IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> თქვენი რჩევები მჭირდება, დეპრესია
Rating 5 V
laito
post Nov 8 2018, 10:38 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 8-November 18
From: Tbilisi
Member No.: 7,792

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ ,
რამდენიმე დღეა ვათვალიერებ ამ ფორუმს, ჰოდა ვიფიქრე, იქნებ ჩემი დახმარება შეძლოთ თქო.
რაშია ახლა საქმე justcuz_hourglass.gif . ბოლო 2-3 წელია რაღაც ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ვარ . ამ ბოლო დროს ფსიქოლოგთანაც დავდივარ, დეპრესიაა ჩემი დიაგნოზი და ანტიდეპრესანტებსაც ვიღებ. თუმცა, ვერანაირ შედეგს ვერ ვგრძნობ. რაც დრო გადის, პირიქით, უფრო უარესდება ყველაფერი. ანუ არც ის ვიცი,აქ თუ უნდა ვწერდე მსგავს თემაზე, უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო, რომ ნორმალურად ვიყო. ნუ ერთი რასაც დავაკვირდი, ფიქრი ძალიან მიშლის ხელს კარგად ყოფნაში , სულ ნეგატივისკენ მივყავარ. მაგრამ ვერც მაგას ვუხერხებ ვერაფერს :დ არადა რეალურად არ მაქვს არანაირი მიზეზი იმისთვის,რომ ცუდად ვიყო და ეგ უფრო მაბნევს. ვერ ვხვდები, რა უნდა ჩემს ქვეცნობიერს ჩემგან.რა არ მოსწონს, რითია უკმაყოფილო :დ
ჰოდა მართლა არ ვიცი , რა შეიძლება რომ მირჩიოთ . დილით განსაკუთრებით მახრჩობს ხოლმე ეგ რაღაც და ამიტომ გადავწყვიტე ალბათ, რომ აქ დამეწერა. რაღაც ზედმეტად უაზრო პოსტი გამომივიდა მგონი, თუმცა მაპატიეთ. უბრალოდ ვინმე უცხოსთან მინდოდა მელაპარაკა და აი. თუ რამე მსგავსი გამოცდილება გაქვთ და თავი დააღწიეთ როგორღაც ამ რაღაცას და მეც გამიზიარებთ, მადლობელი დაგრჩებით.
მადლობა, თუ წაიკითხეთ. და ბოდიშით, დრო რომ დაგახარჯინეთ ამ სისულელელის წასაკითხად.

კარგ დღეს გისურვებთ ♥
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 05:55 PM