IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> გასხივოსნებიდან წმინდანობამდე, ეზოთერული ქრისტიანობა
David Monny
post Feb 15 2019, 04:21 PM
Post #61


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხშირად გაიგებთ, რომ ადამიანები ციტირებენ მამა გაბრიელის სიტყვებს, მაგრამ ცოტა თუ ხვდება რას ამბობდა ის. აი მაგ. როდესაც ის ამბობდა, რომ თქვენ ალბათ გსმენიათ რომ ნუ დაიჯერებთ სანამ საკუთარი თვალით არ იხლიავთო, ხოლო მე კი გეუბნებით, რომ საკუთარი თვალით ნანახიც არ დაიჯეროთ ხანდახანო. გაგიგიათ ჩაკრების აღწერილობა აღმოსავლური ფილოსოფიებიდან, ქრისტიანობაში ამას ცები ქვია. მე-7 ცა, მე-8 ცამ, მე-9 ცა და ა.შ. მოკლედ გასხივოსნება ხდება, როდესაც იხსნება მე-7 ჩაკრა, ანუ საჰასრარა, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე ხდება გამოცხადებები, ხედვები. აი სწორედ ამაზე საუბრობდა მამა გაბრიელი, რომ არ უნდა ენდო ამ ხედვებს. ეს არის ინგისმიერი არქეტიბები. ქრისტიანი ხედავს იესოს ჯვარზე, ან ღმრთისმშობელს, როგორც წმინდა სერაფიმ საროველი. ბუდისტი არ ხედავს ქრისტეს ჯვარზე, არამედ ხედავს ბუდას ლოტოსის ყვავილზე მჯდომს, იდუსი ხედავს კრიშნას ფლეიტით, ან ვიშნუს, ან შივას და ა.შ. მათემატიკოსი არ ხედავას არც ქრისტეს და არც ალაჰს, ის დაინახავს მათემატიკის ფორმულებს. ანუ მნიშვნელობა არ აქვს არქეტიპის ფორმას, მაგრამ ის ჩნდება გასხივოსნების წინ. ეს არის არქეტიპი, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერშია და ყველაზე მეტად ახლოსაა ჩვენს სულთან, რისიც გვწამს და გვჯერა, იმას ვხედავთ, მაგრამ ეს არის ილუზია. ატმანს და ქრისტეს, არანაირი ფორმა არ აქვს. ატმანი არც ფორმიანი და არც უფორმო. არც არის და არც არ არის. ვერაფერს იტყვი მასზე. თუ თქვი, ე.ი. საუბრობ მის არქეტიპზე და არა თავად მასზე. ეს არის ბოლო ეტაპი. ეს არის როდესაც ვთქვი, რომ ქრისტე გათავისუფლებს ქრისტესგან. როდესაც ქრისტიანი ხედვას ჯვარცმულ ქრისტეს , უნდა გაანალიზოს, რომ ეს ბოლოა რასაც ის დაინახავს. ბევრი ჩერდება და ენდობა ამ ხილვებს და რჩება ილუზიაში, ისე რომ ვერ აღწევს გასხივოსნებას. თუკი პიროვნება ბოლომდე შეინარჩუნებს სიმტკიცეს და ამ ხილვების დროსაც დასვამს კითხვას: ვინ ხედავს ქრისტეს, ბუდას? აი ამ დროს გაქრება ქრისტე. ეს არის წამი, როდესაც ქრისტე გათავისუფლებს ქრისტესგან. ბუდა გათავისუფლებს ბუდასგან. ამის მერე მოდის არაფერი. ეს არის გასხივოსნება. მასზე ვერაფერს ვერასდრის ვერავინ ვერ იტყვის, რადგან არავინ არასდროს არ გასხივოსნებულა. გასხივისნებაში არავინაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის ვინც არის, მარტო ის არის. მაგრამ ჩვენ გვიჭირს წარმოვიდგინოთ ისეთი რამ, რაც ერთად ერთია, ამიტომ ვამბობ რომ არავინაა. ის რაც არის, ერთია, მთლიანია და დაუნაწევრებელი, ამიტომ სულ ერთია არის თუ არ არის. ვინღა უნდა გასხივოსნდეს ან ვირ რას უნდა მიაღწიოს? ყველაფერი მიღწეულია. ყველაფერი გაკეთებულია. ყველაფერი ყოველთვის თავის ადგილას არის. ყველა და ყველაფერი სრულყოფილია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 16 2019, 01:30 PM
Post #62


