IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

26 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> კოსმიური წარმომავლობა
რომელი კოსმიური წარმომავლობის ხართ?)
რომელი კოსმიური წარმომავლობის ხართ?)
პლეადა [ 4 ] ** [5.56%]
სირიუსი [ 9 ] ** [12.50%]
ორიონი [ 1 ] ** [1.39%]
ვეგა [ 6 ] ** [8.33%]
ვენერა [ 1 ] ** [1.39%]
ზეტა [ 0 ] ** [0.00%]
არქტური [ 0 ] ** [0.00%]
ანდრომედა (სხვა გალაქტიკა) [ 3 ] ** [4.17%]
ალფა დრაკონი [ 1 ] ** [1.39%]
არ ვიცი საიდან ვარ [ 41 ] ** [56.94%]
სხვა [ 5 ] ** [6.94%]
ლირა [ 1 ] ** [1.39%]
Total Votes: 72
Guests cannot vote 
თაია
post Jul 4 2011, 04:17 AM
Post #21


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 154
Joined: 4-July 11
Member No.: 6,506

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე თაია ვარ, პლანეტა თაიადან... გსმენიათ ვინმეს ამ პლანეტის შესახებ? l_daisy.gif


--------------------
ყველაში ეძებე შენი სიყვარული და ყველას სიყვარული ეძებე შენში...
ხედავ რა მაღლა აფრინდა სული?

და ნუ შეეცდები, ფრთები შეკვეცო საკუთარ სულს!

სულს ფრენა უნდა!!!

თაია
Go to the top of the page
 
+Quote Post
თაია
post Jul 4 2011, 04:31 AM
Post #22


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 154
Joined: 4-July 11
Member No.: 6,506

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოტა რამ ჩემი პლანეტის შესახებ:

თაია - ”ყვითელი” პლანეტაა.

თაია ყველაზე ახლოს მდებარეობს გეასთან (ანუ დედამიწასთან). იგი სირიუს-C-ს თანამდევი პლანეტაა. მის შესახებ ძალიან ბევრი იციან აფრიკაში მცხოვრებმა დაგონებმა.
სულიერი განვითარების მხრივ - ძალიან განვითარებულნი არიან.

ბუნება. თაიასათვის მზესავით ანათებს სირიუსი, რომელსაც ძალიან ძლიერი შუქი აქვს. ამის გამო ჰაერს ნათელი, მოოქროსფრო ელფერი დაკრავს. თაიაზე მოდის წვიმა, მაგრამ მხოლოდ “ჟუჟუნა”. წყალი ძალიან გემრიელი აქვთ. ფლორა - ძალზე მრავალფეროვანია, ფაუნა კი - შედარებით მწირი, თუმცა აქ არიან “გარდამავალი არსებებიც,” რომელთაც შუალედური ადგილი უჭირავთ თაიელებსა და ცხოველებს შორის. მათ შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებ.
თაიაზე ზამთარში, საშუალოდ, +18-20 გრადუსია, ზაფხულში კი +28-30 გრადუსი C (ეს ტემპერატურა აქაურს შევადარე.)


გარეგნობა. თაიელები გარეგნულად ყველაზე სრულყოფილი “ადამიანები” არიან, სიმაღლით 2,5-3,0 მ, ძალიან ლამაზები, საოცრად კეთილები! Mმათთვის დამახასიათებელი მთავარი თვისებაა ს ი კ ე თ ე.
სახის ნაკვთებით ადამიანებს გვანან, მაგრამ უფრო ლამაზები არიან: პატარა ლამაზი ტუჩებით, სწორი ცხვირით, პატარა ყურებითა და ოდნავ დიდი თვალებით. თაიელთათვის დამახასიათებელია ღია ფერები: ძალიან თეთრი, თითქმის გამჭვირვალე კანი, მოჩალისფრო-ოქროსფერი თმა და ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ღია-თაფლისფერი სხივიანი თვალები.
თმის ღერი აბრეშუმივით რბილი აქვთ, სწორი ან ტალღოვანი. ქალებიც და მამაკაცებიც გრძელ თმას ატარებენ, მაგრამ კაცებს თმა შეკრული დააქვთ, ქალებს კი - გაშლილი.

