ გაგიმეორებ რომ, ეს ხალხი ცდებოდა! მათი უმრავლესობა ვერ ხვდებოდა რომ ამ გზით ჭეშმარიტებას და რეალობის ნამდვილ სურათს კი არ გაწვდიდნენ და გიხატავდნენ, არამედ სინამდვილის პერსონალურ პარადიგმაში გაფილტრულ და ამგვარად სახეცვლილ, დამახინჯებულ სუროგატს გთავაზობენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ მიერ მოწოდებული პროდუქციის ხასიათს და შინაარსს, მათი ცნობიერების მდგომარეობა, ისტორიული მომენტი, პირადი დაინტერესება, სურვილები, ლოკალური გარემო და დროებითი მოთხოვნლებები განსაზღვრავდა.

ზოგადად ამ საფუძვლით მოტივირდებოდა ჭეშმარიტების ძებნა და შემდეგ მისი რაიმე ფორმით გადმოცემა. ამ მოძღვრებებს ადამიანი შეუცნობელი ფანტასტიური სამყაროსკენ მიჰყავდა, ამ გზაზე მიღებული ცოდნაც რა თქმა უნდა ფანტაზიებს და ოცნებებს ეფუძნებოდა და შესაბამისად იცვლებოდა კიდეც. ნებისმიერ ასეთ გზაზე დამდგარი ადამიანისგან, თითოეული მოძღვრების დამფუძნებელი დაუფიქრებელ მორჩილებას მოითხოვდა, რადგან მათი აზრით საკმარისი იყო მორწმუნეს ფიქრი დაეწყო, მარტივი აბსტრაგირება მოეხდინა, რომ იგი ყველაფერს გააფუჭებდა, ასეთი საშიშროება, ყველას ემუქრებოდა ვინც ჭეშმარიტ გზას დაადგა. მათი გაგებით, ამ გზაზე საკმარისი იყო ერთი მცდარი ნაბიჯის გადადგმა და ყველაფერი დაიკარგებოდა.

რა თქმა უნდა სულიერებისაკენ მიმავალი გზა რთულია, ამ ბილიკის გაყოლა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, იგი გზაა იმ ძვირფასეულობისაკენ, რომელიც უნდა მოიპოვო, მაგრამ უნდა გახსოვდეს რომ იგი სავსეა ხიფათით.

ისტორიულად ცნობილია, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, საზოგადოებაში მიღებული და აღიარებული იყო ერთი უმაღლესი სულიერი ცოდნის მომწოდებელი წყარო და ერთი უმაღლესი ავტორიტეტი ან ინსტანცია, რომ არსებობს ის აბსოლუტური ცოდნა, რომელიც ყველასთვის მიუღწეველია.

ყველაფერი ის რაც არსებობს, თავის როლს თამაშობს კოსმოსური ევოლუციის რთულ გზაზე. რაც შეეხება კაცობრიობას, და კერძოდ მოაზროვნე ადამიანს უნდა ითქვას რომ მათი უმრავლესობა უაზროდ დგას ამ გრძელ გზაზე და ავერ გაუგია, თუ რა მანძილია გასავლელი, საით არის დასასრული.

უნდა შეიგნოთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან ისაა, რომ შეიმეცნო, თუ სად მიდიხარ და როგორ უნდა იმგზავრო. გზა რომ კარგად გაიკვლიო შეიცნო მისი არსი, ამისთვის ხედვა უნდა აიმაღლო, რაც საშუალებას მოგცემს იმ გამოცანის პასუხები აღმოაჩინო, რომელიც შენი ცხოვრების აზრს განსაზღვრავს, სიცოცხლის აზრს აფიქსირებს და ადამიანის საბოლოო ბედს აყალიბებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროს გაფლანგავთ და უაზროდ გალევთ წუთისოფელს. მთელი თქვენი ცხოვრება მოჯადოებულ წრეზე მოძრაობას დაემსგავსება. ამ გზაზე ისე დაიღუპებით, რომ ვერ გაიგებდით ჭეშმარიტი ცოდნის არსებობას და ვერ შეიგრძნობთ მისი შემეცნებით მიღებულ კმაყოფილებას.

ჭეშმარიტი ცოდნა მისთვისაა, რომ ადამიანმა იგი აღმოაჩინოს, გონება გაეხსნას და სინამდვილე დაინახოს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასხივოსნების პროცესი საკმაოდ რთული მისაღწევია. იგი კონკრეტულ, მკაფიო და განსაზღვრულ მიზნებს, განსაკუთრებულ მცდელობას, გამძლეობას და ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს.

სამყაროს უსასრულო და შეუზღუდავ გამოსახულების შიგნით მშვენიერი ქმნილება, ადამიანი ძევს. იგი იმ რთული სისტემის ნაწილია, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებს, მოქმედებს და ყალიბდება.

ადამიანი ფიქრობს ზემოქმედებს გარემოზე შეუძლია საგნებზე მანიპულაცია და მათი გარდაქმნა. მას ყველაზე უკეთესად ძალუძს დაინახოს და შეიმეცნოს სინამდვილე, ვიდრე დანარჩენ ცოცხალ არსებებს. ცნობიერების, აზროვნების უნარის გარდა მას აქვს სიღრმისეული უნარი აბსტრაგირების და რეტროსპექტული წარმოდგენისა, რაც ცხოველებს არ გააჩნიათ. ადამიანებს და ცხოველებს რა თქმა უნდა აქვთ საერთო დამახასიათებელი ნიშნები, მათ ორივეს გააჩნიათ ინსტინქტები.

ცხოველებსაც გააჩნიათ გარემოს აღქმის და რეალობის ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი, ზოგიერთ მათგანს პრიმიტიული დამხმარე საგნის შექმნაც შეუძლია, აქვთ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა, მაგრამ მათ ადამიანის მსგავსად არ შეუძლიათ საკუთარი შინაგანი სამყაროს შემეცნება, ისინი ვერასოდეს ვერ შეიტყობენ იმას თუ რას ნიშნავს სიცოცხლე და ვერ განიცდიან თავს ცოცხალ არსებად.

ადამიანს, კი უამრავი სურვილებისა გარდა მაღალი გრძნობები და ინტელექტუალური მოთხოვნილებები გააჩნია. როცა ინდივიდი ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებს ისრულებს და ვიტალური სურვილებისგან თავისუფლდება, იგი საკუთარ თავში უფრო მაღალი გრძნობების და სურვილების აღმოჩენას იწყებს, რომლის აღქმა მხოლოდ გონიერი არსებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა არც ისე რთულია საკუთარი თვით იდენტიფიკაციის განცდის და მისი მოთხოვნილების აღმოჩენა, იგი ხომ იმას გულისხმობს, ადამიანს უნდოდეს გაიგოს, თუ ვინ არის? როგორ გაჩნდა? რატომ არის ასეთი და რა ელოდება მომავალში? მაგრამ ამ კითხვებზე პასუხები მას ან უკვე მზად მიეცემა, ან მისთვის სხვადასხვა გზით დაფარული და მიჩქმალულია. სწორედ ეს მზა მოცემულობებია, ის ხელის შემშლელი ბარიერი, რაც ხელს უშლის ადამიანს დამოუკიდებლად, თავისი ძალით აღმოაჩინოს კითხვებზე პასუხები და დამოუკიდებლად განვითარდეს. ერთხელ დაშვებული შეცდომის, მიღებული მცდარი პასუხის და არასწორ გზაზე დადგომის შემდეგ, ინდივიდს არ ძალუძს და არც უნდა შეცდომის გამოსწორება, მას უჭირს ყველაფრის თავიდან დაწყება და აქედან გამომდინარე შესაბამისი სავალალო შედეგებიც თქვენს სამყაროში სახეზეა.

ევოლუციის ამ რთულ და გრძელ გზაზე დაკარგული ბუნდოვანი პასუხებით გზააბნეული ადამიანი ცდილობდა და ცდილობს როგორმე თავი გადაირჩინოს, ამ მიზნით იგი ცდილობს გაამარტივოს რეალობა და გაიადვილოს გამოსავალი. იგი არამცთუ უარყოფს რთულ გზას გასხივოსნებისკენ არამედ საერთოდ იგნორირებას უკეთებს ამ ფენომენს, რითაც კიდევ უფრო ამყარებს თავის უმეცრებას.

რას წარმოადგენს სინამდვილეში ადამიანი? ვინ არის იგი? არსება, რომელიც გიგანტური უმეცრების ქსელში გაბმულა და საიდანაც თავის დაღწევას ცდილობს, ბავშვი ვისაც ღამის სიბნელეში გზა დაებნა, დაიკარგა და უსუსურად ცდილობს როგორმე შინ დასაბრუნებელი გზა მოძებნოს, თუ დაუცველი ქმნილება, რომლის ყურადღება მხოლოდ იმაზეა მიპყრობილი, როგორმე საკუთარი პირადი მდგომარეობა გაიუმჯობესოს, სხვა არავინ და არაფერი არ ანაღვლებს.

ადამიანს ვერ გაუგია, ან არ უნდა იმის გაგება, რომ ასეთი ქმედება დროის ტყუილი ფლანგვაა. ეს იმას ჰგავს რაიმე მიმართულებით მოძრაობდე და იმის მაგივრად გზას აკვირდებოდე, გზიდან გადახვიდე და ირგვლივ არსებულ ბუნების სურათებს დაუწყო უაზროდ თვალიერება, ამით გართულს და ნასიამოვნებს აღარ გაინტერესებდეს არც გზა და აღარც მისი მიმართულება, და მხოლოდ იმით კმაყოფილდებოდე, რაც ამ გზის მხოლოდ გარეგნულ მორთულობას წარმოადგენს. ასეთი სუბიექტი, ცხოვრების გალამაზებას, დროებითი ფასეულობის შეძენით ცდილობს.

უჭკუო და ქედმაღალი, ჯიუტად დგას გზის გადაღმა და არანაირი შენიშვნის მიღება არ სურს, არ ექვემდებარება კორექციას, არ უნდა გაიგოს, რომ არასწორად იქცევა, რომ გზა დაებნა და ერთ ადგილს უაზროდ ტკეპნის.

ყველამ უკვე კარგა ხანია მიივიწყა რომ ადამიანს მშვენიერი უნარები გააჩნია, მას ძალუძს რეალობა ორ მოცემულობაში განიხილოს, მენტალურ-რაციონალურად და გრძნობისმიერ-ნატიფ სიღრმისეულად.

საუკუნეების განმავლობაში ადამიანი სულს და სულიერ სამყაროს, როგორც მიღმისეულ მოვლენას ისე განიხილავდა. მის წარმოსახვაში, ეს რაღაც ალტერნატიული იყო, ისეთი რამ რასაც იგი გაჭირვების დროს შეეფარებოდა, თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობდა, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებს წუთით მაინც დაივიწყებდა. მისთვის სულიერი სამყარო ისეთი რამ იყო რაც მძიმე ყოფას და ტანჯვას შეუმსუბუქებდა და ცხოვრებაში მის უმოქმედობას რამენაირად გაამართლებდა.

მაგრამ სინამდვილეში რა არის სულიერება? უფრო სწორად ვინ შეიძლება მაღალ სულიერებაში მყოფ პირად ჩაითვალოს?

მიწიერ ცოდნაში სულიერების ირგვლივ სხვადასხვა განსაზღვრებები გაქვთ, ერთ ფილოსოფიაში სულიერება აღქმის, შეგრძნების ფორმა, გონების მიერ მოცემული პირობაა, მეორეში საგანთა მატერიალური ფიზიკური თვისებების ცოდნა, ასევე გაქვთ უფრო თანამედროვე განსაზღვრება რომელიც სულიერებაში ადამიანის გარდაცვლილ სულებთან დაკავშირების და ამ მიზნით სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას უნარს მოიაზრებს.

თქვენთან არიან პიროვნებები ვინც სულს როგორც ყველასთვის მისაღებ და ხელშეუხებელ რეალობად განიხილავენ. მათი წარმოდგენით მიუღებელია ის მსოფლგაგება, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მატერიალურია და არანაირი სული არ არსებობს. ასეთი შეხედულება მიწიერ რეალობაში საკმაოდ გავრცელებულია და ბევრ ტრადიციებშია ასახული. ერთადერთი რასაც ყველა მიწიერი კულტურა აფიქსირებს და ეთანხმება ისაა, რომ გარდაცვლილი ადამიანი, სულს კარგავს, თუ სულს ეყრება.

-ბოლოს და ბოლოს, რა არის სული სინამდვილეში? ვეღარ მოვითმინე მე!

გოდარს პირდაპირი პასუხი არ გაუცია, ისევ ჩვენი ისტორიული წარმოდგენების მიმოხილვა გააგრძელა.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული განმარტება რაც შეიძლება თქვენს ისტორიაში მოიძებნოს და რამოდენიმე ფრაზით გადმოიცეს ასეთია: სული უფორმო და არამატერიალური, სუბსტანცია-პრინციპია. სულს აქვს უნარი ადამიანი ისეთი მაღალი უნარებით აღჭურვოს როგორიცაა: შემეცნება, ფიქრი, ინფორმაციის მიღება და ასახვა. იგი პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანის ინტელექტის გაძლიერებაზე და დასუსტებაზე.

სიტყვა-“სული” მიწიერ წარმოდგენაში მითოლოგიური წყაროებიდან გაჩნდა და დამკვიდრდა. მისი ფესვები უმთავრესად სემიტური და შუმერული კულტურებიდან მოდის.

თქვენ ამ ცნობილი ტერმინის “სული”-ს (რომლითაც განსახილველ ობიექტს აღნიშნავენ), სხვადასხვა განმარტება ინტერპრეტაცია, გაქვთ, რაც მთელ რიგ გართულებებს იძლევა.

ამ სიტყვას, ორი განსხვავებული ობიექტის, როგორც სულის ასევე სამშვინველის აღსანიშნავად გამოიყენებთ. სული თქვენს ტექსტებში ზოგან ადამიანის ძლიერების სინონიმად იხმარება. ძველ სემიტებში ხმარობდნენ ფრაზას “რუაჩ”, ძველი ბერძნები კი “პნევმატიკოს”. სემიტებისთვის ეს სიტყვა ასოცირდებოდა ქართან, ქროლვასთან სუნთქვასთან, გულიდან წამოსულ სასიცოცხლო ძალასთან, ბერძნებსაც თითქმის იდენტური განმარტება ჰქონდათ. ასეთი განმარტებები თქვენთან დღესაც მიღებულია, როცა ლაპარაკში იყენებთ ფრაზებს, “მებრძოლი სული”, “მსხვერპლად შეწირული სული”, “მამაცი სული” და სხვა. ამით ადამიანის სიძლიერეს და მის შინაგან მდგომარეობის აღნიშნავთ და სიტყვა “სულთან” აკავშირებთ. მაგრამ რატომღაც არასოდეს არ განიხილავთ სულს, როგორც ინდივიდუალურ დამოუკიდებელ ობიექტს.

რელიგიურ სწავლებებში “სული” ისე გაქვთ წარმოდგენილი, როგორც რომელიმე პერსონის ხასიათის თვისება და მისი გამოვლინება. შეცდომაა, როცა სულს, სამშვინველში ურევთ. მაგალითად ქრისტიანულ, რელიგიურ ტექსტებში, მსგავსი დაშვებული შეცდომების კარგი მაგალითებია: (ლუკა 23:46) სადაც იესო ამბობს: მამაო შენ გაბარებ ჩემ სულს, (აქ რაღა თქმა უნდა სიტყვა “სულში იგულისხმება სამშვინველი) ან სხვა სახარებისეული პასაჟი (იოანე 4:24) იგივე იესო ამბობს: ღმერთი სულია! ეს გამოთქმა წინააღმდგობაში მოდის მარკოზთან (14:38) სადაც ვკითხულობთ: სული ძლიერია სხეული, კი სუსტია! ან ლუკასთან (11:13) თუ კი თქვენ ბოროტმან იცით რა უნდა მისცეთ შვილებს, განა სული წმინდა არ მოგცემთ ყველაფერს, თუ კი მას სთხოვთ.

ბიბლიურ ტექსტებში ამ თემის ირგვლივ სახეზეა გაურკვევლობა, ძნელი გასაგებია სად იგულისხმება აქ “სული” და სად “სამშვინველი”. რა თვისებების მატარებელია თითოეული? რა ატრიბუტები გააჩნიათ მათ როგორც ფსიქოლოგიურ ასევე ფიზიკურ და მედიუმურ ასპექტში? ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ საქმე გვაქვს ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ობიექტთან და შესაბამისად ორი სხვადასხვა განმარტება უნდა გვქონდეს. მოცემული ფრაგმენტებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სული აქ გაგებულია ერთი მხრივ როგორც სიცოცხლის არსი, აქტიური შემოქმედებითი მზაობის მქონე რამ და მეორეს მხრივ ინდივიდუალური, უნივერსალური ობიექტი, რომელიც სხეულს სიკვდილის შემდეგ ტოვებს. აქ შეცდომით სამშვინველის თვისებები სულს მიეწერება.

ეს საკმაოდ მძიმე შეცდომაა, სამშვინველი თქვენი რეალური ინდივიდუალური მეობაა, თქვენი ნამდვილი სახეა, იგი ადამიანის კოსმიური რაობის, მისი იდენტიფიკაციისთვის საჭირო ობიექტია. ხოლო რაც შეეხება სულს, იგი სამშვინველისგან სრულიად განსხვავებული რამაა.

ასე რომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სულზე, სულიერებაზე და გვინდა მისი არსი გავიგოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, კარგად უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რას აღვნიშნავთ ამ ტერმინებით, რომელი დოქტრინის მიხედვით განვიხილავთ მათ ანიმისტური-რომლის თანახმად ყველაფერს თავისი სული აქვს, თუ სხვა აზრით, რომლის მიხედვით სული მხოლოდ ცოცხალი არსების თვისებად, მის პრეროგატივად მიგვაჩნია, სადაც მას შეუძლია განვითარება.

იმ მომენტში რომელ დონეზეც იგი იმყოფება შესაბამისი ნიშნები, სახე და მახასიათებლები აქვს. გააჩნია უნარი და პოტენცია თავისი განვითარების გზაზე როგორც გარე, ასევე შიდა სამყაროში ახალი რამ აღმოაჩინოს.

სულის და სულიერების რამდენიმე განსაზღვრების არსებობა. ადამიანში საკმაოდ დიდ გაურკვევლობას წარმოშობს. ამ სიტყვის განმარტება თქვენთან არსებულ ავტორიტეტულ ტექსტებში საკმაოდ დამახინჯებულია.

ხალხთა უმრავლესობისთვის, სულიერებაში მყოფი პირი, სულიერ ადეპტს უნდა წარმოადგენდეს. იგი აუცილებლად სპირიტისტი უნდა იყოს, ანუ ისეთი ადამიანი რომელიც კარგად ერკვევა სამშვინველის მისტერიული ფუნქციებში. უფრო ობიექტური სხვა განმარტებაც არსებობს, რომლის მიხედვით მაღალ სულიერებში მყოფი ადამიანისთვის მთავარია მისი შინაგანი სამყარო, აზროვნების და შემეცნების უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარ იდენტობასთან.

თქვენში სულიერებაში მყოფი სუბიექტის ორი გაგება არსებობს, ერთი მასში გულისხმობს ადამიანს, რომელსაც შეუძლია იმ ქვეყნისა და გარდაცვლილი სულების შესახებ ინფორმაცია მოგვცეს და დაგვაკავშიროს მათთან და მეორე ვისაც სიკვდილისა სიცოცხლის საიდუმლოების ახსნა შეუძლია.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ორივეს ერთი ძირითადი მიზანი და მოტივაცია აქვთ, მოამზადონ ხალხი ფიზიკური სიცოცხლის დასასრულის, სიკვდილთან შესახვედრად.

მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ პიროვნება მაღალ სულიერებაში მყოფად ჩაითვალოს, ამისთვის ადამიანს უნდა შეეძლოს იმის ახსნაც, თუ როგორ და რა მექანიზმებით უნდა ხდებოდეს სიცოცხლის გაგრძელება სიკვდილის შემდეგ. უნდა იცნობდეს თვით ადამიანის ბუნებას, თუ რატომ და როგორ შეუძლიათ მოაზროვნე არსებებს ფიქრი, შეგრძნება თუ რითი ჰგავს ადამიანი ცხოველს და რითი განსხვავდება მათგან, რატომ გაჩნდა იგი ამ ქვეყანაზე და რა არის მისი დანიშნულება.

მაღალ სულიერებაში მყოფი ადამიანი უნდა აერიდოს დოგმატურ აზროვნებას. ჭეშმარიტების დამადასტურებელ ნიშნებად სასწაულები არ უნდა მიიღოს. წინააღმდეგობის მიუხედავად არ უნდა შეწყვიტოს ჭეშმარიტების ძიება, სულით არ უნდა დაეცეს და არ გატყდეს, რაც შეიძლება ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ მოტყუვდეს.

თქვენს სამყაროში სულიერების განსაზღვრება, რელიგიური და მისტიური სამყაროდან შემოვიდა, იგი ამ წყაროების მიხედვით ალტერნატიულ საიდუმლო სულიერ ცოდნასთან იყო კავშირში.

პოპულარული აზრის მიხედვით, ამ ცოდნას ის ადამიანი ფლობდა, ვისაც საზოგადოება სულიერად ამაღლებულ ავტორიტეტად თვლიდა. თავის მხრივ “ხალხის მიერ აღიარებული პიროვნება” ცდილობდა მათ ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში დახმარებოდა. ასეთი პრობლემები ისტორიულად და სოციალურად გაჭირვებულ და დაჩაგრულ ხალხს ყოველთვის ჰქონდა. სულიერი მამები მატერიალურად შეჭირვებულ მასებს თავისებურად ეხმარებოდნენ. გაუსაძლისი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ძირითადი საშუალება მათი ქადაგება იყო. ისინი, ხალხის მატერიალური სიმდიდრის უმნიშვნელობაში დარწმუნებას ცდილობდნენ, მასებს შთააგონებდნენ, რომ ამქვეყნიური სიამოვნება და მატერიალური სიმდიდრე სულის ცხონებისთვის შემაფერხებელი საცდური იყო.

თქვენ სამყაროში გავრცელებული შეხედულებით, სულიერებაში მყოფი ადამიანი მატერიალურ სამყაროს უნდა უარყოფდეს. სიმდიდრე, თანამედროვე ტექნოლოგიები და კომფორტი არ უნდა აინტერესებდეს და ისევ ძველ პრიმიტიულ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ყოველგვარი მატერიალური მოთხოვნილებების გარეშე.

სულიერად მაღალ განვითარებული პიროვნება თქვენს კულტურებში ისეთ ადამიანადაა წარმოდგენილი, ვინც უარყო რეალური სამყარო, თანამედროვე ცხოვრება თავისი მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით, საზოგადოებას განუდგა და მისგან მოშორებით მოღვაწეობს. ხალხში თვლიან, რომ რაც უფრო შორსაა ასეთი ადამიანი საზოგადოებისაგან, მით უკეთესია მისთვის.

თქვენთან გავრცელებული კონცეფციის მიხედვით, რაც უფრო პრიმიტიულია ამ სუბიექტის ცხოვრების სტილი, მით უფრო მაღალ სულიერებაში მყოფად განიხილავენ მას.

სულიერად დახვეწილი ადამიანის გარჩევის ასეთი ნიშნები და სტანდარტები უმეტესად რელიგიური წარმოდგენების მიხედვით გავრცელდა, დაინერგა და განმტკიცდა. გარდა იმისა, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ნააზრევის მიხედვით ირჩეოდა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა და ექცევა მის იმიჯს და ცხოვრების წესს. სულიერებაში მყოფი ადამიანი გარეგნული ნიშნებითაც უნდა გამოირჩეოდეს, მას ღარიბული და გაცვეთილი ტანსაცმელი უნდა ეცვას, გრძელი თმა და მოშვებული წვერი უნდა ჰქონდეს, როგორც ეს მღვდელს ან რაბინებსა აქვთ. პატარა მოკრძალებულ ბინაში უნდა ცხოვრობდეს, სადაც ბევრი რელიგიური, სარიტუალო ნივთი და ინვენტარი იქნება მოთავსებული. მწირი საჭმლით უნდა იკვებებოდეს, უნდა ჰყავდეს ბევრი შვილი და დამოუკიდებელი აზრის არ მქონე წყნარი ოჯახი, სადაც მხოლოდ ოჯახის უფროსის ბრძანებაა უთქმელად მიღებული და აღსრულებული. ასეთი მორჩილება, კი მისი მხრიდან წარმოდგენილია, როგორც სიყვარული.

აი ეს თვისებები მიეწერება თქვენეული გაგებით მაღალ სულიერებაში მყოფ ადამიანს. მხოლოდ ამ თვისებების მქონე პიროვნება შეიძლება იყოს სულიერი ავტორიტეტი. პიროვნება, ვინც გადალახა მიწიერი ცხოვრების საცდურნი, მატერიალური სამყაროს საზღვრები და დღესა და ღამეს საკუთარი შინაგანი მე-ს დახვეწაში ასწორებს. სწორედ ასეთი უნდა იყოს, თქვენი წარმოდგენით ადამიანი, რომ მისი მაღალი სულიერება დაიჯეროთ და სულიერ მოძღვრად მიიღოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პირის ყოფაქცევა, მოცემულ სტანდარტებში არ თავსდება, ვინც არ უარყოფს ამქვეყნიურ სამყაროს და მატერიალურ კეთილდღეობას, არ ემტერება შრომის შემსუბუქებისთვის საჭირო ტექნიკურ საშუალებებს, არა მგონია თქვენში მაღალი სულიერების მქონე ადამიანად ჩაითვალოს.

რაღა თქმა უნდა ეს შეცდომაა! დამიანი, ვინც მატერიალურ სამყაროს უარყოფს, არ ითვალისწინებს მეცნიერების და ტექნიკის მიღწევებს, სამყაროს ადეკვატურ აღქმას და მისი შემეცნებას ვერ შეძლებს და შესაბამისად შეუძლებელია მან მაღალ სულიერებას მიაღწიოს.

თქვენი სამყაროსთვის ერთობ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სულიერი მდგომარეობის განხილვის დროს ასეთი სტანდარტებით მიდგომა არ გამოგადგებათ. მსგავსმა სტერეოტიპებმა კარგი არაფერი მოგიტანათ! დოგმატური და რადიკალური შეხედულებებით აღჭურვილი ხალხი და საზოგადოება, საბოლოოდ დაზარალდება! ამდაგვარი წარმოდგენები, მხოლოდ ადამიანთა რეალობისგან მოწყვეტას უწყობს ხელს. ეს კი რეალური ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრას ხელს უშლის და ყოველ ასეთ ცდას იმედგაცრუება მოსდევს.

შემდგომში ბოდიშების მოხდა და “არ ვიცოდის” თქმა ვერცერთ უმაქნის და უპასუხისმგებლო საქციელში ვერ გაგამართლებთ. ცხოვრების არცოდნა ვერ წაგადგებათ პრობლემების გადაჭრაში. თავის მართლება ვერაფერში ვერ დაგეხმარებათ. გადაუჭრელი პრობლემები დროთა განმავლობაში, ისევ წინ დაგიხვდებათ. ჩუმი პროტესტი, კი რასაც თქვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროს ურთიერთ დაპირისპირება წარმოქმნის უკვე ვეღარაფერს შეცვლის. მსგავსი პოზიციებით, ადრე თუ გვიან, თქვენი შიდა სამყარო გარე რეალობას დაეჯახება.

ნუ გგონიათ, რომ ამ მდგომარეობიდან თავს რეალობის უარყოფით დააღწევთ! სინამდვილისგან გაქცევა და ილუზიებით ცხოვრება კარგს არაფერს მოგიტანთ! ნუ ეცდებით იმის დაჯერებას, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენს მოქმედებას აზრი არა აქვს! ასეთი წარმოდგენები და განწყობები, მმართველი, მჩაგვრელი, გაბატონებული, ომის გამჩაღებელი სისტემის მხრიდან ხელოვნურადაა თქვენში შემოტანილი, გამყარებული და პოპულარიზირებული.

ამგვარ მდგომარეობაში მყოფნი, გაბატონებულ ძალას ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ! ხელთ არ გექნებათ მისი საწინააღმდეგო არანაირი იარაღი და ამის გამო ვერც ბრძოლის საწყის ფაზაში შეხვალთ და ვერც საჭირო მიმართულებით ვერ განავითარებთ საწინააღმდეგო მოძრაობას. ცხოვრება ომს ჰგავს. იმისთვის რომ განადგურება არ დაგემუქროთ ან ვერ უნდა ამოგიცნონ, ან ისე უნდა დაიმალოთ რომ ვერ გხედავდნენ. მტრის უარყოფით მას ვერ მოსპობ, იგი მხოლოდ ორ შემთხვევაში დაგანებებთ თავს, როცა ის აღარ არსებობს, ან როცა თქვენ აღარ იარსებებთ.

რისი დანახვაც არ გინდა და ამის გამო თვალებზე ხელს იფარებ, არ ნიშნავს იმას, რომ იგი აღარ არსებობს. იმისთვის, კი რომ რაიმე დაინახო, მაგალითად ადამიანი, იგი ჯერ უნდა დაიბადოს.

როცა ჩვენ მატერიალურ სამყაროს ვხედავთ, მის ფორმებს ვაცნობიერებთ, მისი სივრცეში განფენილობას, ბუნების და კოსმოსის კანონებს შევიმეცნებთ, ჩვენ სიცოცხლის გამოვლინებას შევიგრძნობთ. სილამაზის ხილვა გვსიამოვნებს. ჩვენ რეალობას ცხოვრებაში მიღებული ტკივილით და სიამოვნებით ვაცნობიერებთ, ვიზრდებით, გვემატება გამოცდილება, ვსწავლობთ სხვადასხვა შეგრძნებებთან ურთიერთობას. ეს ყველაფერი რეალური კონკრეტული მატერიალური სამყაროს და მასში არსებული ცოცხალი და არაცოცხალი მატერიის გამო ხდება, ამის შედეგია, რომ ჩვენ გვაქვს სტიმულები, რეაქციები, შეგრძნებები, ეს უკანასკნელნი აუცილებელი ინსტრუმენტებია იმისთვის, რომ შემოქმედებითი, აღმშენებლობითი და თუნდაც დამანგრეველი, დესტრუქციული ქცევები განვახორციელოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 9 2010, 12:52 PM
Post #22


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დედამიწაზე მცხოვრები გონიერი არსებები არასწორი მიმართულებით განვითარდნენ, მათი ფასეულობები, კულტურა და ცივილიზაცია უნივერსალური კანონის საწინააღმდეგოდ მიემართა. რეზულტატი, კი ის დამანგრეველი შედეგია, რასაც ვხედავთ. ამ საშინელებას შეუძლია უბედურება მოუტანოს, არა მარტო დედამიწას, არამედ მთელ მზის სისტემას. ამიტომაც იძულებული გახდნენ ჩვენს განვითარებაში ჩარეულიყვნენ. რა ხდება თქვენთან!? როცა ერთი კულტურის წარმომადგენლები ებრძვიან მეორეს, ამით კი არ თრგუნავენ არამედ თავდასხმის მოტივაციას უქმნიან მოწინააღმდეგეს, მეცნიერების ისეთი დარგების მიღწევებმა, როგორიცაა: ბირთვული ფიზიკა, ქვანტური ფიზიკა, კოსმონავტიკა და სხვა, არამცთუ დადებითი მიმართულებით განავითარა ადამიანი, არამედ დედამიწაზე მთელი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო-ამას, ასევე თან დაერთო ადამიანთა მიერ, საკუთარი პარანორმალური შესაძლებლობების არამიზნობრივი გამოყენებაც. დღეს მეცნიერების განვითარებით მიღწეული ტექნოლოგიები და ფსიქიკური შესაძლებლობები, უგუნური და ეგოცენტრიკი ბავშვების (სწორედ ასეთ დონეზე დგანან დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა) ადამიანების ხელშია. დედამიწელების განვითარება, ძალიან ჰგავს ჩვენი პლანეტის ცივილიზაციის განვითარებას.

ადამიანი, რეალობისგან, მოწყვეტილია, დაცილებულია იმ კანონს, რომელიც სამყაროს მართავს. მიწიერ კულტურებში, გადმოცემული ღმერთები და ნახევრადღმერთების სახეები კი იმ მიზნითაა შექმნილი, რომ ხალხს, უსუსურობით გამოწვეული უბედურების განცდა და ტანჯვითი ტკივილები შეუმსუბუქოს.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგია, როგორც ასეთი, განვითარების პროცესის თანმხლები ბუნებრივი პირობაა, უნდა ითქვას, რომ დღეს დედამიწაზე არსებული რელიგიები ადამიანთა დამთრგუნველ მახედ გადაიქცა.

საზოგადოებისთვის აუცილებელი ფასეულობები და ღირებულებათა სისტემა უნდა დაფუძნდეს კოსმოსის ბუნებრივ კანონებზე, თუნდაც ისეთზე, რომელსაც მისდევენ დედამიწაზე არსებული, სიცოცხლის მარტივი ფორმები-ცხოველები. ისინი, ხომ არასოდეს ღალატობენ საკუთარ თავს, საკუთარ ინსტიქტს და ცდილობენ ბუნებასთან ერთად ჰარმონიულად განვითარდნენ. ადამიანები, კი მიუხედავათ მათი მაღალი სიცოცხლის შეგრძნებისა-ღალატობენ საკუთარ ინსტიქტს და რეგიონალურ, ეროვნულ და სხვა ლოკალურ ღირებულებებს მისდევენ. ეს უკანასკნელნი, კი თავისთავად, მათ მიერვე, საკუთარი ფარდობითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაა შექმნილი და შემდგომში რომელიმე რეგიონში ადაპტირებული. ამ წესებს, ხომ თავისთავად, რაიმე ღირებულება და მდგრადობა არ გააჩნია, და დროთა განმავლობაში საკუთარი თავის ყელგამოსაჭრელ დანად იქცევა ხოლმე.

თქვენს საზოგადოებაში გაბატონებულ ფასეულობებს, თან უამრავი ინტერპრეტაცია ახლავს. მათი რაოდენობა იმდენივეა, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე. სხვადასხვა ტერიტორიებზე დასახლებული ადამიანთა ჯგუფები, და მათ მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციები, განსხვავებული წესებით იმართებიან. ინდივიდთა მორალური ღირებულებები, იმდენად ფარდობითია, რამდენადაც განსხვავებულია, მათი საცხოვრებელი ადგილი, ან თუნდაც ჩაცმულობა. კაცობრიობაში არსებული გაგება, სიკვდილ-სიცოცხლეზე, სიკეთეზე და ბოროტებაზე, ურთიერთსაწინააღმდეგო და გაურკვეველია. მაგალითად ისაც კმარა, რომ დედამიწის ერთ ადგილას, კაციჭამიობა ჩევულებრივი მოვლენაა, მეორე ადგილზე, კი ამაზრზენი საქციელია. ქალაქში ჩადენილი მკვლელობა-დანაშაულია, ომში, კი გმირობაა, თუ საკუთარი პრინციპებით ცდილობ იცხოვრო-ეს სისულელედ გეთვლება, სახელმწიფო კანონების მორჩილება, კი წარმატების მთავარი პირობაა.

მოკლედ-კაცობრიობა, თავისი განვითარების მანძილზე, ისეთ უფსკრულს მიადგა, სადაც გადაჩეხვის შემთხვევაში, ყველაფერი ფატალურად დამთავრდება.ადამიანი, დღეს იმ გარემოში ცხოვრობს, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ წარმოებული დაპყრობითი ომების გზით შეიქმნა. დამპყრობლებმა საკუთარი ნება, მთელ რიგ ტერიტორიებზე, ძალით გაავრცელეს. მათივე წამოწყებით, ამ ქვეყნებში დაიწყო ნაციონალიზაციის პროცესი, რომელიც გაბატონებული ჯგუფების ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა. შედეგად შეიქმნა პრივილეგირებული დაჯგუფებები, ვინც ძალ ღონეს არ იშურებს ძალაუფლების გამყარების მიზნით, ამ პროცესის გასაძლიერებლად. თავისთავად, ამ მიზნით მომართული ნაციონალიზაცია, იყო და არის, გაუთავებელი ომების, კულტურული რეკომბინაციებისა და კომერციული გარიგებებისთვის საჭირო, ნოყიერი ნიადაგი.

