IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ანთროპოსოფია, რუდოლფ შტაინერი მისი ფუძე
Kaspar Hausser
post Feb 4 2009, 01:25 AM
Post #21


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 555
Joined: 25-December 08
From: Last Homely House
Member No.: 5,888

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



okicha


შურეს რო მოგიტან.. თავიდან უნდა გადავიშტაინერო... და აკაშაც გამოაყოლე რა იმას რაც უნდა მომიტანო...



--------------------

A Bereth thar Ennui Aeair!
Calad ammen i reniar
Mi 'aladhremmin ennorath.
A Elbereth Gilthoniel
I chin a thûl lín míriel...


მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion
Go to the top of the page
 
+Quote Post
okicha
post Feb 4 2009, 10:28 AM
Post #22


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 77
Joined: 4-February 09
From: maya
Member No.: 5,910

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წიგნის კითხვა იმისთვის არაა საჭირო რომ რაიმე ფილოსოფიურ მიმდინარეობას თუ სკოლას დაექვემდებარო. მართალია კითხვის დროს მაინც ახდენს გავლენას, მაგრამ წიგნის კითხვის რეალური მიზანი გონების და წარმოსახვის განთავისუფლებაა. დაშვების ალბათობა მეტია. ტვინის შესაძლებლობებს საზღვერბი არ აქვს მაგრამ ტვინი სულ უნდა გყავდეს ფორმაში არ უნდა მოადუნო. შტაინერი კიდე იმიტო აღიქმბა "აბდაუბდად" რომ გონება ნაკლებ თავისუფალია მკაცრად დადგენილი ნორმებისგან და ამის დაშვება არ შეუძლია. მე არ ვამბობ რომ სწორია, მაგრამ თავიდანვე შეფასება როგორც ზღაპრის არ შეიძლება. ჩემთვის პირადად საკმაოდ მისაღებია შტაინერის მოძღვრება. ქვეცნობიერის უფაქიზესი მოვლენები აქვს აღწერილი. რაც აღწერილია რეალურად ხომ ადამიანში ხდება. რაც უფრო გრმად მივდივარ ჩემს ქვეცნობიერშI უფრო გასაგები ხდება. ან შეიძლება მე ვარ მეოცნებე. მაგალითად ნაშრომმა " ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში" ქრისტიანობის ზოგიერთი ასპექტი სხვა კუხით დამანახა და საკმაოდ საინტერესოდაც .
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Apr 12 2009, 10:07 AM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაც ამ ბოლო დროს შტაინერს დავუახლოვდი biggrin.gif

ამ ბიბლიოთეკაში არის უმეტესი მისი ნაშრომები >>> http://bdn-steiner.ru/modules.php?name=Ga_Rus


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Apr 13 2009, 10:52 AM
Post #24


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე კი რაღაც მივივიწყე. მადლობა TeO, ისევ დავუახლოვდები wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Apr 13 2009, 10:50 PM
Post #25


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Tea @ 12th April 2009 - 10:07 AM) *
რაღაც ამ ბოლო დროს შტაინერს დავუახლოვდი

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა თუ არ დაგეზარება...
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Apr 14 2009, 07:57 PM
Post #26


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(vkh @ 13th April 2009 - 10:50 PM) *
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა თუ არ დაგეზარება...

vkh
მე არ მეზარება, მაგრამ ამ თემაზე არ მინდა აქ დაწერა.. ჯერ ჩემში ვხარშავ და ვაანალიზებ wink.gif



--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Apr 14 2009, 08:18 PM
Post #27


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Tea @ 14th April 2009 - 07:57 PM) *
ჯერ ჩემში ვხარშავ და ვაანალიზებ

შესანიშნავი მიდგომაა... პირადად, როცა მეც ამავეს ვაკეთებდი, მაშინვე ანალიტიკურად სხვათა ნააზრევს ვუკავშირებ იმწუთში წაკითხულს, და იმდენ სხვადასხვაობას ვპოლობ ერთსა და იმავე თემაზე, რომ ძნელი ხდებოდა გარკვევა, ვინ ცდება.. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობდი, მხოლოდ ერთი ავტორი ამერჩია
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Apr 15 2009, 02:27 AM
Post #28