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესოა, ეს ვიზუალური არქეტიპები მეც მასე ვფიქრობდი

და მადლობა რომ გვახსენებ პრიორიტეტს რაც არის ადამიანის ცხოვრებაში
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Feb 24 2019, 05:42 AM
Post #63


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
მადლობა საინტერესო პასუხისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Feb 24 2019, 05:54 AM
Post #64


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
საინტერესოა ძალიან. მადლობა პასუხისთვის


David Monny
ანუ როგორც გავიგე და თუ სწორად გავიგე ბუდა, კრიშნა, ქრისტე და ა.შ ერთია უბრალოდ სხვა და სხვა გამოვლინება?

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 24 2019, 06:32 PM
Post #65


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zeppelin
QUOTE(zeppelin @ 24th February 2019 - 05:54 AM) *
ანუ როგორც გავიგე და თუ სწორად გავიგე ბუდა, კრიშნა, ქრისტე და ა.შ ერთია უბრალოდ სხვა და სხვა გამოვლინება?

ეგ პიროვნებები, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წყაროები არ ადასტურებენ მათ რეალურ არსებობას, ან თუ ადასტურებენ მხოლოდ ირიბად და ისიც თავად რელიგიური ტექსტების ზეგავლენით, თუ მართლა არსებობდნენ, არსებობდნენ სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ლოკაციებში. კრშნა, დაახ. 5000 წლის წინ. ბუდა, ანუ პიროვნება სახელად შაკიამუნი, იგივე სიდჰართა გაუტამა დაახ. 2500 წლის წინ, ხოლო იესო ნაზარეველი, 2019 წლის წინ ცხოვრობდნენ. ქრისტიანი, რომელსაც არასდროს არ უნახავს ნამდვილი ქრისტე, ხედავას ქერათმიან ცისფერთვალება წვერებიან მამაკაცს, რომელიც ჯვარზეა გაკრული. ბუდისტი, რომელსაც არასდროს უნახავს შაკიამუნი, ხედავს დიდყურებიან ლამაზი პირისახის ადამიანს, ლოტოსის ყვავილზე მჯდომს. ეს სახებები, არქეტიპების ნაირსახეობებია. ვისაც რისი წამს, იმის შესაბამის არქეტიპს ხედავს გასხივოსნების წინ, მაგრამ ეს ილუზიაა. რეალობა ერთია. ის, რაც არქეტიპების მიღმაა, მუდამ მთლიანია და არასდროს დანაწევრებულა და არც არასდროს დანაწევრდება. არ არსებობს ცალკე კრიშნა ან ცალკე ბუდა გარდა მათი არქეტიპებისა. საერთოდ არავინ არ არსებობს ცალკე. ის რაც არსებობს, ერთია. ერთიანია და მთლიანია. ეს არის უმაღლესი გაგება. ნირვანა, მოკშა, ცატა სასუფეველი და ა.შ. სხვადასხვა ტრადიციებში, სხვადასხვა სახელები ქვია, ხოლო რეალურად ერთი და იგივეა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Feb 24 2019, 07:26 PM
Post #66


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
QUOTE(David Monny @ 24th February 2019 - 09:32 AM) *
ის რაც არსებობს, ერთია. ერთიანია და მთლიანია. ეს არის უმაღლესი გაგება. ნირვანა, მოკშა, ცატა სასუფეველი და ა.შ. სხვადასხვა ტრადიციებში, სხვადასხვა სახელები ქვია, ხოლო რეალურად ერთი და იგივეა.