ასეთ ნიადაგზე აღმოცენებული ცივილიზაციები, რიგით ფსევდო ცივილიზაციების ნაზავს წარმოადგენენ და რეზულტატში, სხვადასხვა, უსახური და მახინჯი ცივილიზაციების ჰიბრიდს ვღებულობთ..მსგავს ცივილიზაციებში დაბადებული და განვითარებული ინდივიდი, მოთხოვნილებათა ბაზრის საგანს, ნივთს წარმოადგენს. შეურაცხყოფილი, დაბეჩავებული და დაგლახავებული, იმავე ინფრასტრუქტურის ნაწილადაა ქცეული, რომელიც მასვე ჩაგრავს. მახინჯი რეალობით დარეტიანებული ადამიანი, მუდმივი განსაცდელის მოლოდინშია, მთელი ძალისხმევით, უიმედოდ ცდილობს გადარჩენას. ემსახურება რა, მჩაგვრელ სტრუქტურას, რათა მიიღოს ელემენტარული სარჩო, შექმნას ოჯახი და გამრავლდეს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ორგანიზაციები, სკოლები, ძირითადათ, გაბატონებული სისტემისთვის სასარგებლო, მისი განმამტკიცებელი ღირებულებების პროპაგანდით, და ცხოვრებაში დანერგვით არიან დაკავებულნი. ეს ინსტიტუტები, ყველანაირად ცდილობენ, სისტემის მიერ შეთავაზებული თამაშის წესების, საზოგადოებაში გატარებას. ხალხის ცნობიერებაში ჩანერგვას. ადამიანებს ბავშვობიდანვე კონკურენციას ასწავლიან, ცხოვრების არენაზე გამოსასვლელად რომაელი გლადიატორივით ამზადებენ. ძალმომრეობას, და ღალატს აჩვევენ. ასეთ პირობებში, ხომ ყველაზე ეშმაკი და მოხერხებული იმარჯვებს. გამარჯვებული კი ყველგან მიღებულია: ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში და არავინ არ კითხულობს, თუ რა საშუალება გამოიყენა მან, ასეთი შედეგის მისაღწევად!

ყოველდღიური ბრძოლის გამო, ადამიანი გადაიღალა. ახალგაზრდობა, საზოგადოების ყველაზე ხალასი ნაწილი, პასიური გახდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ამ ყველაფრის შემხედვარემ, ნდობა და რწმენა დაკარგა. ისინი, ხომ კონკურენცია გამძლე სუბიექტებად აღიზარდნენ. მათ ასწავლეს, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგ არის მომართული, რომ ყოველი ადამიანი, მისი პოტენციური კონკურენტია, და თუ რაიმე ძალისხმევა არ იხმარეს, მოწინააღმდეგე ისე გაუსწორდება, როგორც ჯალათი თავის მსხვერპლს. ყოველდღიური ბრძოლით გასავათებული ხალხი, წუთიერ სიამოვნებას ეტანება, რომ ყოველდღიური, პრობლემებით აღსავსე ცხოვრებით მიღებული ტანჯვა და ტკივილი ამ გზით განიქარვოს. შეშლილი მსოფლიოს ზეწოლა, როგორღაც შეიმსუბუქოს. ბევრ მათგანს, ქვეშეცნეულად არ სურს ადამიანობა დაკარგოს, მაგრამ მოჯადოვებული წრიდან გამოსვლას, მაინც ვერ ახერხებს. ასეთი, რუტინული ცხოვრების ფონზე, ხალხთა მასამ საკუთარი თავის რწმენა, ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგა, გულგრილი და გულცივი გახდა. მათ შორის, მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ გაემიჯნონ ამ რეალობას, ხვდებიან რა, რომ ადამიანი უფრო მეტია და მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ცხოველი. უმრავლესობა, კი დაბნეული და იმედგაცრუებულია, მათ აღარ სჯერათ თავისუფლების და უკვე აღარც სწყურათ თავისუფლება, აღარც იმისი სწამთ, რომ ოდესმე რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება. იმ გარემოებათა გამო, რომ ყოველი მომდევნო დღე, შეიძლება მათი უკანასკნელი გახდეს, შიშით იძინებენ და იღვიძებენ. ადამიანის ერთადერთი მიზანი თვითგადარჩენაღაა. ამ შიშსა და ზაფრაში, იგი არა თუ ცხოვრობს სავსე ცხოვრებით და ხალისით, არამედ არსებობს და როგორღაც აძაღლებს სიცოცხლეს! თუმცა, გულის სიღრმეში, არ სურს ცხოვრების ასე გაგრძელება. ქვეცნობიერად აღარ სურს იტანჯოს. აღარ უნდა ამ საშინელ სცენარში მონაწილეობა მიიღოს!

ამ წინააღმდეგობებით აღსავსე გარემოში, გაფანტული ხალხთა მასები უაზროდ მოძრაობენ. თუმცა ზოგიერთი გონიერი ადამიანი ხედავს ამ მძიმე რეალობის გამომწვევ მიზეზს, აცნობიერებს, რომ უმოქმედობა დროს უხანგრძლივებს იმ საზიზღრობას, რომელიც ირგვლივ გამეფებულა, რომლის განადგურებაც, მათ აგრე რიგად სურთ. თუმცა იგებს რა, რომ მას არ ძალუძს იმ მონსტრის განადგურება, რომელიც სიცოცხლეს უმოკლებს, სტანჯავს და რომ ძნელია მოერიო, ურჩხულს, რომელიც ადამიანების სულებს ყლაპავს. მოქმედებას წყვეტს. შემდეგ კი ყველა საშუალებებით ცდილობს გონება გაითიშოს, თვალები დაიბრმავოს და ასე მოიხსნას უმოქმედობით გამოწვეული პასუხისმგებლობის გრძნობა და დანაშაულის განცდა. სხვა სტრატეგიაც არსებობს, როცა ადამიანი იგნორირებას უკეთებს, არ უნდა დაინახოს რეალური საფრთხე, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის უაზროდ რისკავს და შედეგად უფრო საშინელ დღეში ვარდება. მისი კრედო მარტივია, საკუთარი კეთილდღეობისთვის, ყველა წუთის და მომენტის გამოყენება. ასეთი ინდივიდი სულ ჩქარობს, ხვდება რა, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჰგონია, რომ ყველაფერი მაშინ გამოსწორდება, როცა სისტემასთან ურთიერთობით წარმოქმნილი პრობლემები გადაწყდება. ამიტომ მთელ ძალიხმევას, მსგავსი წინაღმდეგობების გამოსწორებასა და გაუვნებელყოფაში ხარჯავს და ვერ ხვდება, რომ შედეგი ყოველთვის მისი განადგურება იქნება-სისტემა გაიმარჯვებს, ჯერ სუბიექტზე და შემდეგ მთელ საზოგადოებაზე! ადამიანთა უმრავლესობა იძულებულია, საძულველი რეალობის მიმართ განკუთვნილი საბედიწერო დარტყმა საკუთარი თავისკენ მიმართოს! ეს არის თვითგანადგურებისკენ მოგეზილი კაცობრიობის არსი და მიზეზი.

არსებობა ავადმყოფური და მტანჯველი რომ გახდა, ფაქტია. სახეზეა ტოტალური განუკითხაობა, ქაოსი. ადამიანის ყოველდღიურობა, მონა-გლადიატორის ცხოვრებას დაემსგავსა.

ხალხთა უმრავლესობა, იძულებულია საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის მოძმეს დაუპირისპირდეს. რათა სისტემის მხრიდან სიმპათია დაიმსახუროს და ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს და ამით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, მაგრამ ვერ გაუგია ის, რომ გამარჯვებული მონა, ისევ მონა რჩება! ასევეა ე.წ. წარმატებული ადამიანიც, რომელიც სადაც არ უნდა წავიდეს, ასეც და ისეც სისტემის ტყვეა. მასაც როგორც მონას, თავისუფლება, ერთ შემთხვევაში ეკუთვნის-როცა მისი ცხოვრება სიკვდილით დასრულდება! ამ ყველაფერს გაბატონებული სისტემა აკანონებს! იგი, როგორც კოლიზეუმში იმპერატორი, ისე ზის ტახტზე და “გლადიატორების” ყველა ქმედებას წყნარად და დაკვირვებით თვალს ადევნებს. უკეთეს შემთხვევაში მებრძოლთა სიცოცხლის გადარჩენა ძალის და მოხერხებულობის შედეგია, თუმცა როგორც გლადიატორი, ყოველი მომდევნო გამარჯვების შემდეგ, ისევ არენას უბრუნდება ასევეა ცხოვრებაშიც, მოძლიერებულ სუბიექტს, ყოველდღიური ძალისხმევა სჭირდება, რომ არ დაკარგოს ფორმა და ჟინი მოწინააღმდეგის განადგურებისა.

იმის მაგივრად, რომ ჩაუფიქრდეს ცხოვრების განუკითხაობის რეალურ მიზეზებს, ადამიანი საბედისწერო სვლას აკეთებს, წამიერ და წუთიერ თვითკმაყოფილებას ირჩევს და ვერ ხვდება, რომ მისი არჩევანი ფიქტიური, არაფრისმთქმელი და გაუფასურებული აწყმოა, სადაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიშით ცხოვრობს.

თუმცა ამ შიშისაც ხელოვნურად გაურბის. ცდილობს რა ყოველი თავისუფალი წამი, თავის გამართლების ან თავდავიწყების მომგვრელი საშუალებებით შეავსოს. თავი არ შეიწუხოს იმაზე ფიქრით, თუ რა იქნება ხვალ. იქნება თუ არა ხვალინდელი დღე, უარესი ვიდრე დღევანდელი.რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს შენელებული, თანდათანობთი თვითმკვლელობა, კაცობრიობის ძლისხმევით შენიღბული, ან იგნორირებული სინდისის თანხმობით მიმდინარეობს. ხალხის მასების ერთადერთი მამოძრავებელი და მოტივაციის წყარო, იმის იმედი და რწმენაღაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მოხდება სასწაული და უეცრად ყველაფერი გამოსწორდება.

ადამიანი, ბუნებით ბოროტი არაა, იგი უფრო გაამაყებული და შეუგნებელი არსებაა. იმის შიშით, რომ გარემომცველმა კულტურულმა მექნიზმებმა, საკუთარ შეცდომებზე პასუხი არ მოსთხოვონ, რომ თავის პირადი ურიერთობები-ოჯახური იქნება ეს, თუ ტრადიციული არ დაერღვეს. არ გაიგოს, რომ, რაც აქამდე მის ტომს და ოჯახს შეუქმნია, ყველაფერი უვარგისი და წუნია ამ გზით, მან თავი გაინთავისუფლა, მისივე დაშვებული შეცდომებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან. ასეთი პოზიციით ადამიანმა კიდევ უფრო შეავიწროვა კაცობრიობის თვალსაწიერი და უფრო მკვეთრად გადაუხვია გზიდან.

მას საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნია! ადამიანმა დაიჯერა, რომ იგი ერთადერთი გონიერი არსებაა სამყაროში. დღეს კაცობრიობის ინტელექტუალური ნაწილი გაუთავებლად იმეორებს, რომ მან ყველაფერი უკვე იცის და ყველაფერი ძალუძს. ამ უკიდურესმა ეგოცენტრიზმმა წარმოქმნა ჩიხი. ეს ის მდგომარეობაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ყველანაირ ცოდნას ფლობს, გაყოყოჩებულია და არავის არ უსმენს.

სინამდვილეში კი ადამიანი სულიერად ღარიბი და მარტოსულია. მას კომპენსაციის მიზნით, ყოველდღიურობის, უამრავი თაშესაქცევი, გასართობი საშუალებებით შევსება უხდება. მისთვის ყველაზე ეფექტური, “დამაწყნარებელი” საშუალება, ზღაპრებისა და ლეგენდების სამყაროა, რომლის ეთნიკურ და ნაციონალურ ლაბირინთებში, გაუთავებლად და უშედეგოდ ცდილობს ცხოვრების საზრისის პოვნას. თუმცა ეს ყველაფერი უშედეგო ძალისხმევაა და ასეთი უაზრო შრომა სიკეთეს არ მოიტანს. გამოსავალი ერთია, ყველაფრის რეორგანიზება და ახლიდან დაწყებაა საჭირო.

ათქვენ უკვე იცით, რა მომავლი ელოდება მსოფლიოს, თუმცა წინასწარ განსაზღვრული არაფერია. ეს შეიძლება მოხდეს 20, 30, სულაც 40 წლის მერე, მაგრამ თუ დედამიწელები, არ შეცვლით განვითარების გეზს, ადრე თუ გვიან ასეთი მომავალი გელოდებათ. იცოდეთ რომ, ეს არ არის გარდაუვალი, თქვენ შეგიძლიათ ამ საბედისწერო მომავალის ცვლილება. თუ ადამიანი ამ ჩიხიდან თავს დააღწევს, იგი გაიუმჯობესებს ცხოვრების პირობებს და სხვა სამყაროებსაც დაუკავშირდება. მაგრამ, თუ თავისას არ მოიშლის და გააგრძელებს გარემოსა და საკუთარი თავის დაბინძურებას, გაამძაფრებს ქაოსს, დეგრადაციის გზიდან არ გადაუხვევს, მაშინ მას დაღუპვა ელის.

ადამიანებთან მასობრივი კონტაქტისგან ჩვენ თავს ვიკავებთ. ეს იმ მიზეზითაა გამოწვეული, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გადმოგცემთ, დედამიწის ხელისუფალნი, საკუთარი ეგოისტური ზრახვების განსახორციელებლად, თავიანთი ძალაუფლების გასაზრდელად და თანამოძმეთა ექსპლუატაციისათვის გამოყენებენ. მათთვის ეს, კიდევ ერთი ძლიერი საშუალება იქნება, სუსტი ადამიანების დაჩაგვრის, მათი გათელვის, და დაპყრობისაკენ, ახალი გავლენის და პრივილეგიების მისაღწევად. ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი იმით, რომ რომელიმე ნაციას დავეხმაროთ, მათ ხელისუფლებას პრივილეგია მივანიჭოთ.

კაცობრიობა, მედიდურობის, ეგოიზმის და ქედმაღლობის ტყვეობაშია. იგი მომავალში, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მზის სისტემის პლანეტებს მიაღწევს, და ჩვენთან შეხვედრას შეეცდება. განვითარების ის სიმაღლე და ცოდნა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ იმდენად რთული მისაღებია თქვენთვის, რომ შეხვედრა, შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ კაცობრიობის მომზადებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტაქტი დედამიწელების თვითგანადგურებამდე შედგეს, რაც ორივე მხარეს წაადგება! არჩევანი თქვენზეა. ეს დავალებაა, იმისთვის, რომ კაცობრიობას უკეთესი მომავალი შევუქმნათ. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით, რომ ამ მისიის განხორციელებაში დაგეხმაროთ.

ჩვენ გაძლევთ შანსს, შემოგვიერთდეთ საქმეში, რომელსაც დედამიწაზე ახალი უნივერსალური წესრიგის დამყარებას ვუწოდებთ! ეს საქმე იქნება ერთობლივი, საერთო მიზანი!თუ მიიღებთ ამ წინადადებას, ჩვენი მხრიდან დაგეხმარებით ახალი ცოდნის და ჩვევების ათვისებაში. თუ თქვენთვის ეს რთულია და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებთ, მაშინ დაგტოვებთ, კონტაქტს გავწყვეტთ და სხვა ადამიანებს მოვძებნით. მათ, ვინც ამ საქმეში გამოგვადგება
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 11 2010, 03:33 PM
Post #23


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გიდმა ლანგარზე მიმანიშნა და მთხოვა საჭმელი მიმეღო, მისი თქმით, ეს ენერგიის აღსადგენად მჭირდებოდა. საჭმელი მშრალი იყო, გემოთი უცხიმო ტორტს ჩამოჰგავდა, ჭიქიდანაც მოვსვი, ბლანტ სითხეს მომჟავო გემო დაჰკრავდა, ერთი ყლუპი ძლივს დავლიე და ზიზღით დავიმანჭე, გოდარი ტელეპატიის გარეშეც მიხვდა ჩემს გასაჭირს და საჭმლის მიღება აღარ დაუძალებია.

გოდარს მივმართე:

- დედამიწაზე ბევრი ფილოსოფიურ-რელიგიური მიმდინარეობა, სექტა, ეზოთერული ჯგუფი და ფილოსოფიური სკოლაა. ჩემი აზრით მათი შექმნის მიზანი, ალბათ ის იყო, რომ ადამიანის მიერ წამოჭრილი კითხვები აეხსნა, პრობლემები გაერკვია, პასუხი გაეცა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა, ღმერთი, სიცოცხლე, სიკვდილი, საიდან მოვდივართ და რაშია ცხოვრების აზრი. თუმცა არა მგონია რომელიმემ მეტ–ნაკლები დამაჯერებლობით ახსნა და განმარტა ეს საკითხები. კაცობრიობის განვითარების ისტორიამ გვაჩვენა, რომ მათ მიერ მოწოდებული აზრები სინამდვილეს არ შეესაბამება.

რელიგიები, დედამიწაზე სხვადასხვა გზით ჩაისახა, ქრისტიანობა, როგორც ვიცით იესოს მოძღვრებაზე დაყრდნობით გაჩნდა. დროთა განმავლობაში, იგი სხვადასხვა მიმართულებად დაიშალა. ასევე მოხდა ბუდიზმშიც და სხვა რელიგიებშიც. მათ გარდა ბევრი სხვა ეზოთერული რელიგიური მიმდინარეობაც არსებობს. ყველა ამ რელიგიურ სწავლებას თითოეული ადამიანი თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს.

ის, რაც ადრე ჭეშმარიტებად მიაჩნდათ, ისტორიის განვითარების მანძილზე სახეს და შინაარსს იცვლიდა. მაგალითად, ძველ ბერძნებს ეგონათ, რომ სამყარო დიდ ტიტანს, ატლასს ეკავა მხრებით, შუმერებს სწამდათ, რომ დედამიწა გიგანტურ კუზე იყო მოთავსებული, ხოლო კუ, კი უზარმაზარ სპილოებს ეკავათ. ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, მანვე შექმნა ადამი და ევა, ვინც შემდგომში მთელ კაცობრიობას დაუდო დასაბამი. სხვა მოძღვრებაში ეს პროცესი რამოდენიმე ეტაპად არის დაყოფილი.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა ბევრი რამ შეასწორა და ახალი გაგებები მოგვცა, ბევრს ისევ ამ ლეგენდების სჯერა.

საინტერესოა, ამერიკა კოლუმბმა აღმოაჩინა, თუ ვინმე ერიკსონმა? ელექტრონული მუხტის არსებობა ვინ დაამტკიცა გალვანიმ, თუ ვოლტამ? ისიც საინტერესოა, რომ როცა ვოლტამ ელექტროობის ფენომენი აღმოაჩინა, ბევრმა არც იცოდა, რომ ელექტრულ მუხტს, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 500 წელს, უკვე ძველ ბაბილონში იყენებდნენ.

დღევანდელი მეცნიერები, კერძოდ კი ანთროპოლოგები, თავს ჯერაც ვერ შეთანხმებულან ადამიანის ევოლუციურ განვითარებაზე და ამ განვითარების ეტაპებზე. მათ ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს ადამიანის ნამდვილი გენეოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ დიდი ნაბიჯები გადადგა პროგრესის მიმართულებით, ადამიანის ცხოვრება, არაფრით არ გაუმჯობესებულა.

მეცნიერული აღმოჩენებით მიღებულ ცოდნას და ინფორმაციას გაბატონებული კლასები ფლობენ და ამ იარაღით საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით მანიპულირებენ. ისინი ხელოვნურ გამოცანებს ქმნიან, რათა მეცნიერების მიერ დადგენილი სიმართლე, ტყუილის ბურუსში გაახვიონ. ეს ხდება არა მარტო მეცნიერებაში, არამედ პოლიტიკურ, რელიგიურ და ეკონომიკურ სფეროშიც.

გაბატონებულმა ინსტიტუტებმა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, სულიერ სფეროში არსებული ჭეშმარიტება, მისტიკის საბურველში გაახვიეს. სისტემამ ყველა საჭირო ინფორმაცია, გაასაიდუმლოა და მიუღწეველი გახადა. ეს იდუმალი და დაფარული ინფორმაცია ადამიანის ეგოზე მაცდუნებელ ზეგავლენას ახდენს.

ჩვენში არსებული რელიგიური მიმართულებები დოგმატიზმში და სექტანტობაში არიან ჩაფლულნი. პროზელიტიზმით არიან დაკავებულნი. თითოეული მათგანი თავის თავს, ერთადერთ, სწორ და აბსოლუტური ჭეშმარიტების მფლობელ მიმართულებად თვლის, მაგრამ არა მგონია, ეს სიმართლე იყოს. ეს უფრო მათი პრეტენზია და პოეტური ფანტაზიაა? არა?

საუბრის დროს გოდარს შევცქეროდი, მის სახეზე ამ ხნის განმავლობაში არავითარი რეაქცია არ შემიმჩნევია, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არცერთ ჩემს აზრს მის გონებამდე არ მიუღწევია, ავღელდი და ემოციურად ფეხზე წამოვხტი.

ჰუმანოიდს გაეღიმა და ხელით მანიშნა ადგილზე დავმჯდარიყავი.

ჩემი გამოსვლა ისევ გავაგრძელე:

- რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე, იმდენივე გზა, ფილოსოფიური მიმდინარეობა, კულტი, რელიგია და ალტერნატიული მოძღვრებაა. ზოგი ამათგანი მარტივია, ზოგიც რთული. მოკლედ, ყველა მსურველისთვის შესატყვისი, მათ გემოვნებაზე გათვლილი პროდუქტი არსებობს.

ადამიანთა მორწმუნე მასა მიდრეკილია, ამა თუ იმ გზას დაადგეს. წმინდა ადგილებში სალოცავად გაემგზავროს, დღესასწაულებში, რიტუალებში, ათასგვარ ცერემონიებსა, თუ ინიციაციებში მონაწილეობა მიიღოს, მოწყალება გაიღოს და ქველმოქმედებით დაკავდეს.

მათ სწამთ, რომ ეს ყველაფერი, საიდუმლოებით მოცული, დაფარული ცოდნის გაგების, უფალთან მიახლოების და ცხოვრების ჭეშმარიტი არსის შეცნობის საშუალებას იძლევა.

სულ მიჩნდებოდა კითხვა, განა არ შეიძლება ერთი, ყველასთვის მისაღები და გასაგები გზა არსებობდეს? განა ხალხს ლეგენდების და მითების ისევ ისე უნდა უნდა სჯეროდეს როგორც ადრე ?

როცა ცაში ელვა გაკრთება, იფიქრონ, რომ ეს ზევსი განრისხდა და გრდემლს კვერთხი დაჰკრა, ან კიდევ თორი გადაადგილდება ზეცაში ცეცხლოვანი ეტლით? ვფიქრობ, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს ყველასთვის გასაგები ერთი განმარტება უნდა ჰქონდეს.

განა ეს შეუძლებელია? თუნდაც ის მაინც უნდა ვიცოდეთ, თუ რომელ გზას უნდა დაადგეს ადამიანი!
ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა ჩემში ეს ესაა გაიხსნა სიმართლე და საღათი ძილიდან გამოვფხიზლდი, როცა უკვე თითქმის გასაგები გახდა სიცოცხლის საზრისი, მაინც უამრავი პასუხი ჩნდებოდა ჩემს გონებაში. ის ცოდნა, რაც აქამდე გამაჩნდა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ჩემში არსებული შინაგანი წინააღმდეგობა გადამელახა.

ისიც მაინტერესებს, ჩემთვის და ყველა ჩემნაირი ამ ცხოვრებით გადაღლილი ეგოცენტრიკისათვის, რომელსაც ცხოვრება სასტიკად თელავს, ხან ერთ მხარეს მოისვრის, ხან მეორეზე, არსებობს კი რაიმე იმედი იმისა, რომ ეს მძიმე რეალობა გამოსწორდება, ან როდესმე გვეღირსება, კი უკეთესი ცხოვრება?

გოდარს შევხედე, ამ მზერაში, ვეცადე ჩემი გაურკვევლობა, დაბნეულობა, დარდი და უცოდინრობით გამოწვეული შიში გამომეხატა, რომ აუცილებელია, ის მიმართულება ვიცოდეთ საითკენაც სვლით სწორე პასუხებს მივიღებთ, რომ ამ გზაზე ადამიანის სისუსტის დასაფარავად გათვლილი ხაფანგი არ დაგვხვდება.

ჰუმანოიდმა ყურადღებით შემომხედა და როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია, ტუჩების მოძრაობის გარეშე მისი სიტყვები ჩემს აზრებს შეერია.

- თუ ოთხი ადამიანი, ერთმანეთისგან მოშორებით, წრეზე დასხდება, ცენტრში თქვენებურ ავტომობილს მოვათავსებთ, ხოლო შემდეგ თითოეული ამ ავტომობილის აღწერას დაიწყებს, რას მივიღებთ?

ვინც წინიდან შეხედავს, იტყვის რომ ობიექტს, ორი ბორბალი, ორი ფარი და საქარე მინაა აქვს. გვერდიდან მაყურებელი იტყვის: მას ორი ბორბალი, ორი კარები და ორი ფანჯარა აქვსო, უკანა მხარის დამნახავი, სხვა სურათს აღწერს. რომელი პასუხი იქნება ზუსტი? ყველა იმას იტყვის, რაც დაინახა, მაგრამ ეს ინფორმაცია არასრული იქნება. ობიექტის შესახებ სრული ცოდნა ისაა, რომელიც მის ყველა დეტალს და მონაცემს ზუსტად აღწერს.

ჩვენს კონკრეტულ მაგალითზე თუ გაგავაგრძელებთ მსჯელობას, უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული ობიექტის აღსაწერად, რამდენიმე ადამიანი კიდევ დაგვჭირდება, ის ვინც ზევიდან დახედავს მანქანას, მეორე, ვინც ქვევიდან შეხედავს და კიდევ ორი, ვინც შიგნით უნდა იჯდეს და ვინც ძრავს და საბარგულს ხედავს, აი ყველა ამ მონაცემების ზუსტად გადმოცემისას, უკვე შეგვეძლება ობიექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, ცოდნა მივიღოთ.

რაც უფრო რთულია საგანი, მოვლენა, ობიექტი, მით უფრო ძნელია მისი სრული აღქმა და აღწერა, რა გასაკვირია, რომ თქვენ სამყაროში მიმდინარე მოვლენების, საგნებისა და ობიექტების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეთ. ყოველი თქვენგანი რეალობას, მხოლოდ თავისი ათვლის წერტილიდან შესაბამისი მხედველობის უნარით და ხედვის კუთხით აღიქვამს, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ყოველი თქვენგანი იმას ხედავს, რისი უნარიც აქვს და რაც მის მხედველობის არეალშია მოქცეული, რეალობის ასეთი ასახვა რა თქმა უნდა ვიწრო და შეზღუდულია.

შეუძლებელია რაიმე მოვლენა, ან საგანი სხვადასხვა ადგილიდან, ყველამ ერთნაირად დაინახოს. შესაბამისად იგი ვერც იქნება ყველას მიერ ერთ ფაქტად აღქმული და გადმოცემული.

განუვითარებელ ადამიანებს, რაიმე შემთხვევის, ფაქტის, შემადგენელი ყველა დეტალის დანახვა უჭირთ, ასე რომ არ იყოს, მაშინ მათ ერთმანეთთან ურთიერთობის, კომუნიკაციის სურვილი გაუქრებოდათ, დანახულის ერთმანეთისთვის მოყოლა, შედარება და ფაქტის სისწორის გადამოწმება აღარ დასჭირდებოდათ.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ აზროვნება საზოგადოებრივი პროდუქტია. იგი ადამიანის გარემოსთან ურთიერთობაში ვითარდება და იხვეწება.

ადამიანი იძულებული იყო უამრავი გადამთიელი მომხდურისგან და გარეული ცხოველებისგან თავი დაეცვა, იგი საგნებს და მოვლენებს აკვირდებოდა, სხვადასხვა სიტუაციებს ერთმანეთს ადარებდა, საკვების, უსაფრთხო გარემოსა, თუ ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ძებნაში, კოლექტივი ერთმანეთთან ურთიერთობდა. თანდათან უკეთესად ერკვეოდა რეალობაში და შესაბამისად უკეთესად მომზადებული ხვდებოდა ახალ საფრთხეებს. ასე და ამგვარად ადამიანის სახეობა თანდათან ვითარდებოდა.

გარდა ამისა, თითოეული ინდივიდი მიღებულ გამოცდილებას სხვას უზიარებდა, ცოდნის სისწორეს მასთან მიმართებაში ამოწმებდა, შემდეგ კი ამ გადამოწმებულ გამოცდილებას მეხსიერებაში ინახავდა.

ჯგუფებად ყოფნა და ინტეგრაცია სხვათა და პირადი გამოცდილების ერთმანეთთან შედარებაში და ამ გზით ახალი ცოდნის მიღებაში გვეხმარება. იგი ცხოვრებისეული პრობლემების უკეთესად გადაწყვეტის საშუალებას გვაძლევს, ანუ სხვებისა და საკუთარი წარმატების, ან წარუმატებლობის მაგალითზე, დროში შეძლებისდაგვარად უშეცდომოდ მოქმედების უნარს გამოვიმუშავებთ.

სხვების გამოცდილების გაცნობით, ძველი და ახალი ცოდნის ერთმანეთთან შედარებით, მათი გარკვევით და შეჯერებით, საშუალება გეძლევათ, სამყაროზე უფრო სრული და ზუსტი წარმოდგენა გქონდეთ.

ღირსეული ცხოვრების პირობები, თანამიმდევრული ქმედება, ჰარმონიული ურთიერთობები, მშვიდი სინდისი, თავისუფალი მოქმედებით და აზროვნებით მიღებული კმაყოფილება, ეს ყველაფერი ბედნიერებაა, იგი ცივილიზაციის სწორი განვითარების აუცილებელი შედეგი უნდა იყოს, თუმცა მისი უზრუნველყოფა, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა იგი მმართველი სისტემის მიერ, მიღებული და დაცულია, კოლექტივს, კი უკვე გაცნობიერებული აქვს საერთო მიზანი და ამ მიზნისკენ მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს.

საზოგადოების გონიერმა ნაწილმა უნდა აღიაროს, რომ თითოეულ მათგანის მიერ მთელის მხოლოდ მცირე ნაწილია დანახული და გაგებული, ისიც უნდა აღიაროს, რომ აღქმული, შეიძლება არაადეკვატურად და არასწორად იყოს გადმოცემული, ინტერპრეტირებული.

ადამიანთა ეს ტენდენცია, ვიწრო, პირადი ინტერესებით, კონკრეტულად კი თვით შენახვის ინსტინქტითაა გამოწვეული, გარდა ამისა მთელი რიგი შეცდომების მიზეზი, თვით ამ ინფორმაციის გადმოცემის ფორმაშია.

სალაპარაკო ენა, ჭეშმარიტების სრულად გადმოსაცემად არასაკმარისია, სალაპარაკო ენის საშუალებით შეუძლებელია საგნებისა და მოვლენებს შორის არსებული ჰომოგენური კავშირების ზუსტი ასახვა და სამყაროს რეალური მნიშვნელობის გადმოცემა.

მეტყველების საშუალებით მოწოდებული საგანთა და მოვლენათა განმარტება, რომელიც ენის საშუალებით მოგვეწოდება არასზუსტია. ხოლო ამ ფორმით გადმოცემული სინამდვილე არასრულია. ენაში კოდირებული ინფორმაცია, უამრავ ცდომილებას, ხარვეზს შეიცავს და მოცემული ცოდნა ფაქტიურად აბსურდამდე დადის.

ამ კატეგორიის ცოდნის რეალობასთან შესატყვისი ჯაჭვის მოძებნა, კიდევ უფრო რთულდება მაშინ, როცა იგი ერთი ადამიანიდან– მეორეს, მეორედან–მესამეს და ა. შ. მეტყველების საშუალებით გადაეცემა.

ამის მიზეზია კიდევ ის, რომ ნებისმიერი, თუნდაც სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა, სუბიექტის მხრიდან ტენდენციურ შესწორებას ექვემდებარება.

ნებისმიერი ობიექტის, იქნება ეს ნივთი, ნიშანი, სიმბოლო, ან სხვა რამ, უნივერსალური განმარტება, სამყაროს ყველა ინტელექტუალური არსებისთვის ერთი და იგივე უნდა იყოს და არა ისე, როგორც თქვენთანაა, როცა რეალურ მარტივ მოვლენაზეც, კი ყველა თქვენგანს, თავისი ინტერპრეტაცია გააჩნია.

ისეთი რთული ცნებების მნიშვნელობა როგორიცაა: სიყვარული, სიკეთე, თვისებრიობა, არსი, წინასწარგანზრახულობა, რა თქმა უნდა განსხვავებულია.

ჩარლი, როგორ გესმის, რა არის სიყვარული? არ მქონდა პასუხი და ხმა არ ამომიღია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 18 2010, 11:23 AM
Post #24


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გოდარმა, ხელით მანიშნა, რომ ახლოს მივსულიყავი. საკმაოდ დაძაბული და ემოციებით აღსავსე მაგიდას მივუახლოვდი და ჰუმანოიდების წინ გავჩერდი. ღრმად ჩავისუნთქე მინდოდა მოვშვებულიყავი, რომ საუბარი უკეთ შემძლებოდა. როგორც კი სასაუბროდ განვეწყე, გოდარის ხმა ჩამესმა გონებაში:

“ძალიან მძიმე პერიოდი დგას თქვენი სამყაროში! ჩვენი პროგნოზით და იმ ტენდენციით, რაც თქვენს ცივილიზაციაში დაიკვირვება, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, მაგრამ ამ მძიმე გარემოს შეცვლა, არც თუ ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ თუმცა, იცოდეთ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალს თავისი ფასი აქვს.

ადამიანთა უმრავლესობას, ვერ წარმოუდგენია, რომ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა, საკუთარი ძალების მობილიზაციით შეიძლება. ამ პოზიციის გამოა რომ ასეთი არასახარბიელო გარემოდან თავის დახსნას ვერ ახერხებთ. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ამ პრობლემის მოგვარება საკუთარი ძალებით შეძლოთ. მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ, ახალი უკეთესი ცხოვრების მიღწევაში.

ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას, იმ ხალხთან ვინც დაინტერესებულია, ჩვენთან ერთად ძალისხმევა არ დაიშუროს არსებული პრობლემების გადალახვაში, ეს ის ადამიანებია ვისაც შეუძლია გაბატონებული პოზიციების შეცვლა და სინამდვილეზე ახალი შეხედულებების მიღება.

ჩვენ არ ვაპირებთ დროის კარგვას იმ ჯგუფთან, ვისაც ჩვენთან კონტაქტის დამყარება ცნობისმოყვარეობის, პოპულარობის მოხვეჭის, ან სხვა პირადი დაინტერესების გამო სურთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კონტინგენტის მოძებნა, ვისაც შეუძლია, პრაქტიკული წვლილი შეიტანოს, იმ საქმეში რასაც დედამიწის ცივილიზაციის მაღალ ცნობიერებაში გადასვლას ემსახურება.

წლების განმავლობაში. ჩვენ თქვენ გვერდით ვიყავით, თვალყურს გადევნებდით ვაკვირდებოდით თქვენ მოქმედებას, ყველაფრის საქმის კურსში ვართ, ვიცით თუ რა იყო თქვენ ქმედებაში მნიშვნელოვანი, რა განაპირობებდა თქვენ, ამა თუ იმ საქციელს, როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, თუ მისი განხორციელება.

