IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> კაჰუნების საიდუმლო ცოდნა
Existence
post Feb 8 2013, 12:14 AM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n

ჯიგარი ხარ რო არ გეზარება ესეთებზე თემის გახსნა და რამე ... აქ ბრჭყვიალა პაპსა უფრო მოდაშია მარა მაინც .. ვიღაც წაიკითხავს


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 8 2013, 12:59 AM
Post #22


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
martla sainteresoa smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 8 2013, 06:39 AM
Post #23


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კანე, უმაღლესი "მე"

ცნობიერების იმ დონეზე, რომელიც ადამიანზე მაღლა იმყოფება, არსებობს რაღაც (ვიღაც) რასაც ამჟამად ჩვენი გონების ზე-ცნობიერ ნაწილს დავარქმევდით. კაჰუნები მას აუმაკუას უწოდებენ, რაც ითარგმნება როგორც "უფროსი, მშობლიური, ნდობის სრულად ღირსი სული". უმაღლესი სული, ანუ უმაღლესი "მე" – ზე-ცნობიერი, რომელიც თავისუფლადაა დაკავშირებული დაბალ და საშუალო "მე"-სთან. ასრულებს ზე-"მე"-ს ანუ მფარველი მშობლის ფუნქციებს. იმდენად, რამდენადაც სიყტვა "მშობელი" მოიცავს დედასაც და მამასაც, ითვლებოდა, რომ აუმაკუა წარმოადგენს როგორც მამაკაცურ, ასევე ქალურ სულს, და ქმნის განუყოფელ წეევილს, ანუ "ასექსუალურია" და ორივე სქესის პოტენციალს მოიცავს.

ყველა ლოცვა და რიტუალი ამ "ორმაგი" სულისადმი იყო მიძღვნილი. რადგანაც ითვლებოდა, რომ იგი ყოველი ჩვენგანის პიროვნების ნაწილია – მშობლიურ სულს კი არ ეთაყვანებოდნენ და პატივს კი არ სცემდნენ, არამედ უყვარდათ. მისთვის არ მოჰქონდათ არანაირი მსხვერპლი, არ მოისყიდიდნენ ხოლმე არანაირი საჩუქრით, ის კი არ აძლევდა არანაირ ბრძანებებს ორ თავის დაბალ "მე"-ს. ურთიერთობა ემყარებოდა ორმხრივ სიყვარულს და ნდობას – ისევე როგორც ურთიერთობა ბავშვებსა და მშობლებს შორის. მშობლიური სულის იგივე ცნებას კაჰუნები აღნიშნავენ სხვა სახელით, რომელიც ჟღერს როგორც კანე.

კანე, უმაღლესი "მე" – წმინდა სულიერი არსების ფესვია, ჩვენი "ღვთაებრივი ნაპერწკალია". ეს ჩვენი ის ნაწილია, ჩვენი ის სულიერი ყოფიერებაა, რომელიც ყოველთვის იყო და მარადიულად იქნება. ეს სწორედ ის სინათლეა ყოველ დაბადებულში, რომელსაც ახსენებს იოანე ახალ აღთქმაში.

შეუდარებელი გრძნობა მოდის იმის აღმოჩენასთან ერთად, რომ უმაღლესი "მე" (კანე) მართლაც არსებობს. კიდევ უფრო მშვენიერია შეგრძნება, რომ მასთან საუბარი შეგვიძლია, ასევე შეგვიძლია ვთხოვოთ რაიმე და ვითანამშრომლოთ მასთან.

ჩვენ არანაირად არ ვართ მარტოსულები – უმაღლესი "მე" მუდმივად გვაკავშირებს მარადიულთან, წარგვმართავს რა სულის სამყაროში, უფრო ზუსტად კი გამოუთქმელში.

ყველა ადამიანის უმაღლესი "მე" ქმნის ერთგვარ კანეს ერთობლიობას, რომელსაც კაჰუნები ლოა აუმაკუას, "აუმაკუას უდიდეს ერთობლიობას" უწოდებენ. მათ სიყვარული აერთიანებს. ამიტომ ერთი ადამიანის კანეს შეუძლია მიაღწიოს მეორე ადამიანისას, რათა გაუგზავნოს მანა, ანუ ენერგია და დახმარება მიმართოს მისკენ.

კანეს აქვს მაღალი მოთხოვნილებები, რომლებიც დაკმაყოფილებას საჭიროებენ. კანე ისწრაფვის სიბრძნისკენ, იუმორისკენ, სამართლიანობისკენ, სიმართლისკენ, სილამაზისკენ. კანე ცვლის ჩვენს მომავალს და გვატარებს ცნობიერების საფეხურებზე, თავის უფრო და უფრო მაღალ შრეებში.

კანე არასოდეს პირდაპირ არ ერევა ჩვენს განცდებში, თუ არ ჩავთვლით უკიდურეს შემთხვევებს (მფარველი ანგელოზის ასპექტი).