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შტაინერი დიდი ქრისტიანული ხელდასხმული იყო. სამწუხაროა, რომ მის გარშემო მყოფ ადამიანებს ნახევრად ეძინათ. "როგორ მიიღწევა..." მხოლოდ კონსპექტის სახით დარჩა- როგორც თვითონ აქვს ნათქვამი -რადგან მსურველი და მიმღები არ იყო არავინ.
შეუძლებელიცაა მისი ყველა წიგნის წაკითხვა ანუ დამუშავება. პირიქით - მას უდიდესი შრომა აქვს გაწეული იმისთვის, რომ თითოეულმა დაინტერესებულმა პირმა თავისი ინტერესის საგანი იპოვოს ეზოთერულად გაშუქებული. დიდი სამსახური აქვს კაცობრიობისთვის გაწეული შტაინერს.
დასავლეთში ანთროპოსოფია სულ სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოქმედებს . იმ სიძლიერით არა, რისი პოტენციაც თავდაპირველად ჰქონდა, მაგრამ მაინც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Apr 16 2009, 02:00 AM
Post #29


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(sethis modgma @ 15th April 2009 - 02:27 AM) *
შტაინერი დიდი ქრისტიანული ხელდასხმული იყო.

ვისაუბროთ ამაზე, რადგან მწირი ინფორმაცია მაქვს ასეთ რაღაცეებზე.. რას ნიშნავს ქრისტიანული ხელდასმული... ვისგან... რამდენად თანხვედრაშია აღმოსავლურ აზროვნებასთან (რა თქმა უნდა წაკითხულ ლიტერატურას ვგულისხმობ)
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Apr 16 2009, 02:58 PM
Post #30


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
QUOTE(vkh @ 16th April 2009 - 02:00 AM) *
რას ნიშნავს ქრისტიანული ხელდასმული...

ძალიან დიდი თემაა და იგივე შტაინერს დიდი ინფორმაცია აქვს მოცემული.
მასვე უწერია, რომ იოანეს სახარება აღწერს ქრისტიანულ ხელდასხმას: 1-12 თავამდე ატრალურ პლანზე იოანეს განცდებს, მე-13 თავის დასაწყისში ,ფეხთგანბანვით იწყება -ესაა პირველი საფეხური; იოანე-ლაზარეს ამბავი დევახანის პლანზე განცდებს გადმოგვცემს.

ქრისტიანული ხელდსხმა არის ქრისტეს გზის გავლა. ხელდასხმულის ფიზიკური ცხოვრებაც ირეკლავს იმ მოვლენებს, რაც ქრისტეს ცხოვრებაში მოხდა -და პარალელურად შესაბამისს განიცდის უმაღლეს სფეროებშიც.

ათასჯერაც რომ შობილიყო ქრისტე ბეთლემში
თუ შენში -არა, დაღუპული ხარ სამარდისოდ.
ანგელუს სილეზიუსი

ქრისტიანული ხელდასხმა ამ შინაგანი შობით იწყება.
QUOTE(vkh @ 16th April 2009 - 02:00 AM) *
ვისგან..

ერთდაერთი მასწავლებელი -აღმოსავლური გზიდან განსხვავებით - ჩვენთვის არის ქრისტე. ისაა მოძღვარი და ხელდამსხმელიც. მასთან კი (ანუ ჩვენს ფარულ შინაგან არსთან) მივყავრთ მონატრებას, რომელიც კარაგდ გამოთქვა ნეტარმა ავგუსტინემ:
"თუ მისი მონატრება არა, მაშინ მისი მონატრების მონატრება მაინც".

Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Apr 16 2009, 05:41 PM
Post #31


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა ასეთი კარგი პასუხისთვის...

ეს კი ძალიან მომეწონა:

ციტატა(sethis modgma @ 16th April 2009 - 02:58 PM) *
მასთან კი (ანუ ჩვენს ფარულ შინაგან არსთან) მივყავრთ მონატრებას, რომელიც კარაგდ გამოთქვა ნეტარმა ავგუსტინემ:
"თუ მისი მონატრება არა, მაშინ მისი მონატრების მონატრება მაინც".