ადამიანის მოქმედებისას, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა, მეგობრობა, სიმამაცე, საკუთარ თავში დარწმუნებულება, მორჩილება არცერთ შემთხვევაში, თვით მოტყუება სხვადასხვა ემოციურ ფონზე შექმნილი წარმოდგენები რაც იწვევს რეალობის ნაცვლად მისტიურ სამყაროში გადასვლას და თავისუფლების მაგივრად კი აყალიბებს დოგმატიზმს.

ათასობით ჩვენთან კონტაქტში მყოფ ადამიანში, მხოლოდ ზოგიერთი შეიძლება მივაკუთვნოთ იმ კატეგორიის, ვინც მიღებულ ცოდნას, პირადი განდიდების მიზნით არ დაამახინჯებს. ჩვენთან კონტაქტში შემოსულთა მართვა ძნელდება. დროთა განმავლობაში, მათ აღარ ძალუძთ შინაგანი მობილიზაცია და ენერგიის საჭირო მიმართულებით ხარჯვა. გარდა ამისა, ასეთ ხალხს, უჭირთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ამ ადამიანების მოღვაწეობაში ბევრია დაშვებული შეცდომები. ძალიან ცოტაა კონტაქტიორთა შორის ისეთი, ვისაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში.

ჩვენ, მომავალში, ახალი, შეცვლილი ტაქტიკით ვიმოქმედებთ და ადამიანებთან ურთიერთობის სხვა ფორმას განვავითარებთ.

ჩვენთან კონტაქტს, მხოლოდ იმ კატეგორიის ადამიანები გააგრძელებენ, ვისაც ჭეშმარიტების მიღება შეუძლია, ვისაც არ გაუძნელდება გაიგოს სიმართლე და შემდეგ ასე განახორციელოს მოქმედება სავსე, ჰარმონიული, შეგნებული და ბედნიერი ცხოვრების ასაშენებლად”

ამ სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მაგრამ რატომღაც იმ თემაზე, რაც კონკრეტულად ჩვენი ჯგუფის მოღვაწეობას შეეხებოდა, გოდარს არაფერი უხსენებია.

ჩვენი ადამიანებთან ურთიერთობა, არაფრით არ შეიცვლება, მიზანი იგივე რჩება. ერთადერთი სხვაობა, კონტაქტში, ის იქნება, რომ ამჯერად თქვენთან დამოკიდებულება, უფრო უშუალო იქნება. ვიმეორებ დროს აღარ დავხარჯავთ, იმ პირებთან, ვისაც გააჩნია ტენდენცია, ჩვენგან მიღებული ინფორმაცია, პირადი ინტერესების სასარგებლოდ დაამახინჯოს.

დედამიწაზე არსებობენ ჯგუფები, ვინც ჩვენთან კონტაქტში იყვნენ, მაგრამ დღეს დღეობით ამ ჯგუფებში მძიმე სურათია, მათი უდიდესი ნაწილი სრულ ანარქიაში იმყოფებიან, ისინი მახინჯი და აბსურდული მისტიფიკაციის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, ეს იმან გამოიწვია, რომ მათ ჯერ მთლიანად დაკარგეს ჩვენს მიერ გადაცემული ცოდნის პირვანდელი სახე. რის შემდეგაც დიდ გაურკვევლობაში ჩავარდნენ. ის რაც მათ შექმნეს და რა საქმეშიც ახლა მონაწილეობენ, უკეთეს შემთხვევაში მათ მიერ შეთხზული ბელეტრისტიკული ჟანრის ნაწარმოებია, ამ ადამიანებმა განუვითარებელი ბავშვური ლოგიკით, ერთმანეთში აურიეს მითი და სინამდვილე არამიწიერ ცივილიზაციებზე. ჩვენს შესახებ ჭეშმარიტი ინფორმაცია, ჩვენი არსებობის ბუნებრივი ფაქტორი, ან სრულიად იგნორირებულია ანდა ისეა სახეცვლილი და დამახინჯებული, რომ საერთოდ არ ჩანს, არც ჩვენი არსებობა და არც ჩვენი მოქმედების არეალი, ან თუ ჩანს, ისეა შეცვლილი, რომ ვერავინ გაარჩევს ამ ცოდნაში, ვინ ვართ, რა გვინდა და რა ძალა ვლინდება ბუნებაში ჩვენი სახით.

ისინი, იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებიან, ვინც ეძებდა და ძალიან სურდა რაიმე მისტიკური უნიკალური გამოცდილება მიეღო და რომელიც ბოლოს და ბოლოს შედგა. შემდეგში კი მოვლენები ისე განვითარდა, რომ მათ ყურადღების მიღმა დატოვეს ამ ფაქტის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და დანიშნულება.

მათში კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ მიდრეკილება და აქცენტი უფრო ძლიერი და მძაფრი აღმოჩნდა, ვიდრე ობიექტური სინამდვილე და საღი აზრი. თუმცა მათ შორის ისეთნიც არიან ვისაც კიდევ დარჩა შანსი დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.

- როგორც მე გავიგე, ჩვენი მიმართულებით ისევ ისე გაგრძელდება ურთიერთობა, როგორც ადრე იყო, მართალია? კონკრეტულად რა შეიცვლება ჩვენ ჯგუფთან მიმართებაში? შეიძლება თუ არა ჩვენი ჯგუფის მსგავსი ჯგუფები სხვა ქვეყნებშიც შევქმნათ?


-ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებთან გავაგრძელებთ ურთიერთობას, ვინც ამ თავდაპირველ მიზანს არ გადაუხვია და ჭეშმარიტების ერთგული დარჩა. ვინც შეინარჩუნა პირვანდელი სახე და არ გახდა ადგილობრივი სახელისუფლო ძალების, მთავრობების და სხვა ბიუროკრატიული სისტემის ზემოქმედების მსხვერპლი, ვინც არ დათმო ჭეშმარიტება პირადი ინტერესების სასარგებლოდ.
რა თქმა უნდა, რთული იყო იმის განჭვრეტა, რომ ორი ათასი წლის შემდეგაც დედამიწაზე იგივე სურათი იქნებოდა და ისევ იმ პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით, როგორც ძველი პროექტის ”ემანუელი”-ს დროს მოხდა. სადაც ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ძალიან დამახინჯდა. რაოდენ სამწუხაროა, დღესაც იგივე სიტუაციას ვხედავთ! რეალობამ გვაჩვენა, რომ, როგორი ხილული ფიზიკური მაგალითიც, არ უნდა აჩვენო ადამიანებს, რაც არ უნდა მარტივი და გასაგები ენით ესაუბრო, მაინც ანალოგიური ტენდენციები ჩნდება.

ჩვენს მიერ მიწოდებული ცოდნა და საჭირო ინფორმაცია, გარკვეული კატეგორიის ადამიანთა მიერ, სხვადასხვა მიმდინარეობის რელიგიებად გარდაიქმნა. ამის ძირითადი მიზეზი ის ხალხია, ვისაც ნაკლებად ანაღვლებდა ჭეშმარიტება და ამ ცოდნით, საკუთარი ეგოისტური მიზნების სასარგებლოდ მანიპულირებდა.

ჩვენი აზრით, ასეთივე შემთხვევები შესაძლებელია ისევ განმეორდეს, რადგან ამ ხნის განმავლობაში ადამიანი არც კი შეცვლილა. მათი უმრავლესობა კვლავ უუნაროა, იმისთვის, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ცოდნის ღრმა და დეტალიზებული ანალიზი მოახდინოს და შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით კონსტრუქციულად იმოქმედოს. სამწუხაროა რომ ამის შესრულება მათთვის რთული აღმოჩნდა.

კონტაქტიორთა უმეტესობა, ცდილობდა მიღებული ცოდნა თავისი პიროვნების პრესტიჟის ასამაღლებლად, ან სხვა ეგოისტური მიზნებისთვის გამოეყენებინა..

წარმოიდგინეთ, გასული ეპოქის “რჩეულები” რომ გამოჩენილიყვნენ თქვენს სახელმწიფოში, რა ბედი ეწეოდათ მათ!? ამ ადამიანებს ჯვარზე გაკვრის ნაცვლად, ისე მოიშორებდნენ, რომ ვერც კი მიხვდებოდით მათ ჭეშმარიტ მიზნებს. თქვენს სამყაროში ასეთ პიროვნებებს გაანადგურებდნენ, როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, როგორც ანარქისტს, ან ტერორისტს. მსგავსი რჩეული ადამიანების უპირველესი და ყველაზე დაუძინებელი მტერი ის ეკლესია იქნებოდა, რომელიც მათი სახელით და მათ სხეულზე იქნა დაფუძნებული. ამ უნიკალური პიროვნებების გამოჩენა, გაბატონებული რელიგიის მსახურთ და ეკლესიის მამებს თავისი შეხედულებების და პოპულარული დოქტრინის მთლიანად შეცვლას მოსთხოვდა.

დასანანია, რომ თქვენი პროექტი “რამა”-ს შემთხვევაშიც იგივე მოხდა. ამ პროექტში ხალხი სულ სხვა მოტივით ერთიანდებოდა, უმრავლესობა თქვენთან როგორც თავშესაფარში ისე მოდიოდა, მათ მხოლოდ თავისი სულიერი პრობლემები, მარტოობით და უიმედობით გამოწვეული ტკივილის მოხსნა სურდა და არა ჭეშმარიტების ინტერესების დაცვა ან იმ საქმის წინსვლა, რასაც ჩვენ თქვენგან მოვითხოვთ!

ამ ხალხმა ეს წარმოუდგენლად დიდი შანსი ხელიდან გაუშვა, მათ ვერ გაიგეს და სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭეს იმას, თუ სად, რა გარემოში მოხვდნენ. მათ შეეძლოთ ბევრ რამეს მიმხვდარიყვნენ, შეეტყოდ სინამდვილე და საკუთარი ძალისხმევით შეექმნათ ის პირობები, რაც მათ და სხვათა ცხოვრებას გააუმჯობესებდა.

- საინტერესოა, ის ხალხი ვინც თქვენთან კონტაქტს აპირებს, მოახერხებს თუ არა ამის განხორციელებას, თუ იმ შინაგანი მდგომარეობიდან არ განთავისუფლდებიან, რაც გარემოში ბუნებაში არსებული მუტაციის შედეგად განვითარდა და რომელიც მათში სულიერ დეფიციტს ქმნის?

- ეს დეფიციტი აუცილებლად უნდა შეივსოს! დღეს ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც ახერხებს, მსგავსი შინაგანი პრობლემების დაძლევას და მსგავსი სიტუაციიდან თავის დაღწევას.. ეს არასახარბიელო მდგომარეობა ბუნებაში მიმდინარე მუტაციამ გამოიწვია.

დედამიწაზე, მუტაციის გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობდა და არსებობს, იქნება ეს ეკოლოგია, ქიმიური ზემოქმედება, ბუნებრივი თუ ხელოვნური გამოსხივებები. მთლიანობაში, ყველაფერმა ადამიანის გენომზე უარყოფითად იმოქმედა, განვითარდა გენეტიკური პათოლოგია.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დედამიწაზე მსგავსი ნეგატიური აგენტის მოქმედების სიმძაფრე მინიმიზებულია, ადამიანში ეს პათოლოგია მაინც არსებობს.

ადამიანის სახეობაში ერთდროულად ფიგურირებს წინაპრებისგან გადმოცემული გენეტიკური პათოლოგია და ჩვენგან გამოყოლილი გენი.

დღეს თქვენს პლანეტაზე, ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც ამ ნეგატიური და პათოლოგიური მონაცემებისგან მთლიანად იყოს განთავისუფლებული. ეს ის ტვირთია, რომელიც ახალ მაღალ საფეხურზე გადასვლისას ადამიანმა უნდა მოიშოროს.. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რეალობა ასეთია და მას ვერსად ვერ გავექცევით.

- კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს.

ჩვენში დაიკვირვება შემთხვევები, როდესაც ადამიანები უცხოპლანეტელებთან კონტაქტში შედიოდნენ, შემდეგში კი რა აღარ ახსოვდათ თუ რა ხდებოდა მათ თავს სინამდვილეში.

შეიძლება თუ არა ეს სიმართლე იყოს? და თუ ეს მართალია, მაშინ რატომ ახდენთ ადამიანებზე ასეთ ზემოქმედებას? განა ამ ხნის განმავლობაში არ მოაგროვეთ საკმარისი ინფორმაცია ჩვენს შესახებ? რა საჭიროა ეს ექსპერიმენტები?

- გახსოვდეთ, რომ ადამიანი სუბპროდუქტია, ჩვენს მიერ მილიონობით წლის წინ ჩამოსხმული კოლონიებში განვითარებული მუტაციისა. ყოველი ნეგატიური ფაქტორი რაც კი დედამიწაზე ადამიანის სახეობის განვითარებაზე მოქმედებს, ბუნებრივი მოვლენები, კლიმატი, საკვები, სასმელი, ფიზიკური და სულიერი ზეგავლენა, ორგანიზმში სხვადასხვა სახის ბიოქიმიურ რეაქციებს წარმოშობს. ეს ფაქტორები მოქმედებს ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიურ მონაცემებზე, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე და ზოგადად მის გენეტიკურ კოდზე.

გენეტიკური მონაცემები, თავის მხრივ გავლენას ახდენს ადამიანის თავის ტვინის განვითარებაზე. ყველა ეს ნეგატიური ფაქტორი, ადამიანს სულიერად და ფიზიკურად ამახინჯებს. ამ უარყოფითმა ძალებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს მიერ გადმოსხმულ ადამიანთა პირველ კოლონიებზე და მათი გენეტიკური მონაცემები და ქცევები შეცვალეს. ამის გამო, ადამიანთა რასებმა დაკარგეს რეალობის ადეკვატური აღქმა, რამაც გაამრუდა მათი კოორდინაცია გარემოში. შედეგად ადამიანის სახეობაში ჩადებული ფანტასტიური მონაცემები, უნარები, პოტენციური შესაძლებლობები დაზიანდა. კაცობრიობის ევოლუციის განმავლობაში ეს გენეტიკური ინფორმაცია დაიკარგა.

რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ ცივილიზაციის კულტურული საფუძვლების ჩამოყალიბებაზეც უარყოფითი გავლენა იქონია, მასზე დროთა განმავლობაში აისახა, ყველა ის ნეგატივი, რაც ადამიანის სახეობას გააჩნდა, იქნებოდა ეს გონება შეზღუდულობა, თუ ფსიქიკის სხვადასხვა დეფექტური კონფიგურაცია.

ევოლუციის პერიოდში მუტაციით გამოწვეული სხვადასხვა პათოლოგიები, ბუნებრივი გადარჩევით უნდა გამოსწორდეს.

ამ პრინციპის მიხედვით, ცოცხალ ბუნებაში არსებული გენეტიკურად სუსტი და განუვითარებელი ინდივიდები, მათში არსებული უამრავი დეფექტები, სიმახინჯეები და გადახრები, დროთა განმავლობაში გაიფილტრებიან. დედამიწაზე მხოლოდ ის სახეობა დარჩება, ვინც ძლიერ და ჯანმრთელ გენს გადასცემს მომავალ თაობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 2 2010, 11:13 AM
Post #25


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მატერიის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა სამყაროში არსებული საიდუმლოება შეიცნოს, იგი ამ გზით უნდა იქნას დანახული და გამოკვლეული, შემდეგ კი თანდათანობით მიღებული.

თუმცა იგივე მატერიალურმა სამყარომ შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. იმ შემთხვევაში, თუ აღქმა არაადეკვატური და დარღვეულია, მაშინ სამყაროში არსებული მოვლენების შესახებ მიღებული ცოდნაც გაურკვეველი იქნება. ამ ყველაფერს ემატება საზოგადოების მხრიდან მოწოდებული მზა პარადიგმები. ცხოვრების მანძილზე, ეს გამზადებული ცოდნა გინდათ თუ არა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე წინ დაგიხვდებათ და გარემოს რეალურ შეცნობაში ხელს შეგიშლით. გაურკვევლობა, წარმოქმნის ხიფათს, შიშის განცდას, რაც ჯამში ტოტალური დესტრუქციული ქცევისკენ გიბიძგებთ.

სამყაროში მიმდინარე პროცესების შესწავლამ გვაჩვენა, რომ ბუნებრივი გადარჩევა, გარემოში მიმდინარე ცვლილებებით ზემოქმედებს, ცოცხალი მატერიის სახეცვლილებაზე და ხელს უწყობს მისი ფორმირების პროცესს. ეს შედეგად სიცოცხლის ფორმებს ახალ სახეცვლილ გარემოსთან ადაპტირებისაკენ უბიძგებს. ის სახეობები ვისაც გადარჩენის უნარი აქვთ წყვილდებიან და გამრავლების გზით უკვე ახალ გენეტიკურ კოდს გადასცემენ შთამომავლობას; ამით ისინი საკუთარი სახეობის გადარჩენას მის შენარჩუნებას ცდილობენ. იმ შემთხვევაში, თუ ადაპტაცია დაგვიანდა ან გენეტიკური მონაცემები დაიკარგა, ვითარდება მუტაცია და პირვანდელი სახეობა გარეგნულ ნიშნებს იცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაშენებას ექვემდებარება. ცხოველის ბუნებასთან ურთიერთობა და არსებობის შენარჩუნების გარანტია ინსტინქტით განისაზღვრება, ეს შინაგანი მამოძრავებელი ძალა ბრძანებებს გასცემს, რისი მიხედვითაც ცხოველი მოქმედებს, იგი მიჰყვება ნატურალურ იმპულსს, მის მდგომარეობაზე ბუნებრივი ინს
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 2 2010, 11:18 AM
Post #26


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინსტინქტით განისაზღვრება, ეს შინაგანი მამოძრავებელი ძალა ბრძანებებს გასცემს, რისი მიხედვითაც ცხოველი მოქმედებს, იგი მიჰყვება ნატურალურ იმპულსს, მის მდგომარეობაზე ბუნებრივი ინსტინქტი დომინირებს, ცხოველი ორიენტაციას ინსტინქტურად აკეთებს, მისი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეესატყვისება მისი რეაქცია, შინაგან ძახილს.

განვითარების შემდგომ ეტაპზე, როცა ევოლუციამ ცოცხალ არსებას ინტელექტი მისცა, ინსტინქტმა გზა დაუთმო აზროვნებას და ქცევას უკვე უმეტესად ემოციები აღარ განსაზღვრავდნენ, ამან კი შესაბამისად ახალი ცხოვრებისეული ხიფათი წარმოშვა.

ბუნებას თავისი კანონები აქვს, რომელიც პლანეტარული ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება. სხვადასხვა ჯურის მტაცებელი ცხოველების აგრესიულმა ქმედებამ და ბუნებრივმა ავადმყოფობებმა მათი სახეცვლილება გამოიწვია. ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი მთელ რიგ გარემოებებს ითვალისწინებს, რომ გადარჩენის გარანტია იმას ექნება, ვინც ახალ ბუნებრივ პირობებთან ადაპტირებას მოახდენს და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის კარგად იქნება მომზადებული.

ევოლუციის გზაზე, ინტელექტის გაჩენა რაღა თქმა უნდა დიდი პროგრესი იყო, მან ადამიანში ბუნებრივი სელექციის ტრადიციული მიმართულება და საშუალება გაზარდა, სასიცოცხლო არეალი გააუმჯობესა, ცხოვრების პირობები დახვეწა, რამაც თავის მხრივ სიცოცხლის უნარიანობა გაზარდა. ამ ყველაფერმა სახეობის გამრავლების სიჩქარეზე იმოქმედა, ახალი თაობების დაბადებამ ხელი შეუწყო ადამიანთა სახეობის გადარჩენას. გაჩნდა შანსი, რომ ავადმყოფობებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების მიუხედავად უფრო მეტი ინდივიდი დარჩენილიყო ცოცხალი. აზროვნების უნარმა, გარემოსთან ურთიერთობის ინტერფერენციის პროცესს დაუდო სათავე. გაადვილდა თავდაცვა. გაჩნდა ბუნებაზე ზემოქმდების და მისი საკუთარი მიზნების სასარგებლოდ გამოყენების საშუალება.

რევოლუციამ აჩვენა, რომ ბუნებას შეუძლია თავი გაართვას ღრმა და რადიკალურ ცვლილებებს. ცოცხალ არსებაზე თავისებური კორექცია განახორციელოს, დაწყებული კურსი შეცვალოს, ე.წ. გადარჩევა მოახდინოს.

მეორეს მხრივ, ინტელექტის განვითარებამ, ბუნებრივი სელექციის გარდა, ხელოვნური გადარჩევის ბერკეტებიც წარმოქმნა. ადამიანში გაჩნდა სტიმული ურთიერთ დაპყრობისაკენ, ადამიანთა ჯგუფებს შორის გაღვივდა ომები.

კონფლიქტებმა და ურთიერთ დაპირისპირებამ საკმაოდ დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ბუნებრივი გადარჩევის პროცესზე და კაცობრიობის გენეტიკურ ფონდზე. ომში ორივე მხრიდან მონაწილე მეომართა უმრავლესობა ძლიერი გენეტიკის მატარებელი იყო. ბრძოლებში უამრავი ადამიანი იღუპებოდა, ისინი ვინც ბრძოლის ველზე კვდებოდა და მეორე, გადარჩენილი, ტყვედ ჩავარდნილი ნაწილი, რომელთაც ბრძოლის შემდეგ უმოწყალოდ ხოცავდნენ. ომის შემდეგ დამპყრობელი მოწინააღმდეგის ტერიტორიას ეუფლებოდა და მიტაცებულ მიწაზე ცოცხალს იმას ტოვებდა, ვისი მხრიდანაც დამპყრობლებს წინააღმდეგობის გაწევა და ძალის გამოყენების საშიშროება არ ემუქრებოდათ ეს ის კონტინგენტი იყო, ვინც მათ მოსამსახურედ გამოდგებოდა. ასე რომ მათი მხრიდან ცოცხალი, მხოლოდ სუსტი და ავადმყოფი პოპულაცია რჩებოდა.

ომებმა, ადამიანთა, ძლიერი, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ნაწილი იმსხვერპლა, ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა იქონია კაცობრიობის გენეტიკურ ფონდზე.

ომების გარდა გენეტიკური ფონდის გაღარიბებაზე უარყოფითად საზოგადოებრივი პარადიგმები, და ტრადიციები მოქმედებს.

ადამიანთა გადარჩევის საკუთარ ხელოვნურ საშუალებას, სახელმწიფო და მასში გაბატონებული კანონები ქმნიან. ისინი მმართველი სისტემა, რომელიც მომხმარებლური მიზნებით არის მოტივირებული, ყურადღების კონცენტრაციას ისეთი კანონების შექმნაზე აკეთებს, ისეთ სისტემას ადგენენ რომელიც ადამიანთა შორის ყალბ განსხვავებას და მათ მხრიდან გაბატონებული კლასის სასარგებლო დამოკიდებულებას აწესებს. ყალიბდება სახელმწიფო სისტემა, სადაც სახეზეა სოციალური უთანასწორობა.

ასეთი მდგომარეობა ადამიანთა შორის შუღლს და ურთიერთ დაპირისპირებას იწვევს, ვითარდება მტრობა, შური, ზიზღი. ეს სიტუაცია დროში არ იცვლება რაც ადამიანებში იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს იწვევს. ასეთი კანონების დაწესებით ყველა სახელმწიფო ხელოვნური გადარჩევის საკუთარ სისტემას ქმნის. ამ მიმართულებით უმეტესად არასახარბიელო სურათი დაიკვირვება.

სახეზეა საზოგადოებრივ-ეკონომიური სისტემები, სადაც ადაპტირებას ძირითადად ის ინდივიდები ახერხებენ, ვისაც მოტყუება, ძარცვა გლეჯა, აგრესია შეუძლიათ. ასეთ სისტემებში იმარჯვებს ძალადობა და უსამართლობა. ამ პირობებში რთულდება არსებობა, რადგან გაბატონებული სისტემის მიერ დაკანონებულია, თავისუფლების შეზღუდვა, შესაძლებლობების შეზღუდვა, ცხოვრებისთვის საჭირო აუცილებელი პირობების არქონა, მოხმარებისთვის აუცილებელი ნივთებზე ფასების განუწყვეტელი ზრდა.

ფაქტია რომ სოციალურად გაჭირვებული და დაბალი შემოსავლის მქონე და ეკონომიურად არასტაბილური ოჯახები უფრო მრავლდებიან, ვიდრე შეძლებული ოჯახები. ადვილი გასაგებია, რომ ელემენტარული პირობების არმქონე ოჯახში უმთავრესად სუსტი გენეტიკის მქონე შთამომავლობა მიიღება. გასაგებია, რომ ასეთ პირობებში სუსტი და განუვითარებელი ადამიანების რაოდენობა დედამიწაზე საგრძნობლად გაიზრდება.

ხელოვნური გადარჩევისას, უხარისხო, განუვითარებელი ინდივიდების ჩამოყალიბებას ხელს ყველაზე მეტად საზოგადოებაში გაბატონებული პარადიგმები და შემდეგ მათგან წარმოებული ადამიანში ჩასახული არაცნობიერი მოდელები უწყობს, ეს ყველაზე სახიფათო იარაღია, რადგანაც ისინი განაპირობებენ ზემოთ ჩამოთვლილი უთანასწორობის და უსამართლობისთვის არსებობისთვის დროის გახანგრძლივებას. ადამიანზე მათ ზეგავლენას და სიძლიერეს. ეს სტეროტიპები მოქმედებენ ინდივიდის ქცევაზე მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ისინი თავის გავლენას და კვალს საზოგადოების ყველა სეგმენტზე ამჩნევენ. რაც უფრო ფარულია ასეთი სტანდარტების მავნე ზეგავლენა, რაც უფრო დამალულია მისი ნამდვილი არსი, მით უფრო ეფექტურია მისი უარყოფითი ზემოქმედება და შესაბამისად მით უფრო დიდი საფრთხის შემცველია იგი თითოეული ადამიანისთვის და ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის.

ეს გაბატონებული სტანდარტები, ადამიანის ქცევის, მისი არჩევანის და ზოგადად მისი მომავლის ძირითად მაპროვაცირებელ ფაქტორს წარმოადგენს. მათი ზემოქმედებით ხდება ადამიანის შემდგომი ინტელექტუალური თუ სულიერი ევოლუცია, ცხოვრებისეული კურსის არჩევა. მათზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით და რა სიჩქარით მოხდება ადამიანის გარდაქმნა დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით.

ასეთი სტანდარტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ და გონებრივ მახასიათებლებზე და რაღა თქმა უნდა თავს იჩენს მისი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების დროს.

ამასთან ერთად, ნუ დავივიწყებთ, რომ სამყაროში ხელოვნური გადარჩევის პარალელურად, ბუნებრივი სელექციაც მოქმედებს. მას თავისი პირობები და კანონები გააჩნია. ამ კანონების მოქმედების მიზანია, თანდათანობით გააუმჯობესოს ადამიანის სახეობა, მისცეს რეაქცია სუბიექტის მხრიდან გარემოს მიმართ ჩადენილ დადებით თუ უარყოფით საქციელზე, ადეკვატური თუ არაადეკვატური მოქმედებაზე. ამ პროცესში ორი საბოლოო ალტერნატივაა. გადარჩენა, ან თანდათანობითი თვით ამორტიზაცია, რომელიც გარემომცველი სამყაროსა და მისი თანამოძმეთა მიმართ უსამართლო მოპყრობას მოჰყვება.

თეორიულად, თითოეული ინდივიდისთვის, საუკეთესო ის ცხოვრების კურსი უნდა იყოს, რომელსაც იგი ენდობა, თვით მან აღმოაჩინა დამოუკიდებლად. ეს იქნება მისთვის ოპტიმალური გზა, რათა მან თავის დასახულ მიზანს მიაღწიოს. ეს უნდა იყოს მისთვის განკუთვნილი საუკეთესო და უმოკლესი გზა. ამასთან ერთად თუ შესაძლებელია ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს რომ მისთვის ეს მიმართულება ყველაზე საუკეთესოა, სწორედ მას ესაჭიროება. ამ გზაზე განსაზღვრული უნდა იყოს გზის დასაწყისი და საბოლოო მიზანი, ნათელი უნდა იყოს ის იდეა, რომელიც ამ გზაზე იქნება მიღწეული. ასევე განსაზღვრული უნდა იქნას, რას ან ვის შეუძლია დაგეხმაროს ან ხელი შეგიშალოს დასახული მიზნის მიღწევაში.

თქვენს სამყაროში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობაში გავრცელებული და პოპულარულია პარადიგმა, რომ არსებული ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის და მათი მოხსნის ერთადერთი და საუკეთესო საშუალება თანამედროვე მიღწევები და ახალი ტექნოლოგიებია. ეს უმთავრესად ტექნოკრატების მიერ გავრცელებული და დანერგილი პარადიგმაა, ტექნოკრატი ადამიანების ძირითადი ნიშანი მატერიალისტური მსოფლმხედველობაა, მათ არ სჯერათ ღმერთის და სულის არსებობა. ტექნოკრატი ინტელექტუალები, დღე და ღამე ურთიერთ კონკურენციასა მათზე დამთრგუნველი ზემოქმედების მქონე სისტემაში არიან ჩართულები,

მათი გაგება და ფილოსოფია განმარტავს, რომ კონკურენცია და კონკურენტ უნარიანობაა აუცილებელი პირობა, რათა საუკეთესო გზა მოინახოს გადარჩენისაკენ, რომ მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებს ძალუძთ ადამიანის ხსნა, მათთვის მისაღებია კონფორმიზმი და გაბატონებული სისტემის მიმართ ლოიალურობა. თუმცა ასეთი ფილოსოფია ვერ ეხმარება მათ უკმაყოფილობის გრძნობისა და სიმარტოვის განცდისგან განთავისუფლებაში.

ცხოვრების ამ მძიმე ბრძოლაში ასეთ ინდივიდებს მუდამ თან სდევთ წარუმატებლობის და ასაკის მატებასთან ერთად შემოპარული შრომისუნარიანობის დაკარგვის შიში. იგი მათში შფოთვას და შინაგან კონფლიქტს იწვევს. ასეთ რთულ პირობებს და მდგომარეობას ადამიანი ვერ უძლებს და ცდილობს ან სისტემას გაექცეს, ან საკუთარ შინაგან ტკივილებს. ამ მიზნით, იგი რაიმე დამაწყნარებელი საშუალების, ობიექტის ან სუბიექტის ძებნას იწყებს. შორს წასვლაც არ სჭირდება. ზოგი მკითხავს, ან ასტროლოგს მიაკითხავს, ზოგიც მისტიკოსს, მოძღვარს მიმართავს.

ასეთ ყოფაში ჩავარდნილი სუბიექტი, ცდილობს თავი ასეთი ცრუ “ექიმების” ზემოქმედებით შექმნილ, ხელოვნურ სამყაროს შეაფაროს, დაემორჩილოს მიწოდებულ რჩევებს, რომელიც გაამართლებს, მის კაპიტულაციას, მატერიალურ სამყაროში გამეფებული მახინჯი სტანდარტებისადმი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის სურვილის არქონას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 3 2010, 11:29 AM
Post #27


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ეშველება კაცობრიობას, რომელსაც ჯერაც ვერ მოუწყვია ნორმალური, ადამიანისთვის საკადრისი ცხოვრება, რატომ არსებობს ეს ყველაფერი? რისთვის ცოცხლობს ადამიანი? მხოლოდ იმისთვის გავჩნდით, რომ ვიომოთ, ვიბრძოლოთ, შვილები ვზარდოთ და მერე დავიხოცოთ? ესაა მთელი ცხოვრება? რაშია სიცოცხლის აზრი? ნუთუ ასე რთულია მისი გაგება? იქნებ ეს ღმერთის საიდუმლოა?

უცხოპლანეტელი ჩემს კითხვებს ყურადღებით ისმენდა, თუმცა სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ შევამჩნიე. ცოტა ხანში თქვა:

- ადამიანს დიდი დრო სჭირდება, სანამ თავისი ნამდვილ ბუნების შეიცნობს. იგი გაჩენის დღიდანვე არსებობისთვის იბრძვის, საუკუნეები ესაჭიროება იმას, რომ პირველყოფილმა ადამიანმა კაციჭამია ცხოველებისა და არანაკლებად საშიში თავისი მსგავსი არსებებისაგან თავი დაიხსნას.

ხოლო მას შემდეგ, რაც იგი ამ საფრთხისგან თავისუფლდება და ევოლუციის ახალ ეტაპზე გადადის, სხვა პრობლემები დგება მის წინაშე. იმის მაგივრად რომ სულიერად გაიზარდოს და შემოქმედებითად იღვაწოს, მთელი ენერგიას საკუთარი ტალანტის და შესაძლებლობების განვითარებას ახმარს. ამ მიზნით, იგი არა მხოლოდ თანამოძმეების ჩაგვრას, მათ ფიზიკურ განადგურებასაც არ ერიდება.

მეცნიერული აღმოჩენების უდიდესი ნაწილი, უმთავრესად ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრას ხმარდება და არა ცხოვრების სულიერი დონის ამაღლებას,

ტექნიკური მიღწევები, კი მხოლოდ გასაყიდი ნივთის ხარისხის ამაღლებისთვის და მოსამსახურე ინფრასტრუქტურის დასახვეწად გამოიყენება.

თქვენი ცივილიზაციის დიდი მინუსი, მოკლე მეხსიერებაა! ყველა ადრინდელი ისტორიული გამოცდილების დავიწყებას ცდილობს, მაგრამ ვერავინ ვერ წაიწევს წინ, თუ წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ გაითვალისწინებს და არ გამოასწორებს!

დედამიწის ცივილიზაციის განვითარების მოტივებია: ეგოცენტრიზმი, შური, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, პატივმოყვარეობა, ჩაკეტილობა და სხვისი დისკრიმინაცია.

სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ ადამიანი ერთადერთი ინტელექტუალური ქმნილებაა სამყაროში, რომ ყველაფერი თქვენს ირგვლივ ბრუნავს, რომ ადამიანი ღმერთის მსგავსადაა შექმნილი და მას განვიტარებისთვის არაფერი აღარ სჭირდება.

ისეთი ქედმაღალნი გახდით, რომ არანაირ შესწორებას აღარ ექვემდებარებით, ისე იქცევით, თითქოს მთელი სამყაროს უნივერსალური ცოდნა, თქვენს ხელშია. დედამიწის ეკოსისტემა, კი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის, უაზროდ გააჩანაგოთ. იმასაც ბედავთ, რომ უგუნურად გაიძახით, ერთადერთი უნიკალური არსებები ვართ, უსასრულო კოსმოსშიო. თითქოს ღმერთის გწამთ და გგონიათ რომ ყველაფერ იმას, რასაც ჩადით, ეკოსისტემის გაჩანაგებიდან დაწყებული, თანამოძმეების ჩაგვრით დამთავრებული, მხოლოდ მონანიების აქტით დაიხსნით თავს!? ან რით გინდათ გაამართლოთ ასეთი სისასტიკე, სიცოცხლის შენარჩუნების მოტივებით? თუ უმრავლესობის კეთილდღეობის მიზნით გადადგმული “კეთილი ნაბიჯებით”

ეს მორიგი მოხერხებული ტრიუკია თქვენი მხრიდან! კაცობრიობამ თავისი არასრულფასოვნების და აგრესიულობის შესანიღბავად უამრავი ცრუ იდეა შექმნა!

ადამიანები, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, არ თანაუგრძნობენ, არა თუ უცხოს, არამედ მოყვასსაც!

ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება, იმ პრინციპით ვითარდებოდა, რომ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მთელი კოლექტივი დაეცვა.

ადამიანის ინსტინქტი, ინდივიდს, ჯერ გადარჩენისკენ, შემდეგ კი საბოლოო უკვდავებისკენ უბიძგებს. ინსტინქტური ბრძანებების ნაკრები, რომელიც ადამიანის გენშია ჩაწერილი, დროში არ იცვლება, იგი მუდმივად ერთი და იგივეს იმეორებს!