კანეს მთავარი ინსტრუმენტი – სასიცოცხლო ძალის მაღალი ვიბრაცია: მანა-ლოა (ნიშნავს უმაღლესი დონის ძალას), ენერგია, რომელსაც ამოუწურავი კოსმოსიდან ვღებულობთ და მუდმივი კავშირი გვაქვს მასთან.

ამგვარად, კანე – ამოუწურავი წყაროს ასპექტია, შემოქმედის ზღვარი. იგი ასრულებს ყველა ჩვენს თხოვნას და ლოცვას, თუკი ესენი კარგად შეესაბამება ჩვენი ცხოვრების შინაგან ჩანაფიქრს. ადამიანი, რომელმაც აღადგინა კავშირი კანესთან, უკვე აღარასოდეს გრძნობს თავს მარტოდ და მიტოვებულად.

კანედან ვიღებთ ასევე ინტუიციას. სიტყვა "წინასწარმეტყველი" კაჰუნების ენაზე ჟღერს როგორც კაულა. ეს სიტყვა პირველ რიგში ნინავს თოკს, ძაფს ან სიმს. თუკი გავეცნობით კაჰუნების შეხედულებას, რომლის მიხედვითაც წინასწარმეტყველი მომავალთან დაკავშირებულ ინფორმაციას უმაღლესი "მე"-სგან ნატიფი ძაფით დაკავშირების შედეგად იღებს, ასეთი ინტერპრეტაცია სრულიად გასაგები გახდება ჩვენთვის. მარცვალ "კა"-ს გააჩნია ერთიდან მეორე ადგილზე გადაადგილების მნიშვნელობა – როგორც ნატიფი ძაფია გაჭიმული. მარცვალი "კაუ" ნიშნავს "რაიმეს მაღლა დადებას (წარმართვას)" – ასე წარვმართავთ ჩვენს ლოცვებს და თხოვნებს მომავლისთვის უმაღლესი "მე"-ს ნატიფი სხეულისაკენ. მარცვალი "ლა" ავსებს ამ სურათს დ აიმ განმანათლებელი ცოდნის გარკვეული სახის სიმბოლოა, რომელიც ჩვენზე მხოლოდ უმაღლესი "მე"-სგან გადმოდის.

აუმაკუა, ანუ უმაღლესი "მე" – ეს მხოლოდ ერთ-ერთი ტერმინია სამიდან, რომელიც ცნობიერების ამ სახეს აღნიშნავს. ორი დანარჩენია – აკუა-პოჰო, ანუ "ღმერთი, რომელიც ადამიანებთან ცხოვრობს", და ასევე აკუა-ულუ, ანუ "ღმერთი, რომელიც მომავლის მხილველ წინასწარმეტყველებს შთააგონებს".


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 8 2013, 09:50 AM
Post #24


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლონო, ანუ შუა "მე"

შუა "მე" აღინიშნება სიტყვით ლონო. კაჰუნები შუა "მე"-ს თვლიდნენ დიდი თანდაყოლილი შესაძლებლობების მქონედ, როგორიცაა ინდუქციური აზროვნება. მათი აზრით ლონო სტუმარია სხეულის სახლში, მასწავლებელი, მფარველი და მრჩეველი. შუა "მე"-ს შეუძლია მიიღოს და გადაანაწილოს დაბალი "მე"-სგან მიღებული სასიცოცხლო ძალა.

ლონო ნიშნავს ყოველდღიურ ცნობიერებას, რომელიც ჩვენს კუს, ანუ დაბალ "მეს" აპროგრამებს და ჩვენს ცხოვრებაში ყველა ცნობიერ გადაწყვეტილებას ღებულობს. შუა "მე" – ჩვენი კონტროლი და ნებაა.
თუ თქვენს ლონოში თქვენ შერჩევითად ინახავთ გარკვეულ პოზიციას სამყაროსთან, თქვენს გარემოცვასთან, ახლობლებთან და საკუთარ სხეულთან, საკუთარ თავთან და ცხოვრებისეულ წარმატებასთან მიმართებაში და ეს პოზიცია ეჭვების და თავდაუჯერებლობის, შფოთვისა და შიშის ხასიათს ატარებს, მაშინ ეს არაცნობიერად გადაეცემა კუ-ს და ბლოკავს მას. მაგრამ დასუსტებულ კუ-ს არ შეუძლია თავისი იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც ქვემოთ იქნება აღწერილი.

ამიტომ ლონოს მთავარი ფუნქციაა – უხელმძღვანელოს კუ-ს და გადააწყოს უფრო მაღალ, ინტენსიურ ვიბრაციაზე. ამ გზით კუ უნდა განთავისუფლდეს ძველი სტერეოტიპებისგან, უსარგებლო ბლოკებისგან, ცრუ სტრუქტურებისგან და ენერგიეს უაზრო ხარჯვის ჩვევისგან. ლონო ასევე ეხმარება კუ-ს ცნობიერების უფრო მაღალ და ჰარმონიულ საფეხურზე გადასვლაში.

ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზება მხოლოდ კუ-ს მეშვეობითაა შესაძლებელი, აქედან მოდის აუცილებლობა, რომ ლონოს ფაქიზი და ალერსიანი "ურთიერთობა" ჰქონდეს დაბალ "მე"-სთან. წარმოადგენს რა ჩვენს ყოველდღიურ ცნობიერებას, ლონო ფუნქციონირებს ლოგიკისა და სარი აზრის კანონებით. ყველა გადაწყვეტილება შუა "მე"-სგან მოდის.

ლონო ინვითარებს ჩვენს შესაძლებლობას მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილებები ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. ამასვე განეკუთვნება პიროვნების არჩევანიც საკუთარ განვითარებასთან დაკავშირებით, უნდა თუ არა განვითარება და როგორ. თავის მხრივ სულიერ შთაგონებებს და ბიძგებს ლონო კანესგან (უმაღლესი "მე"-სგან) ღებულობს, რომელიც ყველა თავის შეტყობინებას კუ-ს მეშვეობით იძლევა.

ლონოს მთავარი ინსტრუმენტია – წარმოსახვა, ვიზუალიზაციის უნარი, რაიმე გადაწყვეტილების მიღება (намеривать). ამ უნარის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისთვის.

აზროვნება ნიშნავს ქმნას. ამიტომ დღევანდელი აზრები – ხვალინდელი გამოცდილებაა.

ჩვენ გამუდმებით და ყოველ ჯერზე ხელახლა ვაკეთებთ არჩევანს: ვიმოქმედოთ სასარგებლოდ თუ საზიანოდ. ვისწრაფვოთ ზემოთ თუ ქვემოთ? სიამოვნება მივიღოთ თუ ვიტანჯოთ? რომელს აირჩევდით?

ჰავაელმა მკურნალებმა უკვე დიდი ხანია იცოდნენ რომ ამ მისწრაფებებს შეუძლიათ დაარღვიონ სამყაროს თავდაპირველი ჰარმონია, ხოლო ადამიანური ცხოვრება უმიზნო და უაზრო გახადონ, დაამახინჯონ იგი ექსპლუატაციით და ძალადობით, მორალური ორიენტაციის არ არსებობით, შიშით და მოთხოვნილებებით. საიმედო ნიშანი იმისა, რომ თქვენი ყურადღება სწორადაა ორიენტირებული – ესაა ენერგიის სისავსის შეგრძნება, წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული სიტუაციები სწრაფ გადაღლას, დაძაბულობას და სტრესებს მოგიტანენ. ზედმეტი აგზნებულობაც ასევე არ ითვლება ჯანმრთელ და ბუნებრივ მდგომარეობად.

სხვა სიტყვებით: ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი ენერგიეს გაცნობიერებულად წარმართვა იმისკენ, რაც ნამდვილად გვინდა, და ეს დიდი ხნით გაგვამაგრებს და დაგვეხმარება. ასეთი მოქმედებით ვისწავლით თავი ავარიდოთ ყურადღების გაუცნობიერებელ მიმართვას იმისკენ, რაც არ მოგვწონს, გვაღიზიანებს ან გვაშინებს.

ზოგიერთ ვითარებაში დაგვჭირდება სულიერი ხელმძღვანელობა კანეს მხრიდან, რათა უფრო მაღალი საფეხურის შთაგონებით უკარნახოს ლონოს ის იდეები და შესძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ ცხოვრების ტიპის პრაქტიკულ ცვლილებებამდე.

ლონო – თანამგრძნობი, მზრუნველი ძალაა. მან უნდა აღზარდოს კუ უდიდესი სიფრთხილით და ამავე დროს სრული გარკვეულობით, და ასევე კონტაქტი ჰქონდეს კანესთან – უმაღლეს "მე"-სთან.

ამიტომ ლონოს ამოცანა მდგომარეობს ასევე იმაშიც, რომ ასწავლოს კუ-ს თავისი გრძნობებით მანას რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მოკრება, ამ შემთხვევაში კუ შეძლებს თანდათანობით ავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე უბრალოდ გრძნობისმიერი რეაქციებია, და ამის წყალობით გაიზარდოს.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 8 2013, 07:00 PM
Post #25


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კუ, დაბალი "მე"

დაბალი "მე"-ს საშუალებით ჩვენ შევიცნობთ ჩვენს გრძნობებს.

კუს ინსტრუმენტი – ესაა აღქმა გრძნობათა ორგანოების მეშვეობით, ასევე ხუთი გრძნობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების დაგროვება და შენახვა. გარდა ამისა კუ აგროვებს და ინახავს შეფასებებს, განსჯებს, ქცევის წესებს, რომლებსაც ლონო აყალიბებს. დაბალ "მე"-ში იბადება და კონდენსირდება ყველა ჩვენი გრძნობა, კომპლექსი ან სხვა მანია, რომლებსაც ადვილად აღმოვაჩენთ, თუკი დავაკვირდებით ადამიანის ემოციურ რეაქციებს, რომლის დროსაც ეს კომპლექსები ვლინდება.