good.gif ცოტა რთულია გასაგებად მაგრამ უნდა გავიაზრო

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 24 2019, 08:28 PM
Post #67


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zeppelin

QUOTE(zeppelin @ 24th February 2019 - 07:26 PM) *
ცოტა რთულია გასაგებად მაგრამ უნდა გავიაზრო

გეთანხმები, ძალიან რთულია, რადგან ეს რეალობა, ანუ იგივე ნირვანა, მოკშა, სატორი, ცათა სასუფეველი და სხვ. იწყება იქ, სადაც მთავრდება ინდივიდუალური მე, ანუ ადამიანის ეგო. როგორც ქრისტე ამბობდა, რომ ცათა სასუფეველი თქვენშიაო, სწორედ ასეა, მაგრამ მას არ უთქვამს ცათა სასუფეველი თქვენ ხართო, რადგან ადამიანის ეგოისტური გონება, ამასაც მიისაკუთრებდა. როდესაც ვამბობ ყველაფერი ერთია, ვგულისხმობ ადამიანის ინდივიდუალური ეგოს ილუზორულობას. დიახ, ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვარსებობთ გარესამყაროსგან, მაგრამ ეს მხოლოდ ეგოისტური აზროვნებაა. რეალურად არ არსებობს საზღვარი სადაც მთავრდება ადამიანი და იწყება სამყარო. გონება დუალისტურია. მას ყოველთვის ჭირდება მიზანი, რომელსაც განასხვავებს საკუთარი თავისგან და მიიღწვის მისაკენ. ნირვანაში არ არსებობს მიზანი, არც საშუალება და არც ის, ვინც ამ მიზანს უნდა მიაღწიოს. ეს არის გათავისუფლება. გათავისუფლება ეგოსგან. ეგოისტური აზროვნებისგან, რომ "მე", განსხვავდება სამყაროსგან. "მე", არ განსხვავდება სამყაროსგან. "მე" არის ეს სამყარო.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Feb 24 2019, 11:09 PM
Post #68


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
მაგის შემდეგ რამოდის? თუ მანდ მთავრდება ყველაფერი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 24 2019, 11:40 PM
Post #69


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zeppelin
QUOTE(zeppelin @ 24th February 2019 - 11:09 PM) *
მაგის შემდეგ რამოდის? თუ მანდ მთავრდება ყველაფერი?

მაგის შემდეგ მოდის პასუხი კითხვაზე: რა არის ღმერთი? ღმერთს, ვერასდროს დაინახავ, რადგანაც მან არჩია ადგილი, საიდანაც მხოლოდ იხედები. ანუ, ნირვანაში, არ არის ობიექტი, რომ თქვა: აი ეს არის ღმერთი. რადგან ის ვინც ამას გააცნობიერებს, ის იქნება ღმერთი. ღმერთი არის ის, ვინც ხედავს. ღმერთს, გარედან ვერასდროს დაინახავ, არამედ მხოლოდ მაში დაინახავ, როდესაც იხედები, როგორც ღმერთი. ღმერთი არის ხედვა. ხედვა, ხედავს. და არასდროს არის ის, რასაც ხედავს, რადგან სულ ხედავს. აი როგორ ვთქვა; ღმერთს, ვერასდროს დაინახავ, რადგან ღმერთი არის ყოველთვის ის, ვინც ხედავს. ღმერთი, არის ის, ვინც ხედავს და არა ის, რასაც ხედავ. რასაც ხედავ, ყოველთვის ანარეკლია, ხოლო რაც ხედავს, არის ღმერთი. ღმერთს ვერ დაინახავ, ღმერთი შეგიძლია მხოლოდ იყო. სხვანაირად ვერ ვიტყვი, რადგან რომ შეიძლებოდეს ღმერთის დანახვა, მაშინ ღმერთი არ იქნებოდა ხედვა. თვალი, ვერ ხედავს თვალს. მხოლოდ სარკეში ან სხვა ამრეკლავ ზედაპირზე შეგიძლია დაინახო შენი თვალი. წარმოიდგინე ღმერთი, არის თვალი. რა ვუყოთ?! ასე აირჩია მან. ღმერთს მხოლოდ მაშინ დაინახავ, როდესაც ხედვის პროცესში იქნები. ხედვის პროცესია ღმერთი და არა დანახვის ობიექტი.
"მაგის მერე მოდის" ის, ვინც ხედავას. ხოლო ის, ვინც ხედავს, სულ ის არის, ვინც ხედავს, ამიტომ ვერასდროს დაინახავს საკუთარ თავს, რადგან თუ საკუთარ თავს ხედავს, მაინც ის არის, ვინც საკუთარ თავს ხედავს. აი ვთქვათ გეკითხებიან: ვინ ხარ შენ? პასუხობ: მე ვარ მე. ვინ მე? შენ აუხსნი აი ეს ეს და ეს. მაგრამ ვინ ამბობს ამას? შენ ეტყვი: მე. და ვინ არის ეს მე? გესმის? ვერ შეუცვლი ამ მეს პოზას. მე არასდროს გახდება ობიექტი. ის ყველა ობიექტის უკან დგას. ის, ვინც ყველა ობიექტის უკან დგას, არის ღმერთი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 24 2019, 11:48 PM
Post #70


