Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ნათელმხილველები

Posted by: tls888 Jul 26 2020, 08:09 PM

მოგესალმებით, ნათელმხილველებზე რას მეტყვით და რა შეგიძლიათ რომ მირჩიოთ?
ასევე ავლაბრელ იზაზე რას მეტყვით?

Posted by: jarmen Jul 28 2020, 02:25 AM

ნათელხილვა უნარია, ნათელმხილველს ეძახიან ისეთ ადამიანს(სხვა სახეობის არსებებსაც აქცთ ეს უნარი) რომელრბის მართავენ ამ უნარს საკუთარ თავში. თუმცა თქვენ ვშიშობ მკითხავებზე დასვით კითხვა.
რაც შეეხება ავლაბრელ იზას, გაცნობიერებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი ავლაბარში მაქვს გატარებული თუმცა არასოდეს გამიგია იზას შესახებ, იქნებ თქვენ გვითხრათ ვინ არის იზა?

Posted by: ano Jul 28 2020, 11:41 AM

ნათელმხილველი იზა არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება ვინმეს მიერ პირად ბედში ჩარევას, და დაპროგრამება რომ მომავალში აი ესა და ეს გელოდება ეს არის ძალიან ცუდი პირადი გამოცდილებით გეუბნებით,
ცხოვრებაში ერთხელ შევხვდი მკითხავს, ციგანი ქალი იყო მითხრა რომ დედაჩემს აქვს მიცვალებულის წყალი მინასხამი და მისი წყევლა ჩემზეც გადმოვიდა, მე ვიფიქრე ალბათ მართალია თქო პირველი ქმარი რომ გარდაეცვალა დედამთილი ყავდა ნეგატიური და ალბათ იმან დაწყევლათქო,. მოკლედ ასე ჩამითრია ცნობისმოყვარეობამ, მერე მითხრა თმები შეგიჭრია და ვინც თმები შეგჭრა ის ქვრივი ქალის და შენზე ნეგატივი აქვს გადმოცემულიო, მართლაც წინა დღეს შევიჭერი თმა და იმ ქალს მართლაც შავები ეცვა. მერე ამ მარჩიელმა მითხრა მე ყველა ჯადოს მოგხსნიო, მგონი 100 ლარი მომთხოვა, გავხსენი საფულე და ჩემოდნის საყიდელი ფული მივეცი იმ ციგანს ოღონდ არ უნდა შეგენანოსო,
მერე ხელის გული გახსენიო წითელი ძაფი დამადო შეკოჭა შვიდჯერ, მერე ხელი მოუჭირეო და უკან არ მოიხედოვო ეს ძაფი გზაჯვარედინზე გადააგდო თუ ნასკვი გაიხსნა ესეიგი ჯადო მოგეხსნაო, მართლაც გზაჯვარედინზე მივედი გავხსენი ხელი და ძაფი გახსნილი იყო და გადავაგდე.
მერე საფულე შევამოწმე და ოცი ევროც გამქრალი იყო.

ცხოვრებაში თითქმის არაფერი მინანია რაც რამე გამიკეთებია, მაგრამ იმოს მერე რა მოვლენებიც მოხდა არა ჩემი პირადი ნებით ყველაფერს ვნანობ, რამდენჯერ მინატრია დრო უკან დაბრუნდეს და სულ სხვა გზით ვივლიდი თქო, თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში ჩიხში მოვხვდი.
ჩემი რჩევაა ყველასთვის არავის მისცეთ უფლება რომ ჩაერიოს თქვენს ბედისწერაში. თავად დაგეგმეთ საკუთარი ცხოვრება, თავად გადაწყვიტეთ, მოუსმინეთ საკუთარ გულისთქმას და შეუსრულეთ მას სურვილი.
არ შეგშურდეთ სხვისი, ყველას თავისი გზა აქვს, ყველას თავისი მიეცემა.
დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ითხოვეთ და მოგეცემათ.

Posted by: 紫青紫 Feb 14 2021, 07:17 PM

ნებისმიერი ატრიბუტი რომელსაც "მკითხაობისთვის", ინფორმაციის გამოტანისთვის, იყენებენ აჩვენებს აწმყოს განვითარების ყველაზე დიდ ალბათობას, თუმცა ნებისმიერმა შენმა მოქმედებამ თუ სიტყვამ შეიძლება შეცვალოს შენი მომავალი და ისეთი გზით შეიძლება წაიყვანო ყველაფერი თვითონაც რომ არ მოელოდი. რაც შეეხება ადამიანებს რომლებიც არ იყენებენ ატრიბუტებს (ტარო, ყავა ან მსგავსი რამე) ინფორმაცია გამოაქვთ ისეთი "ადგილებიდან" რომ შეიძლება დაზიანდე. ან კიდევ ერთი ვარიანტი ფსიქიკა თუ სუსტი გაქვს გამოგიტენიან ტვინს ტყიილებით, დაგაპროგრამებენ. ასე რომ მარტივი რჩევა თვითონ მართე საკუთარი ცხოვრება.

Posted by: ANGEL_77 Apr 26 2022, 04:14 AM

QUOTE(tls888 @ Jul 26 2020, 08:09 PM) *
მოგესალმებით, ნათელმხილველებზე რას მეტყვით და რა შეგიძლიათ რომ მირჩიოთ?
ასევე ავლაბრელ იზაზე რას მეტყვით?

რომელ იზაზე საუბრობ? აფხაზეთიდან, რომ იყო და სამების უკან ცხოვრობდა?

Posted by: Thorum Oct 22 2022, 02:27 PM

შეგიძლიათ იზას მისამართი ან ტელ ნომერი მომაწოდოთ?

Posted by: Thorum Oct 23 2022, 10:27 AM

ციტატა(ANGEL_77 @ Apr 26 2022, 04:14 AM) *
რომელ იზაზე საუბრობ? აფხაზეთიდან, რომ იყო და სამების უკან ცხოვრობდა?

შეგიძლიათ იზას ნომერი ან მისამართი რომ მომაწოდოთ?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)