ამასთან კუ არ არის რაღაც "მიწიერი", უბრალოდ ეს "მე"-ს ყელაზე დაბალი საფეხურია, რომელიც ფაქიზ დამოკიდებულებას მოითხოვს. კაჰუნები საუბრობენ კუ-ზე როგორც პატარა ღვთაებაზე, რომელსაც შეუძლია გაიზარდოს. კუ და ლონო განუყრელად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. კუ ყოველთვის ორიენტირებულია გაცნობიერებული რჩევა მიიღოს ლონოსგან.

თუ მათ შორის განხეთქილებაა, მაშინ ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც დაბალი "მე" უბიძგებს შუა "მე"-ს მისი მითითების შესრულებისკენ, მდგომარეობს იმაში, რომ შუა "მე" ემოციის უზარმაზარი ტალღებით ჩაძიროს. თუ ეს ხერხდება, ეს უკანასკნელი მოტყუებული რჩება და მარცხდება.

მათ ამ კავშირზეა ასევე დამოკიდებული ჩვენი უნარი რომ პრინციპულად ვთქვათ უარი ლანძღვაზე და ბილწსიტყვაობაზე. ემოციების მსგავსი ამოფრქვევები იმდენად ძლიერ ენერგიეს მოითხოვს, რომ შედეგად კუ თავის თავში იკეტება, მას "რცხვენია". ამის გამო იბლოკება ჩვენი სრული და მთლიანი სულიერი განვითარება, რადგანაც სამ "მე"-თაგან ერთ-ერთი "ფსკერზე წვება".

მთავარ ფუნქციას კუ-სთვის სამივე "მე"-ს დონეზე წარმოადგენს მანას, ანუ სასიცოცხლო ენერგიის წარმოქმნა, რომელიც სამივე დონეს სჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

კუ წარმოქმნის მანას, ადამიანის სასიცოცხლო ენერგიეს და ლონოს უნაწილებს მას. ლონო საკუთარ ნებად გადაწყვეტილების ენერგიად გარდაქმნის ამ ენერგიას. იმას, რაც ლონოს გარდამქმნელი ფუნქციის შემდეგ ჩნდება, კაჰუნები უწოდებენ მანა-მანას.

ლოცვის დროს, როცა მედიტაციის წყალობით უმაღლეს "მე"-სთან კავშირი ჩნდება, კუ ლონოს ბრძანებით კანეს მიმართულებით, მის განკარგულებაში გადასცემს მანას. კანე იყენებს ამ ძალას იმისთვის, რომ ლოცვა, იდეალი ან მიზანი რეალობად იქცეს.

ამგვარად კუ გზავნილებს გადასცემს განვითარებისთვის კანედან ლონოსკენ, და პირიქით, ლონოდან კანე-სკენ. ლოცვის დროს ლონო ქმნის ერთგვარ ხატსახეს, გადასცემს მასკ უ-ს, რომელიც კანე-ს უგზავნის მას.

კანე საპასუხოდ აგზავნის სიყვარულის ერთგვარ ნაკადს, რომელიც ხატ-სახის ან სიმბოლოს ფორმაში შემოსილი, კუს მიერ აღიქმება როგორც შინაგანი ხმა ან სხვაგვარად, და შემდეგ გადაეცემა ლონოს. ეს ენერგია სულ უფრო და უფრო განგმსჭვალავთ და დაგეხმარებათ, რომ უკეთ ააწყოთ თქვენი საკუთარი ცხოვრება.

ლონოს ისღა რჩება, რომ თავისი ამოცანა შეასრულოს – ცნობიერი ნების მეშვეობით ისე შეცვალოს ცხოვრების ტიპი, რომ მოხსნას ხანგრძლივი დაძაბულობა კუ-სგან.

კუ-ს შეუძლია განეწყოს ობიექტების მიმართ, აღიქვას მათი ენერგია და მიღებული გრძნობითი შთაბეჭდილებები ლონოს გადასცეს.

კუ-ს შეუძლია ტელეპატიურ კავშირში შევიდეს ადამიანებთან და იგრძნოს მათი ენერგიები, ისევე როგორც კანესთან თანამშრომლობით გაუგზავნოს მათ ინფორმაცია. ამ ორი ინსტანციის მეშვეობით ინფორმაცია ასევე ლონოს მისამართითაც გადაეცემა.