პრიმიტიული ადამიანები, შინაგანი ხმის მოსმენას და შესაბამისად ქცევების კორექტირებას ახერხებდნენ, ეს კი ბუნებრივი, ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

ბუნება, ადამიანთან ყოველთვის თანამშრომლობს. ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის მომენტში, იგი მის სასიცოცხლო ძალებს ააქტიურებს, დაშვებული შეცდომებით გამოწვეული დისბალანსის აღდგენას ცდილობს, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

ამ ფაქტორის გახშირებამ, თავდაცვის ეს მექანიზმი მწყობრიდან გამოიყვანა.

ადამიანმა, თავი ბუნების მბრძანებლად წარმოიდგინა და ყველაფრის თავის ჭკუაზე გადაკეთება დაისახა მიზნად. ბუნებრივი განვითარების პროცესებში იგი უხეშად ჩარია.

ძალის დომინირებამ და უგუნურმა ექსპერიმენტებმა, კარგი არაფერი მოგცათ, რადგან უამრავი ხელოვნური ამაჩქარებელი აგენტის, ბუნებრივი განვითარების პროცესში ჩართვამ, ცუდი შედეგები მოიტანა.

ინტელექტის განვითარება, გაბატონებულმა სისტემამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა და საჯაროდ დაიწყო საკუთარი ძალის დემონსტრირება, ინტელექტუალური მიღწევები მან საბრძოლო საშუალების დახვეწისკენ მიმართა, რითაც მან გაიადვილა ხალხთა ჩაგვრა და დამონებული მასის საკუთარი მიზნისთვის გამოყენება.

გაბატონებულმა სისტემამ, ამ ქცევის გასამართლებლად ახალი მოტივატორების დანერგვა და გავრცელება დაიწყო. პოპულარული გახდა აზრი, რომ განვითარების სტიმული, მხოლოდ თავისუფალი კონკურენციაა. იდეური უთანხმოების გადაჭრის საშუალებად კი მხოლოდ ომი დარჩა, რადგან თავის დროზე დაპირისპირებულ მხარეთა შორის აზრთა გაცვლის სიტყვიერი ფორმა, იგნორირებულ იქნა.

ეს ყველაფერი, გაბატონებულ სისტემას აწყობდა, რათა ომის პროპაგანდა გაეჩაღებინა და ამ ხერხით იარაღის შექმნა და მისი ყიდვა გაყიდვა ხელოვნურად გაეზარდა.

ასე და ამგვარად დედამიწაზე დაიწყო, ე.წ. „გამალებული შეიარაღების“ ხანა! დასანანია, მაგრამ ეს ფაქტია!

კაცობრიობა საკუთარ დაგებულ მახეში გაება. იგი მოჯადოებულ წრეზე მოძრაობს. ხან ერთ, ხან მეორე ცდაზე, ჯიუტად ცდილობს ამ ხაფანგიდან თავის დაღწევას, მაგრამ ამაოდ. შედეგი სავალალოა. ასე გაგრძელდება უსასრულოდ, ვიდრე ხალხი არ დაინახავს დაშვებულ შეცდომებს და მოძრაობის მარშრუტს არ შეცვლის.

რაც დრო გადის, ეს ყველაფერი, ერთ დიდ აბსურდის თეატრს ემსგავსება. ადამიანს დღითი დღე ეკარგება რეალობის ადეკვატური აღქმის უნარი. შესაბამისად მისთვის ცხოვრება რთული და უსიამოვნო გამოცანა ხდება!

- ჩარლი, როგორ გგონია, რატომ არსებობენ სამყაროში გონიერი არსებები?

კითხვამ საგონებელში ჩამაგდო, პასუხს ვერა და ვერ მოვუყარე თავი.

ისევ გოდარმა გააგრძელა:

- სიცოცხლე საიდუმლოა მათთვის, ვისაც არ ძალუძს არსებობის ფაქტის რეალობად აღქმა, და ჩაფიქრება იმაზე, რატომ არსებობს სიცოცხლე და ბოლოს და ბოლოს ვინ შეგვქმნა ჩვენ!

თუ ჩვენ გამოვალთ იმ იდეიდან, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამ აქტისთვის ღმერთს, საკუთარი განზრახვა, მოქმედებათა განხორციელების ლოგიკური ჯაჭვი და კარგად განსაზღვრული მიზანი უნდა ჰქონოდა.

თუ არსებობს მიზანი, მას თან უნდა ახლდეს მიზნის მიღწევის გეგმა.

სადაც განზრახვა და მიზანდასახულობაა, იქვეა, წარმოდგენა, ფიქრი, განსჯა და აზროვნება.

თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი, ფიქრობს, (აქვს ფსიქიკური პროცესების წარმოქმნის უნარი) და გააჩნია, შესაბამისი მოტივები, განზრახვები, ნება-სურვილები, ინტერესები, მიზნები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი არა არის ყოვლისმცოდნე.

ყოვლისმცოდნეობა ნიშნავს: ყველაფერი იცოდე, წარსულში, აწმყოში და მომავალში განორციელებულ, თუ განსახორციელებელ ხდომილებებზე.

თუ ამ მაორგანიზებელ ძალას, იმისთვის, რომ იმოქმედოს, აზროვნება სჭირდება, მაშინ იგი კორელაციაში უნდა იყოს იმ საგნებთან, რომელზეც ზემოქმედებს.

ასევე, თუ ჩავთვლით, რომ ამავე ძალამ შექმნა სამყარო და სიცოცხლე, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს განვითარების რაღაც ეტაპია.

მაგრამ აქვე შეგვიძლია დავსვათ კითხვა, თუ მისი ძალაუფლება ყველაფერს სწვდება და მას ყველაფერი ძალუძს მაშინ, რატომ თავიდანვე არ შექმნა ისეთი პირობები, რომ ყველა ადამიანი იდეალური ყოფილიყო. ყველას იდეალური და ჰარმონიზირებულ გარემოში ეცხოვრა?

ფაქტია, რომ ეს ასე არ არის! სახეზეა არასრულყოფილი ადამიანების სიმრავლე.

თუ ვიტყვით, რომ ადამიანის არასრულყოფილება მისივე თავისუფალი ნების ბრალია, ეს ღმერთის მიმართ არაკორექტული იქნება, ანუ იგი ჯერ გვაძლევს თავისუფალ ნებას და მერე ცდას ატარებს: აბა დავუშვებთ თუ არა თავისუფალი ნების გამო შეცდომას.

მან ვინც შეგვქმნა, ისიც უნდა სცოდნოდა, როგორი ვიქნებოდით, ამა თუ იმ სიტუაციაში, დავუშვებდით შეცდომებს თუ არა. ყოვლისმცოდნე შემოქმედს ყველაფერი წინასწარ უნდა გაეთვალა, უნდა სცოდნოდა, ასეთ მძიმე პირობებში გავუძლებდით, თუ არა ცდუნებას, გადავრჩებოდით, თუ დავიღუპებოდით. ყოვლისმცოდნე შემოქმედმა, ისაც წინასწარ უნდა იცოდეს, მიაღწევს სასურველ მიზანს, თუ ვერა.

შემქმნელმა, ხომ ყველაზე უკეთესად იცის ქმნილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მისი ყველა ნაბიჯი შემოქმედს გათვლილი უნდა ჰქონდეს. ყოვლისმცოდნემ ისიც უნდა იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სხვადასხვა სიტუაციაში მისი ქმნილება. . .

ძნელია იმის გაგება, რომ შემოქმედს, რომელსაც ძალუძს არაფრისგან შექმნას უსასრულო კოსმოსი, არ შეუძლია მართოს ადამიანი ისე, როგორც საჭიროა მისი მიზნის მისაღწევად?

რატომ არ შეუძლია მას ადამიანი ისეთი შექმნას, რომ მან შეცდომაც არ დაუშვას და ამავე დროს ჰქონდეს თავისუფალი ნება?

ან რატომ არ შეუძლია ღმერთს, წინასწარ ჰქონდეს გაწერილი ნებისმიერი არსების მოქმედება დროის ნებისმიერ მომენტში?

იმ შემთხვევაში, თუ ვიტყვით, რომ ეს თვისება შემოქმედს არ გააჩნია, მაშინ მას ავტომატურად ეკარგება უნარი ადეკვატური რეაქცია მოახდინოს წარსულ ცოდვებზე, ან ზუსტად იწინასწარმეტყველოს, თუ რას მოიმოქმედებს სუბიექტი მომავალში.

ღმერთი რომელსაც არ ექნება ყოვლისმცოდნეობის უნარი რა თქმა უნდა ვერ შეძლებს ჩაერიოს ადამიანის ქცევაში და წინასწარ დააზღვიოს იგი შეცდომის დაშვებისგან.

ასეთი შემოქმედს, ადამიანთა უმრავლესობის თვალში დაეკარგება უფლებამოსილება, რადგან მათთვის, იგი ვერ ჩაითვლება უმაღლეს ინსტანციად.

რაც შეეხება თავისუფალ ნებას, აქ გვაქვს ორი ალტერნატივა, პირველ შემთხვევაში ადამიანს გააჩნია უფლება თვითონ აირჩიოს თავისი საქციელი, ანუ მოიქცეს ისე როგორც სურს. ოღონდ მხოლოდ თეორიულად, რადგან ყოვლისმცოდნეს უკვე წინასწარ ეცოდინება, თუ ვინ რას და როგორ მოიმოქმედებს და შეეძლება პირდაპირ ჩაერიოს ადამიანის ნებისმიერ ქცევაში. აქ უკვე ვაწყდებით გართულებას, კერძოდ იმას, რომ თავისუფალი ნება ქრება.

სახეზეა აბსურდული სიტუაცია, როცა შემოქმედს შეუძლია შეუზღდოს საკუთარ ქმნილებას თავისუფალი არჩევანის უფლება და ამის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებს მის დამორჩილებას.

თუ ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი (თუ იგი ყოვლისმცოდნეა) და ამ პირობებში, ადამიანი მაინც ვერ იქცევა ისე როგორც ღმერთს სურს, უშვებს შეცდომებს, მაშინ ნებისმიერი ინდივიდის საქციელის, მტყუან მართლის, სიკეთის ან ბოროტების კონცეფციით მიდგომა არამართებული იქნება, რადგან ამ შემთხვევაში შეცდომების დაშვება მარტო სუბიექტის მიზეზით არ ხდება, არამედ იმ ძალის მიზეზითაც, რომელსაც თქვენ ღმერთს ეძახით.

ანუ თუ იმ პოზიციას მივიღებთ რომ ღმერთი ყოვლისმცოდნეა, მაშინ რომ შემოქმედმაც უნდა გაიზიაროს თვისი შექმნილის მიერ დაშვებული შეცდომის პასუხისმგებლობა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ადამიანის მიერ ჩადენილი არასწორი საქციელი, ან დაშვებული შეცდომა, მხოლოდ მისი მიზეზით არ ხდება, თუ ღმერთმა იცოდა, რა შეძლება ჩაედინა მის შექმნილს, წინასწარ საქმის კურსში იყო, რას გააკეთებდა ნებისმიერი ადამიანი, დაბადებიდან სიკვდილამდე, მაშინ აზრს კარგავს მისი დასჯა ან წახალისება. უფრო მეტიც, სუბიექტის მიერ ნებისმიერი არასწორი ქცევის, ბოროტების ჩადენის შემთხვევაში, ღმერთი ამ საქციელის თანამონაწილე ხდება.

თუ შემოქმედი ყოვლისმცოდნეა, მაშინ მას შეუძლია წინასწარ იცოდეს რას გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში პირდაპირ იმოქმედოს მასზე და იგი შეცდომებისაგან დააზღვიოს.

თუ ეს მართლაც ასეა და ამ თვისების მიუხედავად, შემოქმედი მაინც ვერ იმორჩილებს თავის შექმნილს, მაშინ ლოგიკიურად მივდივართ შემდეგ შეხედულებამდე:

1. ღმერთის კონცეფცია ტყუილია;
2. ღმერთმა ადამიანის შექმნაში შეცდომები დაუშვა;
3. იგი არ არის ყოვლისმცოდნე და ეს მის შესაძლებლობებში არ შედის;

უნდა მიიღოთ სხვა იდეა, რომ ჩვენ–ადამიანები, აზროვნების და ფიქრის მერე მიღებული გადაწყვეტილების შედეგი არ ვართ!

”ღრმა” არ ფიქრობს, იგი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის ანალიზით, ან დანაკარგის და მოგების მიხედვით არ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, რაიმე ქცევის, ან მოქმედების განხორციელებისთვის ფსიქიკური პროცესები არ სჭირდება.

ჩვენ, უსასრულო სამყაროში მოქმედი, იმ კომპლექსური ძალების შემადგენელ ნაწილს წარმოვადგენთ, რომელიც მუდმივ ზრდაშია.

ყველა გონიერი არსება, უსასრულო სამყაროში მიმდინარე ევოლუციური პროცესის ნაწილია და ამ ევოლუციას აქვს მიზანი.

იმის მიუხედავად, რომ ადამიანები ამ ზრდის პროცესის ნაწილი ვართ, გვაქვს სრული თავისუფლება, დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ კოსმოსის არენაზე.

უკვე ვთქვი, რომ ძალა, რომელსაც ჩვენ “ღრმა”-ს ვეძახით, განზრახვების, ფიქრის და გადაწყვეტილების მიღების შედეგად არ მოქმედებს.

განვითარება, საერთო პირობების, თანდათანობითი გაუმჯობესების პრინციპით ხორციელდება. ეს კურსი, არ იცვლება დროსა და სივრცეში, იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ კოსმიური ძალის (ღმერთის) თვით დამკვიდრების პროცესი, რომელიც რამოდენიმე სტადიად იყოფა.

თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. თუ როგორ მოიქცევა იგი, სწორედ თუ მრუდედ, ეს მისი უზენაესი უფლებაა. მისი საქციელი განიხილება, საერთო, ან ინდივიდუალური. ადგილობრივი, ან უნივერსალური პირობების მიხედვით.

“ღრმა”-მ (როგორც ჩვენ ვუწოდებთ ღმერთს), სამყაროსა და ადამიანის შექმნის შემდეგკი არ დაიწყო ფუნქციონირება. იგი ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს კანონთა ნაკრებს, რომელიც კოსმოსში სიცოცხლის გენერირებას ახდენს. ყოველი არსება აღჭურვილია სასიცოცხლო მოცემულობებით. მათ შორის კი მხოლოდ ადამიანს კი აქვს შანსი არა მარტო გადარჩეს და იარსებოს, არამედ გააცნობიეროს, რომ მისი სიცოცხლის მიზეზი, გონიერი საწყისია.

თუ ვიტყვით, რომ “ღრმა”, მხოლოდ ბიძგებს იძლევა პროგრესის მიმართულებით და იგი არაა ყოვლისმცოდნე !

რა თქმა უნდა ძნელი იქნება ადამიანისთვის ამ იდეის მიღება, რადგან იგი თავს მიტოვებულად და მარტოსულად იგრძნობს.

ღმერთის თქვენეული კონცეფცია, მხოლოდ დარდების და ტკივილების გასაქარვებლად გამოდგება. ადამიანებმა ისეთი ღმერთის სახე შექმნეს, როგორიც დარდისა და წუხილის გამზიარებელ, ნუგეშისმცემელ პიროვნებას ექნებოდა.

ასე რომ, მათთვის, ღმერთთან ურთიერთობის განსხვავებული ფორმა მიუღებელი იქნება.

იმის გამო, რომ ადამიანი სახიფათო გარემოს და შინაგანი სიმარტოვით გამოწვეულ ტკივილებს ვერ უმკლავდება, მან „საკუთარი ღმერთის“ იდეა შეიმუშავა, ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაზე მიღებული ტანჯვის სანაცვლოდ იგი სამოთხეში დასაჩუქრდება.

ადამიანთა მორწმუნე ნაწილი ყოველდღე ელოდება ღმერთის ჩარევას მის ყოფაში და სჯერა, რომ მისი ცხოვრება, მხოლოდ ასე გამოსწორდება.

ასეთი პოზიცია რა თქმა უნდა შეცდომაა! ევოლუციის გრძელ და რთულ გზაზე დაკარგულმა კაცობრიობამ, მითებისა და კერპების სამყარო შექმნა, რათა არ მოახდინოს რეაქცია იმ მიზეზებზე, რომელიც მას თრგუნავს, თან როგორმე გაამართლოს თავისი უმოქმედობა. ამ იდილიურმა კონცეფციამ, გარკვეულად შეამსუბუქა ადამიანთა ტანჯვა და ტკივილი, და გაალამაზა სიცოცხლე. მაგრამ ეს ილუზიაა..

გადის დრო, შეცდომას, შეცდომა მოსდევს, ადამიანი უფრო და უფრო სცილდება რეალობას, მან თითქმის დაკარგა, შემეცნების, გრძნობათა სიძლიერის, ბუნების და ინტელექტუალური სილამაზის დანახვის უნარი,

ადამიანის სახეობა ერთადერთია ცოცხალ არსებებს შორის, ვისაც ძალუძს სილამაზის სხვადასხვა რიგის გამოვლინებების აღქმა. ამ გრძნობებს ხომ არა აქვთ არანაირი საზღვრები.

სიცოცხლე თავისი არსით სიყვარულის აქტთან არის დაკავშირებული, ეს ის ღრმა გრძნობაა, რომელიც ადამიანსა და ცხოველს შორის ზღვარს სდებს

“ღრმა” ანუ ღმერთი, არ წარმოადგენს არსებას, იგი მიზეზია სიცოცხლის წარმოქმნისა და მისი სინთეზისა, იგი კოსმოსის ევოლუციის და ტრანსფორმაციის მაგენერირებელი, დაუსრულებელი ძალაა, იგი პროგრესისა და სრულყოფილებისაკენ მიმართული დინამიკური იმპულსია,.

“ღრმა” ერთი შეხედვით შეიძლება ინერტულად და ცივად მოგეჩვენოთ, თითქოს მას არ უნდა აინტერესებდეს ჩვენი ქცევა, თითქოს იგი ძალიან შორსაა ჩვენგან.

არა! იგი წყაროა, იმ მიღწევების და სულისკვეთებისა, რაც ასაზრდოებს ადამიანის აღმაფრენას, შემოქმედების, პიროვნების თავისუფლების, სიყვარულისა და ღირსეული სიცოცხლისაკენ.

“ღრმა”, მკაფიო და განსაზღვრული მიზნის მქონე ძალაა, მისი მიზანია გაიზარდოს, გამრავლდეს და უსასრულოდ გაფართოვდეს კოსმოსში. მისი მოქმედება, არ არის ფიქრის და აზროვნების შედეგი. ყველაფერი, თვით მისი ბუნების, ხასიათის გამოვლინებაა.

ღრმა ძალაა, რომელიც ამოძრავებს ცხოველებს, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძოლონ, იგი შინაგანი ხმაა, რომელიც აიძულებს ადამიანებს შორ მანძილზე იმოგზაურონ, მოძებნონ თანასწორი მოპირდაპირე სქესის ადამიანი და შინაგანი კმაყოფილების განცდა მიიღონ, იგრძნონ სიყვარულის ზემოქმედება, მისი სინაზე და უბრალო მოფერებით გამოწვეული სიხარული. იგი მოყვასის მიმართ თანალმობის განცდაა. ყველა ამ უნარებში და გრძნობებში, მისი მოქმედება უნდა დავინახოთ,

იგი ყველა ჩვენგანში ვლინდება, მაშინ როცა შინაგანი თვით მართვის ორგანოსთან (სინდისთან) ვურთიერთობთ. როცა ჩვენ ვწყვეტთ მსჯელობას, ფიქრს და ვქმნით ინტუიციურ არხს.

თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რა შეგიძლიათ! ვერ მონახეთ შინაგანი რესურსი და საშუალება, არ იცით, თუ რა ურთიერთობა უნდა გქონდეთ ღმერთთან. რომელიც ისეთივე ძველია, როგორც კოსმოსი, და იმავე დროს ახალგაზრდაა, ყოველი ახალი დაბადებით.

მას ვერაფერი ვერ შეედრება, ვერც დრო ვერც რაიმე სხვა ძალა მასზე ვერ მოქმედებს, სამაგიეროდ მისი მოქმედება და სამყაროს გაფართოება უკვე თქვენთვისაც ფაქტია.

თქვენს სამყაროში, ღმერთი ასოცირდება სიკეთესთან, ეშმაკი კი ბოროტებასთან. ასეთი მარტივი განმარტებები, მათ მოიგონეს, ვისაც გართულებებისგან თავი არიდება სურდა.

უნდა ითქვას, რომ თუ სამყაროს წარმოქმნის ავტორი, ან ინსპირატორი ღმერთია, მაშინ ეშმაკის წარმოქმნაც იგივე მიზეზით მოხდებოდა.

სიკეთე და ბოროტება ურთიერთ საწინააღმდეგო, ანტაგონისტური ძალებია.. ორივე აგენტის თანაარსებობა საფუძვლიანი მიზეზითაა გამოწვეული, მათი არსებობა აუცილებელია, რათა მოხდეს ევოლუციური პროცესის განსაზღვრულობა და დაჩქარდეს პროგრესი.

როგორც ეშმაკის, ასევე ბოროტების არსებობა, აუცილებლობითაა განპირობებული. ეშმაკი არსებობს, არა როგორც სამყაროსგან დამოუკიდებელი რომელიმე ინდივიდუალური სუბიექტი და პიროვნება, რომელიც დროის სვლას არ ემორჩილება. არამედ იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ღმერთის ახალდაბადებული ნაწილი, მისი გაგრძელება.

ტრადიციული, რელიგიური წარმოდგენებით, ეშმაკი, ღმერთის მოწინააღმდეგე, დაცემული ანგელოზი, ანუ ლუციფერია, რომელიც აჯანყდა. ასეთი შეხედულების სფუძველზე უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთმა მისი შექმნით, ან საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ან უცოდინრობით მოუვიდა, ვერ გათვალა ეს ანგელოზი როგორ მოიქცეოდა. ასეთი წარმოდგენა, რა თქმა უნდა სრული აბსურდი და უგუნურებაა.

ღმერთი უნდა მოქმედებდეს ყველა მიმართულებით, მაგრამ მას არ შეუძლია იყოს უნივერსალური ცნობიერება და იგი ვერ იქნება ცალმხრივი. სისულელეა ვიფიქროთ, რომ კარგი შედეგი მოაქვს, მხოლოდ სიკეთეს, ხოლო ცუდი, კი მხოლოდ ბოროტებას. პოლარულობა, სამყაროს უნივერსალური პირობაა. იგი არსებული რეალობის ორი მხარეა. შავი-თეთრი ფერის საწინააღმდეგოა! თუმცა თეთრი სხივი, მხოლოდ სხვა ფერის სინათლის სხივების შეკრებით მიიღება. მაგნიტს აქვს დადებითი და უარყოფითი პოლუსები, თუმცა ორივე ერთი და იგივე მასის შემადგენელი ნაწილებია. ყველაფერს აქვს თეზა და ანტითეზა, რომელიც ერთი მთელის ნაწილებად მოიაზრება. ბოროტება არსებობს, როგორც განუვითარებლობის, პრიმიტიულობის, გამოვლინება, ან რეაქცია. სიკეთე, კი განვითარებული, რთული სისტემების, ხარსხოვნების თვისებაა, იგი სრულყოფილებაა, რომელიც სამყაროს კანონებთან ჰარმონიულ თანაარსებობაში გამოიხატება.

სამყაროს განვითარება, მისი პროგრესისკენ სვლა, კონფლიქტური ძალების ურთიერთქმედების შედეგია.

ძნელია გაიგო სინათლის ბუნება, თუ მისი სიბნელესთან დაპირისპირება არ მოახდინე, ვერ გახდები კარგი, თუ შენში პრიმიტივიზმი, უგუნურება და ბოროტება არ გადალახე.

განვითარება შეუძლებელია წინააღმდეგობების გარეშე, თუ არ იქნებოდა სიკეთე და ბოროტება, პრიმიტიულობა და სირთულე, დეგრადაცია და წინსვლა, ქაოსი და წესრიგი, ღმერთი ვერ შეძლებდა სიცოცხლის გაჩენას და მის სრულყოფას. ვერ შედგებოდა ევოლუცია.


Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 3 2010, 11:42 AM
Post #28


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“ღრმა” გვევლინება, როგორც კოსმიური ევოლუციის ავტორი!

კოსმოსში ავარიული სიტუაციებიც ხდება, სახეზეა სრულყოფილებაც და განუვითარებლობაც. ორივე აგენტის არსებობა აუცილებლობითაა გამოწვეული. კოსმოსში ყველაფერი დინამიკაშია, დინამიკას, კი სიკეთეც სჭირდება და ბოროტებაც.

ღმერთი, ენერგიის წარმოქმნის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, მის გარეშე არაფერი არ იარსებებდა! იგი ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროს, ენერგიით აღმჭურველი გენერატორია, მასში შემავალი ელემენტების ურთიერთქმედებით, ტრანსფორმაციით და ადაპტაციით, მრუდე თუ სწორი ქმედებებით, დამარცხებით თუ გამარჯვებით, ხდება მატერიის მოძრაობა და ევოლუცია.

ღრმა, ვლინდება მატერიაში. იგი ყველა იმ ელემენტში აქტიურობს. რომლისგანაც მთელი სამყაროა აგებული.

სიცოცხლე გვევლინება, როგორც ცნობიერი მოქმედების აქტი, იგი უსასრულოდ მეორდება. არსებობს უსასრულო კოსმოსი, უსასრულო სამყაროებით, გალაქტიკებით, სისტემებით, ცოცხალი არსებებით. ეს ყველაფერი ერთად ძნელი წარმოსადგენია. ხოლო თვით ამ უსასრულო ორგანიზმში არსებული, „ღრმას“ არსებობა, მისი წარმოქმნის ისტორია, ახსნას არ ექვემდებარება. იგი ყოველთვის არსებობდა და მუდმივად იარსებებს გვინდა ეს ჩვენ, თუ არა.

მისი არსებობა ლოგიკურად უნდა განვსაჯოთ, თუ ვეთანხმებით იმას, რომ სამყარო შექმნილია და მისაღებია ისაც, რომ სამყაროში მოქმედებს, ენერგიის მუდმივობის, გრავიტაციის, სიცოცხლის, ევოლუციის და სხვა ბრძნული კანონები, მაშინ უნდა გავაცნობიეროდ ისიც, რომ ნებისმიერ კანონს, თან უნდა სდევდეს მაორგანიზებელი აგენტი, ძალა. რომლის საშუალებითაც, მატერიის სტრუქტურებში ინფორმაციის დაფიქსირება ხდება. მაგალითად: როგორც იწერება ინფორმაცია გენში, ან როგორც იგება ატომის სტრუქტურა, ისე რომ ელექტრული მუხტი გადაეცემა ელექტრონს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი ეს, ფიქრისა და განსჯის შედეგად კი არ ხდება, როგორც თქვენ გგონიათ, არამედ იგი შედეგია დიფერენცირებული პროცესისა, რომელიც უხსოვარი დროიდან მოქმედებს, როგორც უცვლელი ალგორითმი, ავტომატური იმპულსი.

“ღრმა” ასევე მოქმედებს, როგორც მატერიალურ სამყაროსა და მასში მიმდინარე გარდაქმნებს შორის შუამავალი, ყველა ის, ვინც ამ შუამავლის ნებას დაემორჩილება, ჩამოყალიბების გზაზე ბევრი სიურპრიზი ელის. ღმერთს არ სჭირდება თაყვანისცემა, იგი გვევლინება როგორც სიცოცხლის საზრისი და წყარო, რომელიც გონიერმა არსებებმა თვითონ უნდა შეიმეცნონ.

ჩვენი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, მისი განუწყვეტელი მოქმედების ხასიათი სრულად დავინახოთ.

უსასრულო სამყაროები ისე თანაარსებობენ, რომ ერთმანეთის განვითარებაში არ ერევიან. ის რაც კვდება შეიძლება ისევ აღდგეს. ადამიანში ღრმა მასზე ფიქრის დროს ვლინდება, იმის შემეცნებით თუ როგორია მის მიერ წარმოქმნილი სამყაროები.

ყველაფერი უწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის, არ არსებობს საგანი, რომელსაც შეუძლია სტატიკურ წონასწორობაში დარჩეს, ნებისმიერი სტატიკურობა ირღვევა განუწყვეტელი ზემოქმედებით მანამ, სანამ იგი ორგანიზებულ დინამიკურ წონასწორობაში არ მოვა, ამ მდგომარეობის მიღწევაა ღმერთის საბოლოო მიზანი!

ამ ინფორმაციამ დამთრგუნა და საგონებელში ჩამაგდო. ყოველ ჩვენგანს ერთი წუთით მაინც უფიქრია შემოქმედზე, კაცობრიობის განვითარების მანძილზე ღმერთის რწმენა მიზეზთა გამო, ხან იზრდებოდა ხან მცირდებოდა, თუმცა ყოველთვის უკავშირდებოდა ადამიანსა და საზოგადოებას.

ამ ცოდნის მიღება ძალიან გამიჭირდა.

გოდარი წუთით შეჩერდა და მკითხა,

- რას გრძნობ ამ წუთას?

- პასუხი ვერ გავეცი

- თვალები დახუჭე, მოდუნდი და კარგად ჩაუკვირდი შენ შინაგან მე-ს, იგრძნობ უსიამოვნებას, რომელიც შენი მე-ს მაკონტროლებელი ორგანოს რეაქციაა, ეს არის ტკივილი, რომელიც დისკომფორტს გიქმნის და გთხოვს გამაღიზიანებელი აგენტის მოცილებას, ანუ გთხოვს სულიერ კომფორტს. ეს ინსტრუმენტი ყველა ადამიანშია, მაგრამ მისი ხმის გაგება ბევრს არ ძალუძს. ეს აუცილებელი ტკივილი სხვადასხვა ინტენსივობისაა და განსხვავებულ სიტუაციებში იცვლება. მისი აქტივობა, ძირითადად რაიმე საქციელის ჩადენის შემდეგ შეინიშნება, იგი სიკეთესა და ბოროტების გზაზე, ცუდისა და კარგის გარჩევის საშუალებად გვევლინება. მისი არსებობით, ადამიანში ზნეობა ყალიბდება.

– უნდა გითხრა, რომ თქვენეული განმარტებები და წარმოდგენები სიკეთეზე და ბოროტებაზე, მცდარია!

სამყაროში ორი მოცემულობაა: უწყვეტობა და კვდომა. პროცესები ევოლუციური განვითარების კანონთა ჯაჭვით კონტროლდება, თუ ადამიანი, საზოგადოება, ცივილიზაცია, ამ კანონებს ემორჩილება, მაშინ ის წარმატებას და აღმასვლას აღწევს, თუ არა და გარკვეული დროის განმავლობაში მას დეგრადაცია, ქაოსი და კვდომა ელოდება.

ადამიანში არსებული განუვითარებლობა და ეგოიზმი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ იგი მიუღებელი და ცუდია. თქვენს საზოგადოებას, რეალობის გასარკვევად, ცოდნა, სწორი წარმოდგენები აკლია, თქვენ არ იცით, რომ ყველა არასწორი საქციელი, თქვენვე გაზიანებთ და განგრევთ!

ბოროტება უნდა განვიხილოთ, როგორც უგუნურებით გამოწვეული საქციელი, რომელსაც გაქრობამდე-სიკვდილამდე მიჰყავხართ! ისევ გიმეორებ, თქვენეული გაგებით მიღებული ბოროტება და სიკეთე არ არსებობს. სიკეთე არასრულფასოვნების, უგუნურების, სიბრიყვის გადალახვაა, რომელსაც სიმწიფემდე მივყავართ და პირიქით ბოროტება-უგუნურება, არცოდნა და განუვითარებლობაა, რომელსაც გადაშენება და კვდომა მოაქვს.

ცხოვრებაში, თქვენ უამრავ სისასტიკეს, ძალადობას, ჩაგვრას აწყდებით, ეს პრიმიტიული და უგუნური საზოგადოების თვისებაა. თქვენთან ბოროტებას პერსონფიცირებული სახე აქვს, იგი ერთეულ სუბიექტებს, ან მითიურ პერსონაჟებს მიეწერებათ. ასევეა სიკეთეც. ფიქრობთ, რომ ყველა ეს უკეთურება იმ ბოროტი ადამიანების და ავი სულების ბრალია, ვინც ყოველ დღე თქვენზე სანადიროდ დაძრწიან. იმ პირების ბრალია, ვინც ძალაუფლებას ფლობს. ისინი მიგაჩნიათ ყველა ბოროტებისა და პრობლემის სათავედ. შემდეგ რა ხდება!? მორწმუნე ხალხი ამ რეალობას უარყოფს, განუდგება, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას არც ფიქრობს, რადგან მათი რწმენით ყველაფერი ღვთის ნებაა. სინამდვილეში, ეს მდგომარეობაა ბოროტებას წყარო ასეთი რწმენა უშლის ხელს თქვენს განვითარებას და პროგრესისკენ სვლას! თქვენ ხომ თავიდან იხსნით ვალდებულებას, საკუთარი თანამოძმის მძიმე ხვედრზე და მთელ პასუხისმგებლობას იმ ძალას აბარებთ, რომელსაც უფალს უწოდებთ, რომლის ხელშიც თავი მარიონეტებად წარმოგიდგენიათ.

გავრცელებული პოზიცია, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება, თქვენთან ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან არსებობს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, თქვენს პლანეტაზე უამრავი ადამიანი იქნა ფიზიკურად განადგურებული. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თითქმის არაფერი არ შეცვლილა, თქვენთან ამ აზრზე მაინც ბევრია, მხოლოდ ტექნოლოგიები დაიხვეწა, წარმოების საშუალებები გაიზარდა და ჩაცმულობა გამოიცვალა, დანარჩენი იგივე დარჩა. უფრო მეტიც, ფიზიკურ სიკვდილს, თქვენს რეალობაში სულიერი სიკვდილი დაემატა. ცხოვრების მიმართ შიში გაიზარდა და ცრუმორწმუნეობის ზეგავლენა დღეს თქვენთან გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ოდესმე იყო.

იმისთვის, რომ გააცნობიეროთ, თუ რას წარმოადგენს „ღრმა ძალა“ (ღმერთი), მას ადამიანური, ფანტასტიურ-მისტიური ატრიბუტები და რელიგიური საფარველი უნდა მოაცილოთ, უნდა გაიგოთ, რომ იგი თვითკმარია! იგი თავისთავში მოიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია სიცოცხლის ევოლუციური გზით ფორმირებისათვის, მისი ნულოვანი მდგომარეობიდან დაწყებული, სიცოცხლის ურთულესი გამოვლინებით დამთავრებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 14 2010, 11:30 AM
Post #29


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცხოველები და ადამიანები ერთმანეთისგან უნდა განასხვაოთ! ცხოველები ინსტინქტებით მოქმედებენ, მათ ქცევებში არ არის ცუდი და კარგი საქციელი, ისინი თანმიმდევრულად რეაგირებენ ბუნებასთან და გარემო პირობების შესატყვისად მრავლდებიან. მათგან განსხვავებით, ადამიანი მოაზროვნე არსებაა, იგი აღჭურვილია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და გარემოსთან გამიჯვნის უნარით. მას ინტელექტის გამოყენებით, საკუთარი მოთხოვნილებების და ქცევების რეგულირება შეუძლია.

თქვენმა პოპულაციამ, ინსტინქტის უგულებელყოფით, შინაგანი ხმის მოსმენის უნარი დაკარგა, რამაც საზოგადოებას სიცოცხლის შენარჩუნების ბუნებრივი საყრდენი გამოაცალა.

ადამიანი თავს მოაზროვნე არსებად კი თვლის, მაგრამ სიბრძნის დაუფლებამდე, იგი ჯერ კიდევ შორსაა, მისი ემოციები, გონიერებაზე უფრო ძლიერია, რაც მასში ერთობ დელიკატურ პრობლემას ქმნის.

ემოციები და გრძნობები, ერთმანეთში არ უნდა აურიოთ, ეს ორივე, ერთი და იგივე არ გახლავთ.. ადამინში გრძნობების ერთდროული განცდა, მნიშვნელოვნად განსხვავდება, გუნება განწყობის ცვალებადობასთან,

ვიმეორებ, ადამიანებმა ინტელექტის განვითარებასთან ერთად მიატოვეს ინსტინქტები და რეალობასთან ურთიერთობაში გონებრივი რესურსების გამოყენება არჩიეს, ცხადია ამან ინდივიდის შემეცნების უნარი გაზარდა და მას ბევრი ცოდნა და გამოცდილება შესძინა.