ოჯახი თაიაზე საკმაოდ მშვიდი და მტკიცეა. ამ პლანეტაზე ხომ საერთოდ არ იციან, რა არის ღალატი, გაუტანლობა, ჩხუბი და აყალ-მაყალი?!

გამრავლება. ეს პროცესი თაიაზე მეტად უცნაურად ხორციელდება... ხელისგულების მიტყუპებით!!! ქალი თავის მარცხენა ხელისგულს “მიატყუპებს” მამაკაცის მარჯვენა ხელისგულს. ხელისგულებზე არის რაღაც უცნაური არხი, საიდანაც ქალის ორგანიზმში ხვდება მამაკაცის მიერ “გამომუშავებული” ნივთიერება. თუ ქალს არ უნდა დაფეხმძიმება, მაშინ ატყუპებენ ორივე ხელს.
თაიადან იღებს სათავეს თამაში “ლადუშკი.” დაუკვირდით თამაშს: ორი ადამიანის ხელები სხვადასხვა კომბინაციით ეტყუპება ერთმანეთს, მაგრამ არცერთხელ არ ერთდება ერთის მარცხენა და მეორის მარჯვენა თითო ხელი!
სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ფრაზები “ხელი სთხოვა...”, “ეს მას ხელს აძლევს...”, “ხელშეკრულება” და მსგავსი გამოთქმები სათავეს თაიადან იღებს.
შვილის გაჩენა თაიელთათვის ურთულესი პროცესია: ბავშვი ჩნდება ჭიპიდან! ყველა ქალისათვის (თუნდაც გაუთხოვარისთვის!) არის აუცილებელი 1 შვილის ყოლა, სასურველია - 2 და გმირობის ტოლფასია - 3 შვილის ყოლა! 3 შვილზე მეტი თაიაზე არავის ჰყავს!!!
ფეხმძიმობა გრძელდება ზუსტად ერთი წელი! რა დღესაც ჩაისახება ბავშვი, იმავე დღეს ჩნდება, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. გაჩენილი ბავშვის ასაკი, პირველივე Dდღიდან - ერთი წელია: ასაკი ითვლება ჩასახვის დღიდან, რადგან ეს დღე ზუსტად არის ცნობილი!
ქალის მარცხენა ხელზე შეხება აკრძალულია,- ეს მხოლოდ ინტიმური ურთიერთობების დროს ხდება...

საკვები. თაიელები “ვეგეტარიანელები” არიან, მათი ძირითადი საკვები ფხალეული და სალათები, ხილი და ბოსტნეულია, მაგრამ რძესა და რძის პროდუქტებს სიამოვნებით მიირთმევენ. ჭამენ კვერცხსაც. ერთი სიტყვით, მხოლოდ ხორცს არ ეკარებიან. განსაკუთრებით პატივს სცემენ თაფლს. იქ ორი სახის ფუტკარია გავრცელებული და ორივე თაფლს იძლევა. ერთი თაფლი - აქაურ თაფლს ჰგავს გემოთიც და ფორმითაც. მეორე ჯიშის ფუტკარი, რომელიც პირველთან შედარებით 4-ჯერ დიდია, მომჟავო თაფლს ამზადებს, დაახლოებით, თაფლში რომ ლიმნის წვენი გავურიოთ, ისეთს. ასეთი თაფლის ფიჭა საკმაოდ მოზრდილი უჯრებით არის შედგენილი და Fფიჭის კედლებიც ძალიან მაგარია, რადგან თავად თაფლი არის თხელი კონსისტენციის. ასეთ თაფლს კი არ ჭამენ, არამედ სვამენ.
საჭმელს სახლში ამზადებენ. აქვთ პურის მსგავსი საკვებიც, რომელსაც სახლშივე აცხობენ. (საჭმლის რეცეპტებს ნუ მომთხოვთ, არ ვიცი!)