და ბოლოს, ლონოს ცნობიერი მითითების წყალობით, კუს შეუძლია განკურნოს თქვენი ორგანიზმი, სხეულის სხვადასხვა ნაწილისკენ ან შინაგანი ორგანოებისკენ ენერგიის წარმართვით.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 8 2013, 07:07 PM
Post #26


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
ძალიან კარგი და საინტერესო თემაა, ერთ რამეს დავამატებ, ცნობილია, რომ თითქმის ვერ ნახავ უბედურ და დეპრსიულ კახუნას, ძალიან ღიმილიანები არიან და რაღაცნაირად სიმშვიდეს და სიყვარულს ასხივებენ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 8 2013, 07:12 PM
Post #27


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate

ამერიკაში არიან?


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 9 2013, 07:33 AM
Post #28


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აკა-თოკი

შუა "მე", ლონოს, შეუძლია და მუდმივადაც უნდა უბიძგებდეს კუ-ს კანესთან კავშირის შენარჩუნებისკენ. ასეთი კონტაქტი აკა-თოკის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ ადამიანი ცოცხლობს "ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი" (ეკლესიასტე 12:6). აკა-შნურია სწორედ ბიბლიაში ნახსენები "ვერცხლის საბელი".

აკა ნიშნავს "წებოვანს". თავად ეს სუბსტანცია კუ-ს მიეკუთვნება. მისგან აშენებს აკა-თოკი თავის თავს. ეს უხილავი და ურღვევი თოკი კუ-ს კანე-სთან აერთებს, როგორც ერთგვარი სატელეფონო ხაზი.

ჩვეულებრივი ადამიანისთვის აკა-თოკი უხილავია, მაგრამ კაჰუნას შეუძლია მისი დანახვა. ყოველ ადამიანში რამდენიმე აკა-თოკია. მათგან მთავარი ზემოთ აღწერილი კუს-ს და კანე-ს შორის კავშირია. თუმცა ცხოვრების განმავლობაში დამატებითი აკა-თოკებიც წარმოიქმნება, სახელდობრ იმ შემხვევებში, როცა ადამიანს ფიზიკური გაგებით შეხება აქვს სხვა ადამიანებთან ან ობიექტებთან.

ამ მომენტიდან იქმნება ერთგვარი ნატიფი მატერია, რომელიც მოცემულ ინდივიდს მოჩვენებითი ძაფის მეშვეობით აკავშირებს იმ ადამიანთა ან საგანთა კუ-სთან, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდა. ამ ძაფს აქვს თვისება წარმოუდგენელ მანძილზე გაიჭიმოს და მუდმივ საკომუნიკაციო ხაზად დარჩეს.

სამკურნალო პაქტიკაში კაჰუნა იყენებს სხვადასხვა აკა-თოკებს ენერგიის გადაცემისთვის, განსაკუთრებით განკურნების პროცესებში.

თუ ორ ინდივიდს შორის ჩნდება კავშირი აკა-თოკის მეშვეობით, მან შეიძლება შეასრულოს ენერგიის "არხის" ანუ გამტარის ფუნქცია. დავუშვათ, ვგებულობ რომ ჩემი მეგობარი ცუდადაა, და მინდა დავეხმარო მას. ამ შემთხვევაში ჩემი ლონო დავალებას აძლევს ჩემს კუ-ს, რომ გამოიმუშაოს მანა და მეგობარს გაუგზავნოს ჩვენი უხილავი თოკით. თუ მეგობარს შესაბამისი მომზადება აქვს, ის შეამჩნევს ამას და შესაძლოა იმავე გზით მადლობას გადამიხდის.

ამგვარად შეიძლება ტელეპატიური კავშირიც კი დავამყაროთ ადამიანებთან ან ობიექტებთან. კაჰუნების სწავლებით არსებობს ასევე ერთგვარი აკა-სხეული, რომელსაც ხანდახან "ჩრდილოვან სხეულსაც" უწოდებენ. ყველა აზრი, ყველა მოგონება, ყველაფერი, რასაც თქვენი ჭკუა დაუკავებია, ინახება აკა-სხეულში, ანუ ჩრდილოვან სხეულში. ის ფაქტი, რომ ყველაფერი "აღრიცხვაზე აიყვანება" (მიზეზ-შედეგობრივი კავშირის და კარმის კანონის შესაბამისად), კაჰუნების რწმენით უნდა გვიბიძგებდეს იმისკენ, რომ ძალიან ნატიფად და გააზრებულად, დიდი სიყვარულით და ჰარმონიით მოვეპყროთ საკუთარ თავს და ჩვენს ფიქრებს, გრძნობებს, სიტყვებსა და ქმედებებს, რათა არ გადავტვირთოთ აკა-სხეული ბალასტით და ნეგატიური წარმოდგენებით.