მაგრამ პარალელურად გაჩნდა საშიშროება, ამ ყველაფრის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა. ასეთი ცვლილებებით, ადამიანმა დაკარგა ყველა ის საჭირო უნარი, რაც ევოლუციის გზაზე, სწორი გეზის არჩევაში დაეხმარებოდა.

დღეს საკმაოდ რთული მდგომარეობაა! მოაზროვნე არსებათა უმრავლესობა ვერ გარკვეულა, როგორ უნდა გაანაწილოს გონების, გრძნობების და ემოციების ფუნქციები ისე, რომ რეალობის ადეკვატური შეფასება შეძლოს, ამის სავალალო შედეგი სახეზე გაქვთ!

უნდა გაიგოთ, რომ ინტუიციას, ან თუნდაც შეგრძნებათა სრულ კომპლექსსაც არ ძალუძთ, დაგაზღვიონ სერიოზული შეცდომების დაშვებისგან. უნდა მიხვდეთ, რომ როგორც ემოციებისა და გრძნობების, ასევე მათი მოქმედების სფეროც შემოსაზღვრულია.

გონიერი არსების ქმედება, ზემოთ აღნიშნული ყველა პარამეტრის დაბალანსებით უნდა ხდებოდეს. სუბიექტის ქცევა გაანალიზებული და ორგანიზებული უნდა იყოს, რათა ადეკვატურად ასახოთ, თქვენი გრძნობები და განცდები. გონების, გრძნობის და ემოციების ბუნებრივი თანმიმდევრობა არ უნდა დაარღვიოთ.

არ გეგონოთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ცივი და უგრძნობი გახდებით, პირიქით, თქვენ შეძლებთ განიცადოთ გრძნობათა კომპლექსის მთელი სპექტრი. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს უნარი მაშინ მიიღწევა, როცა თვით ამ გრძნობების სიღრმეს და არსს ჩასწვდებით.

მდგომარეობა-როცა შეიგრძნობ და თან ამ გრძნობათა შესახებ ყველაფერი იცი-საქმის კურსში ხარ, საშუალებას იძლევა გრძნობის ინტენსიურობა გაზარდო და მისი მოქმედების დრო გაახანგრძლივო. ასეთი ცნობიერების მქონე ადამიანის გრძნობათა ამპლიტუდა, მნიშვნელოვნად მაღალი და დახვეწილია. სწორედ ეს განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან.

მაგრამ რაოდენ საწყენია, რომ თითქმის ყველა ადამიანი უკუღმა იქცევა, იმართლებს რა თავს ცხოვრების მძიმე პირობებით, სრულად იქვეითებს ბუნებრივ ინსტინქტს, უნარს სამყაროს რეალური აღქმისა.

დანახვა და შეგრძნება, მარტო ის კი არ არის, ავტომატური რეაქცია მოვახდინოთ შინაგან და გარეგან გამღიზიანებელზე, ან ის, რომ ყველას ვაჩვენოთ როგორი ემოციები გვაქვს; ადამიანი თავის გრძნობებს ხარისხობრივად განიცდის და სხვადასხვა ინტენსიურობით მაღალ ვარიაციებად აღიქვამს, ისეთი გრძნობები როგორიცაა სიახლოვე, სიმპათია, ანტიპათია, სიყვარული, უშუალო და სიღრმისეული უნდა იყოს, ისინი სწორად უნდა იქნან იდენტიფიცირებულნი და შეფასებულნი;

ნებისმიერი არსება, რეალობის ამსახველი, სხვადასხვა ტიპის დეტექტორია, მას თავისი დახვეწილობის ხარისხის შეუძლია შეუძლია, ინფორმაციის მიღება და მისი ინტერპრეტაცია.

განვითარების რა დონეზეცაა ცოცხალი არსება, ისეთი სიზუსტით შეუძლია: ბგერებით, მეტყველებით, მოძრაობით ან სხვა ფორმით გადმოცემული ინფორმაციის მიღება, დეკოდირება; ადამიანი, სხვა არსებებისგან განსხვავებით, ამას ყველაზე კარგად ახერხებს, რადგან მას გააჩნია უნარი, თავის შეგრძნებებს გაემიჯნოს და ისე ასახოს რეალობა, სხვა ცოცხალ არსებებს ეს უნარი არა აქვთ.

ევოლუციის პროცესი ნელა მიმდინარეობს, ეს რთული გზაა, ყოველ ეტაპზე, ხელისშემშლელ ფაქტორებსაა აქვთ ადგილი, ისინი თითქმის ყველა ქმნილებაშია განაწილებული.

სამწუხაროდ ადამიანი მსგავსი ფაქტორების აღმოფხვრას კი არ ცდილობს, არამედ სხვა ალტერნატიულ, ხელოვნურ გარემოს ქმნის. ასეთი ხერხით იგი დღემდე თავს არიდებს პასუხისმგებლობას და იადვილებს ცხოვრებას.

უმრავლესობა, ცდილობს მუდმივად რაღაცით იყოს დაკავებული, რათა საკუთარი შინაგანი კონტროლის მექანიზმიდან წამოსული უარყოფითი სიგნალები ვერ გაიგოს. მათი აზრით მძიმე ყოველდღიურობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე ამაღლებულზე იფიქრო.

მასის ძირითადი მიზანია, დროის გატარება და გართობა, რაც ცხოვრების ერთფეროვნებისგან გაქცევის საუკეთესო თავდაცვითი საშუალებაა.

სიცოცხლე თქვენი აზრით იმისთვის არსებობს, რომ შრომაში და გარჯაში დაიხარჯო, და ასე მუშაობაში გალიო დღენი!?

ასეთი ყოფა გამართლებული ხდება, თქვენთან არსებული სახელმწიფოებრივი მოთხოვნებით, იმაზე კი არავინ არ ფიქრობს, რომ ცხოვრების ასეთი წესი არასოდეს არ მოგცემთ შანსს ღმერთის და სიცოცხლის არსის შემეცნებისა, არ მოგცემთ საკუთარი შესაძლებლობების, პოტენციალის გამოვლინების საშუალებას.

იმისთვის, რომ შემოქმედი შეიმეცნოთ, შეისწავლოთ მისი მიზნები და მექანიზმები, რომლითაც ეს ძალა ვლინდება, ხელოვნური თვით შეზღუდვები უნდა მოიხსნათ.

ევოლუციის პროცესში აუცილებელია საზოგადოების სწორი ორიენტაცია. მიზანმიმართული და თანამიმდევრული გარდაქმნები სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი მომენტია ცივილიზაციის განვითარებისთვის.

განვითარებული საზოგადოება რეაქციას მოახდენს თითოეულ ინდივიდზე და მასში კონსტუქციული და ჰარმონიული ცნობიერების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს!

ღმერთი სამყაროს შექმნამდე მატერიის მოძრაობის წესების დამცავ კანონებს არ წერდა;

თქვენი საზოგადოების მართვა გამგეობა წერითი ფორმით გადმოცემული კანონებით და წესებით ხდება, რომელთა დარღვევაც ადამიანთა დასჯა მოჰყვება. ასეთ წიაღში დამოუკიდებელი და ჯანსაღი ცნობიერება ვერ ჩამოყალიბდება.

კოსმოსი მთელისა და ნაწილის ერთიანი მოქმედების შედეგია. ჭეშმარიტი კანონები, ცხოვრების კანონებია, რომელიც ყოველ ცოცხალ და არაცოცხალ ქმნილებაშია მოთავსებული, თქვენ უნდა მოძებნოთ ისინი და მათი მოქმედების წესები გაშიფროთ.

იმისთვის რომ “ღრმა” შეიმეცნოთ, ჯერ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ.

ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს თავისი აზრი აქვს, ყველა ცვლილება ერთ გამოკვეთილ მიზანს ემსახურება, თქვენც ამ მთლიანობის ნაწილი ხართ.

სიცოცხლის საზრისი, სამყაროს ყველა საიდუმლოს ამოხსნაში ძევს, ეს ცოდნა საშუალებას იძლევა, ყველა პრობლემა გადალახული იქნას. იგი თქვენში ჩადებული თვით მართვის მექანიზმის მოთხოვნაა, რაც მიღწეულ უნდა იქნას, იგი პიროვნების თავისუფლებისთვის საჭირო აუცილებელ ბერკეტებს გვაძლევს.

ღმერთის შემეცნებით ადამიანი საკუთარ სამყაროში მის არსებობასაც იმეცნებს, ამ დროს მასში კოსმიური პიროვნების ზრდა იწყება. პროცესი დროში გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში პიროვნებაში თანდათანობით ახალი ცნობიერება ყალიბდება.

სამყაროში სხვა ძალაუფლება „ღრმა“–ს გარდა არ არსებობს. მან სიყვარულისა და ჭეშმარიტების ძალით შექმნა რეალობა.

ჭეშმარიტება სხვა არაფერია, თუ არა სუფთა, უცვლელი, უწყვეტი სიცოცხლე და ამასთან ცოდნა, რომელიც მისკენ მიმავალ გზაზე სიარულში გამოგვადგება.

ღმერთთან ინტეგრაცია, ყველა ცნობიერი და ინტელექტუალური არსების მოწოდება უნდა იყოს, ეს ყოველივე კი მოხდება მაშინ, როდესაც ახალ სხივმოსილ, ღრმა თავისუფალ ცნობიერებას შეიძენთ.

თქვენთან მიღებულია, თითქოს როდესაც ადამიანი ღმერთის სახელს ახსენებს, იგი მასთან უკვე ინტეგრირებულია, მაგრამ ეს ილუზიაა.

თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენს მიერ ღმერთად აღიარებული არსება სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებას ფლობს.

რა თქმა უნდა მარტივი და მოსახერხებელია ისეთ სიტუაციაში და გარემოში ყოფნა სადაც ყველასთვის მისაღები პრინციპებით ცხოვრობ, გაცილებით ადვილია გაკვალული ბილიკებით სიარული, ვიდრე ჭეშმარიტების ძიების რთულ და სახიფათო გზაზე დადგომა. ცხოვრების მძიმე პირობებით შეჭირვებული ადამიანისთვის, კი მოგეხსენებათ ძალზედ ძნელია, კარგად შენიღბული და ათასი ილუზიებით დევალვირებული ჭეშმარიტების ძიება.

სიყვარულის უნარი, პატივისცემა, ვალდებულების გრძნობა, ამ თვისებებით ცხოვრება, არც თუ ისე ადვილია, ეს ყველაფერი სიკეთეა, იგი თქვენშია და არა სადმე წიგნებში, ან კულტურულ გადმოცემებში. შინაგანი პოტენციალის რეალიზაციის გზაზე ეს გრძნობები თანდათანობით გაიხსნება თქვენში.

ეს ერთგვარი დიალოგია შიდა და გარე სამყაროსთან, იგი ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვის გზაა, ურთიერთგაგების და აღმოჩენის გზაა! იმ კოსმიური პიროვნების აღმოჩენისა, რომელიც სამყაროს ეგზისტენციაში ძევს და თავისი არსით სრულყოფილებასა და საყოველთაო ჰარმონიას წარმოადგენს.

ეს პროცესი ცნობიერი აქტია, რომელიც მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანის სულიერება მის ცოდნასა და გონიერებზე იქნება დავანებული, სიბრძნეზე იქნება ორიენტირებული, როცა საკუთარ თავზე აიღებ მთელ პასუხისმგებლობას სიმართლის დაცვაში, აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ბევრ სიკეთეს გაშორებს. ამ გზაზე თქვენ სხვა ცოდნას შეიძენთ, არა ისეთს, რომლის სისწორეშიც ადრე ეჭვი გეპარებოდათ და რომელის გამოც დრო და დრო ტყუვდებოდით, ამ მდგომარეობაში თქვენ ერთი უნივერსალური ჭეშმარიტების მფლობელი ხდებით!

თუ კაცობრიობა განუდგება, საერთო, საზოგადოებრივი, სოციალური და კულტურული განვითარების კანონებს, მაშინ ვერც ცალკეული ინდივიდი და ვერც მთელი პოპულაცია ამ მდგომარეობას ვერ მიაღწევს.

ერთადერთი რეალური და სწორი ნაბიჯი ევოლუციის გზაზე, თქვენი ცნობიერების გარდაქმნა, თვალსაწიერის გაფართოვებაა, რათა თქვენი არსებული მენტალიტეტი, მაღალ, უნივერსალურ ცნობიერებაში გადავიდეს. ამით თქვენ გეძლევათ საშუალება ღრმად შეიცნოთ და იგრძნოთ სიცოცხლის არსი და მისი ჭეშმარიტი გამოვლინება. ეს ცოდნა მოგეცემათ, იმისთვის, რათა იგი სხვასაც გადასცეთ. თქვენი გამოცდილება და სიხარული სხვებსაც გაუნაწილოთ. დაეხმაროთ, მსგავსი უნარების აღმოჩენაში. ხელი უნდა გაუმართოთ იმ ხალხს, ვინც თქვენსავით დაინტერესებულია სამყაროსეული საიდუმლოების შეცნობაში, რათა ამ გზით ჭეშმარიტ თავისუფლებას ეზიაროს!

გოდარმა საუბარი დაამთავრა, მისი განზრახვა ჩემთვის გასაგები იყო, ეს ინფორმაცია საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის.

მისი არგუმენტები დამაჯერებელი და მყარი იყო, თვით ჩემი წარმოდგენები სამყაროზე, არანაირად არ ეთანხმებოდა მის მოწოდებულ მსოფლმხედველობას, ვხვდებოდი რომ ჩემი აზრები, თანდათანობით უნდა შეცვლილიყო.

თუკი კაცობრიობის განვითარების უკეთესობისკენ მიმართვა შესაძლებელია, ამ საქმეში საკუთარი ღვაწლი მეც უნდა გამეღო, აუცილებლად უნდა დავხმარებოდი ჰუმანოიდებს ამ რთულ და მნიშვნელოვან საქმეში.

უცხოპლანეტელის საუბარმა ღრმად ჩამაფიქრა. რამდენი ტკივილი, გაჭირვება, შიმშილი, მიუსაფრობა და ტანჯვაა დღეს დედამიწაზე, რამდენი გაუბედურებული ადამიანი, მოხუცი, ქალი, თუ ბავშვი მინახავს ჩემს ქალაქში, ბედის ანაბარა მიტოვებული, რა სასტიკია ჩვენი სამყარო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 14 2010, 11:50 AM
Post #30


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გოდარმა საუბარი გააგრძელა

... გზააბნეული ადამიანი, ცდილობს რამენაირი წამალი მოძებნოს სულიერი ტკივილების მოსახსნელად, რომელიც მარტოობით და სიყვარულის უკმარისობითაა გამოწვეული. შესაძლებელია ზოგიერთმა ასეთი რამ მონახოს კიდეც და შინაგანი დისკომფორტი მოიხსნას. თუმცა ეს დამაკმაყოფილებელი შედეგი რაღა თქმა უნდა უმთავრესად თავის მოტყუებით მიიღწევა.

შინაგანი წუხილი, გაურკვევლობა, მომავლის შიში, ამ ხერხით ქრება, მისი გამომწვევი მიზეზი უცნობი, გაუგებარი, მისტიური საბურვლით იფარება. ასეთი ე.წ. “სასარგებლო საზოგადოებრივი ინსტიტუტები” ადამიანს ხელოვნურ იმედს უქმნიან, შთააგონებენ რა რომ რაღაც არაამქვეყნიური ძალით საქმე მოგვარდება და ყველაფერი კარგად დამთავრდება.

საზოგადოებაში უმთავრესად ორი ალტერნატიული გაგებაა პოპულარული და მიღებული. ერთი მხრივ არსებობს ადამიანთა ისეთი კატეგორია, ვისაც მატერიალური დოვლათის და ფინანსური საშუალებების დაგროვება მიაჩნია ცხოვრების უმთავრეს მიზნად და მეორე, ვისთვისაც მთავარი სულიერებაა და სჯერა, რომ საკუთარი სულიერი მდგომარეობა გადაარჩენს.

ადამიანს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზაზე ეს ორი გაბატონებული პარადიგმა ამოძრავებს, მატერიალური სიძლიერისა და ზებუნებრივი ძალის იმედი.

საკუთარი უნარებიდან და საშუალებიდან გამომდინარე, ამ ორი გამოსავლიდან, იგი რომელიმეს ირჩევს. ან ფულის დაგროვებას ცდილობს და ამ მიზნისთვის გამოსადეგ ლიდერს ეძებს, იქნება ეს: მაგნატი, პოლიტიკოსი, პრეზიდენტი თუ სხვა. ან ეცდება, ვიღაცას და რაღაცას მიენდოს, გაჰყვეს; სულიერ მოძღვარს, წმინდანს, რელიგიურ სწავლებას. ზოგი მათგანი ხსნას უფლისგან ელის, ზოგიც უცხო ცივილიზაციას ელოდება დახმარებისთვის. მაგრამ ეს შეცდომაა! რადგან ასეთი განწყობა, ადამიანს მუდმივი მოლოდინის რეჟიმში აცხოვრებს, საკუთარი თავის რწმენას, შესაძლებლობებს და ძალებს ავიწყებინებს, ამ ფორმით იგი ხომ თავის თავს ანულირებას უკეთებს და არაფრად აგდებს.

ეს ერთგვარ უსასრულო მოჯადოებულ წრეს ქმნის, ამ წრის გარღვევა, მხოლოდ მას ძალუძს, ვინც გაბატონებულ პარადიგმებს რეფორმულირებას გაუკეთებს. შეიცვლის გეზს, მიმართულებას, სულს და სულიერ გზას.

ხელისშემშლელი პარადიგმების აღმოჩენით და მათი იგნორირებით ადამიანი მათი მახინჯი ზეგავლენისგან განთავისუფლდება და ჰარმონიულად გააგრძელებს ევოლუციის გზას თვით რეალიზაციისა და ბედნიერებისაკენ. სხვა გამოსავალი არ არსებობს! რამდენიც არ უნდა ეძებოთ, ირგვლივ გამეფებულ ამ დამპალ სტრუქტურაში, უკეთეს ცხოვრებას მაინც ვერსად ვერ აღმოაჩენთ.

ყველა გაბატონებული სისტემა ადამიანის ინტელექტუალური და სულიერი ევოლუციის წინააღმდეგაა მიმართული. ასე რომ რაიმე უკეთესის მონახვის შანსი წარმოუდგენელია.

ასე რომ ამ ხასიათის მოქმედება რა თქმა უნდა შეცდომაა და მცდარი გზაა. რაც დრო გავა მით უფრო გაგიძნელდებათ იმის გაგება, რომ ეს დროის ტყუილი ხარჯვაა. ბედის ირონიაა ის, რომ სინამდვილე თქვენთან ახლოცაა და იმავდროულად ძალიან შორსაც.

მთელი კაცობრიობა, მახინჯი პარადიგმებით შემოსაზღვრულ წრეზე ტრიალებს. ადამიანთა ერთი ნაწილი ამ მოძრაობას ნებით მიჰყვება, სხვა ძალით, ზოგი ინერციით. ზოგიც ელოდება, რომ გამოჩნდება ვინმე, კეთილი ადამიანი ან რაღაც ზებუნებრივი ძალა, რომელიც თქვენს გვერდზე და თქვენში არსებულ გამოსავალს გიჩვენებთ.

და ბოლოს მინდა გითხრა, რომ სულიერად ამაღლებულობა, განვითარებული სპირიტუალისტობა არ ნიშნავს იმას რომ ამავე დროს, იყო განდეგილი, გაბატონებული სისტემის შეურიგებელი ოპონენტი, ჯიუტი დემაგოგი, აბსოლუტური რეაქციონერი, საზოგადოებიდან გარიყული, ანარქისტი, ან მისტიკოსი. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პოზიციას თავისი უკიდურესი და რადიკალური პარადიგმები გააჩნიათ, სპირიტუალისტი ის პირია, რომელიც ყველაზე წინ ადამიანთა შორის ურთიერთობას აყენებს და საერთოდ ადამიანის რაობა ესმის, გარკვეულია იმ კანონებშიც, რომელიც მატერიალურ სამყაროს აყალიბებს და მართავს.

იგი ესწრაფვის იმას, რომ თავისი შინაგანი ძალისხმევა მიზანმიმართულად, შეგნებულად მომართოს საკუთარი არასრულფასოვნების გადასალახავად, რათა შემდეგ თავისი სხეული გამოიყენოს როგორც იარაღი და საშუალება, მატერიალური სამყაროს მიღმა არსებულის აღმოჩენაში.

პარადიგმების გადალახვა და მათი გაუვნებლება, ძველი გაგების მკაფიო და სწრაფ ცვლილებებით, პროგრესისკენ განუწყვეტელ დინამიკურ სვლაში მიიღწევა. ამ პროცესში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ისეთი მძიმე შეცდომა, რომელიც სამყაროს შეუცნობლად და ფანტასტიკური იდეებით შემოფარგლულად განიხილავს.

ეს ტოტალური სახეცვლილება მიიღწევა არა მარტო სენსორული საშუალებებით, გრძნობის მხედველობის და სმენის ორგანოების გამოყენებით, რაც ნებისმიერი მატერიალური მარტივი ობიექტის აღსაქმელად და დასახასიათებლად გამოდგება, არამედ აუცილებელია ობიექტის არსის შეცნობა და მისი გადმოცემა ასოციაციური და რაციონალური გზით.

გრძნობები და შეგრძნებები საგნის დანიშნულების გარდა სხვა ინფორმაციასაც გაწვდიან, იქნება ეს ესთეტიკა, სიმპათია, სილამაზე, მეგობრობა.

ნივთი შეიძლება იდეალიზებული იქნეს თქვენს გონებაში, მაგრამ მისი მატერიალიზაცია რეალურად შეუძლებელია და იგი მხოლოდ წარმოსახვით სამყაროში იარსებებს. კონკრეტული საგანი შეძლების და გვარად ხდება წარმოსახულის თვისებების მატარებელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ წარმოსახვას, ფიქრს და ოცნებას შედეგი არ მოაქვს, თუ მას რეალობაში არ განვახორციელებთ. მარტო სურვილებით და ნატვრებით ცხოვრება არ გაუმჯობესდება. ამისათვის კონკრეტული გაცნობიერებული და ზუსტი მოქმედებაა საჭირო. ჯერი უნდა შეიმეცნოთ ის, რაც ცხოვრების შეცვლისთვისაა აუცილებელი და ხოლო შემდეგ კი მათი რეალობაში რეალიზაცია უნდა მოახერხოთ. ყველაფერი ეს, მკაფიოდ დასახული მიზნების მიხედვით უნდა განხორციელდეს. ამისთვის აუცილებელია ფიზიკური მოქმედება, მანამდე წარმოდგენილ იდეალს, მის ფორმას და არქიტექტურას უნდა ეფუძნებოდეს, ანუ მოქმედება საიმედო, მყარ და იდეალური პროექტის მატერიალიზაციას უნდა წარმოადგენდეს..

ნამდვილი სულიერი ექსპერტი ისაა, ვინც პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საკუთარ თავზე აიღებს და მის მიერ შეცნობილი, შესწავლილი და შემდეგ სისტემატიზირებული იდეების, ცხოვრებაში რეალიზაციას მოახდენს. ამასთან ეს ყველაფერი მას საშუალებას მისცემს გადავიდეს, ახალ დინამიკურ მდგომარეობაში. ეს არის თავისუფალი, ფართო, ნათელი და ღრმა ცნობიერება, სადაც განუზღვრელობა, შიშები, სისუსტე, შური და ეგოიზმი აღარ არსებობს. ასეთ სუბიექტს აქვს დიდი მოთმინება და უნარი უამრავ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი გასცეს. იქნება ეს კითხვები, საკუთარ გამოცდილებაზე, გარემოზე, სამყაროში არსებულ კანონებზე, ცხოვრების ცვალებადობაზე, ამ ახალ მდგომარეობაში ადამიანს ეძლევა უნარი ცხოვრებაში არსებული რეალური მოვლენების მიზეზების, სიცოცხლისა და ბუნების საკრალური, ფარული უნივერსალური ცნობიერების შემეცნებისა. ამ სულიერი მდგომარეობის მიღწევით ადამიანი ეუფლება პირად ბედნიერებას.

ადამიანი სულიერად ამაღლებული, სპირიტუალისტი მაშინ არის, როცა იგი თავის განვითარების გზაზე სამყაროს ძირითად სულიერ არსს აღმოაჩენს, შეიცნობს უდიდეს საიდუმლოს-სიცოცხლის საზრისს. მისი აღმოჩენა ნიშნავს, ისეთი დაუსრულებელი სამფლობელოს მიგნებას, რომელიც ადამიანს თავისუფალი არსებობის საშუალება აძლევს!

ეს იმ სახლის მიგნებას ჰგავს, სადაც პიროვნებას ვალდებულებასთან ერთად და აქვს საშუალება, თავი დაცულად იგრძნოს.

თავისუფლებაში ცხოვრება თქვენი განვითარების დონეზეც არ უნდა იყოს უცხო, ეს არის გამოწვევა და ამავე დროს შედეგი ადამიანის ბუნებრივი გადარჩევის პროცესისა.

სამყაროს საოცარ და არამატერიალურ სიღრმეში უნდა უნდა შეაღწიოთ, გაიგოთ, რომ სიცოცხლე მთლიანობაში-მარტივი და უწყვეტი მოძრაობაა. უდიდესი ძალის მქონე ენერგიაა, რომელიც განუწყვეტლივ, მუდმივად მოქმედებს. ვინც ამ ენერგიას არ მიჰყვება, იგი სიცოცხლის არეალს ტოვებს, ხოლო ვინც აღმოაჩენს ამ სიცოცხლის კანონს და მის ნებას დაჰყვება, საშუალება მიეცემა, შეიგრძნოს სიცოცხლით მიღებული სიამოვნება, სიყვარული. მას შეეძლება უსასრულო სიცოცხლის ისეთი ნაწილი გახდეს, რაც ტრანსფორმაციას არ ექვემდებარება.

სიცოცხლის არსი, ახლოა სულის არსთან. სულის არსის შეცნობასთან ერთად, აუცილებელია საკუთარი შინაგანი “მე”-ც შეიცნოთ. თუ ამას ვერ შეძლებთ სიცოცხლის აზრსაც ვერ შეიტყობთ. საკუთარ თავში ღმერთის არსებობას და მის რაობას ვერ იგრძნობთ, ამ საქციელით ინტელექტს შეიზღუდავთ და თავს მარტოობისთვის გაწირავთ. ვერ მიიღებთ სულის არსის აღმოჩენით გამოწვეულ სიამოვნებას, სიხარულს და სიმშვიდეს.

სპირიტუალისტი არ უნდა ცხოვრობდეს საკუთარი ინტელექტის, გრძნობების, ემოციების, შეგრძნებების ტყვეობაში! იგი ყველაფერ ამას, უნდა იყენებდეს როგორც შუამავალს, საშუალებას, ერთგვარ გასაღებს, საკრალური კარისა, რომელიც თითოეულ ადამიანს თვით რეალიზაციისგან აშორებს. ამ კარში შეღწევით, არა მხოლოდ იმგვარ ცოდნას ეუფლებით, რომელიც დამაჯერებელ პასუხებს იძლევა უამრავ საჭირო კითხვაზე, არამედ უახლოვდებით სრულ ნატიფ სამყაროს, რომელთანაც ერთიანდებით და ამავე დროს მისი დისკრეტული ნაწილი ხდებით.

ადამიანისთვის შინაგანი სამყარო იარაღია. თუ მას დანიშნულებისამებრ გამოიყენებთ, მაშინ საშუალება მოგეცემათ ახალ ფართო ცნობიერებას დაეუფლოთ, სადაც ადგილი აღარ ექნება სიყალბეს, სიცრუეს, ილუზიას, სადაც სიყვარული უკვე მარტივი, ჩვეულებრივი გრძნობა კი აღარ იქნება, არამედ იგი სიცოცხლის აზრი და მისი რეალიზაცია გახდება. ეს იქნება ტოტალური უნიკალური სიცოცხლე, სიცოცხლე რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რუტინაშია ინტეგრირებული.

ამ გზაზე თქვენ დაეუფლებით ჭეშმარიტ მშვიდობას და ბედნიერებას.

თქვენი შინაგანი სამყარო და გარემო უკვე შედგენილი ახალი გაგებებით გამოცდილებით და აღმოჩენებით სავსე შესაბამისი იქნება, იმ ცნობიერების რომელიც ადამიანის არსებობის აზრის შეცნობით იქნა მიღებული. სადაც ჩანს რომ ბედნიერება მოდის სიცოცხლის სიყვარულიდან და საკუთარი თავის უმაღლესი დანიშნულების მქონე ობიექტად მიღებით. ეს სიყვარული განსხვავებულია, იგი არაა ინდივიდუალიზირებული (ეგოისტური) და ათას ნაწილად დანაწევრებული. იგი მუდმივი სუფთა და უკვდავი გრძნობაა. თუმცა ჯერ თქვენთვის ეს ოცნების სფეროა, მაგრამ საწყისი მონახაზები ამ მიმართულებით უკვე უნდა მონიშნოთ საკუთარ თავში.

ამ მიზანს რომ მიაღწიოთ თქვენში ღრმა, რადიკალური შინაგანი რევოლუცია უნდა მოხდეს, ეს შესაძლებელია! იგი უნდა განხორციელდეს, როგორც თქვენში, ასევე თქვენს ახლობლებში და მეგობრებში. ასეთი სულიერი გარდაქმნის შემდეგ ადამიანში იცვლება შინაგანი სამყარო. აღარ იარსებებს არანაირი გაბატონებული ტენდენცია, რომელიც მანამდე ასე ტრივიალური და პირველყოფილი იყო მასში. ამგვარი აქტით ადამიანის სულიერ სამყაროში უდიდესი რეფორმა უნდა მოხდეს.

სულიერი ამაღლება ერთერთი ძირითადი საშუალებაა თავისუფლებისა. სულიერი ქმნილება მაშინ გრძნობს თავს თავისუფლად, როცა ცხოვრებას საკუთარი მოთხოვნილების თავისუფალი დაკმაყოფილებით მიღებული სიამოვნებით ატარებს, როცა იგი არანაირი პრობლემით არაა შეზღუდული, როცა მას აღარ აწუხებს სამყაროში გაბატონებული კლასიკური პარადიგმები. ამ დროს იგი იმყოფება მუდმივ მუტაციაში. სულიერი აღმასვლა საშუალებას იძლევა მაცოცხლებელმა ძალამ ინდივიდში ისე იჩქეფოს, როგორაც იგი სამყაროში მოძრაობს და მიედინება. ამ მდგომარეობას მიღწეული ადამიანი უკვე ისე მოძრაობს, როგორც მთელი კოსმოსი. თვითონაც მუდმივად ცოცხლობს როგორც კოსმოსი და გაცნობიერებული აქვს თავისი არსებობის უწყვეტობის შესახებ.

ამგვარი პიროვნება, მთელი თავისი არსით წარმოაჩენს ადამიანური ბუნების მიმართ სიყვარულს და ცდილობს ეს სიყვარული გაავრცელოს სხვებზეც, თავის მეგობრებზე და მათზეც კი ვინც შეიძლება ამას არ იმსახურებდეს, მტრებზეც კი. ასეთ ადამიანს, უკვე ერთი და მუდმივი ნება აქვს, მისი ცოდნა და სიბრძნე იზრდება. შეგრძნებები თანდათან უფრო იხვეწება და იგი სულიერად წმინდა ხდება.

მსგავს მდგომარეობაზე, ჯერ კიდევ 2000 წლის წინათ გითხრეს: იმისთვის რომ ადამიანი ჩასწვდეს სიცოცხლის ჭეშმარიტ არსს, ხელმეორედ უნდა დაიბადოს. ამ მდგომარეობაში თქვენ აღარ იქნებით განუვითარებელი სუბიექტი, უკვე დასრულებული პიროვნება გახდებით და მიხვდებით, რომ აღარ ხართ საკუთარი სისუსტის და სიბრმავის მონა, აღარ ხართ ის ადამიანი, ვინც კონფორმიზმისა და უგუნურების გამო სამყაროს უნივერსალური ხედვა დაკარგა.

ამ მდგომარეობაში უკვე მზად იქნებით ახალი ცხოვრებისთვის, ამ დროს თქვენი გრძნობები და ფიქრები აღარ საზრდოობს მარტივი გამოცდილებიდან, შინაგანი სისუსტეებიდან, ადრე არსებული ეთიკური ნორმებიდან, არამედ თქვენი სტიმულები ახალი გამოცდილებიდან და სურვილებიდან მოდის. ეს იმდაგვარი მდგომარეობაა, როცა შენ გსურს და გრძნობ მას, რაც მაღალ გასულიერებულ ცნობიერებას სურს და ძალუძს.

თუმცა ისიც უნდა გაიგოთ, რომ ნუ ეცდებით სხვებს აიძულოთ, ან თუნდაც დაეხმაროთ გახდეს ისეთი, რასაც თქვენ მიაღწევთ. ამას თქვენ ვერ შეძლებთ.

მალე ახალი იმედი გაჩნდება, ახალი მომავალი ერისა. ქაოტური და უსამართლო სამყაროდან დაიბადება სიახლე, ახალი ამინდი, რომელიც შობს ახალი უკეთესი ცხოვრების იმედს. ყველაფერი ეს, მაშინ მოხდება, როცა არჩევანი უკვე გაკეთებული იქნება, მედლის ორივე მხარე კი განსაზღვრული.

- ჩარლი ჩვენ ბევრი რამ ვთქვით, მაგრამ ბევრიც სათქმელი დაგვრჩა, ნახვამდის იმედია ისევ შევხვდებით!

- ნახვამდის გოდარ!

ჩვენი საუბარი აქ დამთავრდა.

ამ საუბარმა უფრო ფართოდ გამაცნო ადამიანის ბუნების ნამდვილი არსი, კიდევ უფრო ნათლად დამანახა ის ალტერნატიული გზა რომელსაც შეუძლია გაგვათავისუფლოს იმ უამრავი კომპლექსისგან, რაც ხელს გვიშლის თვით რეალიზაციის გზაზე, თუმცა მისმა ბოლო ფრაზებმა მძაფრი ინტერესი გამიჩინა, რას უნდა ნიშნავდეს სიტყვები

” როცა არჩევანი უკვე გაკეთებული იქნება, მედლის ორივე მხარე კი განსაზღვრული.” ამ საუბარმა ისე გადამღალა, რომ იმის თავიც აღარ მქონდა ამ სიტყვების შესახებ გოდარისთვის კითხვა დამესვა. თუმცა საუბარმა, მთლიანად გაფანტა ის ეჭვები, რაც ჩემში ჯერარდოსთან კამათმა წარმოშვა. დღეს თუ ხვალ გოდარი ალბათ მეტყოდა ამ სიტყვების მნიშვნელობას და ასევე იმასაც ამიხსნიდა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა აპუზე ნანახ ადამიანთა სკულპტურებს.











Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 22 2010, 11:44 AM
Post #31


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ მკითხველს აინტერესებს როგორ დაიწყო ეს კონტაქტი, ამიტომ წიგნის ერთი თავიდან მოგაწვდით ნაწყვეტს


პირველი შემთხვევა 1973 წელს, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ტრასაზე მოხდა. გზაზე მოძრავმა ავტომობილმა, უეცრად კონტროლი დაკარგა გზიდან გადავიდა და ჯერ იქვე მდგარ ხეს შეეჯახა, შემდეგ, კი ხრამში გადაიჩეხა. ავარიის დანახვაზე ტრასაზე მოძრაობა შეჩერდა. რამოდენიმე მგზავრი მანქანიდან გადმოვიდა, რათა დაზარალებულისთვის დახმარება აღმოეჩინა. ისინი ხევში ჩავიდნენ, რომ მძღოლი ავტომობილიდან გადმოეყვანათ, მაგრამ მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახეს, რომ ავტომობილში მძღოლი არ დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მოვიდა, მათ ტრანსპორტი გულდასმით დაათვალიერეს და მისი იდენტიფიცირება მოახდინეს. აღმოჩნდა, რომ იგი აშშ-ში მცხოვრებ ვენესუელის მოქალაქეს ეკუთვნოდა. ავტომობილის მფლობელი, ტექნიკური განათლების მქონე სტუდენტი იყო, რომელიც ადგილობრივ ატომურ ელექტროსადგურში მუშაობდა. ხანგრძლივი გამოძიების მიუხედავად, პოლიციამ მეტი ვერაფერი ვერ დაადგინა, ვერც ადგილობრივმა მთავრობამ ვერ მიაკვლია დაკარგულს. სად გაქრა ამ უბედური შემთხვევის შემდეგ მძღოლი ვერავინ ვერ გაიგო. ეს ფაქტი იდუმალებით იყო მოცული. ამ ადამიანს, ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს, ვერსად ვერ მიაგნეს. საოცარი ის იყო, რომ მისი გაქრობა დღისით მზისით ცენტრალურ ტრასაზე მოხდა, იქ სადაც უამრავი სხვა ავტომობილი მოძრაობდა. ამ შემთხვევამ დიდი თავსატეხი გაუჩინა ადგილობრივ პოლიციას. დაკარგულის მშობლები დიპლომატიურ სამსახურებსაც დაუკავშირდნენ, მაგრამ ამაოდ ეს კაცი უკვალოდ, ისე გაქრა, თითქოს მიწამ უყო პირიო.

დაზარალებული პირი კარაკასში, ერთ პატარა დაბაში ცხოვრობდა. ოჯახმა ადგილობრივი მთავრობისგან შეტყობინება მიიღო, დაკარგულის შესახებ. ინფორმაცია გაურკვეველი და ბუნდოვანი ჩანდა, დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ მისი გაქრობა გაურკვეველ პირობებში მოხდა.

ეს უცნაური შემთხვევა ურთიერთ გამომრიცხავ ფაქტებს შეიცავდა. ამერიკის მთავრობამ ამ შემთხვევას, შურისძიების მიზნით იყო მოწყობილი დაგეგმილი მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა. ადგილობრივმა მთავრობამ, რადგან მიცვალებული ვერ აღმოაჩინეს, ახლობლებს მხოლოდ დაღუპულის ნივთები გაუგზავნა. ოჯახი იძულებული გახდა ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე მიეღო სამწუხარო დანაკარგი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საკუთარი წარმოდგენა გააჩნდათ სიკვდილზე და გარდაცვალებაზე. მათ სჯეროდათ, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის შესახებ. ჭირისუფლებმა გადაწყვიტეს, სპირიტისტული სეანსისა და მედიუმის დახმარებით გარდაცვლილის სული გამოეძახათ და პირადად მისგან მიეღოთ ინფორმაცია, იმაზე თუ რა მოხდა სინამდვილეში.

ოჯახის წევრებმა სეანსის მოსაწყობად დაღუპულის მეგობრები და ნათესავები მოიწვიეს, მედიუმობა კი ამ ახალგაზრდა კაცის ძველმა მეგობარმა იკისრა. (იმისთვის რომ მათი ეს მცდელობა სხვებსაც გაეგოთ, საუბრის ჩანაწერიც კი გააკეთეს).

ყველაფერი წესისამებრ მომზადდა, ბნელი ოთახი, ანთებული სანთლები, წყნარი ადგილი. მალე მედიუმი ტრანსში შევიდა. ყველას იმედი ჰქონდა, რომ გარდაცვლილის სულთან კავშირი მოხდებოდა. მცირე ხანში, მაგიდის ირგვლივ ნისლისმაგვარი რაღაც ჩამოწვა, რომელმაც მომრგვალებული ფორმა მიიღო. ეს უცნაური ფორმის, ფლუროესენცირებული, სიგარეტის კვამლის მაგვარი გარემო იყო, მისი ინტენსივობა თანდათანობით გაიზარდა, პულსირება დაიწყო და ნისლისებური ღრუბელი, ნახევარმთვარედ იქცა. ღრუბლის ცენტრში გამოიკვეთა ლანდი, რომელმაც ჰუმანოიდის ფორმა მიიღო. ფიგურა ერთდროულად ადამიანსაც ჰგავდა და ანგელოზსაც.

გამოცხადებული არსების სახე ლამაზი, დახვეწილი და ამავე დროს სერიოზული იყო. თვალები ნათელი და ოდნავ დახრილი, თმა გრძელი, სწორი და უკან გადავარცხნილი. ჰუმანოიდის სპორტული აღნაგობის პროპორციული სხეული სიმაღლით 180 სანტიმეტრს აღწევდა. მისი ყველა კუნთი ნატიფი და სრულფასოვანი იყო. ტანთ თავისუფალი, კომბინეზონის ტიპის ტანსაცმელი ემოსა, რომლის სახელოები მანჟეტებით მთავრდებოდა. ფეხზე მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა, წელზე კი განიერი ქამარი ერტყა.

ფიგურა სინათლეში იდგა და მკაცრი სახით უცქერდა მაგიდასთან მსხდომ შეშფოთებულ ადამიანებს. უეცრად იგი ალაპარაკდა: ნუ გეშინიათ, მე არაფერს გავნებთ! მე პლანეტა ჰანიმედიდან მოვედი, ჩემი სახელია “აშტარ შერანი”, მე კოსმოსური ხომალდების ესკადრილიის მეთაური ვარ.

თქვენი შვილი არც დაკარგულია და არც მომკვდარა, ჩვენთან იმყოფება! იგი საკუთარი ნებით მოვიდა და ჩვენთან სურს დარჩენა. ნუ ინერვიულებთ, იგი კარგად გრძნობს თავს და მომავალშიც კარგად იქნება.

ჰუმანოიდმა სხვა თემებზეც ისაუბრა, იმაზე თუ რა შეიძლება მომხდარიყო მომდევნო წლებში...

ლაპარაკი მან შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: კაცობრიობას თვით განადგურება ემუქრება! ეს სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს: შეიძლება წარმოიშვას პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც დიდი ზეგავლენა ექნება ხალხთა მასზე, რომელიც გაერთიანებულ ქვეყნებშია თავმოყრილი. ამ პიროვნებას ექნება დომინირების საშუალება, ჩაერევა სხვა ქვეყნების პოლიტიკურ თუ ეკონომიურ საქმიანობაში. მას მხარს დაუჭერენ ექსპერტები, ის პირები ვისაც თითქოს გამოცდილება აქვთ მეტაფიზიკურ სფეროში. ეს პოლიტიკოსი პროვოკაციებს მოახდენს და დიდი ძალებით შეიჭრება სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. პირველ რიგში ეს იქნება ქვეყანა სახელად ვიეტნამი. გარკვეული ხნის შემდეგ ამას მოჰყვება ახალი დიდი კონფლიქტი არაბებსა და ებრაელებს შორის, ამ ომის დროს ბევრი დაიხოცება, ასევე იქნება დიდი მიწისძვრები, რომელიც დაანგრევს დიდ ქალაქებს, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით რამენაირად შევაკავოთ ეს უბედურება და უფრო დიდ და დამანგრეველ ძალას აგარიდოთ. . .

ამ სიტყვების დამთავრებისთანავე იგი სინათლის ღრუბელში შებრუნდა და გაქრა.

ეს შემთხვევა გამოიკვლია კოლუმბიაში მცხოვრებმა ინჟინერმა ენრიკე კასტილიო რინკონმა, იგი ეცადა დამხმარე ჯგუფთან ერთად ასეთივე ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, ამისთვის მან შეკრიბა რამდენიმე ექსტრასენსი და სცადა ტელეპატიური კონტაქტი დაემყარებინა უცხო ცივილიზაციებთან.

ცდების ჩატარება ინჟინერმა 1973 წლის ბოლოდან დაიწყო, მაგრამ რამდენიმე კვირის მცდელობამ შედეგი არ მოიტანა, ბოლოს ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა ინფორმაციის მიღება შეძლო ოღონდ აქ სხვა მექანიზმი იქნა გამოყენებული.

ჯგუფმა გადაწყვიტა კონტაქტის უფრო მჭიდროდ დასამყარებლად რადიო სიგნალი გამოეყენებინა, კონტაქტი შედგა, თუმცა ჯგუფის წევრებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი მოითხოვეს უცხო ცივილიზაციებისგან. მათი მხრიდან პასუხი მოვიდა, რომ ისინი ცალკე ქალაქიდან მოშორებით შეხვდებოდნენ ინჟინერ კასტილიო რინკონს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობას ყველა სკეპტიკურად შეხვდა ცნობისმოყვარეობამ თავისი ქნა და დანიშნულ ადგილზე დათქმულ დროს მაინც გადაწყვიტეს წასვლა.

ყველა ქალაქგარეთ ერთი მიყრუებულ ადგილისკენ გაეშურა მისულებმა ლოდინი დაიწყეს, მართლაც დათქმულ დროს მათ თავზე დისკოსებურმა ობიექტმა გადაიფრინა
განცვიფრებული ხალხი ერთმანეთს უცქერდა, თუმცა ჯერ კარგად არც კი ჰქონდათ გაცნობიერებული, თუ რა მოხდა. ამ დროს ერთ-ერთმა წევრმა მიიღო ინფორმაცია, რომ შეკრებილი ხალხიდან, მხოლოდ ერთ მათგანს შეხვდებოდნენ. ყველა საგონებელში ჩავარდა. მათთვის ძნელი იყო ამორჩევა იმისა, თუ ვინ უნდა წასულიყო შეხვედრაზე. ყველას სურდა საკუთარ თავზე განეცადა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ახალმა ინფორმაციამ ყველაფერი გადაწყვიტა: თქვენში დიდი ეგოცენტრიზმია გამეფებული, ერთმანეთს არ უთმობთ ეჯიბრებით და მხოლოდ პირადი ამბიციები გამოძრავებთ. ჩვენ აღარ შემოვალთ კონტაქტში, რადგან ამჯერად მზად არ აღმოჩნდით. ჩვენ გვსურს ისეთ ადამიანებს დავუკავშირდეთ, ვისაც შეუძლია შეიცვალოს ძველი რწმენა და შეხედულებები. ეს აუცილებელი პირობაა, იმისთვის, რომ ჩვენთან კონტაქტი წარმატებით განხორციელდეს. ასევე აუცილებელია ამ ადამიანს ჩვენი სჯეროდეს. ახლა წადით და მოემზადეთ ახალი შეხვედრისათვის. საბოლოოდ ეს შეხვედრა შედგა, როგორც ინჟინერთან, ასევე ამ ჯგუფის სხვა წევრებთანაც.

მონათხრობმა მსმენელზე იმოქმედა, აუდიტორიაში ბევრი კითხვა გაჩნდა, უმეტესობისთვის ძნელი იყო ამ ამბის დაჯერება, მხოლოდ იქ მსხდომი ორი მსმენელი დარჩა ამ ისტორიით ღრმად შეძრული. მე და სიქსტო ისე აგვაღელვა ნაამბობმა, რომ გადავწყვიტეთ ასეთი ექსპერიმენტი ჩვენც ჩაგვეტარებინა.

სახლში დაბრუნებისთანავე მის მოწყობაზე დავიწყეთ ფიქრი. ამ მიზნით ჯგუფი უნდა შეგვექმნა, მოგვეწვია ჩვენი მეგობრები და ისეთივე ცდა ჩაგვეტარებინა, როგორიც ინჟინერმა რინკონმა განახორციელა.

სიქსტო ძლივს იკავებდა თავს, აზრმა, რომ ასეთი გზით უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დამყარება შეიძლებოდა ისე მოხიბლა რომ, არ იცოდა რა ექნა. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს დენმა დაარტყაო, მეც მსგავს მდგომარეობაში ვიყავი.

ექსპერიმენტისთვის მოვიწვიეთ, ბიძაშვილი რობერტო, მეზობლები, ალფრედო და ხუან კარლოსი, ინსტიტუტიდან ხუანი, ხენრიკე. სკოლის მეგობრები, მიტო, ოსკარი და არდენიო. ყველა ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა. მე და სიქსტომ ავუხსენით მათ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ვუთხარით, რომ გვინდოდა უცხოპლანეტელებთან კონტაქტი განგვეხორციელებინა. ამის გაგონებამ ყველა ააღელვა, თუმცა ცნობისმოყვარეობამ სძლია და ამ პროცესში მონაწილეობაზე თანხმობა მოგვცეს.

ის ღამე საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის. მე და სიქსტომ თეთრად გავათენეთ, თვალზე რული არ გვეკარებოდა ფანტასტიურ მოვლენებზე ვფიქრობდით. როგორც იყო გათენდა და ექსპერიმენტის ჩატარების დღეც დადგა.

დათქმულ დროს 19 საათზე და 00 წუთზე ყველა ჩვენს სახლში გამოცხადდა. დედას (რომელსაც მოფერებით “მოჩის” ვეძახდით) სტუმრების დანახვა ძალიან გაუკვირდა. მას ვერ გაეგო რა ხდებოდა მის ბინაში.

უჩუმრად შევედით სასტუმრო ოთახში და კარები შიგნიდან ჩავკეტეთ. ჩვენმა საქციელმა მოჩი განაცვიფრა, “ნეტა რა უნდათ ამ ბავშვების” ფიქრობდა იგი. დედა გვერდზე ოთახში შევიდა და ცდილობდა გაეგო, თუ რითი ვიყავით დაკავებული ამდენი ბიჭი ერთად.

მაგიდასთან დავსხედით, უბის წიგნაკები და ფანქარი მოვიმარჯვეთ. გადაწყვეტილი გვქონდა კონტაქტი ფსიქოგრაფიის მეთოდის გამოყენებით ჩაგვეტარებინა, (ეს ტელეპათიური კომუნიკაციის ერთერთი ფორმაა, მეორენაირად მას ავტომატურ წერასაც უწოდებენ. ექპერტების აზრით ფსიქოგრაფიის დროს აზრობრივი იმპულსები, რომელსაც გონება იღებს, კუნთური სტიმულებით გადაეცემა ხელის მტევანს და ელემენტარული ჩანაწერი კეთდება.)

მე ხალხის ინფორმირება დავიწყე, ვცდილობდი ყველასთვის გასაგებად ამეხსნა, თუ რის გაკეთებას ვაპირებდით. აღვწერე ექსპერიმენტის ტექნიკური ასპექტები, ვახსენე ტელეპატიაც ჩემმა ძმამ, თავის მხრივ რამდენიმე მეთოდი წარმოადგინა. სიქსტოს მიაჩნდა, რომ კონტაქტის დროს აუცილებელი იყო მოდუნება, მისი აზრით ეს მდგომარეობა კომუნიკაციას გააადვილებდა.

დამსწრეთა დამაჯერებლობის ასამაღლებლად ერთი მაგალითი მოვიყვანე, რომელიც თავს გადახდა ჩრდილო ამერიკის საზღვაო ფლოტის ფლაგმანის ოფიცერს, იგი თავის პატაკში წერდა თუ როგორ დაამყარა ტელეპატიური კავშირი, ვაშინგტონში, კერძოდ პენტაგონში მყოფ მის მეგობარ ოფიცერთან. ასევე მოვყევი შემთხვევა ასტრონავტზე ნ. მიტჩელზე, რომელიც 1971 წელს მთვარეზე დაშვებული ხომალდის “აპოლონ 13”-ით ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იყო, ეს პიროვნება მთვარეზე უმნიშვნელოვანეს მისას ასრულებდა. მიტჩელი თავის მემუარებში წერდა თუ როგორ დაამყარა ტელეპატიური კავშირი თავის ახლობლებთან დედამიწაზე. ზემოთ მოყვანილ შემთხვევებზე დაყრდნობით მეგობრებს განვუცხადე, რომ ეს ჩვენც შეიძლება გამოგვსვლოდა.

ის მეთოდიკა და ვარჯიშები, რაც ჩვენ უნდა შეგვესრულებინა ძალიან მარტივი იყო, მსგავსი პრაქტიკა უკვე გავლილი გვქონდა, “სირდ”-ში პარაფსიქოლოგიის კურსებზე. ჯერ უნდა მოვდუნებულიყავით, შემდეგ კი ყურადღების კონცენტრაცია. უნდა მოგვეხდინა. ამ მეთოდით შესაძლებელი იყო გონებრივი ტალღის კოსმოსში გაგვეგზავნა, რომელსაც ჩვენი აზრით უცხოპლანეტელები მიიღებდნენ და შესატყვის პასუხს გამოგვიგზავნიდნენ. ჩვენამდე მოსული ინფორმაცია კი ფსიქოგრაფიული მეთოდით უნდა დაგვეფიქსირებინა.

ამ მეთოდიკიდან ვიცოდით, რომ თუ საპასუხო სიგნალი ტელეპატიურად ჩვენამდე მოაღწევდა, იგი იმპულსური მოქმედებაში ხელის მტევნის კუნთების სპონტანურ მოძრაობად, შეკუმშვად, ან გაშეშებაში გამოვლინდებოდა. იმპულსები გამოიწვევდა ფანქრის გადაადგილებას ფურცელზე და ინფორმაცია ანბანის საშუალებით დაფიქსირდებოდა. (თუმცა ნაწერი ზუსტი და მკაფიო შეიძლება არც კი ყოფილიყო). მთელი ჯგუფი წრეზე ვისხედით. ყველაზე უფრო ძლიერი სენსიტივები კი შუაგულში მოთავსდნენ. თითოეული ჩვენთაგანი, მიმღების როლს თანამიმდევრულად ასრულებდა, ეს მიმდევრობა წინასწარ გვქონდა დაგეგმილი.

ჩვენი მცდელობა და ვარჯიში, ნახევარი საათი გრძელდებოდა. თითოეული რიგრიგობით ვცდილობდით ტელეპატიურ კავშირზე გასვლას. ჯერ ერთი იწყებდა აზრების კოსმოსისკენ მიმართვას, შემდეგ კი მეორეს ჯერი დგებოდა. ასე გაგრძელდა მანამდე, ვიდრე არაქათი არ გამოგვეცალა. შედეგი წარუმატებელი იყო. სიქსტოს რიგიც მოვიდა (მიუხედავად იმისა რომ ექსპერიმენტის ჩატარების იდეა და მექანიზმი მისი იდეა იყო სიქსტოს კონტაქტზე გასვლა ბოლოს უწევდა ხოლმე) ჩემმა ძმამ მზადყოფნა გამოაცხადა, ყველამ მას ავუბით მხარი, ღრმად ვსუნთქავდით და ვცდილობდით კონცენტრირებული აზრები გონების საშუალებით კოსმოსისკენ მიგვემართა. ეს ჩვენი ბოლო ცდა იყო და ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, რომ შედეგისთვის მიგვეღწია. უეცრად ოთახში ტემპერატურა შეიცვალა ყველამ უცნაური სითბო ვიგრძენით. სიქსტოს ხელი გაუშეშდა და მტევანში რამოდენიმე მძლავრი ბიძგი იგრძნო. შეშინებულმა ხელიდან ფანქარი გააგდო და უცნაური ხმით განაცხადა დღეისთვის საკმარისია, ხვალ გავაგრძელოთო. ყველამ მას შეხედა, სიქსტო გაფითრებული ჩანდა თვითონაც ვერ გაეგო რა დაემართა. საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა, როცა დაინახა თუ როგორ ამოძრავდა მისი მკლავი და მტევანი.

ჩემმა ძმამ ამ კონტაქტის რეალობა არ დაიჯერა. მომხდარს სინამდვილედ არ თვლიდა, იგი ფიქრობდა, რომ ყველაფერი გადაღლილობის, ან თვითშთაგონების გამო მოხდა.

მიუხედავად წარუმატებელი შედეგის, იმედგაცრუებისა და ჯგუფში რთული მდგომარეობისა მაინც გადავწყვიტეთ ისევ შევკრებილიყავით და ექსპერიმენტი გაგვეგრძელებინა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 22 2010, 11:55 AM
Post #32


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვცდილობდით შეკრება რაც შეიძლება მალე მოგვეწყო. მე და ალფრედომ და ხუანმა სახლი დავტოვეთ და ქალაქში გავისეირნეთ.

ჩემი ძმა გამოვიდა სასტუმრო ოთახიდან და თავისი ოთახისკენ გაემართა, გზაში მას დედა და ჩემი დაიკო შემოეყარა, მოჩიმ იგი შეაჩერა და ახსნა განმარტება მოსთხოვა, მას ძალიან აინტერესებდა თუ რა ხდებოდა ჩვენს შეკრებაზე. სიქსტოსაც სხვა რა გზა ჰქონდა ყველაფერი მოუყვა ექპერიმენტის ჩატარების მცდელობაზე. დედა და როზა განცვიფრდნენ, მოჩიმ სთხოვა, ეჩვენებინა მათთვისაც, რას და როგორ აკეთებდნენ, სიქსტოც დასთანხმდა.

ისინი ისევ სასტუმრო ოთახში შებრუნდნენ და სიქსტო მათ თვალწინ კომუნიკაციის დემონსტრირება მოახდინა. მას ამჯერად როზა და დედაჩემი ეხმარებოდნენ.

ყველაფერი წესისამებრ შესრულდა, სიქსტო მიმღების როლს ასრულებდა, დედა და დაიკო როზა, კი ჯგუფის მაგივრობას სწევდნენ (კომუნიკატორის მოვალეობას ასრულებდნენ). მათი გადმოცემით სიქსტო ისე მოქმედებდა, თითქოს რაღაცას მალავდა, რაღაცას უძალიანდებოდა. მას თითქოს არ უნდოდა კონტაქტში შესვლა. ექსპერიმენტის გამეორების წინ ყოყმანობდა და რამდენჯერმე კიდეც აღნიშნა, რომ თითქოს მას ჩატარების წესები აღარ ახსოვდა.

ასე იყო, თუ ისე 1974 წლის 22 იანვარს 21:30 წუთზე, უცნობმა ძალამ კარგად შეანჯღრია ჩემი ძმა, მისი ხელის მტევანი მომართა და ყველასთვის მოულოდნელად ფურცელზე ასოები გამოჩნდა. ამ დროს სიქსტო დამფრთხალი და შეშინებული იყო, გაფითრებული უყურებდა ფანქარს; მას ვერ გაეგო, თუ რა ემართებოდა, რა ხდებოდა, ან რატომ ხდებოდა მის თავს. დედა და დაც აღელდნენ, თუმცა ამის შეჩერება არც უცდიათ, რადგანაც ისინიც პანიკაში ჩავარდნენ. ბოლოს სიქსტომ როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა და ფანქარი ხელიდან გააგდო. აღელვებულმა ნაწერს დახედა, მასზე გაკრული ხელით, თუმცა გარკვევით ეწერა:

“სასტუმრო ოთახი საუკეთესო ადგილია კომუნიკაციისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თქვენი პლანეტის შესახებ, მე მქვია ოქსალქი და ვარ პლანეტა იუპიტერის თანამგზავრ ჰანიმედიდან, ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა გავაგრძელოთ.”

დედა და დაიკო უხმოდ ისხდნენ და სიქსტოს უყურებდნენ, იგი გაბრაზდა და თქვა, რომ ეს ნაწერი შეიძლება მისი ფანტაზიისა და თვითშთაგონების ნაყოფი ყოფილიყო და არა სინამდვილე. მან ოთახი დატოვა და გარეთ გამოვიდა. მოჩი და როზა ერთმანეთს ჩაეკითხნენ, იმაზე თუ რა მოხდა, არცერთს ამ მოვლენაზე პასუხი არ ჰქონდათ, მაგრამ იმას კი მიხვდნენ, რომ მათ თვალწინ საოცრება მოხდა.

ჩემმა დაიკომ მომხდარის შესახებ ყველას, მათ შორის ექსპერიმენტში მონაწილე ჯგუფის წევრებსაც მოუყვა. მე ამ დროს შინ არ ვიყავი, მეგობრებთან ერთად სხვა ქალაქში პიკნიკზე ვიყავი წასული.

ამ ამბის გაგონების შემდეგ, ისევ სთხოვეს სიქსტოს, რომ ცდა გაემეორებინა. არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ სიქსტო მაინც დასთანხმდა, მასაც უნდოდა გაერკვია, რაც მოხდა მართალი იყო, თუ მისი თვით შთგონებისა და ფანტაზიის ნაყოფი. სიქსტო ფიქრობდა, რომ სიმართლეს იგი მხოლოდ ექსპერიმენტის ახლიდან ჩატარების შემდეგ გაიგებდა. ამჯერად შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ფაქტი ყველასთვის მოულოდნელი და ამავე დროს სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ოქსალქი ამჯერადაც შემოვიდა კონტაქტში. დასმულ შეკითხვებზე, იგი საკმაოდ დალაგებულ და ღრმა ცოდნას იძლეოდა. კითხვები იქ დამსწრე ხალხიდან უწყვეტად მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა საკმაოდ მარტივი და ტრივიალური იყო, პასუხები საკმაოდ ნათელი და ფილოსოფიური იყო.

ამ ურთიერთობით ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა საინტერესო და უჩვეულო გასართობი შეიძინეს, ისეთი ბავშვები, რომ თამაშობენ “კითხვა პასუხობანას”. აქ განსხვავება იმაში იყო, რომ პასუხებს არა უფროსი ადამიანი მაგივრად უცხოპლანეტელი იძლეოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ სახლში დავბრუნდი და გავიგე, რაც მოხდა. ნაამბობი მე სინამდვილედ არ მივიღე, არც ჩანაწერები მივიჩნიე სარწმუნოდ. გასაგებია, რომ გჯეროდეს კოსმოსში ინტელექტუალური სიცოცხლის არსებობისა, მაგრამ იმის დაჯერება, რომ რომელიმე მათგანს გაუჩნდა იდეა ბავშვებს დაკონტაქტებოდა და მათ მიერ დასმული სრულიად უაზრო კითხვებისთვის პასუხები გაეცა ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ეს აბსურდია! განვუცხადე მე იქ მყოფთ და მშობლებს.

ჩემი პროტესტის მიუხედავად, ბინაში თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ ახლობლები და მეზობლები. სიქსტოს მიერ გაკვალულ საპლანეტაშორისო არხს იყენებდნენ და ცდილობდნენ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ “ბატონი ოქსალქისგან”.
ჩემთვის ამის ატანა შეუძლებელი გახდა, იმაში დარწმუნებული, რომ ეს ყოველივე ჩემი ძმის თვითშთაგონების ნაყოფი იყო. გადავწყვიტე იგი გამომეაშკარავებინა, რადგან ვთვლიდი, რომ საქმის ასეთი ფორმით გაგრძელება, ჩვენ კარგს არაფერს არ მოგვიტანდა. ამ მიზნით გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო ერთ-ერთ ასეთ სეანსში და ჩემი კითხვებით სიქსტო ტყუილებში გამომეჭირა. ვფიქრობდი, რომ ამ გზით საიდუმლოებით მოცულ ამბავს ნათელს მოვფენდი და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენდი.

მორიგ შეხვედრაზე, რამოდენიმე სპეციფიკური და საინტერესო ფაქტი მოხდა. როგორც უკვე აღვნიშნე დასმული კითხვების უმეტესობა არაფრის მთქმელი და უინტერესო იყო, ქალბატონმა, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა მორიგი კითხვა დასვა, მას ჩანთაში წიგნი ჰქონდა, იგი უცხოპლანეტელს შეეკითხა, იცოდა თუ არა არამიწიერმა არსებამ, რამდენი ფურცელი იყო ამ წიგნში, რა ერქვა ავტორს და რომელ ფურცელზე ჰქონდა სანიშნე ჩადებული. კარგი კითხვაა! ამ კითხვიდან ბევრი რამე გაირკვევა გავიფიქრე მე, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ამ კითხვაზე მიღებული პასუხიც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

მოკლედ სიქსტომ, თავისი პასუხებით ხალხში პატივისცემა და ავტორიტეტი მოიპოვა, ის თუ ვინ იყო ამ პასუხების ავტორი, ჩემი ძმა, თუ არამიწიერი არსება, არავის არ აინტერესებდა. ბოლოს, როგორც იქნა გადავწყვიტე სიცხადე შემეტანა საქმის ვითარებაში და მეც მოვითხოვე შეკითხვის დასმა:

- თქვენ მართლა უცხოპლანეტელი ხართ? ჩემი პირველი პირველი კითხვა ეს იყო.

- დიახ! მიპასუხა მან ქაღალდზე სიქსტოს ხელით.

- თქვენც ისეთივე სხეული გაქვთ, როგორც ჩვენ?

- დიახ!

- შეგიძლიათ თუ არა, თქვენი არსებობა დაგვიმტკიცოთ?

- დიახ! ისევ დაადასტურა მან.

- კარგი, მაშინ შეიძლება გნახოთ თქვენ, ან თქვენი კოსმიური ხომალდი?

- დიახ! სწრაფად მოვიდა პასუხი.

- მაშინ გვითხარით, სად და როდის? ვიკითხე ირონიულად!

- 7 თებერვალს, ლიმას სამხრეთით 60 კილომეტრის მანძილზე, მხოლოდ თქვენი ჯგუფი
. გაჩნდა ნაწერი ფურცელზე.

ჩემთვის ეს უკვე მეტისმეტი იყო! ნუთუ სიქტოს არ ესმის რას აკეთებს? ბოლოს და ბოლოს, მან უნდა აღიაროს, რომ ეს მისი ფანტაზიებია! თუმცა არა უშავს, კარგი! ამ ინფორმაციით მე დავამტკიცებ, რომ ეს სიყალბეა! ბოლოს მოვუღებ ტყუილებს და გამოვააშკარავებ სიქსტოს და მის მთელ სიცრუეს, ვფიქრობდი ჩემთვის გაღიზიანებული.

ჩემი ძმის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ ეს სიტუაცია მისთვისაც მოულოდნელი იყო, მასაც აღელვებდა ეს მდგომარეობა და ვერ გაეგო, სინამდვილეში რაში იყო საქმე, ეს პასუხები მართლა არამიწიერი არსების კარნახი იყო, თუ მისი გონების და ფანტაზიის ნაყოფი. იგი ძალიან მძიმედ გრძნობდა თავს. დაბნეულს ვერ გაერჩია, მართლა პარანორმალური მდგომარეობა იყო ის, რასაც მიაღწია, თუ ფსიქიკური აშლილობის ნიშნები? იგი ჩაფიქრებული და დაძაბული ჩანდა. ჩემმა კითხვებმა და სურვილმა, რომ გაგვერკვია, რასთან გვქონდა საქმე სინამდვილეში, მასაც ინტერესი აღუძრა. ბოლო პასუხები ჩემი ძმისთვისაც მაცდუნებელი იყო. თუ ეს სიმართლე აღმოჩნდებოდა სიქსტოს ეჭვებიც გაქარწყლდებოდა. შეხვედრის ადგილზე წასვლაზე, ყველამ თანხმობა გამოთქვა

გადავწყვიტეთ ეს ამბავი მშობლებისთვის გვეთქვა. მართლაც ასე მოვიქეცით და ვუთხარით, თუ როგორ მოხდა კონტაქტი და როგორ დაგვინიშნეს შეხვედრა, მათგან რჩევა გვინდოდა თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ამ თემასთან დაკავშირებით. მშობლებმა გვითხრეს, რომ შეხვედრაზე უნდა წავსულიყავით.

მამამ ცალკე გაიხმო სიქსტო და თავის ეჭვებზე ელაპარაკა. უცხოპლანეტელებზე საუბრისას მთელი ოჯახი უხერხულად ვგრძნობდით თავს. საზაფხულო არდადეგების პერიოდი იყო და ჩვენი ქალაქგარეთ გამგზავრება, არავის გაუკვირდებოდა. იმასაც ვერავინ გაიგებდა, რომ ამჯერად ჩვენს გამგზავრებას სხვა მიზნები ჰქონდა.

თითოეული ჩვენგანი, ხვდებოდა, რომ ეს მოგზაურობა დიდი თავგადასავალი დასაწყისი იქნებოდა. დანიშნულ ადგილზე მისასვლელად მარშრუტი უნდა გაგვერკვია, სამგზავროდაც უნდა მოვმზადებულიყავით, რადგან პერუს უდაბნოს აუტანელი სიცხეში მოგვიწევდა სიარული, სადაც, წყლის და საკვების შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. მგზავრობისას ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა. ისიც საყურადღებო იყო, რომ ამ უკაცრიელ ადგილას, რაიმე პრობლემის შემთხვევაში დახმარებას ვერავინ გაგვიწევდა. მორალური მხარეც ძალიან გვაწუხებდა, რომ იქ მისულებს შეიძლება არაფერი დაგვხვედროდა, არც ხომალდი და არც ოქსალქის მსგავსი ვინმე.

დადებითი ვერსიის, მე ნაკლებად მჯეროდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდებოდა უდაბნოში მოგზაურობა გართობად მაინც შეგვრჩებოდა. გავისეირნებდით ქალაქგარეთ და ისევ უკან დავბრუნდებოდით.

სიქსტოც ჩაფიქრებული დადიოდა, და ყველაზე უარესისთვის ემზადებოდა. მოსალოდნელი ფიასკო მასაც აშინებდა. ყველანი მოუთმენლად ველოდით ამ დღის დადგომას, გვაინტერესებდა, თუ რით დამთავრდებოდა ყველაფერი. შეიძლება ეს ჩვენი ბედის გამოცდაც იყო.





Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 27 2010, 02:35 PM
Post #33


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამგზავრების დღეც დადგა. ცხრა ახალგაზრდა ყმაწვილი, ჩემი სახლის წინ შევგროვდით.

მამამ გაგვაფრთხილა, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩენილიყო და რომ ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით.

ალფრედო, ხუან კარლოსი, რობერტო, ხუანი, ჰენრიკე, ლალო -იგივე ედუარდო, გულერმო, რომელსაც მოფერებით მიტოს ვეძახდით, სიქსტო და მე. დათქმულ დღეს, მითითებული ადგილისკენ გავემგზავრეთ.

შეხვედრის ადგილი, პატარა სოფლის მახლობლად მდებარეობდა. რომელსაც “პაპა ლეონ XII”-ს ეძახდნენ. სოფელი ახლოს იყო “ჩილკას” უდაბნოსთან და “პან ამერიკა”-ს ტრასასთან.. აქ ხშირად ჩამოდიოდნენ ტურისტები და ექპედიციებს აწყობდნენ.

ჯერ ”პაპა ლეონე XII”-ში გვინდოდა ჩასვლა. იქ საკუთარი სახლში, ჩვენი თანამგზავრის, ხუანის დეიდა, დონა მარუჯა ცხოვრობდა. ხუანი ხშირად ჩადიოდა დეიდასთან, საზაფხულო არდადეგების გასატარებლად.


პირველი წარუმატებელი მგზავრობით გაღიზიანებულები ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა მე და სიქსტო მტკიცედ ვიყავით განწყობილი, რომ უკან დავბრუნებულიყავით და ამ გაურკვევლობისთვის ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაგვესვა.
სიქსტოს ვთხოვეთ კომუნიკაცია განეახლებინა და შეხვედრის დრო დაეზუსტებინა. პასუხი იგივე იყო 21 საათი. ამ დროს უნდა მომხდარიყო შეხვედრა, როცა ჩვენ დამამტკიცებელი პასუხის მოწმე გავხდებოდით, რაც ჩვენს ეჭვს გაქრობდა.

როგორც კი მზე მთების უკან გადაიწვერა, ყველა გზას გავუდექით, უფრო სწრაფად მივდიოდით რადგან გზა უკვე კარგად ვიცოდით, შეჩერების და დასვენების აუცილებლობაც აღარ იყო, უხმოდ მივაბიჯებდით უდაბნოს რთულ გზაზე, რაც უფრო ვუახლოვდებოდით დანიშნულ ადგილს, ჩვენი დაძაბულობა მით უფრო მატულობდა, ბოლოს როგორც იქნა მივედით. ჯგუფის წევრები აქეთიქით გაიფანტნენ. ყველას უნდოდა უკეთესი ადგილი მოეძებნა. საიდანაც მათი აზრით უკეთესად გამოჩნდებოდა გარემო. ეს ქცევა უჩვეულო და უცნაური ჩანდა, იმათგან, რომელთა უმრავლესობას არ სჯეროდა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდებოდა.