Go to the top of the page
 
+Quote Post
გაგა
post Apr 16 2009, 07:04 PM
Post #32


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 19-December 07
From: .
Member No.: 200

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ათასჯერაც რომ შობილიყო ქრისტე ბეთლემში
თუ შენში -არა, დაღუპული ხარ სამარდისოდ.
ანგელუს სილეზიუსი

ეს ფრაზები ჩემი აზრით მამარდაშვილმა უფრო კარგად გამოთქვა, (თუმცა მართალია ის სილეზიუსს ეკუთვნის) "ქრისსტე ათასჯერ რომ დაბადებულიყო ბეთლემში, თუ ის ერთ დღეს შენ სულში არ დაიბადა, მაინც დაიღუპები."
ანუ მე ეს, ასე გავიგე რომ ღმერთი შეუძლებელია ფაქტად განვიხილოდ მანამდე სანამ ის ჩვენში არ მოხდება... თუმცა, ჩვენ შეიძლება მანამდე ვხედავდეთ ; ხატებს, საკურთხევლებს, დახლიდართ სამლოცველოებს, ეკლესიებს, წითელ კვერცხებს და ა.შ..... ასევე მამარდაშვილს ეკუთვნის ფრაზები.... "კარგია და კეთილი იმიტომ კი არა რომ ღმერთისგანაა, ღმერთისგან როა იმიტოა კარგი და კეთილიო," (უბრალოდ მამარდაშვილი მომყავს იმიტომ, რომ მას ყველაზე კარგად შეეძლო, ყველაზე უფრო რთული აპოკრიფული ტექსტების მარტივად გადმოცემა)

QUOTE
ქრისტიანული ხელდსხმა


ეს განავრცეთ თუ შეიძლება. როგორ ხდება ხელდასხმა? ვინ იქნება ხელდასხმული და ვინ არა? რა კრიტერიუმებით?


p.s.
შტაინერს რაც შეეხება, ერთ ტვინგამორეცხილი კრეტინი მეცნიერი იყო და მეტი არაფერი. და საერთოდ მე თუ მკითხავ ამ თეოლოგებმა და სულთმეცნიერებმა მიიყვანეს რელიგია მარაზმამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Apr 16 2009, 07:13 PM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაგა აუუ, არ გინდა რაა შტაინერის შეურაცხოფა!- ნე ტვოი ურავინ wink.gif tongue.gif
QUOTE(giorgi @ 16th April 2009 - 07:04 PM) *
შტაინერს რაც შეეხება, ერთ ტვინგამორეცხილი კრეტინი მეცნიერი იყო და მეტი არაფერი


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
san
post Apr 17 2009, 02:06 AM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 2,675
Joined: 3-June 07
Member No.: 36

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შტაინერის წიგნები ძალიან რთულია წასაკითხად , დიდ მოთმინებას და გონების მთლიანად დაძაბვას მოითხოვს. ძალიან საინტერესოა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Apr 28 2009, 09:15 PM
Post #35


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(san_san @ 17th April 2009 - 02:06 AM) *
შტაინერის წიგნები ძალიან რთულია წასაკითხად , დიდ მოთმინებას და გონების მთლიანად დაძაბვას მოითხოვს. ძალიან საინტერესოა.

კი, კარგა ხნის მანძილზე თავისი ზეგავლენის ქვეშ მოგაქცევს, საგნებს და მოვლენებს სულ სხვანაირად დაუწყებ ჭვრეტას... ყველაფრისთვის ახსნას მოგაძებნინებს ამ სპექტრიდან... სანამ ერთ დღეს თუნდაც ერთ რამეში არ დაეჭვდები... ამ ერთ ეჭვს კი სხვაც წამოჰყვება და აღმოჩნდება, რომ სასახლე თიხის სვეტებზე აგვიგია smile.gif

ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ინფორმაციას ვიღებთ და ამას ცოდნად არ ვაქცევთ, არამედ სულ ძიებაში ვართ. ერთი არ კმარა, მეორეს ვეძებთ... ინფორმაციის მდინარეში კი არა, ოკეანეში გვინდა ცურვა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Apr 29 2009, 12:48 AM
Post #36


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
QUOTE(vkh @ 28th April 2009 - 09:15 PM) *
ამ ერთ ეჭვს კი სხვაც წამოჰყვება და აღმოჩნდება, რომ სასახლე თიხის სვეტებზე აგვიგია

კერძოდ? როგორ დაახასიათებდი ამ თიხის სვეტებს?
QUOTE(vkh @ 28th April 2009 - 09:15 PM) *
ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ინფორმაციას ვიღებთ და ამას ცოდნად არ ვაქცევთ, არამედ სულ ძიებაში ვართ. ერთი არ კმარა, მეორეს ვეძებთ... ინფორმაციის მდინარეში კი არა, ოკეანეში გვინდა ცურვა...

