IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> tty
Mechanical Sheep
post Mar 1 2018, 05:04 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



01.03.18

*


სად იწყება ჩემი მოგზაურობა ან სად მთავრდება არვიცი, მაგრამ ვიცი ახლა სადაც ვარ. ნათლად ვხედავ იმ შემზარავ სურათს, რომელიც ყოველ დღე მეორდება გამუდმებით. არ მაქვს საუბარი იმაზე, თუ ვის უფრო მეტად გვილხინს ან გვიჭირს, ვგულისხმობ დღევანდელი სამყაროს მანკიერებებს, რომლებიც არმგონია მხოლოდ მე მაშფოთებდეს და არმგონია მხოლოდ მე მაბრკოლებდნენ. პირველ რიგში, ვინც მაბრკოლებს ეს ჩემი თავია და შემდეგ სხვა დანარჩენი. გადმოცემა საკმაოდ რთულია, თუმცა ვეცდები გადმოვცე ის მდგომარეობები, რომლებიც მე გამივლია და რომელშიც ახლა ვარ გამოკეტილი.

ფორუმზე უამრავ რამეზე გვიმსჯელია, გვიკამათია და დავთანხმებივართ ერთმანეთს, თუმცა რეალურად თუ როგორია ჩვენი პირადი ცხოვრება და როგორები ვართ შიგნით მხოლოდ ჩვენ ვიცით. ჩვენი ქმედებები გამოგვხატავენ ჩვენ, თუმცა ქმედებამდე არსებობს აზრი და არსებობს ფიქრთა ნაკადი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ვმოქმედებთ მათზე და მოქმედებენ ჩვენზე და ეს გავლენა უზარმაზარია. ვაკეთებთ არჩევანს და ამ არჩევანით გვიწევს ვიცხოვროთ. ვამბობთ რომ დილაა, გათენდა, გავიღვიძეთ, მაგრამ მართლა ასეა?! ბევრ ვინმესთან და რამესთან მქონია შეხება, უამრავი რამე გამომიცდია ისე რომ შემიძლია ვთქვა რა რა არის. მესმის გაცნობიერებული სიზმრებიც, რიტუალური მაგიაც, ექსტრასენსორიკაც და იმის მიუხედავად რომ არ ვარ მონაწილე, შორიდან ვაკვირდები ოლმეკის და სხვათა ნამუშევრებს. შეიძლება მათი შესადარი ვერაფერი დავწერო, თუმცა მინდა მოვყვე ამბები და სიტუაციები, ავხსნა ჩემივე გაგებით და გადმოვცე, რათა მეც დავინახო უკეთ და შეძლებისდაგვარად მოვისმინო აზრის გამოთქმის მსურველთა რჩევები და აზრები.


I


სიტუაციიდან, რომლიდანაც ვფიქრობ რომ დაიწყო ჩემში რეალური გაცნობიერება იმ არხებისა, რომელიც დაბადებიდან გვეხსენება და ზოგიც წარსული მოგზაურობებიდან მოგვყვება, გავიდა 7 წელი. მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფილოსოფია, ეზოთერიკა, ოკულტიზმი, ფსიქოლოგია და სხვ. უამრავი ასე ვთქვათ ,,ბუდე'' გამოვიცვალე, რომელშიც ვზრდიდი და ვწრთვნიდი საკუთარ აზროვნებას. ვგრძნობდი და ვხედავდი მიკრო და მაკრო სამყაროში არსებულ ცვლილებებს და მათ დინამიკას. ამასთან ერთად იზრდებოდა გამოცდილება და ფართოვდებოდა ინფორმაცია ჩემში. ამჟამად რა მდგომარეობაც მაქვს, უფლებას არ მაძლევს კავშირი ვიქონიო იმ აზრებთან, რა აზრებიც შემოდიოდა ჩემში 2-3 წლის წინ. ვფიქრობ ამის უამრავი მიზეზი არსებობს. რაც მახსოვს ამ ყველაფრიდან არის შეგრძნებები. შეგრძნება ერთ-ერთი ბრწყვინვალე უნარია ჩვენი სულისა, რომელსაც შეუძლია დროში არსებულ ყველანაირ დაბრკოლებას გაუძლოს. მინდა გადმოცემა და აღწერა დავიწყო იმ მდგომარეობისა, რომელიც ახლა მაქვს და ავხსნა იმდენად, რამდენადაც შეუძლია ახლა ჩემს ინტელექტს.