წინასწარ შეთანხმებული დრო მოახლოვდა. ცივი უსიამოვნო და უმთვარო ღამე იყო, გრილი ღამის ქარი პირდაპირ სახეში გვცემდა. ჯგუფის წევრთა განწყობილება შეიცვალა. ჩვენი დაძაბულობა და ნერვიულობა ყოველ წუთს იზრდებოდა. ჯგუფში მღელვარებამ მოუთმენლობამ და შიშმა დაისადგურა.
მე და ჩემი კომპანიონები გაფაციცებით ვაკვირდებოდით გარემოს, ვუყურებდით ჰორიზონტს, ჩვენამდე მხოლოდ შორს გაშენებული სოფლებიდან მოსული სინათლე და შოსეზე მოძრავი ავტომობილების შუქფარების ციმციმი აღწევდა.

ირგვლივ ჩქამიც არ ისმოდა, ეს სამარისებური სიჩუმე ჩვენს შიშს კიდევ უფრო ამძაფრებდა.

ისრები თითქმის 9 საათს აჩვენებდა. ერთ-ერთმა ჩვენგანმა შეჰყვირა და დანარჩენების ყურადღება მიიპყრო. “ზღვის მხრიდან მომავალ სინათლეს ვხედავ”! მართლაც ჰორიზონტზე მანათობელი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოიწევდა.

ზუსტად 9 საათზე საერთო განცვიფრების ფონზე ”ვარსკვლავი” ჩვენს ბანაკს მოუახლოვდა.

“ეს ალბათ თვითმფრინავია”, “საჰაერო ბურთია” ყველა ცდილობდა თავისებური ახსნა მოეძებნა მოძრავი ვარსკვლავისთვის. მეც შეშინებული ვცდილობდი რაიმე რაციონალური ახსნა მომეძებნა ამ სინათლის გამომწვევი მიზეზის.

ობიექტი კიდევ უფრო მოახლოვდა, რამაც მისი ზომები უფრო შთამბეჭდავი გახადა. საბოლოოდ მან შეანელა სვლა და ჩვენგან მარჯვნივ ჰაერში გაჩერდა!

ხომალდს ოვალური ფორმა ჰქონდა. ზომით 25-30 მეტრის დიამეტრის იქნებოდა. ცენტრალურ ნაწილზე კარგად ჩანდა ექვსი მოლურჯო ფერის ილუმინატორი. ფიუზელაჟი უცნაური ფაქტურის გლუვი და პრიალა ლითონით იყო დაფარული, ზედაპირი მოყვითალო შუქით ანათებდა, გარეშემო კი ცისფრად და ნარინჯისფრად აციმციმებული ნათურები ერტყა რკალად რაც ხომალდს თავისებურ მორთულობას აძლევდა. საფრენი აპარატი მაღალ ტემპერატურას გამოსცემდა, მაგრამ არ წვავდა!

თვალს არ ვუჯერებდით!

დისკო ბანაკიდან ასიოდე მეტრით იყო დაშორებული, მიწიდან კი ალბათ 15 მეტრის სიმაღლეზე. ჰაერში უძრავად გამოკიდებული ხომალდი უხმოდ ლივლივებდა. მხოლოდ დაბალ ზუზუნა ბგერებს გამოსცემდა, ფუტკრები რომ ზუზუნებენ სკაში ისეთს

გაკვირვებულები თვალს ვერ ვაშორებდით ამ ენითაუწერელ სანახაობას. ასე გაშეშებულნი ერთხანს ვიდექით და ამ საოცრებას ვუცქერდით, ვიდრე ერთერთმა რაღაც აზრი არ გამოთქვა.

ყველა სიქსტოს მივუბრუნდით და შეკითხვები დააყარეს.

ამჯერად ჩემი ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე შიში და ხიფათი და გადავწყვიტე უჩუმრად მივახლოებოდი დისკოს. მინდოდა უფრო ახლოდან მენახა ხომალდის ფორმა და მისი ტექნიკური მონაცემები უკეთ გამერჩია.

ამ დროს ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, არ ვიცოდით რა გვექნა, ერთი ნაწილი სიქსტოსგან ითხოვდა, როგორმე ხომალდი უკან გაეგზავნა. სხვები მოითხოვდნენ გაეგო დაეშვებოდა თუ არა ობიექტი მიწაზე.

სიქსტო ისე იყო შეშფოთებული, რომ ფიქრის თავი არ ჰქონდა. ხომალდის დანახვაზე იმხელა ემოცია მიიღო რომ გაშეშებული იდგა.

ბოლოს იგი გამოერკვა და ჩვენს სიტყვებს ყური დაუგდო. სიქსტოს ვთხოვდით გაერკვია, თუ რას გვიპირებდნენ მოსულები, ხომ არ გაგვანადგურებდნენ?

სიქსტომ როგორღაც მოახერხა ტელეპატიური გზით მიეღო პასუხი, კითხვაზე, აპირებდა ხომალდი დაშვებას თუ არა?

გზავნილი ასეთი იყო: ახლა ეს არ მოხდება, დაძაბული და შეშინებულები ხართ! ჩვენი დანახვისას, თავს ვერ გააკონტროლებთ. სჯობს დაშვება შემდეგისთვის გადავდოთ, ახალ ადგილს და დროს შეგატყობინებთ!

ხომალდი ნელა დაიძრა. იგი თავისი წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ მოძრაობდა. ხმაური თანდათან გაძლიერდა, მე თითქმის ხომალდის ქვევით ვიდექი, ხმამ ისე შემაშინა, რომ მიწაზე პირქვე ჩავემხე და თავი ხელებში ჩავრგე, მეგონა, რომ ხომალდიდან საშიშროება მემუქრებოდა. დაფეთებული ფორთხვით წავედი ბანაკისაკენ, რომ თავი გადამერჩინა.

დისკო ადგილს მოსწყდა და სანაპიროს მიმართულებით გაფრინდა! მთელი ჯგუფი მას მივშტერებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი 20-25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩვენთვის საუკუნე გავიდა.

ნანახით მიღებული ემოციური დარტყმა იმდენად დიდი იყო, რომ კაი ხანი დაგვჭირდა, სანამ აზრზე მოვიდოდით. პირველი შთაბეჭდილებები თანდათანობით ჩაცხრა. გონზე მოვეგეთ და უკან სოფელში გავბრუნდით. გზაში მხოლოდ იმას ვფიქრობდით რაც შეიძლება სწრაფად შეგვეკრა ბარგი და ლიმაში წავსულიყავით.

დონა მარუჯასთან მისვლის მერე, დავმშვიდდით და ყველა ერთად ავლაპარაკდით. საუბრისას ყველას გვეტყობოდა ისტერიული ფონი, მე სასწრაფოდ ნივთების ჩალაგება დავიწყე, ხუანს კი დარჩენა სურდა. უნდოდა ყველაფერი დეიდისათვის ეამბნა. სხვა რა გზა გვქონდა, ენრიკე და ხუანი სახლში დავტოვეთ დანარჩენები კი ავტობუსის გაჩერებისკენ წავედით.

გზაში ათასჯერ შევეკითხე სიქსტოს, თუ როგორ ახერხებდა კომუნიკაციას, მაგრამ იგი პასუხს თავიდან იცილებდა, სახეზე ეტყობოდა, რომ ისევ უდაბნოში იყო და ხომალდს ხედავდა.

ამ შეხვედრის შემდეგ, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. კონტაქტი რეალურია! ხომალდი არსებობს და ჩვენ მასთან შეხვედრა მოვახერხეთ.

სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, ყველაფერი მამასთვის მომეყოლა. ჩემი აზრით ის რაც ჩვენ თავს გადაგვხდა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამ ამბავს ასევე მნიშვნელობა ჰქონდა მამაჩემის ინსტიტუტისთვის.

როგორც იქნა ლიმაში ჩავედით, ახალი გათენებული იყო როცა შინ მივედით და ყველას ეძინა. გადავწყვიტე მამა გამეღვიძებინა. დილაადრიანად ლოგინიდან წამოგდებული კარლოსი ჩვენს დამშვიდებას ცდილობდა. მეც და სიქსტოც აღელვებული ვლაპარაკობდით და სათქმელს ერთმანეთს არ ვაცლიდით. გვინდოდა, როგორმე აგვეხსნა ის, რაც რამდენიმე საათის წინ ჩილკას უდაბნოში მოხდა. ჩვენი შთაბეჭდილებების ყველასთვის გაზიარება გვსურდა. მამამ მონაყოლის სინამდვილეში, ეჭვი შეიტანა, ეს შეიძლება სულაც ვარსკვლავი ან მეტეორი იყო, თქვენ კი იგი ხომალდში აგერიათო. აღნიშნა მან. ორივე აღშფოთებამ მოგვიცვა.

მე ყველანაირად ვცდილობდი მამის გადარწმუნებას, ვუმტკიცებდი, რომ ეს ნამდვილად ხომალდი იყო, შიგნით მოსიარულე არსებების ჩრდილებიც კი შეინიშნებოდა, რომ მე ასეთი რამ ვარსკვლავში არ შეიძლებოდა ამრეოდა. ვუხსნიდი რომ ეს არც მირაჟი იყო და არც ჩვენი ჰალუცინაციის ნაყოფი.

ამაზე შემდეგში ვილაპარაკოთ, მკაცრად აღნიშნა მამამ და საწოლ ოთახში შებრუნდა.

მისი მოქმედებით, იმედგაცრუებული და ნაწყენი დავრჩი, მეც და სიქსტოც იდიოტურად გამოვიყურებოდით, არცერთს არ გვჯეროდა, რომ საკუთარი მამა, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი წამომწყები იყო ჩვენს ნათქვამს არ დაიჯერებდა.

სასტუმრო ოთახში შევედით. იქ ჩვენი მეგობრები გველოდნენ. გვკითხეს, თუ რა თქვა კარლოსმა. მამის ნათქვამმა ისინიც გაანაწყენა. იმ ღამეს არცერთს არ გვძინებია, ღამესვე გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ოქსალქს და ახალი შეხვედრის მოწყობა შეგვეთავაზებინა, სადაც ერთ-ერთი დამსწრე კარლოსიც იქნებოდა. ახალი პასუხი მალე მივიღეთ-შემდეგ შაბათს, 16 საათზე იმავე ადგილას. შესაძლებელი იყო თან სხვა პირებიც გვხლებოდნენ.

მეორე დღეს, მე და სიქსტო მღელვარებით ველოდით მამის ოფისიდან დაბრუნებას, დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით, როგორმე უნდა მოგვეხერხებინა მისი გადარწმუნება, და დაგვეთანხმებინა იგი უცხოპლანეტელებთან შეხვედრაზე წამოსასვლელად.


...................................
უცხოპლანეტელებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო ჩვენს შორის კავშირი. ჩვენი ურთიერთობისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო არსებული რეალობა, ადგილი და გარემო. არამიწიერი არსებები მკაცრად გვაფრთხილებდნენ, რომ მათი მხრიდან მიღებული შეტყობინება, ჩვენს ქვეცნობიერში ღრმად ჩამალული ცოდნის ზეგავლენის ქვეშ ექცეოდა, იმყოფებოდა იმ ინფორმაციის ზემოქმედებაში, რომელმაც ჩვენს სულიერ, გონებრივ და პროფესიონალურ ფორმირებას შეუწყო ხელი.

ჩვენსა და უცხოელებს შორის მოხდა შეთანხმება. იმისთვის რომ რომელიმე კომუნიკაციის დროს ჩვენს მიერ დამახინჯებული ან საეჭვო ცოდნა არ დაგვეფიქსირებინა, მათი მხრიდან კონტაქტის დროს ჩვენზე ფიზიკური რეაქცია განხორციელდებოდა, რაც იმას გულისხმობდა, რომ კომუნიკაციის ფორმა და სახე შეიცვლებოდა. კონკრეტულად ეს მათ მიერ ინსპირირებული ფიზიკურ ნიშნებში გამოვლინდებოდა.

მათი მოწოდებული სიგნალები, მიღებული ინფორმაციის სინამდვილეს ან დაადასტურებდა ან პირიქით უარყოფდა. კომუნიკაციის ეს ფორმა ჩვენ ადვილად ავითვისეთ და მას წარმატებით ვიყენებდით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უცხოპლანეტელებმა ახალი რამ შემოგვთავაზეს.

ეს ვარჯიშების ციკლი იყო, რომელსაც ისინი “თვითკონტროლის პრაქტიკას” უწოდებდნენ. მისი არსი შემდეგში მდგომარეობდა: ჩვენს ჯგუფს უნდა განეხორციელებინა საველე გასვლები წინასწარ მითითებულ ადგილზე, რომელიც, აუცილებლად ცივილიზაციისგან მოწყვეტილი და უდაბური უნდა ყოფილიყო. ამ ადგილის არჩევა იმით იყო განპირობებული, რომ იქ მოულოდნელად უცხო ადამიანი არ გამოჩენილიყო. ეს ცივილიზაციისგან მოწყვეტილი გარემო ასევე იმისთვის იყო საჭირო, რომ არ შექმნილიყო ისეთი გაუთვალისწინებელი სიტუაცია, რაც ხელს შეგვიშლიდა კომუნიკაციაში.

ამ ტერიტორიებს უმთავრესად წარმოადგენდა, ხრიოკი უდაბნო, მიყრუებული ზღვის სანაპირო, უცნობი მთის მასივი. ეს ადგილები პრაქტიკულად გამორიცხავდა იქ რომელიმე უცხო პირის გამოჩენას და სხვა მოულოდნელ სიურპრიზებს.

აქ, ამ მიდამოში ჩვენ ისეთი სავარჯიშოები უნდა ჩაგვეტარებინა, რომლის მსგავსიც აქამდე, არც გაგვიკეთებია, და წარმოდგენაც არ გვქონდა.

პირველ ფაზაში, ადამიანი უნდა მისულიყო იმ ადგილზე, რომელიც უცხოპლანეტელების მიერ იქნებოდა წინასწარ მითითებული. მას შემდეგ როცა ერთ-ერთი ჩვენგანი იქ მივიდოდა. გიდები მას ახალ მარშრუტს აურჩევდნენ და მოცემული მიმართულებით გააგზავნიდნენ, ისევ იგივე ტერიტორიაზე ოღონდ უფრო მოშორებით.

მათგან მოწოდებული გვქონდა სია, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა მომხდარიყო მითითებული ადგილებისკენ გადაადგილება, სიაში აღნიშნული იყო ვინ ვის შემდეგ იქნებოდა.

იქ მისულნი, ჩუმად უნდა მსხდარიყვნენ და ღამის სიბნელეში უნდა დალოდებოდნენ ურთიერთობას უცხოპლანეტელებთან და ამავე დროს ყოფილიყვნენ გიდების მეთვალყურეობის ქვეშ.

ეს ურთიერთობა, რაღაცით სადისტურ ქმედებას წააგავდა, თუმცა მისი დანიშნულება იყო ჩვენი მომზადება, ახალი სიტუაციებისთვის. იდეა 17 ან 45 წუთი მარტოდმარტო, მთაში ან სხვა მიყრუებულ ადგილას, სადაც ძეხორციელი არ დაიარებოდა, არც თუ ისე მიმზიდველი იყო ჩვენთვის, მაგრამ ამას მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა.

ჩვენ, სრული იზოლაციის პირობებში, გიდების დახმარებით, ზედმეტი ფანტაზიებისა და შიშების გონებიდან განდევნა უნდა მოგვეხერხებინა. ამავე ხერხით უნდა მოგვეცილებინა ჩვენში ღრმად ჩამალული ნეგატიური ფაქტორები.

ნებისმიერი ბუნებრივი ხმაური, ჩრდილები და მოძრაობა გარეული ცხოველის მოახლოებად გვეჩვენებოდა. ისეთი განცდა გვქონდა თითქოს სადღაც ახლოს მტაცებელი იყო დამალული და ჩვენზე თავდასასხმელად ემზადებოდა.

ასე, ხდებოდა, ჩვენი კონტაქტისთვის მომზადება. ეს მეთოდი აუცილებელი იყო, რომ მიღებული ინფორმაცია მეტი სიზუსტით და დამაჯერებლობით ისე დაგვეფიქსირებინა რომ, შემდეგ მისი გადამოწმება აღარ დაგვჭირებოდა.

გრძნობების მართვის სავარჯიშოების გათავისების შემდეგ, წინ უფრო დიდი ცვლილება გველოდა, უნდა მიგვეღო გასხივოსნება, მიგვეღწია ახალი მდგომარეობისათვის და კარგად შეგვეგნო, რომ ამ მიზნის მიღწევა მსხვერპლს მოითხოვს.

მსგავსი გამოცდილება, უნივერსალური სინამდვილის, საშუალებას მოგვცემდა, მდგომარეობისა, რომელიც ადამიანის ცნობიერების გაზრდას და სიმწიფის იმ სტადიის მიღწევას გულისხმობს, როცა ცოცხლობ და ამავე დროს შეგიძლია ახალი გარე და შინაგანი ჰორიზონტების აღმოჩენა.
ჩვენ სწავლების განსაკუთრებულ პროცესში ვიყავით ჩართულნი. ეს ვარჯიშები, ადამიანის მიერ აქამდე შექმნილი სულიერი ზრდის მეთოდისა და შემუშავებული სასწავლო პროგრამისგან სრულიად განსხვავდებოდა.

ასეთი დიდაქტიკა საშუალებას იძლეოდა, საკუთარ თავში მნიშვნელოვანი დეტალები აღმოგეჩინა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი ჯგუფი, რაღაც ახლის და მნიშვნელოვნის, გამორჩეულის ნაწილი გავხდით, იმისიც გვჯეროდა რომ, როდესმე მომავალში, გვექნებოდა საშუალება, სწავლებით მიღებული გამოცდილება და ცოდნა სხვებისთვის გაგვეზიარებინა. ისიც გასაგები იყო, რომ ამ სწავლებას და მზადებას რაღაც მიზანი აუცილებლად ჰქონდა, მაგრამ რა?

სწავლების პერიოდში, უნდა აღმოგვეჩინა ჩვენი სულში ღრმად ჩამალული ნეგატივები, შემდეგ როგორმე ისინი უნდა გადაგველახა და გონებრივი და ემოციური ბალანსისთვის მიგვეღწია.

ეს აუცილებელი იყო, იმისთვის რომ, ჩვენსა და უცხოპლანეტელებს შორის ფიზიკური შეხვედრა შემდგარიყო. ეს საკმაოდ მძიმე პროცესი იყო.

საწყის ეტაპზე, მანამ არამიწიერ გიდებთან, პირდაპირი და ღია ფიზიკური კონტაქტს დავამყარებდით თვითკონტროლის ვარჯიშები უნდა გვეკეთებინა. ვიმედოვნებდით, რომ კონტაქტის უკეთესად დამყარებისთვის ისინი კიდევ ბევრ რამეს გვასწავლიდნენ.

რამოდენიმე კვირა პიკნიკებს ვაწყობდით და თვითკონტროლის ვარჯიშებს ვასრულებდით. უმრავლესობამ ისწავლა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, აღმოაჩინა და შეამჩნია შინაგანი კონფლიქტის ძირითადი მიზეზი. უფრო ახლოს შეიცნო თავისი თავი.

ვარჯიშების დასაწყისში, გვქონდა სიძნელეებიც, რაც უმეტესად პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას ახლდა თან.

ჩვენი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა. საწყის ეტაპზე არსებული შინაგანი წინააღმდეგობა, თვით დარწმუნებამ შეცვალა

გაუგებრობა, წუხილი და საფრთხის განცდა შემცირდა იგი ახალი შემოქმედებითი უნარის გამოვლინებამ და მოვლენების მიმართ კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შეცვალა. ჩვენი ცნობიერება ამაღლდა.

მაისის თვეში, ერთ-ერთი ასეთი საველე გასვლისას, მოგვივიდა შეტყობინება, სადაც აღნიშნული იყო, რომ არსებობს ე.წ. “დიდი პროექტი”. გეგმა, რომელშიც ჩვენი გიდები და სხვა მათი მსგავსი არსებები მონაწილეობენ. გადმოცემის თანახმად, ეს გეგმა დიდი ხნის წინათ იქნა დასახული. ”დიდი პროექტი” მთელ კაცობრიობას ეხება. ჩვენთან უცხოპლანეტელების ურთიერთობა, კი ამ პროექტის ნაწილია.

ასე და ამგვარად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი კონტაქტი, უბრალო შემთხვევითობა არ ყოფილა. გავიგეთ ისიც, რომ არამიწიერი გიდები, ასეთივე კონტაქტებს, დედამიწაზე მცხოვრებ სხვა ადამიანებთანაც ამყარებდნენ. ვიმედოვნებდით, რომ მოვიდოდა დრო და უცხოპლანეტელები ყველაფრის საქმის კურსში ჩაგვაყენებდნენ. საწყის ეტაპზე, ჩვენთვის ეს ინფორმაცია, ხომ დაფარული იყო.

სულიერ ზრდასთან ერთად იზრდებოდა ჩვენი ცნობისმოყვარეობა და მატულობდა იმ კითხვების რაოდენობა, რომელთა შესახებაც პასუხებს მოუთმენლად ველოდით. შეტყობინებები სიქსტოსთან ფსიქოგრაფიის მეთოდით მოგვდიოდა, ჩემთან კი აზრობრივად ტელეპატიურად.

ძმისგან განსხვავებით, მე სხვა ამოცანის წინაშე ვიდექი. ჯერ უნდა დამემახსოვრებინა ინფორმაცია, ხოლო შემდეგ კი მასალა უნდა გამეშიფრა. ჩემთან კომუნიკაციის შედეგად მოსული ინფორმაციის რაოდენობა დღითი დღე მატულობდა.

მე ისევ ვღელავდი და იმაზე ვეჭვობდი, ნამდვილი იყო თუ არა მიღებული ინფორმაცია. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ინფორმაციის იდენტიფიცირება და ქაღალდზე გადატანა გაადვილდა. ჩემს მიერ დაწერილ ტექსტებში კოლოსალური ცოდნა იყო. ამ ტექსტების გაშიფვრა და მათი შინაარსის გაგება, საკმაოდ რთული იყო.

ამ ტექსტებს, თითქოს უნდა გაექრო ჩვენი კითხვები. თუმცა ასე არ მოხდა. ერთადერთი საშუალება ჩვენი ეჭვების გაბათილებისა უცხოპლანეტელებთან პირისპირ შეხვედრა რჩებოდა.


Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jan 7 2011, 03:28 PM
Post #34


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



. . . . ჩვეულებისამებრ ჩვენი ჯგუფი კოსმიურ ხომალდებთან შესახვედრად გაემზადა. ”ჩვენს ადგილზე” მთათა სისტემის ერთ-ერთ გორაკთან, 18 საათისთვის უნდა მივსულიყავით. ამ ადგილისკენ გავეშურეთ. მალე შემოგვაღამდა. გზის გასაკვლევად, ჯიბის ფანრები მოვმართეთ. ჩვენი ჯგუფის წევრები, სიქსტო და იაკუი, წინ მიდიოდნენ.

უეცრად სიქსტო გაქრა. ყველანი სახტად დავრჩით. განცვიფრებული ვუხმობდით მას, მაგრამ იგი არსად არ ჩანდა.

სიქსტო ამ დროს, თურმე “მაინის” დიუნებთან ახლოს გაჩნდა, თვითონაც ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა მის თავს. დაბნეული, შეშინებული გვეძახდა, მაგრამ ჩვენ მისი ხმა არ გვესმოდა. მან გადაწყვიტა იქვე მახლობელ გორაკზე ასულიყო და იქიდან დაეთვალიერებინა გარემო, იმედოვნებდა, რომ ჩვენი ფანრის შუქს მოჰკრავდა თვალს, თუმცა უშედეგოდ. ირგვლივ არაფერი ჩანდა. იგი შიშმა აიტანა. ხუმრობა ხომ არ იყო ამ ღამეს უდაბნოში მარტო დარჩენა. ბოლოს გადაწყვიტა მთიდან ჩამოსულიყო და დათქმულ ადგილას მისულიყო, რადგან გაახსენდა, რომ ჯგუფიც იქ აპირებდა მისვლას.

გზად მიმავალმა უცნაური ნათება შენიშნა. გორაკებს შორის რაღაც ციმციმებდა. სიქსტოს თავიდან ეს ფანრის შუქი ეგონა და გახარებულმა იქით გასწია, მაგრამ მიახლოებულმა, სულ სხვა რამ დაინახა! მის წინ, უცნაური ფლუროესენცირებული სინათლის გროვა ნისლივით იყო ჩამოწოლილი.

გადმობრუნებული ნახევარმთვარის ფორმის სინათლის ფარდა მოცულობით ათი მეტრის რადიუსის იქნებოდა. შუქი, ერთ ადგილზე იყო კონცენტრირებული და ლოკალიზებული, იგი გარემოში არ ვრცელდებოდა. ჩემმა ძმამ თავიდან იფიქრა, რომ ეს კოსმოსური ხომალდი იყო, მაგრამ როცა ამ უცნაურ ნათებას მიუახლოვდა, მიხვდა, რომ მოტყუვდა. ეს არ იყო ხომალდი და არც სხვა რაიმე საგანი. სინათლე, რკალის შიგნიდან გამოსჭვიოდა! ეს იყო რაღაც მკვრივი, მოცისფრო, კვამლისმაგვარი სინათლის გროვა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა არაამქვეყნიური ნიშნები.

დაახლოებით, ასე შვიდი მეტრის მანძილზე, რომ მიუახლოვდა, უცაბედად შეჩერდა. იგი ძლიერმა მღელვარებამ მოიცვა, მაგრამ ისევ ცნობისმოყვარეობამ სძლია და ამ უცნაური მოვლენის დაკვირვება განაგრძო. უეცრად ამ ნისლისებური სინათლის რგოლიდან ადამიანის სილუეტი გამოიკვეთა. ეს ჰუმანოიდი იყო. იგი ნისლიდან, მისი მიმართულებით გამოემართა. ფიგურა ნელა მოძრაობდა, მარჯვენა ხელი, მისალმების ნიშნად მაღლა ჰქონდა აღმართული.

სიქსტო შიშისაგან პანიკაში ჩავარდა და გაქცევა სცადა. ფეხები აღარ ემორჩილებოდა. საკუთარ სხეულზე კონტროლი დაკარგა. მღელვარებისაგან ოფლმა დაასხა და ალბათ გონებასაც დაკარგავდა, რომ არა რაღაც ძალა, რომელიც მიწაზე ამაგრებდა! ამ ემოციონალური დაძაბულობის ფონზე, გონებაში მკაფიოდ ჩაესმა სიტყვები: დამშვიდდი! მე არაფერს დაგიშავებ, გაიხსენე მე ოქსალქი ვარ!

სიქსტო ცოტა დაწყნარდა და მის წინ მდგომი ფიგურა ყურადღებით შეათვალიერა, ეს იყო ორ მეტრამდე სიმაღლის, ქერათმიანი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი. ადამიანისგან არაფრით განსხვავდებოდა, სწორი ნაკვთები, მაღალი შუბლი და უკან გადავარცხნილი გრძელი თმა ჰქონდა, თვალების ჭრილი კი ვიწრო, როგორც მონგოლოიდური რასის ადამიანებს აქვთ. ტანთ თეთრი, მუხლებამდე დაშვებული ტუნიკა ეცვა, რომელიც ძველ რომაულ ტოგას წააგავდა. ხოლო ფეხზე, მაღალყელიანი, ოქროსფერი მეტალის მსგავსი ფეხსაცმელები ეცვა.

ამ შუქმა ჩვენც მიგვიზიდა და იქით გავემართეთ, რადგან სიქსტო იქ გვეგულებოდა. ნანახმა გაგვაოგნა. პირველად ვხედავდით არსებას, რომელთანაც ამდენი ხანია ტელეპატიური კონტაქტი გვქონდა.

სიქსტო, თითქოს ტრანსშიაო, ჰუმანოიდს თვალს არ აცილებდა. მეც ოდნავ შეშინებული, მაგრამ ცნობისმოყვარეობით აღსავსე, ამ ობიექტს საპირისპირო მხრიდან მივუახლოვდი. მინდოდა ეს არსება ახლოდან შემეთვალიერებინა. ჯგუფის წევრები, დაჰიპნოზებული, უძრავად იდგნენ. ჰუმანოიდი, თითქოს სიქსტოსთან საუბარი დაამთავრაო, უეცრად შეტრიალდა და უკან სინათლის რგოლში შეაბიჯა. ამ ფაქტს ყურადღებით ვაკვირდებოდი და დავინახე, რომ, იგი დანის პირის სისქის სინათლემ ისე შთანთქა, რომ მეორე მხარეს მისი სხეული, არც კი გამოჩენილა.

მოულოდნელობისგან ქვიშაში ჩავჯექი. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო.
როცა ყველაფერი დამთავრდა და ტრანსიდან გამოვედით, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ.

ყველა სიქსტოს აყრიდა კითხვებს. აღელვებულმა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ ეს ჰოლოგრამა იყო და არა ნამდვილი ჰუმანოიდი, და რომ მან შეხვედრის ახალი ადგილი და დრო შეატყობინა. იგი მომავალ კვირას იყო დანიშნული. გადავწყვიტეთ, რომ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვმზადებულიყავით;

ოქსალქმა სიქსტოს უთხრა, რომ “სინათლის კარს” საიდანაც ფიგურა გამოვიდა “ქსენდრა” ეწოდებოდა.

„ქსენდრა“ მეოთხე განზომილებაში გასასვლელია, რომელსაც უცხოპლანეტელები, არა მხოლოდ კონკრეტული ჰოლოგრამების პროექტირებისთვის იყენებენ, არამედ მისი ძირითადი დანიშნულება, საგნის მანძილზე ტრანსპორტირებაა. (მატერიალური ობიექტის მცირე დროის განმავლობაში ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა). კოსმოსში ხომალდებით მოგზაურობის დროს, ამ სივრცითი პორტალის გამოყენებით დროის ეკონომია ხდება.

ოქსალქის ნაამბობიდან გავიგეთ, რომ მეოთხე განზომილებაში გასასვლელი “პორტალის” სულ ოთხი ტიპია. ისეთი “ქსენდრაც” არსებობს, რომელიც ენერგიის მიღების საშუალებას იძლევა. იგი ერთგვარ ენერგეტიკულ ველს გამოყოფს, საიდანაც ადვილად შეიძლება ჰოლოგრამული გამოსახულების პროექტირება და მისი მართვა.

ამ შემთხვევის შემდეგ, ჩვენი ჯგუფი ლიმაში დაბრუნდა. შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფებოდით. შეხვედრამ, კიდევ ერთი, ახალი გამოცდილება შეგვძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთო სიხარულს მამა არ იზიარებდა და ამ შეხვედრების მნიშვნელობაში ეჭვი ეპარებოდა, მაინც კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავით, ვხვდებოდით რა, რომ ჩვენსა და არამიწიერ ცივილიზაციებს შორის, ურთიერთობის ახალი ფაზა იწყებოდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jan 7 2011, 03:30 PM
Post #35


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მთელი კვირის განმავლობაში ამ შემთხვევის შესახებ, ბევრს ვბჭობდით, ვფიქრობდით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. თუნდაც არაფერი აღარ მომხდარიყო, ის რაც ვნახეთ, საკმარისი იყო იმისთვის, რომ უკვე სხვანაირად შეგვეხედა რეალობისთვის.

შაბათიც დადგა. ჩვენ ახალ შეხვედრაზე ვაპირებდით წასვლას, რაღაც ოჯახური პირობების გამო, ორმა მათგანმა წამოსვლა ვერ შეძლო. სახლიდან უთენია გამოვედით და ჩვენი შტაბ ბინისაკენ, დონა მარუჯოს სახლისაკენ გავემართეთ. ჩვეულებისამებრ იქ ვიკრიბებოდით და ლაშქრობის წინ ვემზადებოდით. მართლაც, გემრიელი ვახშმისა და დასვენების შემდეგ, ბარგი შევკარით და “ჩვენი ადგილის” გორაკებისკენ გავემართეთ.

ღამის სიჩუმეში უდაბნოს ქვიშებს მივიკვლევდით. გზაში ყველაფერს გულდასმით ვაკვირდებოდით და აქა–იქ ახალი ქსენდრას გამოჩენას ველოდით. სხვა ბევრი მოულოდნელობაც, შეიძლება მომხდარიყო, რასაც მომზადებული უნდა დავხვედროდით. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. ბანაკს ისე მივაღწიეთ, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. იქ ტვირთი მოვიხსენით, დავსხედით და დავიწყეთ ლოდინი.

ზოგიერთი ჩვენგანი გიდებთან კომუნიკაციას მედიტაციის საშუალებით ცდილობდა, ზოგიც გამალებით აკვირდებოდა ღამის ცას, პასუხმაც არ დააყოვნა: შეხვედრისთვის მოემზადეთ! ეს იყო აზრობრივი სიგნალი!

მდუმარედ ვისხედით და ცას გავყურებდით. მალე, ჩვენგან არც თუ ისე შორს, მოციმციმე წერტილი შევამჩნიეთ, იგი მოყვითალო-მოცისფრო ნათებას გამოსცემდა (იმ პლანეტების მსგავსად, ღამის უღრუბლო ცაზე რომ ჩანან ხოლმე). მნათი წერტილი სწარაფად გადაადგილდებოდა. უცბად ობიექტმა მანევრირება დაიწყო, შემობრუნდა და ჩვენი მიმართულებით წამოვიდა. ამის დანახვაზე ძალიან ავღელდით. გული ამოვარდნაზე გვქონდა. ჩვენდა გასაოცრად, უცნობი ობიექტი კილომეტრის მოშორებით ძირს დაეშვა.

ეს იყო ორმხრივ ამოზნექილი ლინზის მსგავსი, ხომალდი. ზომით ასე 25-30 მეტრის დიამეტრის. დისკო მიწიდან ორი მეტრის სიმაღლეზე, ყოველგვარი საყრდენის გარეშე უძრავად ეკიდა. გარეთა განათება არ ეტყობოდა. ფიუზელაჟი მოვერცხლისფრო და აბსოლუტურად გლუვი იყო. გარედან, არც ფანჯარა და არც რაიმე ილუმინატორის მსგავსი არ ჰქონდა.

რამდენიმე წამში, ობიექტის ქვედა მხარეს, ზუსტად შუაში, ლუქი გაიღო და პლატფორმის მსგავსი მოწყობილობა ჩამოეშვა. ეს ერთადერთი ნაწილი იყო, რომლითაც ხომალდი მიწას შეეხო.

თავს ძლივს ვიკავებდით, რომ არ გავქცეულიყავით. გული ძალუმად გვიცემდა. ტანზე ცივმა ოფლმა დაგვასხა, უამრავი უაზრობა ამოგვიტივტივდა თავში. ძალიან შევშინდით!

ხომალდიდან უეცრად სინათლემ გამოანათა. შუქმა იქაურობა მოთეთრო სხივებით აავსო. სინათლის ფონზე ადამიანის სილუეტი გამოჩნდა. უცნობი ფიგურა ლუქიდან გადმოვიდა. ეს ეკიპაჟის წევრი იყო. უარყოფითი ემოციები მოგვეძალა. თითქოს ვიღაცის ბრძანებას დავემორჩილეთო, ორგანიზებულად უკან დავიხიეთ. ჩვენი მომზადება, წინასწარი მუშაობა, ტესტები, სავარჯიშოები.. მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა. ეს უკვე აღარ იყო ჰოლოგრამა, ჩვენს წინაშე ხორცშესხმული არსება იდგა-ყველაზე საშიში კი ის იყო, რომ მას ჩვენთან შეხვედრა უნდოდა!

პლატფორმაზე მდგომი ჰუმანოიდი ძირს დაეშვა და მარჯვენა ხელი დაგვიქნია. ყველამ ერთი გზავნილი მივიღეთ: ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ. აქ თქვენი გულისთვის მოვედით!