ფიზიკური სიკვდილის მომენტში ეს შთაბეჭდილებები არ ქრება, რადგან ჩრდილოვანი სხეული მიწიერისგან თავისუფლდება. იმის შესახებ, თუ რა ემართება ადამიანს სიკვდილის მერე, ჰავაელი მკურნალები იშვიათად საუბრობენ და სიტყვაძუნწნი არიან ამ დროს. ასევე სიტყვაძუნწი იყო ეკლესიასტე, როცა წერდა: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და დაუბრუნდებოდეს სული ღმერთს, როგორც შთაბერა." (ეკლ. 12:7)


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 9 2013, 11:48 AM
Post #29


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



smile.gif)


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 10 2013, 08:52 AM
Post #30


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგალითად პლატონი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ადამიანის მიწიერი ცხოვრება - მხოლოდ საცოდავი მსგავსებაა იმისა, რაც სხეულისგან თავისუფალ სულს შეუძლია. არისტოტელეს სჯეროდა, რომ სულს შეუძლია ნატიფი სხეულის დატოვება და თავის მსგავსებთან შეხვედრა სხვა სამყაროში. ძველი ბერძნებიც ასევე ფიქრობდნენ, რომ გარდა ფიზიკური სხეულისა ადამიანს გააჩნია მეორე სხეული, მაგრამ არა ხორციელი, არამედ სულიერი – ნატიფი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ჰავაელი მკურნალები თავიანთი პრაქტიკის დროს ხშირად მიმართავენ ლოცვას. საინტერესოა, რომ კაჰუნების ლოცვა თავისი არსით არაფრით განსხვავდება ქრისტიანული ლოცვისგან.

ლოცვა კაჰუნების ენაზე ჟღერს, როგორც აკუა ლა. მარცვალი ლა მრავალ სიტყვა-სიმბოლოში გვხვდება. იგი ნიშნავს მზეს, ან სინათლეს და აღნიშნავს ადამიანის ნორმალურ, ბუნებრივ მდგომარეობას, როცა იგი თავისუფალია კომპლექსებისგან, ხოლო მისი დაბალი "მე" თავისუფლად კონტაქტირებს მაღალ "მე"-სთან, გადასცემს რა როგორც ლოცვებს, ასევე სასიცოცხლო ენერგიეს, აუცილებელს "თესლების", ანუ აზროფორმების წარმოქმნისთვის, რომელთაგანაც შემდგომში "იზრდებიან" სასურველი მოვლენები. სულიერება (დასავლეთელი ადამიანების გაგებით) ნიშნავს სინათლეს. ლა- ა ნიშნავს "განათლებულად (გასხივოსნებულად) გახდომას". ა-ლა – ესაა ბილიკი, იგი ნიშნავს ჩვეულ გზას ნატიფი თოკით უმაღლეს "მე"-სთან დასაკავშირებლად. კა-ლა – ცერემონიული განწმენდაა ცოდვებისგან, რომლებიც კომპლექსების მიზეზებს წარმოადგენენ და ამ ბილიკს "ბლოკავენ". კა ნიშნავს "გამოსხივებას" ან ერთიდან მეორე ადგილზე გადატანას, ხოლო ლა – სინათლეს. ამგვარად ცხადია, რომ ესაა მოძრაობის პროცესი, სწრაფვა სიმბოლური ცენტრის – უმაღლესი "მე"-სკენ.

აკუა ლა მიუთითებს ვისკენაა მიმართული ლოცვა, სახელდობრ უმაღლესი "მე"-სკენ, რომელიც სიმბოლური სინათლის სამყაროშI ცხოვრობს.

ამ ფრაზის მეორე მნიშვნელობას მოვძებნით სიტყვათა-წყობასი ლელე ვალე, რომელიც თხოვნის საერთო აზრის "გადმოღვრას" ნიშნავს, ანუ აზროფორმების მეორად დაბრუნებას უმაღლესი "მე"-სგან, რაც არის ნიშანი იმისა, შესრულდება თუ არა თხოვნა.

ვალე – ესაა რაიმეს შესრულება საშუალებებით საკუთარი თავის შეზღუდვის აუცილებლობის გარეშე. ასევე ნიშნავს არსებობას ან მდგომარეობას, რომელიც არც დროით და არც სივრცით არაა შეზღუდული.

გარდა ლოცვისა ქრისტიანული რელიგია ითხოვს რწმენას მის შესასრულებლად. მოვძებნოთ კაჰუნების ლექსიკონში სიტყვა, რომელიც "რწმენას" აღნიშნავს, რათა გავარკვიოთ თუ რას ფიქრობდნენ მასზე. სიტყვა პაუ-ლელე ნიშნავს "ზემოთ აფრენის დაყოვნება". და იგი აღწერს იმ მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანი რწმენით და იმედით აღვსილი წყვეტს ლოცვას და ელოდება სასურველის ასრულებას.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 10 2013, 10:10 AM
Post #31


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
ამგვარად, კანე – ამოუწურავი წყაროს ასპექტია, შემოქმედის ზღვარი. იგი ასრულებს ყველა ჩვენს თხოვნას და ლოცვას, თუკი ესენი კარგად შეესაბამება ჩვენი ცხოვრების შინაგან ჩანაფიქრს. ადამიანი, რომელმაც აღადგინა კავშირი კანესთან, უკვე აღარასოდეს გრძნობს თავს მარტოდ და მიტოვებულად.
არ რა მჭირდება თურმე smile.gif