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"მაგის შემდეგ", მთავრდება ყოველგვარი "მაგის შემდეგ", რადგან "მაგის შემდეგ", მხოლოდ დროებით ფენომენს შეუძლია წარმოიდგინოს, ანუ გონებას. გონება დუალისტურია. მისთვის რაღაც აუცილებლად უნდა დაიწყოს, გაგრძელდეს და დასრულდეს. ამიტომ ნირვანა, გონია ადგილი, როდესაც რაღაც დასრულდა, მაგრამ უჩნდება კითხვა: მაგის შემდეგ? არც არასდროს ყოფილა არაფერი არაფრის შემდეგ. ყველაფერი ერთდროულად არის აქ და ახლა, რადგან ყველაფერი ახლავე არის, როგორც ერთი მთლიანი. არაფერი არსად არ მიდის და არ მოდის, მაგრამ არც დგას. გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს სიჩუმე და უძრაობა. ამიტომ, ყველა ბრძენი ამბობდა, მდუმარებაშია ჭეშმარიტება და გასხივოსნება. მდუმარება, ნიშნავს ფიქრების ნაკადის შენელებას, მაგრამ არა გაჩერებას. მანამ, სანამ არსებობს ფიზიკური სხეული, ფიქრები იარსებებს, მაგრამ როდესაც ადამიანი აღწევს ნირვანას, ის აცნობიერებს, რომ ეს ფიქრები მას არ ეხება. ის ხვდება, რომ ის არის ის, ვინც ამ ფიქრების უკან დგას, და აცნობიერებს ამ ფიქრებს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 25 2019, 12:01 AM
Post #71


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zeppelin
QUOTE(zeppelin @ 24th February 2019 - 11:09 PM) *
თუ მანდ მთავრდება ყველაფერი?

მანდ, მთავრდება გაგება, რომ მანდ მთავრდება ყველაფერი. მანდ, აცნობიერებ, რომ არც არასდროს არსებულა არანაირი "მანდ" და არანაირი "დამთავრება". თუ სადმე არის რაიმე "მანდ", ეს ხარ შენ. თუ სადმე რაომე "დამთავრდა" ეს ხარ შენ. თუ სადმე რაიმე "დაიწყო" ეს ხარ შენ. ან პირიქით არ ხარ. შეგიძლია თქვა ხარ ან არ ხარ, მაგრამ გონებისთვის ადვილი აღსაქმელი მაინც ყოფნაა და არა არყოფნა, ამიტომ არ ესმით ბუდასი. სინამდვილეში, ყოფნა და არ ყოფნა, ერთი და იგივე რამაა. ანუ ეს არის მდგომარეობა, თუმცა ყოველგვარი მდგომარეობა დროებითია, ვთქვათ რომ მუდმივი მდგომარეობაა, როდესაც არის მხოლოდ 2 რამ. ყოფნა და არ ყოფნა და ეს ორივე რამ, ერთია, მთლიანია. თუ რაიმე ხდება, ეს რაღაცა ხდები შენ. თუ რაიმე არ ხდება, ეს არხდომაც ხდები შენ. ანუ ყველაფერი ხარ შენ. ეს არის ცათა სასუფეველი, მოკშა, ნირვანა, სატორი, რეალობა, არა-დუალიზმი, ადვაიტა და ა.შ. რაც გინდა ის დაარქვი.