მახსოვს შეგრძნებები, რომლითაც აღვიქვამდი და ვგრძნობიდ გარესამყაროში არსებულ ენერგონაკადებს თავისი არსით. ამავე შეგრძნებით არა გარესამყარო არამედ მინდა საკუთარი ენერგეტიკული სხეულის მდგომარეობა გადმოვცე, რადგან ეს მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას აღვიქვა და ვიგრძნო გარე სამაყროში არსებული ენერგონაკადები. ჩემი შეგრძნებები ძალიან შესუსტებულია მკერდის არეში, ასევე ენერგეტიკულ სხეულს ძალიან სუსტი მიმღებლობა გააჩნია. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს მუცელში ვარ, ნარინჯისფერ ზონაში, როგორიც საერთოდ არ მახსოვს ჩემი თავი. ეს რაღაც ამაზრზენი შეგრძნებაა. თავს არ ვგრძნობ ბინძურად მაგრამ ამ ყველაფერს გაფუჭებული ტელევიზორის გემო აქვს. ეს მდგომარეობა კი თავისთავად იწვევს ძალიან ნეგატიურ ფიქრებს და აზრებს, რომლებმაც არაერთი მენტალური და ფიზიკური ავადმყოფობა შემომაჩვია, რომელიც არც ანალიზებში ჩანს და არც რაიმეთი იხედება. თუმცა მე ვხვდები ამ ყველაფერს. ასევე ამ მდგომარეობამ ცხოვრებისეული უიღბლობაც მომიმატა და გარემო, რომელშიც ვხვდები მუდმივად ცდილობს შემაკავობს ამ მდგომარეობაში და უფრო დაბლა ჩამომქაჩოს, მაგრამ აზრზე არ ვარ ამაზ ქვევით რა უნდა იყოს.

ამ ყველაფრის მოყოლის მიზეზი რამდენიმე რამეა, თუმცა მთავარი, რაც მაძლევს მოტივაციას, ესაა ჩემი მდგომარეობის რუკის დახატვა, თუ რას რა იწვევს. ეს მარტო მე არ მჭირს. ნარინჯისფერია ნახევარ მსოფლიოზე მეტი. მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც ჩემსავით დაემართათ და არიან ისინი, რომლებსაც არც კი ახსოვთ უფრო კარგი მდგომარეობა და ვერც კი ხვდებიან თუ ,,რა უნდა იყოს უკეთესი'', რადგან მათთვის ღირებულებას წარმოადგენს მხოლოდ შემოსავალი, ყველაზე მინიმუმი კი არის ყველანაირი სახის საკვები, მენტალური, ემოციური თუ სხვა. ამიტომაც ამ რუკის საშუალებით, შეიძლება შეკოწიწება ისეთი საშუალებებისა, რომმლებიც დაგვეხმარება ამათუ იმ პრობლემის მიზეზის პოვნაში და აღმოფხვრაში. შეიძლება სხვადასხვა ,,სულიერი მასწავლებელი'' ბევრად გამოცდილი პრაქტიკით და ცოდნით მოახერხებს, თუმცა ეს ამ მომენტში ჩემთვის არ არის მნიშნელოვანი. ასევე, ვფიქრობ რომ ეს მეთოდი, რომელიც თხრობაზე, მსჯელობაზე და ინტროსპექციაზეა დაფუძნელი, ბევრად უფრო სუფთა, კეთილი და კარგი გზაა გარკვეული მდგომარეობის მისაღწევად ან რაიმის მოსაშორებლად. ეს ფორუმია და ამაზე მარტივად ვფიქრობ არ გამოვა დიალოგი ცოცხლად და თან ისეთი აზრების მიღება, როგორიც აქ შეიძლება, რა თქმა უნდა თუ იქნა დაინტერესება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Mar 30 2018, 11:00 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tty_   tty   Mar 1 2018, 05:04 PM
earth   tty_ რა თქმა უნდა თუ ი...   Mar 2 2018, 06:14 PM
td.........   რა კარგია, ფორუმი ს...   Mar 4 2018, 09:05 PM
tty_   დინამიურობა, ანუ პ...   Mar 30 2018, 07:22 AM
tikoroma   :(   Mar 30 2018, 11:00 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 10:33 AM