რა კარგად აქვთ ყველაფერი დალაგებული, ძალიან მაგარი ხალხია l_daisy.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 10 2013, 02:27 PM
Post #32


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაჰუნები ამბობენ, რომ არსებობს ერთგვარი სიცოცხლის, სიკვდილის და ისევ დაბადების წრე, რომლის "გარღვევაც" მათ უნდათ, რათა "მე"-ს ტანჯვის უსარგებლო ილუზიებს, პიროვნულ ტანჯვას დააღწიონ თავი.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Feb 10 2013, 04:43 PM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Feb 10 2013, 02:27 PM) *
კაჰუნები ამბობენ, რომ არსებობს ერთგვარი სიცოცხლის, სიკვდილის და ისევ დაბადების წრე, რომლის "გარღვევაც" მათ უნდათ, რათა "მე"-ს ტანჯვის უსარგებლო ილუზიებს, პიროვნულ ტანჯვას დააღწიონ თავი.

აი ეხლა უკვე შემიყვარდენ კახუნებიიიი smile.gif)


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 10 2013, 06:30 PM
Post #34


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
au amati locvebi ar weria? Magrad mainteresebs, rogoria, tu aris patara mainc targmne ra rame smile.gif sayvareli tipebi arian,siamovnebit gavicnobdi


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Feb 10 2013, 06:41 PM
Post #35


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ატმან ფსალმუნებიც დადე რა


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 10 2013, 10:32 PM
Post #36


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte
QUOTE(iziko @ 10th February 2013 - 06:30 PM) *
au amati locvebi ar weria? Magrad mainteresebs, rogoria, tu aris patara mainc targmne ra rame sayvareli tipebi arian,siamovnebit gavicnobdi


არა მგონია კონკრეტული ლოცვები ქონდეთ. როგორც მე მივხვდი მთავარი მიმართვის ემოცია და განწყობაა, თორე ისე ელაპარაკებიან უმაღლეს მეს როგორც ბავშვი მშობელს, ხან როგორ და ხან როგორ - სურვილებით ან თხოვნებით მიმართავენ. ძირითად ლოცვა კი მათთვის ალბათ მაინც დუმილია smile.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 11 2013, 12:45 AM
Post #37


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
gasagebia, da ise moixible am aborigenebit, exla shenc unda dadumde mamu? smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 11 2013, 12:10 PM
Post #38


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანის მდგომარეობა განკურნების შემდეგ აღინიშნება სიტყვით ჰოო-ლა, რაც ნიშნავს ჩვეული მშვიდი კონტაქტის აღდგენას სინათლესთან, ანუ უმაღლეს "მე"-სთან. ჰოო-ლა – ნიშნავს განკურნვას. სიტყვის მარცვალი მიანიშნებს იმაზე, რომ მთლიანობაში იგი ითარგმნება როგორც "სინათლის მოხმობა, მის მიზეზად ყოფნა". ამიტომ სინათლის "ანთება", ანუ უმაღლეს "მე"-სთან ჩვეული კონტაქტის დამყარება, მკურნალობის პროცესის ძირითადი ფაქტორების განმსაზღვრელია.

პირველ, მოსამზადებელ ნაბიჯს ავადმყოფის განკურნებაში მისი ფიზიკური ან გონებრივი ნაკლოვანებებისგან, ან მისი მომავლის უკეთესობისკენ ცვლილებისთვის წარმოადგენს კა-ლა, ანუ განთავისუფლება დსანაშაულის გრძნობისგან და სხვა ფსიქიკური ფაქტორებისგან, რომლებიც პაციენტის უმაღლეს "მე"-სთან თავისუფალი კონტაქტის გზებს "ბლოკავენ". საჭიროა შევწყვიტოთ ახლობლების წყენინება, ძველი შეცდომები კი უნდა გამოვასწოროთ. სულებმა, რომლებიც ადრე პაციენტის თხოვნით ცდილობდნენ შური ეძიათ წყენების გამო, უნდა შეწყვიტონ თავიანთი თავდასხმები, თუ ისინი აქმდე ჯერ კიდევ დასდევდნენ დამნაშავეს. ამაშია პატიების არსი, რადგანაც მიტევებით ჩვენ ვწვეტთ ენერგიეს კარგვას, რომელიც აქამდე ჩვენში წყენის გრძნობის შენარჩუნებაზე იხარჯებოდა, ჩვენს დაბალ "მე"-ს ბლოკავდა, ლონოს უფერხებდა გზას კანესკენ და ყრუდ გვაქცევდა როგორც შუა, ასევე მაღალი "მე"-ს "ხმებისადმი". და ასეთი სულიერი სიყრუის შედეგად, ვკარგავთ რა კავშირს ლონოსთან და კანესთან, კიდევ უფრო მეტ ზიანს ვაყენებდით საკუთარ თავს, ვიდრე ის, ვინც გვაწყენინა.