ტანსაცმელი. თაიაზე ყოველთვის თბილს, მაგრამ არ ცხელა. ამიტომ ტანსაცმელიც შესაბამისი აცვიათ. ძირითადად ჭარბობს ღია ფერის ტანსაცმელი, რომელიც ძალიან ჰგავს აქაურ აბრეშუმს, მაგრამ უფრო რბილია და მსუბუქი. შავი ფერის ტანსაცმელი, თითქმის, არ აცვიათ. თაიაზე თეთრს ჰქვია “ყველაფერი”, ხოლო შავს - “არაფერი”. თუ დავუკვირდებით, ეს მართლაც ასეა: თეთრი ფერი მიიღება ყველა ფერის არეკვლით, შავი ფერი კი - ყველა ფერის შთანთქმით, რის შედეგადაც არ აირეკვლება არცერთი ფერი (ანუ “არაფერი”). ქალებს გრძელი, შლეიფიანი კაბები აცვიათ, კაცები კი აუცილებლად ატარებენ ფართო მოსასხამს.
სამკაულებიდან პატივს სცემენ უფერო, გამჭვირვალე ქვებს (აქ გავრცელებულთაგან იქ გვხვდება ალმასი, ცირკონი და კვარცი) და სადაფს. ყველაზე ძვირფას ტანსაცმლად ითვლება სადაფით გაწყობილი კაბა და მოსასხამი.

შენობები. თაიას ქალაქებიდან ერთზე მოგიყვებით, - ქალაქი ვოგი!
ვოგში ყველა სახლი ან მრგვალია და ან - კვადრატული. ელიფსური ან მართკუთხა, წაგრძელებული სახლები ვოგში არ არის. ყველა სახლი მხოლოდ თეთრი ფერისაა, აგებულია რაღაც, ძალზე მბრწყინავი, თეთრი ქვებით. შენობები 2-3 სართულიანია, მაგრამ აქა-იქ 1- ან 4-სართულიანებიც გვხვდება.
ნებისმიერი სახლის პირველ სართულზე, შენობის ცენტრში განთავსებულია დიდი ჰოლი, რომელშიც გამოდის ყველა ოთახის კარი. მომდევნო სართულები ანტრესოლისებურად არის განლაგებული შენობათა პერიმეტრზე. ჰოლს ჭერი არ აქვს, მას გუმბათისებურად ადგას ძალიან მაღალი სახურავი.
შენობათა სახურავები ცალკე უნდა აღვწერო: მათი სიმაღლე 20-100 მ-ია. რაც უფრო მარალია სახურავი, მით უფრო შეძლებულად ითვლება ბოგელი მოქალაქე. სახურავები უცნაური, ნახევრადგამჭვირვალე მასალისაგან არის დამზადებული,- ცეცხლისფერ ოპალს წააგავს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი, ფოსფორის მსგავსად, დღის მანძილზე “აგროვებენ“ სინათლეს და ღამე -
თავად ანათებენ. ასე რომ, ღამე შენობები სახურავებში აკუმულირებული სინათლით ნათდება. ეს სხივები თვალს კი არ გჭრის, არამედ რბილი შუქით ანათებს როგორც შენობას შიგნიდან, ისე ქალაქის ქუჩებს. საოცრად ლამაზი სანახავია ვოგი ღამით.


ტრანსპორტი თაიაზე დაახლოებით ისეთივეა, როგორც აქაური ეტლები ან ფაეტონები. ერთადერთი ცხოველი, რომელიც ზუსტად ჰგავს აქაურს, - ცხენია (მხოლოდ 2-ჯერ უფრო დიდი) და მას იქაც “ტრანსპორტის” ფუნქცია აკისრია.

საბრძოლო იარაღი თაიაზე, უბრალოდ, არ არსებობს, რადგან თაიელებმა საერთოდ არ იციან, რა არის ომი, კაცის კვლა, სიძულვილი, ბოროტება, გაუტანლობა... თაიელებს იარაღი არც სანადიროდ სჭირდებათ, - ისინი ხომ ხორცს არ გეახლებიან!

სიკვდილის შიში თაიაზე დაძლეულია, რადგან კარგად იციან, რომ სული რეინკარნირებადია და ისიც იციან, თუ სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ. და თანაც, თაიაზე არ არსებობს არცერთი რელიგია, რომელიც სიკვდილის შიშის მთესველია!