ძალიან მართალი სიტყვებია.
ცოტა სხვა ასპექტიც -შიში:
წლების წინ, ერთ დიდად პატივსაცემ მოხუც ანთროპოსფს (გერმანელს) ვესაუბრებოდი მის იუბილეზე. დიდი ცოდნის ადამიანი იყო და რამდენჯერმე ძალიან საჭირო რჩევით დამეხმარა. განსაკუთრებული წარმოდგენა მქონდა მასზე. ამ საუბრისას თავისი პოზიცია დამიხატა: რაც შეუძლება საგულდაგულო მომზადება სულიერი სამყაროს კველვისთვის, რაც შეიძლება მეტი ცოდნის დაგროვება. იგივეაო, რომ უცხო ქვეყანაში გამგზავრების მსურველი იყო, რომელიც კარგად შეისწავლის რუქას და ინფორმაციას იმ ქვეყნისას, ისტორიას და ალბათ ენასაც კი, სანამ იმ ქვეყანაში მოგზაურობას დაიწყებს. მაშინ ხიფათებს და შეცდომებს თავს გაცილებით უფრო ადვილად აარიდებსო.
გამაფრთხილა, რომ მოგზაურობისთვის საჭირო ცოდნა არ გამაჩნდა. მხოლოდ ის ვერ მითხრა, რამდენი ხანი სჭირდება ამ რუქის შესწავლას. თვითონ ჯერ კიდევ მის შესწავლას უნდებოდა.
მე კი მეგონა რომ მოგზაური იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Apr 29 2009, 09:46 PM
Post #37


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ სვეტებს კონკრეტიზაციას ვერ გავუკეთებ...

რაც შეეხება რუქის შესწავლას მოგზაურობისთვის... მეც ვფიქრობ, ცუდი არ უნდა იყოს სიბერე, რადგან ეს მოგზაურობა, მაგ დროისთვის მაქვს დაგეგმილი wink.gif

მანამდე კი რილკესი არ იყოს, პატარა ბუჩქებთან უნდა იყო ჩაცუცქული და სოკოებისა და პატარა მცენარეების ძებნაში და შესწავლაში ატარებდე დროს და მათგან უებარი ბალზამის შექმნას სწავლობდე, როცა უმრავლესობა ირგვილ ცადაწვდილ ხეებს შესცქერის და მათი კენწეროებისკენ უჭირავს თვალი smile.gif რადგან მოვა დრო, როცა ეს ნახარში ცად აიჭრება და სამყაროს ენითუთქმელ ჭეშმარიტებას ზეციერთან მიიტანს...
ხომ კარგი ნათქვამია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Apr 30 2009, 01:04 PM
Post #38


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
QUOTE(vkh @ 29th April 2009 - 09:46 PM) *
რაც შეეხება რუქის შესწავლას მოგზაურობისთვის... მეც ვფიქრობ, ცუდი არ უნდა იყოს სიბერე, რადგან ეს მოგზაურობა, მაგ დროისთვის მაქვს დაგეგმილი

შენ დღეგრძელობა და ტკბილად დაბერება, მაგრამ ყველას არა აქვს სიბერე, როგორც ცხოვრების ფაზა, გარანტირებული.
QUOTE(vkh @ 29th April 2009 - 09:46 PM) *
რადგან მოვა დრო, როცა ეს ნახარში ცად აიჭრება და სამყაროს ენითუთქმელ ჭეშმარიტებას ზეციერთან მიიტანს...

პირიქით კი უნდა იყოს.

Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Apr 30 2009, 04:18 PM
Post #39


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(sethis modgma @ 30th April 2009 - 01:04 PM) *
პირიქით კი უნდა იყოს.


აქ ხელოვნებაზეა ლაპარაკი... დიდ ხელოვნებაზე, რომელიც ზეციერამდეც მიაღწევს, რადგან ეზიარა ჭეშმარიტებას
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Apr 30 2009, 04:33 PM
Post #40


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
კამათად არ ჩამომართვა, რადგან ყველას თავისი წარმოდგენა აქვს დიდი ხელოვნებაზე. ჩემი გაგებით ხელოვნება ზეციერიდან უნდა მოდიოდეს, ხელოვანი გარკვეული გაგებით ხელდასხმული უნდა იყოს სულიერების, რომ ადამიანები გვაზიაროს "სამყაროს ენითუთქმელ ჭეშმარიტებას" და არა პირიქით. ამის გარეშე ის ნახარშიც (რილკესი) საწამლავი იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 11:16 AM