მას შემდეგ რაცე ს გაგებულ და გაკეთებულ იქნა სიმბოლური ბილიკი იხსნება და ამის შედეგად ადამიანის ფსიქიკა ნორმას უბრუნდება, მას შეუძლია თავისი ლოცვითი თხოვნების ფორმულირება მოახდინოს. ამ მიზნით საჭიროა სამი ქმედების შესრულება და სამი პირობის დაცვა:

1) მკურნალმა კაჰუნამ საკუთარ თავში დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ძალა უნდა დააგროვოს;

2) ლოცვა უნდა გამოითქვას ძალიან დეტალურად და კონკრეტულად, რის შემდეგაც აუცილებელია მისი სამჯერ გამეორება, რათა აზროფორმებმა ძლიერი ფორმა მიიღონ და სისავსით მიაღწიონ უმაღლეს "მე"-ს.

3) აუცილებელია მოვაგვაროთ კავშირი უმაღლეს "მე"-სთან, ძალიან მკაფიოდ ვიგრძნოთ იგი და გავუგზავნოთ ლოცვები ნატიფ თოკზე გამავალ სასიცოცხლო ძალის ტალღაზე.

ჰოო-ლა ასევე აღნიშნავს "სიცოცხლის მიცემას". მარცვალი სიტყვისა ო-ლა მიანიშნებს, რომ სიცოცხლე დამოკიდებულია სიმბოლურ ქმედებაზე (ო) უმაღლეს "მე"-სთან შეხებაში (ლა). კაჰუნება არ იცოდნენ ისეთი ცნებები, როგორიცაა "ხსნა", "ცოდვების გამოსყიდვა", რომლებიც მრავალი რელიგიისთვისაა დამახასიათებელი. მათთვის "ხსნა" წარმოადგენს ჩვეულ, ნორმალურ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანს გამომუშავებული აქვს კონტაქტი თავის უმაღლეს "მე"-სთან როგორც ფიზიკურ ცხოვრებაში, ასევე სიკვდილის შემდეგ.

თუ ლოცვა წარმოადგენდა თხოვნას წარმავალ ღირებულებებზე, კაჰუნი ამას ლა-კო-ს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს "სინათლის სამფლობელოში ცხოვრებას". მათ სჯეროდათ, რომ უმაღლეს "მე"-ს შეუძლია ყველანაირი ცხოვრებისთვის აუცილებელი სიკეთე მოგვცეს და კარგი განწყობა მისცეს დაბალ "მე"-ებს, თუკი ისინი მასთან თავისუფალ კონტაქტში იქნებიან.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Feb 12 2013, 03:06 PM
Post #39


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესო მამუკ თუ არის ცნობილი კაჰუნების რომელიმე შელოცვა და თუ ფორუმის ფორმატს არ ეწინააღმდეგება იქნებ მომწეო პმში?

Atm@n
კაჰუნების ცოდნის გაცნობიერებით ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ თავშივე იპოვნონ კავშირი ცნობიერების უფრო მაღალ სფეროებთან. ამ სიბრძნეს ასევე ის უპირატესობა აქვს, რომ ექიმი მალე "უსარგებლო" გახდება, რადგანაც პაციენტი თვითონვე შევა კავშირში საკუთარ უმაღლეს პოტენციალთან და შეძლებს იპოვოს გზა თვითგანკურნებისკენ.

ეს არ უნდა გაწყობდეს მგონი შენი პროფესიიდან გამომდინარე biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 12 2013, 06:08 PM
Post #40


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
QUOTE(Jarmen @ 12th February 2013 - 03:06 PM) *
ძალიან საინტერესო მამუკ თუ არის ცნობილი კაჰუნების რომელიმე შელოცვა და თუ ფორუმის ფორმატს არ ეწინააღმდეგება იქნებ მომწეო პმში?


კონკრეტული შელოცვა არ ვიცი მაგრამ სენტიმენტემაც ეგ მკითხა და ვუთხარი, რომ შეგიძლია შენს უმაღლეს "მე"-ს ისე მიმართო, როგორც ბავშVი მიმართავს მშობელს - ანუ როგორც შენ გინდა. მთავარია გულწრფელი განწყობა და სურვილის კონკრეტიკა (ანუ უნდა იცოდე რა გინდა, რისთვის გინდა და მართლა გინდა თუ არა). ხოლო თუ სათხოვარი არაფერი გაქვს, შეგიძლია დუმილით და მადლიერების, ან სიყვარულის ემოციით იყომ განწყობილი შენი "მშობლებისადმი". უფრო დაწვრილებით ამ ტექნიკებს მოგვიანებით ვთარგმნი და დავდებ. ჯერ არ მივსულვარ მაქამდე.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 04:11 PM