დრო. თაიაზე დროის ერთეულს წარმოადგენს მილერდი, რომელიც უდრის 100 წუთს. იქაური დღე-ღამე 30 მილერდია, აქედან 20 მილერდი - დღეა და 10 მილერდი - ღამე.
თაიელთა სიცოცხლის საშუალო ასაკი- თაიური 200 წელია, თუმცა მათი “წელი ”დედამიწურზე” მნიშვნელოვნად გრძელია:
თაიაზე “წელი” 480 დღე-ღამე გრძელდება, აქ კი - 365 დღე-ღამე.
მათი ერთი დღე-ღამე 3.000 წუთია, აქ კი - 1.440 წთ.
მათი 1 წელი 1.440.000 წუთია, აქ - 525.600 წთ., ანუ მათი 1 წელი, აქაურ წელთან შედარებით, 2,74-ჯერ მეტია.
აქედან გამომდინარე, თაიური 200 წელი აქაურ 548 წელს შეესაბამება!

კონტაქტი (ენა, მეტყველება). ალბათ, რაც ყველაზე მეტად გაგაოცებთ, ის არის, რომ თაიელები ქ ა რ თ უ ლ ა დ მეტყველებენ!!! თუმცა, მათი საუბარი უფრო სიმღერას ჰგავს, ვიდრე ლაპარაკს,- უცნაურად წელავენ ხმოვნებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ენაბლუებივით ძლივს ამბობენ სიტყვას. პირიქით, მათი მეტყველება საოცრად მელოდიური და სასიამოვნოდ მოსასმენია. საოცარია, მაგრამ მჭახე ბგერებსაც კი რაღაც უცნაურად, რბილად წარმოთქვამენ (ამ “სირბილეში” მეგრული “ლ” არ მიგულისხმია!) ვერ ვიტყვი, რომ იქაური ყველა სიტყვა ზუსტად ემთხვევა აქაურ ქართულს, მაგრამ ძირითადი სიტყვები - ერთნაირია.
თაიურ “ქართულში” 15 ხმოვანია! მათ აქვთ: ა, ე, ი, ო, უ, е, ё, ю, я, й, ы, ä, ü,Σö და სხვა მსგავსი ხმოვნები. ამას გარდა, აქვთ სამნაირი “ვ”- ვ, წ და გრძელი “ვვვ”. მათ აქვთ რბილი ნიშანიც “ь”.ჲ
მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ქართველი თავისუფლად გაიგებს თაიელის მეტყველებას და პირიქით.
ძნელი სათქმელია, ქართველები მეტყველებენ თაიურად თუ თაიელები - ქართულად!!!
თაიელთა სახელებში ბევრი ხმოვანია: თაია, მაია, ნაია, იასე, იაცო, იანო, იათო, яя, юю, ლюლю, ლაჲლა, ლეჲლა, ლяლя, მილя, თილя, რაულь, გიюლь, საულь, ნოელь ნომალь და ა.შ.

“გარდამავალი” არსებები. როგორც აღვნიშნე, თაიაზე არიან არსებები, რომლებიც არც “ადამიანები” არიან და არც ცხოველები. ისინი ორ ფეხზე დადიან, აქვთ ორი მოკლე ხელი და გრძელი, მსხვილი კუდი. დაახლოებით, აქაურ კენგურუებს გვანან, მაგრამ ისინი გონიერი არსებები არიან, ლაპარაკობენ კიდეც, ოჯახსაც ქმნიან. ეს არსებები ცოცხალმშობიარენი არიან და დედამიწისეული მეთოდით მრავლდებიან. გამრავლების ამ “უცნაური და არაცივილყრი” მეთოდის გამო თვლიან მათ თაიელები დაბალგანვითარებულ არსებებად.
თაიელთაგან განსხვავებით, ისინი უმტკივნეულოდ მშობიარობენ, ამიტომ მათ 5-8 შვილი ჰყავთ-ხოლმე. “ფეხმძიმობა” (თუ “მაკეობა”?!) 7 თვე გრძელდება. ეს არსებები ხორცსაც მიირთმევენ, თუმცა “კანიბალიზმი” არ ახასიათებთ, ანუ ერთმანეთს არ ჭამენ.


--------------------
ყველაში ეძებე შენი სიყვარული და ყველას სიყვარული ეძებე შენში...
ხედავ რა მაღლა აფრინდა სული?

და ნუ შეეცდები, ფრთები შეკვეცო საკუთარ სულს!