ზურგს უკან ანთებული შუქის სიმძაფრის გამო, ჰუმანოიდის სახის ნაკვთების გარჩევა ჭირდა. სილუეტი, კი ოქსალქს მოგვაგონებდა, იმ ჰოლოგრამულ პროექციას, რომელსაც გასულ კვირას შევხვდით. პულსი ჩაგვიწყნარდა, დავმშვიდდით, გონებაში აზრი დაგვიბრუნდა, უკვე მზად ვიყავით ჩვენთვის უცნობ რეალობას შევხვედროდით.

უცხოპლანეტელმა ხელი ისევ დაგვიქნია, იგი თავისკენ გვიხმობდა. ოდნავ დაბნეულმა, ჯგუფის წევრებს გადავხედე-რა ვქნათ? აღელვებულმა სიქსტომ მკაცრად გაგვაფრთხილა: თუ ახლა გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაშინ უცხოპლანეტელები, ჩვენს შესაძლებლობებში დაეჭვდებიან, ასეთი შემთხვევა კი მომავალში აღარ გვექნებაო. მეც ყველას ხომალდის მიმართულებით ვუბიძგე.

შეშინებული და ამავე დროს ცნობისმოყვარეობით აღსავსე, ნელი ნაბიჯით დავიძარით. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა, ამ მზერით ერთმანეთს ვამხნევებდით. ასე ნელ–ნელა, პლატფორმის კიდეს მივუახლოვდით. პლატფორმა ზევით დაიძრა. შევამჩნიეთ, რომ კიბის ბოლოს ვიღაც გველოდა! მასაც, როგორც ოქსალქს, ტანთ ყვითელი ფერის სამოსი ეცვა. ტანსაცმელი მეტალის მსგავსი ქსოვილით, იყო შეკერილი, კოსტიუმი ტანზე მომდგარი ჰქონდა. თავისუფლად დაშვებული სახელოები, ფართო მანჟეტებით ბოლოვდებოდა. საკისრეთი შემოფარგლული საყელო, გრძელდებოდა და წინა მხრიდან სამკერდეს ქმნიდა. მანჟეტები, განიერი სარტყელი და მაღალყელიანი ფეხსაცმელებიც ისე გამოიყურებოდა როგორც მეტალი.

უცნობს, შეშინებული და დაძაბული მივუახლოვდით. იგი კარის ჭრილში შევიდა და ხელი დაგვიქნია, ასეთი ჟესტით, იგი ხომალდში გვიწვევდა. ვუცქერდი მას და არ მჯეროდა, თავი ფანტასტიურ სიზმარში მეგონა. რეალობის შეგრძნება, რომ დამებრუნებინა, ხომალდის ფიუზელაჟს შევეხე. ჩვენმა თანმხლებმა ეს შეამჩნია და გაიღიმა. მივხვდი, რომ ყურადღებით გვადევნებდნენ თვალს. თავი უხერხულად ვიგრძენი, გამაღიზიანა იმ გრძნობამ, რომ ჩვენ ასეთი განუვითარებლები ვიყავით, და იმანაც, რომ დაკვირვების ობიექტებად ვიქეცით.

მთელი ჯგუფი ხომალდში შევედით.

დიდ, კარგად განათებულ, მომრგვალებულ სათავსოში, ხუთი ჰუმანოიდი დაგვხვდა. ორი ენით აუწერელი სილამაზის ქალი და სამი ანგელოსისებური გარეგნობის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი. ხუთივე ყურადღებით გვაკვირდებოდა. ტანზე გრძელი ტუნიკები ემოსათ, იმ განსხვავებით, რომ, ქალთა სამოსს თან კაპიუშონის მსგავსი თავსაბურავი ახლდა, (ისეთი აკვალანგისტების კოსტიუმებს რომ აქვთ). კაპიუშონი, თავს ფარავდა და მხოლოდ სახეებს აჩენდა. მოთეთრო მოვერცხლისფრო გრძელი თმები, მხოლოდ კეფის არეში მოუჩანდათ.

ქალები ჩვენგან მოშორებით იდგნენ, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ სახეზე კოსმეტიკა არ ესვათ. მათი კანი სუფთა და ჯანსაღი იყო, რაც მათ ნაკვთებს ანგელოსისებრ გამომსახველობას ანიჭებდა. უცხოპლანეტელი მამაკაცები თავსაბურის გარეშე იყვნენ. ეკიპაჟის წევრთა განსხვავებული ფერის სამოსი, მეტალის მსგავს ლიკრას წააგავდა. (როგორც მერე გავიგეთ ეს ფერები, მათ სხვადასხვა ფუნქციას აღნიშნავდა).

ყველას მუქი ბრინჯაოსფერი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც ოქროსფერი, ლითონის მსგავსი დეტალებით იყო გაწყობილი. ტანსაცმელზე რაიმე სიმბოლო-ემბლემა, ან იდენტიფიკაციის ნიშანი არ ჰქონდათ.

როგორც შემდგომში გაირკვა, ჰუმანოიდები “ალფა ცენტავრას” სისტემაში მდებარე პლანეტა “აპუ”-დან იყვნენ. ისინი ერთმანეთისგან ასაკით არ განირჩეოდნენ. განსხვავება, მხოლოდ გარეგნობაში იყო. სიმაღლით ორ მეტრს აჭარბებდნენ, სქესობრივი ნიშნები მკვეთრად ჰქონდათ გამოხატული. თმები სწორი და გრძელი ესხათ, მოთეთრო მოვერცხლისფრო, მბრწყინავი ნათებით. თვალები დიდი და ნუშისებრი ფორმის, ოდნავ ცხვირისკენ დახრილი, ფართო ჭრილით. მომწვანო ზღვისფერი და მოვარდისფრო ლურჯი. თვალების ასეთი ფერი, ოდნავ შესამჩნევი მოთეთრო მოვერცხლისფრო წამწამები და წარბები, მათ ღია ბრინჯაოსფერ კანს კონტრასტულად ეხამებოდა და განსაცვიფრებელ, ეგზოტიკურ ფერთა კომბინაციას ქმნიდა. ჰუმანოიდების ლამაზი და დახვეწილი გარეგნობა, მთლიანობაში, სასიამოვნო სანახავი იყო.

მან, ვინც ხომალდში შეგვიძღვა, თავი „ანტარ შერარტად“ წარმოგვიდგინა. მისი თქმით, იგი მზის სისტემაში მოძრავი კოსმოსური ხომალდების მეთაური იყო. ეს სახელი ჩვენთვის ნაცნობი იყო. თუმცა დამეთანხმებით, სად ტელეპატიური და სად უშუალო, პირისპირ კონტაქტი. ამ რეალობამ შოკში ჩაგვაგდო. განსაკუთრებით, კი ჩემზე და სიქსტოზე იმოქმედა, ამ ფაქტმა ჩვენს ცნობიერებაში არსებული ეჭვი საბოლოოდ გააქარწყლა.

ოთახი, სადაც ჩვენ შევედით, ლამაზად გამოიყურებოდა, ეს იყო ორ დონიანი შენობა. ხომალდის ძირითადი ნაწილი, თითქოს ამაღლებულ ბორცვზე იყო განთავსებული. აქედან ხომალდის მართვა ხდებოდა.

იატაკი სინთეტიკური ხალიჩის მსგავსი მასალით იყო დაფარული. კედლები, კი გლუვი მეტალის იყო. შუქი პირდაპირ კედლებიდან გამოდიოდა. განათების სხვა წყარო, სანათი ან ნათურა არ ჩანდა. სინათლე თითქმის ყველგან ვრცელდებოდა, ისე რომ თვალებს არ ჭრიდა. ოთახის ცენტრში, ასე მეტრ ნახევარი სიმაღლის ცილინდრი იდგა. მას გვერდებზე პანელები, ზედაპირზე, კი გამჭვირვალე გუმბათი ჰქონდა დამაგრებული. პანელებზე განლაგებული ნათურები ათასფერად ციმციმებდნენ. ოთახის ოთხივე მხარეს დიდი დასაჯდომი იდგა, გვერდებზე კი ასევე კედელში ჩამონტაჟებული ფერადი ნათურებიანი პანელები მოჩანდა. მთელი სათავსო ექვსი მეტრის სიმაღლის იქნებოდა. ჭერის შუაგულში, ამოზნექილი გუმბათისებური დეტალი მოჩანდა.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეკიპაჟი სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდა. აივნის მსგავს ალაგზე მჯდომი ქალები ჩვენ გვაკვირდებოდნენ. ეს ადგილი დასასვენებელ ოთახს მოგაგონებდათ.

ერთ–ერთი მამაკაცი სავარძელში იჯდა. ეს ავეჯი ძალზე მოხერხებულად გამოიყურებოდა. მას მბრუნავი და სივრცეში მოძრავი მოწყობილობა ახლდა. რბილი და ანატომიური ფორმის სავარძელი იატაკზე მყარად იყო დამაგრებული.

ერთი ასტრონავტი პანელთან იჯდა და ტელევიზორის მონიტორის მსგავს ეკრანს მართავდა. სხვები კი მეორე პანელთან ისხდნენ.

ოთახს, კუთხეები და წახნაგები არ გააჩნდა, ყველაფერი მომრგვალებული იყო, რაც ვიზუალურად ძალზე კომფორტულად გამოიყურებოდა. შენობის დიზაინი, მთლიანობაში ჰარმონიულად იყო გადაწყვეტილი. ცნობისმოყვარეობამ მძლია და კითხვა დავსვი, თუ რას წარმოადგენდა, ოთახის ცენტრში მოთავსებული ცილინდრი, ანტარმა გვითხრა, რომ ეს “ამომცნობი ეკრანია”, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, სივრცის ჰოლოგრამული აღქმა და მასში ხომალდით მოძრაობა. იგი ასევე, გარემოს, გეოგრაფიული რელიეფის, სივრცეში განლაგებული ყველა ობიექტის დეტალური გარჩევის საშუალებას იძლევა.

პასუხები ყველას ერთდროულად მოგვდიოდა თავში. ის, კი ვინც გვპასუხობდა რეალურად ხმას არ გამოსცემდა. სიტყვები ტელეპატიურად-აზრობრივად, ისე მკაფიოდ აღმოცენდებოდა ხოლმე გონებაში, თითქოს გელაპარაკებიანო.

ანტარმა მონიტორთან მიგვიყვანა და ეკრანზე მიგვითითა. ამ დროს ეკიპაჟის ერთ–ერთმა წევრმა, რომელიც სავარძელში იჯდა, ხელი მის წინ მოთავსებული სფეროების ირგვლივ გაატარა. სფეროებმა ფერი იცვალა, ეკრანი განათდა და მონიტორზე პერუს დედაქალაქის-ლიმას ხედები გამოჩნდა. გამოსახულება ფერადი იყო, რაც ჩვენთვის სიურპრიზი და სიახლე იყო, რადგან ფერადი გადაცემები პერუში, ჯერ ვერ ხორციელდებოდა. ეკრანზე ლიმას სხვადასხვა ადგილები გამოჩნდა. მივხვდი, რომ ეს წინასწარ გადაღებული კადრები იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jan 13 2011, 01:36 PM
Post #36


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასეთივე შემთხვევა, რომელიც “სივრცითი კარების” არსებობას ადასტურებდა, მოგვიანებით მოხდა. კერძოდ 1977 წლის 25 აპრილს, ჩილეში.
ე.წ “ჩილეს ფენომენი” განხორციელდა პერუსა და ჩილეს საზღვრის 150-ე კილომეტრზე, დაახლოებით 4 საათსა 15 წუთზე, როცა კაპრალი არამანდო ვალდეს გორიდო და მისი შვიდი ჯარისკაცი, “სიკაგუას პოლკიდან”, პატარა მთიანეთში “პიუტრეში” იმყოფებოდნენ, იგი “ლუსკუმას პამპასებთან” ახლოს მდებარეობს. ჯარისკაცების რაზმი, ამ რეგიონში კონტრაბანდისტებს ეძებდა.

მოულოდნელად მათ ზევით ცაზე რამდენიმე ცეცხლოვანი ნათება გაჩნდა. იგი შორიდან ვარსკვლავს ჰგავდა. ერთ-ერთი მათგანი რაზმის მოშორებით 500 მეტრის მანძილზე მიწაზე დაეშვა, ეს უცნაური ობიექტი ძლიერ მოცისფრო შუქს გამოსცემდა, რომელიც კონცენტრირებულ ლუმინესენცირებულ ნისლს წააგავდა. ეს უცნაური ნათება ჯარისკაცებისკენ მოძრაობდა. კაპრალმა გადაწყვიტა ამ საოცარი მოვლენის სანახავად წასულიყო, მან ჯარისკაცებს უბრძანა საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყვნენ. ოფიცერი ამ უცნაურ ნათებას მიუახლოვდა და მასში გაუჩინარდა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, იგი ისევ გამოჩნდა, კაპრალი ძალიან დაძაბული და შეშფოთებული ჩანდა, თვალებ-ჩაწითლებული ერთი კვირის წვერგაუპარსავივით გამოიყურებოდა. გორიდო თითქოს ტრანსშიაო რაღაცას ლუღლუღებდა. მისი მაჯის საათი 4 საათსა და 30 წუთს უჩვენებდა, კალენდარი, კი ხუთი დღით ჩამორჩებოდა. სანამ გრძნობას დაკარგავდა, რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო, „თქვენ არ იცით, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, ალბათ ჩვენ დავბრუნდებით იქ“. როცა კაპრალი გონს მოვიდა, ვერაფრით ვერ გაიხსენა, თუ სად იყო და რა გადახდა თავს.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 13 2011, 01:56 PM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა

კარგი ნაწარმოები ჩანს. ვწუხვარ რომ დრო არ მაქვს წასაკითხად.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 13 2011, 04:49 PM
Post #38


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ციტატა(atman @ 13th January 2011 - 01:56 PM) *
ანანდა

კარგი ნაწარმოები ჩანს. ვწუხვარ რომ დრო არ მაქვს წასაკითხად.

რა ნაწარმოები, მეგონია ნამდვილ ამბავს თარგმნის smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jan 14 2011, 12:29 PM
Post #39


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.ufoevidence.org/cases/case460.htm

არმანდო ვალდეს გორიდოს შემთხვევა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jan 14 2011, 12:43 PM
Post #40


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ეს ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაიწყო, სადაც მზის სხივები ზღვის სანაპიროზე აღმართულ მთათა სისტემას ეფინება და იმ კლდოვან ადგილებს ანათებს, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეხებია წყნარი ოკეანის ცივი და მღვრიე წყალი.

ეს საოცარი და რომანტიკული ადგილი თავისკენ იზიდავს უამრავ მნახველს, პოეტებს, მეოცნებე მწერლებს, მოგზაურებს. ხალხს, ვისი სანუკვარი ოცნებაც, ძველი ინკების საიდუმლო ცივილიზაციასთან შეხებაა.

მთათა სისტემების, უდაბნოსა და ზღვის სანაპიროში ჩაკარგულა პერუს ათასწლოვანი დედაქალაქი ლიმა. იგი ლეგენდარული ესპანელი დამპყრობლის ფრანცისკო პისაროს მიერ იქნა დაარსებული 1535 წელს.

ლიმა წყნარი და მშვიდი ქალაქია, თავისი 50-იანი წლების დაბალ სართულიანი შენობებით.

თუმცა ამ ერთი შეხედვით წყნარი ქალაქის ერთ მხარეს, არც თუ ისე კარგად იყო საქმე.

წარმოიდგინეთ ქალაქის დიდი საავადმყოფო, ადამიანთა უსიამოვნო სახეები, აჩქარებული ნაბიჯით მოძრავი ექიმები და მედდები, ავადმყოფთა კვნესა. ხმაურია შემოსასვლელში, საოპერაციოში ახალგაზრდა კაცი შემოჰყავთ, იგი სერიოზულადაა დაშავებული, ეს მძიმე შემთხვევა მოტოციკლით განხორციელებული ავტოავარიის შედეგია. დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია ახალგაზრდა მძღოლის სიცოცხლე ექიმთა ოსტატობაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაშიც, კი თუ იგი სასწაულად გადარჩა, კომატოზური მდგომარეობა და სამუდამოდ ინვალიდობა ელოდება.

ახალგაზრდას დედა ვირჯინია, (ქვრივი რომელმაც ავტოკატასტროფაში უფროსი შვილი დაკარგა) დღეს და ღამეს ლოცვაში ასწორებდა, ღმერთს შესთხოვდა დახმარებას რომ მისი შვილი გადაერჩინა. დედას, ქალიშვილი (სახელად ასევე ვირჯინია) და ღვიძლი და როზა ამშვიდებდნენ.

ვირჯინია სულიერად ძლიერი ქალი იყო იგი ბედს არ ურიგდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შვილის გადარჩენის შანსი მცირე იყო, მან საავადმყოფოში მოძებნა საუკეთესო სპეციალისტები და მათი დახმარებით შვილი სიკვდილისგან იხსნა. ექიმებმა როგორც იტყვიან შეუძლებელი შეძლეს.

სასიკვდილოდ გადადებული ავადმყოფი სპეციალური ქირურგიული ჩარევისა და ინტენსიური თერაპიის შემდეგ ცხოვრებას დაუბრუნდა. თუმცა მის სრულიად გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ახალგაზრდას ცნობიერების დროებითი დაკარგვა, ამნეზია განუვითარდა. ავარიის შემდეგ, სახეზე უამრავი იარები და ნაკერები დარჩა, უბედურმა შემთხვევამ, მას მხედველობაც დაუზიანა და შემდგომში სიელმე განუვითარდა. მართალია მისი ფინანსური შესაძლებლობა გაკეთებული ოპერაციის ხარჯებს აუვიდა, მისი ფიზიკური და სულიერი დანაკარგები ბევრად დიდი და აუნაზღაურებელი იყო.

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მან გადაწყვიტა კერძო ბიზნესი,
(მოტოციკლების ყიდვა გაყიდვა), შეეწყვიტა და ხელი სხვა საქმისთვის მოეკიდა.

ფიზიკური დეფექტები, რაც ავარიის შემდეგ მიიღო, მას აიძულებდა ბიზნეს პარტნიორებისგან თავი შორს დაეჭირა და უმეტესი დრო შინ გაეტარებინა.

მოკლედ ეს ის კარლოსი აღარ იყო, ვისაც აქამდე ხალხი იცნობდა. ქედმაღალი და უპასუხისმგებლო ახალგაზრდა უცნაურ და ჩაკეტილ ადამიანად გადაიქცა. იგი არა მარტო მეგობრებთან სიახლოვეს გაურბოდა, არამედ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც თავს არიდებდა. თუმცა არც მისი ფიზიკური ნაკლი, სახეზე ნაიარევი და არც მოტო მრბოლელის მხრიდან ასეთი ავარიის მოხდენით გამოწვეული უხერხულობის განცდა არ იყო ამის მიზეზი. მასში რაღაც სულიერი ცვლილებაც მოხდა.

ამ შემთხვევიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კარლოსს გაუჩნდა სურვილი, შეესწავლა ადამიანის სულიერი სამყარო, მოუნდა გაეგო თუ რა იყო ადამიანის ცხოვრების საზრისი. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი წიგნებს ჩაუჯდა.

ამ თემის ირგვლივ, რომელი წიგნზეც ხელი მიუწვდებოდა ყველაფერს კითხულობდა. ახალი ცოდნის შეძენამ მას თვალსაწიერი გაუფართოვა და ერუდიცია აუმაღლა. ამ საოცარი გადარჩენის შემდეგ, მის ცხოვრებაში ახალი ინტერესები გაჩნდა, ამ ადამიანის უკვე სხვა ღირებულებები აღელვებდა, უწინდებულისგან განსხვავებული მიზნები ამოძრავებდა.

1953 წელს, მან გადაწყვიტა პერუს ასტრონომიულ ასოციაციაში გაერთიანებულიყო. გარკვეული დროის შემდეგ იგი ამ ასოციაციის მდივნად დაინიშნა. მეცნიერების გარდა მის ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც გაჩნდა. კარლოსს სიყვარული ეწვია. მან გაიცნო და შემდეგ ცოლად შეირთო როზა მარი. ეს ადამიანი გახდა მისი მომავალი მეგობარი და ერთგული მეუღლე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე, ჭირსა თუ ლხინში გვერდში ედგა. ამავე ქალისგან გაუჩნდა შვილებიც. პირველი ვაჟი იგივე სახელით კარლოსი (შემდეგში ჩარლი) ვინც ამ წიგნს წერს. მომდევნო ვაჟი სიქსტო და ქალიშვილი როზა.

იმ პერიოდში, როცა კარლოსი ოჯახს მოეკიდა, პირველად გავრცელდა ლიმაში ინფორმაცია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ. ინფორმაცია აშშ-ს საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს ოფიციალურ ცნობებში, იგი ამ თემამ ისე გაიტაცა და დააინტერესა, რომ ასტრონომიულ საზოგადოებას. სადაც იმჟამად მუშაობდა შესთავაზა, შეექმნათ ჯგუფი, რომელიც ამოუცნობი ობიექტების ფენომენს გამოიკვლევდა. ხელმძღვანელობას მან ისიც განუცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფს თვითონ ჩაუდგებოდა სათავეში. სამწუხაროდ შეთავაზებაზე უარით უპასუხეს.

ასტრონომიულ ასოციაციაში მომუშავე მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, დედამიწის გარე ცივილიზაციების არსებობა ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, რომ ეს თემა მხოლოდ ამ დარგში მოღვაწე მწერლებისთვის იქნებოდა საინტერესო და არა რომელიმე სერიოზული მეცნიერისთვის.

მიღებულმა უარმა, კარლოსი ვერ შეაჩერა, მან შეწყვიტა პერუს ასტრონომიულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა და იმ მიზნით, რომ მათთვის და სხვა სკეპტიკოსებისთვის დაემტკიცებინა არამიწიერი ცივილიზაციების არსებობა, 1955 წლის 31 იანვარს ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება ჩამოაყალიბა. საკმაოდ პრეტენზიული დასახელებით “პერუს საპლანეტაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი”.

მისი მხრიდან ეს საკმაოდ გაბედული განაცხადი იყო. ამ სახელწოდებას მისთვის რაიმე პატივი და ღირსება არ მოჰყოლია, რადგან ეს დასახელება საკმაოდ ცხადი, პირდაპირი, თავხედური და ამავე დროს შეურაცხმყოფელი, გამოწვევა იყო იმ ხალხისა, ვინც საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგა და ვისაც ამ საგნის ირგვლივ არაფრის გაგონება არ სურდა..

რას წარმოიდგენდა მაშინ მამაჩემი, რომ ამ დასახელების არჩევით, მისდა უნებურად წინასწარმეტყველურ აზრს აფიქსირებდა.

ასე და ამგვარად, პერუს მოქალაქე, ხოსე კარლოს პაზ გარსია კოროჩანომ, დაბადებულმა ქალაქ ლიმაში, ამ ინსტიტუტის დაარსებით, სათავე დაუდო ახალი მოვლენის განვითარებას, რომელმაც შემდეგში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში.

მამას მტკიცედ სჯეროდა, კოსმოსში სხვა ინტელექტუალური არსებების ყოფნის. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ყველასთვის ეს აზრი დაემტკიცებინა და როგორმე თვითონაც გამხდარიყო მათთან ფიზიკური შეხვედრის მოწმე. ეს იდეა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საგნად იქცა. კარლოსი ცდილობდა, აღმოეჩინა რაიმე ინფორმაცია, წყარო, ან მასალა, რომ ამ სფეროში სიმართლე დაემტკიცებინა. თუმცა ისიც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ სანამ რაიმე მნიშვნელოვან დამამტკიცებელ საბუთს მოიპოვებდა, ძალიან დიდი შემართება დასჭირდებოდა. ამ მიმართულებით გრძელი და რთული გზა იყო გასავლელი.

მართლაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ინსტიტუტი ოფიციალურად ეღიარებინათ. მისი ეგიდით, ბევრი სემინარი და ლექცია ჩატარდა, მოეწყო შეხვედრები უფოლოგიურ წრეებთან, როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო მასშტაბით. ინსტიტუტის პრესტიჟი და პირადად კარლოსის გავლენაც გაზარდა. მალე “ პერუს საპლანეტაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი”- (იპიარი). მსგავსი მიმართულების მქონე ორგანიზაციების ოფიციალური წევრი გახდა.

“იპაირ”-ი დღეს სრულუფლებიანი წევრია პარიზში არსებული ასტრონომიის საერთაშორისო ორგანიზაციისა. ატარებს საკონტინენტთაშორისო კვლევას ამოუცნობ ობიექტებზე. არის ნიუ-იორკში მდებარე “ნასას” ანალიტიკური ქსელის (“იკუფონის”) წევრი, (იგი სამხრეთ ამერიკის განყოფილებას წარმოადგენს).

“იპიარ”-ი ასევე წევრია, ამ თემატიკის ბრაზილიური ჯგუფის, (“ფიენატ ინვესტადორო მავიე ბრაზილ”) და ბუენოს აირესის პარაფსიქოლოგიური საზოგადოების.

დღეს კარლოს პაზ ველსი პან-ამერიკული სამეცნიერო-ფილოსოფიური კვლევების ფედერაციის ვიცე პრეზიდენტია, ასოცირებული წევრია არამიწიერი სიცოცხლის კვლევის ჯგუფისა, რომლის მთავარი ბიურო, ასევე ბუენეოს აირესშია. “იპიარი”, თანამშრომლობს ამ თემატიკით დაინტერესებულ უამრავ ჟურნალ-გაზეთებთან და ხშირად აძლევს მათ ინტერვიუს.

კარლოსთან მეგობრობენ, ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორიცაა: პროფესორი ვერნერ ფონ ბრუნი, რაკეტა “სატურნის” გამომგონებელი. ეს ის რაკეტაა, რომელიც “ნასამ” გამოიყენა პროექტში “აპოლონში”. მათი მეგობრობის ფონზე ბევრი სასარგებლო და საინტერესო ნოვაციები იქნა დასახული, იყო გამოკვლევებიც, რაც ორივე მხარეს სტიმულებს აძლევდა.

მამასთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი საინტერესო პირი შედიოდა და ამ თემაზე ინფორმაციას აწვდიდა, მათ შორის განსაკუთრებული იყო შემთხვევა, რომელიც კარლოსს ერთ-ერთ შეხვედრაზე მოუთხრეს.

1969 წელს კარლოსი და მისი მეუღლე სტუმრად იყვნენ მიპატიჟებული მეგობართან, რომელიც იმ პერიოდში დომენიკის რესპუბლიკაში დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა. მან საინტერესო შემთხვევის შესახებ მოუთხრო სტუმრებს..

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დიპლომატი საკუთარი ავტომობილით მგზავრობდა, გზა უცნაური სინათლით განათდა. შუქი იმდენად მკვეთრი იყო, რომ თვალებს ვეღარ ახელდა. ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და გაჩერდა. შუქი თანდათან მინელდა. იქვე მოშორებით დისკოსებური უცნაური საფრენი ობიექტის კონტურები გამოჩნდა. ობიექტიდან, ორი ადამიანისმაგვარი არსება გადმოვიდა და მანქანას მოუახლოვდა. გარეგნულად ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ოღონდ უფრო დახვეწილი ნაკვთები ჰქონდათ. ტანთ უცნაური ტანსაცმელი ემოსათ. უცხოებმა, მას გამართული ესპანურით მიმართეს და სთხოვეს დამშვიდებულიყო, რადგან ცუდი არაფერი შეემთხვეოდა. უცხოპლანეტელებმა აღნიშნეს, რომ ისინი პლანეტა “ჰანიმედიდან” იყვნენ მოსული, (პლანეტიდან, რომელიც იუპიტერის ერთ-ერთი თნამგზავრია). უცხოელებმა დიპლომატს ხომალდში შესვლა შესთავაზეს, რაზედაც იგი დასთანხმდა, (თუმცა რატომ მოიქცა ასე, მაშინ იგი ამას ვერ აცნობიერებდა). დიპლომატმა, ხომალდში ერთი საათი დაჰყო. ესაუბრა ჰუმანოიდებს და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. უკან მალე დააბრუნეს, ავტომობილი თავისუფლად დაიქოქა და მან შინ გამომგზავრება შეძლო. სახლში მისვლის შემდეგ, ამ ამბავზე იგი კარგა ხანი ფიქრობდა.

ამავე წელს მამამ და ინსტიტუტის ერთ-ერთმა წევრმა რომელსაც იგი ენდობოდა, გამოსცეს წიგნი, რომელშიც ავტორი თავის ექტრაორდინალურ შემთხვევას აღწერდა, ჰანიმედიდან მოსულებზე, თუმცა სიუჟეტი ავტორის გამონაგონი იყო და არა სინამდვილე. წიგნმა გარკვეული კომერციული წარმატება მოიტანა და მკითხველიც შეიძინა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი, მხოლოდ მეცნიერული ფანტასტიკა იყო და მკითხველს უცხოპლანეტელებზე არასწორ წარმოდგენებს უქმნიდა.

წიგნმა სამეცნიერო წრეებში პოლემიკა გამოიწვია. მოვლენას გამოეხმაურა პრესაც, იყო საზოგადოებრივი რეაქციაც. ბევრს ეგონა, რომ წიგნის ავტორი კარლოსი იყო, რამდენიმე ჟურნალისტმა მისი კომენტარის ჩაწერა მოითხოვა.

საერთო ჯამში წიგნმა გამოსვლას ნეგატიური გამოხმაურება მიიღო. კარლოსს მხარს ამ საქმეში, მხოლოდ ორი ადამიანი უჭერდა, ვაჟები, სიქსტო და ჩარლი. ჩვენ რა თქმა უნდა ბევრი რამ ვიცოდით მამის საქმიანობის შესახებ და მისი ქცევით აღტაცებული ვიყავით.

ამ მოვლენის შემდეგ, მამასთან შეხვედრის სურვილი საზოგადოების ბევრ ცნობილ წევრს გაუჩნდა, ასევე გახშირდა მოწვევები სხვადასხვა ცენტრებიდან. 1973 წელს, თავის ოფისში მიგვიწვია “ღვთაებრივი რეალიზაციის საერთაშორისო საზოგადოებამ” (სოსედად ინტერნაციონალ რეალიზაციონ დე დივანა შემოკლებით “სირდ”) ეს იყო იურიდიულად რეგისტრირებული ორგანიზაცია რომელიც “სვამი დევანანდა მახარაჯას” მოძღვრებას ავრცელებდა. პერუში მისი წარმომადგენლად ითვლებოდა სილვია რებერა დე მარანიდო. მას წაკითხული ჰქონდა კარლოსის გამოცემული წიგნი და მამისგან კომენტარს ითხოვდა.

ამ შეხვედრაზე მივედით. შეკრებაზე კარლოსის ბრწყინვალე გამოსვლამ, მსმენელები აღაფრთოვანა. მას ხალხი შემოეხვია და უამრავი შეკითხვა დააყარა. მე და სიქსტო, კი ამ ფილოსოფიური მოძრაობით დავინტერესდით და ქალბატონ რიბერას გავესაუბრეთ. რიბერამ თავის მხრივ თანამშრომლობა შემოგვთავაზა, ჩვენ შეგვეძლო დავსწრებოდით მის ლექციებს და ჩაგვეტარებინა, სამედიტაციო ვარჯიშები იოგაში. შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდით.

გზაში მამას მოვუყევით ჩვენსა და “სირდის” ხელმძღვანელს შორის შემდგარი საუბრის შესახებ, ვუთხარით ის რაც ქალბატონმა რივერამ შემოგვთავაზა და ვკითხეთ რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ ექნებოდა ამაზე. ამ დროს ჩვენს თვალებში დიდი ცეცხლი და ლტოლვა ჩანდა, ალბათ ისეთი როგორიც მამას ჰქონდა მაშინ როცა იგი უფოლოგიაში მოღვაწეობას იწყებდა. კარლოსი ჩვენი სახით, თავისი მოღვაწეობის და მოქმედების გამაძლიერებელ ძალას ხედავდა. (ეს ინტერესები და მიდრეკილება ჩვენც ხომ მისგან გადმოგვეცა), ჩვენდა სასიხარულოდ მან თანხმობა მოგვცა და ამ სფეროში დახმარებაც აღგვითქვა.

მამა აგრძელებდა თავის მოღვაწეობას უფოლოგიაში, მე და სიქსტომ კი ახალი მოძღვრების შესწავლა დავიწყეთ. ეს საქმე ჩვენს ყოველდღიურობად იქცა, მასში შედიოდა იოგას ვარჯიშები, ვეგეტარიანული საკვები, მედიტაციები, ჭვრეტა, მოდუნება, ლიტერატურის გაცნობა. ჩვენი ძირითადი თავისუფალი დრო, მთლიანად ამ საგნის შესწავლას ეთმობოდა. თუმცა ამავე დროს ჩვენ არ ვივიწყებდით უფოლოგიას და უცხოპლანეტელების თემას.

შემდგომში, უნივერსიტეტში სწავლამ და სპორტით, კერძოდ ტანვარჯიშით დაინტერესებამ, (შეჯიბრებები პერუს ტანვარჯიშის ფედერაციის ეგიდით ტარდებოდა), მაიძულა ეს საზოგადოება დამეტოვებინა. უნდა ვაღიარო, რომ ამას ასევე ხელი შეუწყო ჩემმა სიზარმაცემაც. სიქსტო კი პირიქით, იგი “სირდის” აქტიური, ორგანიზებული თანამშრომელი და მსმენელი გახდა. მისი მისტიური ტენდენციები და ინტერესები როგორც იტყვიან, ამ სკოლის კედლებში გაიფურჩქნა.

1973 წლის ბოლო იყო. ინსტიტუტი განაგრძობდა მოღვაწეობას, მიმდინარეობდა სემინარები, შეხვედრები, ლექციები. მე და ჩემი ძმა, ყველა ამ შეკრებაში მონაწილეობას ვიღებდით. ინსტიტუტში პოპულარული გახდა ახალი თემა, პარფსიქოლოგია. მეცნიერება რომელიც ადამიანის ამოუცნობ გრძნობად მოვლენებს იკვლევს (აკვირდება ექტრასენსორულ შეგრძნებებს). მეცნიერების ამ დარგს საფუძველი, ფრანგმა მეცნიერმა სორბონის უნივერსიტეტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჩარლზ რიკეტმა ჩაუყარა. იგი საინტერესო გამოკვლევას ატარებდა ექტრასენსორიკაში, კერძოდ ტელეპატიაში (ინფორმაციის გადაცემა, მანძილზე, ანუ მანძილზე გონებრივი კომუნიკაცია). ასეთივე გამოკვლევა, ოღონდ უფრო საფუძვლიანი ჩაატარა პროფესორმა ჯოზეფ ბენქსმა. იგი ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, ამ თემამ ძალიან დამაინტერესა და დიდი ყურადღებით ვისმენდი ლექციებს, შემდეგში. შემდეგში ეს ცოდნა ძალიან გამომადგა.

ზაფხულის არდადეგები ახლოვდებოდა, რამდენიმე მეგობართან ერთად დაგეგმილი გვქონდა ექსკურსიები ანდებში და სხვა ღირშესანიშნავ ადგილებში. გვინდოდა დაგვეთვალიერებინა და კარგად გამოგვეკვლია, ის არქიტექტურული ძეგლები რომელიც აქ ჩამოსულ ტურისტებს და არქეოლოგიურ ჯგუფებს ასე იზიდავდა. ვერცერთი ჩვენგანი და ვერც ოჯახის ნებისმიერი წევრი ალბათ ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი ეს ექსკურსიები რამხელა მნიშვნელობის იქნებოდა, რომ იგი დიდ ზეგავლენას მოახდენდა, არამარტო ჩვენი და ჩვენი მეგობრების ცხოვრების წესზე, არამედ მთელს მსოფლიოზე.

მაშინ წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენი მოღვაწეობა, უმნიშვნელოვანეს ფურცელს ჩაწერდა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში და გახდებოდა პირველი უშუალო კავშირი დედამიწელებსა და არამიწიერ ცივილიზაციებს შორის.
Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st November 2024 - 03:51 AM