--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 25 2019, 10:58 AM
Post #72


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წარმოიდგინე სამყაროს განზომილებები. სიგრძე, სიგანე სიმაღლე და დრო. 3 სივრცითი და 1 დროითი განზომილებები. ეს არის არეალი, სადაც ფუნქციონირებს გონების ინტელექტუალური ნაწილი. ეს არის ეგოს მოქმედების არეალი. მაგრამ იქ, ანუ ნირვანაში, არ არსებობს ეს განზომილებები. თუ აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით ვიმსჯელებთ, 6 ჩაკრა, ეგოს არეალია. აჯნა ჩაკრა. რომელიც წარბებს შორის არის მოტავსებული, არის მეექვსე და ეგოს გაქრობის წინაპირობაა. როდესაც ცნობიერება აღწევს აჯნა ჩაკრას, აქ ეგოისტური აზროვნება, იმდენად დასუსტებულია, რომ გაქრობის პირასაა, თუმცა შეიძლება ასე შესუსტებული დარჩეს მთელი ცხოვრება. როდესაც ეგო განიცდის უნივერსალურ ცნობიერებას, როდესაც ეგო ჭვრეტს შივას, ანუ სიცარიელეს, ასევე ბრაჰმანს, ანუ ქმნადობას, ის აცნობიერებს საკუთარ ილუზორულობას და სუსტდება, მაგრამ მაინც რჩება. ყველაფერი წამის მემილიარდედში წყდება, როდესაც ცნობიერება აღწევს მე-7 ჩაკრას, ანუ საჰასრარას, ამას უწოდებენ გასხივოსნებას, ნირვანას, მოკშას და ა.შ. ეს არის ეგოს სიკვდილი. ადამიანი არ კვდება, ყველაფერი იგივე რჩება, მაგრამ კვდება ეგო. რეოდესაც ეგო კვდება, ის სამუდამოდ კვდება. აქამდე იყო მომენტები, როდესაც ეგო ხან სუსტდებოდა, ხან დროებით ქრებოდა, მაგრამ ისევ ბრუნდებოდა, როგორც კი სოციუმში აღმოჩნდებოდა, მაგრამ გასხივოსნებას, აქვს დასაწყისი, ეს არის წამი, როდესაც ეგო კვდება, ხოლო მას არ აქვს დასასრული. გასხივოსნებას მხოლოდ დასაწყისი აქვს, დასასარული კი არა. როგორ დაასრულებ დაუსრულებელს? ის ვინც ასრულებდა ხოლმე რაღაცეეებს, მკვდარია, მაშინ ვინღა დაასრულებს რაიმეს? გესმის, ეს 1 განზომილებიანი სინგულარული მდგომარეობაა. თავიდან ის 2 განზომილებიანად შეიძლება მოგეჩვენოს. ამ განზომილებებს არ ქვიათ სიგრძე ან სიგანე, არამედ ეს მეტაფიზიკური განზომილებებია და ქვიათ ყოფნა და არ ყოფნა. სინამდვილეშ ორივე ერთია. როცა ხარ, მაშინაც ხარ, როცა არ ხარ, მაშინაც ხარ და როცა არ ხარ, მაშინაც არ ხარ და როცა ხარ, მაშინაც არ ხარ. სხვანაირად ვერ ვიტყვი. ეს არის ერთგანზომილებიანი მდგომარეობა. ყველაფერი მთლიანია.
ბავშვობიდან მაინტერესებდა, რატომ იბადება ადამიანი ერთი? რატომ არ ვარ მე 2 ან მეტი? რატომ ყველა ერთია? ტყუპებიც კი არ არიან ორნი. ისინი ცალკ ცალკე ერთები არიან. ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე. ყველაფერი ერთია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 10:48 PM