სულს ფრენა უნდა!!!

თაია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 4 2011, 08:10 AM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თაია

მაგ პლანეტიდან ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდი? smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 4 2011, 09:21 AM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 4th July 2011 - 08:10 AM) *
მე თაია ვარ, პლანეტა თაიადან... გსმენიათ ვინმეს ამ პლანეტის შესახებ?

welcomeani.gif
ვა ახალი პლანეტა. smile.gif



--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jul 4 2011, 11:50 AM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(თაია @ 4th July 2011 - 04:31 AM) *
უფრო ლამაზები არიან: პატარა ლამაზი ტუჩებით, სწორი ცხვირით,



მე მაქედან არა ვარ .... lol.gif


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jul 4 2011, 12:08 PM
Post #26


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(თაია @ Jul 4 2011, 04:31 AM) *
მე თაია ვარ, პლანეტა თაიადან... გსმენიათ ვინმეს ამ პლანეტის შესახებ?

welcomeani.gif ჩვენს ფორუმზე

მე მსმენია მაგ პლანეტის შესახებ. ძალიან დიდი ხნის წინ ასავალ-დასავალში იყო რაღაც სტატია. მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო მოცემული. სად შეიძლება ამ პლანეტის შესახებ წაკითხვა? რაიმე წიგნები თუ არსებობს, როგორც მაგალითად სირიუს ა და ბ -ს მცხოვრებ არსებეზე, ან პლეიადელებზე?


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Jul 4 2011, 01:19 PM
Post #27


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(თაია @ 4th July 2011 - 05:17 AM) *
გსმენიათ ვინმეს ამ პლანეტის შესახებ?

პირველად გავიგე, თუ მართლა არსებობს მშვენიერი ადგილი ყოფილა smile.gif


მე არ ვიცი საიდან ვარ
მაგრამ ვიცი რომ ეხლა აქ ვარ და ჩემს კოსმოსურ წარმომავლობასაც გავარკვევ როცა დრო მოვა, მაგრამ ისე კი მაინტერესებს უკვე wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 4 2011, 03:33 PM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"საიდან ვარ" რას ნიშნავს? ე.ი. წინა ცხოვრებაში სადაც ვიყავი იქიდან ვარ? წინის წინა ცხივრებამ რა დააშავა? ან იმის წინამ? თუ რომელიც უფრო კაი ადგილია ის უნდა მოვნათლო ჩემს "სახლად"? იქნებ მე წინა ცხოვრებაში ჯოჯოხეთურ პლანეტაზე ვიყავი, ე.ი. ისაა ჩემი სახლი? biggrin.gif

თაია კი არა მაიაა ჩვენი "სახლი" ამჟამად.

ისე კარგი პლანეტა კი ჩანს. ალბათ გინდა იქ დაბრუნდე... smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 4 2011, 04:24 PM
Post #29


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(თაია @ 4th July 2011 - 04:31 AM) *
ცოტა რამ ჩემი პლანეტის შესახებ:


საინტერესო იყო. გაფაციცებით ჩავიკითხე

თაია welcomeani.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jul 4 2011, 06:47 PM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 4th July 2011 - 03:33 PM) *
თაია კი არა მაიაა ჩვენი "სახლი"


lol.gif

ვოოო მალადეც ... !!!

მეც ეგ მიკვირს ტო

მე არც არასდროს დავბადებულვარ და არც არადროს მოვკვდები უბრალოდ ვსტუმრობ (არ ვიცი მერამდენეჯერ ) პლანეტა დედამიწას
1986 წლიდან ....... 20..? wink.gif



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 4 2011, 06:48 PM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ 4th July 2011 - 04:24 PM) *
"საიდან ვარ" რას ნიშნავს? ე.ი. წინა ცხოვრებაში სადაც ვიყავი იქიდან ვარ? წინის წინა ცხივრებამ რა დააშავა? ან იმის წინამ? თუ რომელიც უფრო კაი ადგილია ის უნდა მოვნათლო ჩემს "სახლად"?

დაახლოებით ასეა: ჩვენ ხომ ვართ რომელიღაც დიდი სულის ფრაგმენტის ფრაგმენტის ფრაგმენტი. ჰოდა იქ სადაც, რომელ პლანეტაზე მოხდა ჩვენი გამოყოფა, სულის ფრაგმენტაცია ის პლანეტაა ჩვენი წარმოშობის. როგორც დედამიწაზე ამ ცხოვრებაში დავიბადეთ ქართველებად, შემდეგ გადავსახლდებით სხვა ქვეყანაში, შემდეგ კიდევ სხვაში და იქ სხვებს ვიტყვით, რომ ჩემი სა-მშობ-ლო საქართველოა, ასევე ჩვენი სულის პლანეტები არის სირიუსი, ორიონი, პლეადა და ა.შ.
smile.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 4 2011, 07:06 PM
Post #32


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 4th July 2011 - 06:47 PM) *
მე არც არასდროს დავბადებულვარ და არც არადროს მოვკვდები უბრალოდ ვსტუმრობ


კი არ სტუმრობ იძულებით პატიმრობაში ხარ! სტუმარს როცა უნდა წავა, შენ კიდე გაიძულებენ იფიქრო რომ პატივსაცემი სტუმარი ხარ, თორემ თუ წასვლა დააპირე ეგრევე გაგბაწრავენ biggrin.gif

old_man
QUOTE(old_man @ 4th July 2011 - 06:48 PM) *
დაახლოებით ასეა: ჩვენ ხომ ვართ რომელიღაც დიდი სულის ფრაგმენტის ფრაგმენტის ფრაგმენტი.



ფრაგმენტის ფრაგმენტი არ ვიცი მე! ყოვლისმომცველი ღმერთის პაააწაწინა ნაწილაკები (თუ გინდა ფრაგმენტები დაარქვი) ვართ!

ვოტ! Laie_61.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jul 4 2011, 07:25 PM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ ადიშოვკებთ და ოფტოპიკებს ნუ წერთ რა ხალხნო!!

თაია ძალიან საინტერესოა!!

QUOTE(თაია @ 4th July 2011 - 04:31 AM) *
კონტაქტი (ენა, მეტყველება). ალბათ, რაც ყველაზე მეტად გაგაოცებთ, ის არის, რომ თაიელები ქ ა რ თ უ ლ ა დ მეტყველებენ!!!


ეს არის ერთერთი კოსმიური ენა რომელიც როგორც ვხვდები ბევრი ცივილიზაციები იყენებენ, უბრალოდ ჩვენ პლანეტაზე ეს შემორჩენილია ქართულ-მეგრულ ენაში, დედამიწის არსებობის რომელიმე მონაკვეთში აქაც ეგრე ლაპარაკობდნენ ალბათ, და მერე მოხდა ახალი ენების გამოგონება და ქართველებმა ალბათ არ განიცადეს ცვლილებები იმიტომრომ სუფრაზე სვამდნენ და არეცალად და შერჩათ ამ კოსმიური ენის ნარჩენები)))

სხვათაშორის აქ მინიმუმ ოთხი ფორუმელი (ჩემი ჩათვლით) სირიუსიდან არის წარმოშობით, სამი კრისტალური არსება და ერთი პასკატი) მარა ეს ძველი ცივილიზაციებია და ეხლა ეს სულები უკვე მაღალ სიმკვრივეებში არიან.

მოკლედ ამ ფორუმზე რომ კოსმიური ოჯახების ომი მოხდეს სირიუსი გაიმარჯვებს ფრაგმენტების რაოდენობის მიხედვით, ძირითადი ოპონენტი პლეადა იქნება. მარა ისიც გასათვალისწინებელია რომ პლეადების კვადრატში ვიმყოფებით smile.gif ))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 4 2011, 07:38 PM
Post #34


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მეგობარი მყავს თაია..

კაი პლანეტა ყოფილა, სიამოვნებით გესტუმრებოდიტ!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalker
post Jul 4 2011, 08:51 PM
Post #35


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 19-April 11
From: Philippines
Member No.: 6,447

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ მივხვდე რომელი გალაქტიკიდან ან პლანეტიდან ვარ? მე მაინც მგონია რომ მარსიდან ვარ, შეიძლება ვცდები


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Jul 4 2011, 08:57 PM
Post #36


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Zet
QUOTE(ZipCode @ 4th July 2011 - 08:25 PM) *
კრისტალური არსება

ეს რას ნიშნავს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jul 4 2011, 09:19 PM
Post #37


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ever @ Jul 4 2011, 08:57 PM) *
Zet

ეს რას ნიშნავს?

აი ამ წიგნში წერია სირიუს ა და სირიუს ბ-ს მკვიდრ კრისტალურ არსებებსა და პასკატებზე --> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1102

თავიდან ბოლომდე არც მე წამიკითხია, მაგრამ დასაწყისშივე არის განმარტებული ვინ არიან, რა ერქვა მათ პლანეტას და ა.შ.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Jul 4 2011, 09:35 PM
Post #38


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
მადლობა, გადმოვწერ. რატომღაც დამაინტერესა და წავიკითხავ აბა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jul 4 2011, 10:16 PM
Post #39


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 4th July 2011 - 07:06 PM) *
სტუმარს როცა უნდა წავა, შენ კიდე გაიძულებენ იფიქრო რომ პატივსაცემი სტუმარი ხარ, თორემ თუ წასვლა დააპირე ეგრევე გაგბაწრავენ


არ გეთანხმები smile.gif ........ მართლა როცა მინდა მაშინ წავალ და პირიქით წასვლაში ხელს კი არ მიშლიან ...ხელს მიწყობენ...მიწყობენ კი არა მიწყობს მთელი სამყარო

ერთადერთი ჩემი აქ სტუმრობის გაგრძელების მიზეზია ჩემივე სურვილი და ჩემივე ზაცეპკები ....... wink.gif



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
თაია
post Jul 4 2011, 11:20 PM
Post #40


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 154
Joined: 4-July 11
Member No.: 6,506

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქამდე თავს ვიკავებდი კიდევ რამის დაპოსტვისაგან...

მაპატიეთ, მე ჯერ არ გიცნობთ ვინ - ვინ ხართ... წასვლამდე თუ მოვასწარი - იქნებ გაგიცნოთ-კიდეც... smile.gif

მოდით ნელ-ნელა ვუპასუხებ თქვენს კითხვებს, ისე, რომ არც თქვენ დაგაბნიოთ და არც ”ზედმეტი” ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც ზოგისთვის - ადვილმისაღები, ზოგისთვის კი - საშინლად რთულად აღსაქმელი იქნება!

დავიწყებ იქიდან, რომ მე არ ვიცი, სადმე ვინმეს რამე გამოუქვეყნებია თუ არა პლანეტა თაიას შესახებ. მაგრამ თუნდაც ის, რომ მე ვარსებობ, უკვე ნიშნავს, რომ არსებობს ეს პლანეტაც.
პირველად დედამიწაზე, რომელსაც კოსმიური სახელი გეა ჰქვია, 1974 წელს ჩამომიყვანეს. მაგრამ ჩამოვედი არა მფრინავი თეფშით (ასეთები ჩვენ არ გვაქვს, არ ვსაჭიროებთ... ), არამედ სულის სახით. ჩვენ ტელეპორტაციის უნარი გვაქვს (ასეთი სულ ორი პლანეტის მკვიდრებს გვაქვს, ჩვენ, თაიელებს და მწვანე პლანეტა - დარის მკვიდრებს).

ამ გაუგებრობაში როგორ მოვხვდი და... მე ჩემი მისია მქონდა შესასრულებელი.
უბრალოდ, გთხოვთ, მომიტევოთ. იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რისი თქმის უფლებაც მაქვს. smile.gif))

ჩემი ასაკი - 25 წელია! მუდმივად 25 წელი! მიუხედაავად იმისა, რომ ის სხეული, რომელსაც ”ჭურჭლის” ფუნქცია აქვს ჩეწმთვის, გაცილებით უფროსია. smile.gif JC_cupidgirl.gif JC_cupidgirl.gif :
ციტატა


--------------------
ყველაში ეძებე შენი სიყვარული და ყველას სიყვარული ეძებე შენში...
ხედავ რა მაღლა აფრინდა სული?

და ნუ შეეცდები, ფრთები შეკვეცო საკუთარ სულს!

სულს ფრენა უნდა!!!

თაია
Go to the top of the page
 
+Quote Post

26 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 11:24 PM